ძებნის რეზულტატი:
კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო
კოსოვოს მთავრობამ, სერბეთთან საზღვრის გადასაკვეთად დროებითი დოკუმენტების გაცემა და კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბთა ავტომანქანების სანომრე ნიშნების ადგილობრივით შეცვლა 1-ელი აგვისტოდან 1-ელ სექტემბრამდე გადადო. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება კოსოვოს მთავრობის გვიან ღამით მიღებულ გადაწყვეტილებას საზღვართან დაძაბულობა უძღიდა. 31 ივლისს, საღამოს, ასეულობით კოსოვოელმა სერბმა სატვირთო ავტომანქანებით გზები ორ სასაზღვრო პუნქტთან გზა გადაკეტა. კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად იღებენ ვალდებულებას, რომ გადაწყვეტილებების აღსრულება 30 დღით, იმ პირობით გადადონ, რომ საზღვარზე ყველა ბარიკადას აიღებენ და თავისუფალი მიმოსვლა სრულად აღდგება. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო გავრცელებული ინფორმაციით, 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. შეგახსენებთ, კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში.
ვოლოდიმირ ზელენსკი: მიკოლაივის დაბომბვის შედეგად, რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურას
მიკოლაივის დაბომბვის შედეგად, რუსმა ოკუპანტებმა დაარტყეს საცხოვრებელ სახლებს, სკოლებს, სოციალურ ინფრასტრუქტურასა და სამრეწველო ობიექტებს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „რუსული ძალების ნაწილი აღმოსავლეთში მდებარე პოზიციებიდან გადაყვანილია სამხრეთით: ხერსონის რაიონში და ზაპოროჟიეში, მაგრამ ეს მათ იქ ვერ დაეხმარება. სტრატეგიულად, რუსეთს ამ ომის მოგების შანსი არ აქვს. აუცილებელია, შევინარჩუნოთ პოზიციები სამხრეთით, აღმოსავლეთით და ყველგან. შეინარჩუნეთ დაცვა, დიპლომატია და პოლიტიკა. შევინარჩუნოთ ჩვენი ერთობა – და არა მხოლოდ გამარჯვებამდე, არამედ მის შემდეგაც, რათა ხარისხობრივად აღვადგინოთ ყველაფერი, რაც ოკუპანტებმა გაანადგურეს“, – აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. რუსეთის ჯარებმა მიკოლაივზე იერიში 31 ივლისს მიიტანეს. დაბომბვისას უკრაინის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი მეუღლესთან ერთად დაიღუპა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
სერბეთის პრეზიდენტი: რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება - საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ
"საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებ, დაძაბულობის შეწყვეტისთვის ყველაფერი გააკეთონ - სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს" – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. NATO-ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალების მისიაში აცხადებენ, რომ კოსოვოში შექმნილ ვითარებას აკვირდებიან. ჩაერევიან, თუ სტაბილურობა საფრთხის ქვეშ დადგება „იმედი მაქვს, იქნება დეესკალაცია და ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ახალი კომპრომისული გადაწყვეტილებებით. უახლოეს დღეებში ალბათ ყველაზე დიდი პოლიტიკური ბრძოლა გველის. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ, ვინც მხარი დაუჭირა სერბეთს, მათაც, ვინც იყო მართალი და გამოთქვა სწორი შეხედულება. სიტუაციის დამშვიდება მნიშვნელოვანია, მაგრამ რაც არ უნდა რთული ვითარება იყოს, სერბეთი არ დანებდება და გაიმარჯვებს“, – განაცხადა ვუჩიჩმა. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა, რისი მიზეზიც ორი გადაწყვეტილება გახდა. კოსოვომ გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო.
აშშ-ში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, პიტბულის თავდასხმის შედეგად დაიღუპა
აშშ-ში მცხოვრები მუსიკოსი და პიანისტი მარინა გაბუნია, რომელიც წლებია ჯულიარდის სკოლაში ასწავლიდა, ტრაგიკულად გარდაიცვალა. ამის შესახებ Nbcnewyork წერს. გამოცემის ცნობით, ერთი კვირის წინ მას შვილი დაეღუპა ავარიაში, მისი ძაღლი კი სახლში გადმოიყვანა. პოლიციის ინფორმაციით, პიტბულის თავდასხმის შემდეგ გარდაცვლილი ქალის ცხედარი, ქმარმა სახლის ეზოში აღმოაჩინა. კაცმა პოლიცია გამოძახა. შემთხვევის ადგილზე მისულმა სამართალდამცველმა პიტბულს იარაღიდან მას შემდეგ ესროლა, რაც ძაღლმა მასზე თავდასხმა სცადა. პოლიციის ოფიცერი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს.
თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური კელი დეგნანის მისამართით „ორგანიზებულ შეტევას“ ეხმაურებიან
პარლამენტის დეპუტატები: თეონა აქუბარდია, ხათუნა სამნიძე, თამარ კორძაია, ანა ნაცვლიშვილი და ანა ბუჩუკური ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და ეხმაურებიან „ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის კელი დეგნანის მისამართით და დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა“. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე და მიხეილ ყაველაშვილი ღია წერილს კელი დეგნანს უგზავნიან დეპუტატები ერთობლივ განცხადებაში საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე. „ამ ერთობლივი წერილით გვსურს გამოვეხმაუროთ "ქართული ოცნების" რიგი წევრების, თუ მისგან „გადგომილების“ ორგანიზებულ შეტევას აშშ-ს ელჩის ქალბატონ კელი დეგნანის მისამართით და მათ ღიად დეზინფორმაციულ ნარატივს, თითქოს ამერიკას სურს საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა, რაც აძლიერებს საქართველოში ანტიდასავლურ კამპანიას და ეწინააღმდეგება ჩვენს ეროვნულ ინტერესებს. მიგვაჩნია, რომ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანია, რომელშიც ჩვენი კოლეგები ჩართნენ, საფრთხის შემცველია ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებისათვის. სწორედ ამიტომ, გვსურს მათ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ ავუხსნათ, რომ ომი არა დასავლეთის, არამედ რუსეთის პოლიტიკის გაგრძელებაა სხვა ხერხებით. თუ რატომ არის კრემლისთვის სასარგებლო დეზინფორმაციული განცხადებები აშშ-ს საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით, ამის მარტივად ახსნა შემდეგია: ომი დაიწყო რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ, რისი შედეგიცაა განგრძობითი ოკუპაცია, ასიათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში, რუსეთის მიერ ჩვენი რეგიონების მილიტარიზაცია და ანექსიური პროცესები. რუსეთის მიერ დაწყებული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღემდე მიმდინარეობს რუსული ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით, რამდენადაც რუსეთის ინტერესია საქართველოს საკუთარი გავლენის სფეროში დაბრუნება და საგარეო და საშინაო პოლიტიკის დღის წესრიგის რუსეთის ინტერესების შესაბამისად გატარება. რუსეთი ჰიბრიდული ომის ტაქტიკის გამოყენებით უპირისპირდება საქართველოს საერთო ღირებულებას დასავლეთთან, რაც მდგომარეობს ქვეყნის სუვერენიტეტის პრინციპის პატივისცემაში, დემოკრატიზაციაში, კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში, რაც შექმნის უსაფრთხოების და კეთილდღეობის ქოლგას საქართველოს ინტერესების დასაცავად“,-აღნიშნულია განცხადებაში. დეპუტატები ასახელებენ არგუმენტებს, თუ რატომ არის დეზინფორმაცია, თითქოს ამერიკას საქართველოს რუსეთთან ომში ჩაბმა სურს. „აშშ არის საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი, რომელზეც ძირითადად დგას რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკა და შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უზრუნველყოფის ინტერესი, ისევე როგორც ქვეყნის დემოკრატიის და კეთილდღეობის განვითარება და ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერა. წლების მანძილზე აშშ-ს კანონმდებელთა ორპარტიულად მხარდაჭერილი „საქართველოს მხარდამჭერი აქტი“ ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერას, ასევე საქართველოს მოქალაქეების უფლებას თავად განსაზღვრონ ქვეყნის მომავალი და ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა, სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევისა თუ იძულების გარეშე. აშშ ჯერ კიდევ მეოცე საუკუნის მიწურულიდან მხარს უჭერს საქართველოს გეოპოლიტიკურ როლს იყოს რეგიონში ალტერნატიული ენერგორესურსების გამტარი და მიმწოდებელი ენერგოდერეფანი კასპიის ზღვის ენერგო რესურსების დასავლეთისთვის. უკრაინაში ომის ფონზე, ახლახან ევროპისთვის აზერბაიჯანიდან გაზის მიწოდების გაორმაგების შეთანხმებაც, რომელიც საქართველოზე გადის მოწმობს იმას, რომ დასავლეთი და აშშ არის დაინტერესებული საქართველოში მშვიდობით. საქართველო არის არამხოლოდ მნიშვნელოვანი ენერგოდერეფანი, არამედ ლოგისტიკური და სატრანსპორტო ჰაბის ფუნქციის მატარებელი დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის. უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე საქართველოს გავლით გაზრდილი ტვირთბრუნვა და ახალი ლოგისტიკური შესაძლებლობები არის კიდევ ერთი არგუმენტი იმისა, რომ დასავლეთის ინტერესია რეგიონში და საქართველოში მშვიდობა. აშშ-ს დახმარებით გაიზარდა საქართველოს, როგორც მედიატორის როლი ყარაბაღის მეორე ომის დასრულების შემდგომ გრძელვადიანი მშვიდობის და სტაბილურობის მისაღწევად. აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს შუამავლობით სამხედრო ტყვეების გაცვლა, ისევე როგორც მეზობელი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირდაპირი მოლაპარაკებების ფორმატი თბილისში მოწმობს იმ ფაქტს, რომ აშშ-ს და დასავლეთის ინტერესია გრძელვადიანი მშვიდობის და კეთილდღეობის უზრუნველყოფა რეგიონში და არა ომი. რუსეთის მზარდი სამხედრო აგრესიის ფონზე, 2022 წლის 12 ივლისს აშშ-ის კონგრესში ინიცირებულ იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს აშშ-ის მზარდ ინტერესსა და მტკიცე მხარდაჭერას რეგიონისა და საქართველოს მიმართ. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი ითვალისწინებს ნატო-ს წევრ ქვეყნებთან ერთად საქართველოს სამხედრო მხარდაჭერის ზრდას, ისევე როგორც ხაზს უსვამს რეგიონის ქვეყნებთან აშშ-ის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობას და ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფას. რუსეთის სასარგებლოდ შავ ზღვაზე დარღვეული სტრატეგიული ძალთა ბალანსის ფონზე ( რუსეთის მიერ 1993 წელს აფხაზეთის და მისი სანაპირო ზოლის დაკავებით, 2014 წელს კი უკრაინის ყირიმის ანექსიით) საქართველო განსაკუთრებული მნიშვნელობის ხდება ნატო-ს მიერ შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში დასავლეთისთვის. როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, საქართველო ალიანსის შავი ზღვის უსაფრთხოების ინიციატივაში მრავალი კუთხით მონაწილეობს. მათ შორის არის ნატო-სთან ინფორმაციის ორმხრივად მიმოცვლა, ნატო-ს ქვეყნების სამხედრო გემების ჩვენს საზღვაო აკვატოტრიაში საპორტო ვიზიტები და ერთობლივი სამხედრო წვრთები და თავსებადობის ამაღლება. ეს თანამშრომლობა და ერთობლივი ძალისხმევა აძლიერებს უსაფრთხოებას როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის. აშშ ეხმარება საქართველოს რუსული საინფორმაციო ომის და დეზინფორმაციული კამპანიის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერებასა და რუსული ჰიბრიდული ომის და ეროვნული მედეგობის გაძლიერებაში, რაც საფრთხედ არის საქართველოს მიერ შეფასებული. აშშ წლების მანძილზე ეხმარება ჩვენს თავდაცვის ძალებს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებისთვის და ნატო-სთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად, იმისთვის, რომ ნატო-ში წევრობამდე საქართველოზე გარე სამხედრო აგრესიის შემთხვევაში შეწევდეს ძალა სუვერენიტეტის შესანარჩუნებლად წინააღმდეგობის გაწევის. ცალკე აღნიშვნის ღირსია აშშ-ს უდიდესი როლი რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულებაში და ის პრაქტიული დახმარება, რაც რუსეთთან ომით დაზარალებულმა ქვეყანამ აშშ-სგან მიიღო. აშშ-სთან საერთო ღირებულების და საქართველოს უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აშშ-მ საქართველოს 30 წლის მანძილზე კონკრეტული პრაქტიკული პროგრამების მეშვეობით 6 მილიარდი დოლარი გამოუყო. რუსეთთან ომში ჩართვით კი უდიდესი საფრთხის ქვეშ დადგება ჩვენი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთო ინტერესები. და ბოლოს, ზემოთ მოყვანილი არგუმენტებით ვფიქრობთ, ცხადი ხდება, რომ დეზინფორმაციული განცხადებები და ანტიდასავლური კამპანია ასუსტებს ერთი მხრივ, საქართველოს დეკლარირებულ ეროვნულ ინტერესებს და აძლიერებს რუსეთს და მის საინფორმაციო ომის მიზანს. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგებს პარლამენტში იმოქმედონ ქვეყნის დეკლარირებული ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების შესაბამისად. ასევე, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, დროულად და ადეკვატურად მოახდინოს რეაგირება დეზინფორმაციულ კამპანიაზე, რომელიც მიზანმიმართულია ანტიდასავლური განწყობებების გასაძლიერებლად, საერთო დასავლური ღირებულებების წინააღმდეგ და ასუსტებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნულია პარლამენტის დეპუტატების: თეონა აქუბარდიასს, ხათუნა სამნიძის, თამარ კორძაიას, ანა ნაცვლიშვილისა და ანა ბუჩუკურის ერთობლივ განცხადებაში. ცნობისთვის, 25 ივლისს, კელი დეგნანს სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხეილ ყაველაშვილმა ერთობლივი წერილით მიმართეს. კელი დეგნანი მიხეილ ყაველაშვილის წერილზე: ეს წერილი, სავსე იყო ტყუილებით და კონსპირაციული თეორიებით, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერ წავიკითხე უფრო ადრე კი, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერს, ნედ პრაისს მიმართეს.
შსს: ყოველი აფრენის დროს დეტალურად მოწმდება ვერტმფრენები. მფრინავები პროფესიონალები იყვნენ
გუდაურთან მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცახდებაში ნათქვამია, რომ სასაზღვრო პოლიციის ყველა ვერტმფრენი „რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია“ და სასაზღვრო პოლიციის ბაზაზე ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება. „სამწუხაროა, რომ ტრაგედიის ფონზე გვიწევს ამ განცხადების გამოქვეყნება, მაგრამ უმჯობესია ფართო საზოგადოებამ იცოდეს გადამოწმებული და ზუსტი ფაქტები. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ბორტზე მყოფი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები: პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ვიცე- პოლკოვნიკი ლევან ჩოხელი, მაიორი დიმიტრი ქააძე და ლეიტენანტი ანდრო ქუჯოშვილი თავისი საქმის მაღალი დონის პროფესიონალები იყვნენ. ბორტს მართავდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საფრენოსნო მომზადების დარგში, პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომელიც 1992 წლიდან გახლდათ მფრინავი და წლების განმავლობაში მეთაურობდა შვეულმფრენების ესკადრილიას. პოლკოვნიკი ზაზა ლორიას ხელმძღვანელობით, წლების განმავლობაში, განხორციელებულა ბევრი, რთული სამაშველო ოპერაცია და მას უამრავი ადამიანი ჰყავს გადარჩენილი. აღსანიშნავია, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარი სამმართველოს ბაზაზე ვერტმფრენის ყოველი აფრენის დროს დეტალურად ხდება ვერტმფრენის შემოწმება და დაუშვებელია, რომ ტექნიკურად გაუმართავი ვერტმფრენი პილოტებმა დაძრან და მართონ. აღსანიშნავია, რომ 2019 – 2022 წლებში სასაზღვრო პოლიციის ავია პარკი სრულად განახლდა, რაც გულისხმობს, რომ ყველა ვერტმფრენი რეგლამენტირებული, გამართული და განახლებულია. ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის მარტში სასაზღვრო პოლიციამ საქართველოს კანონმდებლობის წესების სრული დაცვით, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესებისა და საავიაციო ტექნიკური მომსახურების სახელმძღვანელოს შესაბამისად, შეიძინა შვეულმფრენების 2 კუდა ხრახნის კომპლექტი სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული 2 ,,მი-8“ მტვ - 1 ტიპის ვერტმფრენისთვის.ორივე ვერტმფრენზე ძველი კუდა-ხრახნები ჩანაცვლდა ახლებით, საავიაციო უსაფრთხოების საერთაშორისო წესების საფუძველზე და ამ წესების სრული დაცვით. გვსურს ასევე განმარტება გავაკეთოთ, სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე არსებულ 2 ,,სუპერ პუმასთან“ დაკავშირებით, რომელიც 2011 წელს შესყიდული იყო სამაშველო ფუნქციებისთვის საჭირო აღჭურვილობის გარეშე. სწორედ ამიტომ სუპერ პუმის გამოყენება ვერ ხდება სამძებრო-სამაშველო ოპერაციებში (ხალხის ამოსაყვანად და ვერც ხანძრების ჩასაქრობად). განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ ერთ-ერთი სუპერ პუმა, რომელიც სპეციალური შეკვეთით, მაღალი კლასის სალონითა და დიზაინითაა დამზადებული და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მაღალი რანგის პირების გადაადგილების მიზნით გამოიყენებოდა. ვერტმფრენი ,,მი – 8“ გამოიყენება ძებნა - გადარჩენის და სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენს აქვს სპეციალური სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა. ასევე, მედიაში გაჟღერებული ფაქტი, რომ ,,სუპერ პუმა“ კახეთის რეგიონშია ჩარჩენილი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ,,სუპერ პუმა“ ამოყვანილია ლაგოდეხის დასაცავი მონაკვეთიდან და დასაწყობებულია ავიაციის სპეციალური დანიშნულების მთავარი სამმართველო ბაზაზე. ერთმნიშვნელოვნად გვინდა აღვნიშნოთ, რომ სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ გადამზადებას. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, გუდაურის ტრაგედიასთან დაკავშირებით, მყისიერად დაიწყო გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275–ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლში ხანძარი გაჩნდა
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საცხოვრებელი სახლის მესამე სართულზე ხანძარი გაჩნდა. როგორც ცნობილია, ცეცხლის გაჩენის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა. ორივე მათგანმა ხანძრის შედეგად მცირე დაზიანებები მიიღო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხდებით, ხანძარი ამ ეტაპზე უკვე ლიკვიდირებულია.
ბელორუსმა უკრაინის საზღვართან დამატებითი, ელექტრონული ომის სისტემები განათავსა - უკრაინის გენშტაბი
ვოლინისა და პოლისიის მიმართულებებით, უკრაინის მოსაზღვრე მიდამოებში, ბელორუსმა დამატებითი ელექტრონული ომის სისტემები განათავსა. ამის შესახებ უკრაინის არმიის გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი. მისივე ცნობით, დაფიქსირდა რუსეთის ძალების მიერ ავიაციის აქტიური ჩართვა შავი ზღვის ტერიტორიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში სახმელეთო და საჰაერო ვითარების გასაკონტროლებლად. ცნობისათვის, NATO-ს მადრიდის სამიტის დეკლარაციაში აღნიშნულია, რომ ბელორუსმა უნდა დაასრულოს თანამონაწილეობა ომში. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი გავიდა
სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის ცნობით, გემი ლიბანის მიმართულებით გაემგზავრა. „უკრაინამ ჩვენს პარტნიორებთან ერთად დღეს გადადგა მორიგი ნაბიჯი მსოფლიო შიმშილის შესაჩერებლად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა ალექსანდრ კუბრაკოვმა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა. კუბრიკივის თქმით, პორტებზე ბლოკადის მოხსნა ქვეყნის ეკონომიკას $1 მილიარდის მოგებას მოუტანს. მისივე თქმით, რუსეთის შემოჭრის დაწყების შემდეგ, უკრაინის პორტებში 16 დატვირთული გემი იყო ჩარჩენილი. 27 ივლისს, შავი ზღვის პორტები ოდესა, ჩორნომორსკი და პივდენნი ხელახლა გაიხსნა მას შემდეგ, რაც უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის აღდგენის შესახებ შეთანხმებას სტამბოლში მოეწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალებმა განაცხადა. უკრაინული მარცვლეულის ექსპორტი ჩორნომორსკის პორტიდან განახლდება სტამბოლში, 22 ივლისს, უკრაინულ პორტებში ხორბლის განბლოკვის საკითხზე ოთხმხრივი ხელშეკრულება გაფორმდა. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ალექსანდრე კუბრაკოვი, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, თურქეთის თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აკარი, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში და დელეგაციების სხვა წევრები. რუსეთის ძალებმა ოდესის პორტზე იერიში 23 ივლისს მიიტანეს, რის შედეგადაც კომერციულ საზღვაო პორტში ხანძარი გაჩნდა. რას მოიცავს სტამბოლის შეთანხმება, წაიკითხეთ ვრცლად. რას გულისხმობს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტზე მიღწეული შეთანხმება
თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა
თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დასრულდა. მისივე ცნობით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მიმდინარე წლის 15 ივლისიდან საქართველოში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეთათვის სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა, რომლის ფარგლებში, ოჯახზე თვეში 300 ლარი, ხოლო ოჯახის თითოეულ წევრზე - 45 ლარი გაიცემა „თბილისის მერიამ დაასრულა თბილისში მცხოვრები უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელიც წინასწარ დაანონსებული ერთი თვის ნაცვლად, ოთხ თვეზე მეტხანს გაგრძელდა. ამ მიზნით, დედაქალაქის ბიუჯეტიდან 14 მილიონი ლარი დაიხარჯა. რაც შეეხება თბილისში მყოფი უკრაინელი დევნილებისთვის არსებულ უფასო მუნიციპალურ სერვისებს, კვლავ ძალაში რჩება საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ მგზავრობა, მუნიციპალური საბავშვო ბაღების, სახელოვნებო და სპორტული სკოლების მომსახურება. თბილისში მცხოვრებ უკრაინელ მოქალაქეებს უფასო მომსახურებას უწევს შემდეგი მუნიციპალური ცენტრები: მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის მერიის ფეხბურთის სპორტული ცენტრი „იმედი“, თბილისის მერიის ტანვარჯიშის განვითარების სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: აკრობატიკის ცენტრი, ტანვარჯიშის ცენტრი, წყნეთის სპორტული კომპლექსი; თბილისის მერიის მ. ცერცვაძის სახელობის ფიგურული სრიალის სპორტული ცენტრი, თბილისის მერიის ვ. კაჭარავას სახელობის ფრენბურთის ოლიმპიური მზადების სპორტული ცენტრი, გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: გლდანის საცურაო აუზი, კულა გლდანელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი, მუხიანის სარაგბო კომპლექსი, ნაძალადევის სპორტული კომპლექსი; ა(ა)იპ „ჩოგბურთის განვითარება“, ისანი-სამგორის კომპლექსური სპორტული ცენტრი და მისი სტრუქტურული ერთეულები: ლილოს სპორტული ცენტრი, ვაზისუბნის სარაგბო მოედანი, ჩოგბურთის კორტები, ვარკეთილის ჭიდაობის დარბაზი, ლილოს საცურაო აუზი; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე, თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი, თბილისის ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისის გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური ბინა-მუზეუმი, თბილისის სანდრო ახმეტელის სახელობის დრამატული თეატრი, პანტომიმის სახელმწიფო თეატრი, თბილისის თეატრი „გლობუსი“, სამეფო უბნის თეატრი, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანება და მისი ფილიალები; თბილისის მერიის ა. მიზანდარის სახელობის N1 ხელოვნების სკოლა; თბილისის მერიის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის N2 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მიხეილ იპოლიტოვ-ივანოვის სახელობის N6 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის კოტე ფოცხვერაშვილის სახელობის N7 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის მ. კოსტავას სახელობის N8 ხელოვნების სკოლა, თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის N10 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ანასტასია ვირსალაძის სახელობის ხელოვნების გიმნაზია, თბილისის მერიის დავით ანდღულაძის სახელობის N14 ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის სოლიკო ვირსალაძის სახელობის N1 სამხატვრო ხელოვნების სკოლა, თბილისის მერიის ი. სუხიშვილის სახ. ქართული ხალხური ცეკვის ქორეოგრაფიული სკოლა-სტუდია, თბილისის მერიის სერგო ზაქარიაძის სახელობის ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების კოლეჯი“, - ნათქვამია მერიის განცხადებაში.
შსს: 2022 წელს საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი
2022 წლის იანვარი-ივნისის ჩათვლით, საქართველოში 2 572 საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, დაიღუპა 221, ხოლო დაშავდა 3 538 ადამიანი. ავტოსაგზაო შემთხვევებიდან 1 194 დედაქალაქში მოხდა, დაშავდა 1 456, ხოლო დაიღუპა 34 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი, შსს-ს ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამასთან, მიმდინარე წლის 6 თვეში, 16 წლამდე 10 მოზარდი დაიღუპა, ხოლო 408 მოზარდმა ტრავმა მიიღო. "მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით საგზაო სატრანსპორტო შემთხვევები შემცირებულია 7%-ით, დაზიანებები 1,5 %-ით, ხოლო ლეტალობა გაზრდილია 14,5 %-ით. შემთხვევათა 7%-იანი კლების ფონზე დაღუპულთა ოდენობის 14,5 %-ით ზრდა იმას მიგვანიშნებს, რომ სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ და მიუხედავად ავტოავარიების შემცირებისა, გზებზე მსხვერპლი გვეზრდება. საერთაშორისო გამოცდილება „უსაფრთხო სისტემის“ (Safe System) დანერგვისკენ მოგვიწოდებს, რაც იმას გულისხმობს, რომ საგზაო შემთხვევები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ისინი ლეტალურად და მძიმე შედეგებით არ უნდა სრულდებოდეს. მიმდინარე სტატისტიკა კი გვაუწყებს, რომ საგზაო შემთხვევების შემცირების ფონზე სიკვდილიანობა მკვეთრად იზრდება. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ საერთაშორისო გამოცდილება და ქვეყანაში შეიქმნას საგზაო უსაფრთხოების ფონდი, რომელიც მეტი ადამიანური თუ ფინანსური რესურსით მიზანმიმართულად იზრუნებს „უსაფრთხო სისტემის“ დანერგვაზე, რაც ითვალისწინებს მეტ მუშაობას ინფრასტრუქტურისა თუ ტრანსპორტის უსაფრთხოების საკითხებზე, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა ქცევის გაუმჯობესებაზე, საგზაო შემთხვევის შემდგომი პირველადი სამედიცინო დახმარების დროულად/კვალიფიციურად გაწევაზე და სხვა ძირეულ საკითხებზე“, - აცხადებს „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.
ჩინეთმა ტაივანის სანაპიროდან 120 კილომეტრში ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა - მედია
ჩინეთის სახალხო განმათავისუფლებელი არმიის (PLA) სწავლება, რომლის დროსაც DF-17 ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადეს, ტაივანიდან 120 კილომეტრის დაშორებით, კუნძულ პინგტანთან გაიმართა. ამ გამოცდას, ტაივანაში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის შესაძლო ვიზიტის გარშემო შექმნილი დაძაბულობა უძღოდა წინ. წყაროებზე დაყრდნობით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცდილობს, დაარწმუნოს ნენსი პელოსი, რომ ტაივანში მოგზაურობა რისკებს შეიცავს. საბოლოოდ, ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აზიურ ტურს მართავს, თუმცა სპიკერის ოფისს ტაივანი არ უხსენებია. „სპიკერი ნენსი პელოსი ხელმძღვანელობს კონგრესის დელეგაციას ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში, მათ შორის, ვიზიტებს სინგაპურში, მალაიზიაში, სამხრეთ კორეასა და იაპონიაში“, - ნათქვამია პელოსის ოფისის პრესრელიზში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ჩავუშოღლუს თქმით, ანკარა მზადაა, კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობის შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანოს
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის კოსოვოელ და სერბ კოლეგებთან სატელეფონო საუბარი გამართა. ინფორმაციას თურქული სააგენტო Anadolu ავრცელებს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონში „საღმა აზრმა უნდა გაიმარჯვოს“. ჩავუშოღლუმ ხაზი გაუსვა თურქეთისთვის ბალკანეთში მშვიდობასა და სტაბილურობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ანკარა მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს დაძაბულობის შემცირებაში. კოსოვოს პრემიერის თქმით, სერბეთის მთავრობის მიერ კონტროლირებადი შეიარაღებული ჯგუფების მხრიდან სროლა იყო 31 ივლისს კოსოვო-სერბეთის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. კოსოვოელმა სერბებმა საზღვარი დაბლოკეს. კოსოვომ გასულ წელს გადაწყვიტა, სერბეთიდან მომავალ ავტომობილებს რეგულაცია დაუწესოს. კერძოდ, ისინი სერბული სანომრე ნიშნებით ვერ ისარგებლებენ და მის ნაცვლად დროებითი, კოსოვოს სანომრე ნიშნები უნდა გამოიყენონ. ეს წესი პირველი აგვისტოდან უნდა შესულიყო ძალაში. ამასთან, კოსოვოს მთავრობის განცხადებით, სერბეთიდან შესულ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ დოკუმენტებს შეუცვლიან ახალი, შესვლა-გასვლის აღმრიცხველი საიდენტიფიკაციო დოკუმენტით, რომელსაც პრიშტინა გასცემს. ეს დოკუმენტი სამი თვის განმავლობაში იქნება ძალაში. თუმცა პირველ აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო. ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კოსოვოში ჯეფრი ჰოვენიერი კოსოვოს პრეზიდენტსა და პრემიერს შეხვდა და მთავრობას მოუწოდა, სანომრე ნიშნებისა და პირადობის მოწმობების შესახებ გადაწყვეტილებების განხორციელება 30 დღით გადაედო.
აშშ, კენტუკის შტატში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა
აშშ, კენტუკის შტატის აღმოსავლეთ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 28-მდე გაიზარდა. კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბეშირის თქმით, წყალდიდობის შედეგად დაიტბორა გზები და საცხოვრებელი სახლები. როგორც ცნობილია, სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა შორის ოთხი ბავშვია. ამასთან, სტიქიის გამო აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა კენტუკის შტატი კატასტროფის ზონად გამოაცხადა და შტატისთვის ფედერალური დახმარების გადაცემის განკარგულება გასცა. აშშ-ში წყალდიდობას, სულ მცირე 16 ადამიანი ემსხვერპლა
აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა
აშშ ოდესის პორტიდან უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემის გასვლას მიესალმა. „ჩვენ მივესალმებით უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან პირველი გემის გამგზავრებას 24 თებერვალს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ. მსოფლიო თვალს ადევნებს ამ შეთანხმების განხორციელებას, რათა მილიონობით ტონა უკრაინულმა მარცვლეულმა მთელი მსოფლიოს გარშემო ხალხამდე მიაღწიოს“, - აცხადებს უკრაიანში აშშ-ის საელჩო. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან გავიდა. ეს მარცვლეულით დატვირთული პირველი გემია, რომელმაც უკრაინის პორტი კრემლის მიერ წამოწყებული ომის შემდეგ დატოვა.
ლატვიაში პრორუსი პოლიტიკოსი დააკავეს
ლატვიის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რიგაში პრორუსი პოლიტიკოსი რუსლან პანკრატოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ოპოზიციონერი აქტივისტი დეგი კარაევი ავრცელებს. მანამდე რუსლან პანკრატოვი რიგის თვითმმართველობის დეპუტატი პარტია „თანხმობის“ სიით გახდა. ის ხელმძღვანელობდა ორგანიზაცია „დაგვიბრუნეთ ჩვენნი სახელები“. პანკრატოვი 48 საათით დააკავეს, თუმცა ოფიციალური მიზეზი ამ დრომდე უცნობია. მედიის ცნობით, რამდენიმე თვის განმავლობაში პანკრატოვი ლატვიაში არ იმყოფებოდა. 30 ივლისს მან სოციალურ ქსელში მოსკოვში გადაღებული ფოტოები გამოაქვეყნა. პანკრატოვი ლატვიაში შემოსვლისთანავე დააკავეს.
გონიოში, ერთ-ერთ სასტუმროში მცხოვრები უკრაინის მოქალაქეები საქართველოს მთავრობას დახმარებას სთხოვენ
უკრაინის მოქალაქეები აცხადებენ, რომ გონიოში ერთ-ერთ სასტუმროში ცხოვრების ვადა პირველ აგვისტოს ამოეწურათ, თუმცა წასასვლელი არსად აქვთ. უკრაინის მოქალაქეები საქართველოს ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ. როგორც უკრაინის მოქალაქეები ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებენ, სასტუმროს მეპატრონე მოითხოვს, რომ შენობა, სადაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ცხოვრობენ, დატოვონ. მათივე თქმით, მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და სამსახური და თავშესაფარი არ აქვთ. შეკრებილები მთავრობას მიმართავენ და სთხოვენ, რომ თავშესაფარში ყოფნის პერიოდი გაუხანგრძლივდეთ. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს. ასევე წაიკითხეთ: თბილისის მერიამ უკრაინელი მოქალაქეების თავშესაფრითა და კვებით უზრუნველყოფის პროგრამა დაასრულა
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია
საქართველოს 18 წლამდე გოგონათა საკალათბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონია. ნინო ყიფშიძისა და ზვიად დიდბარიძის გაწვრთნილმა გუნდმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონის ფინალურ მატჩში მალტა დამაჯერებელი სხვაობით 37:61 დაამარცხა და “ბ” დივიზიონში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. ქართული გუნდი ჩემპიონატის განმავლობაში მუდამ ლიდერობდა და ოთხივე თამაშში დამაჯერებლად გაიმარჯვა. გამონაკლისი იყო ნახევარფინალური შეხვედრა ალბანეთთან, რომლის ბედიც ბოლო წამებზე გადაწყდა. მსგავსად სხვა თამაშებისა, ქართველებს შორის საუკეთესო შედეგი ფინალშიც ლიკა კვირკველიას ჰქონდა, რომელმაც 18 ქულა და 19 მოხსნა და 4 პასი დააგროვა. აღსანიშნავია ნატალი ჩუტკერაშვილის თამაში, რომელმაც 12 ქულა და 19 მოხსნა მიითვალა. მსგავსად წინა შეხვედრებისა, ფინალშიც გამოირჩეოდა სალომე სვანი, მან გუნდს 12 ქულა და 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. 4 ქულა და 8 მოხნა კი, ანა ნამგალაძის ანგარიშზეა. ტურნირის საუკეთესო მოთამაშე გახდა სალომე სვანი, ხოლო გუნდის ცენტრი, ლიკა კვირკველია სალომე სვანთან ერთად C დივიზიონის სიმბოლურ ხუთეულში შევიდა. წყარო - კალათბურთის ფედერაცია
დღეიდან, ქორწინების რიტუალის ჩატარების ღირებულება იზრდება
დღეიდან, პირველი აგვისტოდან ქორწინების რიტუალის საზეიმო ვითარებაში ჩატარება იუსტიციის სახლის ფილიალში, ან საზოგადოებრივ ცენტრში 50 ლარის ნაცვლად 75 ლარი ეღირება. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, ქორწინების საზეიმო ვითარებაში ჩატარება ქორწინების სახლში შაბათს და კვირას 225 ლარი ეღირება, სხვა დღეებში კი 135 ლარი. მანამდე იმავე მომსახურება შაბათ-კვირას 150 ლარი, ჩვეულებრივ დღეებში კი 90 ლარი ღირდა. ამასთან, სერვისების სააგენტოს ფილიალს გარეთ ქორწინების რეგისტრაცია 170 ლარი ღირდა, დღეიდან კი, ამ მომსახურების ფასი 255 ლარი იქნება.