ძებნის რეზულტატი:

გიორგი კალანდარიშვილი: ნებისმიერ არჩევნებს ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, შუალედურ არჩევნებზე კენჭისყრის დღე კანონმდებლობის შესაბამისად წარიმართა. მისივე თქმით, ნებისმიერ არჩევნებს გარკვეული ხარვეზები ახლავს, თუმცა აღნიშნულ არჩევნებზე ასეთი შემთხვევები უმნიშვნელო იყო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. „მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, ვინც მოვიდა საარჩევნო უბნებზე და გამოხატა თავისი ნება. ყველა საარჩევნო ადმინისტრატორს, ვინც არ დაიშურა ძალისხმევა საარჩევნო პროცესის მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. ასევე ყველა ჩართულ მხარეს - საარჩევნო სუბიექტებს და მათ წარმომადგენლებს, საერთაშორისო და ადგილობრივ დამკვირვებლებს, მედიას, რომლის ჩართულობამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ ერთი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი არჩევნები გამართულიყო. უნდა აღინიშნოს, რომ კენჭისყრის დღე წარიმართა კანონმდებლობის შესაბამისად. ამომრჩევლებს შესაძლებლობა ჰქონდათ საკუთარი არჩევანი გაეკეთებინათ ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში. საარჩევნო მოხელეები უბნებზე მაღალპროფესიულ დონეზე ემსახურებოდნენ ამომრჩევლებს. სრულად იყო უზრუნველყოფილი დამკვირვებლებისა და მედიის მუშაობის თავისუფლება კანონმდებლობის შესაბამისად. ამასთან, ნებისმიერ არჩევნებს, განსაკუთრებით როდესაც საუბარია ტექნოლოგიურ სიახლეებზე, ყოველთვის ახლავს გარკვეული ხარვეზები, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ასეთი შემთხვევები იყო უმნიშვნელო და შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია. არის საჩივრებიც, რომელთა განხილვაც დროულად, კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურებით მოხდება შესაბამისი საარჩევნო კომისიების მიერ. შევჩერდები ტექნოლოგიურ სიახლეებზე. როგორც მოგეხსენებათ, ბათუმში კენჭისყრის პროცესი გაიმართა საპილოტე რეჟიმში, ვერიფიკაციისა და ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. საარჩევნო ადმინისტრაცია დეტალურად შეისწავლის პროცესის ყველა დადებით და უარყოფით მხარეს და შედეგებს აუცილებლად გააცნობს საზოგადოებას. თუმცა, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ ხმის მიცემისა და დათვლის პროცესი ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა წარმატებით. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ახალმა ტექნოლოგიებმა მოწონება დაიმსახურა ამომრჩევლების მხრიდან. ის მცირე ხარვეზები კი, რაც მაგალითისთვის მოყვა ამ სიახლეების გამოყენებას, ჩვენი მხრიდან თავიდანვე იყო გათვალისწინებული და შესაბამისად, ხელი არ შეუშლია ხმის მიცემის პროცესის მსვლელობისათვის. საარჩევნო ადმინისტრაციისთვისაც ეს იყო უდიდესი გამოცდილება და რა თქმა უნდა ჩვენ კვლავ გავაგრძელებთ ელექტრონული საშუალებების დანერგვის შესაძლებლობების შესწავლას. ეს არის პროცესი, რომელსაც შეუძლია ეტაპობრივად მიგვიყვანოს ტექნოლოგიური საშუალებების ფართომასშტაბიანი გამოყენების შესახებ გარკვეულ საკანონმდებლო გადაწყვეტამდე", - განაცხადა კალანდარიშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ცესკოს წინასწარი მონაცემებით ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 69% მიიღო, „ენმ“-ს კანდიდატმა – 31%

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო: რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში

რუსული საზღვაო ძალები აგრძელებენ უკრაინის სანაპირო ზოლის ბლოკადას შავ და აზოვის ზღვებში, რაც ხელს უშლის უკრაინის ზღვით მომარაგებას , - ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის განახლებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „ცნობები იმის შესახებ, რომ შავი ზღვის აკვატორია დანაღმულია სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზღვაო აქტივობას. მიუხედავად იმისა, რომ ნაღმების წარმომავლობა უცნობია და დავის საგანს წარმოადგენს, მათი არსებობა თითქმის დანამდვილად უკავშირდება რუსულ საზღვაო აქტივობას აღნიშნულ არეალში და ცხადყოფს, რამხელა გავლენას ახდენს რუსეთის შეჭრა უკრაინაში ნეიტრალურ და სამოქალაქო ინტერესებზე“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 217 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 061 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 714 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 347 PCR ტესტით. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 2 აპრილის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.66%, ბოლო 14 დღის - 2.88% ხოლო 7 დღის - 2.24%. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 627 958. ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 5 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 16 756 ადამიანი ემსხვერპლა. დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 217 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 107 შემთხვევა, აჭარა - 10, იმერეთი - 34, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 9, გურია -23, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 12, კახეთი - 8, მცხეთა-მთიანეთი -2, სამცხე-ჯავახეთი -0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 4 482 საიდანაც, 496 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 256, აჭარაში - 36, იმერეთში - 93. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 122 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 73, აჭარაში - 16, იმერეთში - 15. 3 986 ადამიანი სახლში მკურნალობს.

უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა

უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. ამასთან, გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, 83 მათგანი სრულად არის განადგურებული. ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში, რუსებმა ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია რეჟისორ ვიტალი მანსკიზე დაყრდნობით ავრცელებს. "არტდოქფესტის მონაწილე, ლიეტუველი დოკუმენტალისტი მანტას კვედარავიჩიუსი დღეს კამერით ხელში მარიუპოლში მოკლეს“, – წერს ვიტალი მანსკი. ​ცნობისთვის, კვედარავიჩიუსმა 2016 წელს დონბასში ომის შესახებ ფილმი გადაიღო, სახელწოდებით „მარიუპოლოსი“. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2016 წლის 14 თებერვალს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

პოლონეთის ვიცე-პრემიერი: პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს

პოლონეთი მზადაა, საკუთარ ტერიტორიაზე აშშ-ის ბირთვული იარაღი განათავსოს, - ამის შესახებ პოლონეთის ვიცე-პრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა. "აშშ-ის ბირთვული რაკეტების პოლონეთში განთავსება მოსკოვს მნიშვნელობას შეაკავებდა. ამერიკელები არ გეგმავდნენ პოლონეთში ბირთვული იარაღის განთავსებას, თუმცა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ ეს რეალობა შეცვალა. ევროპაში აშშ-ის სამხედრო კონტინგენტი 150 000 ჯარისკაცამდე უნდა გაიზარდოს", - განაცხადა კაჩინსკიმ. ცნობისთვის, ამჟამად ევროპაში 100 000 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

რუსული დელეგაციის ხელმძღვანელი: უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის

"უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების პროექტი ჯერ მზად არ არის", - ამის შესახებ „ინტერფაქსთან“ რუსული დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინისკიმ განაცხადა. მედინსკის განმარტებით, ის მოლაპარაკების დრაფტისა და უფრო მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით დავით არახამიას მიერ გამოთქმულ ოპტიმიზმს არ იზიარებს. „შეთანხმების პროექტისა და მაღალ დონეზე შეხვედრის მზაობასთან დაკავშირებით არახამიას ოპტიმიზმს სამწუხაროდ არ ვიზიარებ. ჩვენ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი. და მე ვხედავ, რომ უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო უწყებები ძალიან ჩამორჩებიან იმ შეთანხმებების რეალიზების პროცესშიც კი, რომლებიც უკვე მიღწეულია პოლიტიკურ დონეზე“, - განაცხადა მდინსკიმ. ასევე წაიკითხეთ: დავით არახამია: უკრაინას სურს, მიიღოს უსაფრთხოების გარანტიები სხვა ქვეყნებისგან და ამით შექმნას საკუთარი უკრაინული NATO ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ბრაზილიაში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებს სულ მცირე, 14 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიაში, რიო დე ჟანეიროს შტატში, ძლიერმა წვიმამ მეწყერები გამოიწვია. 24 საათის განმავლობაში, სამაშველო სამსახურში 850-მდე ზარი შევიდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიამ 14 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, - ამის შესახებ Reuters-ი წერს. ამასთან ღვარცოფმა გადაკეტა ქუჩები, ქალაქის ცალკეული უბნები და მოსახლეობის დიდი ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

უკრაინული მედია: რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ ოდესაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე რაკეტა საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ჩამოაგდო. რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად ქალაქში რამდენიმე ადგილას ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაზიანებულია ინფრასტრუქტურა, მსხვერპლი არ არის. შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

უკრაინის თავდაცვა: 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 18 ათასამდე სამხედროს შეადგენს

უკრაინის თავდაცვის უწყების ცნობით, 24 თებერვლიდან უკრაინაში რუსეთის დანაკარგი 18 ათასამდე სამხედროს შეადგენს. გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 644 ტანკი, 1 830 ჯავშანტრასპორტი, 325 ერთეული საარტილერიო სისტემა, 54 ერთეული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა, 143 თვითმფრინავი, 134 შვეულმფრენი, 7 ერთეული საზღვაო ხომალდი და 89 უპილოტო საფრენი აპარატი. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის გენერალური პროკურატურა: უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსი სამხედროების თავდასხმებს 158 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა, 250 ბავშვზე მეტი კი დაშავდა ცნობისთვის, პირველ აპრილს ცნობილი გახდა, რომ წითელმა ჯვარმა ალყაში მყოფი მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადადო.   მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა.  შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ბაქოში, ღამის კლუბში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

აზერბაიჯანში, ბაქოში, საბაილის რაიონში, ტარლან ალიარბაოვის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში აფეთქება მოხდა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, აფეთქების შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი, 31-მა კი, სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. როგორც ცნობილია, აფეთქება ღამით, დაახლოებით 03:00 საათზე მოხდა.

უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება

უნგრეთში საყოველთაო არჩევნები იმართება. ამასთან, უნგრეთის მოქალაქეებმა ქვეყნის ეროვნული ასამბლეის 199 წევრი უნდა აირჩიონ. არჩევნებში მთავარ მოწინააღმდეგეებს პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის პარტია Fidesz და 6 ოპოზიციური პარტიის გაერთიანებული ალიანსი წარმოადგენენ. ხოლო ოპოზიციური პარტიების ალიანსის ლიდერი 49 წლის პეტერ მარკი-ზაია. ცნობისთვის, ვიქტორ ორბანი მემარჯვენე, პოპულისტი პოლიტიკოსია, რომელიც უნგრეთს 12 წელია მართავს. მას არადემოკრატიულ მმართველობაში ბრალი არაერთხელ დასდეს.

დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ

რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან,- ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა. უკრაინის პირველი დიპლომატი „დიდი შვიდეულისგან“ ახალი გამანადგურებელი სანქციების დაწესებას მოითხოვს. „ბუჩაში ადამიანების ხოცვა-ჟლეტა მიზანმიმართული იყო. რუსების მიზანია, მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ისინი და გავყაროთ ქვეყნიდან. მოვითხოვ ახალ გამანადგურებელ სანქციებს „დიდი შვიდეულისგან“, - განაცხადა მან. ასევე წაიკითხეთ: უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას

ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას, - ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი, Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე, უკრაინისადმი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ წერს. „შოკირებული ვარ გათავისუფლებულ კიევის ბუჩას რეგიონში რუსეთის არმიის მიერ ჩადენილი სისასტიკის ამსახველი შემაშფოთებელი კადრებით. ევროკავშირი უკრაინასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხმარება აუცილებელი მტკიცებულებების შეგროვებაში საერთაშორისო სასამართლოებში წარსადგენად. ევროკავშირის შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია. დიდება უკრაინას!“,- წერს შარლ მიშელი. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსი ჯარისკაცები ნაღმებს ტოვებენ ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, საიდანაც უკან იხევენ

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკი განცხადებით, რუსი ჯარისკაცები ნაღმებს ტოვებენ ქვეყნის ჩრდილოეთ ტერიტორიებზე, საიდანაც უკან იხევენ, ან განდევნიან უკრაინული ძალები. „ჩვენი ქვეყნის ჩრდილოეთით, დამპყრობლები მიდიან. ნელა, მაგრამ შესამჩნევად. ზოგან მათ აძევებენ. სხვაგან ისინი თავად ტოვებენ პოზიციებს. მთელ ამ ტერიტორიას ამუშავებენ, დანაღმულია სახლები, დანაღმულია ტექნიკა, დაღუპული ადამიანების ცხედრებიც კი“, - თქვა ზელენსკიმ ვიდეო მიმართვაში. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დიმიტრი კულება: ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის

ევროკავშირის რუსეთის მიმართ შემუშავებული სანქციების მეხუთე პაკეტი, გამოვლენილ ხვრელებს აღმოფხვრის, რომლებიც შეზღუდვების გვერდის ავლის შესაძლებლობას იძლევა. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ ტელემარათონის დროს განაცხადა. წერს Ukrinform-ი.„დღეისთვის ევროკავშირმა სანქციების 4 პაკეტი აამოქმედა, პარალელურად ყოველდღიურ რეჟიმში მათი მოქმედების შედეგების შეფასება ხდება და სწორედ სანქციების მეხუთე პაკეტში, რომელსაც მალე მიიღებენ, დიდი ბლოკი გასული თვის განმავლობაში აღმოჩენილ ხვრელებს დახურავს, რომლებიც რუსეთის მხრიდან სანქციების გვერდის ავლის საშუალებას იძლეოდა“, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ უკრაინული მედია: რუსებმა მარიუპოლში ლიეტუველი რეჟისორი მანტას კვედარავიჩიუსი მოკლეს შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

ირაკლი ღარიბაშვილი: იმ ლიდერებმა, ვისაც ხელეწიფებათ უკრაინაში ომის შეჩერება ეს ომი, რაც შეიძლება მალე უნდა დაასრულონ

იმ ქვეყნებს, იმ ლიდერებს, ვისაც ხელეწიფებათ ამ ომის შეჩერება, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ რაც შეიძლება მალე დაასრულონ ეს ომი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ის უერთდება მსოფლიო ლიდერების მოწოდებებს, რომ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები უკრაინელებს მაქსიმალურად დაეხმარონ. „დღეს მსოფლიოში არც ერთი ქვეყნის არც ერთი ხელისუფალი საკუთარ მოქალაქეებს არ მოუწოდებს უკრაინაში წასვლისკენ და საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. ამაზე მინდა კიდევ ერთხელ ცალსახად განვაცხადო. ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ს მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ საკუთარ მოქალაქეებს, რომ ეს სოლიდარობა გამოხატონ განსხვავებული ფორმით, მათ შორის ჰუმანიტარული ტვირთვის გაგზავნით. მე ვუერთები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოხატონ სხვა ფორმით, იქნებ ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ სხვა, მათ შორის აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარების კუთხით. ეს არის ჩვენი მთავრობის პოზიცია", - განაცხადა მან. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

უკრაინის სახალხო დამცველი: ყოველ 6 საათში რუსი ოკუპანტები უკრაინაში 1 ბავშვს კლავენ

ყოველ 6 საათში რუსი ოკუპანტები უკრაინაში 1 ბავშვს კლავენ, ყოველ სამ საათში ერთხელ კი ერთი პატარა უკრაინელის ტრავმირებას ახდენენ, - ამის შესახებ უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა ლუდმილა დენისოვამ განაცხადა. დენისოვას თქმით, დამპყრობლების უკრაინაში შეჭრისა და მიზანმიმართული დაბომბვის შედეგად დაზიანდა 869 სასწავლო დაწესებულება, მათგან 83 მთლიანად განადგურდა. „მივმართავ გაეროს კომისიას გამოიძიოს ადამიანის უფლებების დარღვევა უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრისას და ეუთოს მონაწილე სახელმწიფოების მიერ მოსკოვის მექანიზმის შესაბამისად დაარსებულ ექსპერტთა მისიას, მოწოდებით, გაითვალისწინოს ომის დანაშაულებისა და რუსეთისს მიერ უკრაინაში კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების ეს ფაქტები“, - აღნიშნა დენისოვამ. ასევე წაიკითხეთ: დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული

დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება

რუსეთის პრეზიდენტის პრეს სპიკერი დიმიტრი პესკოვი დარწმუნებულია, რომ რუბლებში გაზზე გადახდის სისტემა მომავალში სხვა რუსულ საექსპორტო საქონელზეც გავრცელდება. ამის შესახებ მან სახელმწიფო ტელეარხ „რასია 1“-ის ეთერში განაცხადა. "მყიდველები როგორც იხდიდნენ, ისევე გადაიხდიან ევროში იმ ერთეულებში, რომლებიც ხელშეკრულებებშია მითითებული. თუმცა, ამასთან, საბოლოო გადახდა გამყიდველს, „გაზპრომს“ სწორედ რუბლებში მიეწოდება, ევროებით რუსული რუბლის შეძენის გზით“ , - განაცხადა პესკოვმა. ასევე წაიკითხეთ: ჯო ბაიდენი: ფასები ვლადიმერ პუტინის ქმედებების გამო იზრდება დმიტრო კულება: რუსების მიზანია მოკლან იმდენი უკრაინელი, რამდენსაც შეძლებენ შეგახსენებთ, რომ The Times-ის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს სურს, უკრაინას ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებია მიაწოდოს, იმისთვის, რომ ზღვით განხორციელებული თავდასხმების მოგერიებით უკრაინის სამხრეთში პუტინის გეგმები ჩაიშალოს. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთანა, ბორის ჯონსონთან სატელეფონო საუბრის დროს უკრაინისთვის ახალ თავდაცვით დახმარებაზე შეთანხმდნენ. ცნობისთვის, რომ რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.

რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა აცხადებს, რომ რუსეთის მიმართ უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. „შეძრწუნებული ვარ რუსეთის არმიის სისასტიკის გამო ბუჩაში და სხვა გათავისუფლებულ რაიონებში. ეს არის პუტინის საომარი დანაშაულებების ცივი რეალობა. მსოფლიომ უნდა იცოდეს, რა ხდება. უფრო მკაცრი სანქციები უნდა დაწესდეს. დამნაშავეები და მათი მეთაურები უნდა დაისაჯონ“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი „ტვიტერის“ გვერდზე. ასევე წაიკითხეთ: შარლ მიშელი: შემდგომი სანქციები და მხარდაჭერა უკვე გზაშია, დიდება უკრაინას გუშინ ცნობილი გახდა, რომ კიევის ოლქი რუსი ოკუპანტებისაგან მთლიანად გათავისუფლებულია. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა მალიარი Facebook-ზე წერს. "ირპინი, ბუჩა, ჰოსტომელი და მთელი კიევის ოლქი დამპრობლებისგან გათავისფლბულია", - წერს მალიარი. ასევე წაიკითხეთ: ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ  UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული