ძებნის რეზულტატი:
ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა. ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში სლოვაკეთის პრეზიდენტთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების აუცილებლობა. ჩვენ ერთსულოვანი ვართ ამ საკითხთან დაკავშირებით. მიუღებელია, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების მე-5 და მე-6 პაკეტების დამტკიცებას შორის 50 დღეზე მეტი გავიდა, თუმცა ვხედავთ პროგრესს მე-6 სანქციების პაკეტის მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ამოქმედებულმა ძირითადმა შეზღუდვებმა უნდა აიძულოს ის, დაასრულოს ომი. როგორც ცნობილია, 30 მაისის საღამოს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ. ის ითვალისწინებს რუსული ნავთობის ორი მესამედის იმპორტზე ემბარგოს და რუსული Sberbank-ის გათიშვას SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან. შეგახსენებთ, ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ.
ნიკა მელია EPP-ს ყრილობაზე: ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, გვინდა ევროპა, ჩვენ გვჭირდება ევროპის თანადგომა
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას მიმართა ევროკავშირს, გაუღოს კარი საქართველოს. ნიკა მელიამ ისაუბრა უკრაინაზე და განაცხადა, რომ უკრაინა არ არის პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი. მისი თქმით, ქართველ ხალხს, ისე როგორც არასდროს, სჭირდება ევროპის თანადგომა, რომ „დაამარცხოს სახელმწიფოს მიტაცება“. ოპოზიციონერი ლიდერის თქმით, „უკრაინა არ არის კგბ-ის ოფიცერ პუტინის შეშლილი ამბიციების პირველი მსხვერპლი“. 2008 წელს ის თავს დაესხა ჩემს ქვეყანას, რომლის 20% დღემდე ოკუპირებულია. ზოგიერთები დასავლეთში ცდილობდნენ, საქართველო წარმოეჩინათ აგრესორად. რა შეცდომაა! რა სიცრუეა! საქართველო 2008 წელს იყო მხოლოდ მოთელვა 2014-ის და 2022-ის წინ.რატომ იყო დასავლეთი ასეთი წინდაუხედავი? რატომ არ სურს დღესაც ზოგიერთ დასავლელ ლიდერს, დიქტატორს უწოდოს დიქტატორი? და ბოლოს, ყველაფერს თავისი სახელი დაარქვას?რეალიზმის, და ზოგჯერ გამბედაობის არქონას მივყავართ ტრაგიკულ შედეგებამდე”, - განაცხადა ნიკა მელიამ. „საკუთარ თავზე შეყვარებულმა „გაზპრომის" ოლიგარქმა მიიტაცა ქართული სახელმწიფო და ქვეყანას თავის პირად საკუთრებად მიიჩნევს. ზუსტად ერთი წლის წინ ციხეში ვიყავი. სწორედ ევროკავშირი იყო ის, ვინც გადაიხადა ჩემი გირაო, როგორც ჩემი თავისუფლების ფასი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ დამნაშავე ვარ. დამნაშავე ვარ, რომ წარმოვადგენ მათ, ვისაც სჯერა ევროპული და დემოკრატიული საქართველოსი. დამნაშავე ვარ, რომ ვიცავ მთავრობის პოლიტიზირებული მართლმსაჯულების მსხვერპლებს: პოლიტიკურ ლიდერს, როგორიც არის საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ქვეყანა ამოიყვანა პოსტ-საბჭოთა სიბნელიდან, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქვეყნის ევროპულ ინტეგრაციას, რომელიც პირველი აღუდგა წინ პუტინის იმპერიალისტურ ოცნებას რეგიონში სრულ დომინაციაზე, და რომელიც დღეს სიკვდილის პირას მყოფი, საკუთარ აჩრდილად არის ქცეული, წამებისა და არასათანადო მოპყრობის შედეგად. საზოგადოებრივი აზრის ლიდერებს, როგორიც არის ოლიგარქიული რეჟიმის კრიტიკისთვის ახლახანს დაპატიმრებული მთავარი დამოუკიდებელი ტელევიზიის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია“, - აღნიშნა ნიკა მელიამ. თავის მხრივ, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა პარტიის ყრილობაზე, სადაც საქართველოს ექსპრეზიდენტი იყო მიწვეული, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა წაიკითხა. „ჩემი მძიმე მდგომარეობის დასაძლევად ვპოულობ ძალას იმ მემკვიდრეობაზე ფიქრით, რომელიც დაგვიტოვა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა ვილფრიდ მარტენსმა, რომელმაც პირველად მაშინ მიმასპინძლა EPP-ში, როდესაც რუსეთი უკვე ემუქრებოდა საქართველოს; ან ფიქრით თავისუფლებისთვის იმ ბრძოლაზე, რომელსაც უძღვება ჩემი ძველი მეგობარი დონალდ ტუსკი. სანამ ჩემი ჯანმრთელობა მომცემს საშუალებას, მე არ დავნებდები, თუნდაც ეს ყველაფრის ფასად დამიჯდეს. როგორც ჟან მონემ თქვა, მე არ ვარ პესიმისტი, მე არ ვარ ოპტიმისტი, მე ვარ მტკიცე. თავისუფლება გაიმარჯვებს და გაკვალავს გზას დიდი ახალი ეპოქისკენ“, - აღნიშნულია წერილში.
პრეზიდენტმა ლექსო თორაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებისა და მსოფლიოში მისი პოპულარიზაციისათვის, მრავალწლიანი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და ქართველ ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა განათლებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის პიანისტი ალექსანდრე (ლექსო) თორაძე ბრწყინვალების ორდენით (სიკვდილის შემდეგ) დააჯილდოვა. დაჯილდოების ცერემონია დღეს ორბელიანების სასახლეში ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღნილ კლასიკური მუსიკის საღამოზე შედგა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯილდო ლექსო თორაძის დას და მეუღლეს პირადად გადასცა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო ჯილდო მიენიჭა არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ დიდ ადამიანს. „მინდა, პირველ რიგში, მადლობა გადავუხადო ლექსოს, რამეთუ ეს საღამო მან გვაჩუქა. დღეს არ შევიკრობებოდით აქ მისი ახლობლები, მეგობრები და მუსიკოსები, რომ არა ლექსო და რომ არა ეს ღიმილი, რომელიც ამ თვალებიდან მოდის და მისი სითბოს ნამდვილობას ასხივებს. რატომღაც ჩემ თავს მის მეგობრად ვთვლიდი, რადგან მას ჰქონდა უნიკალური უნარი - გხვდებოდა როგორც მეგობარს, ამისთვის ძალიან დიდი მადლობა მას და გზა მშვიდობისა! როგორც პრეზიდენტმა კი, მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ ლექსოს ბრწყინვალების ორდენით დაჯილდოება. შესაძლოა, ასე იყო საჭირო, რომ ეს ჯილდო დღეს, მისი 70 წლის იუბილეზე ყოფილიყო გადაცემული, რადგან ჩვენ ვაჯილდოვებთ არამხოლოდ ძალიან დიდ პიანისტსა და დიდ მუსიკოსს, არამედ ძალიან დიდ ადამიანს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. ლექსო თორაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოში მონაწილეობას იღებდნენ მსოფლიო დონის გამოჩენილი ქართველი პიანისტები და მუსიკოსები: ალექსანდრე კორსანტია, ედიშერ სავიცკი, ნინო ქათამაძე, ნიკოლოზ რაჭველი. პიანისტი ლექსო თორაძე 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი დააკავეს
ბათუმში, თურქი ბიზნესმენის, კომპანია „მეტრო სითის“ დირექტორის გალიფ ოზთურქის სახლში სპეცოპერაცია ჩატარდა. მედიაში გავრცელებული ცნობებით, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოქალაქე გ.ო.-ს მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტზე მიმდინარე გამოძიების პროცესში, საქმის ვითარების გასარკვევად საჭირო მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, 2022 წლის 31 მაისს, სასამართლოს განჩინებების საფუძველზე, მოქალაქე გ.ო.-სთან, ასევე. მასთან დაკავშირებულ პირებთან და კომპანიებში განხორციელდა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. გ.ო.-ს საცხოვრებელ მისამართზე, სასამართლოს განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, სხვა ნივთიერ მტკიცებულებებთან ერთად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფულადი თანხა, ასევე აღმოჩენილა სავარაუდოდ ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, რასთან დაკავშირებითაც გ.ო. დაკავებულია საქართველოს სისიხლის სამართლის კოდექსის 260-ე და 261-ე მუხლების პირველი ნაწილებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6 წლამდე ვადით. საქმეზე ინტენსიურად გრძელდება შესაბამისი ღონისძიებები, რომლის შედეგების შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი პირველი ვიზიტით ჰოსტომელს ეწვია
აშშ-ის ახლად დანიშნული ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი ჰოსტომელს, რუსეთის შეჭრის დაწყებისას ერთ-ერთი სასტიკი ბრძოლების ადგილს ეწვია. „ჩემი პირველი მოგზაურობა კიევს გარეთ - ჰოსტომელის აეროდრომი, სადაც უკრაინელი ჯარისკაცები იბრძოდნენ და მოიგეს ომის ერთ-ერთი პირველი მთავარი ბრძოლა. ჩემი ფიქრები დონბასშია, სადაც ახლა გადამწყვეტი ბრძოლები მიმდინარეობს“, - აცხადებს ბრიჯიტ ბრინკი. 30 მაისს, აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა რწმუნებათა სიგელები უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გადასცა. აშშ-ის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი კიევში ჩავიდა ენტონი ბლინკენი: ბრიჯიტ ბრინკის გამოცდილება უზარმაზარი შენაძენია აშშ-უკრაინის ურთიერთობებისთვის სენატმა უკრაინაში ამერიკის ელჩად ბრიჯიტ ბრინკი დაამტკიცა. მანამდე, ელჩობის კანდიდატმა სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის წინაშე განაცხადა, რომ თავისუფლებამ უნდა გაიმარჯვოს, უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. საგულისხმოა, რომ აშშ-ის ბოლო სამი წლის განმავლობაში 2019 წლიდან უკრაინაში ელჩი არ ჰყავდა. ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა აშშ-ის სენატს ჯო ბაიდენმა 27 აპრილს წარუდგინა. უკრაინაში ელჩად დანიშვნამდე ბრინკი იყო აშშ-ის ელჩი სლოვაკეთში. ენტონი ბლინკენმა 25 აპრილს დაადასტურა, რომ ამერიკის ახალი ელჩი უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკი იქნება. 2018 წელს, მედიაში გავრცელებული ცნობებით, საქართველოში ელჩად ბრინკის დანიშვნა განიხილებოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს, რათა ათენმა კიევს საბჭოთა იარაღი მიაწოდოს - ოლაფ შოლცი
გერმანია საბერძნეთს ქვეითთა საბრძოლო მანქანებს (IFV) გადასცემს, რათა ათენის მთავრობამ საბჭოთა ტიპის იარაღი გადასცეს უკრაინას, ამის შესახებ Reuters-ს ცნობით, სამშაბათს, გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. ევროკავშირის ორდღიანი სამიტის შემდეგ შოლცმა განმარტა, რომ შესაბამის შეთანხმებას საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან მიაღწია. შოლცმა არ ისაუბრა დეტალებზე, თუ რა სახის ქვეითთა საბრძოლო მანქანებს გადასცემს ბერლინი საბერძნეთს, ან რა სახის იარაღს მიაწვდის ათენი კიევს. ინფორმაციისთვის, IFV - ქვეითთა საბრძოლო მანქანაა – შეჯავშნული მუხლუხიანი და მცურავი მანქანა, რომელიც განკუთვნილია მოტოფეხოსნების მიერ საბრძოლო მოქმედებათა საწარმოებლად და პირადი შემადგენლობის გადასაადგილებლად. არესტოვიჩის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო გამარჯვება „ნაკლებად სავარაუდოა", თუ აშშ კიევს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას არ მიაწვდის უკრაინის მთავრობამ დასავლეთს მოუწოდა, მიაწოდოს მეტი დისტანციური იარაღი, რათა ომში ვითარება რადიკალურად შეცვალოს. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია
„ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია, რადგან ეს არ არის მხოლოდ ჩვენი რწმენა - გესმით ჩვენი მიზნები და კონკრეტული გეგმების შესახებ. ჩვენ მოვახდენთ დეოკუპაციას მთელი ჩვენი ტერიტორიის, რომელიც ისტორიულად და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გვეკუთვნის", - ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა სლოვაკ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერნციაზე განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ზუზანა ჩაპუტოვას უმასპინძლა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ აღმოსავლეთში დღეს ყველაზე რთული ვითარებაა იმის გამო, რომ იქ ყველაზე მეტი რუსული ტექნიკა და სამხედრო ფორმირებებია თავმოყრილი. „აღმოსავლეთში ჩვენ გვიჭირს, რადგან გვაკლია (საკმარისი რაოდენობის) იარაღი“, - ხაზგასმით აღნიშნა ზელენსკიმ. თავის მხრივ, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა ზუზანა ჩაპუტოვამ კიევში გამართულ შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერა და ქვეყნის ევროინტეგრაცია განიხილეს. უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა იმედოვნებს, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რადგან ეს არის უკრაინის კონსტიტუციაში ასახული ერთ-ერთი სტრატეგიული მიზანი და მას უკრაინელების უმეტესობა უჭერს მხარს. „სლოვაკეთი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დამცველია ევროკავშირში. ჩვენ ვაფასებთ ინიციატივას. ჩვენ მადლობელი ვართ ასეთი მხარდაჭერისთვის", - განაცხადა შმიგალმა. შმიგალმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა კარგად არის მომზადებული ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 70%-ზე მეტი განხორციელდა. მან სლოვაკეთს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ზუზანა კაპუტოვამ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ სლოვაკეთს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოცდილება და ამ გზაზე უკრაინას დაუჭერს მხარს. კაპუტოვა სამშაბათს კიევის რეგიონის ქალაქებს ირპენს და ბოროდიანკას უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში ეწვია. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობების ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე - ნედ პრაისი
შეერთებული შტატები კვლავ შეშფოთებულია რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებით, მოახდინოს კონტროლის ინსტიტუციონალიზაცია უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით, ხერსონის რეგიონში“, ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა. „ეს რუსული თამაშის წესების პროგნოზირებადი ნაწილია, რის გამოც ჩვენ განგაშის სიგნალს ვაგრძელებთ, განსაკუთრებით, რუსეთის პრეზიდენტის პუტინის ცალმხრივი განკარგულების შემდეგ, რომელიც უკრაინის მოქალაქეებისთვის რუსული პასპორტების გაცემას დააჩქარებს. რუსეთმა მსგავსი ტაქტიკა გამოიყენა დონეცკსა და ლუგანსკში 2019 წელს“, - განაცხადა პრაისმა. „რუსეთი უკრაინის ახლად მიტაცებულ ტერიტორიებზე მარიონეტული მთავრობებისთვის ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს, რადგან პროტესტი გრძელდება და მოსახლეობა უარს ამბობს თანამშრომლობაზე“, - დაამატა ნედ პრაისმა. მისივე თქმით, კრემლი, ალბათ, თვლის, რომ ხერსონის იძულებით დაკავება რუსეთს მისცემს სახმელეთო ხიდს ყირიმთან, ასევე, მოიპოვებს რაღაც ე.წ. გამარჯვებას და ეცდება, პუტინის მიერ არჩეული ომის გამართლებას რუსეთის შიდა აუდიტორიისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი ცნობისთვის, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გარკვეულ წარმატებებს მიაღწიეს ქალაქ ხერსონთან და სამხედროები წინ მიიწევენ ხარკოვის რეგიონის ნაწილებში. მისივე თქმით, რუსეთის არმიას კვლავ აქვს მნიშვნელოვანი უპირატესობა აღჭურვილობისა და პერსონალის მხრივ, თუმცა ამის მიუხედავად, უკრაინის დამცველები უაღრეს გამბედაობას იჩენენ და ფრონტზე სიტუაციის ოსტატებად რჩებიან.
სახელმწიფო დეპარტამენტი ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტზე: ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს მივესალმებით
სახელმწიფო დეპარტამენტის ევროკავშირის მიერ სანქციების მე-6 პაკეტზე შეთანხმებას მიესალმა. შესაბამისი განცხადებით, უწყების პრესსპიკერი ნედ პრაისი გამოვიდა. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ „ჩვენ მივესალმებით ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისა და პარტნიორების ნაბიჯებს, რომლებიც რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების შემცირებას გულისხმობს, ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციით და მოხმარების შემცირებით, ჩვენი საერთო კლიმატის მიზნების შესაბამისად“, - აღნიშნა ნედ პრაისმა. შეგახსენებთ, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ზელენსკის თქმით, უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს
უკრაინის პრეზიდენტი ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში სამხედროების წარმატების შესახებ იუწყება. შესაბამის კომენტარს CNN ავრცელებს. „უკრაინის ძალებმა ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში პროგრესს მიაღწიეს და აკავებენ რუსულ ძალებს ზაპორიჟიეში, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს ღამით გამართულ მიმართვაში. ჩვენი დამცველები ავლენენ უკიდურეს გამბედაობას, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს აქვს არსებითი უპირატესობა ძალისა და იარაღის მხრივ“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის შეიარაღებული ძალები ხერსონისთვის ბრძოლაში კონტრშეტევაზე გადავიდნენ - გენშტაბი უკრაინის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტზე. ზელენსკი რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტს მიესალმა, თუმცა პროცესის შეფერხება გააკრიტიკა „ევროკავშირის სანქციების მეექვსე პაკეტი შეთანხმებულია. მის დამტკიცებას და ძალაში შესვლას გარკვეული დრო დასჭირდება. მაგრამ პაკეტის ძირითადი ელემენტები უკვე ნათელია და მთავარია მისი მიმართულება. ევროპული ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთიდან ნავთობის იმპორტის მნიშვნელოვან შეზღუდვაზე. ვაფასებ ძალისხმევას ყველა იმ ადამიანის, ვინც იმუშავა ამ შეთანხმების სისრულეში მოსაყვანად. პრაქტიკული შედეგი არის მინუს ათობით მილიარდი ევრო, რომლითაც რუსეთი ტერორიზმს ვეღარ დააფინანსებს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
იენს სტოლტენბერგი აშშ-ს ეწვევა
NATO-ს გენერალური მდვანი იენს სტოლტენბერგი სამუშაო ვიზიტით აშშ-ში მიემგზავრება. ინფორმაცია ალიანსმა გაავრცელა. ნათქვამია, რომ სტოლტენბერგი აშშ-ის დედაქალაქში პარასკევამდე დარჩება და შეხვდება შეერთებული შტატების მაღალჩინოსნებს, მათ შორის სახელმწიფო მდივანს ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს და პრეზიდენტის მრჩეველს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანს. სტოლტენბერგი ასევე სიტყვით გამოვა ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში (SAIS).
უკრაინა გაეროს ხელმძღვანელობით, მარცვლეულის ექსპორტისთვის „საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს
უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, „გაეროს ხელმძღვანელობით საზღვაო ოპერაციაზე“ მუშაობს. ამის შესახებ CNN-ის ცნობით, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა. მისივე ცნობით, პროცესში ჩართულნი არიან პარტნიორი ქვეყნების საზღვაო ფლოტები, რათა უსაფრთხო სავაჭრო გზა იყოს უზრუნველყოფილი. საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსეთი დაადანაშაულა „შიმშილის თამაშებში მსოფლიოსთან, რაც გამოიხატება ერთი ხელით უკრაინული სურსათის ექსპორტის დაბლოკვასა და მეორე ხელით უკრაინაზე გადაბრალების მცდელობაში“. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორშაბათს, სატელეფონო საუბრისას განუცხადა თავის უკრაინელ კოლეგას, რომ ანკარა უკრაინის სოფლის მეურნეობის პროდუქტების ზღვით ექსპორტისთვის უსაფრთხო დერეფნის შექმნის მცდელობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. პარასკევს ზელენსკიმ თქვა, რომ 22 მილიონი ტონა მარცვლეული, რაც უკრაინის მარცვლეულის ექსპორტის თითქმის ნახევარს შეადგენს, რუსეთის მიერ არის შეჩერებული, რაც გამოიხატება შავი ზღვისა და აზოვის ზღვების გავლით ძირითადი საექსპორტო გზების ბლოკადაში. კრემლმა არაერთხელ უარყო ბრალდებები, რომ დაბლოკა მარცვლეულის მიწოდება უკრაინიდან და დასავლეთი დაადანაშაულა ქმედებებში, რამაც მისივე მტკიცებით, ეს კრიზისი გამოიწვია. უკრაინის პორტებში ხორბლის განბლოკვის რამდენიმე სცენარი იკვეთება, გაეცანით Europetime-ის სტატიას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი: სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება დღეიდან კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს
დღეიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს, პროგრამა 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება; – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. „შარშან ჩვენ გავაორმაგეთ სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება; დღეიდან, დახმარება კიდევ იზრდება და 150 ლარს შეადგენს. პროგრამა 215 000-ზე მეტ ბავშვს შეეხება, რისთვისაც სახელმწიფო 341 მილიონ ლარს გამოყოფს. ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად, მათი განვითარების უზრუნველსაყოფად ჩვენი ძალისხმევა კვლავაც გაგრძელდება და გაძლიერდება. მშვიდობას, ჯანმრთელობას და კეთილდღეობას ვუსურვებ ჩვენს პატარებს და მათ ოჯახებს“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
დავით ზალკალიანი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით
დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით, - ამის შესახებ აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი მადლობას უხდის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. „მადლობა სახელმწიფო დეპარტამენტს ჩვენი, უკრაინისა და მოლდოვის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისთვის. დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე“, – წერს დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს.
კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა
კატარში საქართველოს საელჩოსა და კატარის სადისტრიბუციო კომპანიას შორის (Qatar Distribution Company) ხანგრძლივი თანამშრომლობისა და მუშაობის შედეგად, საქართველოდან კატარში ქართული ღვინის ექსპორტი პირველად განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული სადისტრიბუციო კომპანია (QDC – Qatar Distribution Company) კატარში ალკოჰოლური სასმელებით ვაჭრობისა და იმპორტის ექსკლუზიური ლიცენზიის მფლობელია. „27 მაისიდან კატარის სადისტრიბუციო კომპანიის ქსელში 12 სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო განთავსდა. სულ მალე ქართული ღვინო განთავსდება დოჰაში არსებულ ხუთვარსკვლავიან სასტუმროებშიც და ალკოჰოლისათვის ნებადართულ სივრცეებში. კატარის სადისტრიბუციო კომპანიაში ქართული ღვინის კუთხე კატარში საქართველოს ელჩმა, ნიკოლოზ რევაზიშვილმა და სადისტრიბუციო კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გარეტ კოგანმა ერთობლივად გახსნეს. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით, კატარში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. დოჰაში, სასტუმროში Ritz Carlton ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიებას კატარში აკრედიტებული სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, ასევე, ჰორეკა სექტორისა და ადგილობრივი ბიზნესწრეების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ფარგლებში, სტუმრებს შესაძლებლობა მიეცათ, ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას გაცნობოდნენ, ასევე, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და ქართული ტრადიციული კერძები. კატარის ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ექსპორტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კატარი 2022 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, რომლის დროსაც კატარს მილიონობით სხვადასხვა ქვეყნის ვიზიტორი ეწვევა“, – ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: სიტუაცია ძალიან რთულია, უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს
უკრაინა ყოველდღიურად 60-100 ჯარისკაცს კარგავს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ყველაზე რთული ვითარება ქვეყნის აღმოსავლეთითაა. სიტუაცია ძალიან რთულია. ჩვენ ყოველდღიურად ვკარგავთ 60-100 ჯარისკაცს, 500-მდე კი ბრძოლაში იჭრება. ასე ვინარჩუნებთ თავდაცვით ხაზებს“, – განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ გვჯერა, რომ ოკუპაცია დროებითია
ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ
აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში წერს, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. „ჩვენ სწრაფად მივაწვდით უკრაინას იარაღისა და საბრძოლო მასალის მნიშვნელოვან ნაწილს, ასევე თანამედროვე სარაკეტო სისტემებს, რათა ბრძოლის ველზე მნიშვნელოვან სამიზნეებს უფრო მაღალი სიზუსტით დაარტყან, ხოლო მოლაპარაკების მაგიდასთან მაქსიმალურად ძლიერი პოზიცია ჰქონდეთ“, - ნათქვამია ჯო ბაიდენის წერილში. ბაიდენის თქმით, აშშ არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებსაც შეუძლია, რუსეთამდე მიაღწიოს კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ სამშაბათს გამოაცხადა, რომ უკრაინას გაუგზავნის მცირე რაოდენობის მაღალტექნოლოგიურ საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემებს, კრიტიკულად მნიშვნელოვან იარაღს, რომელსაც უკრაინელი ლიდერები დასავლეთისგან ითხოვდნენ. ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times ჯო ბაიდენმა NewYork Times-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ასევე აღნიშნა, რომ აშშ არ ახდენს უკრაინის წახალისებას, რათა განახორციელოს დარტყმები ქვეყნის გარეთ. „ჩვენ არ გვსურს ომი გაგრძელდეს მხოლოდ იმისთვის, რომ ზიანი მიადგეს რუსეთს“,- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის წერილში. თეთრ სახლს ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი დახმარების ახალი პაკეტის დეტალებზე. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე. ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $4,6 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $3,9 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მიხეილ ჩხენკელი: მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე ჩვენი ვალია, რომ შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო
მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო, - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ყველა ბავშვს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ულოცავს. „ჩემო ძვირფასებო, გილოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ მომავალს. მსოფლიოში განვითარებული მოვლენების ფონზე დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენი, უფროსი თაობის ვალია, შევუქმნათ თითოეულ ბავშვს ჯანსაღი და უსაფრთხო გარემო განვითარებისთვის, მივცეთ მათ უკეთესი მომავალი. ჩვენს მეგობარ უკრაინაში მიმდინარე ომმა ყველაზე დიდი ზიანი სწორედ იქ მცხოვრებ ბავშვებს მიაყენა, რაც ძალიან დიდი ტრაგედიაა. ჩემთვის, როგორც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ამ ბავშვებისთვის უკეთესი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, თბილისსა და ბათუმში უკრაინულენოვანი სექტორები დაფუძნდა, სადაც უკრაინელ მოსწავლეებს ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობა მშობლიურ ენაზე აქვთ. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს სკოლებში უკრაინელი მოსწავლეები გამარტივებული წესით ირიცხებიან. ბავშვებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ უსაფრთხო, მშვიდობიან გარემოში განათლების მიღებისა და ჯანსაღი ცხოვრების თანაბარი შესაძლებლობა, რაშიც ყველაზე დიდი როლი, მშობლებთან ერთად, მასწავლებლებს ეკისრებათ. უდიდესია პედაგოგების წვლილი განათლებული თაობის აღზრდის საქმეში, რაც ქვეყნის განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველია. მჯერა, ერთობლივი ძალისხმევით, ყველა არსებულ გამოწვევას დავძლევთ და ჩვენი პატარებისთვის უზრუნველვყოფთ ისეთ უსაფრთხო და ჯანსაღ საგანმანათლებლო გარემოს, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი უნიკალური შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალება ექნება“, – ნათქვამია მიხეილ ჩხენკელის განცხადებაში.
ნედ პრაისი: როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს
ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. დავით ზალკალიანი: დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აშშ იდგა და დგას ჩვენ გვერდით ასევე ნედ პრასმა აღნიშნა, რომ საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთვის EU-ს მხრიდან კანდიდატის შესაძლო სტატუსის მინიჭების საკითხი მხოლოდ ამ სუბიექტებს ეხებათ და მათი გადასაწყვეტია. „ეს საკითხი აღნიშნულ სამ ქვეყნასა და ევროკავშირს ეხება. თუმცა, როგორც სტრატეგიული პარტნიორი, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროპულ მისწრაფებებსა და ევროპულ ამბიციებს. ჩვენ ამ ქვეყნების გვერდით ვიდექით ამ გზაზე, მათ მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან დღემდე და განვაგრძობთ ამ გზაზე მათ გვერდით დგომას“, – განაცხადა ნედ პრაისმა. ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს 10 მაისს გადასცა.
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი გარდაცვლილი იპოვეს
თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს. მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. ილია ელოშვილი 47 წლის იყო. ის კახა კალაძის თბილისის მერად არჩევიდან რამდენიმე კვირაში მისი მოადგილე გახდა. მანამდე რამდენიმე თვით ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. უფრო ადრე, კი როცა კახა კალაძეს ენერგეტიკის მინისტრის თანამდებობა ეკავა, ელოშვილი მისი მოადგილე იყო.