ძებნის რეზულტატი:
მედია: რუსეთი ფრანგული შამპანურის გარეშე დარჩა
რუსეთში ფრანგული შამპანურის შეტანა უკრაინაში შეჭრის შემდეგ შეჩერდა. ამის შესახებ რუსული მედია „ფრანგული შამპანურის სახლის“ გენერალურ დირექტორზე დავიდ შატიონზე დაყრდნობით წერს. „უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საფრანგეთმა რუსეთში შამპანურის მოწოდება შეაჩერა. სამომავლოდ ამ პროდუქტის მოწოდების პერსპექტივა ბუნდოვანია, რადგან ეს მჭიდროდაა კავსირში გეოპოლიტიკურ ვითარებასთან“, - განაცხადა შატინიონმა. მანამდე ღვინის სადისტრიბუციო კომპანია Fort-ის ხელმძღვანელმა დარია სოლოგუბმა მედიასთან განაცახდა რომ ევროპული ღვინობი მოწოდების შეჩერების შემთხვევაში სსომხეთიდან, საბერძნეტიდან, ჩილედან, არგენტინიდან, თურქეთიდან და სერბიიდან ექსპორტით ჩანაცვლდება. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
წითელი ჯვარი: მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია გადაიდო
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც გუნდმა ვერ შეძლო ალყაში მოქცეულ მარიუპოლამდე ჩასვლა და, შესაბამიასდ, მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხო გადაყვანა გადაიდო. ამის შესახებ CNN იუწყება. „ოპერაციის წარმატებისთვის მნიშვნელოვანია, რომ მხარეებმა პატივი სცენ შეთანხმებებს და უზრუნველყონ აუცილებელი პირობები და უსაფრთხოების გარანტიები", - აღნიშნა წითელი ჯვრის ორგანიზაციამ. ორგანიზაცია ქალაქში შესვლას კვლავ შაბათს, 2 აპრილს შეეცდება. მარიუპოლის მერის მოადგილე სერგეი ორლოვმა განაცხადა, რომ ქალაქის 80-90% დანგრეულია, ხოლო დაღუპულთა რიცხვმა 2,3 ათასს გადააჭარბა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი ამბობს, რომ ზელენსკისთან უთანხმოება განზე გადადო და უკრაინაში დაბრუნდა
უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინის უმდიდრესი ადამიანი რინატ ახმეტოვი ვოლოდიმირ ზელინსკისთან უთანხმოების მიუხედავად სამშობლოში დაბრუნდა. ამის შესახებ Bloomberg წერს. გამოცემის ცნობით, რინატ ახმეტოვი ამბობს, რომ უკრაინაში ომია და მზადაა ხელისუფლებასთან ერთ გუნდში იყოს და უთანხმოება გვერდზე გადადოს. „მათი საერთო საზრუნავი მარიუპოლია, განადგურებული ქალაქი, სადაც ახმეტოვის System Capital Management-ს ფოლადის ქარხნები აქვს და სადაც რუსული ძალების დაუნდობელი თავდასხმების შედეგად, დაახლოებით 170,000 მშვიდობიანი მოქალაქე საკვებისა და წყლის გარეშე დარჩა. ისინი წყურვილით და სიცივით კვდებიან - ეს არის გენოციდი“, - ამბობს ახმეტოვი. მარიუპოლში ბიზნესმენს ორი ქარხანა აქვს და ჯამში 40 000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოებში ოპერაციები შეჩერებულია, კომპანია აცხადებს, რომ თანამშრომლებისთვის ხელფასების გადახდას განაგრძობს. რინატ ახმეტოვმა უკრაინა 30 იანვარს დატოვა. 16 თებერვალს კი ზელენსკიმ მიიღო კანონი ოლიგარქების წინააღმდეგ. ეს კანონი უფლებას აძლევს ეროვნული თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს, მიანიჭოს პირს ოლიგარქის სტატუსი ოთხიდან სამი კრიტერიუმის არსებობის საფუძველზე: ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მედიაზე გავლენის დონე, მონოპოლიური კომპანიის ფლობა ან კონტროლი და აქტივები, რომლებიც აღემატება 2,4 მილიარდ გრივნას ($85 მილიონი). ოლიგარქის სტატუსის მიღება ნიშნავს ქონების გამჭვირვალობის ვალდებულებას, პარტიების დაფინანსების, საჯარო თანამდებობის დაკავებისა და და სახელმწიფო ქონების პრივატიზაციაში მონაწილეობის აკრძალვას. Bloomberg Billionaires Index-ის მიხედვით, ბიზნესმენის ქონება $6 მილიარდს შეადგენს, რაც 45%-ზე მეტით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაც მას ომის დაწყებამდე ჰქონდა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ მარიუპოლის მერი: უკრაინელი ხალხის სრულმასშტაბიანი გენოციდი მიმდინარეობს მარიუპოლის მერის მოადგილე: რუსები აგრძელებენ ჩვენს დაბომბვას და არტილერიის გამოყენებას ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
პოლიციამ ”საქართველოს ბანკზე” ყაჩაღური თავდასხმის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 2 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის ფაქტზე, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.ბ. და ამავე წელს დაბადებული გ.ჟ. დააკავეს.დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღითა და პისტოლეტით შეიარაღებული ბრალდებულები მიმდინარე წლის 1-ელ აპრილს, საღამოს, თბილისში, აფრიკის დასახლებაში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრესფილიალში შეიჭრნენ. ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცეს, რა დროსაც დაცვის პოლიციის თანამშრომელმა, დანაშაულის აღკვეთის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა განახორციელა.ორივე თავდამსხმელი მსუბუქად დაიჭრა, თუმცა ბრალდებულებმა ბანკის ტერიტორიის დატოვება მოახერხეს, ჩასხდნენ იქვე მდგომ ავტომობილში და იარაღის მუქარით აიძულეს მძღოლი, რომ ისინი კონკრეტულ მისამართზე წაეყვანა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რამდენიმე საათში დაადგინეს თავდამსხმელების ვინაობა და ადგილმდებარეობა. პოლიციამ ორივე მათგანი მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.ბრალდებულების დაკავების ადგილას, საცხოვრებელი ბინის ფარდულის ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღები, ხოლო ავტომანქანიდან, რომლითაც თავდამსხმელებმა შემთხვევის ადგილი დატოვეს, ამოღებულია ბანკიდან წაღებული ფულის ნაწილი.გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ასევე წაიკითხეთ სამგორის რაიონში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი კიევში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა დღეს კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო მეცოლამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. "გამბედაობა, ძალა, სიმტკიცე. ვოოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად კიევში. დიდება უკრაინას", - წერს მეცოლა. ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპარლამენტის პრეზიდენტის ვიზიტს Facebook-ზე გამოეხმაურა. „ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ვიზიტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მხარდაჭერაში. მადლიერი ვარ, რომ თქვენ სინათლის მხარეს ხართ. ჩვენ ამას ნამდვილად ვაფასებთ“, - წერს ზელენსკი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რობერტა მეცოლა: რუს და ბელორუს დიპლომატებს ევროპარლამენტში შესვლა აეკრძალათ ევროპარლამენტარები მხარდაჭერის დასაფიქსირებლად უკრაინაში ჩავიდნენ რობერტა მეცოლა: მზად ვართ თავი გავართვათ საშუალო და გრძელვადიან გამოწვევებს, რომელიც ამ ომმა მოიტანა
დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება
დღეს რუსთავსა და ბათუმში შუალედური არჩევნები გაიმართება. საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარს რუსთავის 84 და გარდაბნის 33 უბანზე აირჩევენ, ხოლო ბათუმში საკრებულოს მაჟორიტარს - 14 საარჩევნო უბანზე. რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობისთვის 3 კანდიდატი იბრძვის. პარტიას „მამუკა ტუსკაძე ‐ სოციალური სამართლიანობისათვის“ მამუკა ტუსკაძე, „ქართულ ოცნებას“ - ირაკლი შატაკიშვილი, „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტიას“ კი კამალ მურადხანოვი წარმოადგენენ. №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 139 989 ამომრჩეველია რეგისტრირებული. რაც შეეხება ბათუმს, ამომრჩევლებს არჩევანის გაკეთება ორ კანდიდატს შორის მოუწევთ. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” მათე ფუტკარაძე, ხოლო „ქართულ ოცნებას“ რამაზ ჯინჭარაძე წარმოადგენს. №79.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 20 635 ამომრჩეველია რეგისტრირებული. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საინფორმაციო ბრიფინგები 09:00, 13:00, 18:00 და 21:00 საათზეა ჩანიშნული.
UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული
გაეროს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (Unesco) ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული, - ამის შესახებ The Guardian-ი წერს. UNESCO-ს ცნობით, ამ დროისთვის, ცხადი და დადგენილია 29 რელიგიური ადგილის, 16 ისტორიული შენობის, 4 მუზეუმისა და 4 ძეგლი დაზიანება. UNESCO-მ ამოიყენა სატელიტური სურათები, რათა დაედასტურებინა ოფიციალური კიევის ცნობები დაზიანებული ადგილების შესახებ. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ თითოეული შემთხვევა უკვე დადასტურებულია, თუმცა, სია სრულად არ ასახავს რეალობას - მათი ექსპერტები ჯერ კიდევ სწავლობენ უკრაინული მხარის მიერ წარდგენილ რამდენიმე მოხსენებას. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა.
აშშ-ს ახალი სანქციების სიაშია რუსეთისა და ბელორუსის 120 ორგანიზაცია, მათ შორის „კგბ“და თავდაცვის საწარმოები
აშშ-ის ვაჭრობის სამინისტრომ სანქციების სიაში რუსეთისა და ბელორუსის კიდევ 120 ორგანიზაცია დაამატა, რომელთაც კავშირი აქვთ აეროკოსმოსურ და საზღვაო სექტორებთან. შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნება აშშ-ის ფედერალურ რეგისტრის ვებგვერდზე 7 აპრილს იგეგმება. ახალი სანქციების სიაშია ბელორუსის „კგბ“ (სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი), სპეცდანაყოფი „ალფა“, კორპორაცია „ტაქტიკური სარაკეტო შეიარაღება“, სახელმწიფო საწარმო „ვარსკვლავი“, ცენტრალური აეროჰდროდინამიკური ინსტიტუტი და სხვა. დოკუმენტის თანახმად, ამ ორგანიზაციების საქმიანობა „ეწინააღმდეგება ნაციონალური უსაფრთხოების ინტერესებს, ან ქვეყნის შიდა პოლიტიკსა“. მანამდე, „თეთრი სახლის“ წარმოამდგენელმა კეიტ ბედინგფილდმა განაცხადა, რომ სანქცირებული კომპანიები ვერ მიიღებენ „მოწინავე ამერიკულ ტექნოლოგიებს“ კიცენზიის გარეშე. აშშ-მ, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსეთს სანქციები დაუწესეს, მას შემდეგ რაც უკრაინაში შეიჭრა. საპასუხოდ მოსკოვმა ევროკავშირის მაღალჩინოსნებს, ლანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და სხვა ამერიკელ მაალჩინოსნებს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. უკრაინაზე ფართომასშტაბიანი ომის წამოწყების შემდეგ, ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის ეკონომიკის და საფინანსო სექტორებს, ხელისუფლების წარმომადგენლებს და მათთან დაახლოებულ ბიზნესმენებს სანქციები დაუწესეს. ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტი გამოიტანა. საფრანგეთმა რუს ოლიგარქებს $800 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დაუყადაღა, ხოლო ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა. შვეიცარიამ ევროკავშირის კვალდაკვალ სანქციები რუსეთის 197 მოქალაქესა და 9 კომპანიას დაუწესა. ამ დროისთვის შვეიცარიის სანქციების სია სრულად ემთხვევა ევროკავშირის მიერ მომზადებულ დოკუმენტს. ინფორმაცია შვეიცარიის ხელისუფლების ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ევროკავშირმა რუსული ნავთობკომპანიების „როსნეფტის",„ტრანსნეფტის" და „გაზპრომნეფტის“ წინააღმდეგ სანქციები დააწესა. სანქციების მეოთხე პაკეტში ასევე მოხვდნენ რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი და „პირველი არხის“ დირექტორი კონსტანტინ ერნსტი. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ აშშ-ის ხაზინის მდივნის მოადგილე: აშშ და მისი მოკავშირეები რუსეთის ეკონომიკის სექტორებზე ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ დიმიტრი კულება: რუსეთი სანქციების ზეწოლას ყოველდღიურად გრძნობს
აშშ უკრაინას დამატებით $300 მლნ-ის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს
პენტაგონმა კონგრესს განუცახდა, რომ უკრაინისას დამატებით $300 მილიონის სამხედრო აღჭურვიობას გადასცემს. აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენთის განცხადებაში ნათქვამია, რომ "დახმარების ახალი პაკეტი ასახავს აშშ-სა და უკრაინას შორის კონტრაქტის დასაწყისს, რათა გაზარდონ უკრაინული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები" დახმარების პაკეტი ლაზერულად მართვად სარაკეტო სისტემებს, ტაქტიკურ დრონებს, ჰამვისებს, ღამის ხედვის სათვალეებს, ტყვიამფრქვევებსა და სამედიცინო აღჭურვილობას მოიცავს. ამ დრომდე უკრაინას აშშ-მ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში უსაფრთხოებითვის $2,3 მილიარდი გამოუყო, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ $1,6 მილიარდი. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება
BBC: ჩინეთი ამბობს, რომ რუსეთთან სანქციების გვერდის ავლით ვაჭრობას არ განაგრძობს
ჩინეთის ერთ-ერთმა დიპლომატმა უარყო მოსაზრება, რომ ჩინეთი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას სანქციების გვერდის ავლით გეგმავს. ამის შესახებ BBC ჩინელ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება. ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ევროკავშირის ლიდერები ჩინეთის წარმომადგენლებს პირადად შეხვდნენ. მანამდე ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვანგ ლუტონგმა თქვა, რომ პეკინი რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებით გლობალურ ეკონომიკას ეხმარებოდა. ასევე, გუშინ, პირველ აპრილს, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ევროპის ბიზნეს სექტორი ყურადღებით დააკვირდება ჩინეთის ქმედებებს. მანამდე ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს. 1-ელ აპრილს ჩინეთისა და ევროკავშირის ლიდერები ორწლიანი პაუზის შემდეგ პირველად შეხვდნენ. ცნობისთვის, პეკინი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაგმობისგან თავს იკავებს და მას „შეჭრას“ არ უწოდებს, მაგრამ შექმნილი ვითარების მოლაპარაკების გზით გადაწყვეტისკენ მოუწოდებს. ჩინეთი იმ 35 ქვეყანას შორისაა, რომლებმაც გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციისთვის - „აგრესია უკრაინის წინააღმდეგ“ ხმის მიცემისგან თავი შეიკავეს. ასევე წაიკითხეთ ჩინეთი რუსეთის „დიდი ოცეულიდან“ გარიცხვას არ ემხრობა Reuters: ჩინეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დასავლეთის მიერ მოსკოვისთვის დაწესებულ სანქციებს უკანონო და კონტრპროდუქტიული უწოდეს
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში კორონავირუსის 352 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კორინავირუსით გარდაიცვალა კიდევ 3 ადამიანი.ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 17 343 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 260, „პისიარ“ ტესტით – 1 083.ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2.03%;ბ ოლო შვიდი დღის – 2.44%;ბ ოლო 14 დღის – 3.04%; საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 649 005 შემთხვევაა გამოვლენილი, პანდემიის დროს დაიღუპა 16 751 ინფიცირებული. გასული 24 საათის განმავლობაში აიცრა მხოლოდ 240 ადამიანი.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის, არჩილ ტატუნაშვილის ნათელ ხსოვნას
არჩილმა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე გაიღო სამშობლოსა და ღირსების დასაცავად. თითოეულ ჩვენგანს მუდამ გვემახსოვრება მისი გმირული თავგანწირვა, მის მაგალითზე აღიზრდებიან მომავალი თაობები, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ “ფეისბუქში“ გამოქვეყნდა. დღეს არჩილ ტატუნაშვილი 39 წლის გახდებოდა. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ხელისუფლება ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს იყენებს, რათა მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. „ჩვენ ყველა საერთაშორისო-სამართლებრივ ბერკეტს ვიყენებთ იმისათვის, რომ მართლმსაჯულების წინაშე წარსდგეს ყველა, ვისაც ბრალი მიუღძვის მის სიკვდილში. ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქესთან ერთად, პატივს მივაგებ დიდი მამულიშვილის ნათელ ხსოვნას,”- აღნიშნულია განცხადებაში. არჩილ ტატუნაშვილი 2018 წლის 22 თებერვალს რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს და 2008 წლის ომში მონაწილეობისთვის ცხინვალის ციხეში წამებით მოკლეს. ტატუნაშვილის მკვლელებს ქართულმა სასამართლომ სასჯელი შეუფარდა, თუმცა ბრალდებულები ამ დრომდე არ დასჯილან. მათ ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებენ. უმცროსი სერჟანტი, არჩილ ტატუნაშვილი საქართველოს თავდაცვის ძალებში 2007 წლიდან 2011 წლამდე მსახურობდა.ის მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ის სიკვდილის შემდეგ ღირსების ორდენით დააჯილდოვა. ასევე წაიკითხეთ დღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა
ხაიში-მესტიას მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ138 (ხაიში-მესტია) ტრაილერების მოძრაობა აღდგენილია. ამასთან, ამავე გზის კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების გადაადგილება, ხოლო მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) გადაადგილება თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ138 (ზუგდიდი-მესტია) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
უილ სმიტი კინოაკადემიას ტოვებს
უილ სმიტმა ჰოლივუდის კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემია დატოვა და განაცხადა, რომ ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე კრის როკზე თავდასხმა “შოკისმომგვრელი, მტკივნეული და უპატიებელი იყო”. გასულ კვირას ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე უილ სმიტმა კრის როკს სცენაზე მას შემდეგ დაარტყა, რაც წამყვანმა მისი მეუღლის გარეგნობაზე იხუმრა. კრის როკის ხუმრობა ჯადა პინკეტ-სმიტზე, იყო მინიშნება 1997 წლის ფილმზე G.I. Jane, რომელშიც მსახიობმა დემი მურმა თავი გადაიპარსა. გაურკვეველია, იცოდა თუ არა როკმა, რომ ჯადა პინკეტ-სმიტს თმის ცვენის დარღვევა ჰქონდა. კინოაკადემიის პრეზიდენტმა, დევიდ რუბინმა განაცხადა, რომ მიიღო სმიტის გადადგომის შესახებ განცხადება, მაგრამ გააგრძელებს დისციპლინურ სამართალწარმოებას, რამაც შეიძლება დამატებითი სანქციები გამოიწვიოს. სხდომა 18 აპრილს გაიმართება.
CNN: რუსეთი რუბლს ხელოვნურად იჭერს
დასავლეთის სანქციები რუსეთის ეკონომიკას უკვე ანგრევს. ამ ფონზე რუსეთის ხელიუფლება ცდილობს რუბლის კურსი ხელოვნურად დაიჭირონ და ეროვნული ვალუტა გაუფასურებისგან იხსნან. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსური ინსტიტუტის მაღალჩინოსანმა CNN განუცხადა. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწესებული დასავლური სანქციების გამო რუსული რუბლი მკვეთრად გაუფასურდა. ანტირეკორდი 7 მარტს დაფიქსირდა, როცა ერთი დოლარი 143 რუბლი ღირდა. 1-ელი აპრილის მდგომარეობით აშშ დოლარი 88 რუბლი ღირდა. რუსული რუბლის კურსის შედარებით დასტაბილურების მიუხედავად, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში ახცადებენ, რომ რუსულმა ვალუტამ მსყიდველობითი უნარი დაკარგა, რადგან ფასები მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. რაც შეეხება რუბლის გამყარებას, აშშ-ის ფინანსათა სამინისტროში აცხდებენ, რომ ეს პროცესი დროებითია და ექსპორტიორებისთვის სავალუტო შემოსავლის 8%-ის გაყიდვის მოთხოვნას, ასევე სავალუტო გადარიცხვების აკრძალვას უკავშირდება. ამ ნაბიჯების შედეგად რუბლზე მოთხოვნა ხელოვნურად გაიზარდა. „რეალურად რუსეთის ეკონომიკა რეცესიაში გადადის და დეპრესიაშია მაღალი ინფლაციის გამო“, - აცხადებენ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, რომელის თებერვლის მეორე ნახევრიდან ოქროს რეზერვების შესახებ ინფორმაციას არ ასაჯაროვებდა, 32 მარტს განაცხადა, რომ რეზერვები თვენახევარში $40 მილიარდით შემცირდა. ამის შესახებ Forbes წერს. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს
ცნობილია, რამდენი შენობა დაზიანდა კიევში ომის დაწყების შემდეგ
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დედაქალაქ კიევში დიდი რაოდენობით საცხოვრებელი კორპუსები, კერძო სახლები, სკოლები და საბავშვო ბაღები დაზიანდა. ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს. „კიევში მტრის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაზიანდა 154 საცხოვრებელი კორპუსი, 20 კერძო სახლო, 27 საბავშვო ბაღი და 44 სკოლა." - ნათქვამია განცხადებაში. კიევის საქალაქო ადმინისტრაციის ცნობით, დედაქალაქში მუშაობის ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც შეაფასებს ინფრასტრუქტურისთვის მიყენებულ ზარალს. ჯგუფში შედიან მშენებლები, ინსტიტუტების წარმომადგენლები და ეკონომისტები. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ UNESCO: უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, 53 ისტორიული ადგილი, რელიგიური შენობა და მუზეუმია დაზიანებული ალექსეი არესტოვიჩი: უკრაინაში ომის აქტიური ფაზა 2-3 კვირაში დასრულდება როგორ შეიძლება დასრულდეს ომი უკრაინაში? - BBC ხუთ სცენარს განიხილავს
The Times: უკრაინამ პირველად რუსეთთან ომში Starstreak-ის სისტემა წარმატებით გამოიყენა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთთან ომში პირველად Starstreak-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა წარმატებით გამოიყენეს. დიდი ბრიტანეთის მიერ გადაცემული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის უკრაინელებმა ლუგანსკის ოლქში რუსული ვერტმფრენი Mi-28N ჩამოაგდეს. ინფორმაციას ბრიტანული გამოცემა The Times ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ვიდეოში ჩანს, რომ Strastreak-ით იერიშის შედეგად ვერტმფრენის კუდი დაზიანდა და ვერტმფრენი ჩამოვარდა. გამოცემა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში წყაროს ეყრდნობა. საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი დიდმა ბრიტანეთმა უკრაინას დაახლოებით ერთი კვირის წინ გადასცა. Starstreak-ის სისტემის გამოყენება შეიძლება ვერტმფრენების, დაბალ სიმაღლეზე მფრენი ავიაგამანადგურებლებისა და უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ, რომლებიც დაახლოებით 6 კილომეტრის სიმაღლეზე დაფრინავენ. ბრიტანეთის არმია ამ სისტემას 1997 წლიდან იყენებს. თავდაპირველად ის ტრანსპორტიორებზე მაგრდებოდა, ბოლო დროში კი ქვეითების მიერაც გამოიყენება. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ აშშ უკრაინას დამატებით $300 მლნ-ის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს აშშ უკრაინას კიდევ $500 მლნ-ით დაეხმარება
Reuters: პაპი ფრანცისკე კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს
პაპი ფრანცისკე უკრაინის დედაქალაქში, კიევში ჩასვლის შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა Reuters-ი წერს. რომიდან მალტაში მიმავალი თვითმფრინავის ბორტზე ჟურნალისტმა პაპს ჰკითხა, განიხილავდა თუ არა უკრაინული მხარის მიპატიჟებას, ჩასულიყო კიევში. "დიახ, ეს საკითხი განიხილება." - თქვა პაპმა ფრანცისკემ. სხვა დეტალები ჯერჯერობით არ დაზუსტებულა. რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. ასევე წაიკითხეთ რომის პაპი უკრაინაზე: ბავშვების სისხლი და ცრემლები ჩვენს სინდისს არყევს უაზრო ომი თვეზე მეტია გრძელდება, რაც ყველას დამარცხებას ნიშნავს რომის პაპი: შეწყვიტეთ „ეს ამაზრზენი ომი“ რომის პაპმა იტალიის დედაქალაქის ერთ-ერთ საავადმყოფოში უკრაინელი დევნილი ბავშვები მოინახულა
რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა
„არამეგობრული“ ქვეყნები იძულებულნი არიან გადაიხადონ რუსული გაზის საფასური სპეციალური სქემით. დაეხმარება თუ არა ეს რუსეთის ეკონომიკას და გააძლიერებს რუბლს? europetime გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მიმოხილვას გთავაზობთ. ვლადიმერ პუტინმა თავისი განკარგულებით 1-ელი აპრილიდან დაამტკიცა ახალი სქემა, რომლის თანახმადაც „არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაზის საფასური რუბლში უნდა გადაიხადონ. სქემის თანახმად, მათ უნდა გახსნან ანგარიში „გაზპრომბანკში“, საიდანაც ფული „გაზპრომს“ მიეწოდება. თუ თანხის გადახდა კრემლის დადგენილი სქემით არ მოხდება მოქმედი კონტრაქტები შეჩერდება. კერძოდ, რუსეთი გაზის მიწოდებას შეაჩერებს. ვინ არიან „არამეგობრული ქვეყნები“? ევროკავშირის ყველა ქვეყანა, დიდი ბრიტანეთი, იაპონია და კიდევ 20 ქვეყანა. „არამეგობრული“ ქვეყნებში რუსული გაზის ყველაზე დიდი 5 იმპორტიორიდან 4 - გერმანია, იტალია, ავსტრია და საფრანგეთი ახალ სქემაში მოხვდა. გაზის საფასურის რუბლში გადახდა არ მოუწევს თურქეთს, რომელიც ამ ხუთეულის წევრია. 2021 წელს „არამეგობრულმა“ ქვეყნებმა $43 მილიარდის რუსული გაზი შეისყიდეს. ესაა იმ თანხის 80%, „რაც „გაზპრომმა“ მილსადენში გატარებული გაზისთვის მიიღო. რუსეთის ექსპორტში გაზის წილი 11%-ია. შესყიდვების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროპისთვის რუსული გაზი კრიტიკულად აუცილებელია. 2021 წელს ევროკავშირმა 155 მილიარდი კუბური მეტრი გაზი შეისყიდა. ესაა ევროპული გაზის იმპორტის 45% და გაზის მოთხოვნის 40% (საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო). აშშ-ს სააგენტო S&P Global Platts-ის ინფორმაციით 2022 წელს ევროპა სანქციებისა და უკრაინაში ომის მიუხედავად რუსულ გაზს შეუფერხებლად მიიღებს. მოუწევთ თუ არა ევროკავშირის ქვეყნებს გაზში რუბლის გადახდა? არ მოუწევთ. კრემლის მიერ წარმოდგენილი ახალი სქემა ასეთია: „არამეგობრული ქვეყნის“ წარმომადგენელმა „გაზპრომბანკში“ ორი ანგარიში უნდა გახსნას ევროში და დოლარში. შემდეგ „გაზპრომბანკი“ უცხოურ ვალუტას გაყიდის „მოსკოვის სავალუტო ბირჟაზე“ და მიღებულ რუბლს შემსყიდველის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხავს, რომელიც თავად გადარიცხავს თანხას „გაზპრომის“ ანგარიშზე. ამასთან რუსეთის ხელისუფლება იტოვებს უფლებას რომ რიგმა ქვეყნებმა და კონტრაქტორებმა გაზი სქემის გვერდის ავლით იყიდონ. რეალურად არაფერი შეცვლილა? არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ „გაზპრომბანკი“, რომლის არხებშიც გაზის საფასურის ტრანზაქციები გაივლის, დასავლური სანქციების ქვეშ, სავარაუდოდ გარანტირებულად აღარ მოხვდება. როგორ იმოქმედებს პუტინის ახალი სქემა რუბლის კურსზე? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლის გადახდის სქემა რუბლის კურსის ვარდნას ვერ შეაჩერებს. „გაზპრომბანკი“ მიღებული ვალუტის 80%-ს მოსკოვის ბანკთაშორის ბირჟაზე გაიტანს, თუმცა ეს რუბლსა და რუსეთის ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება. მაშინ რაში სჭირდება პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აქ მთავარია ეკონომიკური მოსაზრებები და პოლიტიკური წინააღმდეგობა. რუსეთის ხელისუფლებას და პუტინს გაზის საფასურის გადახდის სპეციალური სქემა პირველ რიგში იმისთვის სჭირდებოდა რომ გაერკვია მზადაა თუ არა საერთაშორისო ბაზარი რუსული გაზი და ნედლეული რუბლში იყიდოს. ანალიტიკოსების შეფასებით, გარდა ამისა, რუსეთის ხელისუფლებას სურდა გადაერჩინა თავისი სავაჭრო პარტნიორები რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობისთვის სანქციების საფრთხისგან: საერთაშორისო მარეგულირებელებისთვის უფრო რთულია ტრანზაქციების თვალყურის დევნება რუბლებში. და ბოლოს, თუ კრემლი აიძულებს დასავლეთის ქვეყნებს იყიდონ გაზი რუბლით, ამან შეიძლება შექმნას დამატებითი მოთხოვნა რუსულ ვალუტაზე (და მხარი დაუჭიროს რუბლის კურსს გრძელვადიან პერსპექტივაში) და უზრუნველყოს სანქციების გავრცელება ნედლეულის სრულ ემბარგოზე რუსეთიდან. სწორედ ეს აკრძალვა ვრცელდება ირანული ნავთობის შესყიდვაზე, მაგრამ ირანი კვლავ ახორციელებს საგარეო ვაჭრობას ირანულ არეალში სპეციალური ანგარიშების მეშვეობით. რუსეთს ასევე შეუძლია შექმნას ასეთი ალტერნატიული ფინანსური ინფრასტრუქტურა. კიდევ რა მიზნები აქვს კრემლს და ჩავარდა თუ არა პუტინის გეგმა? პუტინის პირველ განცხადებას, რომ „არამეგობრული“ ქვეყნების მიერ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში უნდა მოხდეს, ევროპელმა პოლიტიკოსებმა და ენერგეტიკული კომპანიების წარმომადგენლებმა კატეგორიული უარით უპასუხეს. როგორც ჩანს, მთელი გასული კვირა რუსეთი და ევროკავშირი ვაჭრობდნენ. შედეგად, მხარეები მივიდნენ „რბილ“ გადაწყვეტამდე, რომელიც ორივე მხარეს შეეფერება. ანალიტიკოსების შეფასებით, კრემლმა შეასრულა თავისი შიდა პიარის მიზნები - ”ჩვენ ვაჩვენეთ ევროპას [ვინ არის პასუხისმგებელი]!” - და ამავდროულად გარანტირებული იქნება „გაზპრომბანკის“ სანქციების საფრთხისგან გამოყვანა. გარდა ამისა, რუსული „გაზპრომბანკისთვის“ გაზის გადასახადების გადაცემის გამო, მცირდება რუსეთის მიერ მისი ენერგორესურსებისთვის თანხების დაბლოკვისა და გაყინვის რისკები. მაგალითად, აშშ-ის ყოფილმა ელჩმა რუსეთში მაიკლ მაკფოლმა შესთავაზა, რომ დემოკრატიულმა ქვეყნებმა შეაჩერონ რუსეთის მიერ მიწოდებული ნავთობის საფასურის გადახდა, სანამ პუტინი ომს არ დაასრულებდა. ამავდროულად, პუტინის განკარგულებით, რუსეთის ხელისუფლება ასევე ვერ შეძლებს „გაზპრომბანკში“ უცხოელი მყიდველების უცხოური ვალუტის სპეციალური ანგარიშების დაბლოკვას ან გაყინვა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კრემლი მიანიშნებს, რომ არ აპირებს დასავლელ მყიდველებს ჩამოართვას რუსული გაზის გადახდის და მიღების შესაძლებლობა. თავის მხრივ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მიიღეს არხი „გაზპრომბანკის“ მეშვეობით, რათა უზრუნველყონ გადახდები გაზზე, რომელიც შეიძლება გამოიყენონ ნებისმიერი სხვა გადასახადისთვის, მაგალითად, ნავთობისთვის. „ირანისა და ვენესუელას გამოცდილება [რომლებიც სანქციების ქვეშ არიან] გვიჩვენებს, რომ ბანკებს შეუძლიათ ტრანზაქციების განხორციელება ისე, რომ მათი საბოლოო ბენეფიციარების დადგენა თითქმის შეუძლებელი იქნება“, - განუცხადა WSJ-ს აშშ-ს ხაზინის ყოფილმა წარმომადგენელმა კერი შტაინბუერმა. გადაწყდა თუ არა პრობლემა? არა. ევროპა კვლავ აპირებს შეამციროს დამოკიდებულება რუსულ ენერგო წყაროებზე - ნავთობზე, გაზზე და ნახშირზე, რადგან კრემლი მათ პოლიტიკურ და ეკონომიკურ იარაღად იყენებს. ევროკავშირმა სწრაფად უნდა იმოქმედოს, განაცხადა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელმა დირექტორმა ფატიჰ ბეროლმა. IEA-მ უკვე შეიმუშავა გეგმა, რათა შემცირდეს რუსული გაზის მიწოდება ევროპაში არსებული 155 მილიარდი კუბური მეტრიდან წელიწადში 55 მილიარდამდე. ექსპერტები ევროკავშირს ურჩევენ: არ დადოს ახალი კონტრაქტები გაზპრომთან, შეცვალოს რუსული გაზი LNG-ით შეერთებული შტატებიდან და მილსადენებით ნორვეგიიდან და აზერბაიჯანიდან, მოახდინოს ბირთვულ ენერგიაზე ფოკუსირება, შეამციროს შენობების გათბობის ტემპერატურა ევროკავშირში, დაზოგოს 200 მილიარდი ევრო ელექტროენერგიის გაძვირების პირობებში ყველაზე დაუცველი მომხმარებლების მხარდასაჭერად. რამდენად რეალურია ამ ამოცანის სწრაფად მიღწევა? ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს ძალიან რთული იქნება. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისაა, რომ ევროპა აჭიანურებს „გაზპრომზე“ დამოკიდებულების შემცირებას, რაც დიდი ხანია დაგეგმილი იყო. ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მსოფლიო ბაზარზე თხევადი გაზის დამატებითი მოცულობის პოვნის შესაძლებლობაზე. მაგრამ ამ დროისთვის ამ ბაზარზე დეფიციტია და არსებული LNG ქარხნები სრული დატვირთვით ფუნქციონირებს. რუსული გაზის მთავარი ალტერნატივა არის თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტი აშშ-დან და ყატარიდან, მაგრამ ამისთვის ევროპის ბაზარზე გათვლილი LNG სიმძლავრეები უნდა გაფართოვდეს. ამას შეიძლება ხუთიდან შვიდი წელი დასჭირდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, რუსული გაზის (ევროპული ბაზრისთვის მიწოდების ერთ-ერთი ყველაზე იაფი წყარო) შემცვლელის პოვნა გაზის მაღალი ფასების შენარჩუნებას ნიშნავს. მაგალითად, გერმანიის 41,5 მილიონი ოჯახებიდან დაახლოებით ნახევარი გაზს იყენებს გასათბობად. გერმანულ ოჯახს, რომელმაც 2022 წლის მარტში გააფორმა კონტრაქტი გაზის კომპანიასთან, წლის განმავლობაში საშუალოდ 62%-ით მეტი უნდა გადაიხადოს, ვიდრე 2021 წლის დეკემბერში დადებული ასეთი კონტრაქტი. ხოლო დიდ ბრიტანეთში, მომდევნო 12 თვის განმავლობაში, საშუალო ოჯახის გადასახადი ყველაფერზე, რაც ეხება ენერგორესურსებს (გათბობა, ცხელი წყალი, ელექტროენერგია) გაიზრდება 1100 ფუნტით. მთლიანი ხარჯები ინფლაციის გამო გაძვირებული პროდუქტების გათვალისწინებით 2600 ფუნტით. გაზის (+81%) და ელექტროენერგიის (+36%) სტანდარტული ტარიფების 1 -ელ აპრილს გაზრდით ქვეყანაში ხუთი მილიონი ოჯახი „ენერგეტიკული სიღარიბის“ მდგომარეობაში აღმოჩნდება. რა მოხდება, თუ ვითარება გაუარესდება და კრემლი მაინც გადაწყვეტს ევროპის „გათიშვას“ რუსული გაზისგან? ექსპერტების შეფასებით, ეს იქნება გიგანტური შოკი ევროპის ეკონომიკისთვის. მაგრამ ამავდროულად რუსეთისთვის ევროპული მიმართულებით ექსპორტის შემცირება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების მკვეთრ ვარდნას ნიშნავს. 2022 წლის ბიუჯეტის კანონის მიხედვით, ქვეყნის შემოსავლების 38,1% ნავთობისა და გაზის შემოსავლებზე მოდის. შეუძლებელი იქნება გამოშვებული ნაკადების სწრაფად გადამისამართება სხვა მიმართულებით (მაგალითად, ჩინეთში) , მაშინ რუსეთს მოუწევს ახალი და ძვირადღირებული ინფრასტრუქტურის შექმნა..
Wizz Air-ი რუსეთში ფრენებს აჩერებს
უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-ი რუსეთის ფედერაციაში ფრენებს 30 ოქტომბრამდე აჩერებს. ამის შესახებ კომპანიამ განცხადება Facebook-ზე გაავრცელა. მომხმარებელი ავაიაბილეთების დაჯავშნას ვეღარ შეძლებს. დამატებითი ცვლილებების შესახებ კომპანია ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებს. Wizz Air-ი 2003 წლის სექტემბერში შეიქმნა. მისი მთავარი ინვესტორი ამერიკული კერძო საინვესტიციო კომპანია „Indigo Partners“-ია, რომელიც სატრანსპორტო ინვესტიციების კუთხით სპეციალიზირდება. Wizz Air-მა პირველი ფრენა 2004 წლის 19 მაისს კატოვიცეს საერთაშორისო აეროპორტიდან განახორციელა. 2015 წლის 25 თებერვალს Wizz Air-მა ლონდონის საფონდო ბირჟაზე დაიწყო ვაჭრობა. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ და დასავლური სანქციების შედეგად უცხოურმა კომპანიებმა რუსეთის ბაზარზე საქმიანობის შეჩერებისა და გასვლის შესახებ განაცხადეს. იელის უნივერსიტეტის მონაცემებით ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთის ბაზარის დატოვბის ან საქმიანობის შეჩერების შესახებ 400-მა კომპანიამ განაცხადა. სია განახლებადია. ასევე წაიკითხეთ რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა ოქროს რეზერვების შემცირების შესახებ განაცხადა აშშ რუსეთის დუმის დეპუტატებსა და თავდაცვის სექტორს ახალ სანქციებს უწესებს ბრიტანეთმა გააძლიერა რუსეთის მიმართ სანქციები - სიაშია „გაზპრომბანკი“, ოლიგარქები - შვიდლერი და ტინკოვი ნიდერლანდებმა €400 მილიონამდე რუსული აქტივი გაყინა საფრანგეთის მთავრობამ რუსეთის ცენტრალურ ბანკს 22 მლრდ ევროს მოცულობის, ასევე სანქციებში მოყოლილი ფიზიკური პირების ანგარიშები გაყინა აშშ-ის სანქციების ახალი პაკეტში რუსეთის დუმის 300-მდე დეპუტი მოხვდება Bloomberg: ევროკავშირი რუსი ბიზნესმენების გაყინული აქტივების უკრაინის აღსადგენად გამოყენების შესაძლებლობას განიხილავს Bloomberg: ლონდონში ჩარჩენილი რუსი ოლიგარქი ფრიდმანი დამლაგებელს ფულს ვერ უხდის ესპანეთში „როსნეფტის“ დირექტორის კიდევ ერთი იახტა დააკავეს