ძებნის რეზულტატი:
საქსტატი: საქართველოში ინფლაცია 13.3%-მდე გაიზარდა
საქსტატის ცნობით, 2022 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 13.3%-ს მიაღწია, აპრილში ეს მაჩვენებელი 12,8% იყო. ინფლაციის ზრდაზე ყველაზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს სურსათის ფასებს, რადგანაც წლიურად სურსათის ღირებულება 22%-ით გაიზარდა. ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასების მატება 20%-ია. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი).
ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება
ჩვენი თანამშრომლობა ევროკავშირთან კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა განვავითაროთ, რათა უზრუნველვყოთ როგორც საქართველოს უსაფრთხოება, ენერგოდამოუკიდებლობა, ასევე წვლილი შევიტანოთ საერთო ევროპულ ეკონომიკურ უსაფრთხოებასა და ეკონომიკურ დამოუკიდებლობაში, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა მედიასთან განაცხადა. ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რაც დღეს დგას, არის მაღალი ინფლაციაა. „ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასაჩქარებელია ე.წ ეკონომიკური და ენერგეტიკული ტრანსფორმაციის პროცესი, როდესაც უფრო სწრაფად მოხდება განახლებად ენერგიასა და ამ ენერგიის წყაროებზე გადასვლა. ამ მიმართულებით, საქართველოს პოტენციალი ყოველმხრივ აღინიშნება – ჩვენს ქვეყანას აქვს განახლებადი ენერგიის წარმოების ძალიან დიდი შესაძლებლობები და ამ კუთხით საქართველოს მთავრობისთვის ეს მიმართულება პრიორიტეტულია“, – აღნიშნა მინისტრმა. ცნობისთვის, ვიცე-პრემიერი სლოვაკეთში საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება, რომელსაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
სამი პროდუქტი, რომელიც ერთ წელიწადში ყველაზე მეტად გაძვირდა
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული მონაცემებიდან ჩანს, რომ წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული, პურ-პროდუქტები და შაქარი გაძვირდა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 22.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 6.88 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (51.1 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (34.5 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (23.5 პროცენტი), ხილი და ყურძენი (23.3 პროცენტი), თევზეული (19.4 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (17.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (16.8 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (16.0 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (15.4 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (9.6 პროცენტი); ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.0 პროცენტით, რაც 2.42 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (25.2 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (12.9 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.0 პროცენტი); საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 16.1 პროცენტიანი მატება, რაც 1.67 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (28.2 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (13.6 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (11.2 პროცენტი). დღეს, საქსტატმა მაისის თვის ინფლაციის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში წლიური ინფლაციის დონემ 13.3%-ს მიაღწია.
მიხეილ სააკაშვილის მამამ პენიტეცნიური სამსახურის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამამ ნიკოლოზ სააკაშვილმა პენიტეცნიური სამსახურის ხელმძღვანელს ღია წერილით მიმართა. ნიკოლოზ სააკაშვილი შვილთან შეხვედრას ითხოვს. „მოგმართავთ მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი. ჩემი შვილი უკვე მე-8 თვეა პატიმრობაშია, რომელიც არის აგრეთვე მძიმე ავადმყოფი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, რომ შემდგარიყო მამა-შვილს შორის პაემანი, რომელიც დაშვებულია არსებული კანონმდებლობით (მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა რამდენჯერმე თქვენთან შემოიტანა განაცხადი ჩემს შესახებ, პასუხის ღირსადაც არ ჩაგვთვალეს.) გთხოვთ, გაერკვიოთ, რა ხდება? რა არის მიზეზი მშობლის მიერ შვილის არნახვისა. მომეცით წერილობითი პასუხი და უზრუნველყავით ასაკოვანი მამის და პატიმარი შვილის შეხვედრა“, - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.
რა ინფორმაციას ფლობს აშშ-ის დაზვერვა პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ
Newsweek-ი წყაროზე დაყრდნობით იუწყება რუსეთის პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. გამოცემის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის ანგარიშში ნათქვამია, რომ პუტინი აპრილში კიბოზე მკურნალობდა. მედიას დაზვერვის უწყების წარმომადგენელმა განუცხადა, რომ პუტინის ჯანმრთელობა ბაიდენის ადმინისტრაციაში ინტენსიური საუბრის საგანია მას შემდეგ, რაც დაზვერვის საზოგადოებამ მაისის ბოლოს მეოთხე ყოვლისმომცველი შეფასება გამოაქვეყნა. მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც წარმოადგენენ სამ განცალკევებულ სადაზვერვო სააგენტოს, შეშფოთებულნი არიან, რომ პუტინი სულ უფრო პარანოიდულია ძალაუფლების მიმართ, მაგრამ, მათი თქმით, ეს ნაკლებად სავარაუდოს ხდის ბირთვული ომის პერსპექტივას. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ნიუ-იორკის შტატის სენატმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ბიტკოინის მაინინგს, მინიმუმ ორი წლით კრძალავს
ნიუ-იორკის შტატის სენატმა მაინინგის ამკრძალავი კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც Proof-of-Work (PoW) სისტემის კრიპტოვალუტების, მათ შორის, ბიტკოინის მაინინგს მინიმუმ ორი წლით კრძალავს.კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, შესაძლებელი იქნება გარემოზე მიყენებული ზიანის შემცირება და მდგრადი განვითარების სტრატეგიის ხელშეწყობა. ამასთან, ქსპერტების შეფასებით, მაინინგის აკრძალვა, როგორც საკანონმდებლო პრეცედენტი, ნეგატიურად აისახება კრიპტო-ინდუსტრიაზე, რადგან მას, შესაძლოა, ერთგვარი დომინოს ეფექტი მოჰყვეს და აშშ-ის სხვა შტატებმაც მიიღონ მსგავსი გადაწყვეტილება.რაც შეეხება რეალურ გავლენას ინდუსტრიაზე, ქვეყნის მასშტაბით მაინერების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი კონცენტრაცია ნიუ-იორკშია, რაც მაღალი გადასახადებით და კომერციული ხარჯებითაა განპირობებული, შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მაინინგის აკრძალვა ბაზარზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან ნიუ-იორკი არც აქამდე იყო მაინინგ კომპანიებისათვის მიმზიდველი და საინტერესო. კანონპროექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ის შტატის გუბერნატორის მიერ ოფიციალურად იქნება დამტკიცებული.
წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს - სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში
წყაროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად უჭერდა მხარს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ეკლესიების ავტოკეფალიის აღიარების ამბიციებს. ეს ამონარიდია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშიდან, რომელიც საქართველოში რელიგიის თავისუფლებას ეძღვნება. „რელიგიურმა ლიდერებმა კვლავ განაცხადეს, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, რომლებიც რჩებოდნენ ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრაციული კონტროლის მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლებამ შეზღუდა ზოგიერთი რელიგიური ჯგუფი. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია (ROC) ორივე რეგიონში მართლმადიდებლური ეკლესიის კუთვნილებად აღიარეს, მაგრამ მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო ხელისუფლება ახდენდა ზეწოლას მართლმადიდებლურ ეკლესიებზე, რათა გაერთიანებულიყვნენ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან, მაშინ როცა ოკუპირებული აფხაზეთის ზოგიერთი რელიგიური მოღვაწე აგრძელებდა ავტოკეფალიის აღიარებისადმი მხარდაჭერას“, - აღნიშნულია ანგარიშში. გარდა ამისა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენის მიერ რელიგიური თავისუფლების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ კანონები და პოლიტიკა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს ანიჭებს. „კონსტიტუცია კრძალავს რელიგიურ დევნას და აღიარებს თანასწორობას ყველასთვის, განურჩევლად რელიგიისა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების გათვალისწინებით. ის ითვალისწინებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის (GOC) დამოუკიდებლობას და აღიარებს საქართველოს ეკლესიის „გამორჩეულ როლს“ ქვეყნის ისტორიაში. კანონები და პოლიტიკა ანიჭებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უნიკალურ პრივილეგიებს“, - ვკითხულობთ ანგარიშში. ანგარიში მედიაში გავრცელებულ ფარული მიყურადების ცნობებსაც შეეხო. „სექტემბერში, ინტერნეტში გამოქვეყნებული და მედიაში ფართოდ გაშუქებული დოკუმენტები, როგორც ჩანს, აჩვენებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიურ ლიდერებსა და სხვათა ფართო თვალთვალს და მათ საუბრებს პოლიტიკურ ოფიციალურ პირებთან, ჟურნალისტებთან, უცხოელ დიპლომატებთან და სხვებთან“, - აღნიშნულია სახელმწიფ დეპარტამენტის ანგარიშში.
ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს
რუსეთის არმიამ 100 დღის განმავლობაში ვერცერთ სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის დაზვერვის ყოველდღიურ რეზიუმეშია ნათქვამი. სააგენტო აღნიშნავს, რომ რუსულმა ძალებმა ვერ მიაღწიეს თავდაპირველ მიზნებს, დაეპყროთ კიევი და უკრაინის სამთავრობო ცენტრები. უკრაინის მტკიცე წინააღმდეგობამ და ჰოსტომელის აეროდრომის უვნებლობამ პირველი 24 საათის განმავლობაში გამოიწვია რუსეთის შეტევითი ოპერაციების მოგერიება. „საწყისი გეგმის წარუმატებლობის, მცდარი დაგეგმარებისა და ცუდი ტაქტიკური აღსრულების შემდეგ, რუსეთმა თავისი ყურადღება დონბასზე გადაიტანა. რუსეთი ახლა დონბასში ტაქტიკურ წარმატებას აღწევს. რუსეთი აკონტროლებს ლუგანსკის ოლქის 90%-ს და სავარაუდოდ დაასრულებს კონტროლს მომდევნო ორ კვირაში. რუსეთმა ბოლოდროინდელ ტაქტიკურ წარმატებებს მნიშვნელოვანი რესურსების დანახარჯებითა და ძალის კონცენტრაციით მიაღწია. რუსეთმა ვერ შეძლო მანევრება ან გადაადგილების გენერირება სხვა ფრონტებზე. რუსეთის თავდაპირველი გეგმის გათვალისწინებით, არცერთი სტრატეგიული მიზანი არ არის მიღწეული. იმისათვის, რომ რუსეთმა რაიმე სახის წარმატებას მიაღწიოს, აღჭურვილობისთვის ცოცხალი ძალის მუდმივი უზარმაზარი ინვესტიცია და, სავარაუდოდ, კიდევ მნიშვნელოვანი დრო დასჭირდება“, - ვკითხულობთ დაზვერვის ცნობებში. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
ანალენა ბერბოკი: პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო
100-დღიანი ომის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შეცვალა სტრატეგია, მაგრამ ჯოჯოხეთი გრძელდება. პუტინს სიტყვებით ვერ გააჩერებ, იარაღია საჭირო, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. „ამიტომ ის ახლა ისვრის უსაფრთხო მანძილიდან. სოფელი სოფლის შემდეგ, ქალაქიდან ქალაქში. ჯერ ბომბები და არტილერია წვიმს, მერე ტანკები გადამწვარი მიწაზე ტრიალებენ. პუტინს იმედი აქვს გამძლეობისა და ჩვენს დაღლილობას. ყველა სოფელს ბუჩას ბედი ელოდება“ – წერს ბერბოკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: ბრიტანეთის დაზვერვა: 100 დღის განმავლობაში რუსმა ჯარებმა უკრაინაში სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწიეს
ყირგიზეთის მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს მორიგ ბრალდებას წაუყენებენ
საპატიმროში მყოფ ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს პროკურატურა მორიგ ბრალდებას წაუყენებს, 2010 წელს ეთნიკურ ნიადაგზე მომხდარ შეტაკებასთან მისი კავშირის გამო, რასაც დაახლოებით 450 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. რადიო თავისუფლების ყირგიზულ სამსახურს ატამბაევის ადვოკატმა, ზამირ ჯოშევმა გაუცხადა, რომ ოფიციალური განცხადება მორიგ ბრალდებასთან დაკავშირებით მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბრალდება სერიოზულია, მაგრამ მისი კანონიერება საეჭვოა დანაშაულის ვადის გამო, აღნიშნა ალმაზ ატამბაევის ადვოკატმა. ატამბაევი 2019 წლის 9 აგვისტოს დედაქალაქ ბიშკეკის მახლობლად მდებარე კოი-ტაშის დასახლებაში, მის მომხრეებსა და სამართალდამცველებს შორის ერთდღიანი დაპირისპირების შემდეგ დააკავეს. შეტაკების დროს ერთი სამართალდამცველი დაიღუპა, 79 - დაიჭრა. ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. საქმეში, ატამბაევის გარდა, 13 ბრალდებული ფიგურირებს. დღეისთვის, ატამბაევი 2020 წელს გამოტანილი განაჩენის საფუძველზე 11-წლიან საპატიმრო სასჯელს იხდის. სასამართლომ ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის გათავისუფლებისთვის ცნო დამნაშავედ. ალმაზბეკ ატამბაევი დროებითი მთავრობის ხელმძღვანელი იყო 2010 წელს, როდესაც ადგილობრივ ყირგიზებსა და უზბეკებს შორის ოშსა და ჯალალ-აბადში სისხლიანი დაპირისპირება მოხდა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს. „რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი, საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილი: დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს
დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. „რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. იცით, რომ „ქართულ ოცნებას“ გაცხადებული ჰქონდა 2024 წელს განაცხადის შეტანის გეგმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ და ამას მაშინ ირონიით უყურებდა ყველა, მთელი პოლიტიკური ლანდშაფტი, რომ საქართველო, ამ შემთხვევაში, მმართველი გუნდი აცხადებდა პრეტენზიას, რომ 2024 წელს გააკეთებდა განაცხადს კანდიდატობაზე. დღეს ახლა ყველა სხვა, რომლებიც ირონიითა და სკეპტიკურად უყურებდნენ ამ პროცესს, გვევლინებიან ისე, თითქოს მთავარი წამყვანები არიან ევროკავშირთან ინტეგრაციის კუთხით. დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო", - განაცხადა პაპუაშვილმა. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს ლევან დავითაშვილი: ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები ჩნდება
თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის კანონი მკაცრდება
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელეს, რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მწვანე ნარგავების დაცვას ისახავს მიზნად. როგორც ერთ-ერთმა ინიციატორმა, ბექა დავითულიანმა აღნიშნა, არსებული რეგულაციების მიუხედავად, პრაქტიკაში ძალიან ხშირად აქვს ადგილი მწვანე ნარგავების დაზიანებისა თუ გაჩეხვის შემთხვევებს. ამიტომ, ჯარიმების გაზრდა არის ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მექანიზმი, რამაც უნდა უზრუნველყოს რეგულაციის მთავარი მიზანი – მწვანე ნარგავების დაცვა და მათზე უკანონო ზემოქმედების განხორციელების შემცირება. მწვანე ნარგავების დაზიანება, თვითნებური გაჩეხვა ან/და გადატანა, მწვანე ნარგავების მოვლა-აღდგენის წესების დარღვევა 500 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იგივე ქმედება განმეორებით 1 000 ლარის ნაცვლად გამოიწვევს დაჯარიმებას 1 0000 ლარის ოდენობით. „დედაქალაქში არსებული მწვანე ნარგავების დაცვის კუთხით, მნიშვნელოვანია ასევე ექსპერტების მიერ არასწორი დასკვნების გაცემის ფაქტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მიჩნევა, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, რომ ექსპერტებმა შეწყვიტონ საპროექტო წინადადებას მორგებული დოკუმენტაციის წარმოდგენა და უფლებამოსილი ორგანოს შეცდომაში შეყვანის მცდელობა“, – განაცხადა ბექა დავითულიანმა. მისი თქმით, კანონპროექტის მიღება იქნება ერთგვარი პრევენცია და პოტენციური სამართალდამრღვევებისთვის სიგნალი, რომ არ ჩაიდინონ შესაბამისი სამართალდარღვევები, რადგან მათ მიმართ გამოყენებული იქნება ახლა უფრო მკაცრი სანქციები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას.
უკრაინაში ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა 9-მდე გაიზრდება
უკრაინის ეროვნული ატომური ენერგოკომპანია (უკრაინის სახელმწიფო საწარმო) Energoatom-ის პრეზიდენტმა პეტრო კოტინმა და ამერიკულმა კომპანიამ, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში წამყვანი მიმწოდებლის Westinghouse Electric Company-ის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ფრაგმანმა კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაძლიერების შესახებ სამ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. შედეგად, უკრაინაში, ატომური ელექტროსადგურების რაოდენობა AP1000 ტექნოლოგიის გამოყენებით, 5-დან 9-მდე გაიზრდება. უკრაინული მედიის ცნობით, ეს იქნება ახალი თაობის რეაქტორები უკეთესი წარმადობითა და მანევრირების რეჟიმში მუშაობის უნარით. „ჩვენ მოვახდენთ ჩვენი ატომური ელექტროსადგურების ფლოტის მოდერნიზებას, რომლებიც გამოიმუშავებენ სუფთა, უსაფრთხო და საიმედო ენერგიას რუსული გავლენის გარეშე. მომავალში, უკრაინა შეიძლება, ელექტროენერგიის მთავარი ექსპორტიორი გახდეს ევროპაში", - ხაზგასმით აღნიშნა უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა გერმან გალუშჩენკომ. მისი თქმით, Energoatom-სა და Westinghouse-ს შორის დადებული ხელშეკრულებები უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისა და ნახშირბადისგან თავისუფალი მომავლისკენ კიდევ ერთი ძლიერი ნაბიჯია. ასევე მიღწეულია შეთანხმება უკრაინის ყველა ატომური ელექტროსადგურისთვის ამერიკული საწვავის მიწოდების გაზრდის შესახებ. საუბარია საწვავის მიწოდებაზე როგორც არსებული, ასევე, იმ ენერგობლოკებისთვის, რომლებიც თანამშრომლობის ფარგლებში უკრაინაში აშენდება. გარდა ამისა, ორივე კომპანიამ დაადასტურა უკრაინაში Westinghouse-ის საინჟინრო ცენტრის დაარსების განზრახვა, რომელიც ხელს შეუწყობს უკრაინაში AP1000 ქარხნების მშენებლობას და ექსპლუატაციას, ასევე, უკრაინის ატომური ელექტროსადგურების სამომავლოდ გაუქმების პროგრამას.
ლუგანსკის გუბერნატორი: სევეროდონეცკის სწრაფი გათავისუფლების შანსი არსებობს
ჩვენი დამცველები ახერხებენ სევეროდონეცკში გარკვეული ლოკალური სამხედრო ოპერაციების განხორციელებას, ქალაქი შესაძლოა მალე განთავისუფლდეს, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერჰი გაიდაი „ტელეგრამზე“ იუწყება. "სევეროდონეცკი დგას და არის ყველა შანსი მისი სწრაფი განთავისუფლებისთვის. დამცველები წარმატებით ახორციელებენ ლოკალურ ოპერაციებს და აქვთ ყველაფერი, რაც სჭირდებათ ორკების რეგიონული ცენტრიდან გასადევნად", - აღნიშნა გაიდაიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე წაიკითხეთ: უკრაინის შეიარაღებული ძალები: რუსმა ოკუპანტებმა ოთხი მიმართულებით უკან დაიხიეს
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობამ მზაკვრული რუსული „ტაქტიკის“ გამოყენება დაიწყო - უკრაინის საზღვაო ძალები
„რუსეთის ფედერაციის შავი ზღვის ფლოტის ხელმძღვანელობამაც დაიწყო მზაკვრული რუსული „ტაქტიკის“ გამოყენება, რომელიც 2014 წლიდან არის ცნობილი. კერძოდ, უკრაინული მხარე იუწყება, რომ რუსული ძალები თავიანთ ხომალდებს სამოქალაქო გემებით ფარავენ შავ ზღვაში, დროებით ოკუპირებულ ქალაქ სევასტოპოლთან. ცნობების თანახმად, „სამხედრო კრიმინალებს სავაჭრო ფლოტის ხომალდები სევასტოპოლის მიმართულებით მიჰყავთ. მათ ავტომატური საიდენტიფიკაციო სისტემა AIS გამორთული აქვთ, რაც იდენტიფიცირების დაფარვის საშულებას იძლევა“. „შედეგად, დამპყრობლები აგრძელებენ უკრაინის მშვიდობიანი ქალაქების განადგურებას და ჩვენი მოქალაქეების მკვლელობას „კალიბრის“ საკრუიზო რაკეტებით. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ აჩვენებს რუსეთის ფედერაციის ნამდვილ სახეს", - აცხადებენ უკრაინის საზღვაო ძალები. უკრაინული მხარის ცნობით, პირველ ივნისს, შავ ზღვაში ორი რუსული ჩქაროსნული სადესანტო ხომალდი განადგურდა. ავტომატური იდენტიფიკაციის სისტემა (AIS) არის ავტომატური თვალთვალის სისტემა, რომელიც გემებზე გადამცემებს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად და ოპერაციულად განსხვავებულია, ADS-B სისტემა არის AIS-ის ანალოგი და ასრულებს მსგავს ფუნქციას თვითმფრინავებისთვის. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის მიზნით, ბალტიისპირეთის ქვეყნებმა შეთანხმება გააფორმეს
ბალტიის ენერგეტიკული სისტემის ოპერატორებმა - ესტონურმა Elering-მა, ლატვიურმა Augstsprieguma tīkls-მა (AST) და ლიეტუვის Litgrid-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას რუსეთში ელექტროენერგიის შესყიდვის შეწყვეტის შესახებ. ლატვიური კომპანიის ინფორმაციით, ბალტიისპირეთის ელექტროენერგიის ბაზარი პირველი ივნისიდან მხოლოდ პოლონეთსა და სკანდინავიის ქვეყნებს დაუკავშირდება. კომპანია ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთ მიზეზად გადახდებთან დაკავშირებულ პრობლემებს ასახელებს. რამდენიმე ბანკი, რომლის მეშვეობითაც ადრე ფული ირიცხებოდა რუსეთში, ახლა სანქციების ქვეშაა. ბალტიის ენერგოსისტემა რუსულ სისტემასთან დაკავშირებული იქნება, ვიდრე სრულად არ სინქრონიზდებიან ევროპულ ენერგოსისტემასთან, რაც 2025 წლისთვის იგეგმება.
ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტთან - დავუდასტურე, რომ ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით
ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება. „მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება – იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, – აცხადებს პრემიერი. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები განიხილეს. „ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოს მიერ შევსებული კითხვარი, ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და განხორციელებული რეფორმები იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრის მთავარი თემები. შეხვედრაზე, რომელიც ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და მაროშ შევჩოვიჩმა განიხილეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე სამომავლოდ გადასადგმელი ნაბიჯები და აღნიშნეს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ ამ პროცესში, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების კუთხით მიაღწია. პრემიერმა განაცხადა, რომ საქართველომ უკვე შეასრულა ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების 45% და ეს პროცესი გრძელდება. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია და ამ გზაზე ქვეყანა კომპლექსური რეფორმების განხორციელებას განაგრძობს. შეხვედრისას, საუბარი შეეხო უკრაინაში მიმდინარე ომს და მის გავლენას ფართო რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე. პრემიერმა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს მთავრობის ერთგულებას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ასევე წაიკითხეთ: ირაკლი ღარიბაშვილი: ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს
100 დღეა, უკრაინის შეიარაღებული ძალები, მთავრობა და ხალხი უკრაინას რუსი დამპყრობლებისგან იცავენ, ჩვენ გავიმარჯვებთ - ზელენსკი
უკრაინის შეიარაღებული ძალები, მთავრობა და ხალხი ასი დღეა, იცავენ უკრაინის სახელმწიფოს რუსი დამპყრობლებისგან, ჩვენ გავიმარჯვებთ. ამ გზავნილით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Facebook-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში გამოვიდა, სადაც ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად იმყოფება მისი გუნდის წევრებთან ერთად იმყოფება. პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან, ფრაქციის ლიდერ დავით არახამიასთან, პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელ ანდრეი იერმაკთან და პრეზიდენტის მრჩეველ მიხაილო პოდოლიაკთან ერთად ჩაწერილ ვიდეოში ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა გამარჯვებას მიაღწევს. „ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის აპარატის უფროსი აქ არის, უკრაინის პრემიერ-მინისტრი შმიგალი აქ არის მიხაილო პოდოლიაკი აქ არის. ჩვენი გუნდი გაცილებით უფრო ძლიერია. აქ არის უკრაინის შეიარაღებული ძალები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ხალხი, ჩვენი სახელმწიფოს ხალხი აქ არის. ჩვენ ასი დღეა, ვიცავთ უკრაინას. გამარჯვება ჩვენი იქნება", - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
შალვა პაპუაშვილი: მიხეილ სააკაშვილი თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა, თუ მკურნალობა
დღეს არ არის მომენტი, როდესაც ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უნდა უყუროს საქართველოს, უკრაინასა თუ მოლდოვას, დღეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების დრო. ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანია, რომ სასჯელი იყოს მოხდილი, განსაკუთრებით, რომელიც შეეხება მიხეილ სააკაშვილის მიერ ჩადენილ დანაშაულებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „სხვათა შორის, თუ დავაკვირდებით საერთო ჯამში ამ პროცესს, როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. მისმა წარმომადგენელმაც განაცხადა, რომ იყო სერვისები, რომელზეც ის თავად ამბობდა უარს და ამით გარკვეულწილად თავად იყენებდა ზიანს, რადგან ამ სერვისებზე უარს ამბობდა. ახლა ვხედავთ, რომ ის როგორც ჩანს, თანხმდება ყველა სერვისის მიღებას, იქნება ეს კვლევა თუ მკურნალობა. ამიტომ, არის ეს ორი განზომილება და ამ ორ განზომილებაში უნდა ვუყუროთ. ერთი, ეს გახლავთ ქართველი ხალხისთვის მნიშვნელოვანი, რომ სასჯელი უნდა იქნას მოხდილი", - განაცხადა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი სახელმწიფო ექსპერტიზის გავლაზე თანხმაა, მხოლოდ ერთი პირობით. მესამე პრეზიდენტი აცხადებს, რომ პროცესში დაცვის მხარის ნდობით აღჭურვილი ექსპერტები უნდა ჩაერთონ. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, თუ ექსპერტიზის ჩამტარებელი პირების მიმართ სანდოობასთან დაკავშირებით რაიმე კითხვის ნიშანი იარსებებს, ბუნებრივია, ასეთი ექსპერტიზის ჩატარებას აზრი არ ექნება. ამასთან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის კოკა კაციტაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დამატებითი ექსპერტიზა ადვოკატის განცხადების საფუძველზე დაინიშნა. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.