ძებნის რეზულტატი:

ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა

აზერბაიჯანი ბულგარეთს გაზს IGB ინტერკონექტორის მეშვეობით მიაწვდის, რომელიც ტრანსადრიატიკის გაზსადენთანაა (TAP) დაკავშირებული. ამის შესახებ სამშაბათს, 31 მაისს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ აზიზ ოღლუ ბაირამოვმა ბულგარელ კოლეგასთან თეოდორა გენჩოვსკაიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ბულგარეთისა და პოლონეთის მთავრობები „გაზპრომის“ წინააღმდეგ სამართლებრივი დავისთვის ემზადებიან რუსული „გაზპრომი“ გაზის მიწოდებას ბულგარეთსაც უჩერებს მხარეებს შორის 25 წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. IGB-ის ამოქმედება ივლისშია დაგეგმილი, აკონკრეტებს Interfax-Azerbaijan. ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტეჩოვმა ადრე აღნიშნა, რომ სოფია 1 -ელი ივლისიდან აზერბაიჯანული გაზის სრულად (1 მილიარდი კუბური მეტრი) მიღებას მოელის. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც. 1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.  ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

საპატრიარქო ერეკლე II-ის სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს საპატრიარქო მეფე ერეკლე მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდის გამართვის შესახებ აცხადებს. საპატრიარქოს პრესსამსახურის ცნობით, პანაშვიდი 4 ივნისს 12:00 საათზე სვეტიცხოვლის ტაძარში გაიმართება. "დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარს: გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს". - წერია განცხადებაში. ერეკლე მეფესთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობის მიზეზი ლიტერატორ ლევან ბერძენიშვილის მიერ მის შესახებ ნათქვამი ფრაზა გახდა. ბერძენიშვილმა ერეკლე მეორე გეორგიევსკის ტრაქტატის გამო გააკრიტიკა. გავრცელდა პეტიცია, რომელზე ხელის მომწერნიც ითხოვენ აეკრძალოს ლევან ბერძენიშვილს ლექციების ჩატარება სტუდენტებისთვის. შემდეგ კი თელავში საჯარო მოხელეების მონაწილეობით ერეკლე მეორეს მხარდასაჭერად აქცია გაიმართა.  

საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია

ექსკლუზივი საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და კომისია მოიწვია ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება ევროკომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა მოსაზრებაზე და ახლა საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. შესაბამისი კომენტარი გაფართოების საკითხებში ევროკომისიის სპიკერმა ანა პისონერო-ჰერნანდესმა Europetime-თან გააკეთა. „საქართველოს მიერ ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთების შემდეგ, საბჭომ სწრაფად იმოქმედა და მოიწვია კომისია, რათა განაცხადის შესახებ თავისი მოსაზრება ხელშეკრულებების შესაფერისი დებულებების შესაბამისად წარმოედგინა. ჩვენ გვესმის ამ ნაბიჯის მნიშვნელობა ქართველი ხალხისთვის, რომელსაც სურს, იყოს ევროკავშირის ნაწილი. კომისიამ სწრაფად დაიწყო მუშაობა დასკვნაზე და ახლა კითხვარზე მიღებულ ყველა პასუხს აფასებს, რომელიც მოსაზრების მომზადებაში დაგვეხმარება – პირველი ნაწილი პოლიტიკურ და ეკონომიკურ ვითარებას მოიცავს, მეორე ნაწილი კი - ევროკავშირის კანონმდებლობის სხვა თავებს. კომისია სწრაფად მიიწევს წინ, რათა მოსაზრებაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დაასრულოს. ევროკავშირის გზაზე მომავალი ნაბიჯების შესახებ გადაწყვეტილებები კვლავ წევრი სახელმწიფოების ხელში იქნება. როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ევროკავშირის ლიდერებმა მხედველობაში მიიღეს კომისიის მოსაზრებების მომზადება საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის რესპუბლიკის ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ და ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე დაუბრუნდებიან“, - განუცხადა Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა. სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა 30 700 ჯარისკაცი დაკარგეს. „24 თებერვლიდან 1-ელ ივნისამდე მტრის დანაკარგი ასევე მოიცავს 1361 ტანკს, 3343 ჯავშანმანქანას, 659 საარტილერო სისტემას, 207 მრავალჯერად გამშვებ სარაკეტო სისტემას, 94 საჰაერო თავდაცვის სისტემას, 208 თვითმფრინავს, 175 ვერტმფრენს, 2290 საავტომობილო ტექნიკასა და საწვავის ავზს, 13 ერთეულ გემს/კატერს, 519 უპილოტო საფრენ აპარატს, 49 ერთეულ სპეცტექნიკას, 120 ფრთოსან რაკეტას“, - ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილია დარჩიაშვილი: საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან - გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური

საქართველო ნამდვილად იმსახურებს ხელშესახებ შედეგს ევროკავშირისგან, ჩვენი რეფორმები გვაძლევს საფუძველს, ვივარაუდოთ, რომ გადაწყვეტილება იქნება პოზიტიური, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განუცხადა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს „დღეს ჩემი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბრიუსელში მექნება შესაძლებლობა, შევხვდე რამდენიმე ევროკომისარს და ევროპარლამენტარს. რა თქმა უნდა, მათთან გვექნება საუბარი ჩვენს მოლოდინებზე, იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს დღეს, რომ საქართველომ მიიღოს პოზიტიური დასკვნა ჩვენ მიერ წარმოდგენილ კითხვართან დაკავშირებით. სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრები იქნება ძალიან ღია, ძალიან შინაარსიანი, გვექნება შესაძლებლობა, გავცვალოთ ხედვები, მოლოდინები და ის პერსპექტივები, რომლებიც საქართველოს აქვს ამ პროცესში“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა. ცნობისთვის, შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს პრემიერმა 10 მაისს გადასცა. ევროკომისიამ დაიწყო უკრაინის მიერ შევსებული კითხვარის შეფასება, შემდეგი საქართველოა სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი  

ირაკლი ღარიბაშვილი: პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება დაფიქსირდა

 პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სწრაფი გაჯანსაღება დაფიქსირდა, – ამის შესახებ აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წლიურ მოხსენებაში, რომელიც პარლამენტს წარედგინა. მოხსენების მიხედვით, 2020 წელს 6.8%-იანი კლების შემდეგ, 2021 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 10.4% შეადგინა და მნიშვნელოვნად გადააჭარბა მოლოდინებს და ეკონომიკური აქტივობის დონე პანდემიამდე პერიოდის (2019 წლის) მაჩვენებელს 2.9%-ით აღემატებოდა. „2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა. იანვარ-აპრილში დაფიქსირებული დინამიკის საფუძველზე, მთავრობის პროგნოზით, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 6%-ს მიაღწევს“, – ნათქვამია დოკუმენტში. ასევე წაიკითხეთ: COVID19: როგორია ერთი კვირის სტატისტიკა  

იმედი მაქვს, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ იმედი აქვს, ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ, უკრაინელ და მოლდოველ ხალხს სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. მისივე თქმით, მმართველი გუნდი ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებში შეხვედრებს აქტიურად მართავს, საიდანაც საქართველოს მიმართ და მის ევროპულ მომავალზე მხარდამჭერი განცხადებები ისმის. სა­ქარ­თვე­ლოს შეეძლო, უკეთ მომზადებული შეხვედროდა ამ ისტორიულ მომენტს - ევროკავშირის ელჩი „ჩვენ ვიცით, ეს არ არის ახალი, რომ ზოგადად, ასეთი გადაწყვეტილებები კონსენსუსით მიღება, 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს. რა თქმა უნდა, არ არის ადვილი გადაწყვეტილებები, რომელსაც ევროკავშირი იღებს. ამიტომ, ვიცით, რომ მათ შორის, სხვადასხვა სკეპტიკოსიც არის ევროკავშირის შიგნით. ვნახოთ, ჩვენ სამივე მოველით ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. საქართველოს მიერ შევსებულ კითხვარზე მიღებულ პასუხებს ვაფასებთ. სწრაფად მივიწევთ წინ, რათა დასკვნაზე მუშაობა რაც შეიძლება მალე დასრულდეს - ევროკომისია სამი კრიტერიუმიდან ერთი, რომელზეც ევროკავშირი კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ყველაზე დიდ ყურადღებას ამახვილებს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ყველაფერი გააკეთა და კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე ახლა ჯერი ევროკავშირის თამამ გადაწყვეტილებაზეა. „თუკი ვინმე ახლა კანდიდატობას იმსახურებს, ეს გახლავთ საქართველო. ერთი: საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ დაახლოების კუთხით წინსვლა ყოფილიყო, ასოცირების შეთანხმების 45% შესრულებული არის და მეორე: ქართველი ხალხი 30 წელია, თავისი დასავლური პერსპექტივისთვის იბრძვის. იბრძვის ამ სიტყვის, როგორც გადატანითი ისე პირდაპირი მნიშვნელობით. ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით სისხლი გვაქვს დაღვრილი. ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ისევე, როგორც საქართველოს ეყო სითამამე, რომ დამოუკიდებლობა გამოეცხადებინა, თავისი ევროპული პერსპექტივის სურვილი გამოეცხადებინა, ეს კონსტიტუციაში ჩაგვეწერა, ამისთვის გვებრძოლა, სისხლი დაგვეღვარა, ევროკავშირსაც ეყოფა სითამამე და სიმამაცე, რომ ერთი მხრივ, ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, უკრაინელ და მოლდოველ ხალხსაც, სოლიდარობის სიგნალი გამოუგზავნოს და მეორე მხრივ, რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას. ჯერი ევროკავშირსა და მის თამამ გადაწყვეტილებაზეა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა. კითხვარის მეორე ნაწილის გადაცემის შემდგომ, ევროკომისია იწყებს საკუთარი შეფასების ანგარიშის მომზადებას, რომელიც ევროკავშირის საბჭოს გადაეცემა და საბჭო შესაბამის გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, ივნისის ბოლოს მიიღებს.

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენციის მოხუცთა თავშესაფრისთვის გადაცემა იგეგმება

ყირგიზეთის ექს-პრეზიდენტის რეზიდენცია შესაძლოა მოხუცთა თავშესაფარს გადაეცეს. ამის შესახებ კომენტარი ყირგიზეთის სახელმწიფო ქონების მართვის ფონდმა გააკეთა. მანამდე ყირგიზეთის სოციალ-დემოკრატების პარტიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ყოფილმა პრეზიდენტმა ალმაზბეკ ატამბაევმა კოი-ტაშში ბავშვებისთვის საგანმანათლებლო და გასართობი სპორტული კომპლექსის გახსნის შესახებ ბრძანება გასცა. ამის საპასუხოდ სახელმწიფო ქონების ფონდმა განაცხადა, რომ „სოფელ ქოი-ტაშში 2,7 ჰექტარზე 1385,5 კვ.მ საერთო გამოსაყენებელი ფართის ჯანდაცვის ცენტრი სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა“, ხოლო 12 აპრილს საკუთრება კადასტრმა დაარეგისტრირა. დეპარტამენტმა ასევე გაიხსენა, რომ 30 მაისს ფონდის თანამშრომლებმა ჩაატარეს ადგილზე ვიზიტი ქონების ინვენტარიზაციის მიზნით და აცნობეს ატამბაევის წარმომადგენლებს, რომ დაწესებულება სამ დღეში უნდა გაათავისუფლონ. ფონდის თანახმად, ატამბაევის მხარდამჭერებს არ აქვთ უფლება შექმნან სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი ბავშვებისთვის, დაწესებულება გადაცემულია სახელმწიფო საკუთრებაში. „ფონდმა შრომის, სოციალური უზრუნველყოფისა და დასაქმების სამინისტროსთან ერთად შეიმუშავა მინისტრთა კაბინეტის განკარგულების პროექტი ამ დაწესებულების ბაზაზე მოხუცთა სოციალური სტაციონარული დაწესებულების შექმნისა და ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრის ორგანიზების შესახებ“. - ნათქვამია ფონდის განცხადებაში. ერთი დღით ადრე სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს კამათი სახელმწიფო ქონების ფონდის წარმომადგენლებსა და ყოფილი პრეზიდენტის ალმაზბეკ ატამბაევის წარმომადგენლებს შორის სოფელ კოი-ტაშში, მისი სახლის ტერიტორიაზე. ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ატამბაევის ოჯახის ქონება ხელახლა დარეგისტრირდა და ამის შესახებ მისი ოჯახის წევრები არ იყვნენ ინფორმირებულნი. 2020 წლის 23 ივნისს ბიშკეკის პერვომაისკის რაიონულმა სასამართლომ კრიმინალური ავტორიტეტის აზიზ ბათუკაევის უკანონო გათავისუფლების საქმეზე ალმაზბეკ ატამბაევს 11 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ქონების კონფისკაციით. მოგვიანებით ბიშკეკის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. მიმდინარე წლის მარტში უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც ძალაში დატოვა  

ჩეჩნეთის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ განაცხადა

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ საქართველოსკენ გზის გაყვანის აუცილებლობის საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია. „ერთი კვირის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა რუსეთის ფედერაციაში ზოგადად სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობა. ამიტომ, გროზნი-შატოი-იტუმ-კალი-შატილის გზის მშენებლობას ჩეჩნეთის რესპუბლიკისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ჩეჩნეთის ეკონომიკის, ტერიტორიული განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა რუსტამ შაპტუკაევმა. კელი დეგნანი: ვიდრე რუსეთი დაიწყებს საუბარს საქართველოსთან გზებზე, პროექტებზე ან მსგავს დაპირებებზე, აუცილებელია, გაიყვანოს ჯარები საქართველოდან მისი თქმით, ჩეჩნეთის მთავრობამ ამ საკითხთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა ფედერალურ ცენტრს შესაბამისი წერილებით. შაპტუკაევი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურ რამზან კადიროვს "ეს საკითხი განსაკუთრებულ კონტროლზე აქვს აყვანილი". „ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის რამზან კადიროვის დავალებით, ეს საკითხი პრიორიტეტულია. დღემდე, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობამ შეასრულა სამუშაოები ამ ავტომაგისტრალის აშენების აუცილებლობის დასასაბუთებლად, რაც ხელს შეუწყობს ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო კვანძის გაფართოებას და მოიცავს ისეთ მთავარ კვანძს, როგორიცაა იტუმ-კალი-შატილის მარშრუტი“, - აცხადებს შაპტუკაევი. გროზნი-ინფორმის ცნობით, შაპტუკაევმა გზის მშენებლობის დაწყების ვადებთან დაკავშირებით შეკითხვასაც უპასუხა. „ამ ეტაპზე კონკრეტული თარიღები დადგენილი არ არის, ვიმედოვნებთ, რომ ეს უახლოეს მომავალში იქნება მითითებული. თუ რომელი უწყებები ააშენებენ გზას, მხოლოდ შესაბამისი დირექტივების მიღების შემდეგ შევძლებთ პასუხის გაცემას“. გროზნი-ინფორმი აღნიშნავს, რომ „რუსეთსა და საქართველოს შორის გზის მშენებლობა საშუალებას მისცემს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები სრულიად ახალ დონეზე გადაიყვანოს, გააძლიეროს საერთაშორისო ურთიერთობები და შეამციროს სატრანსპორტო ხარჯები ტვირთების გადაზიდვისას რუსეთიდან სომხეთში, აზერბაიჯანში, ირანში, საქართველოსა და თურქეთში“. აღსანიშნავია, რომ თბილისმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს ჩეჩნეთთან დამაკავშირებელი ავტომაგისტრალის მშენებლობის საკითხი ქართული მხარის დღის წესრიგში არასოდეს ყოფილა. ამის შესახებ მიმდინარე წლის მარტში ქვეყნის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განაცხადა. დეპარტამენტში მცდარი უწოდეს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თბილისმა პროექტის განხორციელებაზე თანხმობა განაცხადა. საქართველოსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის საზღვარზე გზისა და სასაზღვრო გადასასვლელის მშენებლობის საკითხი განიხილეს მარტში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც გროზნოში გაიმართა. უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა ისაუბრეს გზის "სტრატეგიულ მნიშვნელობაზე" და მის მნიშვნელობაზე უცხოურ ბაზრებზე გასასვლელად.  

მედია: შვეიცარია უკრაინისთვის Piranha III-ის მოდელის ჯავშანმანქანების მიწოდებას ბლოკავს

უკრაინული მედია, შვეიცარიულ საზოგადოებრივ მაუწყებელ SRF-ზე დაყრდნობით იუწყება, რომ ამ ქვეყნის მთავრობამ დანიის მიერ შვეიცარიული წარმოების ჯავშანმანქანების უკრაინისთვის მიწოდება დაბლოკა. Reuters-ს ცნობით, დანიას სურს დაახლოებით 20 ერთეული საბრძოლო ჯავშანმანქანა Piranha III დახმარების სახით უკრაინისთვის გადაცემა. შესაბამისი ნებართვისთვის თხოვნით დანიის მთავრობამ შვეიცარიის ეკონომიკური საკითხების უწყებას - Seco-ს მიმართა. რამდენიმე დღის წინ Seco-მ დანიის თხოვნაზე უარი თქვა. ბერნის ნებართვის გარეშე კი, ასეთი დახმარების გაწევა შეუძლებელია, რადგან, როდესაც დანიამ ჯავშანმანქანები იყიდა, იკისრა ვალდებულება, რომ ტექნიკას მესამე მხარეს შვეიცარიის ნებართვის გარეშე არ მიაწვდიდა. ოლაფ შოლცი აცხადებს, რომ უკრაინას IRIS-T-ის საჰაერო თავდაცვის სისტემას გადასცემს ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინა დასავლეთის ქვეყნებს სთხოვს, უპირველეს ყოვლისა, მძიმე იარაღის მიწოდებას, რომელიც აუცილებელია რუსეთის თავდასხმისთვის ეფექტურად დასაპირისპირებლად და გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად. დასავლეთის ქვეყნები შიშობენ, რომ ეს რუსეთის მიერ დამატებით ესკალაციად იქნება აღქმული. The New York Times-ის ცნობით, მაისის ბოლოს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების მიწოდების გადაწყვეტილება დაამტკიცა. რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან სამი თვის შემდეგ, კიევი იუწყება, რომ მოსკოვის სამხედრო შეჭრა ყველაზე აქტიურ ფაზაში შევიდა. კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ 27 მაისს განაცხადა, რომ რუსეთს მთელი უკრაინის აღება სურს, მთავარი სამიზნე კი, ისევ კიევია. მანამდე, ომის მეორე ფაზა დაიწყო, ბრძოლების დიდმა ნაწილმა აღმოსავლეთით გადაინაცვლა, რადგან მოსკოვმა კიევის მისადგომებიდან უკან დაიხია. დასავლეთი აცხადებს, რომ კრემლმა სტრატეგიულ მიზანს ვერ მიაღწია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგზავნა გრძელდება. აშშ-მ, გაერთიანებულმა სამეფომ და ევროკავშირმა ახალი ერთობლივი ჯგუფი შექმნეს, რომელიც უკრაინას რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის დოკუმენტირებაში დაეხმარება. უფრო ადრე, უკრაინაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულებისა და სხვა სისასტიკის ამსახველი მტკიცებულებების შეგროვება-გაანალიზების მიზნით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახალი პროგრამა აამოქმედა. 28 მაისს, დამოუკიდებელმა საერთაშორისო ექსპერტებმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე პირველი ანგარიში გამოაქვეყნეს და რუსეთი გენოციდის წაქეზებასა და უკრაინელი ხალხის განადგურებაში დაადანაშაულეს. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ომის დაწყებიდან დღემდე, გაეროს ცნობით, 8000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა, 8 მილიონზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ლტოლვილად იქცა. 24 თებერვლიდან 28 მაისამდე - არსებულ სურათში მთავარ ასპექტებს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე მეთიუ ბრაიზა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განიხილავს.  

ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს წარადგენს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალ დახმარებას გამოუყოფს. სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარებისთვის $700 მილიონის გადაცემის ნებართვა გასცა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „პრეზიდენტმა ბაიდენმა დღეს დილით განაცხადა, რომ უკრაინა მიიღებდა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ახალ დახმარების პაკეტს. კერძოდ, ამ პაკეტის ფარგლებში უკრაინა აღიჭურვება დამატებითი შესაძლებლობებითა და მოწინავე იარაღით. ზუსტად ის, რაც ახლა უკრაინელებს სჭირდებათ, რათა თავი დაიცვან რუსული აგრესიისგან. ეს მოიცავს უფრო მოწინავე სარაკეტო სისტემებს, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს დაარტყან საკვანძო სამიზნეებს, ბრძოლის ველზე უფრო დიდი მანძილიდან“, - თქვა ენტონი ბლინკენმა, თუმცა დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია. კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

სტოლტენბერგი: პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინს ნაკლები NATO სურდა, თუმცა უფრო მეტ NATO-სა და ალიანსის უფრო მეტ წევრს იღებს. იენს სტოლტენბერგი აშშ-ს ეწვევა სტოლტენბერგის შეფასებით, ფინეთისა და შვედეთის გადაწყვეტილებები და ოფიციალური განაცხადები ალიანსში გაწევრიანებაზე ისტორიულია. „ისინი გააძლიერებენ ჩვენს ალიანსს. ჩვენ უნდა მივმართოთ ყველა მოკავშირის უსაფრთხოების საკითხებს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიპოვით ერთიან გზას“, - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. შეგახსენებთ, თურქეთი შვედეთისა და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება. ანკარა აცხადებს, რომ ვიდრე ანკარის პირობები არ დაკმაყოფილდება, ფინეთის და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე პროგრესი არ იქნება.          თურქეთი ითხოვს: შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა. ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ მხარდაჭერა ქურთისტანის მუშათა პარტიის, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს NATO-ში გაწევრიანების საკითხზე საკუთარი პრეტენზიები გააცნო რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია. 

ბლინკენის განცხადებით, უკრაინა აშშ-ის მიწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინამ აშშ დაარწმუნა, რომ აშშ-ის მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებს. სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინას ჰქონდეს აღჭურვილობა რუსული აგრესიის მოსაგერიებლად და, შესაბამისად, ყველაზე ძლიერი პოზიცია მოლაპარაკებების მაგიდასთან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა NATO-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს კურტ ვოლკერის თქმით, ბაიდენმა უკრაინას უნდა გადასცეს იარაღი, რომელიც საჭიროა რუსეთის დასამარცხებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი სარაკეტო სისტემების მიწოდება დაამტკიცა - New York Times CNN-ი აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით იუწყება, რომ ვაშინგტონი კიევს აშშ-ის წარმოების მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემებს (HIMARS) გადასცემს. შეიარაღება უკრაინას უსაფრთხოების მე-11 პაკეტის ფარგლებში გადაეცემა. მანამდე აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა The New York Times-ში გამოქვეყნებულ წერილში დაწერა, რომ აშშ უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადასცემს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ჯო ბაიდენმა უკრაინისათვის დახმარების ახალი პაკეტი წარადგინა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად წარადგინა დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც უკრაინისთვის HIMARS-ების, მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების გადაცემასაც მოიცავს. ინფორმაციას CNN ავრცელებს.  ჯო ბაიდენი: უკრაინას თანამედროვე სარაკეტო სისტემებს გადავცემთ CNN: აშშ უკრაინას HIMARS-ის სარაკეტო სისტემებს გადასცემს „უსაფრთხოების სფეროში მნიშვნელოვან ახალ პაკეტს ვაცხადებ უკრაინელი სამხედროებისთვის დროული და მნიშვნელოვანი დახმარების უზრუნველსაყოფად. უკრაინისათვის დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც აშშ-ის კონგრესმა ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო, აშშ შეძლებს უკრაინას მიაწოდოს მეტი იარაღი, რომელსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსული თავდასხმების მოსაგერიებლად“, - ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაში. ჯო ბაიდენის თქმით, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებში, უკრაინა ახალ შესაძლებლობებსა და მოწინავე შეიარაღებას მიიღებს, მათ შორის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ს. მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ უკრაინას უსაფრთხოებისთვის ახალი პაკეტის ფარგლებში $700 მილიონს გამოუყოფს. 30 მაისს ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები არ გაუგზავნის უკრაინას სარაკეტო სისტემებს, რომლებმაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთამდე.  ეს ეს კომენტარი მოჰყვა ცნობებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში მოწინავე შორი დისტანციის სარაკეტო სისტემების გაგზავნას აპირებს. მოგვიანებით თეთრ სახლში განაცხადეს, რომ ახალი დახმარება უკრაინის საჭიროებებს შეესაბამება. ასევე, თეთრი სახლის შეფასებით, 80 კილომეტრამდე რადიუსის მქონე სისტემები, სწორედ ის არის, რაც ქვეყანას ბრძოლის ამ ახალ ფაზაში სჭირდება. საერთო ჯამში, შეერთებულმა შტატებმა ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში, უკრაინას უსაფრთხობის მიმართულებით დაახლოებით $5.3 მილიარდის დახმარება გაუწია. მათ შორის ქვეყანამ დაახლოებით $4.6 მილიარდი რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ მიიღო. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სკოლებს, საცხოვრებელ კორპუსებს, საავადმყოფოებს, სამშობიაროებს და სხვა სამოქალაქო დანიშნულების შენობა-ნაგებობებსა და ინფრასტრუქტურას. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: რუსეთის ეკონომიკა სანქციების გავლენით შემცირებას განაგრძობს

რუსეთის მშპ მარტში 1.3%-ით, თებერვალში 4.1%-ით და იანვარში 5.6%-ით ზრდის შემდეგ, აპრილში წლიურ ჭრილში 3%-ით შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია ეკონომიკის სამინისტროზე დაყრდნობით წერს. მედიის ცნობით, ეს შედეგი „უპრეცედენტო სანქციების ზეწოლით“ აიხსნება, რამაც ტრანსპორტისა და ლოჯისტიკური შეზღუდვები, ასევე შიდა მოთხოვნის შემცირება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფინანსთა სამინისტრო შიდა შეფასებით, სანქციების გამო მშპ-ს 12%-ით შემცირებას პროგნოზირებს, რამაც შესაძლოა გაანადგუროს „ეკონომიკური ზრდის ათწლეული“. საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს უკრაინის ეკონომიკის 35%-ით, ხოლო რუსეთის 8,5%-ით დაცემას პროგნოზირებს. რუსეთის ცენტრალურ ბანკს აქვს მოლოდინი, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთის მშპ 8-10%-ით შემცირდება.  

ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში ევროკომისრებთან შეხვედრებს მართავს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა ევროკომისრებთან ტრანსპორტის, კრიზისების მართვის და გარემოს დაცვის საკითხებში, ადიანა ვალეანთან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან და იანეს ლენარჩიჩთან. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს. უწყების ცნობით, ევროკომისრებთან შეხვედრებზე მხარეებმა ძირითადი ყურადღება გაამახვილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე პრიორიტეტებსა და აქტუალურ მიმართულებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ რეფორმებზე ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოების კუთხით, ასევე ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის დინამიკურ პროცესზე. მხარეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობაზე გაკეთებულ განაცხადს და შემდგომ ნაბიჯებს, ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების ახალ ეტაპს, რაც სწორედ ქვეყნის მიერ წევრობაზე განაცხადის გაკეთების შემდეგ დადგა. აღინიშნა თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის ასახვას ევროკავშირის შესაბამის გადაწყვეტილებებსა და სამომავლო გეგმებში. დარგობრივ ევროკომისრებთან შეხვედრაზე, საქართველო-ევროკავშირის მიმდინარე თანამშრომლობის კონტექსტში დადებითად შეფასდა სხვადასხვა მიმართულებით საქართველოს მხრიდან განხორციელებული რეფორმები. ტრანსპორტის საკითხებში ევროკომისართან ადიანა ვალეანესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო-ლოგისტიკური რეგიონული ცენტრის უმნიშვნელოვანეს როლს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ მუშაობას საერთო პრიორიტეტებზე ევროკავშირის დაკავშირებადობის სტრატეგიის კონტექსტში. კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისართან იანეშ ლენარჩიჩთან შეხვედრაზე დადებითად შეფასდა კრიზისების მართვის სფეროში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს მიერ კოვიდ-პანდემიის მართვისთვის მიღებული ზომები და ევროკავშირის დახმარება ამ პროცესში. გარემოს დაცვის საკითხებში ევროკომისართან, ვირგინიუს სინკევიჩიუსთან შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციის შესაძლებლობებზე, განსაკუთრებით ისეთ პრიორიტეტულ დარგებში, როგორიცაა გარემოს დაცვა და კლიმატის ცვლილება და გამოთქვა ევროკომისიის მზაობა, კიდევ მეტად გააღრმაოს საქართველოსთან თანამშრომლობა გარემოს დაცვისა და კლიმატის სფეროებში. ევროკომისრებთან შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებდნენ აქტიურ მუშაობას ასოცირების შეთანხმებისა და ასოცირების ახალი 2021-2027 წლების დღის წესრიგით გათვალისწინებული პრიორიტეტების რეალიზაციის მიზნით. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით 1-2 ივნისს სტუმრობს, ვიზიტის ფარგლებში ილია დარჩიაშვილი ევროკომისრების პარალელურად შეხვედრებს მართავს ევროპარლამენტში. 

კულება: ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი იქნება, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრო კულებამ განაცხადა, რომ აუცილებლად იქნება რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტი, მაგრამ გაზის ემბარგოს გარეშე. იუწყება Ukrinform-ი. ავსტრიის კანცლერი: რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შემდეგ პაკეტში გაზის ემბარგო არ იქნება „უბრალოდ, ზოგიერთ ქვეყანას, რომლებიც კრიტიკულად არიან დამოკიდებულნი რუსულ გაზზე, ჯერ კიდევ არ უპოვიათ გარკვეული ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები“, - თქვა კულებამ. თუმცა, ის დარწმუნებულია, რომ სამომავლოდ ემბარგო იქნება. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს დაწესებაზე შეთანხმდნენ Bloomberg-ის გათვლებით, ევროკავშირის ლიდერების შეთანხმების საფუძველზე ნავთობზე ნაწილობრივი ემბარგოს შედეგად, რუსეთი პირველ ჯერზე $1 მილიარდს დაკარგავს, ყოველწლიურად კი დანაკარგი $10 მილიარდი იქნება.  როგორც ცნობილია, შეერთებულმა შტატებმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ნავთობპროდუქტები მოსკოვის უკრაინაში შეჭრის გამო აკრძალეს, ხოლო სხვებმა ტვირთების შეძენას მომავალი სანქციების შიშით აირიდეს თავი.  შეგახსენებთ, ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ რუსული ნავთობპროდუქტების აკრძალვის შესახებ გამოაცხადა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა გამარჯვება მოითხოვს რუსულ ნავთობზე ემბარგოს, ტანკებს, თვითმფრინავებს და არტილერიას - მიხაილო პოდოლიაკი ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ილჰამ ალიევი: კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, 27-ე საერთაშორისო გამოფენის „კასპიის ნავთობისა და გაზის“ გახსნაზე განაცხადა, რომ კასპიის გაზსა და ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულ დონეზეა. აზერბაიჯანი გეგმავს არსებული მილსადენების, მათ შორის სამხრეთ კავკასიისა და ტრანსანატოლიის გაზსადენების (TANAP), ასევე ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრის გაფართოებას. ეს გაზსადენები ქმნიან სამხრეთ გაზის დერეფანს (SGC). დამოუკიდებლობის პერიოდში ენერგეტიკის სფეროში აზერბაიჯანის მიღწევებზე საუბრისას ალიევმა აღნიშნა, რომ თურქეთთან და საქართველოსთან ერთად განხორციელებული რეგიონული ინიციატივები, ახლა გლობალური მნიშვნელობის პროექტებად იქცა. ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანის გაზის ექსპორტის მოცულობამ 2021 წელს 22 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება 24 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი. „აზერბაიჯანის ნავთობისა და გაზის რესურსებზე მოთხოვნამ მაქსიმალურ დონეს მიაღწია. აზერბაიჯანი, როგორც პასუხისმგებელი ქვეყანა, ითვალისწინებს ამას და ცდილობს მხარი დაუჭიროს ქვეყნებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო სირთულეებს განიცდიან“, - განაცხადა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტს TAP-ის პოტენციალის გაფართოებაში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერის იმედი აქვს. „ჩვენ ასევე შეგვიძლია განვიხილოთ TANAP-ის გაზსადენის სიმძლავრის გაფართოების შესაძლებლობა, რადგან აზერბაიჯანულ გაზზე მოთხოვნა იზრდება და არის გაფართოების პოტენციალიც და პოლიტიკური ნებაც. ამიტომ, დრო არ უნდა დავკარგოთ. არა მარტო TAP-ს, არამედ სამხრეთ კავკასიის მილსადენსაც და TANAP-საც სჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი თანამდებობას ტოვებს

Facebook-ის აღმასრულებელმა დირექტორმა შერილ სენდბერგმა განაცხადა, რომ ის თანამდებობის დატოვებას შემოდგომაზე, 14 წლიანი მუშაობის შემდეგ გეგმავს. „როდესაც 2008 წელს ამ საქმეს შევუდექი, იმედი მქონდა, რომ 5 წელი გავძლებდი. თოთხმეტი წლის შემდეგ, ვფიქრობ, დროა გადავფურცლო გვერდი და დავიწყო ახალი თავი ჩემს ცხოვრებაში. დარწმუნებული არ ვარ, რა მელის მომავალში, მაგრამ, როგორ გამოცდილებამ მასწავლა, ვერავინ გააკეთებს პროგნოზს რა იქნება მომავალში. მაგრამ ვიცი, რომ მომავალში მექნება სამუშაო ჩემს საქველმოქმედო ფონდში, რომელიც ჩემთვის მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შერილ სენდბერგი. ის მადლობას უხდის კოლეგებს, რომლებიც გამოირჩევიან საქმისადმი ერთგულებით. ასევე მადლიერია მარკ ცუკერბერგის, რომელმა მას ეს შანსი მისცა. სენდბერგმა ასევე განაცხადა, რომ ის კომპანიის დირექტორთა საბჭოში დარჩება. Facebook 2004 წელს დააარსა მარკ ცუკერბერგმა, თავის კოლეჯის მეგობრებსა და საინფორმაციო მეცნიერების სტუდენტებთან, ედუარდო სავერინსა, დასტინ მოსკოვიცსა და კრის ჰაგისისთან ერთად.

BBC: აშშ-ის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა

აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა. როგორც ადგილობრივი პოლიცია აცხადებს, ადამიანებზე თავდასხმის შემდეგ კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან როგორც პაციენტები, ასევე მედპერსონალიც. არიან დაშავებულებიც. ამ ეტაპზე შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.