ძებნის რეზულტატი:
უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან 2 აგვისტომდე პერიოდში, უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. "უკრაინელმა დამცველებმა გაანადგურეს მტრის 1 768 ტანკი, 4 014 ჯავშანტექნიკა, 936 საარტილერიო სისტემა, 259 ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა, 117 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 223 თვითმფრინავი, 191 ვერტმფრენი, 739 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 174 ფრთოსანი რაკეტა, 15 გემი/ნავი, 2 914 ერთეული სატრანსპორტო საშუალება და საწვავის ავზი, ასევე 82 ერთეული სპეცტექნიკა", - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
კახა კალაძე: თბილისის მერიის სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებლები ერთ მომხმარებლად გაერთიანებას შეძლებენ
თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად, რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ბევრჯერ მისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ელექტრონული მუნიციპალური სერვისები, მათი გამართულად მუშაობა, რათა ადამიანებს არ დასჭირდეთ დედაქალაქის მუნიციპალიტეტში ან გამგეობაში მისვლა და შეეძლოთ, სახლიდან გაუსვლელად, ტელეფონით, კომპიუტერით მიიღონ სხვადასხვა მუნიციპალური სერვისი. თბილისის მუნიციპალური ელექტრონული სისტემების მოხმარების გამარტივების მიზნით, დაგეგმილია სხვადასხვა ონლაინ აპლიკაციის მომხმარებელთა გაერთიანება ერთ მომხმარებლად (ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი), რაც ელექტრონულ სისტემებში მოქალაქეთა მუშაობას გაამარტივებს. მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სერვისით სარგებლობის დროს, მოქალაქეებს უწევდათ, რომ ყველა აპლიკაციაში შესვლისას ჰქონოდათ სხვადასხვა ანგარიში, სხვადასხვა პაროლი, რაც გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენდა. შესაბამისად, ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმით, შესაძლებელია, იყოს ერთი მომხმარებელი და ერთი პაროლი. მომხმარებელთა მონაცემების გაერთიანება დაგეგმილია მიმდინარე წლის 15 აგვისტოს. 15 აგვისტოდან მონაცემთა სრულყოფისთვის მოქალაქეებს ერთჯერადად მოუწევთ სისტემაში შესვლისას მათი ინფორმაციის განახლება და ხშირ შემთხვევაში, დამატება. მომხმარებლების გაერთიანების შემდეგ, მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, ერთი მომხმარებლით ისარგებლოს შემდეგი ელექტრონული სისტემებით: თბილისის პარკინგი, თბილისის ტაქსი, ონლაინ განცხადებების პორტალი და ასე შემდეგ“, – განაცხადა კახა კალაძემ“, – განაცხადა კახა კალაძემ. კალაძის თქმით, ჯერჯერობით აღნიშნული რეფორმა არ შეეხება ქონების მართვის სააგენტოსა და არქიტექტურის სამსახურის ელექტრონულ სისტემებს. „მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება შეეძლებათ მუნიციპალიტეტის ნებისმიერ ელექტრონულ სისტემაში ავტორიზაციისას, სახლიდან გაუსვლელად, პერსონალური კომპიუტერის, ტელეფონის ან სხვა ელექტრონული მოწყობილობის გამოყენებით. ტექნიკური დახმარების საჭიროების შემთხვევაში, შეგიძლიათ, მიმართოთ მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებს ან დარეკოთ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ტექნიკურ ცხელ ხაზზე – 1399, სადაც მაქსიმალურად დაგეხმარებიან და ყველაფერს აგიხსნიან“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
აშშ უკრაინას კიდევ $550 მილიონის სამხედრო დახმარებას მიაწვდის
აშშ-მ უკრაინისთვის დამატებით $550 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა. თავდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ახალ პაკეტში შედის 75 ათასი, 155-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვი და დამატებითი საბრძოლო მასალები მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემისთვის (HIMARS). პენტაგონი იუწყება, რომ მთლიანობაში, ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას უსაფრთხოებისთვის დაახლოებით, 8,8 მილიარდი დოლარის დახმარება გამოყო. 2014 წლიდან შეერთებულმა შტატებმა 10 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გაიღო. პენტაგონი: აშშ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პროცესს დააჩქარებს „ბრძოლის ველზე მზარდი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, შეერთებული შტატები თავის მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მუშაობას განაგრძობს“, - აცხადება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თბილისის მერი: ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად იზღუდება
ქეთევან დედოფლის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 3 აგვისტოს, 23:00 საათიდან, ავლაბრის მოედნიდან თელავის ქუჩის შესახვევამდე არსებულ საგზაო მონაკვეთზე, საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, გადაადგილება შესაძლებელი იქნება ავლაბრის მოედნიდან წურწუმიას ქუჩის გავლით, ზურაბიშვილის ქუჩაზე და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით ორმხრივად. „როგორც იცით, ქეთევან დედოფლის გამზირის განახლება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. პროექტის ბოლო ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოები იწყება. კერძოდ, დაგეგმილია საკომუნიკაციო ჭების ნიშნულზე მოყვანა და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის საფარის ბოლო ფენის დაგება. ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ შექმნილი დისკომფორტის გარეშე, ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება შეუძლებელია. ეს კეთდება იმისთვის, რომ ქალაქში გადაადგილება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს, ირგვლივ არსებული ინფრასტრუქტურა – მეტროსადგური, სკვერები და ა.შ. მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ დედაქალაქებშია“, – განაცხადა კახა კალაძემ.
აშშ-მ $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემა გამოავლინა
აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და საფონდო ბირჟების მარეგულირებელმა (SEC) $300 მილიონიანი კრიპტოპირამიდის თაღლითური სქემის შექმნისა და მისი მოქმედების ხელშეწყობისთვის 11 ადამიანს დააკისრა პასუხისმგებლობა. ამ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს და კომისიაზე დაყრდნობით წერს, რომ ბრალდებულთა შორის იყო სქემის - Forsage ოთხი დამფუძნებელი. ბოლოს არსებული ცნობებით, ისინი რუსეთში, საქართველოსა და ინდონეზიაში ცხოვრობდნენ. რეგულატორები ამტკიცებენ, რომ სქემის ამუშავება სულ მცირე 2020 წლის იანვარში დაიწყო. მათი თქმით, ვებგვერდ Forsage.io-ს შემქმნელებმა, სავარაუდოდ, თაღლითურად მოიპოვეს სახსრები მილიონობით საცალო ბაზრის ინვესტორებისგან აშშ-სა და მთელ მსოფლიოში. ინვესტორები ტრანზაქციებს „ჭკვიანი კონტრაქტების“ საშუალებით ახორციელებდნენ.
სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს
სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი სამების ტაძარში გაიმართება სამების ტაძარში პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიო წირვას აღავლენს და სამაშველო ოპერაციის დროს დაღუპულების პანაშვიდს გადაიხდის. შსს-ს ინფორმაციით, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში COVID19-ის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 10 233 პაციენტი
გასული ერთი კვირის (24.07-31.07.2022) განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 11 802 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მათივე ცნობით, ქვეყანაში 10 233 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა 10 პაციენტი. "ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 76 309 ტესტი. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია – 15.47%. წინა კვირის (18.07-24.07.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 10 253 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 7 508 პირი, გარდაიცვალა ხუთი პაციენტი", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. ბიძინა კულუმბეგოვი: ადამიანების ფსიქიკაში, თითქოს პანდემია დამთავრდა, მაგრამ კოვიდს ამის გეგმები არ აქვს სამი ფაქტორი, რის გამოც კოვიდინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატა ცნობისთვის, 18 ივლისიდან 24 ივლისის ჩათვლით, საქართველოში კორონავირუსი 10 253 ადამიანს დაუდასტურდა, რაც წინა მონაცემებთან შედარებით, 2441-ით მეტი ახალი შემთხვევა იყო. 2020 წლის 26 თებერვლს, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა.
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე დაგეგმილი ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა
ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტში ცვლილებები შევიდა, – ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ცვლილებების თანახმად, მცირდება საპარკინგე ადგილები, მათ ადგილზე კი გამწვანებული და სპორტული ზონები განთავსდება. კახა კალაძის განცხადებით, ცენტრალური პარკის მოსაწყობად დედაქალაქის მუნიციპალიტეტი არცერთ თეთრს არ დახარჯავს და მუნიციპალიტეტისთვის საჩუქრად გადაცემულ ტერიტორიაზე პარკის მოწყობის ხარჯებს სრულად საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ გაიღებს. „არაერთხელ მისაუბრია ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის პროექტის მნიშვნელობაზე და კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ მასშტაბის რეკრეაციული სივრცე დედაქალაქში სამწუხაროდ, არ გვაქვს. არსებული სივრცე იყო კერძო საკუთრება – ტერიტორიას ფლობდა ბიძინა ივანიშვილი და მისი ოჯახი. მათ ეს მუნიციპალიტეტს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმის შედეგად, გადასცეს საჩუქრად და აქ მოეწყობა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი ცენტრალური პარკი. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ გარემოებას, რომელიც საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგო, ნაწილმა კიდევ კარგად გაიგო, მაგრამ ცდილობს, საზოგადოება შეიყვანოს შეცდომაში. საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ და ბიძინა ივანიშვილი არ შემოიფარგლა ამ სივრცის დედაქალაქისთვის გადაცემით, მთლიანად სამუშაოები, რაც იქნება ჩასატარებელი – გამწვანების, მოწესრიგების, რეაბილიტაციის, ყველა ხარჯს ეს ადამიანი იღებს თავის თავზე. მუნიციპალიტეტს არ ექნება დასახარჯი არცერთი თეთრი. პროექტი ხორციელდება ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის დაფინანსებით, რისთვისაც მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ. რაც შეეხება პროექტში შესულ ცვლილებებს, თბილისის მერის განცხადებით, 440 ადგილის ნაცვლად, პარკში 245 საპარკინგე ადგილი დარჩება. „პროექტში შევიდა შემდეგი სახის ცვლილებები: საპარკინგე ადგილის ფართი შემცირდა და მის ადგილზე, 5 937 კვადრატულ მეტრ ფართობზე, დაგეგმილია გამწვანებული სივრცეებისა და ჩოგბურთის მოედნის მოწყობა. პარკში დარჩება 245 საპარკინგე ადგილი, ნაცვლად 440 ადგილისა. აღნიშნულ ტერიტორიაზე გამწვანებული სივრცეები და ჩოგბურთის სპორტული მოედანი მოეწყობა. გარდა ამისა, შეიცვალა დეკორატიული ატრაქციები. კერძოდ, ფრანგული ბაღისა და ბოტანიკური ბაღის ადგილზე, რომელთა საერთო ფართობი 28 232 კვადრატულ მეტრს შეადგენდა, გაუქმდება და აღნიშნულ ფართობზე მოეწყობა მხოლოდ გამწვანებული სივრცეები და საპიკნიკე მოლები, ხოლო მცირე ზომის გორაკებზე დაირგვება ხე-მცენარეები ჩრდილისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“
რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში ВКонтакте, გამოქვეყნდა პოსტი, რომლის შინაარსის მიხედვით, 1801 წლამდე საქართველო, როგორც ქვეყანა არ არსებობდა. მედვედევის მტკიცებით, „საქართველო დღევანდელი საზღვრებით მხოლოდ რუსეთის იმპერიის ფარგლებში გაჩნდა და „ჩრდილოეთი და სამხრეთი ოსეთი, აფხაზეთი და საქართველოს დარჩენილი ტერიტორია რუსეთთან ერთიანი სახელმწიფოს შემადგენლობაში უნდა გაერთიანდნენ“. ამავე პოსტის თანახმად, ყაზახეთი „ხელოვნური სახელმწიფოა“ და რუსეთის ყოფილი ტერიტორიაა, სადაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფი დაასახლა, რაც „რუსების გენოციდია“ და „სანამ იქ რუსები არ მივლენ, წესრიგი არ იქნება“. მედვედევის პოსტის ასლი თავის ტელეგრამ-არხზე რუსმა ჟურნალისტმა, პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. მისი ინფორმაციით, დაახლოებით 10 წუთის შემდეგ, პოსტი წაიშალა. სობჩაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის გვერდი გატეხეს. მოგვიანებით, დიმიტრი მედვედევის თანაშემწემ ოლეგ ოსიპოვმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ВКонтакте მედვედევის გვერდი გატეხეს.
დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაცია დაიწყო
დონეცკის ოლქში სავალდებულო ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის მინისტრმა ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა. „პირველი მატარებელი კროპივნიცკიში დღეს დილით ჩამოვიდა. ქალები, ბავშვები, მოხუცები...ყველას დახვდნენ და დააბინავეს, ყველას დაეხმარნენ", - წერს ვერეშჩუკი. უკრაინის ვიცე-პრემიერი: უკრაინის ხელისუფლება დონეცკის ოლქის არაოკუპირებული რაიონებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციას იწყებს 29 ივლისს უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა შექმნა საკოორდინაციო შტაბი, რომელიც დონეცკის რეგიონიდან ადამიანების ევაკუაციას უზრუნველყოფს. მის ხელმძღვანელად ვერეშჩუკი აირჩიეს. შტაბში შედიან სამინისტროების, ძალოვანი უწყებებისა და სამხედრო ადმინისტრაციების წარმომადგენლები. დონეცკის რეგიონის დაუსახლებელ რაიონებში მცხოვრებთა ევაკუაცია სავარაუდოდ, გათბობის სეზონის დაწყებამდე გაგრძელდება. პრეზიდენტმა ზელენსკიმ დონბასის მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვდნენ
საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს "29 ივლისს, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპული ზაზა ლორია, დიმიტრი ქააძე, ლევან ჩოხელი, ანდრო ქუჯოშვილი, გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა, გირგი ვენეცკი, ქეთევან გულაღაშვილი სამაშველო ოპერაციისას პროფესიული მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი უმაღლესი სამოქალაქო პასუხისმგებლობისათვის, სამაგალითო, თავგანწირული ქმედებისათვის დაჯილდოვდნენ", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი
დონეცკის ოლქიდან რუსული ჯარების ნაწილის გაყვანა, სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის შესაძლებლობას მისცემს. ამის შესახებ ვაშინგტონში დაფუძნებულმა ომის შესწავლის ინსტიტუტმა მისივე შეფასებაში მიუთითა. „რუსეთის ზოგიერთი ჯარის გაყვანა დონეცკის ოლქიდან მათ ძალისხმევას შეანელებს გარკვეული მიმართულებით ისევე, როგორც რუსულმა ძალებმა დაკარგეს ძალა ზაპოროჟიესა და ხერსონის რეგიონების ფრონტებზე, ლუგანსკის ოლქში შეტევითი ოპერაციების დროს. სავარაუდოდ, უკრაინულ ძალებს იზიუმის ღერძზე კონტრშეტევის წამოწყების შესაძლებლობა მიეცემათ ისევე, როგორც რუსეთის მიერ ლუგანსკის რეგიონის დაპყრობამ მისცა საშუალება უკრაინას, შეექმნა პირობები კონტრშეტევისთვის ხერსონის რეგიონში“, - ნათქვამია ომის შემსწავლელი ინსტიტუტის შეფასებაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სახალხო დამცველი: თბილისის უფასო სასადილოებში, ნოყიერი კერძი ხორცით კვირაში მხოლოდ ორი დღეა
თბილისის უფასო სასადილოებში, როცა მენიუში წვნიანია, ბენეფიციარებს მხოლოდ პური გააქვთ, რაც შეიძლება აიხსნას საკვების დაწუნებით ან კალორაჟის სიმცირით. კვირაში მხოლოდ ორი დღეა ნოყიერი კერძი ხორცით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ უფასო სასადილოების მონიტორინგის ანგარიშშია აღნიშნული. მათივე ცნობით, საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. „სერვისის განხორციელებისას გათვალისწინებული არ არის ბენეფიციართა კვებითი საჭიროებები და რაციონი, ძირითადად, ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ოდენობაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, მენიუში გათვალისწინებული არ არის სადილის ენერგეტიკული ღირებულება, ბენეფიციართა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური მრწამსი. საკვები მენიუს შედგენაში არ არიან ჩართული შესაბამისი სპეციალისტები. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც კვების მენიუს ადგენს ბუღალტერი და არა შესაბამისი დარგის სპეციალისტი. უმრავლეს შემთხვევაში, მენიუ მთელი წლის განმავლობაში არ იცვლება. საგულისხმოა შემთხვევები, განსაკუთრებით თბილისში, როცა ბენეფიციარები სასადილოებიდან იღებენ მხოლოდ პურს. კერძოდ, თბილისის სასადილოებში კონკრეტულ დღეებში, როდესაც მენიუში მხოლოდ წვნიანებია (ბარდის წვნიანი, ლობიოს წვნიანი, ვეგეტარიანული ბორში) ბენეფიციარებს სასადილოდან გააქვთ მხოლოდ პური. ეს შეიძლება აიხსნას, როგორც ბენეფიციართა მიერ საკვების გემოვნური თვისებების დაწუნებით, ასევე, კალორაჟის სიმცირით. მენიუში კვირის განმავლობაში მხოლოდ ორი დღეა გათვალისწინებული ნოყიერი კერძი ხორცით, შესაბამისად, ბენეფიციარების მოთხოვნა ამ დღეებში უფრო იზრდება. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთ სასადილოში აკრძალულია მხოლოდ პურის გატანა“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
პარაგვაიში, სენატორის ცხედარი ტბაში იპოვეს, რის გამოც სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
პარაგვაელი სენატორის, 61 წლის ზულმა გომესის მოულოდნელმა გარდაცვალებამ ქვეყანაში პოლიტიკური სპექტრი შეძრა. კონგრესმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ გომესის ცხედარი ქვეყნის აღმოსავლეთით, აკარის ტბაში იპოვა. კვირას, დეპუტატის ქმარმა, ჰექტორ დამიან ლეგუიზამონმა განაცხადა, რომ გომესი ტბის მახლობლად გაუჩინარდა მას შემდეგ, რაც რამდენიმე საათით ადრე, ახალგაზრდებთან ერთად პოლიტიკურ ღონისძიებაში მონაწილეობდა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს, სპორტული ფეხსაცმელი და ლეიბი იპოვა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სენატორი ტბასთან სეირნობდა და ზოგჯერ ნაპირზე, ლეიბზე ეძინა. წინასწარი ინფორმაციით, სიკვდილის შესაძლო მიზეზი ასფიქსიის შემდეგ ფილტვის შეშუპება გახდა.
მედია: რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში აზერბაიჯანისა და ირანის სამხედრო ხომალდები მონაწილეობდნენ
რუსეთში ვიზიტის შემდგეგ, აზერბაიჯანის საზღვაო ძალების საპატრულო გემები და სამხედრო მოსამსახურეები აზერბაიჯანში დაბრუნდნენ. იუწყება Trend აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით. ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საზღვაო ძალების დელეგაციასა და რუსეთის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილის ხელმძღვანელობას შორის შეხვედრა გაიმართა. „შეხვედრაზე განიხილეს აზერბაიჯანის საზღვაო ძალებსა და რუსეთის საზღვაო ძალების კასპიის ფლოტილას შორის მეგობრული ურთიერთობები და ორმხრივი ინტერესის საკითხები. გარდა ამისა, აზერბაიჯანელმა მეზღვაურებმა მონაწილეობა მიიღეს რუსეთის ფედერაციაში გამართულ რამდენიმე ღონისძიებაში“, - წერს აზერბაიჯანული მედია. რუსეთის საზღვაო ძალების დღისადმი მიძღვნილ აღლუმში მონაწილეობის მისაღებად კასპიისკში აზერბაიჯანისა და ირანის საზღვაო ძალების სამხედრო ხომალდები ჩავიდნენ, ამის შესახებ Azernews რუსულ მედიაზე დაყრდნობით პირველ აგვისტოს იუწყებოდა. „სამხედრო ხომალდების ეკიპაჟის მონაწილეობა აღლუმში რუს სამხედრო მეზღვაურებსა და აზერბაიჯანისა და ირანის მეზღვაურებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებას ემსახურება." ნათქვამი იყო ინფორმაციაში.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი: დღეის მდგომარეობით, უკრაინაში 1054 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილის კირილ ტიმოშენკოს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 1054 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. უკრაინის შეიარაღებული ძალები: ომის დაწყების დღიდან უკრაინულმა ძალებმა 41 170 რუსი ჯარისკაცი მოკლეს „დღეის მდგომარეობით, 1054 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. რუსული ოკუპაციისგან გათავისუფლებულ ყველა ტერიტორიაზე გრძელდება აღდგენითი სამუშაოები“,- განაცხადა ტიმოშენკომ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის ფონზე, პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს ატარებს
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუჯიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი მალაიზიაში ხანმოკლე ვიზიტით ჩავიდა
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ეროვნული ბანკი: სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა
სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, - ეროვნული ბანკი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონის შედეგს აქვეყნებს. 2 აგვისტოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 182-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 44 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.390 პროცენტით, მაქსიმალური 10.390 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა.
ეუთოს ხელმძღვანელი უკრაინაში ჩავიდა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ზბიგნევ რაუ უკრაინაშია. პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დღეს უკრაინაიში მისი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. „მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი სკეპტიკურადაა განწყობილი, პოლონეთი და ეუთო თავისი საქმიანობით მხარს დაუჭერს უკრაინას“, - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.