თეგი: ბენ უოლესი
გერმანია ლიეტუვაში დამატებით 350 სამხედროს გაგზავნის
გერმანია ლიეტუვაში კიდევ 350-მდე სამხედროს გაგზავნის, ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა განაცხადა. გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ დამატებითი ჯარების განლაგება 14 თებერვალს დაიწყება. ლიეტივის თავდაცვის მინისტრმა ამ ფაქტს „მნიშვნელოვანი სიგნალი“ უწოდა. „გერმანია, ისევე როგორც NATO-ს სხვა ქვეყნები, გზავნის ძალებს, რადგან უსაფრთხოების ვითარება რეგიონში ძალიან დაძაბულია, ჩვენი ინტერესი ჩვენი უსაფრთხოების შესახებ არ მცირდება“, - განუცხადა არვიდას ანუსაუსკასმა BNS News-ს. NATO-მ პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში ოთხი მრავალეროვნული საბრძოლო შენაერთი, 2014 წელს ყირიმის ანექსიის საპასუხოდ განათავსა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი პუტინის სასოწარკვეთაზე მიუთითებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ამბობს, რომ პუტინის მიერ აღლუმზე გამოსვლისას გაკეთებული განცხადებები ზღაპრებს გავს. უოლესი გულისხმობს პუტინის მიერ აღლუმის დროს ნათქვამს, რომ რუსეთი NATO-ს მხრიდან საფრთხის ქვეშ იყო. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინმა „თვეებისა და წლების განმავლობაში მრავალი, სიცხადეს მოკლებული პრეტენზია გამოთქვა“. უოლესმა რუსი გენერლები „წინაპრების საამაყო ისტორიის“ გადაწერაში დაანაშაულა და განაცხადა, რომ ისინი ომის დანაშაულებისთვის სასამართლოს წინაშე უნდა წარდგნენ. „ვფიქრობ, მას სჯერა იმის, რისი დაჯერებაც სურს - ეს არის სასოწარკვეთის უმნიშვნელო გაელვება“, - განაცხადა უოლესმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლონდონი მზადაა უკრაინას ლეტალური იარაღი მიაწოდოს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი ბენ უოლესი უკრაინაში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. ინფორმაციას თურქული მედია ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივან ბენ უოლესს შეხვდა „ეს ვიზიტი გამოხატავს დიდი ბრიტანეთის შეუფერხებელ მხარდაჭერას უკრაინასთან მიმართებით, რომელიც განხორციელდება (შეიარაღებული ძალების) საჭიროებებისა და ოპერაციების სფეროში ცვლილებების შესაბამისად“, - ნათქვამია პრეს-სამსახურის განცხადებაში. ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ უფრო მჭიდროდ ითანამშრომლონ, რათა მხარი დაუჭირონ კიევის უკანონო რუსული ოკუპაციისგან განთავისუფლების მიზნებს. გარდა ამისა, განიხილეს ამ ეტაპზე გაერთიანებული სამეფოს მიერ მოწოდებული აღჭურვილობისა და წვრთნების თემა, ასევე დამატებითი მხარდაჭერის ვარიანტები, რომლებიც დაეხმარება უკრაინულ ძალებს თავიანთი ქვეყნის დაცვაში. გარდა ამისა, ბრიტანულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა განაგრძოს უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდება. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
Sky News: ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის მთავარი ფავორიტია
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი, პრემიერ-მინისტრის პოსტზე, კონსერვატიული პარტიის წევრებს შორის აშკარა ფავორიტია. ამას YouGov-ის ბოლო გამოკითხვა ადასტურებს, იუწყება Sky News-ი. მედია: ჯონსონმა შესაძლოა, უახლოეს საათებში გადადგომაზე განცხადება გააკეთოს ლიზ ტრასმა G20-ის შეხვედრა დატოვა და ლონდონში ბრუნდება კონსერვატიული პარტიის წევრების ახალი გამოკითხვის თანახმად, თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი ამარცხებს ყველა მთავარ კონკურენტს, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასსაც. ბენ უოლესმა, როგორც ბორის ჯონსონის დროს თავდაცვის მინისტრმა, უკრაინისთან მიმართებით, ბრიტანეთის მიერ მხარდაჭერის საკითხში, მთავარი როლი შეასრულა. ამასთან, უოლესმა ბორის ჯონსონის მიმართ, მხარდაჭერა ბოლომდე შეინარჩუნა და კაბინეტის 50-ზე მეტი წევრის მსგავსად, თანამდებობიდან არ გადამდგარა. უოლესმა განაცხადა, რომ მას აქვს ვალდებულება უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იქნება პრემიერ-მინისტრი. ბორის ჯონსონი თანამდებობის შესანარჩუნებლად, ვადამდელ არჩევნებს გამორიცხავს 24 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის დატოვების შესახებ 21-მა ადამიანმა განაცხადა ბორის ჯონსონმა პარლამენტის წევრებს დაუდასტურა, რომ რუს ოლიგარქ, ალექსანდრე ლებედევთან შეხვედრა გამართა შეგახსენებთ, ბორის ჯონსონის მთავრობაში კრიზისია. მას შემდეგ, რაც ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრებმა დატოვეს კაბინეტი, სულ მცირე, 27-მა ადამიანმა გადადგა ანალოგიური ნაბიჯი. უფრო ადრე, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბოდიშს იხდის იმის გამო, რომ კრის პინჩერი მთავრობაში მუშაობდა. საუბარია კონსერვატიული პარტიის საპარლამენტო მდივნის მოადგილე კრის პინჩერზე, რომელსაც სექსუალურ შევიწროებაში სდებენ ბრალს. პინჩერმა ბოდიში მოიხადა და თანამდებობიდან 30 ივნისს გადადგა.
ბენ უოლესი: ვლადიმერ პუტინმა და მისმა მინისტრმა საკუთარი ათიათასობით მოქალაქე სასიკვდილოდ გაგზავნეს
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილება, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შესახებ, იმის აღიარებაა, რომ მისი გეგმა უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით, იშლება. ამის შესახებ ტექსტი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ზე განთავსდა. „მან და მისმა თავდაცვის მინისტრმა ათიათასობით საკუთარი ცუდად აღჭურვილი და მოქალაქე გაგზავნეს სასიკვდილოდ. ვერანაირი მუქარა და პროპაგანდა ვერ მალავს იმ ფაქტს, რომ უკრაინა იგებს ამ ომს, საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია და რუსეთი ხდება გლობალური პარია”, - განაცხადა ბენ უოლესმა. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.
რა საკითხები განიხილა ბენ უოლესმა აშშ-ში, ჯეიკ სალივანთან შეხვედრაზე
თეთრი სახლი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის, ბენ უოლესისა და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის შეხვედრის შესახებ იუწყება. მისი მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივანს ბენ უოლესს შეხვდა.თეთრი სახლის ცნობით, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები საერთო ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებზე, მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით.მათ ხაზგასმით აღნიშნეს თავიანთი ვალდებულების შესახებ, გააგრძელონ უკრაინის უსაფრთხოების დახმარება, როცა კიევი რუსული აგრესიისგან იცავს თავს. თავის მხრივ, ბრიტანული მედია წერს, რომ ბენ უოლესი შეერთებულ შტატებში საგანგებო ვიზიტით გაემგზავრა, რათა განიხილოს უკრაინაში უსაფრთხოების ვითარება, მათ შორის ბირთვული თავდასხმის საფრთხე. მისივე ინფორმაციით, ბენ უოლესმასახალხო დამცველის კომიტეტის წინაშე გამოსვლა გააუქმა და შეერთებულ შტატებში გაფრინდა.
ბენ უოლესი: რუსულმა გამანადგურებელმა შავ ზღვაში, ჩვენი თვითმფრინავის მახლობლად რაკეტა ისროლა
ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა პარლამენტს განუცხადა, რომ რუსულმა სუ-27 გამანადგურებელმა ბრიტანულ Boeing RC-135-ის სადაზვერვო თვითმფრინავთან ახლოს რაკეტა გაისროლა, რომელიც საერთაშორისო საჰაერო სივრცეში, შავი ზღვის რეგიონში დაფრინავდა. უოლესის თქმით, ინციდენტი 29 სექტემბერს მოხდა. ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა პარლამენტარებს განუცხადა, რომ მომხდარი არ განიხილება, როგორც მიზანმიმართული ესკალაცია. „ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ესაა რუსეთის მხრიდან მიზანმიმართულ ესკალაცია. ჩვენმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ეს იყო ტექნიკური მარცხი", - თქვა უოლესმა. ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამის შემდეგ დიდმა ბრიტანეთმა დროებით შეაჩერა თვითმფრინავების ფრენები რეგიონში და შეშფოთება გამოუცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის პირადად სერგეი შოიგუს. უოლესის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უპასუხა, რომ რაკეტა ტექნიკური გაუმართაობის შედეგად ისროლეს. „რუსეთის თავდაცვის მინისტრის პასუხში, რომელიც 10 ოქტომბერს მიიღეს, ნათქვამია, რომ მათ ჩაატარეს გამოძიება ინციდენტის გარემოებების შესახებ და განაცხადეს, რომ იყო სუ-27 გამანადგურებლის ტექნიკური გაუმართაობა. მათ ასევე აღიარეს, რომ ინციდენტი მოხდა საერთაშორისო საჰაერო სივრცეში“, - განაცხადა უოლესმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით განცხადებები არ გაუკეთებია.
ბენ უოლესი: ბრიტანეთი ზამთრის პერიოდში უკრაინის დახმარებას გააძლიერებს
ბრიტანეთი უკრაინის არმიისთვის, ზამთარში დახმარებას გაზრდის. ბრიტანეთმა უკრაინას, კიდევ 1000 საზენიტო რაკეტა გადასცა ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Reuters-ს განუცხადა. დღეს უოლესი, NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად, ეწვია ლიდის სამხედრო ბანაკს კენტში, სადაც უკრაინელი სამხედროებს Interflex-ის პროგრამის ფარგლებში წვრთნიან. მანამდე დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ უკრაინას, უკიდურესი ყინვების პირობებისთვის დამატებით მიაწვდის 12 ათას საძილე კომპლექტს მიაწვდის.
ბენ უოლესი: რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, რუსეთის არმიის ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გასვლას „სტრატეგიული მარცხი" უწოდა. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს უოლესის თქმით, ხერსონის აღება იყო ერთადერთი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევაც რუსეთის არმიამ ომის დასაწყისშივე შეძლო. „ახლა, როდესაც ეს ქალაქი დათმეს, რუსეთში ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რისთვის ხდება ეს ყველაფერი?” ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვიბრუნებთ ხერსონს უკანონო, ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, რუსეთის არმიამ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ბენ უოლესის თქმით, უკრაინა განაგრძობს წინსვლას და დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „მიუხედავად იმისა, რომ უკან დახევა უკრაინისთვის წამახალისებელია, საფრთხე, რომელიც კვლავ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არ შეიძლება არ შეფასდეს“, - თქვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა. 2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.
ბენ უოლესი: უკრაინის ინტერესშია, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა The Daily Beast-ს განუცხადა, რომ დროა უკრაინამ გამოიყენოს თავისი უპირატესობა რუსეთის შეიარაღებული ძალების „ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი“ ძალების წინააღმდეგ. „უკრაინელების აღჭურვილობის, წვრთნისა და პერსონალის ხარისხის უპირატესობის გათვალისწინებით, დემორალიზებული, ცუდად გაწვრთნილი, ცუდად აღჭურვილი რუსების წინააღმდეგ, უკრაინის ინტერესში იქნება, შეინარჩუნოს იმპულსი ზამთარში. შეგახსენებთ, რუსეთი კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაბომბვას განაგრძობს. შედეგად, უკრაინას ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემასთან უწევს გამკლავება. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. უკრაინის უმსხვილესი კერძო ენერგეტიკული კომპანიის DTEK-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დმიტრო საგარუკმა განაცხადა, რომ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურა აღდგენილია. მისივე თქმით, ელექტროენერგია აღდგენილია ქალაქის მცხოვრებთა დაახლოებით 30%-სთვის. კიევის მერმა 24 ნოემბერს განაცხადა, რომ დედაქალაქის 70% ელექტროენერგიის გარეშე რჩებოდა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას შესაძლოა, უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღი მიაწოდოს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა, რომ მზადაა, უკრაინაში უფრო შორ მანძილზე მოქმედი იარაღის გაგზავნის საკითხი განიხილოს, თუ რუსეთი განაგრძობს თავდასხმებს საცხოვრებელ ტერიტორიებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. „მე მუდმივად განვიხილავ იარაღის სისტემებს, რომლებიც შეგვიძლია მივაწოდოთ უკრაინას. ჩვენ ასევე გვაქვს ჩვენს ნუსხაში არსებული უფრო დიდი იარაღის სისტემები, და თუ რუსები განაგრძობენ სამოქალაქო ტერიტორიებზე დამიზნეებს და შეეცდებიან, დაარღვიონ ჟენევის კონვენციები, მე ვიქნები მზად, განვიხილო რისი გაკეთება შეგვიძლია შემდეგში“, - განაცხადა უოლესმა პარლამენტში, როდესაც შესაბამისი შეკითხვა დაუსვა დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა. 9 დეკემბერს, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა რიში სუნაკმა გამოაცხადა ახალი სამხედრო დახმარების, მათ შორის მეტი საჰაერო თავდაცვის იარაღისა და მოკლე დისტანციის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდების შესახებ გამოაცხადა. 10 ოქტომბრიდან რუსული ჯარები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მასიურ თავდასხმებს ახორციელებენ. უმიზნებენ რაკეტებს და ირანული წარმოების დრონებს, როგორც გენერირების ობიექტებს, ასევე გადამცემ სისტემას. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბენ უოლესი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ვერ დაიკავებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი, ბენ უოლესი NATO-ს გენერალური მდივნის პოსტს ვერ დაიკავებს. უოლესი პოსტისთვის ბრძოლას არ აპირებს. Sky News-ის თანახმად, მინისტრის გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია იმ ფაქტმა, რომ მის კანდიდატურას აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი მხარს არ უჭერს. დიპლომატიური წყაროების თანახმად, NATO-ს სურს ისეთი კანდიდატი, რომელიც სახელმწიფოს ან მთავრობის მეთაურის პოზიციას იკავებდა და, სასურველია, რომ ის მდედრობითი სქესის წარმომადგენელი იყოს. Sky News -ი წერს, რომ Brexit-ის გამო ზოგიერთი ევროპული ქვეყანა უპირატესობას ევროკავშირის წევრი ქვეყნების კანდიდატს ანიჭებს. მედია ასევე წერდა იენს სტოლტენბერგის უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესაძლებობაზე. კერძოდ, მოვლენების ამგვარ გაგრძელებას თითქოს ჯო ბაიდენი უჭერს მხარს. თავად სტოლტენბერგი აცხადებს, რომ მას გენმდივნის თანამდებობაზე მუშაობის დასრულების გარდა, სხვა გეგმები არ აქვს. ორი კვირის წინ, აშშ-ში რიში სუნაკის ვიზიტის დროს, მედია წერდა, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერი ცდილობდა, დაერწმუნებინა აშშ-ის ლიდერი, მხარი დაეჭირა ბენ უოლესის კანდიდატურისთვის.
NATO-მ უკრაინის გაწევრიანების პროცედურის გამარტივება უნდა განიხილოს - ბენ უოლესი
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა, ბენ უოლესმა განაცხადა, რომ NATO-მ უნდა განიხილოს კონკრეტული მოთხოვნები უკრაინის ალიანსში გაწევრიანების გზაზე. ამის შესახებ მან კანადელ კოლეგასთან ერთად ლონდონში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება Sky News-ი. უოლესის თქმით, ალიანსმა უნდა გაითვალისწინოს წევრობის სამოქმედო გეგმის გამოტოვების საკითხი. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა აღნიშნა, რომ გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი სწრაფად ვერ მოგვარდება. ის ასევე მიიჩნევს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებული ყველა საკითხი ვილნიუსში ივლისის სამიტზე გადაწყდეს. სამიტი ვილნიუსში 2023 წლის 11-12 ივლისს გაიმართება.
მედიის ცნობით, ბენ უოლესმა შესაძლოა, თანამდებობა დატოვოს
The Times-ის ცნობით, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა, შესაძლოა, შემოდგომაზე თანამდებობა დატოვოს. მედია წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, რიში სუნაკი გუნდის შესაცვლელად ემზადება. ერთ-ერთი მიზეზად სახელდება ის გარემოება, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ვერ დაარწმუნა აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი და სხვა ლიდერები, რომ NATO-ს შემდეგი გენერალური მდივანი უოლესი ყოფილიყო. The Times ასევე წერს, რომ უოლესი პოლიტიკიდან საერთოდ წასვლის საკითხსაც განიხილავს.
ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა Times-თან ინტერვიუში დაადასტურა, რომ თანამდებობიდან გეგმავს. ამასთან, ის მორიგ საპარლამენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს. უოლესი სუნაკის კაბინეტის დატოვებას მიმდინარე წლის სექტემბერში გეგმავს. უოლესი დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 2019 წილს 24 ივნისიდან იკავებს. „კარიერა პოლიტიკაში შოტლანტიის პარლამენტში, 1999 წელს დავიწყე. ეს არის 24 წელი. შვიდ წელზე მეტი ჩემს საწოლთან, სამ ტელეფონთან ერთად გავატარე“, - განაცხადა უოლესმა ბრიტანულ მედიასთან. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, დიდმა ბრიტანეთმა სამი პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა, თუმცა, უოლესი თანამდებობას ინარჩუნებდა.
უოლესის შეფასებით, რუსეთი საფრთხედ მომდევნო წლებშიც დარჩება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტ, ბენ უოლესის შეფასებით, რუსეთი მომდევნო წლებში საფრთხედ დარჩება, რადგან ვლადიმერ პუტინს ჯერ კიდევ აქვს სამხედრო რესურსები. Sky News-ის შეკითხვას, თუ რა აიძულებს ღამით სიფხიზლის შენარჩუნებას, უოლესი პასუხობს, რომ ეს არის პუტინის რუსეთის, სულ უფრო აგრესიული ჩინეთის და ტერორისტული ჯგუფებისგან მომდინარე მუდმივი საფრთხის კომბინაციაა, რომლებიც ჯერ კიდევ არ გამქრალა. „თუ პუტინი უკრაინაში დამარცხდება, ის ძლიერ დაზარალდება. მას ჯერ კიდევ ჰყავს საჰაერო ძალები და ჯერ კიდევ ჰყავს საზღვაო ფლოტი - და ჩვენ ვხედავთ, რომ მისი ფლოტი საკმაოდ აგრესიულად მანევრირებს. პუტინი ჯერ არ დასრულებულა“, - ამბობს უოლესი და ამატებს, რომ პუტინს შეუძლია, აგრესიული განზრახვებით კიდევ სამი-ოთხი წელი დაიმუქროს. ბენ უოლესმა დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებს ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის. 2023 წლის 11-12 ივლისს, ვილნიუსში, NATO-ს სამიტი გაიმართა. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა კიევს უსაფრთხოების გარანტიები შესთავაზეს - შეთანხმდა დეკლარაცია; დაფუძნდა F-16-ის ტიპის თვითმფრინავებზე წვრთნებისა და საბოლოოდ, ამ საბრძოლო თვითმფრინავების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი „მოერიშეთა კოალიცია“. მოკავშირეებმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების პაკეტები გამოყვეს. ამავე სამიტზე გახდა ცნობილი, რომ შვედეთი ალიანსს საბოლოოდ შეუერთდება.
Sky News: ბენ უოლესმა თანამდებობა დატოვა
ბენ უოლესმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობა პრემიერ-მინისტრის მოსალოდნელი ცვლილებების წინ დატოვა. შესაბამის ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს. შესაბამისი წერილით მან რიში სუნაკს უკვე მიმართა. ბენ უოლესმა 16 ივლისს დაადასტურა, რომ თანამდებობას დატოვებდა.