ძებნის რეზულტატი:

კახა კალაძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლაზე: მივესალმებით ტურისტების შემოდინებას

მივესალმებით ტურისტების შემოდინებას, ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლას ეხებოდა. „მივესალმებით ტურისტების შემოდინებას. ესენი შეიძლება იყვნენ რუსები, უკრაინელები, ბელარუსები, სხვადასხვა ქვეყნიდან, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. რაც უფრო მეტი ტურისტი იქნება, ჩვენი ქვეყნისთვის, ბიუჯეტისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის მნიშვნელოვანია. რაც შეეხება კონკურენციას, რა თქმა უნდა, ბიზნესს კონკურენცია სჭირდება იმისთვის, რომ განვითარდეს და წინ წავიდეს“, - განაცხადა კალაძემ. ამასთან, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საქართველოში შემოსული რუსების რაოდენობა მოსახლეობის შვიდ პროცენტზე ნაკლებია.  

საქართველოდან ვაშლატამას ექსპორტი შემცირდა

ატმისა და ვაშლატამას მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებისა და რეალიზებისთვის პროცესში ჩართულია 40-ზე მეტი სამაცივრო მეურნეობა. ინფორმაციას საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში საქართველოდან 16.7 ათასი ტონა ატმისა და ვაშლატამას ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 18.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის მოცულობა 5.4 ათასი ტონით (24%), ხოლო ღირებულება - 1.3 მლნ აშშ დოლარით (6%) შემცირდა. „კლება განაპირობა, უამინდობის გამო, მოსავლის აღების პროცესის ორი კვირის დაგვიანებით დაწყებამ. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად მუშაობს ინფორმაციის შეგროვების, სისტემატიზაციის, ფერმერებისა და ატმის და ვაშლატამას რეალიზატორების დაკავშირების მიმართულებებით. ატმისა და ვაშლატამას ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და გაცემა „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ხორციელდება. პროცესში ჩართული არიან ფიტოსანიტარიული და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლები“, - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტრში.   

ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსთან არაიკ ჰარუთიუნიანთან შეხვედრა გამართა. ამის ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.  ირაკლი ღარიბაშვილი მიესალმა არაიკ ჰარუთიუნიანის საქართველოში სამუშაო ვიზიტს და მაღალი შეფასება მისცა საქართველო – სომხეთის პოლიტიკური დიალოგის დონეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც არის სამომავლო თანამშრომლობის გაფართოების კარგი საფუძველი. არაიკ ჰარუთიუნიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა თბილი მიღებისთვის და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის გულთბილი მოკითხვა გადასცა. სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა ხაზი გაუსვა იმას, რომ სომხეთი დაინტერესებულია საქართველოსთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებითა და ორმხრივი დღის წესრიგის წინსვლით. მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის თანამშრომლობის დღის წესრიგის საკითხები. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას.  

El Al Israel Airlines-მა, რომელიც თელ-ავივი-მოსკოვის რეისს ასრულებდა, ბაქოში საგანგებო დაშვება მოითხოვა

El Al Israel Airlines-ის ეკიპაჟმა, რომელიც თელ-ავივი-მოსკოვის (DME) რეისს ასრულებდა, დაშვება ჰეიდარ ალიევის საერთაშორისო აეროპორტში მოითხოვა. მიზეზი ბორტზე მყოფი მგზავრის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება გახდა. „თვითმფრინავი ბაქოს აეროპორტში ადგილობრივი დროით 12:44 საათზე დაეშვა. სამწუხაროდ, მგზავრი ფრენის დროს გარდაიცვალა. მას გულის შეტევა დაემართა“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.  

ბულგარეთის პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა

ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა პარლამენტი დაითხოვა და 2 ოქტომბერს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დანიშნა.  ბულგარეთის პრეზიდენტმა სათანადო ხელსეკრულებას უკვე მოაწერა ხელი.  ბულგარეთში პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვადამდელი არჩევნები გამოცხადდა  მანამდე, 28 ივლისს ბულგარეთის სოციალისტური პარტიის წარმომადგენლებმა, ქვეყნის პრეზიდენტ რუმენა რადევს აცნობეს, რომ ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებაზე უარს ამბობენ.  პრეზიდენტმა 18 ივლისს ბულგარეთის სოციალისტურ პარტიას მთავრობის ფორმირების მანდატი მისცა. ეს ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, მთავრობის ფორმირების მესამე მცდელობა იყო. მანამდე მთავრობის დაკომპლექტება კოლაიციამ „განვაგრძობთ ცვლილებს“ სცადა, თუმცა ესეც უშედეგოდ დასრულდა.  ბულგარეთის სოციალისტურ პარტიის ლიდერმა კორნელია ნილოვამ განაცხადა, რომ ქვეყანა ახალი საპარლამენტო არჩევნებისთვის უნდა მოემზადოს.   2021 წელს ბულგარეთში საპარლამენტო არჩევნები სამჯერ გაიმართა.   

ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. პრემიერ-მინისტრი ლი ჰსიენ ლუნგი რეგიონში ძლიერი ჩართულობისადმი აშშ-ის ერთგულებას მიესალმა. მხარეებმა შეერთებული შტატების მხრიდან ეკონომიკური მიმართულებით ჩართულობის გაფართოების გზები განიხილეს, მათ შორის, ისეთი ინიციატივებით, როგორიცაა, ინდო-წყნარი ოკეანის ეკონომიკური ჩარჩო. ლუნგმა და პელოსიმ ასევე განიხილეს ომი უკრაინაში, დაძაბულობა ტაივანისა და კონტინენტური ჩინეთის ირგვლივ და კლიმატის ცვლილება. სინგაპურის პრემიერმა ხაზი გაუსვა აშშ-ჩინეთის სტაბილური ურთიერთობების მნიშვნელობას რეგიონული მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“. ნენსი პელოსი აზიის ოთხ ქვეყანას ეწვევა, თუმცა სპიკერის ოფისი ტაივანს არ ახსენებს სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

კოსოვომ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. საზღვართან საპროტესტო ბარიკადებს შლიან

კოსოვოს ხელისუფლებამ სერბებზე საბუთების გაცემა დაიწყო. ეს მას შემდეგ მოხდრა, რაც აშშ-სთან და ევროკავშირთან კონსულტაციის შემდეგ კოსოვომ  სერბეთიდან შესული მგზავრებისთვის მანქანების ნომრებსა და სამოგზაურო დოკუმენტაციის გაცემის შესახებ მიღებული კანონი ერთი თვით გადადო. კოსოვომ დაძაბულობის გამომწვევი გადაწყვეტილების აღსრულება გადადო 1-ელ აგვისტოს დაიწყეს ბარიკადებია დაშლა, რომლებიც კოსოვოში ეთნიკურმა სერბებმა პროტესტის ნიშნად სასაზღვრო გასასვლელებთან აღმართეს. კოსოვოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გასცა შესვლა-გასვლის პირველი საბუთები სერბეთის მოქალაქეებზე, რომლებმაც საზღვარი სერბეთთან ამჟამად მოქმედი ოთხი პუნქტიდან ერთ-ერთის გზით გადაკვეთეს. 1-ელ აგვისტოს, დილით მიღწეული შეთანხმებით, ახალი წესების ამოქმედება 30 დღით გადაიდო. 31 ივლისს, გვიან ღამით, პრიშტინაში აშშ-ის ელჩმა, ჯეფრი ჰოვენიერმა კოსოვოს მოუწოდა წესების ამოქმედება 30 დღით გადაედო, "რადგან, როგორც ჩანს, ამ გადაწყვეტილებების გარშემო გავრცელდა დეზინფორმაცია და გაუგებრობა". მანამდე, კოსოვოს მთავრობა აცხადებდა, რომ 1ელ აგვისტოდან სერბეთიდან შემომავალ მგზავრებს სერბეთის მიერ გაცემულ საბუთებს შეუცვლიდნენ შესვლა-გასვლის დოკუმენტაციით, რომელსაც პრიშტინა გასცემდა და რომელიც სამი თვის განმავლობაში იქნებოდა ძალაში.  

სერბეთის პარლამენტი არჩევნებიდან ოთხი თვის შემდეგ, პირველად შეიკრიბა

სერბეთის „სახალხო სკუპშინა“ (პარლამენტი) არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ პირველად შეიკრიბა.   პარლამენტის სხდომა სერბეთის ჰიმნით გაიხსნა და „სახალხო სკუპშინას“ 250-მა დეპუტატმა პროცედურის თანახმად, ფიცი დადო.  სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის „პროგრესულმა პარტიამ“ ახალ პარლამენტში მანდატების უმრავლესობა მოიპოვა. მაგრამ, ზოგიერთ ოლქში განმეორებითი არჩევნების გამო, ხმების დათვლა რამდენიმე თვის განმავლობაში გაგრძელდა. რამდენიმე ოლქში არჩევნები ხელახლა ჩატარდა, რადგან ხმების გაყალბების შესახებ საარჩევნო კომისიაში საჩივრები შევიდა.  ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ვუჩიჩმა მედიასა და საჯარო ხელისუფლებაზე კონტროლის, ასევე ხელისუფლების კრიტიკოსების წინააღმდეგ აქტიური კამპანიის მეშვეობით არჩევნების დისკრედიტაცია მოახდინა, ხოლო თავად სერბეთის პრეზიდენტი ამტკიცებდა, რომ მისი ოპონენტები უბრალოდ სუსტები იყვნენ. ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ სერბეთის პრეზიდენტმა შეგნებულად გადადო ახალი პარლამენტის მოწვევა, რათა არ დაენიშნოს ახალი მთავრობა და ამით თავიდან აიცილოს მხარეების არჩევა უკრაინის ომის ფონზე რუსეთთან და დასავლეთთან დაპირისპირებაში. ამავდროულად, ოპოზიციამ, რომელმაც არჩევნებში უკეთესი შედეგი მიიღო, ვიდრე 2020 წელს (როდესაც კენჭისყრის ბოიკოტი მოითხოვა), ხელისუფლებაზე ზეწოლის გაზრდას მოსახლეობას უკვე დაჰპირდა.   

რუსეთმა დოლარისა და ევროს გატანაზე შეზღუდვები გაახანგრძლივა

რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, აშშ დოლარისა და ევროს განაღდებაზე არსებული შეზღუდვები 6 თვით, 2023 წლის 9 მარტამადე გაახანგრძლივა.  როგორც მარეგულირებლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ შეტყობინებაშია ნათქვამი, რუსეთის ცენტრალური ბანკი იძულებულია შეინარჩუნოს შეზღუდვები, რადგან, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციებიდან გამომდინარე, რუსულ ფინანსურ ინსტიტუტებს დასავლეთის ქვეყნების ფულადი ვალუტის შეძენა ეკრძალებათ.  2023 წლის 9 მარტამდე მოქმედებს შეზღუდვები უცხოური ვალუტის შესყიდვაზე: ბანკებს შეუძლიათ მოქალაქეებს მიჰყიდონ მხოლოდ სალაროებში მიღებული ევრო და აშშ დოლარი. სხვა უცხოური ვალუტების გაყიდვაზე შეზღუდვები გაუქმებულია.  რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით, 9 მარტიდან უცხოური ვალუტის გაყიდვაზე, ქვეყანაში შეზღუდვები შემოიღეს. 19 მაისს შეზღუდვები აშშ დოლარისა და ევროს გარდა სხვა ვალუტებზე მოიხსნა. მოსალოდნელი იყო, რომ შეზღუდვები დოლარსა და ევროზეც გაუქმდებოდა.   

საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ, La Tribune-სთან ინტერვიუში განაცახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები გაყინა. საერთო ჯამში, გაყინული აქტივების მოცულობა 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.  „გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც საფრანგეთმა მარტის ბოლოს გამოცხადა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.  

უკრაინაში ომის დაწყებიდან „გაზპრომმა“, გაზის წარმოება და ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა

2022 წლის 6 თვეში, რუსული გაზის გიგანტმა „გაზპრომმა“ 262,4 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მოიპოვა, რაც (12%) 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 25,8 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ავრცელებს.  რუსული „გაზპრომი“ გეგმას ცვლის და გაზის მოპოვებას ამცირებს „გაზპრომის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ უცხოეთის ქვეყნებში ექსპორტმა 75,3 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 34,7%, 40 მილიარდი კუბური მეტრით ნაკლებია.   1998 წლის შემდეგ პირველად, „გაზპრომი“ აქციონერებს დივიდენდებს არ გადაუხდის ამასთან, შემცირებულია მოთხოვნა გაზსა და გაზის ტრანსპორტირების სისტემებზე შიდა ბაზარზე. კლებამ 2% (3 მილიარდი კუბური მეტრი) შეადგინა.  

სანქციების გამო, რუსეთში, ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი 35%-ით შემცირდა

2022 წლის პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით, რუსეთის ფედერაციაში ძლიერი ალკოჰოლური სასმელების იმპორტი, სანქციების შედეგად თითქმის 35%-ით - 32,65 მლნ ლიტრამდე, ხოლო ვისკის - თითქმის 50%-ით - 11,8 მლნ ლიტრამდე შემცირდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს.  „ტეკილას, ხილის დისტილატების და სხვა კატეგორიების იმპორტი 34,5%-ით შემცირდა და 4,83 მლნ ლიტრიშეადგინა. რომის იმპორტი თითქმის უცვლელი დარჩა და წლიურად მხოლოდ 1,8%-ით და 2,89 მლნ ლიტრამდე შემცირდა”, - ნათქვამია სტატიაში.  აღსანიშნავია, რომ მარტში ბაზრის მონაწილეებმა, უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთში ალკოჰოლის იმპორტის 20-40%-ით შემცირება ივარაუდეს.  გლობალურმა კომპანიებმა Pernod Ricard-მა (Chivas Regal, Jameson, Absolut, Ararat), Diageo-მ (Bell's, Johnnie Walker, Captain Morgan, Baileys), Bacardi-მ (Dewar's, William Lawson's) და სხვებმა, გაყიდვები შეაჩერეს და რუსეთის ბაზრიდან გავიდნენ.   

ადამ კინზინგერი: ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა

ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს, ეს სრული სიყალბეა, – ამის შესახებ Twitter-ზე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი ადამ კინზინგერი წერს. ადამ კინზინგერი საქართველოსთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს „რაც შეეხება საქართველოში გავრცელებულ დეზინფორმაციას, გვსურს, მკაფიოდ განვაცხადოთ: აშშ-ს სურს, რომ უკრაინაში ომი დასრულდეს ისე, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიის არც ერთი სანტიმეტრი არ დაკარგოს. ჩვენ საქართველოს ომში ჩართვის არანაირი სურვილი არ გვაქვს. ეს სრული სიყალბეა“, – წერს ამერიკელი კონგრესმენი.   

საფრანგეთმა მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა. მგზავრებს არავითარი ფორმალობის შესრულება აღარ მოუწევთ საფრანგეთის მეტროპოლიასა თუ ზღვის იქითა ტერიტორიებზე გამგზავრებამდე; აღარ მოეთხოვებათ სანიტარული საშვის წარდგენა ; აღარ მოეთხოვებათ გადაუდებელი მოტივის დამადასტურებელი საბუთის წარდგენა; აღარ არიან ვალდებულნი, წარადგინონ ჯანდაცვის ზომებთან და საფრანგეთის საზღვარზე ანტიგენ ტესტის ჩატარების ვალდებულებასთან დაკავშირებული განცხადება. იგივე ეხება საფრანგეთის მეტროპოლიასა და ზღვის იქითა ტერიტორიებს შორის მოგზაურობას", - ნათქვამია საქართველოში საფრანგეთის საელჩოს განცხადებაში.~  

სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა

სადგურზე, თბილისი-ბათუმის მატარებელი გლოვოს კურიერს დაეჯახა. ინფორმაცია Europetime-ს „საქართველოს რკინიგზაში“ დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ „გლოვოს“ კურიერი მატარებლის ლიანდაგზე გადაადგილდებოდა.  დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა წაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.  „საქართველოს რკინიგზაში“ განაცხადეს, რომ ამ დროისთვის მგზავრები მატარებლიდან ჩამოიყვანეს და შესაბამისი პროცედურების შემდეგ მგზავრობა განახლდება.  

ბლინკენი ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტზე: მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთს მოუწოდა, რომ ტაივანში ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შემთხვევაში, ვითარება არ გაამწვავოს. ნენსი პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში შეხვედრებით დაიწყო „თუ სპიკერი ვიზიტის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩინეთი რაიმე სახის კრიზისის შექმნას ან სხვაგვარად დაძაბულობის ესკალაციას შეეცდება, ეს პეკინის გადაწყვეტილება იქნება. ჩვენ მოველით, რომ ჩინეთი პასუხისმგებლობით იმოქმედებს და ესკალაციაში არ ჩაერთვება“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა აზიური ტურნე სინგაპურში ლიდერებთან შეხვედრებით დაიწყო. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. სპიკერის ოფისის თანახმად, პელოსი სინგაპურს, მალაიზიას, სამხრეთ კორეასა და იაპონიას ეწვევა, რათა განიხილოს ვაჭრობის, COVID-19-ის პანდემიის, კლიმატის ცვლილების, უსაფრთხოებისა და „დემოკრატიული მმართველობის“ საკითხები განიხილოს. პარალელურად, პეკინში, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა კვლავ გაიმეორა, რომ „თუ ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა, ამას სერიოზული შედეგები მოჰყვება“. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ

გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულ მფრინავებს, მაშველებსა და ექიმებს დღეს დაკრძალავენ.   საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გუდაურთან დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში გაიმართება, პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ადგილზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ. „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად გუდაურთან დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში ჩატარდება. სამოქალაქო პანაშვიდი სამშაბათს, 2 აგვისტოს 11:00-დან 14:00 საათამდე გაიმართება. პანაშვიდის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავებსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებს სხვადასხვა ლოკაციაზე, საგვარეულო სასაფლაოებზე გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ", - აცხადებენ უწყებაში. 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ჯო ბაიდენი: ტერორისტული დაჯგუფების „ალ ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი ლიკვიდირებულია

"ავღანეთში ლიკვიდირებულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი", - ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაადასტურა. ვიდეომიმართვისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკან არასდროს იხევს და სამართალი აღსრულდა. "ავღანეთში მოკლულია ტერორისტული დაჯგუფების, „ალ-ყაიდას“ ლიდერი აიმან ალ-ზავაჰირი. როგორც მთავარსარდალი პასუხისმგებელი ვარ, რომ აშშ იყოს უსაფრთხოდ. ჩვენი ადმინისტრაცია გააგრძელებს „ალ-ყაიდასგან“ ნებისმიერი ადგილიდან მიმდინარე საფრთხეების განეიტრალებას", - განაცხადა ბაიდენმა. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ვიდეომიმართვამდე, სააგენტო Reuters-მა და ტელეკომპანია CNN-მა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელეს ინფორმაცია, რომ "ალ-ყაიდას" მეთაური მოკლულია უპილოტო საფრენი აპარატიდან განხორციელებული დარტყმის შედეგად.    

აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN

ტაივანის მთავრობის მაღალჩინოსნისა და აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა. ტაივანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ პელოსი ღამით სავარაუდოდ, ტაივანში დარჩება. უცნობია, როდის დაეშვება მისი თვითმფრინავი ტაიპეიში. ინფორმაციას CNN ავრცელებს. აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაამატა, რომ თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური პირები მუშაობენ რეგიონში უსაფრთხოების შენარჩუნების გეგმის უზრუნველყოფაზე. პელოსიმ აზიური ტურნე სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

ზელენსკის თქმით, ოდესის პორტიდან გასვლის რიგს უკრაინული მარცვლეულით დატვირთული თექვსმეტი გემი ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თვლის, რომ ჯერ ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივასთან დაკავშირებით და არ შეიძლება, შეიქმნას ილუზია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს უკრაინის ექსპორტის შეფერხების მცდელობებისგან. ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართისას განაცხადა. მისი თქმით, ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ინიციატივის უსაფრთხოების მხარეზე, რაც „პარტნიორების, პირველ რიგში, გაეროს და თურქეთის პასუხისმგებლობაა“. „შავი ზღვის პორტებიდან უკრაინული მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტების ექსპორტის ინიციატივის განხორციელება პირველ აგვისტოს დაიწყო. ოდესის პორტი 26000 ტონა სიმინდის გადამზიდავმა პირველმა გემმა დატოვა. ჯერჯერობით ნაადრევია რაიმე დასკვნის გაკეთება და შემდგომი მოვლენების პროგნოზირება. მაგრამ, პორტმა დაიწყო მუშაობა, დაიწყო საექსპორტო მიმოსვლა და ამას შეიძლება, ეწოდოს პირველი დადებითი სიგნალი იმისა, რომ არსებობს შანსი, შეჩერდეს სასურსათო კრიზისის გავრცელება მთელ მსოფლიოში“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისივე თქმით, რუსეთი მუდმივად იწვევდა შიმშილს აფრიკისა და აზიის ქვეყნებში, რომლებიც ტრადიციულად უკრაინული საკვების დიდი მოცულობის იმპორტს ახორციელებდნენ. „ექსტრემალური სიცხის პირობებში,ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შესაძლებელია ფასების კრიზისის საფრთხე და საკვების გარკვეული დეფიციტი შეიქმნას. ასე რომ, ჩვენ ვნახავთ, როგორ იმუშავებს შეთანხმებები და ნამდვილად იქნება თუ არა უსაფრთხოება უზრუნველყოფილი. 16 გემი უკვე ელოდება თავის რიგს და ჩვენ მზად ვართ, სათანადო წვლილი შევიტანოთ მსოფლიო სურსათის ბაზრის სტაბილიზაციაში“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. უკრაინის საზღვაო პორტების ადმინისტრაციის ცნობით, შავ ზღვაში, ოდესიდან გასვლის რიგს 16 გემი ელოდება . სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.