ძებნის რეზულტატი:
ზელენსკის თქმით, რუსეთში იძულებით გადაყვანილთა შორის 200 000-ზე მეტი ბავშვია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა 200 000-ზე მეტი უკრაინელი ბავშვის დეპორტაცია მოახდინა. მისივე თქმით, 700-მდე ბავშვი დაშავდა ან დაიღუპა რუსეთის თავდასხმების დროს, კიდევ 139 ბავშვი დაკარგულია. მაიკლ კარპენტერი: მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ მოსკოვმა შესაძლოა, გააძლიეროს უკრაინელთა იძულებით გადაყვანა რუსეთში UNICEF-მა პირველ ივნისს განაცხადა, რომ ძირითადად, დასახლებულ რაიონებში ასაფეთქებელი იარაღების გამოყენებით თავდასხმების გამო, უკრაინაში ყოველდღიურად 2-ზე მეტი ბავშვი იღუპება და 4-ზე მეტი ზიანდება, ამ მონაცემს გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიც ადასტურებს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა
ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო დავა დეპის გამარჯვებით დასრულდა. ჰოლივუდის მსახიობის ყოფილ მეუღლეს, ასევე მსახიობს ემბერ ჰერდის ნაფიცმა მსაჯულებმა დეპის სასარგებლოდ, მიყენებული რეპუტაციული ზიანის გამო, 15 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა, ხოლო თავად ჯონი დეპს ჰერდის მისამართით 2 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაევალა. ჯონი დეპი ვერდიქტის გამოტანას არ დასწრებია და პირველი კომენტარი სოციალურ ქსელ Instagram-ში გააკეთა. "ექვსი წლის შემდეგ ნაფიცმა მსაჯულებმა ცხოვრება დამიბრუნეს, რისთვისაც მადლობელი ვარ", - წერს დეპი. ამასთან, ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ემბერ ჰერდმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილებით გულგატეხილია. ცნობისთვის, სასამართლო პროცესი აპრილში დაწყო, რომელიც 6 კვირა გაგრძელდა, ჯამში 100 საათზე მეტხნიანი დაკითხვებით.
უკრაინას სარაკეტო სისტემებს დიდი ბრიტანეთიც მიაწვდის
გაერთიანებული სამეფო უკრაინას მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით დაეხმარება. CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. საუბარია M270-ზე, რომლის მოქმედების არეალი გამშვებებს, 80 კილომეტრამდეა (49,7 მილი). ბრიტანეთის შეფასებით, ეს დახმარება უკრაინას მნიშვნელოვნად გააძლიერებს. „ეს ნაბიჯი მჭიდროდ კოორდინირებულია შეერთებული შტატების გადაწყვეტილებასთან, უკრაინას მიაწოდოს მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები (HIMARS)“, - აღნიშნავს თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში გლობალური უსაფრთხოების ფორუმში მონაწილეობს. „მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია. თან იმავდროულად შეუძლია, უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად აღიარა
ირლანდიის შეფასებით, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრა გენოციდის აქტია. ირლანდიის სენატმა უკრაინაში რუსეთის გენოციდის შესახებ შესაბამისი რეზოლუცია მიიღო. 11 მაისს, ჩეხეთის სენატმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში პირველად დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად მიიჩნიეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ ნორვეგიის შიდა გვარდიასთან ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გააფორმა
საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და ნორვეგიის შიდა გვარდიის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა მარტენ ეგენმა მოაწერეს ხელი. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა შეხვედრისას ორი ქვეყნის გვარდიებს შორის თანამშრომლობის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება და საქართველოს ეროვნული გვარდიის განვითარებისა და გაძლიერების გზებზე იმსჯელეს. "ხუთწლიანი გეგმა მიზნად ისახავს ბატალიონის, ბრიგადისა და ეროვნული გვარდიის შტაბის დონის სამეთაურო-საშტაბო სწავლებების (CPX) დაგეგმვასა და აღსრულებას, ტერიტორიული რეზერვის ქვედანაყოფების მომზადებისთვის კონცეფციის შემუშავებასა და განხორციელებას, ასევე რეზერვისტთა წვრთნებზე დაკვირვებას. გენერლებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს ეროვნულ გვარდიასა და ნორვეგიის შიდა გვარდიას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გერმანიის საელჩო: საქართველოდან გერმანიაში შესვლა კვლავ, სულ მცირე ორი დოზით აცრილი პირებისთვისაა შესაძლებელი
საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვისაა შესაძლებელი, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში გერმანიის საელჩოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. ამასთან, ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ. „გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: გერმანიაში გამარტივებული კოვიდრეგულაციებით შესვლას პირველი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებიც შეძლებენ
დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება - Reuters
ოთხშაბათს ჩატარებული რეფერენდუმის შემდეგ, დანია ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკას შეუერთდება. საბოლოო შედეგებმა აჩვენა, რომ ამომრჩეველთა თითქმის 67% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობას ემხრობა, რაც დანიაში ევროკავშირის საკითხზე რეფერენდუმის მხარდაჭერის ყველაზე დიდი მაჩვენებელია. გამოკითხულთა დაახლოებით 33% ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) წევრობის წინააღმდეგი იყო. „ჩვენ გავუგზავნეთ სიგნალი ჩვენს მოკავშირეებს NATO-ში, ევროპაში. ჩვენ მკაფიო სიგნალი გავუგზავნეთ პუტინს. როდესაც პუტინი შეიჭრა თავისუფალ და დამოუკიდებელ ქვეყანაში, როდესაც პუტინი საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას, ჩვენ ყველანი ვუახლოვდებით ერთმანეთს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მეტე ფრედერიკსენმა. დანიას შეეძლება, მონაწილეობა მიიღოს ერთობლივ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა სომალის, მალისა და ბოსნია და ჰერცეგოვინაში და ითანამშრომლოს ერთობლივი სამხედრო შესაძლებლობების შეძენის კუთხით.
სებ: გაურკვევლობა მაკროეკონომიკურ ტენდენციებთან დაკავშირებით მაღალია, თუმცა საქართველოს ფინანსური სისტემა სტრესის გასაძლებად მზადაა
ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა „კონტრციკლური ბუფერი“ უცვლელად, 0%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გაიმართა, რომელზედაც საფინანსო სექტორში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იმსჯელეს. მიღებული გადაწყვეტილებით, სებ-ი კომერციული ბანკებისთვის "კონტრციკლურ ბუფერს" უცვლელად ინარჩუნებს. ამასთანავე, ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების ფონზე, ქვეყნის ფინანსური სისტემა "სტრესის გასაძლებად მზად არის". სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დაკრედიტების წლიური ზრდა 18%-ია. „2022 წლის აპრილში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 18.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით, ხოლო ვალუტების ჭრილში, ეროვნული ვალუტით არის განპირობებული. გასული ერთი წლის განმავლობაში, სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) ფარდობა შემცირდა, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს. შედეგად, 2022 წლის მეორე კვარტალში სესხების მშპ-თან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს მცირედით ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მაჩვენებელი, მსგავს ქვეყნებთან შედარებით, კვლავ მაღალია. კომიტეტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია საკრედიტო ზრდა ეკონომიკური აქტივობის თანაზომიერი იყოს, ხოლო სესხების ზრდა ხელს უწყობდეს ეკონომიკის მდგრად ზრდასა და მოსახლეობის კეთილდღეობას ისე, რომ ფინანსური სტაბილურობის ჭარბი რისკები არ დაგროვდეს", - წერს ეროვნული ბანკი. ამასთან, ეროვნული ბანკისგანცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა საქართველოში მსოლოდ ერთ ბანკს შეეხო. „მიუხედავად შესაძლო დანაკარგებისა, კაპიტალის არსებული ბუფერები ზარალის შთანთქმის საშუალებას იძლევა და სისტემის დონეზე კაპიტალის კოეფიციენტი მინიმალურ საზედამხედველო მოთხოვნას აღემატება. პირდაპირი სანქციები მხოლოდ ერთ, რუსული ბანკის შვილობილ ბანკს შეეხო და ეს პრობლემა აქტივ-ვალდებულებების ნაწილის სხვა ბანკებზე გაყიდვით მალევე გადაიჭრა. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი განახორციელებს კონტრციკლურ ღონისძიებებს, როგორც ეს პანდემიის საწყის პერიოდში გააკეთა, და რამაც ხელი შეუწყო ფინანსური სექტორის მდგრადობას. აქვე აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მაკროეკონომიკური მოვლენები კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ეროვნული ბანკის სწორ, წინმსწრებ პოლიტიკას დოლარიზაციის შემცირების მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, "საქართველოს ეროვნული ბანკი განაგრძობს ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის მუდმივ მონიტორინგს, საშინაო და საგარეო რისკების შეფასებას და შესაძლო რისკების მინიმიზაციისთვის მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს საჭიროებისამებრ გამოიყენებს". ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2022 წლის 28 სექტემბერს გაიმართება. რა არის კონტრციკლური ბუფერი? ეროვნული ბანკის განმარტებით, კაპიტალის კონტრციკლური ბუფერი მაკროპრუდენციული პოლიტიკის ერთ-ერთი ძირითადი ინსტრუმენტია. მისი მიზანია, საჭიროების შემთხვევაში შეზღუდოს ეკონომიკის ისეთი ჭარბი დაკრედიტება, რომელიც სისტემური რისკების ზრდას იწვევს. ბუფერის კონტრციკლურობა ხელს უწყობს მაკროპრუდენციული პოლიტიკის ძირითად მიზანს, შეამციროს ფინანსური სტაბილურობის სისტემური რისკები. უარყოფითი შოკების დროს კონტრციკლური ბუფერი უნდა დაეხმაროს ფინანსურ სისტემას, რომ მკვეთრად არ შეიზღუდოს ეკონომიკის დაკრედიტება და ამით დამატებით არ გაუარესდეს როგორც ფინანსური სექტორის, ისე მთლიანად ეკონომიკის მდგომარეობა.
პროკურატურა: ბიზნესმენ გალიფ ოზთურქის ბინიდან განსაკუთრებით დიდი ოდენობის - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინია ამოღებული
ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა.როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გალიფ ოზთურქის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი ამოიღეს. „საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის და შენახვის ფაქტზე, ბათუმში, ერთ-ერთი კომპანიის დამფუძნებელს, გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით - 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი. სამართალდამცველებმა გ.ო. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციში.
ლიეტუვა მოქალაქეების შეგროვებული ფულით უკრაინისთვის Bayraktar-ს თურქეთისგან ყიდულობს
ლიეტუვა მოქალაქეების მიერ შეგროვებული ფულით Bayraktar-სა და სხვა აღჭურვილობას თურქეთისგან იყიდის. ლიეტუვაში, უკრაინისთვის Bayraktar TB2-ის შესაძენად, $4.7 მილიონი შეგროვდა ამის შესახებ ხელშეკრულებას ლიეტუვას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის სააგენტოს ხელმძღვანელმა ანკარაში ხელი მოაწერეს. გასულ კვირას ლიეტუველი ჟურნალისტის, ანდრიუს ტაპინასისა და ტელეკომპანია Laisves TV-ს წამოწყებული კამპანიის ფარგლებში, უკრაინისთვის თურქული უპილოტო საფრენი აპარატის ყიდვის მიზნით, ლიტველებმა €5 მილიონის შეგროვება დაიწყეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ილია დარჩიშვილმა ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის საკითხი ევროპარლამენტარებთან განიხილა
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ევროპარლამენტის წევრებს, საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს მარინა კალიურანდს და საქართველოს საკითხზე მომხსენებელ სვენ მიკსერს შეხვდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების აქტუალური საკითხები, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ქვეყანაში განხორციელებული თუ მიმდინარე რეფორმები. შეხვედრაზე საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადსა და შემდგომ ნაბიჯებზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა. „საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა მთავრობის მიერ ინსტიტუციური შესაძლებლობების მობილიზაციის მაღალ დონეს, რის შედეგადაც საქართველომ წარმატებით შეავსო და ევროკომისიას ვადაზე ადრე მიაწოდა თვითშეფასების კითხვარი. ილია დარჩიაშვილმა ევროპარლამენტარებს დაუდასტურა ქვეყნის ერთგულება რეფორმების კურსისადმი და აღნიშნა ხელისუფლების მზაობა, კიდევ უფრო მეტი გააკეთოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რასაც გაერთიანების წევრობა მოითხოვს. მხარეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს უკრაინაში მიმდინარე ომის გავლენას რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს.შეხვედრაზე ხაზი გაესვა ევროპარლამენტის მნიშვნელოვან როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში, ისევე როგორც ევროპარლამენტის მხარდაჭერას საქართველოს წინაშე არსებული უსაფრთხოების გამოწვევების დაძლევის პროცესში. მინისტრმა მადლობა გადაუხადა მარინა კალიურანდსა და სვენ მიკსერს მათი პერსონალური ძალისხმევისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის“, - იტყობინება საგარეო უწყება.
უკარაინაში, ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო დაიღუპა
უკარაინაში ომში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საბრძოლველად წასული კიდევ ორი სამხედრო: ალან დუდაევი და ოლეგ ალბორივი დაიღუპა. იტყობინება ტელეგრამის არხში სააგენტო „რეს“-ი სოციალური ქსელების მომხმარებლებზე დაყრდნობით. “სროლისგან თავის არიდებისას ოსეთიდან წასული მებრძოლები ავტოავარიაში მოყვნენ, ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, ორი დაიღუპა”,- ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან უკრაინის ომში დაღუპულია 12 მებრძოლი (მოხალისეები და რუსეთის ფედერაციის სამხედრო მოსამსახურეები). ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ივანე ჩხაიძე: დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს
„მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა. "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მზად არის და ალბათ, უახლოეს პერიოდში შესაძლებლობა გვექნება მიზანმიმართულად ვისაუბროთ იმ ტესტზე, რომელიც აღმოაჩენს „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსს. ასევე სრული მზადყოფნაა ჰეპატიტის საეჭვო შემთხვევები იდენტიფიცირებული იყოს. "მაიმუნის ყვავილის“ წინააღმდეგ მიმართული სპეციფიკური მედიკამენტი არ არსებობს. თუ „მაიმუნის ყვავილი“ უფრო მეტი გავრცელებას მიიღებს, მაშინ აქვს აზრი ვაქცინის შექმნას. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- აღნიშნავს ჩხაიძე. ინფორმაციისთვის, მაიმუნის ყვავილი (Monkeypox) ჩუტყვავილას „ოჯახიდან“ არის. ასევე წაიკითხეთ: სპეციალისტები ევროპის რიგ ქვეყნებში, აშშ-ში, კანადასა და დიდ ბრიტანეთში მაიმუნის ყვავილის სავარაუდო შემთხვევებს იკვლევენ - BBC რა უნდა ვიცოდეთ მაიმუნის ყვავილის შესახებ - NCDC ინფორმაციას ავრცელებს
რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია
აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ, კოლინ კალმა განმარტა, რას მოიცავს უკრაინისთვის განკუთვნილი დახმარების ახალი, $700 მილიონიანი პაკეტი. მისი თქმით, უახლესი პაკეტი, სავარაუდოდ, ბოლო არ იქნება, რომლის ფარლებშიც უკრაინა დახმარებას მიიღებს. უფრო კონკრეტულად კიევი მიიღებს: ოთხი მაღალი მობილობის საარტილერიო მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა M142 (HIMARS). HIMARS-ის ოთხი სისტემის გარდა, პაკეტი მოიცავს არტილერიის საწინააღმდეგო 5 სარადარო სისტემას; საჰაერო მეთვალყურეობის ორ რადარს; 1000 ტანკსაწინააღმდეგო სისტემა „ჯაველინს“ და 50 გამშვებ დანადგარს; 6000 ჯავშანტექნიკის საწინააღმდეგო იარაღს; ასევე, 15 000 საარტილერიო ჭურვს; მი-17 ტიპის ოთხ ვერტმფრენს; 15 ტაქტიკურ სატრანსპორტო საშუალებას, დამატებით სათადარიგო ნაწილებსა და აღჭურვილობას. ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს „ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო კონსულტაციებს უკრაინასთან და გავზრდით დამატებით ხელმისაწვდომ სისტემებსა და შესაძლებლობებს მისი თავდაცვის მხარდასაჭერად”, - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ. „ეს, რა თქმა უნდა, ის სისტემებია, რომლის გამოსაყენებლადაც უკრაინელებს დასჭირდებათ წვრთნის გავლა. ვფიქრობთ, რომ ამას დაახლოებით, სამი კვირა დასჭირდება. მათ უნდა იცოდნენ არამხოლოდ, როგორ გამოიყენონ სისტემები, არამედ, რა თქმა უნდა, როგორ შეინარჩუნონ სისტემა“, - აღნიშნა კოლინ კალმა. ლოიდ ოსტინი: საჰაერო თავდაცვა უკრაინაში ომის კრიტიკული ასპექტია. შორ მანძილზე მოქმედი საჰაერო თავდაცვის სისტემები გადამწყვეტ როლს თამაშობენ საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ახლახან კონგრესმა დაამტკიცა და პრეზიდენტმა ხელი მოაწერა დამატებით, 40 მილიარდ დოლარის გამოყოფას უკრაინისთვის. „ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები 40-ზე მეტი ქვეყნიდან, შემოგვიერთდნენ, რათა გააგრძელონ უკრაინის მხარდაჭერა მძიმე იარაღით, საბრძოლო მასალისა და უსაფრთხოების სხვა მნიშვნელოვანი დახმარებით“, - დაამატა კოლინ კალმა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიხეილ ჩხენკელი იტალიის განათლების მინისტრს შეხვდა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა რომში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა იტალიელ კოლეგასთან, პატრიციო ბიანკისთან. განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის დროს მხარეებმა ქვეყნებს შორის ზოგადი განათლების სფეროში თანამშრომლობის დეტალები განიხილეს. კერძოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საჯარო სკოლებში იტალიური ენის სწავლების გაძლიერებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. „იტალიის განათლების მინისტრმა თანამშრომლობის მზაობა გამოხატა და მადლობა გადაუხადა მიხეილ ჩხენკელს საქართველოს სკოლებში იტალიური ენის სწავლების მხარდაჭერისთვის. გარდა ამისა, მიხეილ ჩხენკელმა იტალიელ კოლეგას საქართველოში უკრაინულენოვანი სექტორების გახსნის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სასკოლო სექტორები გაიხსნა, სადაც უკრაინიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე, იმავე კურიკულუმის მიხედვით აქვთ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა, რომლითაც ისინი უკრაინის სკოლებში სწავლობდნენ. მიხეილ ჩხენკელმა ასევე განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინელი მოსწავლეები, საქართველოს სკოლებში გამარტივებული წესით ირიცხებიან და ამ დროისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით 1 000-მდე მოსწავლე იღებს ზოგად განათლებას“, – ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მათივე ცნობით, შეხვედრის დასასრულს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა იტალიელი კოლეგა საქართველოში მოიწვია.
საფრანგეთის ელჩი უკრაინაში, ქალაქ ჰოსტომელში ჩავიდა
"ეროვნული გვარდიის მეთაურ იური ლებიდთან ერთად ვიმყოფებოდი ჰოსტომელში, სასტიკი ბრძოლების ადგილზე, რომელმაც აგრესორს კიევის დაკავების საშუალება არ მისცა", - საფრანგეთის ელჩი უკრაინაში ეტიენ დე პონსენი ქალაქ ჰოსტომელს ეწვია. ამის შესახებ ელჩმა Twitter-ზე დაწერა. „ეროვნული გვარდიის მეთაურ იური ლებიდთან ერთად ვიმყოფებოდი გოსტომელში, სასტიკი ბრძოლების ადგილზე, რომელმაც აგრესორს კიევის დაკავების საშუალება არ მისცა. პატივისცემა დამცველთა გმირულ სიმამაცეს, რომლებიც საკუთარი სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვიან“, - წერს პონსენი. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მარტოხელა დედის და მარტოხელა მამის სტატუსი ახლებურად განისაზღვრება
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა სამოქალაქო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომელიც მარტოხელა დედისა და მარტოხელა მამის ტერმინის განმარტების ცვლილებას ითვალისწინებს. პროექტის თანახმად, მარტოხელა დედა/მარტოხელა მამა არის პირი: რომელსაც ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მეორე მშობლის შესახებ; თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელი გარდაცვლილია, გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად; თუკი მისი არასრულწლოვანი შვილის მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა. კომიტეტის წევრის, რატი იონათამიშვილის განმარტებით, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილების შინაარსის კანონში ასახვა, კანონის საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა და ამ საკითხის სათანადოდ მოწესრიგება. მისივე თქმით, შესაბამისი ცვლილება შედის საგადასახადო კოდექსში, რომლის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გავრცელდება როგორც მარტოხელა დედაზე, ასევე - მარტოხელა მამაზეც. კერძოდ, მოქმედი ნორმით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. სწორედ, აღნიშნული შეღავათით ისარგებლებენ მარტოხელა მამის სტატუსის მიმღები პირებიც.
ლეგენდარული ფეხბურთელი პელე პუტინს ომის შეწყვეტისკენ მოუწოდებს
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა, 81 წლის პელე რუსეთის პრეზიდენტ პუტინს მოუწოდებს შეაჩეროს უკრაინაში სასტიკი და გაუმართლებელი შეჭრა. ამის შესახებ მან Instagram-ზე დაწერა. „მინდა გამოვიყენო დღევანდელი თამაში, როგორც შესაძლებლობა და მოგიწოდო - შეაჩერე ეს შემოჭრა. არ არსებობს არგუმენტები, რომლებიც ძალადობას გაამართლებს. ეს კონფლიქტი არის ბოროტება, გაუმართლებელია და არაფერი მოაქვს გარდა ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვისა", - წერს პელე. ფეხბურთის მსოფლიო ვარსკვლავი პუტინს ადრეც შეხვდა. ბოლოს, 2017 წელს მოსკოვში, კონფედერაციების თასზე მსოფლიო ჩემპიონატის წინ შეხვედრისას მას პუტინმა ერთ-ერთი საყვარელი ფეხბურთელი უწოდა. „როდესაც წარსულში ვხვდებოდით ერთმანეთს და ღიმილს ვცვლიდით, რასაც მოჰყვებოდა ხანგრძლივი ხელის ჩამორთმევა... არასდროს მიფიქრია, რომ ერთ დღესაც ისე გავიყოფოდით, როგორც ეს ახლა მოხდა“, - წერს პელე სოციალურ ქსელში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ანგელა მერკელმა უკრაინას სოლიდარობა საჯაროდ პირველად გამოუცხადა
გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინას და მხარს უჭერს მათ უფლებას რუსეთთან ომში დაიცვან თავისი ქვეყანა. მერკელი თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, საჯაროდ პირველად 6 თვის შემდეგ გამოჩნდა. მან უკრაინაში მომხდარს "ბარბაროსული ომი" უწოდა, და განაცხადა, რომ კონფრონტაცია რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს. „ჯერ ვერავინ შეძლებს ზუსტად შეაფასოს, რამდენად შორს მიმავალი იქნება რუსული შემოჭრის შედეგები“, თქვა ყოფილმა კანცლერმა. მაგრამ, ეს შედეგები მერკელის აზრით, მნიშვნელოვანი იქნება, განსაკუთრებით უკრაინელებისთვის. მან აღნიშნა, რომ ომის დროს მშვიდობიანი მოსახლეობა დაზარალდა - ”ამ საშინელების მაგალითია ბუჩა,” შექმნილ ვითარებაში, მერკელის თქმით, ევროკავშირის ერთიანობას უმთავრესი მნიშვნელობა აქვს. ”ჩვენ არასდროს არ უნდა მივიღოთ მშვიდობა და თავისუფლება თავისთავად”, - დასძინა ყოფილმა კანცლერმა. მან ასევე გამოხატა მხარდაჭერა გერმანიის მთავრობის, ევროკავშირის, სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევის მიმართ, რომელიც მიზნად ისახავს საომარი მოქმედებების დასრულებას. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ანგელა მერკელი ძირითადად დუმდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. 25 თებერვალს მან ომს უწოდა "ცივი ომის შემდგომ ევროპის ისტორიაში წყალგამყოფი მოვლენა". ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.