თურქეთის დიპლომატიური ძალისხმევის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ უკრაინას ეწვია. მინისტრი აცხადებს, რომ რუსეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრის შესაძლებლობა არსებობს, თუ ისინი შეთანხმდებიან საკითხებზე, რომლებზეც ანკარა პოზიციების დაახლოების პერსპექტივას ხედავს. ინფორმაციას სააგენტო Anadolu ავრცელებს.
ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტის უფრო დიდი იმედი გაჩნდა როგორც რუსეთში, ასევე, უკრაინაში ვიზიტების შემდეგ. თურქმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი უნდა დასრულდეს რაც შეიძლება მალე და რომ თურქეთი „პირველივე დღიდან აძლიერებს ძალისხმევას ამ მიმართულებით“.
„ამ მიზნით, ჩვენ შევახვედრეთ ჩემი მეგობარი კულება და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ანტალიაში. მსურს, მადლობა გადავუხადო კულებას კონსტრუქციული მიდგომისთვის ამ შეხვედრაზე", - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
ასევე წაიკითხეთ
რა საკითხები განიხილეს თურქეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა
როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პენტაგონმა უკრაინაში რუსეთის წინსვლის შეფერხების მიზეზები დაასახელა
ცნობისთვის, 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას.
22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა. 22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა.
24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა; ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. 26 თებერვალს, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო.
ომის დაწყების შემდეგ, უკრაინა უკვე 3 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. გაეროს ცნობით, სულ მცირე 780 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 1252 დაშავდა, თუმცა აღნიშნავენ, რომ ადგილზე არსებული პირობების გათვალისწინებით, გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის შესახებ ინფორმაციის დაზუსტება რთულია.
ასევე წაიკითხეთ
სანქცირებული რუსული ბანკები SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს
აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს
რას მოიცავს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციების მეოთხე პაკეტი
დიდმა ბრიტანეთმა 5 რუსულ ორგანიზაციასა და რუსეთის 345 მოქალაქეს სანქციები დაუწესა