ძებნის რეზულტატი:

ერდოღანი: თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი

თურქეთს სურს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებთან დიალოგი, რომ ლიდერები სისხლისღვრის შესაჩერებლად შეკრიბოს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. ერდოღანის განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. „ თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ ემხრობა, ნაცვლად ამისა, პრიორიტეტს ანიჭებს რუსეთის სამხედრო ნაბიჯების წინააღმდეგ დგომას და დიალოგის გაგრძელებას. ეს დიალოგი მნიშვნელოვანია და აუცილებელია არა მხოლოდ უკრაინის კონტექსტში, არამედ ჩვენთან მჭიდრო კავშირში არსებულ ბევრ გეოგრაფიაში, როგორიცაა სირია, ლიბია და სამხრეთ კავკასია“, – თქვა ერდოღანმა. ცნობისთვის, 29 მარტს თურქეთში, რუსულ-უკრაინული მოლაპარაკების დასრულების შემდეგ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებებზე სამხედრო აქტივობას შეამცირებდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ  რუსეთის გადაწყვეტილება კიევის გარშემო საომარი მოქმედებების შემცირების შესახებ, შესაძლოა, ყურადღების გადატანისა და ადამიანების მოტყუების მცდელობა იყოს. ასევე წაიკითხეთ: სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა - უკრაინამ უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: თურქეთში მოლაპარაკებებზე უკრაინაში რეფერენდუმის ჩატარებაზე საუბარი არ იქნება რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ახლა ის დროა, რომ მოლაპარაკებებისგან მყარ შედეგებს ველოდოთ რუსი მილიარდერი რომან აბრამოვიჩი თურქეთი, მოლაპარაკებების პროცესს ესწრება რუსეთის სამხედრო ინტერვენცია უკრაინაში - მოვლენათა ქრონოლოგია 21 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ლუგანსკის და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების „დამოუკიდებლობა აღიარა“. საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომელიც აკრძალავს ახალ ინვესტიციებს, ვაჭრობას და დაფინანსებას აშშ-ის პირების მიერ უკრაინის ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის რეგიონებში“. ასევე, უზრუნველყოფს სანქციების დაწესების უფლებას ნებისმიერ პირზე, რომელიც გადაწყვეტს უკრაინის ამ რეგიონებში ოპერირებას. 22 თებერვალს, ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა. ამავე დღეს, ევროკავშირმა რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა.  22 თებერვალს, გერმანიამ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დამტკიცების პროცესი შეაჩერა. დიდმა ბრიტანეთმა კი 5 რუსულ ბანკსა და 3 ბიზნესმენს სანქციები დაუწესა. რუსეთის არმიის, ბიზნესის და მედიის წარმომადგენლები ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სიაში არიან აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიაში რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემები, პუტინის ახლო წრე და რუსეთის ელიტის წარმომადგენლები მოხვდნენ 24 თებერვალს, დილით, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასში „სპეციალური სამხედრო ოპერაციის" ჩატარების შესახებ გამოაცხადა. პუტინის თქმით, ამ ოპერაციის მიზანია, „დაიცვას ადამიანები", რომლებიც რვა წლის განმავლობაში განიცდიან „გენოციდს კიევის რეჟიმის მხრიდან“. 24 თებერვალს, გვიან ღამით: დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა ჯო ბაიდენმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ გამოაცხადა კანადის ხელისუფლებამ რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა. კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ე.წ. „შავ სიაში“ 62 ფიზიკურ პირსა და ორგანიზაციას შეიყვანენ, მათ შორის, რუსული პოლიტიკური ელიტის წევრებს, ასევე, კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერს“. კანადა ასევე შეწყვეტს რუსული პროდუქციის საექსპორტო ნებართვების გაცემას და უკვე არსებულ ნებართვებს გააუქმებს. 25 თებერვალს, აშშ ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთს შეუერთდა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს პერსონალური სანქციები დაუწესა. ბელორუსს დამატებით სანქციებს კანადაც უწესებს.  26 თებერვალი SWIFT-დან რუსეთის გარიცხვის ტექნიკური მოსამზადებელი პროცესი დაიწყო. 27 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ სანქცირებულთა სია ფართოვდება. სანქცირებულთა სიაში არიან პუტინის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, ოლიგარქები - იგორ სეჩინი (როსნეფტი) ნიკოლაი ტოკაევი (ტრანსნეფტი), ალიშერ უსმანოვი, მიხაილ ფრიდმანი (ალფა ჯგუფი) ანატოლი ტურჩიაკი (აეროფლოტი), გენადი ტიმჩენკო („ვოლგა ჯგუფი“), სერგეი ივანოვი (უშიშროების საბჭოს წევრი), ასევე, რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი ოლგა სკაბეევა, რეგნუმის დამფუძნებელი მოდესტ კორელოვი, შს მინისტრი ვლადიმირ კოლოკოლცევი, ტრანსპორტის მინისტრი ვიტალი საველიევი და სხვები. აშშ რუსული კომპანიების და ოლიგარქების აქტივებს ყინავს პუტინმა ბირთვული ძალები „სპეციალურ მზადყოფნაში" მოიყვანა. ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთს საჰაერო სივრცეს უხურავს 2 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად შემოაქვს შემდგომი სანქციები, მათ შორის: ევროკავშირმა SWIFT-ის საფინანსო სისტემიდან 7 რუსული ბანკი გათიშა ევროკავშირმა რუსეთისთვის ევროს ბანკნოტების გაყიდვა, მიწოდება და ექსპორტი აკრძალა 3 მარტი აშშ-მ 19 რუს ოლიგარქს სანქციები დაუწესა, პუტინთან დაახლოებული პირების მიმართ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც აამოქმედა

დავით ზალკალიანმა ყაზახ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ყაზახეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან, მუხთარ ტლეუბერდისთან, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, მინისტრებმა მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა უკრაინაში მიმდინარე ომის გრძელვადიან ეკონომიკურ და პოლიტიკურ შედეგებზე, როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში. საუბარი შეეხო საქართველო-ყაზახეთის ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგს და მისი განვითარების პერსპექტუვებს, განსკუთრებული აქცენტი გაკეთდა სავაჭრო-ეკონომიკირ თანამშრომლობაზე, კერძოდ ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მიმართულების შემდგომ განვითარებაზე. მინისტრები შეთანხმდნენ სავაჭრო-ეკონომიკურ საკითებთან დაკავშირებით მხარეებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და თანამშრომლობაზე.

მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს, თუმცა ეს საკითხი დეტალურად დასაზუსტებელია. ამის შესახებ უკრაინული მედია თურქულ არხ NTV-ზე დაყრდნობით წერს.  ერდოღანის განცხადებით, სტამბოლში მოლაპარაკებებზე უკრაინის მიერ რუსეთისთვის წერილობით გადაცემულმა წინადადებებმა ომის შეწყვეტის შესახებ, ამ პროცესს „მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა“.  ერდოღანის თქმით, ის მზადაა უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს მოლაპარაკებისთვის უმასპინძლოს.  „ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ ერთ-ერთი გარანტორი ქვეყანა უკრაინის უსაფრთხოებისთვის, თუმცა ამ საკითხზე დეტლები უნდა დაზუსტდეს“, - აღნიშნა ერდოღანმა.  მანამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ გერმანია მზადაა უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს, „თუმცა ომი გრძელდება და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გარღვევა ჯერ არ დაფიქსირებულა“.  ბრიტანეთი უკრაინის თხოვნის საფუძველზე განიხილავს შესაძლებლობას, რომ ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტორი გახდეს, თუმცა გამორიცხავს ვალდებულების აღებას, რასაც NATO-ს წევრები ალიანსის ფარგლებში ფლობენ.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ აქვს. „ჩვენ ვხედავთ, რომ რაიმე ახალი ამ კუთხით არ არის, პერიოდულად არის ხოლმე ასეთი მიმართვები ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ვფიქრობ, ალბათ ესეც ნაწილია შიდაპოლიტიკური საკითხისა, თუმცა თავისთავად ოკუპირებულ ტერიტორიაზე არანაირ რეფერენდუმს რაიმე ლეგიტიმაცია არ გააჩნია. აქამდეც იყო მცდელობები, თუ განხორციელებული ასეთი სახის მიმართვები, რა თქმა უნდა, ამას არანაირი სამართლებრივი შედეგი არ აქვს“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ

კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას

ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგია 16%, ხოლო 23%-ს უჭირს პასუხის გაცემა. NATO-ში გაწევრიანების მიამრთ ფინეთის მოქალაქეთა მხარდაჭერის მაჩვენებელი ყველაზე მაღალ დონეზეა მას შემდეგ, რაც გამოცემამ დაიწყო ამ გამოკითხვების ჩატარება. წინა გამოკითხვაში, რომელიც 18-დან 23 მარტამდე პერიოდში ჩატარდა, NATO-ს მხარდამჭერთა რაოდენობა 54%-ს შეადგენდა. რუსეთი ემუქრება ფინეთს და შვედეთს, თუ სახელმწიფოები შეუერთდებიან ალიანსს. ცოტა ხნის წინ, ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანას უსაფრთხოების სფეროში ორი ვარიანტი აქვს - გაწევრიანდეს NATO-ში ან გააძლიეროს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა შვედეთსა და შეერთებულ შტატებთან. NATO ამბობს, რომ ალიანსის კარი ფინეთისთვის ღიაა. ვაშინგტონში 1949 წლის 4 აპრილს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების საფუძველზე ათი ევროპული და ორი ჩრდილოამერიკული დამფუძნებელი ქვეყნის მიერ დაარსდა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია. დამფუძნებელი წევრების მთავარი მიზანი იყო წინ აღდგომოდნენ საბჭოთა კავშირის გავლენის გავრცელებას ევროპის კონტინენტზე. ხელშეკრულების ხელმოწერით წევრებმა ვალდებულება აიღეს ერთობლივად დაეცვათ საკუთარი თავისუფლება და უსაფრთხოება, როგორც პოლიტიკური, ისე სამხედრო საშუალებებით. დღეს NATO ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის 30 სახელმწიფოსგან შემდგარი სამხედრო-პოლიტიკური ალიანსია, რომლის მიზანს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესრულება წარმოადგენს. 

რუსეთმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს სანქციები დაუწესა

რუსეთის საგარეოს საქმეთა სამინისტრომ განაცახდა, რომ ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ორგანიზაციის მაღალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა ეკრძალებათ. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  „შეზღუდვები ვრცელდება ევროკავშირის მაღალჩინოსნებზე, ასევე რამდენიმე ევროკომისარსა და ორგანიზაციის სამხედრო სტრუქტურების ხელმძღვანელებზე. სანქციერებულთა სიაში არიან ევროპარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ეწევიან ანტირუსული პოლიტიკის პროპაგანდას“, - ნათქვამია რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.  ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს „შავ სიაში“ არიან ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის ხელისუფლების წარმოამდგენლები და მედიასაშუალებების თანამშრომლები, „რომელთაც რუსეთის წინააღმდეგ უკანონო სანქციების შემოღებაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ“.  ამ დორისთვის „შავი სია“ გამოქვეყნებული არ არის.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  ასევე წაიკითხეთ:  აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს

პუტინის განკარგულებით ჯარში 134 500 ახალ წვევამდელს გაიწვევენ 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც ყოველწლიური საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, ჯარში 134,500 ახალ წვევამდელს იწვევს.  თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, გაწვევას უკრაინის ომთან კავშირი არ აქვს. მინისტრმა სერგეი შოიგუმ 29 მარტს თქვა, რომ არც ერთი გამოძახებული ცხელ წერტილებში არ გაიგზავნება.  9 მარტს თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ზოგიერთი ახალწვეული უკრაინაში გააგზავნეს. მანამდე ინფორმაციას რუსეთი უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ უკრაინაში მხოლოდ პროფესიონალი ჯარისკაცები და ოფიცრები ჰყავდა.   პუტინის სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა სამხედრო პროკურორებს უბრძანა, გამოეძიებინათ და დაესაჯათ ის თანამდებობის პირები, რომლებიც ახალწვეულების გაგზავნაზე არიან პასუხისმგებლები.     

აშშ-მ რუსეთის ტექნოლოგიურ კომპანიებსა და 13 პირს ახალი სანქციები დაუწესა

31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო ახალი სანქცები დაუწესდა მიკროსქემების უმსხვილეს მწარმოებლებსა და მათთან დაკავშირებულ პირებს. კერძოდ 13 პირსა და 21 ორგანიზაციას, მათ შორის სააქციო საზოგადოება „მიკრონს“ - რუსეთში მიკროელექტრონიკის უმსხვილეს მწარმოებელსა და ექსპორტიორს, ამასთან მიკროსქემების უდიდეს მწარმოებელს ამ ქვეყანაში. სამინისტრომ გააფართოვა სანქციების სფეროში უფლებამოსილება, რომელიც ეხება რუსეთის ეკონომიკის აეროკოსმოსურ, საზღვაო და ელექტრონულ სექტორებს, რაც ვაშინგტონს შესაძლებლობას მისცემს, სანქციები დაუწესოს ამ სექტორებში მომუშავე ნებისმიერ იურიდიულ და ფიზიკურ პირს. Wall Street Journal-ის ცნობით,  26 მარტს ცნობილი გახდა, რომ „თეთრი სახლი“ სანქციების ახალ პაკეტს ამზადებდა. აშშ-მა სანქციები უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მხოლოდ რუსეთის სახელმწიფო დუმის 12 დეპუტატს დაუწესა. ახლა კი სანქცირებულთა სიაში 328 პოლიტიკოსია.  მანამდე ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს 

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მზესუმზირის ზეთის ექსპორტი დროებით შეზღუდა

რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მზესუმზირის ზეთის ექსპორტის დროებით შეზღუდვის შესახებ, ინფორმაცია უწყების ტელეგრამ არხზე გავრცელდა.  კერძოდ, 15 აპრილიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით რუსეთიდან 1.5 მილიონ ტონაზე მეტი ზეთის ექსპორტი აიკრძალება. 1 აპრილიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, სრულად იკრძალება რუსეთიდან მზესუმზირის ექსპორტიც. რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ეს გადაწყვეტილება მზესუმზირის ზეთის დეფიციტისა და  ფასის ზრდის პრევენციისთვის მიიღო. „საქსტატის“ მონაცემებით, საქართველოში იმპორტირებული მზესუმზირის ზეთის 76.7% რუსულია. 

Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან

გერმანია და საფრანგეთი რუსული გაზის იმპორტის პოტენციური შეწყვეტისთვის ემზადებიან, რადგან მოსკოვი 1-ელი აპრილიდან მიწოდებული გაზის საფასურის რუბლში დაფარვას ითხოვს, რაზეც ევროპელები არ თანხმდებიან. ამის შესახებ Le Figaro წერს.  გამოცემის ცნობით, დღეს საფრანგეთის ეკონომიკის მინისტრმა ბრუნო ლე მერმა განაცახდა, რომ რუსული გაზის საფასურს მხოლოდ კონტაქტში მითითებული ვალუტით გადაიხდიან.  ამასთან გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა რობერტ გაბეკმა თქვა, რომ გერმანია ნებისმიერი სცენარისთვის მზადაა, მათ შორის ევროპაში რუსული გაზის ნაკადების შეჩერებისთვისაც.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული. G7-ის ქვეყნების შეთანხმება ძალაშია, - ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ჰებესტრეიტმა 30 მარტს განაცხადა ოლაფ შოლცისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტს „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  ასევე წაიკითხეთ გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ბრიტანეთი და მოკავშირეები უკრაინას დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრის, ბენ უოლასის თქმით, ბრიტანეთი და მისი მოკავშირეები უკრაინას, რუსეთისგან თავდასაცავად, დამატებითი ლეტალური იარაღით დაეხმარებიან. ამის შესახებ უკრაინული მედია Sky News-ზე დაყრდნობით წერს.  „დღევანდელი საუბრის შედეგად, უკრაინას დამატებით ლეტალური იარაღით დავეხმარებით. რიგმა ქვეყნებმა წამოაყენეს ახალი იდეები ან პირობები ფულის შესახებ". – თქვა უოლასმა 30 საერთაშორისო პარტნიორთან გამართული შეხვედრის შემდეგ.  ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, ლეტალური იარაღები მოიცავს შორი მანძილის საარტილერიო დანადგარებს, ტყვია-წამალსა და მეტ ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებს.  ცნობილია, რომ  ბრიტანეთმა უკრაინას უკვე მიაწოდა ტანკსაწინააღმდეგო NLAW-ები და ჰაერსაწინააღდეგო Starstreak-ები.  ამასთან ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა განაცახდა, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის შედეგად  „მცირე ქვეყანა“ გახდა, „პრეზიდენტი პუტინი უკვე აღარაა ის ძალა, რასაც ადრე წარმოადგენდა. ახალა ისაა ადამიანი იმ გალიაში, რომელიც თავად ააგო“.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მსხვერპლის რაოდენობა გაასაჯაროვა ბორელი უკრაინაში ომზე - ყველაფერი უახლოეს 15 დღეში გადაწყდება ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს 

სუსის ინფორმაციით რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ოკუპირებულ სოფელ ზემო არცევის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, უკანონო დაკავების შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაააქტიურა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. „მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდა საერთაშორისო პარტნიორებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს უკანონოდ დაკავებული პირი მოქმედი სამხედროა სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამოქმედებულია მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად. უკანონო დაკავებების მავნე პრაქტიკა ზღუდავს თავისუფალი გადაადგილების ფუნდამენტურ უფლებას, მნიშვნელოვნად აუარესებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და საფრთხეს უქმნის რეგიონში არსებულ მდგომარეობას“, – აცხადებენ სუს-ში.

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს.  გამოცემის ცნობით, ოქროს რეზერვების შემცირება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და ფინანსურ სანქციებს უკავშირდება.  ცენტრალური ბანკის ცნობით რუსეთის ოქროს რეზერვები 18 თებერვლიდან 25 მარტამდე $38,8 მილიარდით $604,4 მილარდამდე შემცირდა.  „ოქროს რეზერვების შემცირება ძირითადად სავალუტო ოპერაციებითა და აქტივების გადაფასებით იყო გამოწვეული“, - აცხადებენ ცენტრალურ ბანკში.  უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია.  31 მარტს აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის რამდენიმე ტექნოლოგიურ კომპანიას, - ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.   ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა.  შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.  რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი.  ასევე წაიკითხეთ  აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი   ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა  აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს  Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის   ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავე

ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, დღეს თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან 29 მარტს სტამბოლში რუსეთისა და უკრაინიის დელეგაციების შეხვედრისა და მოლაპარაკების საკითხი განიხილა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.  „მორიგი საუბარი მქონდა ნამდვილ მეგობართან, თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანთან. აღვნიშნე სტამბოლში, დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების ორგანიზების მაღალი დონე. მშვიდობისკენ გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე შევთანხმდით. მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი“, - განაცახდა ზელენსკიმ.  ერდოღანმა თავის მხრივ გამოთქვა მზადყოფნა სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ.  31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

იენს სტოლტენბერგი: თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ თუკი ფინეთი გადაწყვეტს NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შემოტანას, წევრობის მიღებას სწრაფად შეძლებს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  სტოლტენბერგის განცხადებით ჰელსინკი NATO-ს ახლო პარტნიორია. „ფინეთისა და შვედეთის შეიარაღებული ძალები პასუხობს NATO-ს სტანდარტებს. თუ ეს ქვეყნები შემოიტანენ განაცხადს, ვფიქრობ ეს დადენბითად იქნება აღქმული. გამონახება გზა, რომ პროტოკოლის მიხედვით სწრაფად მოვილაპარაკოთ ალიანსში გაწევრიანებაზე“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.  ფინეთის პრემირ-მინისტრმა 24 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ქვეყანა მზადაა NATO-ში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანოს, იმ შემთხვევში თუ ფინეთის ნაციონალური უსაფრთხოების საკითხი დადგება.  ფინეთის მოსახლეობის 61% ემხრობა ქვეყნის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.  კვლევის შედეგები, გამოცემა Helsingin Sanomat-მა გამოაქვეყნა. ასევე წაიკითხეთ  კვლევა: ფინეთის მოსახლეობის 61% მხარს უჭერს NATO-ში გაწევრიანებას

ჩერნობილიდან ოკუპანტების გასვლის შემდეგ, ატომურ სადგურზე ვითარებას IAEA-ს მისია შეისწავლის

რუსი ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დატოვების შემდეგ, იქ არსებულ ვითარებას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მისია  შეისწავლის. 31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში მყოფი რუსი სამხედროები ბელორუსის საზღვრისკენ დაიძრნენ.   უკრაინული მედიის ინფორმაციით, როდესაც ოკუპანტებმა ატომური სადგური დატოვეს, თან წაიყვანეს ტყვეებად ჩავარდნილი უკრაინის ეროვნული გვარდიელები. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩერნობილის სადგური ომის დაწყებიდან მალევე, 24 თებერვალსვე დაიკავეს. სადგურზე მუშაობას უკრაინელი თანამშრომლები განაგრძობდნენ. უკრაინის მთავრობაში განაცახდეს, რომ ატომურ ელექტროსადგურზე მას შემდეგ მხოლოდ ერთი ცვლა მუშაობდა. „პერსონალი ობიექტზე მხოლოდ გასულ კვირას შეიცვალა“, განაცახადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა ირინა ვერეშჩუკმა.   29 მარტს უკრაინაში ჩავიდა IAEA-ს ხელმძღვანელი, რომელიც გადაუდებელ ტექნიკურ დახმარებაზე უნდა გასაუბრებოდა მთავრობის წარმომადგენლებს. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ

მედია: გერმანიის ხელისუფლება „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციას განიხილავს

გერმანიის ეკონომიკის მინისტრი რუსული გაზის მიწოდების შწყვეტის შემდგომი სცენარისთვის ემზადება. ამ შემთვევაში ერთ-ერთ საკითხი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ შვილობილი კომპანიების აქტივების ნაციონალიზაციაა. ამის შესახებ Handelsblatt სამტავრობო წყაროებზე დაყრდნობით წერს.   Handelsblatt-ის მონაცემებით, საქმე ეხება Gazprom Germania-სა და Rosneft Deutschland. პირველი, გერმანიაში მსხვილი გაზსაცავების ოპერატორია, მეორე კი ახდენს „როსნეფტის“ საქმიანობის ოპერირებას, რომელიც ნავთობგადამამუშავებელ სექტორში, ამ ბაზარზე მესამე მოთამაშეა.   ამასთან Rosneft Deutschland ბერლინის აეროპორტში ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ემსახურება და ასევე  საწვავით ამარაგებს ქალაქის ოპერატიული სამსახურების ავტომობილებს.  მანამდე „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის Gazprom Marketing & Trading (Gazprom Energy) ნაციონალიზაციას დიდ ბრიტანეთშიც აპირებდნენ. ამის შესახებ Bloomberg-მა წყაროებზე დაყრდნობით დაწერა.   30 მარტს გერმანიაში რუსული გაზის გიგანტის „გაზპრომის“ ოფისი ევროკავშირის ანტიმონოპოლიური სამსახურის თანამშრომლებმა გაჩხრიკეს. Bloomberg-ის ცნობით  „გაზპრომის“ ოფისში ჩხრეკა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა. კომპანია გაზის საფასურის რეკორდულად ზრდაშია ეჭვმიტანილი.  31 მარტს ცნობილი გახდა, რომ გერმანია რუსული გაზის საფასურს ევროთი ან დოლარით დაფარავს, როგორც კონტრაქტითაა გათვალისწინებული.  23 მარტს, დასავლეთის სანქციების კვალდაკვალ ვლადიმერ პუტინმა გასცა განკარგულება, რომ რუსული გაზი „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ რუბლში უნდა იყიდონ. ამ სიაში მოხვდა 46 ქვეყანა, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნები.  28 მარტიდან „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ შეასრულებენ რუსეთის მოთხოვნას და გაზს რუბლში არ იყიდიან.  31 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა.  ასევე წაიკითხეთ Le Figaro: საფრანგეთი და გერმანია რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტისთვის ემზადებიან რუსეთის პრეზიდენტმა არამეგობრული ქვეყნებისთვის გაზის რუბლში მიყიდვის კანონს ხელი მოაწერა გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: გერმანიის ხელისუფლება გაზის მიწოდების შესაძლო შეფერხებისთვის ემზადება გერმანიის ეკონომიკის მინისტრი: "დიდი შვიდეული“ უარს აცხადებს, დააკმაყოფილოს მოსკოვის მოთხოვნა, გაზის მხოლოდ რუსულ ვალუტაში შესყიდვაზე მედია: ევროკავშირი რუსული გაზის რუბლით ყიდვაზე უარს ამბობს

ნედ პრაისი: აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ საქართველოს დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ნედ პრაისი აცხადებს, რომ აშშ არ აღიარებს რუსეთის ან მისი მარიონეტების მიერ საქართველოს ტერიტორიის დაყოფის მცდელობის არანაირ შედეგს. ამის შესახებ Reuters წერს.  მისივე თქმით, ამერიკა გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და [ე.წ.] სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.   „ჩვენ ვგმობთ რუსეთის მიერ საქართველოს შემადგენელი ნაწილების ოკუპაციას. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, რაც მოიცავს რუსეთის ჯარების გაყვანას კონფლიქტამდელ პოზიციებზე. არც დე ფაქტო მთავრობას და არც რუსეთის ოფიციალურ პირებს არ აქვთ უფლება, მიიღონ გადაწყვეტილებები [ე.წ] სამხრეთ ოსეთის მომავლის შესახებ, რომელიც არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი. ისევე როგოც აშშ არ აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის არალეგალურ დაკავებას და ანექსიის მცდელობას 2014 წელს, ასევე არ ვაღიარებთ კრემლის ცინიკურ მცდელობას, აღიაროს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, რაც წინ უძღოდა რუსეთის მხრიდან უკრაინაში არაპროვიცირებულ შეჭრას. ასევე ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის ან მისი მარიონეტების ნებისმიერი ძალისხმევის შედეგს, რაც მიმართული იქნება საქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაყოფისკენ. ჩვენ ვიმეორებთ, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა. 30 მარტს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სურვილი აქვს რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდეს.  დღეს, როდესაც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავს,  ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“ - ასე გამოეხმაურა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი იეპე კოფოდი რუსეთის ფედერაციასთან შეერთების საკითხზე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის ჩატარების საკითხს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა კრემლი არავითარ მოქმედებას არ ახორციელებს, მათ შორის არც იურიდიულს, - განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის, გადაწყვეტილების კომენტირებისას. 2008 წლის აგვისტოში, რუსეთის არმიის საქართველოში შემოჭრისა და რეგიონის ოკუპაციის შემდეგ კრემლმა, 26 აგვისტოს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა.  ასევე წაიკითხეთ  ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას აპირებენ  ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის შემადგენლობაში შესვლაზე ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარება გამორიცხეს საგარეო საქმეთა მინისტრი: ოკუპაციის პირობებში არანაირ რეფერენდუმს არ ექნება იურიდიული ძალა

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

თურქეთის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანის პრესსამსახურში აცხადებენ, ორი ქვეყნის ლიდერებმა სტამბოლში გამართული მოლაპარაკებები განიხილეს. ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ მოლაპარაკება იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინაში კონფლიქტის გადასაჭრელად. ის კიდევ ერთხელ გამოვიდა წინადადებით, რომ რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრა თურქეთში გაიმართოს. ასევე წაიკითხეთ: ზელენსკი: მადლობა თურქეთს მზადყოფნისთვის, გახდეს ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტი 31 მარტს თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მზადაა უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი გახდეს.  29 მარტს სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინის პარლამენტის ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების პირობები დაასახელა.  უკრაინულ დელეგაციას მიაჩნია, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელსაც ხელს უსაფრთხოების ყველა გარანტორი მოაწერს. უკრაინის დელეგაციის განცხადებით, უსაფრთხოების გარანტორები შეიძლება იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, აშშ, თურქეთი, საფრანგეთი, კანადა, იტალია, პოლონეთი და ისრაელი. საგულისხმოა, რომ სტამბოლში გამართულ მოლაპარაკებებზე მხარეებს დოკუმენტისთვის ხელი არ მოუწერიათ.  რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.  ასევე წაიკითხეთ  მედია: ერდოღანმა გამოაცხადა პრინციპული თანხმობა, რომ თურქეთი გახდეს უკრაინის უსაფრთხოების გარანტი მედინსკი: სტამბოლში უკრაინა „არსებითად“ დათანხმდა რუსეთის „პრინციპულ მოთხოვნებს“

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა

რუსეთში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავს ცეცხლი გაუჩნდა, - ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ქალაქ ბელგოროდში ნავთობის საცავში ხანძარია. სასწრაფო დახმარების ყველა სამსახური შემთხვევის ადგილზე იმყოფება. მიღებულია ზომები ცეცხლის ჩასაქრობად“, - წერს რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ტელეგრამის არხზე. ამასთან, ელგოროდში ნავთობტერმინალზე იერიშის შესახებ ინფორმაციაზე უკრაინაში განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ. ბელგოროდი უკრაინის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს.