ძებნის რეზულტატი:

Bloomberg: უმდიდრესი რუსი ბიზნესმენები მილიარდებს კარგავენ 

2022 წლის დასაწყისიდან, რუსეთში 22 უმდიდრესი ბიზნესმენის ქონება 1-ელი აპრილის მონაცემებით, Bloomberg Billionaires Index-ით $50 მილიარდით შემცირდა და $229,47 მილიარდი შეადგინა.  Bloomberg-მა გამოაქვეყნა იმ რუსი მილიარდერების სია, რომელთაც აქტივები ყველაზე მეტად შეუმცირდათ. პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:  ვლადიმერ პოტანინი - საერთო ქონება $29,4 მილიარდი ($1,47 მილიარდით ნაკლები, ვიდრე წლის დასაწყისში) ლეონიდ მიხელსონი - $27,5 მილიარდი (კლება $4,9 მილიარდი) ალექსეი მორდაშოვი - $23,1 მილიარდი (კლება $5,7 მილიარდი) ვლადიმირ ლისინი - $23 მილიარდი (კლება $4,97) ალიშერ უსმანოვი - $19,8 მილიარდი (კლება $1,5) ყველაზე მეტი კაპიტალი „ლუკოილის“ თანამფლობელმა ვაგიტ ალეკპეროვმა დაკარგა. მისი კაპიტალი $17,4 მილიარდით შემცირდა. ახლა მისი ქონებრივი მდგომარეობა $5,36 მილიარდად არის  შეფასებული. ის Bloomberg-ის სიაში ბოლოა.  ამასთან აქტივები $6,03 მილიარდით  შეუმცირდა გენადი ტიმჩენკოს, რომელიც რუსი მილიარდერების სიაში მერვე ადგილს იკავებდა. ახლა მისი ქონება $16,4 მილიარდია. რაც შეეხება მე-9 ადგილზე მყოფ რომან აბრამოვიჩს, მისი დანაკარგი #3,6 მილიარდია, ხოლო ქონება $14,4 მილიარდად არის შეფასებული.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ჟერარ დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევა მოითხოვა

რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, სულთან ხამზაევმა რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა მსახიობმა, ჟერარ დეპარდიემ ვლადიმერ პუტინის ქმედებები უკრაინაში დაგმო.  "რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი ვლადიმერ პუტინის მსგავსი ლიდერების შეშლილ და მიუღებელ გადახრებზე", - განაცხადა ჟერარ დეპარდიემ. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა  

ესტონეთმა Yandex.Taxi-ს ქვეყანაში მუშაობა აუკრძალა

ესტონეთის მთავრობამ რუსულ ტაქსის კომპანია Yandex.Taxi-ს სანქცია დაადო და ქვეყანაში მუშაობის უფლება აუკრძალა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ "Yandex ტაქსისთვის მუშაობის აკრძალვა მკაფიო სიგნალია, რომ ესტონეთში არ არის იმ კომპანიების ადგილი, რომლებიც რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობენ. „ჩვენ ევროკავშირის ყველა ქვეყანას შევთავაზეთ, რომ ანალოგიურად მოიქცნენ და მათაც დაუწესონ სანქცია იანდექსს". - თქვა კაია კალასმა. ესტონეთის მეწარმეობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, ანდრეს სუტიმ განაცახადა, რომ იანდექსისთვის მუშაობის აკრძალვის მიზანი ის, რომ ესტონელი მოქალაქეების პირადი ინფორმაცია ამ კომპანიის მეშვეობით რუსული სპეცსამსახურების ხელში არ აღმოჩნდეს. „ეს ესტონეთის უსაფრთხოებას სეროზულ საფრთხეს უქმნის". - ამბობს სუტი. 21 მარტს ლიტვის საავტომობილო ტრანსპორტის სამმართველომ მობილური აპლიკაცია Yandex Go დაბლოკვის გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ასევე წაიკითხეთ ლატვიაში Yandex Go-ს აპლიკაცია დაბლოკეს

უკრაინის გენერალური შტაბი: უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქში გარკვეული წარმატებები აქვთ

უკრაინის შეიარაღებულ ძალებს კიევისა და ჩერნიგოვის ოლქში გარკვეული წარმატებები აქვთ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური შტაბი ავრცელებს. გენშტაბის ინფორმაციით, კიევისა და ჩერნიგოვის ოლქებში 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტზე დაიბრუნეს კონტროლი. „უკრაინის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აღადგინეს კონტროლი დემიდოვის, დიმერის, ლიტვინოვკას, გავრილოვკას, კოზაროვიჩის, ჟოვტნევოეს, გლებოვკას, იასნოგოროდკას, ტალაკუნის, სუხოლუჩიეს, ლიპოვკას, გავრონშჩინას, მაკოვიშჩეს, მიკოლავკას და ხმელნაიას დასახლებებზე“, – ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

კლიჩკო: კიევში ჯერ კიდევ სახიფათო ვითარებაა, დაბრუნება ნაადრევია

„კიევში დაღუპვის რისკი ჯერ კიდევ მაღალია. ამიტომ ვისაც დაბრუნება გსურთ, გირჩევთ, რომ კიდევ ცოტახანს მოიცადოთ“, - ამის შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ განაცხადა.  მისი თქმით, კიევის ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით „სასტიკი ბრძოლებია“. მანამდე უკრაინის გენშტაბმა განაცხადა, რომ სამხედროებმა კიევისა და ჩერნიგოვთან მდებარე 13 დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაიბრუნეს.  29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შემცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას  ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ 

2 აპრილის შუალედური არჩევნების შესახებ, ცესკო შემაჯამებელ ინფორმაციას ავრცელებს

ხვალ, 2 აპრილს, საქართველოს პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. ცესკო-ს ცნობით, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ წევრს №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც მოიცავს, როგორც რუსთავს, ასევე გარდაბნის ნაწილს. ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარს კი, №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში აირჩევენ, რომელიც გონიოს, კვარიათსა და აეროპორტის დასახლებას მოიცავს. როგორც ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სრულ მზადყოფნაშია 135 საარჩევნო უბანი, მათ შორის რუსთავსა და გარდაბანში 121 (პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილი სამი უბანი და ერთი ე.წ. კოვიდუბანი), ხოლო ბათუმში 14 საარჩევნო უბანი. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებს გავლილი აქვთ ტრენინგები და მზად არიან არჩევნების ჩასატარებლად. „აღსანიშნავია, რომ ბათუმში, საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდება. კენჭისყრის დღეს გამოყენებული იქნება ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები, ცესკოს გადაწყვეტილებით 14-ივე საარჩევნო უბანზე პირველად იქნება გამოყენებული ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში – 139 989-ს შეადგენს,საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის კი №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ცნობით, პარლამენტის შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია სამი, ხოლო საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის ორი საარჩევნო სუბიექტი. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ერთ ბიულეტენს მიიღებენ. ცესკო-ს ცნობით, არჩევნებზე დაკვირვების მიზნით რეგისტრირებულია საარჩევნო სუბიექტების 278 წარმომადგენელი, 49 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 1 590 დამკვირვებელი და ოთხ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის 22 საერთაშორისო დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 16 მედიაორგანიზაციის 679 წარმომადგენელი. პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ყველა საარჩევნო უბანზე გამოყენებული იქნება ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები, განხორციელდება ხმის დათვლის პროცესის აუდიო-ვიდეოგადაღება, ვიდეომასალა აიტვირთება GOOGLE DRIVE-ის პლატფორმაზე, ასევე საარჩევნო უბნების შედეგების ხელახალი გადათვლის მიზნით წინასწარ შერჩეულია გადათვლის ცენტრები რუსთავსა და გარდაბანში. „ყველა საარჩევნო უბანზე დაცული იქნება პანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციები, საარჩევნო უბნები აღჭურვილია სანიტარიულ-ჰიგიენური საშუალებებით და უზრუნველყოფილია ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო საარჩევნო გარემო. ამასთან, ხვალ დილიდან ცესკო-სა და საოლქო საარჩევნო კომისიებში განხორციელდება „კოვიდ-19“ ანტიგენის სწრაფი ტესტით შემოწმება“, – აცხადებენ ცესკო-ში. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანულენოვანი ამომრჩევლებისთვის ნათარგმნია საარჩევნო დოკუმენტაცია – საარჩევნო ბიულეტენი, ბიულეტენის შევსების წესი, ამომრჩეველთა ერთიანი სია, (სამაგიდო და კედელზე გასაკრავი) და ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი. საარჩევნო უბნები რუსთავსა და გარდაბანში 07:00 საათზე, ბათუმში კი 06:45 საათზე გაიხსნება. კენჭისყრის პროცესი კი დილის 08:00 საათზე დაიწყება. ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი. 07:00 საათიდან იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51 და ჩატი; ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩეველს საშუალება ექნება ინფორმაცია მიიღოს ვიდეოზარის მეშვეობით. ასევე, მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. 2 აპრილს, 20:00 საათზე, კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები. მას შემდეგ, რაც შედგება საუბნო შემაჯამებელი ოქმები, ისინი შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ უმოკლეს ვადაში მიეწოდება ცესკო-ს და მიღებისთანავე ეტაპობრივად აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე  results.cec.gov.ge. ამასთან, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტ ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს Facebook-ზე, Youtube-სა და საიტზე მოხდება. „ასევე, მოვუწოდებთ არჩევნებში ჩართულ მხარეებს, ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას არჩევნებისმაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებაში, როგორც ბათუმში, სადაც შუალედური არჩევნები საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება, ისე გარდაბანსა და რუსთავში“, – აცხადებენ ცესკო-ში.

Spiegel: „გაზპრომმა“ შესაძლოა გერმანიაში შვილობილ კომპანიაზე უარი თქვას

რუსული გაზის მონოპოლისტმა „გაზპრომმა“ შესაძლოა შვილობილ Gazprom Germania-ზე უარი თქვას. ამის შესახებ Spiegel წერს.  „გაზპრომმა“ განაცხადა, რომ Gazprom Germania GmbH-სა და მასთან კავშირში მყოფ Gazprom Marketing & Trading-სგან დისტანცირდება. ამ დროისთვის მეტი დეტალი არაა ცნობილი.  ამ დრომდე რუსული გაზის გიგანტი ამ კომპანიის ერთად-ერთი მფლობელი იყო. თავის მხრივ Gazprom Germania-ს აქვს შვილობილი კომპანიები შვეიცარიასა და ჩეხეთში.  ჯერ ცნობილი არაა, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება რუსეთიდან გერმანიაში გაზის ექსპორტზე.  გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt -მა 31 მარტს სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.  30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი. 31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. 23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები. 28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან. 31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

დმიტრო კულება: უკრანული მხარე მიესალმება უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრას

დმიტრო კულებას განცხადებით, უკრანული მხარე მიესალმება თურქეთის ინიციატივას უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის თურქეთში გამართვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პოლონეთში ვიზიტისას განაცხადა. „თურქული დიპლომატიის ამ წარმატებების გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, თუ ის მოახერხებს თურქეთში პრეზიდენტ ზელენსკის და პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებას, ჩვენ მხოლოდ მივესალმებით ამ ინიციატივას“, – განაცხადა დიმიტრი კულებამ. ასევე წაიკითხეთ: თურქეთის პრეზიდენტი: ვიმედოვნებ, ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შესაძლო შეხვედრა უკრაინაში ომის დასრულებას შეუწყობს ხელს ამასთან, დღეს უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. შეგახსენებთ, რომ დღეს თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. ამასთან, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები განახლდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ­მრჩეველმა და უკრაინული დელეგაციის წევრმა მიხაილო პოდოლიაკმა განუცხადა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს.

ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი

europetime-ს ეკონომიკის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა.   გამოცემამ ეკონომიკის სამინიტროს ამ საკითხზე რამდენიმე კითხვით მინისტრ ლევან დავითაშვილის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ მიმართა. კერძოდ, ვინ არიან პოტენციური ინვესტორები, რომლებიც ანაკლიის პორტის პროექტით დაინტერესდნენ?  ეკონომიკის სამინისტროში განგვიცხადეს, რომ ამ დროისთვის მეტ დეტალზე ვერ ილაპარაკებენ.  ეკონომიკის მინისტრმა დღეს „ქორთიარდ მერიოტში“ სავალუტო ფონდის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასათან განაცხადა, რომ ანაკლიის პორტით რამდენიმე ინვესტორი დაინტერესდა. „ანაკლიის საკითხის მოგვარება რამდენიმე საკითხს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავის მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენ ჩვენი პოზიცია წარმოვადგინეთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ,”- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა

სავალუტო ფონდთან $289 მილიონიანი პროგრამა შეთანხმდა

საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის სამწლიან 289 მლნ დოლარის (210 მლნ SDR) მოცულობის მხარდამჭერ პროგრამაზე შეთანხმება მიიღწა. აღნიშნული თანხა საქართველოს ქვოტის 100%-იან ოდენობას ითვალისწინებს. ხელისუფლების ეს პროგრამა საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და განმტკიცებაში დაეხმარება, ერთმანეთის მომყოლი შოკების ფონზე. იგი ასევე ხელს შეუწყობს ძლიერ და მეტად ინკლუზიურ ზრდას. ეკონომიკური რეფორმის პროგრამა ე.წ სთენდ ბაი ეგრიმენთის (SBA) ინსტრუმენტითაა მხარდაჭერილი. სსფ-ს მხარდაჭერილი პროგრამა ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ უნდა განიხილოს და დაამტკიცოს. განხილვა კი მაისშია დაგეგმილი. ფონდი ომისა და სანქციების უარყოფით გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზეც ელის და 2022 ელის ეკონომიკური ზრდის პროგრამას 3%-მდე ამცირებს. “მოსალოდნელი ინფლაცია მცირდება და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ღრმავდება”, - აცხადებს სსფ. მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში კი ფონდი 2023 წლიდან ეკონომიკის ზრდის ტემპისა და სხვა ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ელის. პანდემიასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფინანსების შემდეგ, ფისკალური პოლიტიკა საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებაზე უნდა იყოს მიმართული, რომ 2023 წელს ფისკალური წესის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოხდეს ფისკალურო ბუფერების აღდგენა და შეიქმნას შემდგომი პრიორიტეტების - ინფრასტრუქტურის და განათლების დაფინანსების საშუალება. პროგრამა ასევე მიზნას ისახავს სახელმწიფო ფინანსების მართვის გაუმჯობესებას და ფისკალური რისკების შეზღუდვას სახელმწიფო საწარმოების მართვის სტრატეგიის დასრულებით და განხორციელებით.

სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა

თბილისში, სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელებმა ბანკიდან თანხის წაღება მოახერხეს. როგორც შსს-ს პრესსამსახურში აცხადებენ, ადგილზე მობილიზებული არიან ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს გამოძიება.

რუსი დეპუტატი: აჭარას შეუძლია საქართველოდან გამოყოფის პროცედურები დაიწყოს

რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ანდრეი კლიმოვი აცხადებს, რომ აჭარას შეუძლია მიბაძოს აფხაზეთისა და [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მაგალითს და „დაიწყოს საქართველოდან გამოყოფის პროცედურები“. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია, Ria Novosti ავრცელებს. „არ გამოვრიცხავ, რომ შექმნილი მოვლენების ფონზე, აჭარამ მიბაძოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მაგალითს. თუ მხედველობაში მივიღებთ ისტორიულ, რელიგიურ და გეოგრაფიულ მდგომარეობას, არ არის ძნელი გასაგები, რომ ანკარა შეეცდება გააძლიეროს საკუთარი გავლენა ჩრდილო-აღმოსავლეთ შავ ზღვაზე აჭარელი სეპარატისტების დახმარებით“, – განაცხადა კლიმოვმა „ტელეგრამით“ გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.  „კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

კიევმა და მოსკოვმა სამხედრო ტყვეები მეორედ გაცვალეს

„პრეზიდენტ ზელენსკის ბრძანებით ახლახან მოხდა ტყვეების გაცვლა. სახლში მოგვყავს 86 ჩვენი სამხედრო მოსამსახურე! მათ შორის 15 ქალი“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერეშჩუკმა. მანამდე 24 მარტს რუსეთმა და უკრაინამ მიმდინარე საომარი მოქმედებების განმავლობაში პირველად გაცვალეს ტყვეები, ჯამში - 40 ადამიანი. თავდაპირველად 10 უკრაინელი სამხედრო ტყვე 10 რუს სამხედრო ტყვეში გაიცვალა. პარალელურად მოხდა სამოქალაქო პირების გაცვლაც. კერძოდ, ლაპარაკია სამაშველო გემ „საპფირის“ 19 უკრაინელ სამოქალაქო მეზღვაურზე, რომლებიც რუსმა ოკუპანტებმა ზმეინის კუნძულზე დაატყვევეს. ისინი იმ 11 რუს მეზღვაურში გაიცვალნენ, რომლებიც ოდესის მახლობლად ჩაძირული გემიდან ამოიყვანეს. ვერეშჩუკის თქმით, გაცვლის პირობებიდან გამომდინარე, უკრაინაში გადარჩენილი გემიც დაბრუნდება და შემდეგ თურქეთის პორტში გაემგზავრება.ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვე გაათავისუფლა 1-ელ აპრილს ზაპოროჟიეში უკრაინის მხარემ. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს  

იუსტიციის სამინისტრო: სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განსახილველ საქმეთა სიიდან ამორიცხა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი, რომელიც შეეხებოდა პენიტენციურ სისტემაში  მის მკურნალობასა და მის მიმართ მოპყრობას, – ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, ამ საქმეში არ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა საკითხის დამატებითი შესწავლა. „ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს პენიტენციურ სისტემაში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და მის მიმართ მოპყრობა სრულ შესაბამისობაშია ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან და მისი უფლებები და ინტერესები სრულად არის დაცული“, – განაცხადა ძამაშვილმა. ამასთან, ძამაშვილის თქმით, ევროპულ სასამართლოს მიეწოდა ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ და პენიტენციურ სისტემაში მის მოპყრობასთან, მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. „ეს ინფორმაცია თავის დეტალურ დოკუმენტაციასთან ერთად გადაეგზავნა ევროპულ სასამართლოს და შესაბამისად, როდესაც გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, ის ხელმძღვანელობდა ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული ინფორმაციით და მასალებით და მეორე მხრივ, მომჩივნის ინფორმაციით და მასალებით. ჩვენ ევროპულმა სასამართლომ მოგვთხოვა ინფორმაცია მკურნალობაზე და უსაფრთხოების მდგომარეობაზე და ეს ინფორმაცია მივაწოდეთ, თავის მხრივ, მომჩივანმა რა სახის ინფორმაცია მიაწოდა ეს მომჩივნის შესაძლებლობა იყო და მათ ჰქონდათ საშუალება, ევროპულ სასამართლოში წარედგინათ ნებისმიერი დოკუმენტაცია თუ მტკიცებულება“, – განაცხადა ძამაშვილმა. სააკაშვილი საქართველოში 2021 წლის 1 ოქტომბერს მას შემდეგ დააკავეს, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ სამშობლოში დაბრუნდა.

უკრაინის რადამ რუსებისა და კოლაბორაციონისტების ქონების ნაციონალიზაციის შესახებ კანონი მიიღო 

უკრაინის რადამ  დაამტკიცა კანონი, რომელიც განსაზღვრავს რუსეთის მოქალაქეებისა და იმ უკრაინელების ქონების ნაციონალიზაციის წესს, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ რუსეთ-უკრაინის ომს.  კანონპროექტს მხარი 305-მა პარლამენტარმა დაუჭირა. კანონი შეეხებათ რუსეთის მოქალაქეებს და სხვა პირებს, რომლებიც შეიძლება არ არიან რუსეთის მოქალაქეები, მაგრამ აქვთ ახლო ურთიერთობა აგრესორთან, იურიდიულ პირებს (მათი ფილიალები, წარმომადგენლობები), რომლებიც მოქმედებენ უკრაინაში, მაგრამ რომელთა ბენეფიციარი რუსეთია და იურიდიულ პირებს უკრაინაში, რომლებშიც რუსეთი პირდაპირ ან ირიბად ფლობს კაპიტალში წილს, ან არის მისი დამფუძნებელი/ბენეფიციარი. გარდა ამისა, კანონი შეიძლება გავრცელდეს იმ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე, განურჩევლად მოქალაქეობისა და საცხოვრებელი ადგილისა, რომლებიც საჯაროდ უარყოფენ ან მხარს უჭერენ რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.  შესაძლებელია იმ კომპანიებისა და მოქალაქეების საკუთრების ნაციონალიზაცია, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დროებით ოკუპაციას, რომლებმაც არ შეაჩერეს ეკონომიკური საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინაში საომარი მდგომარეობის პერიოდში.  კანონის თანახმად, ნაციონალიზებული ქონება გამოიყენება “მომავალი რეპარაციებისთვის უკრაინის სასარგებლოდ, რომელიც ექვემდებარება აგრესიას რუსეთის ფედერაციის მხრიდან”. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ჯო ბაიდენი გამოეხმაურა რუსეთის მიერ კიევის მიმდებარე რაიონებში სამხედრო მოქმედების შემცირების გადაწყვეტილებას  ბლინკენი: კიევის გარშემო მოქმედებების შემცირება, შეიძლება, ყურადღების გადატანის გზა იყოს Guardian: აშშ-სა და ბრიტანეთის ცნობით, რუსეთის ჯარები კიევის გარშემო რაიონებს ტოვებენ 

ლიტვა: ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი იქნება არაკანონიერი

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით დაგეგმილ რეფერენდუმს გამოეხმაურა. „ლიტვა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების თაობაზე ჩატარებული ნებისმიერი რეფერენდუმი იქნება არაკანონიერი და იურიდიული ძალის არმქონე. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, რომ აქტიურად დაუჭიროს მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებას“, - წერია ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ Twitter-ზე  გავრცელებულ განცხადებაში. რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების ინიციატივით ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანატოლი ბაბილოვი გამოდის. მან ამის შესახებ 30 მარტს გადაცემა "Соловьев LIVE"-ში განაცხადა.  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა.  „კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს“, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას.  2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრის და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხა. ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ნიდერლანდებმა €516 მილიონის რუსული აქტივი გაყინა

ნიდერლანდების ხელისუფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრისთვის ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების გამო €516 მილიონის რუსული აქტივი გაყინეს და 154 მილიონი ტრანზაქცია დაბლოკეს.  22 მარტის მდგომარეობით, გაყინული აქტივების მოცულობა  € 400 მილიონს შეადგენდა.  ამასთან ცნობილი გახდა, რომ ნიდერლანდებში შესაძლებელია იმ ქონების კონფისკაცია, რომელსაც რუსები ფლობენ და დახურული სააქციო საზოგადოების სახელზეა რეგისტრიებული.  უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს.  ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღო

2022 წლის 1-ელ აპრილს, ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღოსაქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად ადამიანის უფლებათა საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მცდელობებისა, რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავაც ხელს უშლის და არ აძლევს უმაღლესი კომისრის ოფისსა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში  შესვლის საშუალებას.მინისტრის პირველმა მოადგილემ კიდევ ერთხელ  გაუსვა ხაზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს  2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებას - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ - რომელიც ადასტურებს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და მათზე ეფექტურ კონტროლს.ლაშა დარსალიამ თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ მეზობლებთან მიმართებაში რუსეთის ქცევის ხელწერა უცვლელი რჩება. 2008 წელს რუსეთმა სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ. რუსეთის ფედერაციასთან გაერთიანების საკითხზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ე. წ. რეფერენდუმის გამართვის თაობაზე განცხადება, რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს მიმართ წარმოებული აგრესიული პოლიტიკის კიდევ ერთ დემონსტრირებას წარმოადგენს.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, მსგავსი საქციელი ძირს უთხრის წესებზე დამყარებულ საერთაშორისო წესრიგს და საფრთხეს უქმნის რეგიონული და გლობალური მასშტაბით მშვიდობასა და უსაფრთხოებას.ლაშა დარსალია მიესალმა 2022 წლის 10 მარტს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორის მიერ რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმის ფარგლებში, იმ პირების დაკავების შესახებ ორდერების გაცემაზე მიმართვას, რომლებსაც ბრალი ედებათ საქართველოს მოსახლეობის მიმართ ომის დანაშაულის ჩადენაში.მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა უმაღლესი კომისრის უახლესი ანგარიში, რომელშიც ასახულია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის  რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობა და ადამიანის უფლებების ის უხეში დარღვევები, რასაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა განიცდის ორივე რეგიონში, მათ შორის, სხვადასხვა ფორმის დისკრიმინაცია ეთნიკური ნიშნით, სიცოცხლის ხელყოფა, ჯანმრთელობის და საკუთრების უფლებების დარღვევა, გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვა.ლაშა დარსალიამ აღნიშნა, რომ ანგარიშში მოცემულია ფაქტები 2014-2019 წლებში ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფის თაობაზე და გამახვილებულია ყურადღება, რომ აღნიშნულ ფაქტებზე დამნაშავეთა დაუსჯელობა ხელს უწყობს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის გაძლიერებას. მან ისაუბრა, ასევე, თავისუფლების აღკვეთის უკანონო შემთხვევებზე და აღნიშნა, რომ  საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო ტყვეობაში კვლავ რჩებიან საქართველოს მოქალაქეები. ამასთან, ხაზი გაუსვა მათი გათავისუფლებისთვის საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევის აუცილებლობას.მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება ნათლად მიუთითებს საქართველოს ორივე ოკუპირებულ რეგიონში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვების აუცილებლობას. ასევე წაიკითხეთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

ლონდონში რუსული „სბერბანკის“ ფილიალი გაკოტრდა

რუსული „სბერბანკის“ ფილიალმა ბრიტანეთის სასამართლოს თანხმობა მიიღო ბანკში დროებითი ადმინისტრაციის დაშვების შესახებ. რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ფაქტობრივად რუსული ბანკის ფილიალის გაკოტრების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ Bloomberg წერს.  გამოცემის ცნობით, ბანკის საკონტროლო პაკეტს რუსეთის ხელისუფლება ფლობს. მიუხედავად იმისა, რომ „სბერბანკის“ ფილიალს ბრიტანეთში სანქციები არ შეხებია, დედა კომპანიას ბრიტანეთის გავლით საკლირინგო გადახდები აეკრძალა და აშშ-ის ფინანსურ სისტემასთან კავშირი გაწყვიტა.    ამასთან Sberbank CIB U.K.-მა უკვე გააკეთა განცხადება, რომ მომხმარებლის წინაშე ყველა ვალდებულების შესრულების შემდეგ ბრიტანეთის ბაზარზე საქმიანობას შეაჩერებს.  „სბერბანკი“ ერთ-ერთია იმ რუსულ საფინანსო ინსტიტუტებს შორის, რომლებსაც დასავლეთმა რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო სანქციები დაუწესა. კერძოდ, სანქციები უზღუდავს „სბერბანკს“ დოლარში გაკეთებულ ტრანზაქციებზე წვდომას. ამ ფონზე ბანკის აქციების ფასი მნიშვნელოვნად დაეცა, რომ 2 მარტს ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბანკის აქციები 1 ცენტადაც კი ივაჭრებოდა.  ასევე წაიკითხეთ  ფინეთის ექს-პრემიერი ესკო აჰო რუსული „სბერბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ტოვებს

ბულგარეთი კიდევ ერთ რუს დიპლომატს აძევებს

ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს პირველი მდივანი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა და ჯაშუშობაში დაადანაშაულა.  შესაბამის  დოკუმენტაცია დღეს ბულგარეთში რუსეთის საელჩოს მეორე პირს გადაეცა. რუს დიპლომატს 72 საათი აქვს, იმისთვის, რომ ბულგარეთი დატოვოს.  ბულგარეთის პროკურატურის ინფორმაციით, ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო. პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა განაცხადა, რომ ჯაშუშები ბულგარეთში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ მუშაობდნენ.  საგულისხმოა, რომ ეს ბულგარეთში მიმდინარე თვეში უკვე მეორე სკანდალია. 2 მარტს დაზვერვამ გამოავლინა თადარიგის გენერალი, რომელიც კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობდა.  საპასუხოდ ბულგარეთის ხელისუფლებამ ორი რუსი დიპლომატი გააძევა.  ასევე წაიკითხეთ ბულგარეთი თავისი ტერიტორიიდან 10 რუს დიპლომატს აძევებს