ძებნის რეზულტატი:

პრეზიდენტი: გვესმის უმრავლესობიდან ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო

ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, - ასე პასუხობს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ კითხვას იმის შესახებ, თუ „სად და რა შეცდომები დავუშვით და სად, რა არ გავაკეთეთ უკეთ“, რადგან ევროკავშირის ელჩის მხრიდან ასეთი შეფასება დავიმსახურეთ, რომ „საქართველოს შეეძლო უკეთ მომზადებული ყოფილიყო ამ ისტორიული მომენტისთვის“. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კეთდება განცხადებები ევროპარლამენტარებზე და ზოგადად ევროპაზე, რომელიც გაუგებარია. „ახლა, ჩვენ არ დავიწყებთ მთელი ამ ისტორიის გავლას, მაგრამ ყოველთვის შეიძლება უკეთ მომზადება, ბევრი რამის გაკეთება შეიძლებოდა სხვანაირად, სხვა რიტორიკა შეიძლებოდა, ამაში ვარ დარწმუნებული და ეს გრძელდება ბოლო პერიოდში. გვესმის, სხვათაშორის უფრო პარტიის კუთხით, უმრავლესობიდან, ისეთი განცხადებები, რომლებიც ალბათ, არ ვიცი, დაუფიქრებელია თუ არასაჭირო იმ მომენტში, როცა ვიცით, რომ ველოდებით გადაწყვეტილებებს. თქვენ ახლა მეკითხებით, რა გავაკეთეთ თუ რა არ გავაკეთეთ და ამ დროს, როცა ეს კითხვა ყველაშია და ყველა იმას ელოდება, მომავალ კვირას რა იქნება პირველი შეფასება კომისიის და შემდეგ, ალბათ, ივნისის ბოლოს უკვე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება და ქვეყნების მეთაურების გადაწყვეტილებები, ამ დროს ჩვენ ვაკეთებთ ისეთ განცხადებებს ხან ევროპარლამენტარებზე, ხან ევროპაზე ზოგადად, რომელიც ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, რომ ხელისუფლების წევრების მხრიდან ევროპარლამენტარებზე გაკეთდა შეფასებები: „სააკაშვილის და არა საქართველოს მეგობარი“, „კრიმინალების ხელშემწყობი“, „ანტიევროკავშირი“, რა ლოგიკაში ჯდება აღნიშნული განცხადებები პარტნიორების გადაწყვეტილების მოლოდინის ფონზე და უძებნის თუ არა მას ახსნას. „თქვენ მეკითხებით, რა ლოგიკაში ჯდება და ამას მე არ უნდა მეკითხებოდეთ იმიტომ, რომ მე ამის ლოგიკას ვერ ვხედავ, უნდა ეკითხებოდეთ იმათ, ვინც ამ განცხადებებით გამოდიან, ამ დროს. აქ ორივე საკითხია: ჯერ ერთი, რაღაცები არ ითქმის, რადგან ზრდილობის საკითხია და მეორე, ამ პერიოდში, ამ ყველაფრის დროულობა. არ შეიძლება, ამ დროს, როცა ვიცით, რომ სენსიტიური მომენტია, არ ვუფრთხილდებოდეთ იმ განცხადებას, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ითქვას, რაღაც მომენტში, რეაქცია მოხდეს და ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ასეთი თანმიმდევრობით, მე მგონი, ცოტა გაუგებარია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

შვედეთი უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს გაუგზავნის

რუსეთის აგრესიის ფონზე შვედეთის მთავრობა უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პარტიას გადასცემს. ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ან ლინდემ Twitter-ზე განაცხადა.  შვედეთი უკრაინას გაუგზავნის ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს, ტანკსაწინააღმდეგო იარაღს და სხვა საბრძოლო მასალას. „ეს მეოთხე მხარდაჭერის პაკეტი ასევე მოიცავს ფინანსურ კონტრიბუციას უკრაინის შეიარაღებულ ძალებში. მთლიანი თანხა მოიცავს 95 მილიონ ევროზე მეტს", - წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

უკრაინაში აშშ-ის ახალმა ელჩმა ხუთი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა

უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა უკრაინაში საელჩოს მუშაობის ხუთი ძირითადი მიმართულება დაასახელა. ამის შესახებ ელჩმა ბრიფინგზე განაცხადა. ბრინკის თქმით, პირველი პრიორიტეტია, დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ გამარჯვებაში. „როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა გუშინ, უკრაინის გვერდით დგომა არ არის სწორი მხოლოდ საჭიროების დროს. ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესია, უზრუნველვყოთ მშვიდობიანი და სტაბილური ევროპა“, - განაცხადა ელჩმა. 2. აშშ-ის საელჩო იმუშავებს იმისთვის, ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს მათ, ვისაც ეს სჭირდება. 3. საელჩო იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ მსოფლიომ რუსეთს პასუხი აგებინოს ომის დანაშაულებებისა და სისასტიკისთვის. 4. აშშ-ის უსაფრთხოების დახმარების განხორციელების ზედამხედველობა, რათა დავინახოთ, რომ ეს დახმარება მიზანს აღწევს. 5. საელჩოს პლატფორმის აღდგენა და ჩვენი გუნდის დაბრუნება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება, „რომელიც შეიძლებოდა სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო“, არ იყო პოლიტიკურად დროული. ამის შესახებ პრეზიდენტმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიასთან“ ინტერვიუში განაცხადა. „მე, როგორც პრეზიდენტმა, არ შეიძლება, რომ ეჭვები წარმოვთქვა სასამართლოს მიმართ. შემიძლია, მხოლოდ ერთი რამ წარმოვთქვა, რომ პოლიტიკურად, ამ დროს, ამ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც შეიძლებოდა, სხვადასხვა ფორმით გადავადებულიყო, პოლიტიკურად მიმაჩნია, რომ არ იყო დროული. სასამართლო გადაწყვეტილების შინაარსზე არაფერს ვიტყვი. ვიცი, როგორც ყველამ იცის, რომ იყო სხვადასხვა ვარიანტები სასჯელის, ვიდრე ის, რაც იქნა მიღებული, მაგრამ მე ამას ვერ შევაფასებ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.  

პრეზიდენტი: საუბარი, რომ მეორე ფრონტის გახსნის მოთხოვნაა, არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და მეგობრებიდან არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა

რუსეთის წინააღმდეგ ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს - რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ არის მოთხოვნა ჩვენთან დაკავშირებით. არ მესმის, ეს რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ?! - ასე შეაფასა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომ საქართველო არ აპირებს რუსეთის წინააღმდეგ ეროვნული სანქციების დაწესებას. პრეზიდენტის თქმით, დასავლეთს საქართველოსთვის არ მოუთხოვია რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების ამოქმედება, რაც უშუალოდ, ევროპულ ქვეყნებში კი არ არის დღეს. „ჩვენ არავინ გვთხოვს ეროვნულ სანქციებს. ევროპაში ძალიან ბევრ ქვეყანაში, არ აქვთ ეროვნული სანქციები დამატებული, იმ მთავარ სანქციებთან ერთად, რომლებიც არის ის ფინანსური სანქციები და ადამიანების სია, რომელთაც ევროპის ტერიტორიაზე არ უშვებენ. ჩვენ რატომღაც საჭიროდ ვთვლით უარი ვთქვათ ისეთ რაღაცებზე, რაზეც არ არის მოთხოვნა ჩვენთან დაკავშირებით. არ მესმის, ეს რატომ არის საჭირო, რომ ჩვენ წინსწრებით რაღაცებს ვაცხადებდეთ?! ჩვენზე არანაირი მოთხოვნა არ არის დამატებითი სანქციების“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. სალომე ზურაბიშვილის თქმითვე, დასავლელი პარტნიორების მხრიდან ასევე არ ყოფილა მოთხოვნა, საქართველოში, ომის მეორე ფრონტის გახსნის თაობაზე. „არ არის მოთხოვნა ჩვენი პარტნიორებისგან მეორე ფრონტის გახსნაზე. უკრაინელები, ზოგიერთი, ვინც მთავრობაში არიან, ამის სურვილი რომ მოვისმინეთ, ეს გასაგებია, როცა ომში ხარ და გინდა, რომ ამ სიტუაციაში იყო გამარჯვებული, ეძებდე, საიდან შეიძლება, იყოს რაღაც ფორმის შვება, - შეიძლება, რაღაცები თქვა, მაგრამ საუბარი, რომ არის მოთხოვნა მეორე ფრონტის გახსნის, ეს არასწორია, რადგან პარტნიორებიდან და ჩვენი მეგობრებიდან, არ წამოსულა ასეთი მოთხოვნა. არ მგონია, ვინმე იყოს ამ ქვეყანაში ომის მომხრე. ეს თემა ძალიან დამაზიანებელი არის ჩვენთვის, ყველასთვის. ვიცით, რომ მეორე ფრონტის გახსნის არც საშუალება და არც სურვილი არ გვაქვს, რადგან ჩვენ სხვა პოლიტიკა გვაქვს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ და არ არის საჭირო ამ თემით აპელირება და მანიპულირება“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ბრინკმა ზელენსკის რწმუნებათა სიგელები გადასცა

აშშ-ის ელჩმა უკრაინის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელები გადასცა. ბრინკმა უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა დაადასტურა. „როგორც ელჩი, ვაცხადებ, რომ ჩვენ მტკიცედ ვრჩებით უკრაინის მიმართ მხარდაჭერის ერთგული, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი, თავისუფალი, მშვიდობიანი და დემოკრატიული ქვეყნის, რომელიც ევროპის ნაწილია, - განაცხადა დიპლომატმა. როგორც ცნობილია, 30 მაისს აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. ბრინკი კიევში 29 მაისს ჩავიდა. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბრიჯიტ ბრინკი: უკრაინა სარაკეტო სისტემების მოქმედების დიაპაზონს თავად განსაზღვრავს

უკრაინული ძალები თავად განსაზღვრავენ HIMARS-ის სისტემების მოქმედების დიაპაზონს. შესაბამისი განცხადებით უკრაინაში აშშ-ის ელჩი ბრიჯიტ ბრინკი გამოვიდა. ბრინკმა 2 ივნისს, პრეზიდენტ ზელენსკის რწმუნებათა სიგელი გადასცა. „როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა გუშინ განაცხადა, ხელი მოეწერა 700 მილიონი აშშ დოლარის უსაფრთხოების დახმარების პაკეტს. ეს მოიცავს HIMARS-ის შორ მანძილზე მოქმედ სარაკეტო სისტემებს. უკრაინაში აშშ-ის ახალმა ელჩმა ხუთი ძირითადი პრიორიტეტი დაასახელა ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს ეს დაეხმარება უკრაინულ ძალებს, უფრო ზუსტი დამიზნებისთვის, მაგრამ ასევე ექნებათ მოქმედების უფრო დიდი მანძილი. ზუსტ დიაპაზონს თავად უკრაინული ძალები განსაზღვრავენ “, - განუცხადა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტის რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ, რა დამატებით შეიარაღებას მიიღებს უკრაინა აშშ-სგან - პენტაგონის სია აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი დამტკიცებულია

ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტი დაამტკიცეს, სანქციების ახალი პაკეტი ძალაში ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებისთანავე შევა. დაწესებული სანქციების მიხედვით, ევროკავშირი რუსული ნავთობის საზღვაო გზით, გემებით მიღებაზე უარს ამბობს. სანქციები არ ეხება მილსადენ დრუჟბას, რომელიც უნგრეთის მთავარი ნავთობმიმწოდებელი ხაზია. ამ გამონაკლისის მეშვეობით, შესრულდა უნგრეთის პრემიერმინისტრის, ვიქტორ ორბანის მოთხოვნა. ამას გარდა, სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს რუსეთის უმსხვილესი ბანკის, სბერბანკის SWIFT-ის სისტემიდან გარიცხვას, ევროკავშირის ტერიტორიაზე სამი რუსული სამთავრობო არხის მაუწყებლობის შეზღუდვასა და უკრაინაში ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელი პირებისთვის სანქციების დაწესებას. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიაში აღარ არის,  Bloomberg წერს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი კირილი სანქცირებულ პირთა სიიდან, უნგრეთის წინააღმდეგობის გამო ამოიღეს.  როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.   

რუსეთმა ევროპის ნაწილის წყლის რესურსებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა - ზელენსკი

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის წყლებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ ისაუბრა. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, შეუძლებელია იმ საფრთხის შეფასება, რაც რუსეთის აგრესიამ ევროპის ნაწილის წყლის (აღმოსავლეთის, შავი ზღვის აუზის) რესურსებს შეუქმნა. „რუსული არმიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამიზნე უკრაინაში დღეს არის ხიდები მდინარეების გასწვრივ. არის შემთხვევები, როდესაც რუსეთის არმია ერთი და იგივე ხიდს სამჯერ ესვრის რაკეტებს, რათა მთლიანად გაანადგუროს ისინი. შეუძლებელია იმ საფრთხის შეფასება, რაც რუსეთის აგრესიამ ევროპის ნაწილის წყლის (აღმოსავლეთის, შავი ზღვის აუზის) პოტენციალს შეუქმნა“,  - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში GLOBSEC-ს უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლისას. მისივე თქმით, დონბასში ბრძოლამ მიწისქვეშა წყლების დაბინძურების საფრთხე 2014 წლიდან შექმნა. თუ დონბასში ქვანახშირის მაღაროების დატბორვა გაგრძელდება, მათ შორის იუნკომის მაღაროში, სადაც 1979 წელს მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოხდა - შხამი და რადიოაქტიური დაბინძურებაც კი არ შეიძლება. მხოლოდ უკრაინის მდინარეებში, არამედ შავ ზღვასა და აზოვის ზღვაში.„თუ დონბასში ქვანახშირის მაღაროების დატბორვა გაგრძელდება - მათ შორის იუნკომის მაღაროში, სადაც 1979 წელს მიწისქვეშა ბირთვული აფეთქება მოხდა - შხამი და რადიოაქტიური დაბინძურებაც კი შეიძლება მოხდეს არამხოლოდ უკრაინის მდინარეებში, არამედ შავ ზღვასა და  აზოვის ზღვაშიც. უკრაინის წყლებთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამოწვევების შესახებ პარტნიორების ინფორმირებისას, პრეზიდენტმა რუსეთის მიერ უკრაინის პორტების ბლოკირების საკითხსაც გაუსვა ხაზი. „მსოფლიო სასურსათო კრიზისის ზღვარზეა რუსული აგრესიის ამ აქტის გამო“, ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. როგორც ცნობილია, რუსეთმა გადაკეტა ყველა პორტი და სავაჭრო გზა, რომლითაც უკრაინა მარცვლეულის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოში. უკრაინის პორტებში დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული რჩება. გაეცანით Europetime-ის სტატიას - უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება

უკრაინა ევროკავშირისგან €330 მილიონს მიიღებს

უკრაინა გადაუდებელი დახმარების პროგრამის ფარგლებში ევროკავშირისგან 330 მილიონ ევროს მიიღებს. ეს თანხები გამიზნულია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად და ქვეყნის მდგრადობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. შესაბამის შეთანხმებას უკრაინის ვიცე-პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინამ და ევროკომისიის სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ მოაწერეს ხელი. „გადაუდებელი დახმარების პაკეტი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ომის ფონზე უკრაინელების მხარდასაჭერად. ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უკრაინის მოქალაქეების ტანჯვა შევამსუბუქოთ და რუსეთის მიერ გაჩაღებულ სრულმასშტაბიან ომში წინააღმდეგობის გაწევის მიზნით, უკრაინის მდგრადობა გავაძლიეროთ", - განაცხადა სტეფანიშინამ. კერძოდ, სახსრები გამიზნულია იძულებით გადაადგილებულ პირთა, მცირე ფერმების, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მხარდასაჭერად. ეს თანხები ევროკავშირის ბიუჯეტიდან, სამეზობლოს, განვითარების და საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტრუმენტის შესაბამისად გამოიყოფა.      

პრეზიდენტი სააკაშვილზე: თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ აქ მკურნალობის საშუალება არ არის, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, უპასუხოს სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით

საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას „პალიტრანიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო შეწყალება მის მიერ, ქვეყანაში არსებულ პოლარიზებულ გარემოს უფრო მეტად დააზარალებს. პრეზიდენტის თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო ექსპერტები საჭიროდ ჩათვლიან, რომ საქართველოში სათანადო მკურნალობის მიღების შესაძლებლობა არ არსებობს, ხელისუფლების პასუხისმგებლობაა ამას შესაბამისად უპასუხოს. „ჩემი პოზიცია იცით შეწყალებაზე და აღარ გავიმეორებ ამას. აქაც მთავარი არის საზოგადოების პოლარიზაციის არდამატება, რაც არსებობს. სამაგიეროდ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყნისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობა, თუ ამის მიმართ არის კითხვები, ყველაზე იყოს პასუხი გაცემული, რომ ყურადღება იყოს სათანადო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ. გამოვთქვი აზრი, რომ ალბათ, საჭირო იყო გადაყვანა სხვა დაწესებულებაში, რაც შემდეგ მოხდა და ეს ძალიან კარგია. მე ვერ ვიტყვი წინასწარ, როგორც ქვეყნის პრეზიდენტი, რომ მაინცდამაინც ამ ქვეყანაში არ არსებობს სათანადო მკურნალობის არანაირი საშუალებები. თუკი ექსპერტები ჩათვლიან, რომ რაღაც მიზეზების გამო, არ არის საშუალება აქ იყოს მიღებული ის მკურნალობა, რომელიც საჭიროა, მაშინ უკვე ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ ამას უპასუხოს ან სხვაგან გაყვანით ან ვიღაცის ჩამოყვანით. საჭიროა ქვეყნის რეპუტაცია ამით არ დაშავდეს და სათანადო ზომები იყოს მიღებული, რომ არაფერი მოუვიდეს ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. კითხვაზე, რამ შეიძლება შეაცვლევინოს პოზიცია პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თაობაზე, ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში დიდი დაპირისპირების საგანია, რაც პოლარიზაციას გააღრმავებს. „იცნობთ ქართულ საზოგადოებას, იცით, რომ ეს იქნება უაღრესად დაპირისპირების ერთ-ერთი საკითხი. მანამდე სამჯერ შევიწყალე ადამიანები სწორედ იმ მიზნით, რომ ჩაექრო პოლარიზაცია, შედეგი არ იქნა მიღწეული არც მაშინ და აქ ბევრად უფრო მძაფრად არის გამოხატული ადამიანების პოზიციები. გამომდინარე იმ ძალიან მძიმე წლებიდან, რაც საზოგადოებას ახსოვს, აქ არ შეიძლება მე ვიყო მონაწილე იმის, რამაც შეიძლება კიდევ გააღრმაოს ეს პოლარიზაცია ქვეყანაში“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით ევროპამ თავისი ერთიანობა უნდა გააძლიეროს - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავისი ერთიანობა, მათ შორის, უკრაინისთვის ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით და შემდგომში სრულფასოვანი წევრობით. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, თუ რუსეთი იგრძნობს, რომ ევროპა სუსტია და შეუძლია, უკრაინა დატოვოს აუცილებელი გადაწყვეტილების გარეშე, ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე დიდი დესტაბილიზაციის გამომწვევი ფაქტორი კონტინენტისთვის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე გაუსვა ხაზი ყველა იმ გამოწვევასა და საფრთხეს, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ქმნის. „პოლიტიკა, ეკონომიკა, სამხედრო სფერო, საკვები, გარემო, მიგრაცია - არ არსებობს ჩვენი ცხოვრების ის სფერო, სადაც არ იყოს კატასტროფა, კრიზისი ან კატასტროფის საფრთხე რუსეთის ქმედებების გამო“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. „მჯერა, რომ ჩვენ შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი კონტინენტი და ჩვენი ხალხი ყველაფრისგან, რაც დღეს გვემუქრება“, - დაამატა უკრაინის პრეზიდენტმა.

ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის წარმომადგენლების თქმით, რუსმა ოკუპანტებმა $135 მილიონის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს

The Washington Post-ის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან 135 მილიონი დოლარის ღირებულების აღჭურვილობა მოიპარეს. გამოცემა ელექტროსადგურის წარმომადგენელზე დაყრდნობით წერს, რომ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურიდან ოკუპანტებმა მოიპარეს ან გაანადგურეს 698 კომპიუტერი, 344 მანქანა, 1500 რადიაციის საზომი დოზიმეტრი, თითქმის ყველა ხანძარსაწინააღმდეგო მოწყობილობა და პროგრამული უზრუნველყოფა. AFP: რუსი სამხედროები ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურს ტოვებენ ელექტროსადგურის წარმომადგენელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოკუპაციის დროს მათი 9 კოლეგა მოკლეს, 5 - გაიტაცეს. რუსეთის შეჭრამდე ჩერნობილის კატასტროფის შედეგებს 6000-მდე თანამშრომელი აკვირდებოდა. ინფორმაციისთვის, 1986 წლის 26 აპრილს აფეთქება უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მეოთხე ენერგობლოკზე მოხდა. აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა. ხანძრისა და აფეთქების შემდეგ რადიოაქტიური ნივთიერება არამხოლოდ უკრაინის მასშტაბით, არამედ რუსეთში, ბელორუსსა და ევროპის ქვეყნებშიც კი გავრცელდა. აფეთქების შემდეგ 10 კილომეტრის რადიუსში მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო, რამდენიმე დღეში კი ევაკუაციის ზონა 30 კილომეტრამდე გაფართოვდა. საერთო ჯამში, ტერიტორიიდან 200 000 ადამიანი გაიყვანეს. მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კატასტროფა ათასობით ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ზელენსკი აშშ-ის მიერ სარაკეტო სისტემების გაგზავნაზე: ეს იარაღი ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვენი მიწის დაცვაში

უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების ახალი დახმარებისთვის, მათ შორის თანამედროვე მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ეს დახმარება ადამიანის სიცოცხლის გადარჩენასა და უკრაინის ტერიტორიის დაცვას უზრენველყოფს.  „შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ თანამედროვე, HIMARS-ის სარაკეტო სისტემები იგზავნება ჩვენს ქვეყანაში. ეს იარაღი ნამდვილად დაგვეხმარება ჩვენი ხალხის სიცოცხლის გადარჩენასა და ჩვენი მიწის დაცვაში. მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, შეერთებული შტატების  და ყველა ჩვენი ამერიკელი მეგობრისა და ხალხის“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენკსიმ განაცხადა, რომ უკრაინული ძალები იგერიებენ რუსეთის თავდასხმას დონბასის აღმოსავლეთ რეგიონში, ქალაქ სევეროდონეცკის გარშემო. მისივე ცნობით, უკრაინის ძალები გარკვეულ წარმატებას აღწევენ. გავრცელებული ინფორმაციით, სევეროდონეცკში ქუჩის ბრძოლები გაგრძელდა. კიევის ცნობით, რუსული არმია მთელ თავის შესაძლებლობებს იყენებს. ცნობილია, რომ აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები შევა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა. დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის, გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, კანონის მიღების შემდეგ გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით. კანონპროექტით, სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება, დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ერთ-ერთი ცვლილების თანახმად, სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების გავლას. გიორგი ლილუაშვილის განცხადებით, სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში. „კანონპროექტი მიზნდა ისახავს სადაზვერვო სისტემის დახვეწას და მის შემდგომ განვითარებას, ასევე დაზვერვის სფეროში მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას“, - აღნიშნა დაზვერვის სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ. კანონპროექტის ავტორია საქართველოს დაზვერვის სამსახური, ხოლო ინიციატორი საქართველოს მთავრობა.

უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსმა ოკუპანტებმა ოთხი მიმართულებით უკან დაიხიეს

"უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრანოგოროვკასა და პოლტავკასთან", - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში აცხადებენ. "უკრაინელმა სამხედროებმა მტერს ოთხი მიმართულებით უკან დახევა აიძულეს. კერძოდ, სლავიანსკის, სევეროდონეცკის, კრივოიროგის მიმართულების და ასევე კრანოგოროვკასა და პოლტავკასთან.  მტერმა ცეცხლი გახსნა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახლებულ პუნქტებში – ვაშკიროვკაში, მოსპინოში, რუსკაია ლაზოვაიაში, პეჩენეგასა და მიხაილოვკაში. საავიაციო დარტყმა განხორციელდა ნოვოეს სიახლოვეს“, – ნათქვამია უკრაინის გენშტაბის ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

პროფესიული განვითარების საბჭო: ერთ ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, ერთ-ერთ ექიმს ერთ სპეციალობაში სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა, ხოლო მეორე სპეციალობაში მოქმედების ვადა 6 თვით შეუჩერდა. „საბჭოს გადაწყვეტილებით, პროფესიული გადაცდომა დაუდგინდა კიდევ ერთ ექიმს, რომელსაც სერტიფიკატის მოქმედების ვადა 1 თვით შეუჩერდა. 18 მედიკოსს წერილობითი გაფრთხილება მიეცა. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული რეაბილიტაციის კურსის გავლა და გასცეს წერილობითი გაფრთხილება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ცნობისთვის, სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 7 საქმე განიხილეს.  

მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც რუსეთიდან საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების რეტრანსლირებას კრძალავს

მოლდოვის პარლამენტმა საბოლოო მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომელიც გადაცემების რეტრანსლირებას იმ ქვეყნებიდან კრძალავს, რომლებმაც ტრანსსასაზღვრო ტელევიზიის შესახებ ევროპული კონვენციის რატიფიცირება არ მოახდინეს. იუწყება ადგილობრივი გაზეთი NewsMaker. ეს კანონი რუსული ტელეარხების გადაცემებსაც შეეხება. მმართველი პარტიის „მოქმედებისა და სოლიდარობის“ დეპუტატმა რადუ მარიანმა დააკონკრეტა, რომ აკრძალულია სატელევიზიო და რადიო გადაცემების საინფორმაციო, საინფორმაციო-ანალიტიკური, სამხედრო და პოლიტიკური შინაარსის გადაცემები. კერძოდ, აკრძალულია დეზინფორმაციის, სამხედრო აგრესიის პროპაგანდის, ექსტრემისტული ან ტერორისტული შინაარსის შემცველი მაუწყებლობა, აგრეთვე ყალბი ინფორმაცია, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. გამონაკლისი იქნება ფილმების, მუსიკისა და გასართობი გადაცემების [რომლებსაც არ აქვთ მილიტარისტული ელფერი] რეტრანსლირების დაშვება. კანონის დარღვევა ისჯება 100 000 ლეის (5200 დოლარზე მეტი) ჯარიმით, ასევე გათვალისწინებულია მაუწყებლობის ლიცენზიის დროებით შეჩერება. NewsMaker-ის ცნობით, ამავდროულად, კანონპროექტიდან ამოიღეს ის დებულებები, რომლებიც ყველაზე მეტ კრიტიკას იწვევდა. კერძოდ, დებულება, რომლის თანახმადაც მოლდოვის ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურს დეზინფორმაციის გამავრცელებელი საიტების დაბლოკვის უფლებამოსილება ენიჭებოდა.  

პოლიციამ რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში, სამეგრელოში, სვანეთში, შიდა ქართლსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, უკანონო საბრძოლო მასალა ამოიღეს, 3 პირი დააკავეს და 2 ამხილეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1981 წელს დაბადებული დ.ჩ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დააკავეს. „სამართალდამცველებმა, მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და მჭიდი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული ვ.ჭ. მარტვილში, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ავტომობილიდან, რომლითაც ბრალდებული გადაადგილდებოდა, ნივთმტკიცებად ამოიღო პისტოლეტი და 38 ვაზნა. შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1954 წელს დაბადებული რ.ე. და 1967 წელს დაბადებული ი.გ., სხვადასხვა დროს, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ამხილეს. სამართალდამცველებმა კასპის მუნიციპალიტეტში, რ.ე.-ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს: 2 შაშხანა, 152 ვაზნა და 4 ამფეთქ-დეტონატორი, ხოლო ი.გ.-ისგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და ვაზნები. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1998 წელს დაბადებული მ.ხ. ქუთაისში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის კუთვნილი ავტოგასამართი სადგურის ჩხრეკის შედეგად, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 1 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

მოლდოვამ ევროკავშირიდან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო

მოლდოვამ ევროკავშირის პარტნიორებთან ლეტალური იარაღის მიწოდებაზე მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ ტელეკომპანია Moldova 1-ის ეთერში განაცხადა. დიდი ბრიტანეთი მოლდოვაში თანამედროვე შეიარაღების გაგზავნის საკითხს მოკავშირეებთან განიხილავს მოლდოვის პრეზიდენტი დნესტრისპირეთიდან რუსული ჯარის გაყვანას ითხოვს მისი თქმით, მოლდოვამ ევროპელ პარტნიორს, საზღვრების გასაძლიერებლად იარაღის მიწოდების თხოვნით მიმართა. „ბუნებრივია, ჩვენ ასევე განვიხილავთ სხვა სახის მხარდაჭერას ევროკავშირის ქვეყნებთან. ჯერჯერობით ეს არის წინასწარი განხილვები. ჩვენ ვწყვეტთ, გვჭირდება თუ არა ლეტალური იარაღი", - განაცხადა გავრილიცამ. შეგახსენებთ, ადრე მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ განაცხადა, რომ რუსეთმა უნდა გაიყვანოს თავისი ჯარები ოკუპირებული დნესტრისპირეთიდან, რადგან მისი სამხედრო ყოფნა კიშინიოვის ნეიტრალიტეტს არღვევს.