თეგი: ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს

ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია. მოქმედმა პრეზიდენტმა 1045 ხმიდან 1437-დან მოიპოვა. ფედერალური კრება შედგება 1472 დელეგატისგან, მათ შორისაა გერმანიის ბუნდესტაგის (პარლამენტის) ყველა დეპუტატი. არჩევნებზე ოთხი კანდიდატი იყო წარმოდგენილი - ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი, გერჰარდ თრაბერტი, მაქს ოტე და შტეფანი გებაუერი. მეორე, ხუთწლიანი ვადით არჩევის შემდეგ შტაინმაიერმა განაცხადა, რომ დემოკრატიის ხელშემწყობების მხარეს იქნება.„ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“.  გერმანიის მოქმედი ფედერალური პრეზიდენტის, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის საპრეზიდენტო ვადა 2022 წლის 18 მარტს იწურებოდა. ფედერალური პრეზიდენტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფოს მეთაურია. 66 წლის სოციალ-დემოკრატი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ორჯერ იყო საგარეო საქმეთა მინისტრი და ადრე მუშაობდა კანცლერის გერჰარდ შროდერის შტაბის უფროსად, ის ფართოდ განიხილებოდა, როგორც აშკარა ფავორიტი არჩევნებში. ბოლოდროინდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ გერმანიაში მცხოვრები ადამიანების 85% შტაინმაიერის საქმიანობას პოზიტიურად აფასებდა. ის სარგებლობს როგორც მმართველი კოალიციის, ისე მთავარი კონსერვატიული ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერით. გერმანიაში საპრეზიდენტო არჩევნებია

შტაინმაიერმა პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ, პუტინს მიმართა

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა გერმანიის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ თავის სიტყვაში რუსეთზე ისაუბრა. შტაინმაიერმა განაცხადა, რომ ყველა იმ ადამიანს შეუწყობს ხელს, ვინც დემოკრატიის მხარეს დადგება. „ჩვენ ვიმყოფებით სამხედრო კონფლიქტის, აღმოსავლეთ ევროპაში ომის საფრთხის შუაგულში“, - განაცხადა შტაინმაიერმა და დაამატა, რომ „ამაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება“. „მივმართავ პრეზიდენტ პუტინს: ჩვენთან ერთად მოძებნეთ გზა, რომელიც დაიცავს მშვიდობას ევროპაში“, - აღნიშნა შტაინმაიერმა. ფედერალურმა კრებამ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეცამეტე პრეზიდენტად მეორე ვადით ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აირჩია.

სალომე ზურაბიშვილმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს გერმანიის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის გერმანიის პრეზიდენტად არჩევას ულოცავს. „ჩემი ძალიან თბილი მილოცვა ფედერალურ პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს დღეს ხელახლა არჩევასთან დაკავშირებით! მქონდა შესაძლებლობა, მემასპინძლა თქვენთვის საქართველოში 2019 წელს, სადაც ჩვენ დავსახეთ გზები საქართველო-გერმანიის ურთიერთობების გაღრმავების მიზნით. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობის გაგრძელებას!“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელში.  

BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა

გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. BILD-ი წერს, რომ გადაწყვეტილების მიზეზად უკრაინის პრეზიდენტი Nord Stream 2-ის გაზსადენის პროექტის მიმართ შტაინმაიერის დამოკიდებულებასა და "შტაინმაიერის ფორმულას" ასახელებს, რომელიც 2014 წლის ომის შემდეგ შემუშავდა, როცა მას საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. გამოცემის ცნობით, კიევიდან ფედერალური პრეზიდენტის ოფისს მკაფიოდ განუცხადეს, რომ ამ დროისთვის შტაინმაიერთან შესახევედრად მზად არ არიან. „თუმცა სამომავლოდ მხარეების შეხვედრა არ გამოირიცხება“, - განაცხადაეს კიევში.  დღეს შტაინმაიერი პოლონეთშია, სადაც პრეზიდენტ ანდჟეი დუდას ხვდება. ვიზიტის თემაა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. პოლონეთიდან შტაინმაიერს უკრაინაში გადასვლა შეეძლო. დღეს პოლონეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე, მან კიევში ჩასვლის შესაძლებლობა განიხილა. გასულ კვირას, შტაინმაიერმა აღიარა, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მისი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით მცდარი იყო.  რას შეეხება „შტაინმაიერის ფორმულას“, 2019 წლის 7 ოქტომბერს თბილისში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტიმა, განცხადა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ე.წ. „შტაინმაიერის ფორმულის“ შემუშავებაში არანაირი როლი არ შეუსრულებია რუსეთის ფედერაციას. როგორც გერმანიის პრეზიდენტმა აღნიშნა თბილისში, საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, ფორმულა ჩიხში შესული პროცესის გასაგრძელებლად შემუშავდა. უკრაინაში ცხარე დებატები და მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა მოქმედი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თანხმობას „შტაინმაიერის ფორმულის“ სახელით ცნობილ გეგმაზე. მაშინ ოპონენტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციას „კაპიტულანტური“ შეთანხმების ხელმოწერაში დაადანაშაულეს და 1-ელ და 6 ოქტომბერს კიევში მრავალათასიანი მიტინგები გაიმართა.

შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ კიევი მის ვიზიტს არასასურველად მიიჩნევს

პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა დაადასტურა, რომ უკრაინულმა მხარემ მის პოტენციურ ვიზიტს კიევში არასასურველი უწოდა. ამის შესახებ უკრაინული მედია შტაინმაიერის განცხადებაზე დაყრდნობით წერს. „ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩვენ გვინდოდა კიევში წასვლა, რათა გამოგვეგზავნა ევროპის სოლიდარობის ძლიერი სიგნალი უკრაინასთან. მე მზად ვიყავი, მაგრამ, ცხადია, და უნდა ვაღიაროთ, რომ ეს არ სურდათ კიევში." - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. გამოცემა BILD-ის ცნობით, გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ ვალტერ-შტაინმაიერი კიევში აპირებდა ჩასვლას, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მასთან შეხვედრაზე უარი თქვა. ასევე წაიკითხეთ  BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა

ვოლოდიმირ ზელენსკი: გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მოუმართავს

კიევმა უარყო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ვიზიტზე უარი განუცხადა. ზელენსკის თქმით, გერმანიას უკრაინისთვის პრეზიდენტის შესაძლო ვიზიტზე ოფიციალურად არ მოუმართავს. „კიევში ვიზიტზე მომართვა არ ყოფილა არც გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის და არც მისი ოფისის მხრიდან“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა სერგეი ლეშჩენკომ CNN-თან ინტერვიუში უარყო ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში ვიზიტზე გერმანიის პრეზიდენტს უარი განუცხადა. ეს ინფორმაცია გერმანულ გამოცემა Bild-ში გამოქვეყნდა. 12 აპრილს შტაინმაიერმა განაცხადა, რომ კიევში, პოლონელ კოლეგასთან, ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან ერთად ჩასვლას გეგმავდა, რათა „უკრაინისთვის ევროპული სოლიდარობის მძლავრი სიგნალი გაეგზავნა, თუმცა ეს არ ისურვეს კიევში“. მანამდე გამოცემა Bild-მა დაწერა, რომ კიევში შტაინმაიერის ვიზიტის გაუქმების მიზეზი გერმანიის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინთან ახლო ურთიერთობა და პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ს მხარდაჭერა გახდა. 11 აპრილს პოლონეთში ვიზიტისას გერმანიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა, რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებას ვერ შეძლებს, ვიდრე მის სათავეში ვლადიმერ პუტინია.  ამასთან შტაინმაიერმა მსოფლიოს მოუწოდა, რომ უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიება და დოკუმენტურად დასაბუთება განხორციელდეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ BILD: შტაინმაიერი კიევში ჩასვლას გეგმავდა, ზელენსკიმ კი მასთან შეხვედრაზე უარი თქვა

შტაინმაიერი ზელენსკის უკრაინის საჰაერო თავდაცვისთვის თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებას დაჰპირდა

გერმანიის ფედერალურმა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიის ურყევ სოლიდარობასა და მხარდაჭერაში დაარწმუნა, მათ შორის უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდების გაგრძელებაში, ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტის პრესმდივანმა სერსტინ გამელინმა ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. მისი ტქმით, შტაინმაიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გერმანია გააგრძელებს უკრაინის საჰაერო თავდაცვის მხარდასაჭერად ყველაზე თანამედროვე აღჭურვილობის მიწოდებას. „პრეზიდენტმა ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გერმანიას მხარდაჭერისთვის. ორივე პრეზიდენტი მოუთმენლად ელის პირად შეხვედრას კიევში“, - განაცხადა გამელინმა. თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის უკრაინაში ვიზიტი მზადდება. „მქონდა არსებითი და პროდუქტიული საუბარი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერთან. მადლობა გადავუხადე გერმანიას IRIS ტიპის საჰაერო თავდაცვის პირველი სისტემისთვის. ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა განვათავსოთ საჰაერო ფარი უკრაინის თავზე! გერმანია ასევე დაგვეხმარება რუსეთის სარაკეტო ტერორის შედეგების დაძლევაში. ვამზადებთ გერმანიის პრეზიდენტის უკრაინაში ვიზიტს”, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

სალომე ზურაბიშვილი: ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა. სალომე ზურაბიშვილი Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნავს, რომ საქართველო აფასებს გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას. „ვაშინგტონში ყოფნისას სატელეფონო საუბარი მქონდა პრეზიდენტ შტაინმაიერთან. საქართველო აფასებს ჩემი გერმანელი კოლეგის მიერ დღეს საქართველოს ევროინტეგრაციის გზისა და ქართველი ხალხის თავდადებისადმი გამოხატულ მხარდაჭერას“, - წერს საქართველოს პრეზიდენტი.  

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი: საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ აცხადებს, რომ „გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“. „მადლობელი ვარ თქვენი მკაფიო და ძლიერი პოზიციისთვის თავისუფლებისა და დემოკრატიის მხარდასაჭერად. საქართველოს მოსახლეობამ ევროპის გზა აირჩია. გერმანია მხარს უჭერს საქართველოს მის ევროპულ გზაზე, რაც მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფლებასაც მოიცავს“, - აცხადებს შტაინმაიერი.  

შტაინმაიერმა ვარშავის გეტოს მემორიალთან სიტყვაში პუტინის მიერ წარმოებული ომი ჰიტლერის ომს შეადარა

გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა ვარშავის გეტოს აჯანყების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გამოსვლისას ისტორიული პარალელი გაავლო და მიუთითა გერმანიაში ნაცისტების მიერ დაწყებულ ომსა და უკრაინაში რუსეთის სამხედრო მოქმედებების მსგავსებაზე. „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია საერთაშორისო სამართლის ნორმები, ხელყო საზღვრები და მიითვისა ტერიტორიები. ომი უკრაინაში ტანჯვას იწვევს. პოლონეთმა და ისრაელმა ეს გაიარეს - თქვენ იცით, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვა და მისთვის ბრძოლაა საჭირო. მაგრამ ჩვენ, გერმანელებმაც ვისწავლეთ გაკვეთილი საკუთარი ისტორიიდან. ევროპაში აღარასოდეს აღარ უნდა იყოს დანაშაულებრივი ომი, როგორიცაა, რუსეთის მიერ წარმოებული ომი უკრაინის წინააღმდეგ“, - განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, ლიბერალური დემოკრატიის ქვეყნები მაშინ არიან ძლიერები, როცა ისინი ერთობლივად მოქმედებენ. შტაინმაიერმა პატივი მიაგო ნაცისტების ბოროტმოქმედებების მსხვერპლთ და გერმანიის სახელით პატიება ითხოვა. აჯანყების გმირების მემორიალთან გამართულ საზეიმო ცერემონიაში ასევე მონაწილეობდნენ პოლონეთის პრეზიდენტი ანდჯეი დუდა და ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. შტაინმაიერის სახით გერმანიის სახელმწიფოს მეთაური ვარშავაში პირველად გამოვიდა სიტყვით გეტოს აჯანყების წლისთავზე. 1970 წელს კანცლერ ვილი ბრანდტის დაჩოქების შემდეგ ვარშავის გეტოს გმირებისადმი მიძღვნილი ძეგლი გერმანიისა და პოლონეთის შერიგების სიმბოლოდ იქცა. „გერმანელები გულმოდგინედ გეგმავდნენ და სჩადიოდნენ დანაშაულებს კაცობრიობის წინაშე. ებრაელებს ევროპასა და ვარშავაში გერმანელები წარმოუდგენელი სისასტიკითა და არაადამიანურობით სდევნიდნენ და ანადგურებდნენ“, - განაცხადა შტაინმაიერმა. მან ისრაელისა და პოლონეთის პრეზიდენტებს მადლობა გადაუხადა შერიგებისთვის მზადყოფნისთვის. გერმანელებს კი მოუწოდა, შეინახონ წარსულის ხსოვნა.  

გერმანიის პრეზიდენტი ყახაზეთის შემდეგ, ყირგიზეთს ეწვევა

გერმანიის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი 21-23 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ყირგიზეთს ეწვევა, - ამის შესახებ ყირგიზეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მურატბეკ აზიმბაკიევმა განაცხადა. დაგეგმილია მოლაპარაკებები შტაინმაიერსა და სადირ ჟაპაროვს შორის. „სახელმწიფო მეთაურები განიხილავენ ყირგიზეთ-გერმანიის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხთა ფართო სპექტრს, ასევე განიხილავენ ურთიერთობების შემდგომი განვითარების პერსპექტივებს მეგობრობისა და პარტნიორობის სულისკვეთებით“, - განაცხადა აზიმბაკიევმა. გერმანიის პრეზიდენტი 19-21 ივნისს სახელმწიფო ვიზიტით ყაზახეთში იმყოფება.  

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა. შტაინამერთან შეხვედრის ამსახველი ფოტო სალომე ზურაბიშვილის Facebook-ის პირად გვერდზე გავრცელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციას ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია. 30 აგვისტოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი 31 აგვისტოდან ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს იწყებს. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება.  

შტაინმაიერმა ტანზანიას გერმანიის მიერ წარსულში ჩადენილი კოლონიური სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა

გერმანიის პრეზიდენტმა, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ტანზანიას 1900-იან წლებში, გერმანიის მიერ ჩადენილი სისასტიკეების გამო პატიება სთხოვა. ამ თემაზე მან ქალაქ სონგეაში, აჯანყების ადგილზე მდებარე მუზეუმში ისაუბრა. „მსურს, პატიება ვითხოვო იმისთვის, რაც აქ გერმანელებმა გააკეთეს. რაც აქ მოხდა, ჩვენი საერთო ისტორიაა – თქვენი წინაპრების ისტორია და ჩვენი წინაპრების ისტორია გერმანიაში,“ - განაცხადა შტაინმაიერმა.  

შტაინმაიერი: გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს იქამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება

გერმანიის პრეზიდენტის განცხადებით, პუტინის გათვლაა, რომ მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს, მაგრამ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გაუწიონ და არც გაუწევენ. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა აღნიშნა, რომ ახლა პარტნიორული ურთიერთობების კონსოლიდაცია და გრძელვადიან მხარდაჭერაზე გათვლაა საჭირო, “ვინაიდან ომი არ დასრულდა მხოლოდ იმის გამო, რომ „ჰედლაიმებმა“ სხვა კონფლიქტები აღნიშნეს”. „გერმანია მყარად დგას უკრაინის მხარეს - და თქვენს გვერდით იქამდე ვიქნებით, სანამ ეს საჭირო იქნება! უკრაინა საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას მითუმეტეს ახლა, როდესაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარეობს ომი და უკრაინა აღარ იღებს იმ ყურადღებას, რომელსაც ასე მწვავედ საჭიროებს. პუტინის გათვლა ასეთია: მსოფლიომ უკრაინა უნდა დაივიწყოს. მაგრამ მე მკაფიოდ ვამბობ: ჩვენ პუტინს ეს სამსახური არ უნდა გავუწიოთ და არ გავუწევთ! ვერ შევძლებთ რუსეთის უკანონო და არაადამიანურ აგრესიულ ომთან მიჩვევას,” - განაცხადა შტაინმაიერმა.  

ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შემცირების სტრატეგიის ფარგლებში, შტაინმაიერი ვიეტნამში ჩავიდა

გერმანიის პრეზიდენტი ვიეტნამში ბიზნეს დელეგაციასთან ერთად იმყოფება, როდესაც გერმანია ცდილობს, განავითაროს თავისი სტრატეგია ჩინეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების შესამცირებლად. როგორც „დოიჩე ველე“ წერს, რამდენიმე გერმანელი ბიზნეს ლიდერი შეუერთდა გერმანიის პრეზიდენტ შტაინმაიერს იმ ფონზე, როდესაც ბერლინი ცდილობს თავისი ეკონომიკური აქტივობის დივერსიფიკაციას ჩინეთისგან. მას დედაქალაქ ჰანოიში შეუერთდა შრომის მინისტრი ჰუბერტუს ჰეილი და გერმანიის წამყვანი ინდუსტრიული ფირმების ბიზნეს ლიდერების დელეგაცია, რომლებიც მას სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ოთხდღიან ტურნეში მიიღებენ მონაწილეობას. როგორია შტაინმაიერის დღის წესრიგი ვიეტნამში? შტაინმაიერს სამხედრო პატივით დახვდა ვიეტნამის პრეზიდენტი ვო ვან ტუონგი. შემდეგ დაესწრო გამოფენას ჰანოის გოეთეს ინსტიტუტში. დედაქალაქში ტურის შემდეგ, ორმა ლიდერმა გამართა მოლაპარაკებები, რის შემდეგაც მხარეებმა ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ვიეტნამიდან გერმანიაში კვალიფიციური მუშახელის გადაადგილების ხელშეწყობის შესახებ. გერმანიის შრომის მინისტრმა ჰეილმა განმარტა, რომ შეთანხმება გადალახავს ბიუროკრატიულ დაბრკოლებებს და უზრუნველყოფს იმას, რომ "გერმანიაში ჩასულ ადამიანებს სამართლიანად მოეპყრონ." „გერმანიაში ძალიან გვჭირდება კვალიფიციური მუშახელი. მოხარული ვართ, რომ ვიეტნამი მზადაა, ითანამშრომლოს გერმანიასთან ამ საკითხში,“განაცხადა შტაინმაიერმა ვიეტნამის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ. შტაინმაიერი ამ ვიზიტის შემდეგ, ორ დღეს ტაილანდში გაატარებს. გერმანია ვიეტნამის ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია ევროკავშირში, ხოლო ვიეტნამი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია ASEAN-ის ქვეყნების ჯგუფში. ბერბოკმა განმარტა, რამ მოახდინა გავლენა ჩინეთის მიმართ გერმანიის პოლიტიკის ცვლილებაზე