ძებნის რეზულტატი: პრეზიდენტი
ლიეტუვის პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა ეწვია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. ინფორმაციას EUMM ავრცელებს. როგორც ცნობილია, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა მარეკ შჩიგელმა, რომელიც ვიზიტისას შეუერთდა პრეზიდენტ ნაუსედას, მიაწოდა მას ინფორმაცია ადგილზე უსაფრთხოების და ჰუმანიტარული კუთხით განვითარებულ უკანასკნელ მოვლენებზე და შესთავაზა საკუთარი აღქმა ხურვალეთის რაიონის გეოგრაფიულ თავისებურებებზე. ,,გაყოფილ სოფელ, დიდ ხურვალეთში მან ასევე ახსნა თუ რა უარყოფით გავლენას ახდენს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ადამიანის უფლებებზე მიმდინარე „ბორდერიზაციის“ ისეთი მოქმედებები და ნიშნები, როგორებიცაა მავთულის ახალი ღობეების და სათვალთვალო კოშკების დაყენება. პრეზიდენტსა და მისიას შორის საუბრისას ყურადღება კონკრეტულად გამახვილდა შეზღუდვებზე, რომლებსაც „ბორდერიზაცია“ იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლებაზე, მათ შორის განათლებაზე, ჯანმრთელობის მომსახურებაზე, მიწასა და საკუთრებაზე წვდომის კუთხით. დისკუსიამ ასევე ხაზი გაუსვა იმას თუ როგორ გააუარესა COVID-19-ის პანდემიამ ადგილზე ჰუმანიტარული მდგომარეობა და გაზარდა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაში არსებული გამოწვევები. ამ კონტექსტში, ლიეტუვის პრეზიდენტმა თბილად შეაფასა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის და ნდობის აღდგენაში გაწეული მუშაობისთვის. მან ასევე მადლიერება გამოხატა ინფორმაციული საველე ვიზიტისთვის. . მაღალი დონის უკანასკნელი ლიეტუვური ვიზიტი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე შედგა 2021 წლის 29 აპრილს, როდესაც საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვია ოძისის რაიონს, მათ შორის ოძისის გადაკვეთის კონტროლირებად პუნქტს", - აღნიშნულია განცხადებაში
ლიეტუვის პრეზიდენტი: ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად, ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის
ლიეტუვის პრეზიდენტის გიტანას ნაუსედას განცხადებით, ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას. როგორც საოკუპაციო ხაზთთან ჩასულმა პრეზიდენტმა განაცხადა, ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ,,აქ იმის სათქმელად ვარ, რომ ლიეტუვა არასოდეს შეეგუება სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპაციას, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ჩემთვის იყო იმის ნახვა, თუ როგორ ცხოვრობს აქ ხალხი, როგორი ვითარებაა, როგორი ჰუმანიტარული მდგომარეობაა აქ და სამწუხაროდ, მე ვხედავ დანგრეულ ყოფას, დარღვეულ ყოფას, რომელსაც განაპირობებს ზოგი პოლიტიკოსის გადაწყვეტილება გეოპოლიტიკური სიტუაციის გამო, მოახდინოს დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია, ამ შემთხვევაში საქართველოსი. ვნახე რომ ხალხი ბევრ შესაძლებლობას არის მოკლებული, მათ არ შეუძლიათ, მიიღონ პენსია, არ აქვთ წყალმომარაგება , სკოლისადმი ხელმისაწვდომობა შეზღუდულია და გართულებულია. ადგილობრივებს მე ვკითხე რაზე ოცნებობენ და იცით რა მიპასუხეს? ისინი სახლში დაბრუნებაზე ოცნებობენ. ისინი თავის სახლზე ოცნებობენ ამიტომაც არის საჭირო ამ ხალხის უფლებებისთვის ბრძოლა, რომ მათი ოცნება ახდეს, რომ დაუბრუნდნენ სახლებს. ჩვენი ძალისხმევა უნდა მივმართოთ სხვადასხვა საერთშორისო კონფერენციასა და ღონისძიებაზე, ვიდრე ეს პრობლემა არ მოგვარდება. ვიდრე ეს ტერიტორიები ოკუპირებულია ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სიტუაციის შესაცვლელად და ვიბრძოლოთ ამ ხალხისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. რაც შეეხება რუსეთთან დაკავშირებულ სანქციებს, ნაუსედა აცხადებს: „ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთისთვის დამატებით შესაძლო სანქციებზე არა მხოლოდ ბელარუსთან დაკავშირებით, თვითმფრინავის ინციდენტის გამო. უნდა წარმოიდგინოთ, ევროკავშირი არის 27 წევრისგან შემდგარი ორგანიზაცია და ყველა მათგანს განსხვავებული მიდგომა აქვს იმის შესახებ, რა ხდება ამ რეგიონში, ბელარუსსა და რუსეთში. ზოგჯერ რთულია საერთო საზომის პოვნა ჩვენ შორის, მაგრამ ვცდილობთ, ამ საერთო საზომის პოვნას, ხშირად ეს გამოგვდის, ზოგჯერ ძალიან დაგვიანებულია და დიდი დრო სჭირდება, რაც პრობლემაა, მაგრამ ეს არის დემოკრატია, დემოკრატია არ არის მარტივი“. ცნობისთვის, ლიეტუვის პრეზიდენტი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია. ნაუსედა შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან,პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან,პარლამენტის თავმჯდომარესთან კახა კუჭავასთან და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ილია მეორესთან
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვან მოვლენებთან დაკავშირებით ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, კელი დეგნანთან და კარლ ჰარცელთან ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 16 ივნისს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. როგორც ცობილია, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ვიზიტის ფარგლებში ასევე, გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრა.
დღეს საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა
დღეს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდარს (ვატიკანს) ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან. ამასთან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ანა ბიერდე საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონში, ანა ბიერდე საქართველოს თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით 17 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას მსოფლიო ბანკი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ორდღინი ვიზიტის განმავლობაში, ანა ბიერდე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, ასევე მთავრობის სხვა წევრებს, მათ შორის, ფინანსთა მინისტრს ლაშა ხუციშვილს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ნათია თურნავას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდება. „მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვედრებს გამართავს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ის ასევე შეხვდება პარტნიორებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და განვითარების მიმართულებით მოღვაწე საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ანა ბიერდე ასევე ესტუმრება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს - ტექნოპარკს, სადაც მსოფლიო ბანკის ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის პროექტის (GENIE) ბენეფიციარებს შეხვდება. შვედეთის მოქალაქემ ანა ბიერდემ, მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა 2020 წლის 1-ელ მაისს დაიკავა. ამ პოზიციაზე ის ხელმძღვანელობს მსოფლიო ბანკის სტრატეგიულ, ანალიტიკურ, ოპერაციულ და საგანმანათლებლო საქმიანობას ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ვატიკანში ქართული კულტურისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით, პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა
ქართული კულტურისა და მრავალხმიანი ქართული ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის მიზნით ვატიკანში, პრეზიდენტის სახელით, მიღება გაიმართა. მიღება რომში, კანცელარიის სასახლეში ანსამბლ „ბასიანის" მონაწილეობით ჩატარდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა მიღებაზე მოწვეულ სტუმრებსა და ვატიკანში აკრედიტებულ დიპლომატებს სიტყვით მიმართა და ქართული კულტურის, ტრადიციებისა და ღირებულებების შესახებ ისაუბრა. „საქართველო, საუკუნეების განმავლობაში, ტოლერანტობის ქვეყანა იყო, რაც ჩვენი ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. დღეს ტოლერანტობა მრავალმხრივ საფრთხის ქვეშაა. საქართველოშიც ვხედავთ პოლარიზაციას, რასაც საერთო ღირებულებების გაზიარება უნდა დავუპირისპიროთ. ამ ღირებულებებს განმტკიცება, ჩვენ კი, მრავალ სფეროში სოლიდარობა და მხარდაჭერა გვჭირდება, რადგან საქართველო პატარა ქვეყანაა. 300 წლის წინ სულხან - საბა ორბელიანი ვატიკანში ჩამოვიდა და პაპთან აუდიენცია გამართა. უკვე მაშინ, ის საქართველო-ვატიკანს შორის კავშირების დამყარებას ცდილობდა. დღეს სულხან-საბა ქართული დიპლომატიის მამად არის მიჩნეული და ქრისტიანულ ევროპასთან კავშირის სიმბოლოა. დღეს აქ წარმოგიდგინეთ ქართული მრავალხმიანი სიმღერა, რომელიც ქართული უნიკალური კულტურის ნაწილია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ სიმღერებით მცირედით მაინც გასაგები გახდება რა იყო, რა არის და რა იქნება საქართველო! ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი საღამო საქართველოში სტუმრობის სურვილს გაგიჩენთ",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე აშშ-სა და თურქეთს შორის დიალოგი გაგრძელდება
Reuters-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ შტატებისა და თურქეთის პრეზიდენტები ავღანეთის თემაზე შეთანხმდნენ, თუმცა რუსული სარაკეტო კომპლექსის, „ეს-400“-ის საკითხი კვლავ არ გადაჭრილა. როგორც სალივანი ამბობს, ბაიდენი და ერდოღანი ავღანეთის თემაზე კონკრეტულად შეთანხმდნენ, რომ ამ ტერიტორიიდან უცხოელი ჯარისკაცების გასვლის პერიოდში ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების დაცვაში თურქი სამხედროები წამყვან როლს შეასრულებენ. ამასთან, სალივანის განცხადებით, თურქეთის მიერ რუსეთისგან სარაკეტო კომპლექსების შეძენის საკითხზე შეთანხმება არ შედგა და დიალოგი გაგრძელდება.
მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტი: საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი
საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და საქართველო მალევე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგსა და პროგრამას, რასაც ჩვენ დიდი სიამოვნებით დავუჭერთ მხარს, – ამის შესახებ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპასა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, მსოფლიო ბანკი მომავალშიც დაეხმარება საქართველოს, ვაქცინაციის კუთხით. "ჩვენ მრავალპლატფორმული დახმარება გვაქვს საქართველოსთვის, ერთ-ერთი წარმატებული პროგრამა საქართველოში ხორციელდება, ვაქცინაციის კუთხით და ეს არ არის ერთი არხი, ერთი საშუალება. ჩვენ დიდი სიამოვნებით დავეხმარებით ქვეყანას შემდგომშიც, ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში. ჯანდაცვის სფეროს გარდა, მსოფლიო ბანკი საქართველოს ეხმარება მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების გაძლიერებაში. ეს ის სფეროა, სადაც მთელ რეგიონში ძალიან დიდი მოთხოვნა არსებობს და ჩვენ საქართველოს ამ კუთხით დიდი სიამოვნებით ვეხმარებით. ჩვენ უნდა ვახსენოთ, რომ მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შენარჩუნება და ამ კუთხით ჩვენთვის აქტუალური გახდა ეს სეგმენტი. საქართველოს პრემიერ-მინისტრს მომავალზეც ვესაუბრეთ, დიდი სურვილი გვაქვს, რომ ახალი სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დახმარება იქნება აქტუალური. მინდა ვთქვა, რომ საქართველო არის წარმატებული რეფორმატორი და ის მალე დაუბრუნდება რეფორმების დღის წესრიგს და პროგრამას ჩვენ დიდი სიამოვნებით მხარს დავუჭერთ“, -განაცხადა ანა ბიერდემ. მისივე თქმით, მსოფლიო ბანკი დაეხმარება საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და ბევრი სხვა მიმართულებით. "მიგვაჩნია, რომ გაციფროვნება და ციფრული ეკონომიკა არის ის მიმართულება, რომელზეც ჩვენ დავეხმარებით ქვეყანას. ჩვენ უკვე ვეხმარებით საქართველოს Log in Georgia-ს პროექტის ფარგლებში, რომელიც ძალიან ახლოს არის ჩემს გულთან. ეს პროგრამა გულისხმობს როგორც სოფლად, ასევე ქალაქად მრავალი ათასი ადამიანის ჩართულობას მაღალი სიჩქარის ინტერნეტში და ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს. ეკონომიკის გაძლიერებისა და განვითარების კუთხით მიმაჩნია, რომ ამბიციური პროგრამა და გეგმა არსებობს ქვეყანაში მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების თვალსაზრისით, ასევე, სიღრმისეული მიმართულება არსებობს კონკურენციის და დინამიური ეკონომიკის განვითარების კუთხით. და ბოლოს, ჩვენ ძალიან გვაინტერესებს ის მიმართულება, რომელიც გულისხმობს გარემოს დაცვას, მდგრად განვითარებას, არის კიდევ რამდენიმე სექტორი, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – კლიმატის ცვლილებები და ამ მიმართულებით მედეგობის განვითარება, სოფლის მეურნეობა და ა.შ. საბოლოო ჯამში უნდა ვთქვა, რომ მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არასოდეს მოვაშორებთ თვალს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მაგრამ აქაც ძალიან გვახარებს, რომ რეაგირების ის პროგრამა, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება ძალიან კარგი იყო, ეხმარებოდა ქვეყანას და მომავალშიც ასე გაგრძელდება", - განაცხადა ანა ბიერდემ.
პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს: საქართველო მადლიერია თქვენ მიერ გაწეული სამსახურისათვის, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით არჩევას ულოცავს. "გულწრფელად ვულოცავ ანტონიო გუტიერეშს გაეროს გენერალურ მდივნად ხელახლა არჩევას. ახლა ვიდრე ოდესმე, მსოფლიოს მულტილატერალიზმი ესაჭიროება. საქართველო მადლიერია თქვენ მიერ წლების განმავლობაში გაწეული სამსახურისათვის და ველი ჩვენი ღრმა თანამშრომლობის გაგრძელებას", - წერს სალომე ზურაბიშვილი Twitter-ში. პრეზიდენტი ანტონიო გუტერეშს: საქართველო მადლიერია თქვენ მიერ გაწეული სამსახურისათვის, ველი თანამშრომლობის გაგრძელებას ანტონიო გუტერეში გაეროს გენერალურ მდივნად მეორე ვადით დაამტკიცეს
ირანის ახალი პრეზიდენტი: ჩვენი მთავრობის პრიორიტეტი რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება
ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისის განცხადებით, მისი მთავრობის პრიორიტეტი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ირანის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობების გაუმჯობესება იქნება. ამის შესახებ მან პრეზიდენტად არჩევნების შემდეგ მის პირველ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც რაისი აცხადებს, ირანს მსოფლიოსთან ურთიერთქმედება ესაჭიროება. ”ირანს სურს სამყაროსთან ურთიერთობა. ჩემი მთავრობის პრიორიტეტი იქნება რეგიონის მეზობლებთან ურთიერთობების გაუმჯობესება", - განაცხადა რაისმა. პრესკონფერენციაზე მან საუდის არაბეთს და მის მოკავშირეებს იემენის საშინაო საქმეებში ჩარევის შეჩერებისკენ მოუწოდა. ”საუდის არაბეთმა და მისმა მოკავშირეებმა დაუყოვნებლივ უნდა შეაჩერონ იემენის საშინაო საქმიანობაში ჩარევა”, - თქვა ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა. საუდის არაბეთი იემენის ომში 2015 წლიდან არის ჩართული, როდესაც ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჰუსიტების დაჯგუფებამ ადგილობრივი ხელისუფლება დედაქალაქიდან გააძევა. ცნობისთვის, იბრაჰიმ რაისიმ 18 ივნისს გამართული ირანის საპრეზიდენტო არჩევნები, 62%-ით მოიგო. პრეზიდენტის პოსტზე მან ჰასან რუჰანი შეცვალა.
ფილიპინების პრეზიდენტი პატიმრობით ემუქრება მათ, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გაიკეთებს
ფილიპინების პრეზიდენტი როდრიგო დუტერტე პატიმრობით ემუქრება იმ მოქალაქეებს, რომლებიც Covid19-ის საწინააღმდეგო აცრაზე უარს იტყვიან. კორონავირუსის ე.წ. დელტა ვარიანტის გავრცელების გამო, ფილიპინების მთავრობამ საზღვრებზე კონტროლი გააძლიერა. ფილიპინების 110-მილიონიანი მოსახლეობის მხოლოდ 1.95 პროცენტია აცრილი. დუტერტე ამბობს, რომ ვინც აცრაზე უარს იტყვის, ქვეყანა უნდა დატოვოს და ინდოეთში ან აშშ-ში წავიდეს. „თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ: მიიღებთ ვაქცინას ან მე ციხეში გაგგზავნით“, – განაცხადა დუტერტემ. ფილიპინებმა ვაქცინაციის პროგრამა მარტში დაიწყო, მაგრამ აცრის რამდენიმე ცენტრში მოსახლეობის დაბალი აქტივობაა. როდრიგო დუტერტეს განცხადებით, ვაქცინაციის მოწინააღმდეგეები აბრაზებენ და მათ „ღორებისთვის განკუთვნილი ვაქცინით აცრის“.
საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია კიევში უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში ხვალ, 23 ივნისს გაიმართება. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს შეხვდება. შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში ჩატარდება. კიევში დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები: უკრაინის პრემიერთან, დენის შმიგალთან და უკრაინის ეროვნული რადას თავმჯდომარესთან, დმიტრო რაზუმკოვთან. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას სახელმწიფო დელეგაციასთან ერთად ეწვია, რომლის შემადგენლობაშიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები შედიან.
უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა
უკრაინის პრეზიდენტის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა. დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა საქართველოს და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები. უკრაინისა და საქართველოს პრეზიდენტებმა ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში 22 ივნისს ჩავიდა. სალომე ზურაბიშვილი უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერს და რადის თავმჯდომარეს შეხვდება. ბოლო 15 წლის განმავლობაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უკრაინაში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ფლოიდის მკვლელისთვის გამოტანილ განაჩენს გამოეხმაურა
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, მინეაპოლისის პოლიციის ყოფილი ოფიცერისთვის, დერეკ შოვინისთვის მისჯილი 22-წლიანი პატიმრობა "როგორც ჩანს, მართებულია". ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. "მე არ ვიცნობ ყველა გარემოებას, რომელიც სასამართლომ განიხილა, მაგრამ, როგორც ჩანს, მოქმედი წესების მიხედვით, განაჩენი მართებულია", - განაცხადა ბაიდენმა. ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ დერეკ შოვინს 22.5 წლით პატიმრობა მიესაჯა
გაბრიელიუს ლანდსბერგისი: ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც ლუკაშნეკოს შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა
ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი ბელარუსის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ბელარუსის მონაწილეობა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, Twitter-ზე გამოეხმაურა. "უკანონო მმართველებს არ შუძლიათ მიიღონ კანონიერი გადაწყვეტილებები.. ლუკაშენკოს გადაწყვეტილება, გავიდეს ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამიდან და რეადმისიის შეთანხმებიდან, არ უნდა განვიხილოთ სერიოზულად. ერთადერთი ადგილი, რომლის დატოვებაც მას შეუძლია, პრეზიდენტის სასახლეა“, - წერს ლანდსბერგისი. ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბელარუსმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატივაში მონაწილეობა შეაჩერა. შარლ მიშელი: აღმოსავლეთ პარტნიორობაში მონაწილეობის შეჩერებით, ბელარუსმა კიდევ ერთი ნაბიჯით დაიხია უკან
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრობის მსურველებმა დოკუმენტაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 7 ივლისამდე უნდა წარადგინონ. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ათწლიანი ვადა მიმდინარე წლის ივლისში ეწურება. ახალი წევრი კი, პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოში, უნდა გაამწესოს სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს ერთი თვისა და არაუგვიანეს ათი დღისა. 7 ივლისამდე დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი დოკუმენტაცია (ბიოგრაფია და კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები) საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში (ათონელის ქუჩა N25) ან, გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: info@president.gov.ge“, - აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.
საქართველოს პრეზიდენტი დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად პარიზის გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს პარიზში, ემანუელ მაკრონთან, კამალა ჰარისთან, შარლ მიშელთან, ანგელა მერკელთან და სხვა მსოფლიო ლიდერებთან ერთად, საერთაშორისო ფორუმში Generation Equality Forum მიიღებს მონაწილეობას და სიტყვით გამოვა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ფორუმი, რომელიც გენდერული თანასწორობისთვის საჭირო ქმედებებსა და ანგარიშვალდებულებებზე საჯარო დისკუსიას წარმოადგენს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, საფრანგეთისა და მექსიკის თანათავმჯდომარეობითა და სამოქალაქო საზოგადოების პარტნიორობით ტარდება. ფორუმს დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ ასევე, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი პუმზილე მლამბო ნქგუკა, მექსიკის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს ობრადორი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლეიენი, შეერთებული შტატების ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი. ფორუმის ფარგლებში იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრა გაეროს გენერალურ მდივან ანტონიო გუტიერეშთან. გლობალური ფორუმი 29 მარტს მეხიკოში დაიწყო და პარიზში 2 ივლისს დასრულდება.
პრემიერი: აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა
აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს Pfizer-ის ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დამატებითი დეტალები მოლაპარაკებების დასრულებისთანავე გაცდება ცნობილი. „აშშ-ის მთავრობის და უშუალოდ პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის რამდენიმე ასეული ათასი დოზა საჩუქრად გადაეცემა. ამის თაობაზე ცოტა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ჩვენს მეგობრებსა და კოლეგებთან საბოლოო დეტალებს გავივლით, ვაცნობებთ ჩვენს საზოგადოებას“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. თეთრი სახლი: აშშ ვაქცინის 80 მილიონ დოზას სხვადასხვა ქვეყანას, მათ შორის საქართველოს გაუნაწილებს ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ყოფნისას გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ საქართველოს ვაქცინებს მიაწვდის. საქართველოში მილიონი დოზა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჩამოვიდა ირაკლი ღარიბაშვილი: მზად ვართ, ორშაბათიდან დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაცია Sinopharm-ით აცრისთვის რეგისტრაციის თარიღი ცნობილია ეკატერინე ტიკარაძე: ის ეტაპი, რომელიც დღეს იწყება კოვიდპანდემიასთან ბრძოლაში, არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაზა
პრეზიდენტი: მიუღებელია ძალადობა და ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს
„ძალადობა მიუღებელია! ვგმობ დღეს განვითარებულ მოვლენებს და ძალადობის ნებისმიერი სახითა და ფორმით გამოვლინებას, ადამიანების დევნას განსხვავებული აზრის, ან გენდერული იდენტობის გამო“, - პრეზიდენტის განცხადებას ადმინისტრაცია ავრცელებს. „ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი! მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას. მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. მოვუწოდებ ყველას თავშეკავებისკენ და შესაბამის ორგანოებს კი, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უზრუნველყოფისა და ნებისმიერი ძალადობრივი ქმედების აღკვეთისაკენ! მიუღებელია ყველანაირი წაქეზება, რაც ხელს უწყობს რადიკალურ ქმედებებს, საზოგადოების პოლარიზაციას, აღვივებს დაპირისპირებას, აზიანებს ქვეყანას, საფრთხეს უქმნის სახელმწიფოს სტაბილურობას“, - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი. თბილისის მერი: წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია ნინო ლომჯარია: „თბილისი პრაიდის“ მიერ მარშის გაუქმების მიუხედავად, ეს ადამიანები არიან სერიოზული საფრთხის ქვეშ საელჩოები: ვგმობთ დღევანდელ ძალადობრივ თავდასხმებს და ასევე ხელისუფლების ლიდერებისა და სასულიერო პირების მხრიდან ამ ძალადობის არდაგმობას მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ ძალადობრივ ქმედებებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო შსს-მ მოძრაობა "სირცხვილიას" და "თბილისი პრაიდის" ოფისზე განხორციელებულ კანონსაწინააღმდეგო ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო