ახალი ამბები

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

საქართველო სახელმწიფო დროშის დღეს აღნიშნავს. საქართველოს პარლამენტმა ორგანული კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, 2004 წელს მიიღო. 14 იანვარი, როგორც სახელმწიფო დროშის დღე 2012 წლიდან აღინიშნება. საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, ის შემოღებულ იქნა საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ხელმოწერის შემდეგ 2004 წლის 14 იანვრიდან. მისალოც ტექსტში პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ "ქართული დროშა აღიმართება ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების გვერდით - იქ, სადაც არის მისი ბუნებრივი ადგილი“. „სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული თვითმყოფადობის ამ უმთავრესმა სიმბოლომ შეაკავშირა ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი სამშობლო, მისი წარსული, აწმყო და მომავალი. ვისთვისაც საქართველოს წინსვლა და განვითარება უპირველესი პრიორიტეტია. უძველესი ხუთჯვრიანი დროშა აერთიანებს ჩვენს მისწრაფებებს და ღირებულებებს. მისი ისტორია ნათლად ადასტურებს საქართველოს ევროპულ არჩევანს“, - აღნიშნავს პარლამეტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილის თქმით, ხელისუფლება განაგრძობს მუშაობას "ქართველი ხალხის მიერ მტკიცედ გამოხატული ნების შესასრულებლად და უმთავრესი საგარეო პოლიტიკური მიზნის მისაღწევად".

მარჯანიშვილის თეატრი სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციასთან დაკავშირებით, განმარტებას ავრცელებს

მარჯანიშვილის თეატრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს. მისივე განცხადებით, ლევან წულაძეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა ამოეწურა. "ტელევიზიაში გავრცელდა ინფორმაცია რომ ლევან წულაძე გაათავისუფლეს მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან. მოგახსენებთ, რომ მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, ლევან წულაძეს, გაუვიდა ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხ წლიანი ვადა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადდება კონკურსი. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, კულტურის მინისტრმაც გააკეთა კომენტარი. თეა წულუკიანის თქმით, ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან არ გათავისუფლებულა და მას "ვადა გაუვიდა". "ვისაც ვადა გაუვიდა და ზოგიერთი მათგანი მართლაც ხელახლა აპირებს კანდიდატობას, შემოიტანს ისიც პოზიციაზე, რა თქმა უნდა, მისი განაცხადიც, როგორც ნებისმიერი სხვა, იქნება განხილული", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ბიძინა კულუმბეგოვი: საქართველოსთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკულია

ალერგოლოგ-იმუნოლოგის, ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, საქართველოსთვის მომავალი თვენახევარი კოვიდ-კრიტიკულია. მისივე თქმით, ომიკრონი სწრაფად ვრცელდება და სტაციონარებში პაციენტების მოხვედრის რისკებიც ძალიან მაღალია. „ომიკრონი“ ისე არ არის, რომ კოვიდი დასუსტდდა და არ არის მკვლელი ვირუსი. ის, როგორც გრიპის ვირუსი, დაახლოებით 1000 დაავადებულიდან 1-2 ადამიანის სიკვდილობას მაინც იწვევს, ამიტომ ჩვენ რაც უფრო მეტი ადამიანი გაგვიხდება ავად, სამწუხაროდ, იქნებიან გარდაცვლილებიც და ჰოსპიტალში მოხვედრილი ადამიანებიც. ამიტომ, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ არც ერთი წუთით - შემდგომი თვენახევარი, 2 თვე არის ძალიან კრიტიკული ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კულუმბეგოვმა. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. ამასთან, წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება. ასევე წაიკითხეთ: ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ომიკრონის“ „ცუნამის“ წინ ეპიდემიური საფრთხის შემცველი ღონისძიებების გამართვა ალოგიკურია

თენგიზ ცერცვაძე: "ომიკრონის" მიმართ კიდევ უფრო ნაკლებად მგრძნობიარეა არსებული ტესტები

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, არსებულ ტესტებს „ომიკრონის“ შტამის გამოვლენა ცერცვაძემ მოსახლეობას მიმართა, რომ თუ კორონავირუსის სიმპტომები გამოუვლინდებათ, მაგრამ ტესტები დადებით პასუხს არ აჩვენებს, მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდდადებითები და დარჩნენ იზოლაციაში. მისივე განცხადებით, სწრაფი ტესტები კორონავირუსის „ომიკრონის“ შტამს ზოგ შემთხვევაში არ აჩვენებს, განსაკუთრებით სიმპტომების გამოვლენის პირველ დღეებში. „მოსახლეობამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ არცერთი ტესტი მსოფლიოში 100%-იანი არ არის. მაგრამ „ომიკრონის“ მიმართ კიდევ უფრო ნაკლებმგრძნობიარეა არსებული ტესტები, ვიდრე „დელტა“ შტამის მიმართ, განსაკუთრებით სწრაფი ტესტები და განსაკუთრებით პირველ დღეს, როცა ვირუსის კონცენტრაცია ორგანიზმში მაღალი არ არის. შესაძლებელია, რომ ტესტმა განსაკუთრებით სწრაფმა ტესტმა, ვირუსი ვერ დააფიქსიროს. PCR-ის შემთხვევაში ამის ალბათობა გაცილებით ნაკლებია. ამიტომ პაციენტებს ურჩევენ, რომ ტესტირება სიმპტომების გამოჩენიდან მეორე დღეს მოახდინონ და არა პირველივე დღეს. თუმცა, არის პაციენტების გარკვეული რაოდენობა, რომლებსაც ტესტი დადებითს ვერც მეორე და მესამე დღეს უჩვენებს, მაგრამ კოვიდის ჩვენებები არის. ამიტომ ასეთ პაციენტებს ვურჩევთ, რომ მოიქცნენ ისე, როგორც კოვიდიანები და ექიმებსაც მივმართავ, რომ მოექცნენ მათ ისე, როგორც კოვიდიანებს. ამით არაფერს დაკარგავს არც პაციენტი, არც ექიმი, თუ მას არ ექნება კოვიდი და მოვექცევით როგორც კოვიდიანს. ისინი უნდა დარჩნენ სახლში, იყვნენ იზოლაციაში თუ სიმპტომები აქვთ 8 დღე და შემდეგ კიდევ 5 დღე ატარონ პირბადე. თუ დამძიმდება პაციენტი და ჰოსპიტალში წაიყვანენ, თუნდაც კოვიდი არ ჰქონდეს, მერე რა? - ამითაც არაფერი შავდება, პირიქით, თუ ჩვენ ასეთ პაციენტს სერიოზულად არ ჩავთვლით, ვეტყვით, რომ მისი ტესტის პასუხი უარყოფითია და არ იფიქრო კოვიდზე, აქ შეიძლება დაზარალდეს პაციენტიც და შესაძლებელია დამძიმდეს კიდეც“, - განაცხადა ცერცვაძემ „პალიტრანიუსთან“. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

თენგიზ ცერცვაძე: ექიმებს დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას

მედპერსონალის რესურსი საკმარისია, უბრალოდ, მათი გამძლეობაა სერიოზული გამოცდის ქვეშ, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის'' ეთერში. თენგიზ ცერცვაძემ აღნიშნა, რომ ექიმების გადატვირთულობის გამო შესაძლოა, პრობლემები წარმოიშვას. „აქამდე უექიმოდ არცერთი ავადმყოფი არ დარჩენილა, მაგრამ ექიმები „გადაძაბვის“ ზღვარზე მუშაობენ. ხშირად გადატვირთულები არიან, ღამეც არ ტოვებენ ზოგჯერ კლინიკას და ეს პრობლემები არის. მეორე მხრივ, ქვეყანამ უდიდესი საბრძოლო გამოცდილება მიიღო იმ პიკების დროს, რომელიც ჩვენთან უფრო მძიმე იყო, ვიდრე უცხოეთში. „ზოგი ჭირი მარგებელიაო“ რომ იტყვიან, ამ პერიოდში გამოიბრძმედა სამედიცინო პერსონალიც. 9 000 საწოლი მობილიზებულია და დღეისთვის საკმარისი მედპერსონალიც არის. თუმცა, ექიმები გადაძაბულები არიან, დიდი დატვირთვით მუშაობა უხდებათ და შესაძლოა, პრობლემები წარმოიქმნას“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ. ასევე წაიკითხეთ: საქართველოში COVID19-ით ინფიცირების 5326 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 48 პაციენტი 24 საათის განმავლობაში საქართველოში კოვიდვაქცინით 9 700 ადამიანი აიცრა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა

აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ჯო ბაიდენის განკარგულება სავალდებულო ვაქცინაციის შესახებ გააუქმა. ამასთან, საუბარი ეხება აშშ-ის პრეზიდენტის განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, დიდი კომპანიების თანამშრომლები ვალდებულები იყვნენ სამსახურში გამოცხადებამადე გაეკეთებინათ ვაქცინა ან კოვიდტესტი. დღეიდან, აღნიშნული ვალდებულება მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებს შეეხებათ, რომლებიც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან. ცნობისთვის, უზენაესმა სასამართლომ მხარეების არგუმენტები გასულ კვირას მოისმინა.

ბრიტანეთის პრინც ენდრიუს სამხედრო წოდებები და სამეფო ტიტული ჩამოართვეს

დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ მეორეს ვაჟს ენდრიუს სამხედრო წოდებების და ტიტული „მისი სამეფო უმაღლესობა“ ჩამოერთვა. BBC-ის ინფორმაციით, პრინცი ენდრიუ აშშ-ის სასამართლოს წინაშე სექსუალურ ძალადობაში საქმეზე ბრალდებულის სტატუსით წარდგება. სამეფო ოჯახის განცხადებით, პროცესის მსვლელობისას ენდრიუ თავს დაიცავს როგორც კერძო პირი. ამერიკელმა ვირჯინია ჯუფრემ, რომელიც პრინც ენდრიუს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში სარჩელი გასული წლის აგვისტოში შეიტანა. ასევე წაიკითხეთ: მედია: პრინც ენდრიუს წინააღმდეგ საქმის გამოძიება შეჩერდება 12 იანვარს გახდა ცნობილი, რომ საქმე შეიძლება, კვლავ განახლდეს.

მოლდოვამ რუსული გაზის გაზრდილი საფასურის გადახდა დაიწყო

მოლდოვის მთავარი გაზგამანაწილებელი კომპანია „მოლდოვაგაზის“ ცნობით, დეკემბერში მოხმარებული გაზის საფასურის დავალიანება რუსულ სახელმწიფო კომპანია „გაზპრომს“ ძველი ფასით გადაუხადა, მაგრამ ახალი წლიდან რუსული გაზის შეძენა ახალი, გაზრდილი ფასით მოუწევს. მოლდოვამ იანვარში მოხმარებული ბუნებრივი აირის საფასურის გადახდის 10-20 დღით გადავადება ითხოვა, რათა „მოლდოვაგაზმა“ ამ პერიოდში მოახერხოს საჭირო თანხების მობილიზება. ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ანდრეი სპინუმ, 13 იანვარს განაცხადა, რომ დეკემბრიდან ათასი კუბური მეტრი გაზის საფასური 550 ამერიკული დოლარიდან 647 დოლარამდე გაიზარდა, რაც დამატებით პრობლემას შეუქმნის ქვეყანას. ამავე თემაზე: მოლდოვა მზადაა, “გაზპრომს" ბუნებრივი აირის დავალიანება გადაუხადოს

თურქეთი მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს

თურქეთი ერთძრავიანი, ზებგერითი მოწინავე მწვრთნელი და მსუბუქი საბრძოლო თვითმფრინავის მასობრივ წარმოებას გეგმავს. Hürjet-ის პირველი ფრენა 2023 წელს არის დაგეგმილი. თვითმფრინავი შექმნილია მეხუთე თაობის სასწავლო თვითმფრინავის მიზნებისთვის. მისი საჰაერო და სახმელეთო კომუნიკაციის შესაძლებლობები შეამცირებს საფრთხეებსა და რისკებს. თვითმფრინავის სიგრძე - 13,4 მეტრი იქნება. ფრთების სიგრძე - 11 მეტრი. ის მიზნად ისახავს, უზრუნველყოს გარემოს უსაფრთხოება შეტევითი ოპერაციების დროს. „საბოლოო გადაწყვეტილება მიღებულია რამდენიმე პროექტზე, როგორიცაა სხვადასხვა საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო პლატფორმები, საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემები, საბრძოლო მასალა და რაკეტები, აღჭურვილობა, მოდერნიზაცია, ლოგისტიკა, კიბერუსაფრთხოება და ხელოვნური ინტელექტი“, ნათქვამია პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატში. ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა, რომ უცხოეთიდან შეძენილი ყველა სახის ტექნოლოგიის განვითარება აბსოლუტური აუცილებლობაა თურქეთში სრულიად დამოუკიდებელი თავდაცვის ინდუსტრიისთვის და რომ სექტორის ძალისხმევა ამ სფეროში კვლავაც იქნება მხარდაჭერილი.

საფრანგეთის დაზვერვა: რუსეთს უკრაინაში შეჭრის 3 სცენარი აქვს

საფრანგეთის დაზვერვა თვლის, რომ მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის რამდენიმე სცენარს ავითარებს: მთელი დონბასის დაკავებიდან სამხრეთ უკრაინის ქალაქების ოკუპაციამდე. ფრანგულმა საინფორმაციო სააგენტო Europe1-მა საფრანგეთის დაზვერვაზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინი კვლავ გეგმავს უკრაინაში შეჭრას. Europe1-ის ცნობით, პუტინი უკრაინის მომავალ ბედს შეერთებულ შტატებთან და NATO-სთან მოლაპარაკების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტს. პირველი სცენარი უკრაინაში პირდაპირი შეჭრაა. რუსეთმა უკვე დააგროვა 100-დან 150 ათასამდე ჯარისკაცი და უამრავი სამხედრო ტექნიკა უკრაინის საზღვარზე. ამ სცენარის მიხედვით, მსხვერპლი ორივე მხრიდან დიდი იქნება. Europe1-ის წყარო იტყობინება, რომ ბრიტანეთის მთავრობამ უკვე შეიმუშავა საგანგებო გეგმა რუსეთის შეჭრის შემთხვევაში თავისი მოქალაქეების ევაკუაციისთვის. მეორე სცენარი დონბასის ანექსიას გულისხმობს. ფრანგი გენერლები თავდაპირველად ფიქრობდნენ, რომ მოვლენების ასეთი მიმდინარეობა იყო ყველაზე სავარაუდო. ის რუსეთისთვის შესაფერისია, რადგან მას შეუძლია რეგიონში ინციდენტის პროვოცირება, რათა შემდეგ ჯარები განათავსოს დონბასში მცხოვრები რუსების „დასაცავად“. ამასთან, ფრანგები არ გამორიცხავენ, რომ რუსეთი მზად არის, გამოიყენოს გენერალ ვალერი გერასიმოვის მიერ შემოთავაზებული სტრატეგია უკრაინის წინააღმდეგ ომში. მან შესთავაზა ყოვლისმომცველი ომის გაჩაღება ეკონომიკურ, საინფორმაციო და სამხედრო ფრონტებზე. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ევროკავშირმა უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები გაახანგრძლივა

ევროკავშირმა უკრაინაში შექმნილი სიტუაციის გამო რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციები 6 თვით გაახანგრძლივა. ევროკავშირის საბჭომ დღეს გადაწყვიტა, გაახანგრძლივოს შემაკავებელი ზომები, რომლებიც ამჟამად მიმართულია რუსეთის ფედერაციის კონკრეტულ ეკონომიკურ სექტორებზე . სანქციები ექვსი თვით, 2022 წლის 31 ივლისამდე გახანრგძლივდა. დაწესებული სანქციები, რომლებიც პირველად 2014 წლის 31 ივლისს შემოიღეს რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, ზღუდავს წვდომას ევროკავშირის პირველად და მეორად კაპიტალის ბაზრებზე გარკვეული რუსული ბანკებისა და კომპანიებისთვის და კრძალავს ფინანსურ დახმარებას და შუამავლობას რუსული ფინანსური ინსტიტუტების მიმართ. სანქციები ასევე კრძალავს პირდაპირ ან არაპირდაპირი იმპორტს, ექსპორტს ან თავდაცვასთან დაკავშირებული ყველა მასალის გადაცემას. ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები რუსულ ბანკებსა და კომპანიებს წვდომას უზღუდავს ევროკავშირის პირველადი და მეორადი კაპიტალის ბაზრებზე. ასევე, სანქციები კიდევ უფრო ზღუდავს რუსეთის წვდომას გარკვეულ ტექნოლოგიებზე, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იყოს რუსეთის ენერგეტიკულ სექტორში. სანქციები პირველად 2014 წლის 31 ივლისს შემოიღეს, უკრაინაში რუსეთის ქმედებების საპასუხოდ.

მაიკლ კარპენტერი: უკრაინის საზღვართან რუსეთის სამხედრო ძალების უპრეცედენტო კონცეტრაცია ვნახეთ. მზად უნდა ვიყოთ სიტუაციის შესაძლო ესკალაციისთვის

ეუთოში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა, რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან ძალების უპრეცედენტო თავმოყრა, უამრავ კითხვას ტოვებს რუსეთის განზრახვების შესახებ. „ჩვენ ვნახეთ მასიური და უპრეცედენტო სამხედრო ჯარების თავმოყრა უკრაინის საზღვართან, რაც ტოვებს უამრავ შეკითხვას, თუ რა განზრახვა აქვს რუსეთს. ჩვენ ეს ძალიან სერიოზულად უნდა მივიღოთ, საბოლოოდ, მზად უნდა ვიყოთ შესაძლო ესკალაციისთვის. სწორედ ამიტომ აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომ შერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად მზად არიან, დიდი ფასი გადაახდევინონ რუსეთს. ამავე დროს, ჩვენ უნდა და გადავდგათ ნაბიჯები დეესკალაციისკენ“, - აღნიშნა კარპენტერმა და დაამატა, რომ ყველას სურს, დაინახოს სივრცე დიპლომატიისთვის. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

ენტონი ბლინკენი: NATO-ს კარი ღიაა. წერტილი

NATO ღია კარის პოლიტიკაზე უარს არ იტყვის, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ტელეკომპანია MSNBC-თან ინტერვიუში განაცხადა. ბლინკენის თქმით, ერთი ქვეყანა ვერ უკარნახებს მეორეს, რა არჩევანი უნდა გააკეთოს, ეს მოსახლეობის გადასაწყვეტია. „NATO-ს კარი ღიაა, თუ ქვეყნებს ალიანსში გაწევრიანება სურთ. ეს მათი სუვერენული უფლებაა. რა თქმა უნდა, თუ ისინი კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ. NATO -ს კარი ღიაა - ეს ფუძემდებელი პრინციპია და რუსეთი ცდილობს უარი გვათქმევინოს ამ პრინციპზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ. ეს საკითხი მოლაპარაკებების საგანი არ არის“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, ევროპის უსაფრთხოების სისტემისთვის გამოწვევა არა NATO-სგან, არამედ რუსეთისგან მოდის, NATO არ შეჭრილა საქართველოში, NATO არ შეჭრილა უკრაინაში, ეს რუსეთმა გააკეთა.

ხავიერ კოლომინა: თითოეული ქვეყნის უფლებაა, აირჩიოს საკუთარი გზა

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა განაცხადა, რომ „NATO-რუსეთის საბჭოს სხდომაზე, მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება. „NATO-რუსეთის საბჭო პირველად 2019 წლის შემდეგ შეიკრიბა. მოკავშირეებმა ერთხმად დაადასტურეს ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპებისადმი ერთგულება, მათ შორის თითოეული ქვეყნის უფლებასთან დაკავშირებით, აირჩიოს საკუთარი გზა. NATO-ს მოკავშირეები და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ მომავალი შეხვედრების განრიგზე“, - აღნიშნა ხავიერ კოლომინამ. შეგახსენებთ, 12 იანვარს NATO-მ განაცხადა, რომ მზადაა, ისაუბროს რუსეთთან შეიარაღების კონტროლისა და რაკეტების განლაგების შესახებ, რათა თავიდან აიცილოს ომის რისკი ევროპაში, მაგრამ მოსკოვმა უპასუხა, სიტუაცია „ძალიან საშიშია" და რომ წინსვლის გზა გაურკვეველია. საერთაშორისო მედია წერს, რომ შეერთებულ შტატების, მისი მოკავშირეებისა და რუსეთის პოზიციებს შორის უფსკრული ისეთი ღრმაა, როგორც არასდროს. ბრიუსელში ოთხსაათიანი მოლაპარაკებები, რაც ამ კვირაში უკვე მეორე მცდელობა იყო კრიზისის განმუხტვის, უკრაინის მახლობლად რუსული ჯარების დაგროვებით იყო გამოწვეული. NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ალიანსს სურს, მოლაპარაკება გამართოს შეიარაღების კონტროლზე, მაგრამ რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება NATO-ს გაფართოებაზე - მთავარ მოთხოვნაზე, რომელსაც რუსეთი ამბობს, რომ არ დათმობს. ცნობისთვის, შეერთებული შტატები, NATO-ს მოკავშირეები და უკრაინა მოსკოვს უკრაინის საზღვართან ჯარების თავმოყრაში ადანაშაულებენ. კიევი აცხადებს, რომ შიშობს, რუსეთი თავდასხმას გეგმავს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა 3 დეკემბერს, პარლამენტში დაზვერვის ანგარიშებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთმა 94 000-ზე მეტი ჯარისკაცი განათავსა უკრაინის საზღვრებთან და შესაძლოა მოემზადოს იანვრის ბოლოს ფართომასშტაბიანი სამხედრო შეტევისთვის. ალექსეი რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ დაზვერვა აანალიზებს ყველა სცენარს, მათ შორის ყველაზე უარესს. მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ფართომასშტაბიანი ესკალაციის ალბათობა არსებობს. მინისტრის თქმით, უკრაინა პროვოცირებას არ მოახდენს, თუმცა მზადაა, შეტევას უპასუხოს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: პრეზიდენტის მხრიდან ვეტო იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის“, ამის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაშია აღნიშნულია, რომ კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილებებს, რომლითაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. ცხადია იმ ფონზე, როდესაც ასეთი მნიშვნელოვანი ,,რეფორმა” განხორციელდა დაჩქარებული წესით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, სფეროს სპეციალისტების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობის გარეშე და მისი დაჩქარებული წესით განხილვა ვერ დაასაბუთა საქართველოს პარლამენტმა; იმ ფონზე, როდესაც არსებობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს არაერთი გადაწყვეტილება, რომლითაც არაკონსტიტუციურად არის ცნობილი არჩევითი თანამდებობების გაუქმება; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პარლამენტში კანონპროექტის განხილვისას პასუხი ვერ გაეცა ვერცერთ მნიშვნელოვან კითხვას; იმ ფონზე, როდესაც პარლამენტის მიერ შემუშავებული კანონპროექტები არ/ვერ აძლიერებს ორ ახლადშექმნილ სამსახურს და ვერ ქმნის მათი ხელმძღვანელების დამოუკიდებლობის გარანტიებს; იმ ფონზე, როდესაც კანონი მიღებული იქნა საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციების შეუთავსებლობის მოტივით, თუმცა სამსახურისთვის არავის უკითხავს თავსდებოდა თუ არა ეს ორი ფუნქცია ერთმანეთთან ან რა გამოწვევები იყო ამ ორი ფუნქციის ერთად განხორციელების პროცესში; იმ ფონზე, როდესაც ახალ საგამოძიებო სამსახურს არ დაუმატეს არცერთი ქმედითი მექანიზმი სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანად გამოსაძიებლად და არ გაითვალისწინეს არცერთი ის გამოწვევა, რომელზეც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიუთითებდა თავის ანგარიშებში; იმ ფონზე, როდესაც ახალი კანონით არ უმჯობესდება საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობა და ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” ევროპული სტანდარტების შესაბამისი კანონპროექტი 2 წელზე მეტია საქართველოს პარლამენტის მიერ განუხილველია; იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობის გაუქმებას მოყვა უმკაცრესი შეფასებები როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე; იმ ფონზე, როდესაც საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელ განცხადებაშიც კი აღნიშნულია, რომ მიუღებელია ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება დაჩქარებული წესით, ყოველგვარი კონსულტაციების და სათანადო დისკუსიის გარეშე და მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდი პრეცედენტია, 6 წლის ვადით არჩეული დამოუკიდებელი სამსახურის ხელმძღვანელი პირის სამსახურიდან თავისუფლდება ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილებისა თუ მისი პროფესიული საქმიანობის მიმართ არგუმენტირებული შენიშვნების გარეშე. მაშინ როდესაც, საქართველოს პრეზიდენტი თავად აღნიშნავს, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად შექმნილია უსამართლო ვითარება - არსებობდა საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან აღნიშნულ კანონზე ვეტოს დადების მოლოდინი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტის მხრიდან, ვეტოს დაძლევის თაობაზე, გამოთქმული იყო მყარი პოზიცია, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან გადადგმული ეს ნაბიჯი იქნებოდა მნიშვნელოვანი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დამოუკიდებელი ინსტიტუტების გაძლიერებისა და არჩევით თანამდებობაზე მყოფი პირებისათვის მეტი სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფისთვის. ამასთან, მოტივირებული შენიშვნების წარდგენის შემდგომ, პარლამენტს ექნებოდა შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დაფიქრებულიყო და გადაესინჯა მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რათა, ფართო დისკუსიის საფუძველზე განეხორციელებინა რეალურ რეფორმაზე ორიენტირებული კანონის მიღება. აღნიშნული კანონის მიღებითა და ძალაში შესვლით, საქართველოში გაუქმდა დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომელიც მისი შექმნის დღიდან ორიენტირებული იყო ადამიანის უფლებების დაცვაზე და რომელმაც, შეზღუდული საკანონმდებლო, ადამიანური და ფინანსური რესურსის, სახელმწიფო უწყებების მხრიდან თანამშრომლობის დაბალი ხარისხის პირობებშიც კი შეძლო - აემაღლებინა საზოგადოების ნდობა ინსტიტუტის მიმართ, კომპეტენციას მიკუთვნებული ფუნქციების ეფექტიანად შესრულების გზით", - აღნიშნულია განცხადებაში. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის“ გაუქმების შესახებ კანონს ხელი მოაწერა.

ეუთოს თავმჯდომარე: ევროპაში ომის საფრთხე არსებობს

"არსებული კრიზისი ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის", - ამის შესახებ ეუთოს თავმჯდომარემ და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა. მისივე თქმით, ეუთოს რეგიონში ომის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო. „ეუთოს რეგიონში ომის საფრთხე იმაზე დიდია, ვიდრე ბოლო 30 წლის განმავლობაში იყო. არსებული კრიზისი ევროპის სტაბილურობასა და უსაფრთხოების სისტემას საფრთხეს უქმნის. ეუთო შესაბამისი პლატფორმაა რიგი ქვეყნების უსაფრთხოების პრობლემების განსახილველად და ნდობის განმტკიცებასთან დაკავშირებული ზომების მისაღებად“, - აღნიშნა ზბიგნევ რაუმ. ასევე წაიკითხეთ: ისენს სტოლტენბერგი: ევროპაში ახალი შეიარაღებული კონფლიქტის რეალური რისკი არსებობს, რომლის თავიდან აცილებასაც ვცდილობთ

ცესკოს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოქვეყნდა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების სია გამოაქვეყნა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. თავმჯდომარე: თამაზ ფოლადაშვილი თენგიზ თევზაძე გიორგი შაიშმელაშვილი გიორგი კალანდარიშვილი წევრი: ქრისტინე ქაჯაია ლევან ისაკაძე ციალა შავაძე რუსუდან მუმლაძე-ავალიანი მამუკა ხოლეგაშვილი მაია ზარიძეგია ცაცაშვილი ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ორ თანამდებობაზე კანდიდატთა შესარჩევად კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა და უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება, სადაც NATO-ს შტაბ-ბინა NATO-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრებს მასპინძლობს. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი დღეს NATO-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება და NATO-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობის პრიორიტეტებსა და თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, ადმირალ რობ ბაუერთან შეხვედრაზე განიხილავს. ვიზიტის ფარგლებში გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს მართავს უცხოელ კოლეგებთან. სხდომის დაწყებამდე თავდაცვის ძალების მეთაური უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, გენერალ-ლეიტენანტ ვალერი ზალუჟნის და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ დანიელ ზმეკოს შეხვდა. „საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა უკრაინელ და სლოვაკ კოლეგებს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა, თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემას შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი წარმოადგენდა. გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონების ოკუპაცია დაგმო და ყურადღება ვითარების მშვიდობიანი გზით, საერთაშორისო სამართლისა და ნორმების პრინციპების დაცვით მოგვარების მნიშვნელობაზე გაამახვილა. ქართველმა და უკრაინელმა კოლეგებმა ერთმანეთს ინფორმაცია ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებებში მიმდინარე რეფორმებსა და NATO-სა და ევროკავშირთან თანამშრომლობის პროცესზეც გაუზიარეს. გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი მზარდი საფრთხეების ფონზე, NATO-ს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. ამის შესახებ მან სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსთან შეხვედრაზე ისაუბრა და NATO-ს წევრ ქვეყნებთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა სლოვაკეთის მხარეს საქართველოს თავდაცვის ძალებში განხორციელებული რეფორმები, მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი გააცნო და NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესში, ასევე, ორმხრივ თუ NATO-სა და ევროკავშირის ფორმატებში სლოვაკეთის მიერ გაწეული დახმარება გაიხსენა“, - აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. ცნობისთვის, NATO-ს სამხედრო კომიტეტის შეხვედრები ბრიუსელში, ბელგიაში 12-13 იანვარს იმართება, სადაც უმაღლესი სამხედრო ორგანოს წარმომადგენლები ალიანსისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს განიხილავენ.

წინასწარი კვლევით, AstraZeneca-ს „ბუსტერ“ დოზა „ომიკრონის“ წინააღმდეგ ეფექტიანია

კომპანია AstraZeneca-ს განცხადებით, კვლევის წინასწარი მონაცემები აჩვენებს, რომ მათი გამაძლიერებელი დოზა კორონავირუსის შტამის „ომიკრონის“ წინააღმდეგ ანტისხეულების უფრო მაღალ დონეს უზრუნველყოფს. ანტისხეულების გაზრდილი პასუხი იმ ადამიანებში დაფიქსირდა, რომლებიც AstraZeneca-ს ვაქცინით (Vaxzevria) ან მ-რნმ ვაქცინით აიცრნენ. ოქსფორდის უნივერსიტეტის ვაქცინის ჯგუფის ხელმძღვანელმა, ენდრიუ პოლარდმა განაცხადა, რომ Vaxzevria-ს მესამე დოზა იმავე ვაქცინის ორი საწყისი დოზის ან მ-რნმ და ინაქტივირებული ვაქცინების შემდეგ, აძლიერებს იმუნიტეტს. ცნობისთვის, კორონავირუსის ახალი ვარიანტი პირველად ნოემბერში სამხრეთ აფრიკაში გამოვლინდა. წინასწარი კვლევების თანახმად, მიუხედავად გავრცელების მაღალი შესაძლებლობებისა, „ომიკრონი“ შედარებით ნაკლებად მძიმე სიმპტომებს იწვევს, თუმცა ის ვაქცინების ეფექტიანობას ამცირებს. „ომიკრონის“ მიმართ ვაქცინების ეფექტიანობის შემცირებაზე მიუთითებს Pfizer-ის კვლევაც, რომლის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის მხოლოდ ორი დოზა შედარებით ნაკლებად იცავს ადამიანის ორგანიზმს, ვიდრე ეს „დელტა“ შტამის შემთხვევაშია შესაძლებელი. ანალოგიური შედეგი დაფიქსირდა სხვა ვაქცინების კვლევის შემთხვევაშიც. ამიტომ, სპეციალისტები მოსახლეობას „ბუსტერ“ დოზით აცრისკენ მოუწოდებენ. წინასწარი კვლევით, „ომიკრონი“ სასუნთქ გზებში სწრაფად ვრცელდება, თუმცა ფილტვებამდე 10-ჯერ უფრო ნელა აღწევს. ამ დრომდე, ოფიციალურად სპეციალისტებს არ დაუდასტურებიათ, რომ ამ შტამის წინააღმდეგ ახალი ვაქცინაა საჭირო. თუმცა Pfizer-მა 10 იანვარს განაცხადა, რომ „ომიკრონის“ საწინააღმდეგო ვაქცინა მარტისთვის მზად იქნება.

სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონს ხელი მოაწერა. ამასთან, გავრცელებულ განცხადებაში ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სურს, გააფრთხილოს საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია. „უნდა ითქვას, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებებიც აჩენს გარკვეულ კითხვის ნიშნებს. თუმცა ამ ცვლილებების მიმართაც სამართლებრივი სახის მოტივირებული შენიშვნებისთვის საფუძველი არასაკმარისად მიმაჩნია. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც დგას საკითხი, თუ რამდენად შესაძლებელია ამ ცვლილებებით მოსამართლეების დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება. მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების ზედიზედ მეორედ არჩევა/დანიშვნის დაშვება აჩენს კითხვას, თუ რამდენად აამაღლებს ეს შესაძლებლობა საბჭოს წევრთა დამოუკიდებლობის ხარისხს ან დაეხმარება კადრების განახლების პროცესს. ასეთივე კითხვები ჩნდება სხვა ცვლილებებთან მიმართებითაც. თუმცა პრეზიდენტი ეჭვების საფუძველზე გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. სამაგიეროდ, მინდა გავაფრთხილო საკანონმდებლო ორგანო იმ რისკების შესახებ, რომლებსაც შეიცავს კანონის ახალი რედაქცია და შევახსენო, რომ მოსამართლეების დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა ჩვენი დემოკრატიის განვითარების ქვაკუთხედია, ასევე, მინდა დავარწმუნო ყველა იმაში, რომ ვიქნები დიდი ყურადღებით კანონის აღსრულების პროცესის მიმართ“, - აღნიშნულია განცხადებაში. ამერიკის საელჩო: მმართველმა პარტიამ ცალკეული მოსამართლის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა და სასამართლოს მიმართ ნდობა შეასუსტა „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებები განხორციელდა ამერიკის ელჩმა კომიტეტების თავმჯდომარეებს ორ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით პროცესის გადადებისკენ მოუწოდა