ახალი ამბები

ყირგიზეთმა თავის ტერიტორიაზე დაგეგმილი ОДКБ-ს წვრთნები გააუქმა

ყირგიზეთმა გადაწყვიტა, გააუქმოს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ძალების სამხედრო წვრთნები, რომელიც თავდაპირველად მის ტერიტორიაზე, ოქტომბერში უნდა გამართულიყო. ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. წვრთნების გაუქმების მიზეზი არ დაკონკრეტებულა. 14-17 სექტემბერს ყირგიზეთის და ტაჯიკეთის სამხედროებს შორის მასშტაბური შეტაკება მოხდა. კონფლიქტის შედეგად, ყირგიზეთის 63 მოქალაქე დაიღუპა, თითქმის 200 დაშავდა. ტაჯიკეთის მოსაზღვრე სოფლების 140 ათასზე მეტი მცხოვრები იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები. 18 სექტემბერს ყირგიზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ტაჯიკეთი შეიარაღებულ აგრესიაში დაადანაშაულა. იგივე ბრალდებებს უყენებდა ტაჯიკეთი ყირგიზეთს. ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სასაზღვრო კონფლიქტის შედეგად, 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შემდეგ ყირგიზეთის ხელისუფლებამ მოუწოდა CSTO-ს, აქტიური მონაწილეობა მიეღო დაძაბული სიტუაციის მოგვარებაში. ყირგიზეთმა ასევე მოუწოდა CSTO-ს, შეეცვალა ნორმატიული დოკუმენტები, რათა თავიდან ყოფილიყო აცილბეული შეიარაღებული თავდასხმები და სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით გადაჭრილიყო. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (CSTO) სომხეთს, ბელორუსსს, ყაზახეთს, ყირგიზეთს, რუსეთს და ტაჯიკეთს აერთინებს.

მედია: თურქეთი რუსეთსა და დასავლეთის 4 ქვეყანას შორის მოლაპარაკებებში შუამავლობას ცდილობს

თურქული პროსახელისუფლებო გაზეთის Milliyet-ის ცნობით, სტამბოლმა აშშ-ს, საფრანგეთს, გერმანიას და დიდ ბრიტანეთს რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა სთხოვა. გაზეთის ინფორმაციით, ვაშინგტონის „გავლენიანი აქტორები" უკვე დადებითად გამოეხმაურნენ გეგმას. ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი: თვითმავალი ჰაუბიცების კიდევ ერთი პარტია უკრაინაშია

სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა იარო ნადმა განაცხადა, რომ ბრატისლავამ უკრაინას ორი თვითმავალი ჰაუბიცა (Zuzana) მიაწოდა. უფრო მეტს კიდევ მალე მივაწოდებთ უკრინას. 70 წლის იუბილის აღსანიშნავად, აგრესორ პუტინს კიდევ ერთი საჩუქარი გავუკეთეთ“, - აღნიშნა სლოვაკმა მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

პირის თანხმობის გარეშე აბორტი პატიმრობით დაისჯება

თანხმობის გარეშე აბორტი დანაშაულად ცხადდება. შესაბამისი ცვლილება "სისხლის სამართლის კოდექსში" შედის, რომელიც პარლამენტის ბიუროს 10 ოქტომბრის სხდომაზე წარედგინება. პროექტის მიხედვით, ორსულობის შეწყვეტა მსხვერპლის წინასწარი ინფორმირებული თანხმობის გარეშე, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან რვა წლამდე. პროექტით კონკრეტდება, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან ცხრა წლამდე. პროექტის მიხედვით, ეს ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე, თუ ჩადენილი იქნება: დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; ორი ან ორზე მეტი პირის მიმართ; ოჯახის წევრის მიმართ; ჯგუფურად; გენდერის ნიშნით; რასობრივი, რელიგიური, ეროვნული ან ეთნიკური შეუწყნარებლობის გამო; განსაკუთრებული სისასტიკით; არაერთგზის; ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას; სხვა დანაშაულის დაფარვის ან მისი ჩადენის გაადვილების მიზნით; მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის ან ქსოვილის გადანერგვის ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით; ანგარებით ან შეკვეთით; ხულიგნური ქვენა გრძნობით; მძევლად ხელში ჩაგდებასთან დაკავშირებით; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 108-ე ან 109-ე მუხლით გათვალისწინებული მკვლელობა; მსხვერპლის ან მისი ახლო ნათესავის სამსახურებრივ საქმიანობასთან ან საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით; მის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 150/2 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ცვლილებების მიხედვით, თუ ეს ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს – დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით - ათიდან თოთხმეტ წლამდე. თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება დაზარალებულის ან სხვა პირის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. პროექტის მიხედვით, აბორტის იძულება გამოიყოფა სპეციალურ შემადგენლობად და უფრო მკაცრი სასჯელი იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, პროექტით, ორსულობის შეწყვეტის იძულება, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ექვს წლამდე. თუ იგივე ქმედება, ჩადენილი იქნება: ჯგუფურად; დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ; არაერთგზის; იმის მიერ, ვისაც ადრე ჩადენილი ჰქონდა ამ კოდექსის 133-ე, 133/1 და 133/3 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული; ოჯახის წევრის მიმართ; გენდერის ნიშნით, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე. პროექტით განისაზღვრება, რომ თუ იგივე ქმედება გამოიწვევს სიცოცხლის მოსპობას ან სხვა მძიმე შედეგს, დაისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით შვიდიდან თერთმეტ წლამდე. წყარო - IPN

ვოლოდიმირ ზელენსკი: პასუხს აგებენ ისინი, ვინც ზაპოროჟიეს დაბომბვის უკან დგანან

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსი ზაპოროჟიეზე რუსეთის სარაკეტო იერიშს გამოეხმაურა. ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა „აბსოლუტური სისასტიკე. აბსოლუტური ბოროტება. ველურები და ტერორისტები. ვინც გასცა ეს ბრძანება, ვინც შეასრულა ეს ბრძანება, ისინი პასუხს აგენებ. რა თქმა უნდა, კანონის და ხალხის წინაშე", - ნათქვამია ზელენსკის განცხადებაში. უკრაინული მედიის ცნობით, 9 ოქტომბრის ღამეს, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა ზაპოროჟიეს მიმართულებით 12 რაკეტა გაუშვეს. თავდასხმის შედეგად დაზიანდა დაახლოებით 20 ოჯახი და დაახლოებით 50 საცხოვრებელი კორპუსი, ასევე ოთხი საგანმანათლებლო დაწესებულება.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველო რეგიონში არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რჩება

Europetime-თან ექსკლუზიურად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მდივან ბლინკენის მოადგილის საქართველოში ვიზიტზე კომენტარს აკეთებს. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, აშშ მოუთმენლად ელის თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. „მდივნის მოადგილე მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას და ხალხს დღემდე გაწეული თანამშრომლობისთვის. ვიზიტის დროს ბონი დ. ჯენკინსი ხვდება საქართველოს ლიდერებს, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ. საქართველო რჩება არსებითად მნიშვნელოვან სტრატეგიულ პარტნიორად რეგიონში და ჩვენ მოუთმენლად ველით თანამშრომლობის გაგრძელებას, მათ შორის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების მიმართულებით. ბლინკენის მოადგილე საქართველოს შეიარაღებისა და ტექნიკის განახლების კუთხით სამომავლო გეგმებს განიხილავს როგორც მდივნის მოადგილემ ხუთშაბათს განაცხადა, შეერთებული შტატები მტკიცედ რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - განუცხადა Europetime-ს სახელწმიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარი საქართველოში რუსეთის მოქალაქეების მასობრივად შემოსვლაზე საქართველოში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ბონი დენის ჯენკინსი აცხადებს, რომ ელჩ დეგნანისადმი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილი ჩამოიტანა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე: ელჩ დეგნანზე თავდასხმები დეზინფორმაციის დიდი სქემის ნაწილია სახელმწიფო მდივნის მოადგილე ელჩ დეგნანს შეხვდა ბლინკენის მოადგილე: აშშ საქართველოს ევროტლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს ბონი ჯენკინსის განცხადებით, ელჩმა დეგნანმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და ეს ძალისხმევა ბოლო პერიოდში მარტივი არ ყოფილა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩ ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ხელისუფლების წარმომადგენლებთან და პოლიტიკურ ლიდერებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს.

გერმანია ქმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდება

უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ქმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს. ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა განაცხადა. მისივე თქმით, NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე. „სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას. გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებაც გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი.  

უკრაინის გენშტაბი: 24 თებერვლის შემდეგ, რუსეთმა 62 500 ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგების შესახებ იუწყება და აცხადებს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, მოსკოვმა 62 500 ჯარისკაცი დაკარგა. უკრაინის გენერალურმა შტაბმა 9 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ასევე დაკარგა 2486 ტანკი, 5133 ჯავშანტექნიკა, 3890 მანქანა და საწვავის ავზი, 1477 საარტილერიო სისტემა, 348 მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, 180 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 266 თვითმფრინავი, 235 თვითმფრინავი და 15 ნავი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. 

ელჩი: იაპონია ტერიტორიების ძალით დაბრუნებას არ აპირებს

იაპონური უკრაინის პარლამენტისა და უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ სამხრეთ კურილის კუნძულების იაპონიის კუთვნილებად აღიარებას მიესალმა. ელჩმა აღნიშნა, რომ უკრაინის გადაწყვეტილება სამართლიანი და იურიდიულად გამართლებულია. დიპლომატმა აღნიშნა, რომ ეს კუნძულები სსრკ-ს მიერ იყო ოკუპირებული და რჩება რუსეთის ოკუპაციის ქვეშ. იაპონიამ 19 წლის შემდეგ პირველად, კურილიის კუნძულებს უკანონოდ ოკუპირებული უწოდა „იაპონია არ აპირებს ჩრდილოეთ ტერიტორიების ძალით დაბრუნებას, მაგრამ უკრაინისა და იაპონიის ერთობლივმა ქმედებებმა, პოლიტიკურ და სამართლებრივ ჭრილში, განსაკუთრებით, რუსეთის აგრესიის გათვალისწინებით უკრაინის წინააღმდეგ, უნდა შეუწყოს ხელი აგრესორის დასჯას და ყველა ადამიანის დაბრუნებას მის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, - განუცხადა იაპონიაში უკრაინის ელჩმა სერგი კორსუნსკიმ უკრაინულ მედიას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, კურილიის კუნძულების იაპონიის ტერიტორიად აღიარების შესახებ განკარგულებას 7 ოქტომბერს მოაწერა ხელი.   

ილონ მასკი: ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს

ტაივანზე ნაწილობრივი კონტროლი პეკინს უნდა გადაეცეს, - Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი ტაივანსა და ჩინეთს შორის კონფლიქტის მოგვარების ინიციატივით გამოვიდა.  „ჩემი რეკომენდაცია მდგომარეობს იმაში, რომ შეიქმნას სპეციალური ადმინისტრაციული ზონა ტაივანისთვის, რომელიც იქნება საკმაოდ მისაღები, თუმცა, შესაძლოა, ვიღაც კვლავ არ იყოს ბედნიერი... ჩემი აზრით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, გაცილებით უფრო რბილი, ვიდრე ჰონგ-კონგის შემთხვევაში გაფორმდა“, - განაცხადა მასკმა. 3 ოქტომბერს, ილონ მასკმა, რუსეთ-უკრანის ომის დასრულების საკუთარი ოთხპუნქტანი „სამშვიდობო გეგმაც“ წარმოადგინა. ცნობისთვის, 1997 წელს ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რაიონი ჩინეთის პროტექტორატის ქვეშ დაბრუნდა და 2047 წლამდე ფართო ავტონომიის გარანტია მიიღო.  

ლიეტუვამ NATO-ს მოკავშირეებს მოუწოდა, რომ უკრაინისთვის იარაღის მარაგები გახსნან

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, მხოლოდ NATO-ს სტანდარტების იარაღის დახმარებით შეუძლიათ თავიანთი ტერიტორიების გათავისუფლება. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა Ukrinform-თან ინტერვიუში განაცხადა. „ლიეტუვა ყოველთვის იცავდა პოზიციას ყველა შესაძლო დონეზე, რომ უკრაინას სჭირდება „ყველაფერი, რაც გვაქვს“, ყოველგვარი არგუმენტის მოყვანის გარეშე, როგორიცაა - „ჩვენ უბრალოდ ჯაველინებს ვაძლევთ“ და „სტინგერებს“. გაირკვა, რომ უკრაინის არმიას შეუძლია, NATO-ს სტანდარტების იარაღის გამოყენებით წარმატებით დაიბრუნოს ოკუპირებული ტერიტორიები. ჩვენ ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც ის არგუმენტები, რომლებიც ადრე იყო გამოყენებული, აღარ არის აქტუალური“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.  ლანდსბერგისმა თქვა, რომ მოკავშირე ქვეყნებს არ შეუძლიათ, გაამართლონ უარი იარაღის გადაცემაზე, იმ არგუმენტით, რომ ეს „ტექნოლოგიურად რთულია უკრაინელი სამხედროების განათლებისა და წვრთნისთვის" ან იმის გამო, რომ იარაღი შეიძლება, „დაიკარგოს“ ან „განადგურდეს“. „ამაზე არაერთხელ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ უნდა გავხსნათ ჩვენი რეზერვი უკრაინის არმიისთვის“, - განაცხადა მინისტრმა. მან დასძინა, რომ ახლა სხვადასხვა ქვეყანაში უკრაინელები სამხედრო წვრთნებს გადიან.  

ვოლოდიმირ ზელენსკი: თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს მათთვის საუკეთესო ვარიანტი იქნება

თუ ოკუპანტები გაიქცევიან, ეს საუკეთესო ვარიანტი იქნება მათთვის, რადგან ჯერ ამის საშუალება აქვთ. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეომიმართვაში განაცხადა. დამპყრობლები ყირიმიდან ბერდიანსკში, შემდეგ კი რუსეთში გარბიან - მელიტოპოლის მერი „თუ ოკუპანტები უკრაინის ტერიტორიაზე დარჩებიან, მათ ექნებათ შესაძლებლობა, ტყვედ ჩაბარდნენ“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ოკუპანტები ყირიმიდან გარბიან.  მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი, გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

დამპყრობლები ყირიმიდან გარბიან - მელიტოპოლის მერი

მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი, დამპყრობლები ნახევარკუნძულიდან ბერდიანსკში გარბიან, შემდეგ კი რუსეთის ტერიტორიაზე გადადიან. ამის შესახებ მელიტოპოლის მერმა ივან ფედოროვმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში განაცხადა, იუწყება Ukrinform. ყირიმის ხიდზე ხანძარია „ჩვენ ვხედავთ პანიკას დამპყრობლებს შორის. დაიწყო მნიშვნელოვანი მოძრაობა ყირიმიდან ბერდიანსკამდე. რადგან ახლა ერთადერთი მარშრუტი, რომლითაც შესაძლებელია დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვება, გადის მელიტოპოლზე, ბერდიანსკზე, მარიუპოლზე, შემდეგ კი რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე. ამიტომ, დღეს ეს მიმართულება დატვირთულია, მანქანების დიდმა რაოდენობამ დატოვა ყირიმი და რუსეთის ფედერაციაში გადადიან“, - განაცხადა ფედოროვმა. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.   

ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა

ზაპოროჟიეზე რუსეთის ძალების სარაკეტო თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახე მერის მოვალეობის შემსრულებელმა ანატოლი კურტიევმა განაცხადა. რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ისევ შეუტიეს „წუხელ სარაკეტო თავდასხმამ დააზიანა კორპუსები და ქუჩები. პირველადი ინფორმაციით, დაინგრა ხუთი კერძო შენობა და დაზიანდა დაახლოებით 40. ამ დროისთვის ცნობილია 17 ადამიანის დაღუპვის შესახებ. სამძიმარს ვუცხადებ ახლობლებს“, - წერს კურტიევი.

CNN: გერმანია უკრაინას ახალ სამხედრო დახმარებას მიაწვდის

NATO-მ უნდა იმუშაოს თავდაცვის გაძლიერებაზე, განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინ ლამბრეხტმა CNN-ის ცნობით.  „სერიოზულ დროში ვცხოვრობთ და ასეთ დროს ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, სად გვაქვს ხარვეზები. საჰაერო თავდაცვა არის ერთ-ერთი ისეთი სფერო, სადაც აუცილებელია მოქმედება“, - განაცხადა ლამბრეხტმა ლიეტუვაში დისლოცირებული გერმანიის ჯარების მონახულებისას. გერმანიამ უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდების შესახებ გამოაცხადა, მათ შორის არის IRIS-T საჰაერო თავდაცვის სისტემა და სულ 100 ტანკი. მესივე თქმით, უსაფრთხოების გაზრდილი საფრთხის გათვალისწიებით, გერმანია ასევე შექმნის ახალ ქვეით ბრიგადას, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში შეეძლება, ლიეტუვაში სწრაფად განლაგდეს.  

რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეს ისევ შეუტიეს

შაბათს საღამოს, რუსეთის ძალებმა ზაპოროჟიეზე იერიში მიიტანეს. დაზარალდა ქალაქის ინფრასტრუქტურა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივანი ანატოლი კურტევი, ზაპორიჟჟიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე ალექსანდრე სტარუხი Telegram-ში წერენ.  „რაშისტები კვლავ თავს დაესხნენ ზაპოროჟიეს.მანამდე მტრის დაბომბვის შედეგად ქალაქის ინფრასტრუქტურა განადგურდა“, - წერს ანატოლი კურტევი.  მოგვიანებით, ზაპოროჟიას რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარემ ალექსანდრე სტარუხმა განაცხადა, რომ მტერმა რაკეტით დაარტყა ზაპოროჟიეს ინფრასტრუქტურის ობიექტი და შედეგად ხანძარი გაჩნდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.  

თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

თერჯოლის მერი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.  ტრაგიკული შემთხვევა თერჯოლის სოფელ სეფარეთის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ლაშა გოგიაშვილი მოტოციკლით გადაადგილდებოდა. არსებული ინფორმაციით, მერის მოტოციკლი ტრაილერს შეეჯახა. ლაშა გოგიაშვილი ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.  

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რადგან ჩვენ არ ვიცით, რამდენად შორს წავა პუტინის განდიდების მანია

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ლიეტუვაში ვიზიტისას, განაცხადა, რომ NATO-მ მეტი უნდა გააკეთოს ერთობლივი უსაფრთხოებისთვის, რათა რუსეთისა და მისი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ნებისმიერი აგრესიული ქმედებებისგან, თავი დაიცვას. „ჩვენ, NATO-მ, მეტი უნდა გავაკეთოთ საერთო უსაფრთხოებისთვის, რადგან არ ვიცით, რამდენად შორს შეიძლება წავიდეს პუტინის მეგალომანია“, - თქვა ლამბრეხტმა ბალტიისპირეთში დისლოცირებულ გერმანელ სამხედროებთან შეხვედრისას. ლიეტუვის რუკლას სამხედრო ბაზაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიმართ რუსული მუქარა მსუბუქად არ უნდა იყოს მიღებული და გერმანია NATO-ს პარტნიორების დაცვის ვალდებულებების ერთგული დარჩება. „ჩვენ მოვისმინეთ რუსეთის მუქარა ლიეტუვის მიმართ, რომელმაც ევროპული სანქციები დააწესა კალინინგრადის საზღვარზე. ეს შორს არის პირველი საფრთხეებისგან და ჩვენ ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ და მომზადებული ვიყოთ“, - განაცხადა კრისტინ ლამბრეხტმა.   

ვოლოდიმირ ზელენსკი: ბახმუტის მიმართულებაზე, ვითარება რთულია

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბახმუტის მიმართულებით ძალიან მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს, უკრაინელი სამხედროებს პოზიციები უჭირავთ.  „ჩვენ ვიკავებთ პოზიციებს დონბასში, კერძოდ ბახმუტის მიმართულებით, სადაც ახლა ძალიან, ძალიან რთულია... ძალიან მძიმე ბრძოლებია. დღეს კიდევ ერთხელ მინდა შევაქო ჩვენი ჯარისკაცები 93-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადა გამბედაობისთვის, ამ მიმართულებით გამძლეობისთვის“. 8 ოქტომბერს საღამოს გამოსვლაში უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალები პერიოდულად აწარმოებენ შეტევით ოპერაციებს ბახმუტისა და ავდეევსკის მიმართულებით.  

ვოლოდიმირ ზელენსკი ქერჩის ხიდის აფეთქებაზე: სამწუხაროდ, დღეს ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს ყირიმში, ქერჩის ხიდზე მომხდარ აფეთქების ფაქტს, საღამოს მიმართვაში გამოეხმაურა. „დღეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე თბილი მზიანი დღე იყო. უმეტეს რაიონებში +20 გრადუსამდე. სამწუხაროდ, ყირიმში მოღრუბლული იყო, თუმცა იქაც თბილოდა, მაგრამ რაც არ უნდა ღრუბლები იყოს - უკრაინელებმა იციან რაც უნდა ქნან და მათ იციან, რომ ჩვენი მომავალი მზიანია. ეს არის მომავალი დამპყრობლების გარეშე მთელ ჩვენს ტერიტორიაზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ყველა რუს ჯარისკაცს, რომელიც ნებაყოფლობით დაყრის იარაღს და ჩაბარდება ტყვედ, სიცოცხლე შეუნარჩუნდება. „უკრაინა ყოველთვის იცავს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და კონვენციას. ისევ და ისევ მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, ვინც იბრძვის და მუშაობს მშვიდობისათვის უკრაინისთვის - მთელი ჩვენი მიწის გათავისუფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ. მიხაილო პოდოლიაკი ყირიმის ხიდის აფეთქებაზე: ყველაფერი უკანონო უნდა განადგურდეს როგორც ცნობილია, 8 ოქტომბერს, დაახლოებით დილის 06:00 საათზე, რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის ხიდზე დაფიქსირდა აფეთქება და ხანძარი. ხიდის სარკინიგზო ნაწილზე სატვირთო მატარებელი დაიწვა, საავტომობილო ნაწილზე კი გზის ნაწილი ჩამოინგრა. მოგვიანებით ხიდის გადარჩენილი ზოლის გასწვრივ ავტომანქანების მოძრაობა აღდგა.