თეგი: სერგეი შოიგუ
ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრს უკრაინის საზღვრიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდა
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის გამო გააფრთხილა და მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს რუსული ჯარები უკრაინის საზღვრიდან. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ორ მინისტრს შორის სატელეფონო საუბარი 18 თებერვალს შედგა. „18 თებერვალს, თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა რუსეთს მოუწოდა დეესკალაციისკენ, უკრაინის გარშემო მყოფი რუსული ძალების საკუთარ ბაზებზე დაბრუნებისა და საკითხის დიპლომატიური გზით გადაწყვეტისკენ", - ვკითხულობთ თავდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციაში. შეერთებული შტატები და NATO აღმოსავლეთ ფლანგზე რუსეთის საფრთხის საპასუხოდ, მოკავშირეების თავდაცვის გაძლიერებას განაგრძობენ. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა 18 თებერვალს უმაღლეს რადაში გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინამ უკვე მიიღო 2000 ტონაზე მეტი ტვირთი საერთაშორისო პარტნიორებისგან თანამედროვე იარაღის, საბრძოლო მასალისა და ჯავშანტექნიკის სახით. 18 თებერვალს, პოლონელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი მხარს უჭერს უკრაინას, ისევე როგორც ქვეყნის უფლებას, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკური მიმართულება. აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა
ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა
ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო აცხადებს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს საჯარო სივრცეში არგამოჩენის მიზეზი გულის შეტევაა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველი, ანტონ გერაშჩენკო „ტელეგრამის“ არხზე წერს. „შოიგუს ინფარქტი აქვს, ამიტომ ის არ გამოჩენილა საზოგადოებაში მარტის შუა რიცხვებიდან", - წერს გერაშჩენკო. მისი თქმით, შოიგუს გულის შეტევა უკრაინაში წარუმატებელი შეჭრის გამო ვლადიმერ პუტინისგან მკაცრი საყვედურის მიღების შემდეგ დაემართა და რეაბილიტაციის კურსს „ბურდენკოს“ სამხედრო ჰოსპიტალში გადის. 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
სერგეი შოიგუმ დღეს ოფიციალური შეხვედრა გამართა - მედია
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ შაბათს, 26 მარტს ოფიციალური შეხვედრა გამართა, ამის შესახებ CNN რუსული სამთავრობო მედიაზე დაყრდნობით იტყობინება. რუსული მედია უკრაინაში მიმდინარე ომის დროს შოიგუს ადგილსამყოფელსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციების ფონზე წერს. სამთავრობო სააგენტოს ცნობით, შოიგუ შეხვდა ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებს ჯარისთვის იარაღის მიწოდების საკითხის განსახილველად. „იმ გამოწვევების ფონზე, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ, დასახულ გეგმას ზუსტად მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ წინა წელთან შედარებით, წელს სახელმწიფო დაფინანსება 15%-ით მეტია, რა თქმა უნდა, ეს რესურსი უნდა მოვახმაროთ იმას, რაც განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს". - ამბობს სერგეი შოიგუ კრემლის პროპაგანდისტული მედიის ცნობით. 24 მარტს, ჟურნალისტებმა პესკოვს ჰკითხეს, სად იმყოფება შოიგუ, რომელიც დიდი ხანია საჯაროდ აღარ გამოჩენილა და როგორ გრძნობს თავს. პუტინის პრესმდივნის პასუხი იყო, რომ მინისტრს „ძალიან ბევრი საზრუნავი აქვს, მიმდინარეობს სპეციალური სამხედრო ოპერაცია და მედიით აქტიურობის დრო არ არის“. დღეს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ განაცხადა, რომ სერგეი შოიგუმ ინფარქტი აქვს და ამიტომ ოფიციალურ შეხვედრებზე არ ჩნდება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ ანტონ გერაშჩენკომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის გაუჩინარების მიზეზი დაასახელა
New York Times: ვლადიმერ პუტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრს შორის დაძაბულობა იზრდება
რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ქვეყნის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შორის დაძაბულობა იზრდება, - ინფორმაციას New York Times-ი აშშ-ის დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. როგორც New York Times-ი წერს, ვლადიმერ პუტინს არ მიაწოდეს ინფორმაცია უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების რეალური დანაკარგების შესახებ. ამასთან, თეთრ სახლში განაცხადეს, რომ პუტინის მრჩევლები მას დეზინფორმაციას აწვდიან, უკრაინაზე განხორციელებული შეტევის წარუმატებლობისა და დასავლეთის სანქციების რეალური შედეგების შესახებ. ასევე წაიკითხეთ: ევროკავშირმა და შეერთებულმა შტატებმა რუსეთთან დაკავშირებით სტრატეგიული დიალოგი დაიწყეს ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს. 26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა
სერგეი შოიგუ: რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა"
რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა", - ამის შესახებ ვლადიმერ პუტინს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განუცხადა. „დღეისთვის მთელი მარიუპოლი რუსული ჯარისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის სახალხო მილიციის კონტროლის ქვეშ იმყოფება. „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები რჩებიან, საიმედოდ არის ბლოკირებული“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის მინისტრი. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ ვიქტორია ნულანდი: NATO-ს შეუძლია, მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში ჩაერთოს მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინული მედია: სერგეი შოიგუმ „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა
სერგეი შოიგუმ ვლადიმერ პუტინს „მარიუპოლის აღების შესახებ“ მოატყუა, – ამ სათაურით აქვეყნებს უკრაინული მედია ინფორმაციას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მიერ დღეს კრემლში გაკეთებული განცხადებების შესახებ. "რუსეთის თავდაცვის მინისტრმა აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტს „მარიუპოლის გათავისუფლების შესახებ“ აცნობა, მაგრამ აქვე დაამატა, რომ ქალაქში კვლავ რჩება 2 000-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი", - აღნიშნავს უკრაინული მედია. მარიუპოლის ბლოკადა - რა არის ცნობილი მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, მარიუპოლი ქვეყანაში ყველაზე ცხელი წერტილია. ქალაქში დანგრეულია შენობების 90%. ბრძოლა არ წყდება. ქალაქი მუდმივად იბომბება. მარიუპოლში შეუძლებელია საკვებისა და მედიკამენტების შეტანა. ქალაქი ბლოკადაშია. ამ დროისთვის მარიუპოლში ოკუპანტები ბომბავენ „აზოვსტალს“, ისვრის არტილერია და ტანკები. ქალაქის ნაწილს რუსეთის ჯარი აკონტროლებს. მარიუპოლი 1-ელი მარტიდან ალყაშია. შეგახსენებთ, რომ 20 აპრილს დაიგეგმა ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშის, ბერდიანსკის, ტოკმაკის, ორეხოვის გავლით ზაპოროჟიემდე. პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება, რათა რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი გასამართლდეს სამხედრო დანაშაულისთვის, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ასევე წაიკითხეთ: სერგეი შოიგუ: რუსულმა ჯარმა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ძალებთან ერთად ქალაქი მარიუპოლი "გაათავისუფლა"
სერგეი შოიგუს თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება
უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება, – ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა. სერგეი შოიგუმ ასევე აღნიშნა, რომ ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. "აშშ და NATO-ს მოკავშირეები უკრაინას იარაღით ავსებენ, თუმცა რუსეთის შეიარაღებული ძალები განაგრძობენ უმაღლესი მთავარსარდლის მიერ დასახული ყველა ამოცანის შესრულებას. ქალაქ მარიუპოლს რუსი ჯარისკაცები აკონტროლებენ. უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის განკუთვნილი შეიარაღებით და საბრძოლო მასალებით დატვირთული NATO-ს სატრანსპორტო საშუალებები განადგურდება", - განაცხადა სერგეი შოიგუმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინსა და რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს შორის უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, სატელეფონო საუბარი პირველად შედგა. . პენტაგონი იტყობინება, რომ „ოსტინმა მოუწოდა რუსეთს უკრაინაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ და აღნიშნა საკომუნიკაციო არხების შენარჩუნების აუცილებლობა“. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს იუწყება, რომ საუბარი ამერიკის მხარის ინიციატივით შედგა და შეეხებოდა საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალურ საკითხებს, მათ შორის ვითარებას უკრაინაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შოიგუს თქმით, რუსეთი NATO-ს გაფართოების საპასუხოდ ახალ სამხედრო ბაზებს შექმნის
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პარასკევს განაცხადა, რომ მოსკოვი ახალ სამხედრო ბაზებს NATO-ს გაფართოების საპასუხოდ შექმნის. „წლის ბოლოსთვის, დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 სამხედრო ნაწილი და დივიზია შეიქმნება”, - განაცხადა შოიგუმ. ბაიდენმა ფინეთის და შვედეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების გზაზე სრული მხარდაჭერა გამოუცხადა შვედეთმა და ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების ნება ოფიციალურად გამოხატეს. 17 მაისს, ფინეთის პარლამენტმა NATO-ში გაწევრიანებას მხარი დაუჭირა. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი, ალიანსის წევრობაზე განაცხადს ხელი მოაწერა. სკანდინავიურმა ქვეყნებმა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს განაცხადი ერთობლივად გადასცეს. ლიდერებს იენს სტოლტენბერგმა NATO-ს შტაბბინაში უმასპინძლა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
შოიგუს მტკიცებით, რუსეთი შეტევის ტემპს განგებ ანელებს
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ SCO-ს წევრი ქვეყნების სამხედრო დეპარტამენტების ხელმძღვანელების შეხვედრაზე აღიარა, რომ უკრაინაში რუსული არმიის შეტევის ტემპი შენელდა. ამასთან, მან განაცხადა, რომ ეს არის შეგნებული გადაწყვეტილება, რაც „სამოქალაქო მოსახლეობის მსხვერპლის თავიდან აცილების“ სურვილით აიხსნება. რუსეთმა უკრაინასთან ფართომასშტაბიან ომში, 6 თვის წინ დასახული მიზნების უმეტესობას ვერ მიაღწია - ბრიტანეთის დაზვერვა შოიგუს თქმით, „სპეციალური ოპერაციის“ ფარგლებში, რუსი სამხედროები „მკაცრად იცავენ ჰუმანიტარული სამართლის ნორმებს“ და დარტყმები მტრის სამხედრო ობიექტებზე, მაღალი სიზუსტის იარაღით ხორციელდება. „ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყოს მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ეს ანელებს შეტევის ტემპს, მაგრამ ჩვენ ამას შეგნებულად ვაკეთებთ“, - განაცხადა შოიგუმ. ამასთან, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრი ირწმუნება, რომ უკრაინაში „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მისი ყველა ამოცანა შესრულდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებები ნაკარნახევი იყო დონბასისა და რუსეთის მოსახლეობის დასაცავად, კიევიდან არსებული „რეალური საფრთხის" გამო. სერგეი შოიგუმ უკრაინაში რუსი სამხედროების წინსვლის შენელება ერთზელ უკვე ახსნა. მაისში მინისტრმა თქვა, რომ ჯარების წინსვლის ტემპი „განზრახ ნელდება", რათა მშვიდობიანი მოქალაქეების ჰუმანიტარული დერეფნებით ევაკუაცია განხორციელდეს და მსხვერპლი თავიდან აიცილონ. გაეროს მონაცემებით, უკრაინაში ომის დროს 5000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
შოიგუმ უკრაინასთან ომში, რუსეთის ჯარის დანაკარგები დაასახელა
უკრაინაში 5937 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, - ამის შესახებ დღეს, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ხელისუფლება ინფორმაციას მსხვერპლის შესახებ მარტის შემდეგ პირველად ავრცელებს. 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სერგეი შოიგუს თქმით, ნაწილობრივი მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს გამოიძახებენ. მისივე თქმით, დაკომპლექტება არ განხორციელდება ერთჯერადი აქციის ფარგლებში. სამობილიზაციო ღონისძიებები დღეს, 21 სექტემბერს დაიწყება. ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა დღეს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. პუტინის განცხადებას წინ უსწრებდა რუსეთის დუმის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სამხედრო მობილიზაციის დროს ჩადენილი დანაშაულებისთვის სასჯელი მკაცრდება. ასევე 20 სექტემბერს, თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა. თვითგამოცხადებული ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკების რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე, „რეფერენდუმის“ თარიღი დასახელდა ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხერსონის ოლქის რუსეთის ფედერაციაში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი 23-დან 27 სექტემბრამდე გაიმართება. ამასთან, ზაპოროჟიეს ოლქის რუსეთში შესვლის თაობაზე რეფერენდუმი შესაძლოა, უახლოეს დღეებში ჩატარდეს.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ოსტინი შოიგუს მეორედ ესაუბრა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი რუსეთის თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. ლოიდ ოსტინისა და სერგეი შოიგუს შორის, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, პირველი სატელეფონო საუბარი შედგა „21 ოქტომბერს თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ტელეფონით ესაუბრა რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუს. მდივანმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საკომუნიკაციო ხაზების შენარჩუნების მნიშვნელობას უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე”, - ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის განცხადებაში. სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც. „2022 წლის 21 ოქტომბერს შედგა სატელეფონო მოლაპარაკებები რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს შორის. განხილულია საერთაშორისო უსაფრთხოების აქტუალური საკითხები, მათ შორის უკრაინაში არსებული ვითარება”, - აღნიშნულია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლიეტუვის სასამართლომ, შოიგუს შვილების დედას, ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა გაუუქმა
ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ელენა კამინსკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მეგობარი და მისი შვილების დედაა, ლიეტუვაში ბინადრობის უფლება გაუუქმდა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს ლიეტუვის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. როგორც ლიეტუვის საგამოძიებო დეპარტამენტმა ოქტომბერში განაცხადა, კამინსკასი ითვლება შოიგუს უკანონო შვილების დედად და მისი ოთხი შვილიდან სამი ლიეტუვის მოქალაქეა. ელენა კამინსკასს ლიეტუვაში 2017 წლიდან ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში არ განმარტავენ, რატომ ჩამოართვეს კამინსკასს დროებითი ბინადრობის ნებართვა. რამდენიმე თვის წინ წერილობით პასუხში დეპარტამენტმა მიუთითა, რომ სხდომაზე არგუმენტებს ადვოკატები წარმოადგენენ.
რუსეთი წყნარი ოკეანის ფლოტის მოულოდნელ შემოწმებას ატარებს - Reuters
რუსეთმა წყნარი ოკეანის ფლოტი მზადყოფნაში მოიყვანა. Reuters-ი წერს, რომ თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ წვრთნების ჩატარების შესახებ იუწყება. წვრთნები ტარდება აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში გაზრდილი დაძაბულობის ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები და სამხრეთ კორეა ერთობლივ საჰაერო წვრთნებს ატარებენ ჩრდილოეთ კორეის მიერ კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ. „ინსპექტირების მთავარი მიზანია შეიარაღებული ძალების უნარის გაზრდა ოკეანისა და ზღვის მიმართულებიდან სავარაუდო მტრის აგრესიის მოსაგერიებლად", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუნ რუსული სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის განცხადებით, რომ რუსეთის საზღვაო ძალები წვრთნების დროს მზადყოფნაში იქნებიან და განლაგდებიან საწვრთნელ ადგილებში, სადაც საბრძოლო წვრთნებს ჩაატარებენ.
პრიგოჟინმა შოიგუ ბახმუტში მიიწვია
კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ბახმუტში მიიწვია. მიმართვის ტექსტი პრიგოჟინის პრესსამსახურმა გამოაქვეყნა და მიწვევის მიზეზად საბრძოლო მოქმედებების წარმოებაში შოიგუს მრავალწლიანი გამოცდილება დაასახელა. პრიგოჟინის მტკიცებით, „ვაგნერი“ აკონტროლებს ბახმუტის ტერიტორიის 95 პროცენტს და აგრძელებს შეტევას. მისივე თანახმად, უკრაინელმა სამხედროებმა არაერთი წარმატებული კონტრშეტევა განახორციელეს ფლანგებზე, სადაც რუსეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები არიან განლაგებულნი. უკრაინის ძალებმა ბახმუტთან 2 კილომეტრით წინ წაიწიეს. იუწყება თავდაცვის მინისტრის მოადგილე. უკრაინამ პარასკევს განაცხადა, რომ მისმა ძალებმა მნიშვნელოვან წინსვლას მიაღწიეს დონეცკის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბახმუტის გარშემო, რომელიც თვეების განმავლობაში რუსეთთან ბრძოლის ეპიცენტრია. რუსეთის რეგულარული არმიის ქვედანაყოფები და კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი" 2022 წლის მეორე ნახევრიდან ცდილობენ მის დაპყრობას. ქალაქის ფართობი დაახლოებით 42კმ²-ია და იქ ომის დაწყებამდე 72 000 ადამიანი ცხოვრობდა. „მტერმა ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. ჩვენ ამ კვირაში ბახმუტში არცერთი პოზიცია არ დაგვიკარგავს“, - განაცხაად ჰანა მალიარმა. პრიგოჟინი მანამდე ირწმუნებოდა, რომ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები ბახმუტში პოზიციებს 10 მაისის შემდეგ დატოვებდნენ საბრძოლო მასალის ნაკლებობის გამო.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ „პრიგოჟინის ამბოხების“ შემდეგ, შოიგუს ვიდეო პირველად გაავრცელა
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ვიდეომასალის თანახმად, მინისტრი სერგეი შოიგუ „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ (ასე უწოდებს რუსეთი მის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში) ზონაში ამოწმებს ჯარების დასავლეთის დაჯგუფების ერთ-ერთი შენაერთის წინა ხაზზე მდებარე მართვის პუნქტს. ამის შესახებ უკრაინული სააგენტო Unian-ი წერს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, არმიის გენერალ შოიგუს არსებულ ვითარებაზე ანგარიში ჩააბარა დაჯგუფების სარდალმა, გენერალმა ნიკიფოროვმა, შოიგუმ კი, ყურადღება გაამახვილა ჯარების მომარაგების ორგანიზებაზე. ვიდეომასალის გადაღების ზუსტი დრო უცნობია. როგორც აფასებენ „პრიგოჟინის ამბოხს“ ISW, ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის სამსახურები შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა. „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან. „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.
შოიგუმ „ვაგნერის აჯანყებაზე“ დუმილი დაარღვია
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ვაგნერის ჯგუფის ამბოხებაზე პირველი კომენტარი გააკეთა. უკრაინული მედიის თანახმად, ამის შესახებ იტყობინება რუსული სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო RIA Novosti 3 ივლისს. "პროვოკაციას არ მოუხდენია გავლენა სამხედრო ნაწილების საქმიანობაზე,“ - ციტირებს რია ნოვოსტი შოიგუს. მისივე თქმით, ჯარისკაცები გაბედულად და თავდაუზოგავად განაგრძობდნენ დაკისრებული ამოცანების შესრულებას. ეს არის შოიგუს პირველი საჯარო კომენტარი ევგენი პრიგოჟინის „ხანმოკლე შეიარაღებულ აჯანყებაზე“, რომელიც 23-24 ივნისს განვითარდა. „პრიგოჟინის მარში“ ჰგავდა „რენტგენოგრამას“, რომელმაც პუტინის დანაშაულებრივი ქცევის შედეგები გამოააშკარავა - პოლ გობლი ომის დანაშაულებში ეჭვმიტანილი „ვაგნერის“ ხელმძღვანელის ბელორუსში ყოფნის გამო, NATO-ს წევრი რიგი ქვეყნები აღმოსავლეთ ფლანგის კიდევ უფრო გაძლიერებას ითხოვენ.
კიმ ჩენ ინი და შოიგუ გაეროს რეზოლუციებით აკრძალული რაკეტების ფონზე - ფოტო
ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრ, სერგეი შოიგუს თავდაცვის გამოფენაზე უმასპინძლა. მედიის ყურადღება მიიპყრო გამოფენაზე წარმოდგენილმა ბალისტიკურმა რაკეტებმა, რომლებიც გაეროს რეზოლუციებით არის აკრძალულია. ეს რეზოლუციები რუსეთისა და ჩინეთის მხარდაჭერით მიიღეს. ახლა კი მის ფონზე რუსეთი და ჩრდილოეთ კორეა კავშირების გაღრმავების პირობას დებდნენ. შოიგუ რუსეთის თავდაცვის მინისტრის პირველი მინისტრია, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პირველად ჩავიდა. სახელმწიფო მედია იუწყება, რომ შოიგუმ კიმ ჩენ ინს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის წერილი გადასცა. მან პუტინს მადლობა გადაუხადა შოიგუს ხელმძღვანელობით სამხედრო დელეგაციის გაგზავნისთვის და განაცხადა, რომ ამ ვიზიტმა გააღრმავა „სტრატეგიული და ტრადიციული" ურთიერთობები ჩრდილოეთ კორეასა და რუსეთს შორის. ექსპერტების შეფასებით, შოიგუს გამოჩენა გამოფენაზე, ძალიან „ამბივალენტური ჟესტია“ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ფორმალურად რჩება ვალდებული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების მიმართ, რომლებიც კრძალავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ და სარაკეტო პროგრამებს.
Bloomberg: „მკაცრი ხაზის“ მომხეეები პუტინისგან შოიგუს შეცვლას და სრულ მობილიზაციას მოითხოვენ
რუსეთის უსაფრთხოების სფეროში „მკაცრი ხაზის“ მომხეეები თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან სერგეი შოიგუს გათავისუფლებას და უკრაინაში გაცილებით უფრო აგრესიულ საომარ მოქმედებებს მოითხოვენ. როგორც გამოცემა Bloomberg-ი წერს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის „ელიტის" წარმომადგენელთა ნაწილი პუტინის ქმედებებით უკმაყოფილოა, მის ალტერნატივას ვერ ხედავს და სტატუს-კვოს შენარჩუნებას ემხრობა. Bloomberg-ი რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ელიტაში არსებულ სიტუაციაზე ინფორმირებულ ხუთ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „მკაცრი ხაზის“ მხარდამჭერებს ასევე სურთ, რომ პუტინმა საყოველთაო მობილიზაცია და საომარი მდგომარეობა გამოაცხადოს. სააგენტოს წყაროთა თანახმად, ომის გარდა, პუტინს განსაკუთრებით აშფოთებს რუბლის კურსის და ეკონომიკური სტაბილურობის პრობლემები და სურს, რომ 2024 წლის არჩევნების წინ არ დაუშვას მაღალი ინფლაცია, რასაც რუბლის გაუფასურების შეჩერება სჭირდება.
უკრაინული დრონების თავდასხმების ფონზე, შოიგუ საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების გაზრდას ითხოვს
რუსეთის თავდაცვის მინისტრი, სერგეი შოიგუ იარაღის მწარმოებლებს საარტილერიო სისტემების უფრო სწრაფად წარმოებისკენ მოუწოდებს. შოიგუ ეკატერინბურგში იარაღის მწარმოებელ ქარხნებს ეწვია და განაცხადა, რომ უკრაინული დრონების თავდასხმების შემდეგ რუსეთი საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოებას გაზრდის. რუსული მედიის ცნობით, მან ერთ-ერთი ქარხნის ხელმძღვანელობა იმის გამო გააკრიტიკა, რომ ისინი თვითმავალ საარტილერიო სისტემებს საკმარისი რაოდენობით არ აწარმოებენ. „მისმინეთ, შეწყვიტეთ არასერიოზულად მოქცევა. ჩვენ ამით 2022 წელს დავკავდით. ეს მანქანები, სრული სიმძლავრით ჩვენ 2023 წელს უნდა აგვემუშავებინა. მინდა, ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული წინადადება მივიღო იმის შესახებ, თუ როგორ მივაღწევთ პრეზიდენტის მიერ დადგენილ მაჩვენებლებს. ეს აუცილებლად უნდა გაკეთდეს, რადგან ყველა ეს ბრძანება ბრძოლის ველზე კონკრეტული სამუშაოების შესრულებასთან არის დაკავშირებული,“ - განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა. „უკრაინული დრონი სამიზნე ტერიტორიაზე დაეცა“ - სანქტ-პეტერბურგში ნავთობის საწარმოზე თავდასხმა იყო - უკრაინული მედია
რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს
რუსეთში თავდაცვის მინისტრის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს. შესაბამის ინფორმაცის რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი და რუსული სახელმწიფო გამოცემა “ტასი” სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით ავრცელებენ. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი აღნიშნავს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი ქრთამის აღების ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა სხვა დეტალებს არ ავრცელებს. რუსეთის პრეზიდენტის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინს ივანოვის დაკავების შესახებ შეატყობინეს, ხოლო რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ დაკავების შესახებ წინასწარ გააფრთხილეს. ტიმურ ივანოვს რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობა 2016 წლიდან უკავია. აქამდე ის კომპანია “ობორონსტროის” ხელმძღვანელობდა, რომელიც თავდაცვის უწყებას ექვემდებარება.
პუტინმა შოიგუ თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა, ის უშიშროების საბჭოს მდივანი გახდება
რუსეთის პრეზიდენტმა სერგეი შოიგუ თავდაცვის მინისტრობიდან გაათავისუფლა. ვლადიმერ პუტინმა შოიგუ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა. თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მან ფედერაციის საბჭოს, ყოფილი ვიცე-პრემიერის ანდრეი ბელოუსოვის კანდიდატურა წარუდგინა. შოიგუ ერთადერთი მინისტრია, რომლის თანამდებობაზე დატოვების წინადადებაც არ წამოუყენებია პრეზიდენტს. მას თავდაცვის მინისტრის პოსტი 2012 წლიდან უკავია. ის 1991 წლიდან იყო მინისტრი. 2012 წელს ნახევარწლიანი პაუზის განმავლობაში მოსკოვის ოლქის გუბერნატორი იყო. შოიგუ პუტინთან დაახლოებულ პირად ითვლება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, შოიგუ ასევე იქნება პრეზიდენტის მოადგილე სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის კომისიაში. რაც შეეხება ბელოუსოვს, ის მთავრობაში ეკონომიკის ბლოკის კურატორად იყო ცნობილი. მედია წერდა მისი კონფლიქტების შესახებ ეკონომიკურ სამინისტროებთან და ცენტრალურ ბანკთან. 2021 წელს რუსეთის ეკონომიკაში სახელმწიფო სექტორის წილმა 55%-ს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდა უკრაინაში ომის ფონზე. მედია ასევე წერს, რომ ბელოუსოვი ერთადერთია პუტინის გარემოცვაში, ვისაც სჯერა „რუსეთის გარშემო მტრების წრის“ არსებობის. 2014 წელს ის მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიას. მთავრობაში ცვლილებებამდე ცოტა ხნით ადრე, რაც პრეზიდენტის არჩევის შემდეგ არის აუცილებელი, შოიგუს მოადგილე ტიმურ ივანოვი დააპატიმრეს. მას მილიარდი რუბლის ოდენობის ქრთამის აღებაში ედება ბრალი. იმ მინისტრებს შორის, რომელთა თანამდებობაზე დატოვებაც ითხოვა პუტინმა, არის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც.
ჰააგის სასამართლომ შოიგუსა და გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა
ჰააგის სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის სერგეი შოიგუსა და რუსეთის გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერები გასცა. ინფორმაციას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრესსამსახური ავრცელებს. ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვს ბრალი ომის დანაშაულებსა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებში ედებათ. „მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ არსებობს გონივრული საფუძველი იმის დასაჯერებლად, რომ ორ ეჭვმიტანილს რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმებზე, სულ მცირე, 2022 წლის 10 ოქტომბრიდან მინიმუმ 2023 წლის 9 მარტამდე, პასუხისმგებლობა ეკისრებათ,“ - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში. შარშან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერიც გასცა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებითი დეპორტაციის გამო. მარტში რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი არ ცნობს საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას. მეხუთე ვადით არჩეულმა პრეზიდენტმა პუტინმა ინაუგურაციის შემდეგ მთავრობასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რამდენიმე საკადრო ცვლილება განახორციელა. ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა თავდაცვის სტაჟიანი მინისტრის, სერგეი შოიგუს თანამდებობიდან გათავისუფლებას და მის ნაცვლად ეკონომისტ ანდრეი ბელოუსოვის დანიშვნას. შოიგუ უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა ნიკოლაი პატრუშევის ნაცვლად. ეს უკანასკნელი კი, პუტინის თანაშემწე გახდა.