თეგი: ახალი ზელანდია
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდპასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება
ახალ ზელანდიაში სავალდებულო ვაქცინაციისა და კოვიდ-პასპორტების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციები გრძელდება. პოლიციამ კი მათ დასაშლელად უჩვეულო ხერხს მუსიკას მიმართა. მათ დემონსტრანტებს ბარი მანილოვის სიმღერები ჩაურთეს. როდესაც ამის შესახებ ინგლისელმა მუსიკოსმა ჯეიმს ბლანტმა გაიგო, მან სამართალდამცველებს Twitter-ზე მიმართა: „ამან თუ არ იმოქმედა შემეხმიანეთ“. ამის შემდეგ პარლამენტის წინ ბლანტის ცნობილი ჰიტი You're Beautiful აჟღერდა. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ქვეყნის დედაქალაქში, ველინგტონში, პარლამენტის შენობის წინ კარვები გაშალეს და უკვე ერთი კვირაა არ იშლებიან.
ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას ამარტივებს
ახალი ზელანდია მუშახელის ნაკლებობის გამო, მიგრანტებისთვის ქვეყანაში შესვლას გაამარტივებს. ამ დროისათვის ახალ ზელანდიაში 12 000 სამუშაო ადგილი ვაკანტურია, - აცხადებს ახალი ზელანდიის მიგრაციის მინისტრი მაიკლ ვუდი. მისი თქმით, მიგრანტებისთვის „კანონმდებლობა დროებით მარტივდება, რადგან ადგილობრივი მეწარმეები, სამუშაო ძალის დეფიციტის გამო დაზარალდნენ. ახალ ზელანდიას კვალიფიციური მიგრანტები შემდეგ სექტორებში სჭირდება: ხანდაზმული მოქალაქეების მოვლა, მშენებლობა და ინფრასტრუქტურა, ხორცისა და ზღვის პროდუქტების გადამუშავება, ტურიზმი. საიმიგრაციო პოლიტიკა, შეღავათებს ითვალისწინებს იმ უცხოელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სამუშაოდ არდადეგების დროს ჩავლენ. მათ ახალი ზელანდიის მთავრობა ვიზას 6 თვით გაუხანგრძლივებს, რათა სამუშაო ძალის ქვეყანაში დაკავება შეძლოს.
რუს მილიარდერ ალექსანდრ აბრამოვს, ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. ამის შესახებ დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. შეზღუდვების ქვეშ მოექცა 51 ბიზნესმენი და რუსეთის 24 მოქალაქე, რომლებიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიაში მონაწილეობენ. სანქციერებულთა სიაშია „გაზპრომბანკის“ გამგეობის თავმჯდომარე ანდრეი აკიმოვი, ლუკოილის ყოფილი პრეზიდენტი ვაგიტ ალეკპეროვი, Rostec-ის გენერალური დირექტორი ალექსანდრე მიხეევი და Novatek-ის გამგეობის თავმჯდომარე ლეონიდ მიხელსონი. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ თავის განცხადებაში ცალკე აღნიშნა, რომ სანქციები შეეხო Evraz Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს ალექსანდრ აბრამოვს, რომელსაც აქვს კავშირები ახალ ზელანდიასთან და ხელისუფლების ცნობით, იქ $50 მილიონად შეფასებულ სახლს ფლობს, თუმცა ქვეყანაში არ ცხოვრობს. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აბრამოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას ხელისუფლებამ გამოიყენა ინდივიდუალური მიდგომა და შემოიღო შეზღუდვები ბიზნესმენის ადგილობრივ ეკონომიკასთან კავშირების გაანალიზების შემდეგ. შედეგად, აბრამოვს ახალ ზელანდიაში შესვლა აეკრძალა, მაგრამ მის აქტივები არ გაყინულა. მახუტამ აღნიშნა, რომ ბიზნესმენის წარმომადგენლების თქმით, აბრამოვს უკრაინაზე რუსული ჯარების თავდასხმასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და 2016 წლიდან ის რუსეთში აღარ ცხოვრობდა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ აბრამოვი დაგმობს მოსკოვის ქმედებებს უკრაინელების წინააღმდეგ. სხვა საკითხებთან ერთად, აკრძალულია ფუფუნების საგნების, მათ შორის ახალი ზელანდიური ღვინისა და ზღვის პროდუქტების, რუსული არაყისა და ხიზილალის ექსპორტი და იმპორტი.
ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი უკრაინას პირველად ეწვია
უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრს პენი ჰენარეს შეხვდა. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. „ისტორიაში პირველად, ახალი ზელანდიის თავდაცვის მინისტრი ჩავიდა უკრაინაში. ასეთი მნიშვნელოვანი მისია შეასრულა თავდაცვის მინისტრმა პეენი ჰენარემ, რომელიც უკრაინის თავდაცვის მინისტრს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა", - ნათქვამია ინფორმაციაში. შეხვედრაზე მხარეებმა დეტალურად განიხილეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების და უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შემდგომი ნაბიჯები, კერძოდ, უკრაინის დამცველების მომზადების საკითხი.
ახალმა ზელანდიამ, რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს სანქციები დაუწესა
ახალი ზელანდიის ხელისუფლებამ რუსეთისა და ბელორუსის 22 მოქალაქეს, ასევე ნავთობისა და გაზის და ფოლადის სექტორის ზოგიერთ საწარმოს სანქციები დაუწესა. რუსული მედიის ცნობით, ამის შესახებ დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ნანაია მაჰუტამ განაცხადა. მინისტრის თქმით, ახალი ზელანდიის სანქციების მორიგი პაკეტი ვრცელდება რუსეთისა და ბელორუსიის 22 მოქალაქეზე, რომლებიც, ახალი ზელანდიის ხელისუფლების განცხადებით, უკრაინაში საომარ მოქმედებებს უჭერენ მხარს. სანქციების ახალ სიაში შედიან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები - მარია ვორონცოვა და კატერინა ტიხონოვა, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის ცოლ-შვილი, ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ელვირა ნაბიულინა და ბელორუსის პრეზიდენტის ცოლ-შვილი და თავად ალექსანდრე ლუკაშენკო. ასევე, სანქციების ქვეშ მოექცა ზოგიერთი რუსი ბიზნესმენი და მეწარმე. გარდა ამისა, შემაკავებელი ზომები მიიღეს რუსული საწარმოების მიმართ, მათ შორის „რუსეთისთვის ეკონომიკური ან სტრატეგიული მნიშვნელობის, ნავთობისა და გაზის, ფოლადის და ტრანსპორტის სექტორებში და რადარებისა და ელექტრონული აღჭურვილობის წარმოებაში“.
უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე, რუსეთს ახალი სანქციები ახალმა ზელანდიამაც დაუწესა
უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე, რუსეთის წინააღმდეგი ახალი სანქციების შესახებ ახალმა ზელანდიამაც გამოაცხადა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. სანქციები შეეხება პუტინთან დაახლოებულ 87 ფიზიკურ პირს. უკრაინაში ომიდან ერთი წლის თავზე, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა სანქციები ასევე შეეხებათ რუსეთის ფედერაციის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებს, რომლებიც ცდილობდნენ უკრაინის სუვერენიტეტზე თავდასხმის ლეგიტიმაციას „უკრაინის უკანონოდ ანექსირებულ რეგიონებში მოჩვენებითი რეფერენდუმებით“.
ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
ახალ ზელანდიაში 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. აშშ-ის გეოლოგიური კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი კუნძულ კერმადეკთან ახლოს დედამიწის ზედაპირიდან 152 კილომეტრის სიღრმეში დაფიქსირდა. ცენტრის ინფორმაციით, სტიქიური უბედურების შედეგად ცუნამის წარმოქმნის ალბათობა მინიმალურია. მიწისძვრით გამოწვეული ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.
ახალი ზელანდიის ინსტრუქტორები უკრაინელ ახალწვეულებს წვრთნიან
გაერთიანებულ სამეფოში, მრავალეროვნული საწვრთნელი ოპერაციის ფარგლებში, ახალი ზელანდიის თავდაცვის ძალების პერსონალი უკრაინელ ახალწვეულებს წვრთნიან. შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა. კერძოდ, 65 პროფესიონალი ახალი ზელანდიიდან, გაერთიანებულ სამეფოში იმყოფება, სადაც ახალწვეულებს იარაღის მართვაში, სროლის უნარის განვითარებაში, საბრძოლო პირველადი დახმარების უზრუნველყოფასა და სხვადასხვა გარემოში შეტევითი და თავდაცვითი ოპერაციების წარმოებაში გამოცდილებას უზიარებენ.
ახალი ზელანდია უკრაინის მხარდაჭერას გაზრდის და რუსეთის წინააღმდე სანქციებს გააფართოებს
ახალი ზელანდიის მთავრობამ უკრაინისადმი მხარდაჭერის გაზრდის შესახებ გამოაცხადა და კიევისთვის 3.1 მილიონი დოლარი გამოყო. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა ოთხშაბათს განაცხადა. იუწყება Ukrinform-ი The Guardian-ზე დაყრდნობით. დამატებითი სანქციები რუსეთის მხარდამჭერ 18 სუბიექტს და 9 ფიზიკურ პირს შეეხება. მისი მიხედვით, თანხები მიემართება უკრაინის მხარდამჭერ სხვადასხვა ინიციატივაზე, მათ შორის არიან უკრაინის ჰუმანიტარული ფონდი, UNHCR და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს პროკურატურა და დაზარალებულთა ნდობის ფონდი. შეგახსენებთ, რომ ახალი ზელანდია უკრაინელი სამხედროების წვრთნების პროგარამაშიც არის ჩართული.
ახალი ზელანდია რუსეთსა და ბელორუსს დამატებით სანქციებს უწესებს
ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ განაცხადა, რომ რუსეთსა და ბელორუსს დამატებით სანქციებს უწესებენ. ახალი სანქციების სამიზნეა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, გასამხედროებულ ჯგუფები და პირები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების რუსეთში უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობენ. „ეს სანქციები ეხება რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის 14 ფიზიკურ პირს და სუბიექტს. ისინი ავითარებენ, აწარმოებენ ან ყიდულობენ იარაღს, ელექტრონულ კომპონენტებსა და ტექნოლოგიას (როგორიცაა მიკროელექტრონიკა და ნახევარგამტარები), რომლებსაც რუსეთი იყენებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის საწარმოებლად. „ბელარუსი ჯუ აქტიურად უჭერს მხარს რუსეთს, რადგან ის აგრძელებს საერთაშორისო სამართლის დარღვევას და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დარღვევას. ბელორუსის რეჟიმმა დაადასტურა, რომ რუსეთის კონტროლირებადი ბირთვული იარაღი განლაგებულია მის ტერიტორიაზე, რომელიც ესაზღვრება უკრაინას. ახალი ზელანდია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ბირთვული იარაღის გავრცელებას და გაზიარებას და ამ ნაბიჯს ხედავს, როგორც პირდაპირ საფრთხეს უკრაინის, მისი მეზობელი მოკავშირეებისთვის, ასევე, ეს არის რეგიონის დესტაბილიზაციისკენ მიმართული შემდგომი მცდელობა“, - განაცხადა მინისტრმა.
ახალი ზელანდია უკრაინელი ლტოლვილებისთვის ბინადრობის ნებართვის გაცემას იწყებს
ახალი ზელანდიის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ უკრაინელი ლტოლვილებისთვის, რომლებიც ქვეყანაში სპეციალური ვიზით შევიდნენ, ბინადრობის ნებართვა გასცეს, იუწყება მთავრობის პრესსამსახური. ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესაძლებლობა ექნებათ უკრაინის სპეციალური ვიზის მფლობელებს, თუ მთავარმა განმცხადებელმა მიიღო სპეციალური უკრაინის ვიზა და ჩავიდა ახალ ზელანდიაში 2024 წლის 15 მარტამდე. „უკრაინის მთავრობისა და მისი ხალხის მუდმივი მხარდაჭერა აჩვენებს ახალი ზელანდიის მუდმივ მხარდაჭერას წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო სისტემის მიმართ," - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნანაია მაჰუტამ. სპეციალური ვიზის მიღების შესაძლებლობა 2024 წლის 15 მარტის შემდეგ დაიხურება.
ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრი იქნება - AP
ახალ ზელანდიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ, რომელსაც ახალი ზელანდიის ეროვნული პარტია ხელმძღვანელობს, მთავრობის ფორმირებისთვის საჭირო 61 საპარლამენტო მანდატი დააგროვა. AP-ს ცნობით, ყოფილი ბიზნესმენი კრისტოფერ ლუქსონი ახალი ზელანდიის ახალი პრემიერ-მინისტრი გახდება. ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა კრის ჰიპკინსმა დამარცხება უკვე აღიარა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ ზელანდიას ლიბერალური მთავრობა ხელმძღვანელობდა. მიმდინარე წლის დასაწყისში კი, „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერი ჯასინდა არდერნი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა და პრემიერ-მინისტრი კრის ჰიპკინსი გახდა.
წითელ ზღვაში უსაფრთხოების მხარდასაჭერად, ახალი ზელანდია თავდაცვის ჯგუფს გაგზავნის
წითელ ზღვაში საზღვაო უსაფრთხოების მხარდასაჭერად, თავდაცვის ჯგუფს კიდევ ერთი ქვეყანა გაგზავნის. შესაბამისი განცხადება ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა, კრისტოფერ ლუქსონმა გააკეთა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. „კომერციულ და საზღვაო გემებზე „ჰუსიტების“ თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია,“ - განაცხადა კრისტოფერ ლუქსონმა. როგორც ლუქსონმა აღნიშნა, თავდაცვის ჯგუფი ექვსი წევრისგან შედგება და ისინი იემენში მიმდინარე რაიმე სახის ბრძოლაში მონაწილეობას არ მიიღებენ. „თავდაცვის ჯგუფის განთავსება ახალი ზელანდიის მიერ თავისუფალი ნაოსნობის დაცვის ხანგრძლივი ისტორიის გაგრძელებაა,“ - აღნიშნა ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა. შეგახსენებთ, დღეს, 23 იანვარს აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენელი „ჰუსიტების“ წინააღმდეგ საჰაერო დარტყმების ახალი სერია განახორციელეს.
ახალი ზელანდია უკრაინას $26 მილიონის მოცულობის დახმარების პაკეტს გადაასცემს
ახალი ზელანდიის მთავრობამ 22 თებერვალს გამოაცხადა, რომ უკრაინას გადასცემს თავდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების კიდევ ერთ პაკეტს, რომლის ღირებულებაც თითქმის 26 მილიონი დოლარია. ახალი ზელანდიის დახმარება 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. თანხის დიდი ნაწილი ახალი ზელანდიის მიერ უკრაინელი ჯარისკაცების მომზადების პროგრამის 2025 წლამდე გახანგრძლივებას მოხმარდება. ახალი ზელანდია 6,5 მილიონ დოლარს გაუგზავნის გაერთიანებული სამეფოს მიერ ადმინისტრირებულ ფონდს უკრაინისთვის იარაღისა და საბრძოლო მასალის შესაძენად.
ახალმა ზელანდიამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა
ახალი ზელანდიის მთავრობამ „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა. ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, უინსტონ პეტერსმა განაცხადა, რომ „საზარელ ტერაქტებზე პასუხისმგებლობა მთელ ორგანიზაციას ეკისრება.“ „რაც 7 ოქტომბერს მოხდა, აძლიერებს აზრს, რომ ვეღარ განვასხვავებთ „ჰამასის“ სამხედრო და პოლიტიკურ ფრთებს,“ აღნიშნა პეტერსმა. „ჰამასის“ ნებისმიერი აქტივი გაიყინება და ნებისმიერი ფინანსური და ქონებრივი ტრანზაქცია, ან „ჰამასის“ მატერიალური მხარდაჭერა სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება. ახალმა ზელანდიამ 2010 წელს ტერორისტულ სუბიექტად მხოლოდ „ჰამასის“ სამხედრო ფრთა აღიარა.
ახალი ზელანდია ჩინეთს, ჰაკერული ჯგუფის გამოყენებით საგარეო ჩარევაში ადანაშაულებს
ახალი ზელანდიის მთავრობამ განაცხადა, რომ სამშაბათს გამოთქვა შეშფოთება ჩინეთის მთავრობასთან, სახელმწიფოს მიერ ჰაკერული ჯგუფის დაფინანსების გამო, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა გამოავლინა და რომლის ჩართულობაც გამოიკვეთა ახალი ზელანდიის პარლამენტში, 2021 წელს. ბრიტანეთი და აშშ ჩინეთს ასევე ადანაშაულებენ ფართო კიბერჯაშუშობის კამპანიაში. როგორც ახალმა ზელანდიამ, ასევე ავსტრალიამ დაგმეს უფრო ფართო აქტივობა. „ამგვარი საგარეო ჩარევა მიუღებელია და ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, თავი შეიკაოს მომავალში მსგავსი ქმედებებისგან,“ - განაცხადა ახალი ზელანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა უინსტონ პეტერსმა. მისი თქმით, ჩინეთის ელჩს გადაეცა შეშფოთება ჩინეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ჯგუფების გამო, რომელთა სამიზნე იყო დემოკრატიულ ინსტიტუტები როგორც ახალ ზელანდიაში, ასევე, გაერთიანებულ სამეფოში. ახალი ზელანდიის დაზვერვის მაღალჩინოსანმა სამშაბათს საპარლამენტო კომიტეტზე გამოსვლისას ისაუბრა „ეროვნული უსაფრთხოების რისკებზე.“ ახალ ზელანდიაში ჩინეთის საელჩოს სპიკერმა განაცხადა, რომ ისინი უარყოფენ "ცალსახად ასეთ უსაფუძვლო და უპასუხისმგებლო ბრალდებებს." „ჩვენ არასდროს ჩავერევით და არც მომავალში ჩავერევით სხვა ქვეყნების, მათ შორის, ახალი ზელანდიის საშინაო საქმეებში. ჩინეთის საგარეო ჩარევაში დადანაშაულება სრული აბსურდია,“ აღნიშნა სპიკერმა. აშშ და დიდი ბრიტანეთი ჩინეთთან დაკავშირებული ჰაკერული თავდასხმების გამო, სანქციებს აწესებენ