ძებნის რეზულტატი:

მედია: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით გადაზიდული ნედლეულით მე-5000-ე ტანკერი დაიტვირთა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) ნავთობსადენით გადაზიდული ნავთობით დატვირთული მე-5000-ე ტანკერი თურქეთის პროვინცია ადანაში, ჯეიჰანის საზღვაო ტერმინალზე დაიტვირთა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.  ჰეიდარ ალიევის სახელობის ტერმინალში შემოსული ნედლი ნავთობი ტანკერებით მსოფლიო ბაზარზე იგზავნება. 2006 წლის ივნისიდან BTC-ის თურქულ მონაკვეთზე ოპერირებს სახელმწიფო კომპანია BOTAŞ International Ltd (BIL). შპს BOTAŞ International-ისა და BTC-ის მონაცემებით, 2006 წლის 2 ივნისიდან ტანკერებმა მსოფლიო ბაზარზე 3 მილიარდ 813 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობი მიიტანეს. Anadolu Agency-სთან ინტერვიუში შპს BOTAŞ International-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნადიმ ექიზმა განაცხადა, რომ კომპანია, როგორც თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ერთ-ერთი გამორჩეული სტრუქტურის წარმომადგენელი, ამაყობს რომ მე-5000-ე ტანკერი გადაზიდა. მისი თქმით, BTC მილსადენის წყალობით, თურქეთი აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგეტიკული დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა. „თურქეთი, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელმძღვანელობით, ბოლო ათწლეულების განმავლობაში ახორციელებდა მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პროექტებს. BOTAŞ International ყველა ღონეს ხმარობს თურქეთის სახელმწიფოს მეთაურის მიერ 2023 წლისთვის დასახული მიზნების მისაღწევად. თურქეთის მიერ გადადგმული გიგანტური ნაბიჯები ენერგეტიკის სფეროში კიდევ უფრო აძლიერებს მონდომებას დასახული მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ეკიზმა. ამავდროულად, აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა BOTAŞ International-ის უზარმაზარი წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში, რომლის ძალისხმევით 2006 წლის 2 ივნისიდან განხორციელდა ნედლი ნავთობის უსაფრთხო მიწოდება მსოფლიო ბაზრებზე. „თხუთმეტი წლის განმავლობაში BOTAŞ International გადაიქცა გლობალურ ბრენდად თურქეთის ენერგეტიკულ ბაზარზე. მე მჯერა, რომ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის მიერ ასახული ენერგეტიკული პოლიტიკის წყალობით, BOTAŞ International გაზრდის წარმატებას ამ ინდუსტრიაში“, - თქვა ეკიზმა. 1768 კმ სიგრძის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის BTC მილსადენი ექსპლუატაციაშია 2006 წლის ივნისიდან. ამჟამად, BTC მილსადენს აზერბაიჯანიდან გადააქვს ნავთობი აზერი-ჩირაგ-გუნაშლიდან (ACG) და კონდენსატი შაჰ-დენიზიდან. გარდა ამისა, მილსადენი ნავთობის ტრანსპორტირებას ახდენს თურქმენეთიდან, ყაზახეთიდან და რუსეთიდან.

La Repubblica: იტალია მზადაა უკრაინის ნეიტრალეიტეტის გარანტორი გახდეს

იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ ბაქოში ვიზიტისას განაცხადა, რომ იტალია მზადაა უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს. ამის შესახებ La Repubblica წერს. „იტალია ნონ-სტოპის რეჟიმში მუშაობს, რათა დასრულეს ეს კონფლიქტი სანქციების მეშვეობით და არასოდეს დათმობს დიპლომატიურ არხს. მხარეებს შორის მოლაპარაკებების გაგრძელება და ჰუმანიტარული ზავი პრიორიტეტია. ჩვენ აღვნიშნავთ თურქეთში მიღწეულ პროგრესს ორი დელეგაციის შეხვედრის შემდეგ. იტალიის მთავრობა მზადაა, წვლილი შეიტანოს სამშვიდობო პროცესში და იმოქმედოს როგორც უკრაინის ნეიტრალიტეტის გარანტმა“, - განაცხადა იტალიელმა დიპლომატმა.  31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

იტალია COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს

იტალია COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულ საგანგებო მდგომარეობას აუქმებს, ქვეყანაში შეზღუდვები ეტაპობრივად მოიხსნება. ამის შესახებ Reuters წერს. გამოცემის ცნობით, მთავრობამ გარე და დახურულ სპორტულ სივრცეებში დაწესებული რაოდენობრივი შეზღუდვები გააუქმა, ასევე გაუქმდა მოთხოვნა, რომ 50 წელს გადაცილებულმა პირმა სამუშაო ადგილზე შესასვლელად აცრა უნდა ჩაიტაროს. თუმცა ვაქცინაციის მოთხოვნას ჯანდაცვის მუშაკებისთვის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდება.კოვიდრეგულაციები იტალიაში მოგზაურთათვისაც შემსუბუქდა. თუმცა, ვიზიტორებმა მაინც უნდა აჩვენონ COVID-სერტიფიკატები და შეავსონ მგზავრების ლოკატორის ფორმა.გარე რესტორნებისა და ადგილობრივი თუ რეგიონული საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ჯანმრთელობის საშვის ვალდებულება უკვე მოიხსნა. ნიღბების ტარება დახურულ სივრცეებში სავალდებულო 30 აპრილამდე დარჩება.იტალიაში საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვარს შემოიღეს. ქვეყანაში ვირუსით 159 383 ადამიანი დაიღუპა და ინფიცირების 14.6 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა.

თურქეთი მზადაა უკრაინას მარიუპოლიდან მოსახლეობის ზღვით ევაკუაციაში დაეხმაროს

თურქეთი მზადაა გამოყოს გემები მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილების საზღვაო ევაკუაციის ორგანიზებისთვის. ამის შესახებ შაბათს თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა. მისი თქმით, თურქული მხარე ამ საკითხში თავის ქმედებებს კოორდინაციას უწევს რუსეთისა და უკრაინის სტრუქტურებთან. „ევაკუაციის პროცესის შესახებ ანკარას მზადყოფნის შესახებ ინფორმირებულია თურქეთში რუსეთის სამხედრო ატაშე, რომელიც ჩვენთან თავდაცვის დეპარტამენტში იყო მიწვეული. მსგავსი ინიციატივა რუსეთის ხელისუფლებას მოსკოვში თურქეთის სამხედრო ატაშეს მეშვეობით გადაეცა. ჩვენ ასევე კოორდინაციაში ვართ უკრაინის შესაბამის უწყებებთან სამხედრო ატაშეს მეშვეობით“, - განაცხადა აქარმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თურქეთი განაგრძობს უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას. თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ბოლო კვირების განმავლობაში არაერთხელ ესაუბრა ტელეფონით რუს და უკრაინელ კოლეგებს სერგეი შოიგუსა და ალექსეი რეზნიკოვს. მისი თქმით, რეზნიკოვთან სტამბოლში პირადი შეხვედრაც ჰქონდა. „შემდგომი სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად და სტაბილურობის აღდგენის მიზნით, მნიშვნელოვანია დაუყოვნებლივ გამოცხადდეს ცეცხლის შეწყვეტა“, - ხაზგასმით აღნიშნა აქარმა. თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის ფედერაციასთან და უკრაინასთან აქტიურ კონტაქტებზე და უკრაინის პორტებიდან თურქული გემების უსაფრთხო გასვლის საკითხზე. შავ ზღვაში ნაღმების საფრთხის შესახებ აქარმა აღნიშნა, რომ ამ დროისთვის გადაზიდვის პრობლემა არ არის. 1-ელ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს  მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს

თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში დიალიზის ცენტრები გაიხსნება  

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის გადაწყვეტილებით, თიანეთში, მესტიასა და ამბროლაურში, დიალიზის თერაპია ხელმისაწვდომი გახდება. ადგილობრივ მცხოვრებლებს, ვისაც აღნიშნული მომსახურება სჭირდება, მუნიციპალიტეტის სხვა ქალაქებში ჩასვლა აღარ მოუწევთ და სიცოცხლისათვის აუცილებელ სერვისს ადგილზე მიიღებენ.  პროგრამის მიხედვით, უკვე არსებული სამედიცინო დაწესებულებები დიალიზის თერაპიისთვის საჭირო, თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება და პაციენტებს პროფესიონალი მედპერსონალი მოემსახურება. ქალაქების იდენტიფიცირება, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით მოხდა. მათივე საჭიროებებიდან გამომდინარე, თიანეთის, მესტიისა და ამბროლაურის შემდეგ, დიალიზის ცენტრები, საქართველოს კიდევ 4 ქალაქში, ეტაპობრივად, გაიხსნება.  აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ახორციელებს.

რომის პაპი პოლონეთში ჩავიდა

რომის პაპი ფრანცისკე პოლონეთში იმყოფება. პოლონეთის პრეზიდენტის Facebook-ზე შესაბამისი ფოტომასალა გამოქვეყნდა.  რომის პაპი უკვე შეხვდა პოლინეთის პრეზიდენტს.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს  რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა

ბრიტანეთმა რუს ოლიგარქთან დაკავშირებული მესამე თვითმფრინავი დააკავა

ბრიტანეტეთში დააკავეს რუს ოლიგარქთან დაკავშირებული მესამე თვითმფრინავი. ამის შესახებ The Guardian ტრანსპორტის მინისტრ გრენტ შაპსზე დაყრდნობით წერს.  „ჩვენ უსაქმოდ არ დავჯდებით და ვუყურებთ მათ, ვინც პუტინის მფარველობის წყალობით მილიარდებს შოულობს, უპრობლემოდ ცხოვრობს, მაშინ როცა სადღაც უდანაშაულო ადამიანებს კლავენ“, - განაცხადა მან. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, თვითმფრინავი დარჩება აეროპორტში, ვიდრე  ბრიტანელი ოფიციალური პირები არ დარწმუნდებიან, რომ ის ექვემდებარება სანქციებისა და შეზღუდვებს, რომლებიც დაწესებულია რუსეთის ფედერაციასთან ასოცირებულ ყველა თვითმფრინავზე. ტრანსპორტის სამინისტროში არ აცხადებენ, თუ რომელ ოლიგართან შეიძლება იყოს  დაკავშირებული ბრიტანეთში დაკავებული თვითმფრინავი.  ბრიტანეთის ტრანსპორტის სამინისტრომ ადრე გაავრცელა ინფორმაცია რუს ოლიგარქ ევგენი შვიდლერთან, აბრამოვიჩის თანამოაზრეთან დაკავშირებული ორი თვითმფრინავის დაკავების შესახებ. შეგახსენებთ, რომ 29 მარტს 38 მილიონი ფუნტის ღირებულების ელიტარული იახტა დააკავეს ლონდონის სანაპიროზე. მისი ოფიციალური მფლობელი არ არის სანქციების სიაში, მაგრამ რეალური მფლობელის სახელი ჯერ უცნობია.  მანამდე The Guardian-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სანქცირებული რუსების არაერთმა თვითმფრინავმა, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან პირველი კვირის შემდეგ, მოახერხა ევროკავშირისა და ბრიტანეთის აეროპორტების გამოყენება.  ბრიტანეთის ხელისიფლებამ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული სანქციების ფარგლებში ორი კერძო თვითმფრინავი დააკავა, რომელიც რუს ოლიგარქ ევგენი შვინდლერს ეკუთვნის, რომელიც რომან აბრამოვიჩის მეგობარია. ამის შესახებ The Guardian წერს.  ბრიტანეთის ხელიუფლება ორი თვითმფრინავის წარმომავლობას სამი კვირა იკვლევდა. ბრიტანეთის ტრანსპორტის მინისტრმა გრანტ შაპსმა განაცხადა, რომ გამოსცა დადგენილება თვითმფრინავების დაკავების შესახებ, რადგან გაირკვა, რომ ისინი სანქციების ქვეშ მოექცა.  The Times-ის მონაცემებით თვითმფრინავი Bombardier Global 6500 $45მილიონი ღირს და ფარნბოროს აეროპორტში დგას. მეორე Cessna Citation Latitude, რომლის ფასიც $13 მილიონია ბიგინ-ჰილზში. Reuters-ის მიერ 14 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, ევროკავშირის დიპლომატები ევროკავშირის სასანქციო სიაში რომან აბრამოვიჩის შეყვანაზე შეთანხმდნენ. სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ პუტინის ახლოს წრეს და მასთან დაახლოებულ ოლიგარქებს დაუწესდათ. დიდი ბრიტანეთის ხაზინის დოკუმენტში მითითებულია, რომ რომან აბრამოვიჩი კრემლის მომხრე ოლიგარქია. ასევე წაიკითხეთ  დიდმა ბრიტანეთმა საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელს სანქციები დაუწესა სანქცირებული რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი თელ-ავივის აეროპორტის VIP დარბაზში შენიშნეს - Reuters  სანქცირებული რუსი ოლოგარქის, რომან აბრამოვიჩის თვითმფრინავი მოსკოვში დაეშვა  რომან აბრამოვიჩის ერთ-ერთი სუპერიახტა თურქეთისკენ მიემართება - Sky News  აშშ-მა რომან აბრამოვიჩისა და Aeroflot-ის 33 თვითმფრინავის მომსახურება აკრძალა    

ფინეთის პრემიერ-მინისტრი: NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ამ გაზაფხულზე მივიღებთ

ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა განაცხადა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება ქვეყნის NATO-ში გაწევრიანების შესახებ სწრაფად უნდა მივიღოთ, მიმდინარე წლის გაზაფხულზე. ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, სანა მარინმა  ეს განაცხადება სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყრილობაზე გააკეთა.  სანა მარინის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიამ აიძულა ჰელსინკი, გადაეხედა თავის უსაფრთხოების პოლიტიკისთვის და ეღიარებინა, რომ „რუსეთი არ არის ის მეზობელი, რომელიც ჩვენ გვეგონა“. „NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ საფუძვლიანად, მაგრამ სწრაფად, ფაქტობრივად, ამ გაზაფხულზე", - განაცხადა პრემიერმა. პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ უახლოეს კვირებში გაწევრიანების შესახებ დისკუსიებისას, გამოაცხადებს თავის პირად პოზიციას NATO-ს მიმართ. 2 აპრილს, ჰელსინკიში სოციალ-დემოკრატიული პარტიის დელეგატები შეიკრიბნენ, რათა ჩამოეყალიბებინათ პარტიის პოზიცია NATO-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. უკრაინაში ომის ფონზე, ფინეთის მოსახლეობაში NATO-ში გაწევრიანებისადმი მხარდაჭერა იზრდება. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში, ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ასევე წაიკითხეთ  კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს

თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-მანგლისის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.

ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი

ლიტვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად უარი თქვა. ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს.  უწყებაში აღნიშნეს, რომ ლიტვას გაზის ტრანსპორტირების სისტემა 1-ელი აპრილიდან რუსული გაზის იმპორტის გარეშე  მუშაობს. ქვეყნის მოთხოვნას გაზზე სრულად აკმაყოფილებს კალინინგრადის თხევადი გაზის ტერმინალი.  „ესაა ხანგრძლივი და თანმიმდევრული ენერგოპოლიტიკის და თანამედროვე ინფრასტრუქტურული გადაწყვეტილებების შედეგი“- ასე შეფასა ვითარება ლიტვის ენერგეტიკის მინისტრმა.  რუსული გაზის ჩანაცვლების საკითხი ევროკავშირში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გახდა.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.   ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბათუმში საკრებულოს წევრის შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. საპილოტე სისტემის მიერ 14-ვე უბანზე დათვლილი შედეგებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა, მათე ფუტკარაძემ ხმების 31% მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, რამაზ ჯინჭარაძემ – 69%.  20:00 საათის მონაცემებით, ბათუმში საარჩევნო ოლქებზე სულ 10 578 ამომრჩეველი მივიდა, აქტივობამ 51.3% შეადგინა. ასევე წაიკითხეთ  დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება

Financial Times: რატომ მონაწილეობს ოლიგარქი აბრამოვიჩი რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი უკრაინაში ომის პირველივე დღეებიდან ერთდროულად საკმაოდ ბუნდოვან და საინტერესო ფიგურად იქცა. ამის შესახებ Financial Times წერს.  აბრამოვიჩი მთელი ძალიათ ცდილობდა კრემლისგან დისტანცირებას, თუმცა ის პუტინის „ნდობით აღჭურვილი“ პირი გახდა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებში. გამოცემა ცდილობს ამოხსნას, აბრამოვიჩს ენდობა პუტინი თუ ოლიგარქი რუსეთის პრეზიდენტის მძევალია.  პუტინი ენდობა აბრამოვიჩს თუ სჯერა 2014 წელს როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძული მიიერთა და დონბასში ომი დაიწყო, აშშ-მ და ევროკავშირმა პუტინის გარემოცვას სანქციები დაუწესა, თუმცა მათ შორის არ იყო აბრამოვჩი უკრაინაში შეჭრის დღეს, 24 თებერვალს პუტინმა კრემლში მსხვილი რუსი ბიზნესმენები დაიბარა. მოწვეულთა შორის იყო აბრამოვიჩი, თუმცა მან დაიგვიანა და პრეზიდენტს პირადად შეხვდა.  Financial Times სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ პუტინმა თავად მისცა „კურთხევა“ აბრამოვიჩს, რომ რუსულ-უკრაინულ მოლაპარაკებებში ჩართულიყო. 29 მარტს სტამბოლში მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა განაცახდა, რომ აბრამოვიჩის ყოფნა მოლაპარაკებებზე ადასტურებს იმას, რომ „პუტინი ენდობა და სჯერა აბრამოვიჩის“.  „აბრამოვიჩს პუტინთან ამდენი არასდროს ულაპარაკია, როგორც ბოლო თვეს“, ამბობს Financial Times-ის წყარო. აქვე ცნპბილია, რომ აბრამოვიჩი იყო მათ შორის, ვინც ამბობდა რომ მარიუპოლში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დერეფანი უნდა გაიხსნას.  „ისინი მძევლები არიან და უნდა უსმონონ პუტინს“ ომის დასაწყისში აბრამოვიჩმა გასაყიდად გამოიტანა „ჩელსი“, ორი იახტა კარიბის ზღვიდან თურქეთში გადაიყვანა, ორი საინვესტიციო კომპანიის კონტროლი პარტნიორს გადააბარა. ის ცდილობს თავისი ქონება გადაარჩინოს, რომელსაც Forbes $8,4 მილიარდად აფასებს.  გამოცემა წერს, რომ დასავლეთის სანქციები მიზნად ისახავს მსხვილი რუსი ბიზნესმენები პუტინის წინააღმდეგ განაწყოს. თუმცა ამ დრომდე პუტინის მისამართით მათ კრიტიკული პოზიცია საჯაროდ არ დაუფიქსირებიათ. „ოლიგარქებს ჰქონდათ ძალაუფლება, როდესაც ჰქონდათ დასავლეთში აქტივები. ახლა ისინი სრულად რუსეთზე არიან დამოკიდებული. მათ დაკარგეს ყველაფერი, რუსული აქტივების გარდა, ისინი მძევლები არიან და უნდა უსმინონ პუტინს“, - ირწმუნება Financial Times-თან აბრამოვიჩთან დაახლოებული პირი.  ასევე წაიკითხეთ  პუტინმა რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აბრამოვიჩის მონაწილეობა პირადად გადაწყვიტა -  Financial Times რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთში, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება

რობერტა მეცოლა: უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა, რომ უკრაინას დაუყოვნებლივ სჭირდება პარტნიორების დახმარება...რაც გაკეთდა ცოტა არაა, მაგრამ არ არის საკმარისი.  ამის შესახებ რობერტა მეცოლამ კიევიდან დაბრუნების შემდეგ ვიდეომიმართვაში განაცახდა.  რობერტა მეცოლამ აღნიშნა, რომ უკრაინაში მას ფაქტობრივად ყველა შეხვედრაზე, „მეტ დახმარებას სთხოვდნენ“.  „უკრაინას სასწრაფოდ სჭირდება დახმარება. ჩვენ უკვე დავეხმარეთ ლოჯისტიკის მიმართულებით. ასევე აღმოუჩინეთ ომში ჰუმანიტარული და ფინანსური დახმარება. უმაღლეს რადაში და პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრისას მე შევპირდი რომ მათ გზავნილს მოვიტან აქ [ევროპარლამენტში] ჩვენს კოლეგებამდე სხვადასხვა ქვეყნებსა და ინსტანციებში“, - განაცახად ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.  ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა 1-ელ აპრილს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: რუსი ოკუპანტებისგან კიევის მთელი ოლქი გათავისუფლებულია

კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლებულია", - წერს მალიარი. გასულ 24 საათი უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი ოკუპანტებისაგან 30-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ  ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

რუსეთში ომის საწინააღმდეგო აქციებზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

2 აპრილს რუსეთის 17 ქალაქში ომის საწინააღმდეგო აქციებზე სულ მცირე 212 ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ორგანიზაცია OVD-Info ავრცელებს. ორგანიზაციის თანახმად, მოსკოვში დემონსტრანტების პარკ „ზარიადიესტან“ აკავებდნენ. პარკთან ახლოს სამართალდამცველები გამვლელებს ნივთებს უმოწმებდნენ. OVD-Info-ს ცნობით, სანქტ-პეტერბურგში საპროტესტო აქციის გადაღებისას ორ ჟურნალისტის თავს დაესხნენ. ასევე პეტერბურგში დააკავეს ЗАКС.Ру ჟურნალისტი ანდრეი ოკუნი და Avtozak LIV-ის ჟურნალისტი ანგელინა ტროფიმენკო. მოსკოვში დააკავეს - 80 ადამიანი, სანქტ-პეტერბურგში 78 , ნოვოსიბირსკში კი - 15. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ომის საწინააღმდეგო აქციები თითქმის ყოველდღიურად იმართებოდა, თუმცა მარტის შუა რიცხვებიდან დემონსტრაციები ფაქტობრივად შეწყდა. ბოლო რამდენიმე დიდი აქცია მოსკოვში 13 მარტს გაიმართა. ომის საწინააღმდეგო აქციებზე რუსეთში 15 000-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. 

აშშ: რუსი ოლიგარქები სანქციების მიუხედავად აქტივების დამალვას მაინც ახერხებენ

აშშ-ის პროკურატურამ იპოვა მტკიცებულება, რომ რუსი ოლიგარქები ცდილობენ სანქციებისაგან თავის არიდებას და აქტივების დამალვას. ამასთან, ამას ცდილობენ ის რუსებიც, რომლებზეც სანქციები არ ვრცელდება.  ამის შესახებ Reuters-თან ინტერვიუში აშშ-ის იუსტიციის სამინისტროსთან არსეობული პერატიული ჯგუფის KleptoCapture-ს გენერალურმა პროკურორმა ანდრიუ ადამსმა განაცახდა.  ადამსი ამბობს, რომ ოლიგარქების მცდელობას დამალონ აქტივები, ხელს უშლის უპრეცედნტო საერთაშორისო თანამშომლობა, იმისთვის რომ რუსული ელიტა კაპიტალის დამალვაში ამხილონ.  „არსებობს მცდელობები - რამდენიმეს შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილია...მაგალითად იახტების გადაადგილება, თვთმრინავების გადაყვანა იმ იურისდიქციაში, სადაც ოლიგარქებს მიაჩნიათ, რომ მათი აქტივების დაყადაღება რთული იქნება“, - აღნიშნა ადამსმა.  მისი თქმით, ხშირ შემთხვევაში ოლიგარქების კვალის მიგნება რთულია, რადგან აქტივები დამალულია ფიქტიურ კომპანიებში, რომლებიც მთელ მსოფლიოშია გაბნეული. თუმცა ადამსი ამბობს, რომ აშშ-ს პროკურატურა ინფორმაციას იღებს იმ ადგილებიდან, რომლებიც ადრე ოლიგარქების აქტივების გადასამალად „უსაფრთხოდ იყო მიჩნეული“.  მაღალჩინოსანმა არ დაასახელა კონკრეტული იურისდიქციები, რომლებიც ინფორმაციას აწვდიან და ასევე ის პირები, რომლებზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე  

კომპანია Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა რუსეთი დატოვა

კომპანია Yandex-ის გენერალურმა დირექტორმა ელენა ბუნინამ რუსეთი დატოვა და სამშობლოში დაბრუნებას აღარ აპირებს. ამის შესახებ Forbes კომპანიაზე დაყრდნობით წერს.  ბუნინამ განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს კვიპროზსზე იყო დასასვენებლად და მას შემდეგ რუსეთში არ დაბრუნებულა. „1-ელ მარტს გადავფრინდი ისრაელში და ბოლო თვეა თელავივის ოფისში ვმუშაობ. მე არ დავბრუნდები რუსეთში, არ შემიძლია იმ ქვეყანაში დაბრუნება, რომელსაც [კონფლიქტი] აქვს მეზობლებთან“, - აცხადებს ბუნინა.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა - მოკლულია 2 პირი

თბილისში, "ლაგუნა ვერეს" მიმდებარედ მკვლელობა მოხდა. მოკლულია ორი პირი, არიან დაჭრილებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 109-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

The Times: ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ოდესის დასაცავად იარაღი მიაწოდოს

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს, - ინფორმაციას The Times-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონმა მინისტრებს განუცხადა, რომ სურს იარაღის მიწოდება, რათა ხელი შეუშალოს რუსების წინსვლას ოდესაში. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO

"უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას „საკუთარი უკრაინული NATO“, - ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის” ლიდერმა, დავით არახამიამ განაცხადა. „ჩვენ გვსურს, შევქმნათ ჩვენი უკრაინული NATO, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს უდიდესმა და ეფექტურმა ქვეყნებმა აღმოგვიჩინონ მხარდაჭერა აგრესიის შემთხვევაში. NATO-ს სამი ქვეყანა – თურქეთი, გერმანია და იტალია უკვე დათანხმდნენ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე, თუმცა, მისივე თქმით, უკრაინისთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთანხმებას ბრიტანეთი და შეერთებული შტატებიც შეუერთდნენ, რადგან „მათ გარეშე ასეთი შეთანხმების ხელმოწერას აზრი არ ექნება“, - განაცხადა მან. ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული