ძებნის რეზულტატი:

ანტონიო გუტერეში: მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე

გაეროს გენერალურმა მდივნის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, მსოფლიო ბირთვული საფრთხის წინაშე დგას და მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე. ამის შესახებ გუტერეშმა გაეროში, ბირთვული გაუვრცელებლობის შესახებ გამართულ მოლაპარაკებებზე განაცხადა. "უკრაინის ომის შედეგად, ასევე აზიიდან და ახლო აღმოსავლეთიდან წარმოქმნილი საფრთხეების გამო, მსოფლიოს მხოლოდ ერთი გაუგებრობა, ერთი არასწორი გათვლა აშორებს ბირთვულ განადგურებამდე", - განაცხადა გუტერეშმა. შეგახსენებთ, რომ 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბელგიამ 50 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ბელგიამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, 50,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ამის შესახებ De Morgen წერს. საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა 50,5 მილიარდი ევრო მოიცავს ისეთ ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ფული, აქციები, რომელიც განთავსებულია ბელგიაში და ამ კაპიტალს რუსეთის 1229 მოქალაქე და 110 ორგანიზაცია ფლობს. მათ შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ბანკები და კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ.  სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.   

რუსეთში ყოველი მესამე დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო ბრუნავს - გამოკითხვა

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელის ცენტრის გამოკითხვის შედეგმა აჩვენა, რომ რუსების მესამედს მზის სისტემის მოწყობის შესახებ, მცდარი ცოდნა აქვს.  გამოკითხულთა 35% დარწმუნებულია, რომ მზე დედამიწის გარშემო მოძრაობს და არა პირიქით, როგორც ეს სინამდვილეშია. საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის განმარტებით, ბოლო 15 წელიწადში ეს მაჩვენებელი 7%-ითაა გაზრდილი. ამასთან, 2007 წლის გამოკითხვასთან შედარებით, ორჯერაა შემცირებული და ამჟამად 7%-ს შეადგენს რაოდენობა რუსეთის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც ფიქრობენ, რომ რადიოაქტიური რძე ადუღების შემდეგ უსაფრთხო ხდება. ამავე კვლევით, იმის, რომ პირველყოფილ ადამიანს შეეძლო დინოზავრებთან ერთად სეირნობა, სჯერა ყოველ მეხუთე გამოკითხულს - 21%-ს. 2007 წელს ეს მაჩვენებელი 30% შეადგენდა, ხოლი 2011 წელს 28%.  იმ ფაქტს, რომ გმო-ს შემცველმა საკვებმა შეიძლება გამოიწვიოს კიბო, ახალი კვლევით გამოკითხულთა 44% დაეთანხმა. 2014 წელს ამ შეხედულებას იზიარებდა რუსების ორი მესამედი (67%).  

გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს

გუდაურში, ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 8 ადამიანის ცხედარი სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს.  საქართველს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, გუდაურში სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით "სამოქალაქო თავდადებისათვის" დააჯილდოვდნენ სამების საკათედრო ტაძარში გუდაურში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს დაღუპულებს საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ხერსონის ოლქში რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა 2 ადამიანი

ხერსონის ოლქში დოლგოვოეს დასახლებაში, რუსმა სამხედროებმა საევაკუაციო მიკროავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს, რომლითაც სამოქალაქო პირები გადაჰყავდათ. ცეცხლის გახსნას ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ალექსანდრ ვოლკული ავრცელებს. უკრაინის კონტრშეტევა ხერსონის რეგიონით არ შემოიფარგლება - ომის შემსწავლელი ინსტიტუტი "მიკროავტობუსში შვიდი სამოქალაქო პირი იმყოფებოდა, რომელთა ევაკუაციაც დასახლება სტაროსელიედან ხდებოდა. რუსი ოკუპანტების მხრიდან ცეცხლის გახსნას ავტობუსში მყოფი 2 ადამიანი ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა", - აცხადებს ვოლკული. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ორბანის განცხადებით, ბრიუსელი უნგრეთის „უფროსი“ არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის განცახებით, მისი ქვეყანა საკუთარი თავის უფროსი თავად არის. ამის შესახებ ორბანმა Facebook-ზე დაწერა. ორბანი რუსული გაზის ემბარგოს მხარს არ დაუჭერს - Bloomberg „ბრიუსელი არ არის ჩვენი უფროსი. ჩვენ დამოუკიდებელი, სუვერუნული უნგრული ნაცია ვართ. ჩვენ ვმონაწილობთ ერთობლივ გადაწყვეტილებებში. თუ ჩვენ გვაწყობს ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ ვიტყვით“, - დაწერა ორბანმა.  ორბანის მრჩეველი პრემიერის „ნაცისტური“ გამონათქვამების შემდეგ გადადგა შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ რუსეთთან მიმართებით, სანქციებთან დაკავშირებით ევროკავშირი რამდენჯერმე გააკრიტიკა. მისი თქმით, „დასავლეთმა იარაღიდან თავისი ფილტვების მიმართულებით გაისროლა და დახჩობა ელის“.   

ადვოკატი: მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადებას თავად გააკეთებს. პარტიის ლიდერებთან ბოლო პერიოდის განმავლობაში არ კონტაქტობს. მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა ვალერი გელბახიანმა კლინიკა „ვივა-მედში“ მისვლისას განაცხადა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი: სააკაშვილი ტოვებს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ქართულ პოლიტიკასაც მთლიანად „მისი სიცოცხლე არის საფრთხეში, ამიტომ მას არ ეპოლიტიკება ამ წუთში. უნდა, რომ გადაარჩინოს საკუთარი სიცოცხლე. მან ისედაც ბევრი აიღო საკუთარ თავზე, როცა გარისკა იცოდა, რომ დაიჭერდნენ და მაინც ჩამოვიდა, მაგრამ სიცოცხლე ისეთი რამეა, აქ რისკები გამორიცხულია. უნდა ნახოთ სააკაშვილი როგორ არის, ნახავთ აჩრდილს იმისას რაც იყო. სახელი და გვარი ის არის, მაგრამ ფიზიკურად სხვა ადამიანია. თუ შეძლებს დაესწრება სასამართლო პროცესს“, - განაცხადა გელბახიანმა. ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი 12 მაისს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედი” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ, 10 მაისს პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ თავდებობას აპირებენ. 9 მაისს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა განაცხადეს, რომ მზად არიან, თავდებში ჩაუდგნენ მიხეილ სააკაშვილს, მისი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში. მათივე განცხადებით, ექსპრეზიდენტი სააკაშვილი რეაბილიტაციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდება. ოჯახი და ექსპრეზიდენტის გუნდის წევრები სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაგზავნას ითხოვენ. მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 24 მაისს განაცხადა, რომ „ვერავითარი სიმულაცია და თვითდაზიანება ვერ გახდება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის საფუძველი“. შეგახსენებთ, ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის მიერ შექმნილი კონსილიუმის დასკვნა ცნობილია. ექსპერტთა ჯგუფის დასკვნით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ცილოვანი შიმშილი აქვს. იუსტიციის მინისტრმა 2 მაისს განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილს ყოველთვის ადეკვატური სამედიცინო მომსახურება გაეწევა. მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და დააკავეს. თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს. იმავე დღეს შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს კი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, რის შემდეგაც პროტესტი შეწყვიტა.  

კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე დაკავებულ ტეხასელ გაი რეფიტს შვიდი წლითა და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა

ამერიკის შეერთებულ შტატებში კაპიტოლიუმის შტურმის საქმეზე ტეხასელ გაი რეფიტს შვიდი წლით და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯა, რაც ყველაზე დიდი სასჯელია, რომელიც ამ საქმეზე გამოუტანიათ. გაი რიფიტს ბრალად ედება კაპიტოლიუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა. პროკურატურის განცხადებით, ამბოხის დასაწყისშივე რეფიტი მოუწოდებდა ხალხს, გაერღვიათ პოლიციის ჯაჭვი და კიბეებზე ასულიყვნენ შენობაში შესასვლელად. ბრალდების მხარემ  მას დემონსტრანტების ლიდერი უწოდა. ცნობისათვის, ერთი წინ, 2021 ნოემბერი, კოლუმბიის ოლქის სასამართლომ 41 თვით წლის პატიმრობა მიუსაჯა კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ერთ-ერთ მონაწილეს, ჯეიკობ ჩენსლის.  2021 წლის 6 იანვარს დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ. 220-ზე მეტ პირს ბრალად ედება თავდასხმა ან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებისთვის ხელის შეშლა 6 იანვარს კაპიტოლიუმზე თავდასხმის დროს. შტურმმა ჩაშალა კონგრესის სხდომის ერთობლივი სესია, რომელსაც ოფიციალურად უნდა დაედასტურებინა 2020 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება. არეულობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა.  

შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა

Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის საზღვაო ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ხომალდმა USS Ronald Reagan-მა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტრანზიტი გაიარა და ფილიპინების ზღვაში იმყოფებოდა, ტაივანის აღმოსავლეთით. „მიუხედავად იმისა, რომ მათ შეუძლიათ რეაგირება მოახდინონ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის ხომალდების ნორმალური, რუტინული განლაგება”, - განაცხადა თავის მხრივ, აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრა. აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი მალაიზიის ლიდერს და სხვა ოფიციალურ პირებს ხვდება. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. პელოსის თვითმფრინავი მალაიზიის სამეფო საჰაერო ძალების ბაზაზე, დედაქალაქ კუალა ლუმპურის მახლობლად, სამშაბათს დილით დაეშვა. მისი ვიზიტი მოიცავს ლანჩს მალაიზიის პრემიერ- მინისტრ ისმაილ საბრი იაკობთან და შეხვედრას მალაიზიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერთან, აზჰარ აზიზან ჰარუნთან. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები

მოსკოვი ვაშინგტონს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტით დაემუქრა

იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთს „ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ“ აღიარებს, ეს შესაძლოა მოსაკოვსა და ვაშინგტონს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზეზი გახდეს. ამის შესახებ დღეს, ბრიფინგზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცახდა.  ლატვიის სეიმის კომისია რუსეთის ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებას ემხრობა „საკუთარი კანონმდებლობის ამგვარი გამოყენება, საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგოდ, სენატორებისა და კონგრესმენების მიერ შესაძლოა საშინელ სასჯელად აღიქმებოდეს, რომელსაც შეუძლია აიძულოს რუსეთი იცხოვროს შეერთებული შტატების მიერ გამოგონილი წესებზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის შესაბამისად. გულუბრყვილოები. ამასთან ავიწყდებათ, რომ ნებისმიერი ქმედება ბადებს უკუქმედებას და მსგავსი ნაბიჯის ლოგიკური შედეგი შეიძლება გახდეს დიპლომატიური კავშირების გაწყვეტა. ამით ვაშინგტონი რისკავს საბოლოოდ გადაკვეთოს ხაზი, საიდანაც უკან დასაბრუნებელი გზა არ არსებობს. ამას მოჰყვება მთელი რიგი შედეგებიც. ჩვენ მდგომარეობის განვითარების ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვართ და თუ ვაშინგტონში წავლენ მოსკოვთან ურთიერთქმედების სრულ შეჩერებაზე, ჩვენ გადავიტანთ“,- განაცხადა ზახაროვამ. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.  

მეუფე შიო: გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის

გულითადად მივულოცოთ პატრიარქს მისი ანგელოზის დღე, მადლობა ვუთხრათ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) წმინდა წინასწარმეტყველ ილია თეზბიტელისა და წმინდა ილია მართლის ხსენების დღესთან დაკავშირებული ქადაგებისას განაცხადა. "დღეს აღვნიშნავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ანგელოზის დღეს. გილოცავთ ამ დღეს ყოველ თქვენგანს. მინდა, სახარებიდან გავიხსენო ერთი-ორი მონაკვეთი, რომლებიც ეხება ილია წინასწარმეტყველს, როდესაც მთავარანგელოზი გაბრიელი ამბობს წმინდა იოანე ნათლისმცემელზე, რომ იგი მოვა და ივლის წინაშე ღვთისა ილიას სულითა და ძალით. თქვენ გახსოვთ ეს ცნობილი სიტყვები – „ურჩ ადამიანებს მოიყვანს ღმერთისკენ და მრავალ ისრაიტელს მოაქცევს ღმერთისკენ“. ასევე სხვა ადგილას უფალ იესო ქრისტეს ფერისცვალების შემდეგ ჰკითხავენ მოციქულები, როგორღა ამბობენ მწიგნობრები, რომ ჯერ ილია უნდა მოვიდესო? უფალი უპასუხებს, რომ „ილია მოვა და აღადგენს ყოველივეს“. ძველ ქართულად არის „კუალად აგებს“, ანუ აღადგენს, გამართავს, მოაწესრიგებს. ასეთი საოცარი სიტყვებია. რა თქმა უნდა, ეს სიტყვები, რომ ილიას სულითა და ძალით მოვა იოანე ნათლისმცემელი, საკუთრივ წმინდა იოანე ნათლისმცემელს ეხება, მაგრამ ჩვენ გადატანითი მნიშვნელობით შეიძლება განვუკუთვნოთ ეს სიტყვები ყველა დიდ მოღვაწეს, რომლებმაც დიდი კვალი დააჩინეს ქვეყნის, ხალხის, საეკლესიო, სასულიერო და საერო ცხოვრებას. დღეს ჩვენ რომ ვიკითხოთ, ვინ არის ის მოღვაწე, რომელიც დღეს, ამ საუკუნეში, ამჟამად მოღვაწეობს ილიას სულითა და ძალით, ვინ შეძლო, მოექცია განდგომილი ერი ღვთისკენ და ვინ შეძლო, აღედგინა ყოველივე, როგორც სახარებაშია ნათქვამი? ვინ არის ასეთი მოღვაწე? ეს არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომლის ანგელოზის დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ. რაც მან აღასრულა, ეს მართლაც შეიძლება აიხსნას მხოლოდ აი, ამ სულითა და ძალით, რომელიც ჰქონდა ილია წინასწარმეტყველს, რომელიც ჰქონდათ დიდ მოღვაწეებსა და წმინდანებს. ეს არის მადლი ღვთისა და მადლი სულისა წმინდისა. მართლაც, საოცარი სიტყვებია, ვიმეორებ, რომლებიც შეიძლება გადატანითი მნიშვნელობით აღვიქვათ, რომ მართლაც აღადგინა ყოველივე მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ყველა სფერო საეკლესიო ცხოვრებისა იმ უდიდესი დევნისა და ნგრევის შემდეგ, რომელიც ჩვენ ყველამ გამოვიარეთ და არა მხოლოდ აღადგინა, ძვირფას ძმებო და დებო, არამედ მრავალი რამ თავიდან აღაშენა კიდეც, რომლის დიდი დასტურიც არის ეს შესანიშნავი ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი, რომელშიც ჩვენ დღეს ვიმყოფებით და რომელიც, სხვათა შორის, ელიას მთაზე დგას. ესეც არ არის შემთხვევითი. დღეს ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ ჩამოვთვლით ყველა იმ დიდ მიღწევას, იმ ნაყოფს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოღვაწეობისა, მაგრამ ყველამ ერთად გულითადად მივულოცოთ მას მისი ანგელოზის დღე, ქედი მოვიხაროთ, მადლობა ვუთხრათ ამ დიდი ღვაწლისთვის და ვუსურვოთ, რომ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ლოცვითა და მეოხებით, დღეგრძელი ყოფილიყოს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, რომ კიდევ დიდხანს შეძლოს მისი მაღალი მსახურების აღსრულება ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს წმინდა და საღვთო სახელის სადიდებლად, ამინ!“ – განაცხადა პატრიარქის მოსაყდრემ.  

თეთრი სახლი: ნენსი პელოსის უფლება აქვს, ტაივანს ეწვიოს

აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა პოტენციური ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები მიუხედავად შეშფოთებისა, რომ გაზრდილმა დაძაბულობამ შეიძლება, გამოიწვიოს არასწორი გათვლა ასეთი ვიზიტის დროს, კირბიმ დაამატა, რომ აშშ-ის მთავრობას აქვს პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს პელოსის უსაფრთხო მგზავრობა. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. ნენსი პელოსი მალაიზიას აზიური ტურნეს ფარგლებში ხანმოკლე ვიზიტით ეწვია. მანამდე, მან ტური სინგაპურში ვიზიტით დაიწყო. ამ დრომდე ოფიციალურად არ არის დადასტურებული, რომ წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანჩი ჩავა. პელოსის ვიზიტი მალაიზიაში, სავარაუდოდ, 12 საათზე ნაკლები დროის განმავლობაში გაგრძელდება. კუალა ლუმპურში ჩასვლამდე მან ერთი დღე სინგაპურში გაატარა.

უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს

უზბეკეთი აზერბაიჯანის მონაწილეობით, ახალი სატრანსპორტო დერეფნის შექმნის ინიციატივით გამოდის. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრის ილჰომ მახკამოვის განცხადებით, უნდა მოხდეს ახალი მულტიმოდალური დერეფნის „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია-სამხრეთ აზია“ ფორმირება, რომელიც ავღანეთზეც გაივლის. ამის შესახებ, მან დღეს ტაშკენტში აზერბაიჯანის, უზბეკეთისა და თურქეთის საგარეო, ეკონომიკისა და ტრანსპორტის მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. ჩინეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი ერთობლივ სარკინიგზო პროექტს განიხილავენ უზბეკეთი საქართველოს პორტებით ევროპაში ექსპორტის პერსპექტივებს განიხილავს ილჰომ მახკამოვის თქმით, მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში სამხრეთ აზიის ქვეყნების უკიდურესად მაღალი პოტენციალის გათვალისწინებით, აუცილებელია ერთობლივი ძალისხმევა, რომ სამხრეთ აზიის ქვეყნებთან ტვირთების გადაზიდვის პროცესი დაჩქარდეს. უზბეკეთი, თურქეთი და აზერბაიჯანი ინვესტიციების, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ შუა დერეფანთან მიმართებით უზბეკეთისა და თურქმენეთის ინტერესი იზრდება. რას მიიღებს საქართველო „ამ დროისთვის არის შესაძლებლობა, რომ ტვირთები ავღანეთისა და პაკისტანის გავლით გადავიტანოთ. ამ გზას ჩვენი სახმელეთო გადამზიდავები უკვე ტესტავენ და ავღანეთის გავლით, პირველი ტვირთების გადატანა უკვე განხორციელდა“, - განაცხადა ილჰომ მახკამოვმა.

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი საზოგადოებრივ მოძრაობა „ხალხის ძალას“ აფუძნებენ. ამის შესახებ აღნიშნულია მათ განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მათი მიზანია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა. „უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. საზოგადოება უნდა იყოს სრულად ინფორმირებული და მობილიზებული იმისათვის, რომ ქვეყანას საბედისწერო ომი აარიდოს თავიდან, რაზეც პასუხისმგებლობა თითოეულ ჩვენგანს გვეკისრება. სწორედ ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, დავაფუძნოთ საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“, რომლის უმთავრესი მიზანი საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება. ხალხი უნდა იყოს სრულად ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც პოლიტიკის კულისებში ვითარდება. ინფორმაციის ნაკლებობის პირობებში, საზოგადოება შეიძლება დარჩეს დაუცველი იმ საფრთხეების წინაშე, რომლებიც საქართველოში მშვიდობას და ქვეყნის დამოუკიდებლობას ემუქრება. საჭიროების შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს, არ გამოვრიცხავთ, საზოგადოებრივი მოძრაობა პოლიტიკურ პარტიადაც გარდავქმნათ. „ხალხის ძალა“ დაფუძნდება როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა, რომელიც პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალულ ჩვენს თანამოქალაქეებს, ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტარებს, საკრებულოს წევრებს და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს გააერთიანებს. მისი უმთავრესი მიზანი იქნება საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ. ხალხი არის უმაღლესი სუვერენი სახელმწიფოში, ინფორმირებული საზოგადოება კი არის აუცილებელი პირობა იმისა, რომ ხალხმა საკუთარი ძალაუფლება სათანადოდ განახორციელოს და ქვეყანა საშინაო თუ საგარეო საფრთხეებისგან დაიცვას. საზოგადოება დაიღალა გარედან თავს მოხვეული პოლარიზაციით, რომელიც პოლიტიკურ სისტემას გაჯანსაღებისა და სათანადოდ განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. 2012 წლიდან, ხელისუფლება იძულებული იყო, გარკვეული ანგარიში გაეწია გარე ძალებისთვის, რომლებიც დანაშაულებრივ და თავისი არსით სრულიად ანტიევროპულ პოლიტიკურ პარტიას, ნაციონალურ მოძრაობას ხელოვნურად ასულდგმულებენ. საზოგადოების სათანადოდ ინფორმირება არის აუცილებელი პირობა იმისათვის, რომ სახელმწიფო მომავალში მეტად იყოს დაცული ამგვარი ჩარევისგან, რომელიც კრიმინალების მფარველობისა და დანაშაულებრივი პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერის გზით, პოლიტიკური ველის პოლარიზაციისა და პოლიტიკური სისტემის სიმყიფის ხელოვნურად შენარჩუნებისკენ არის მიმართული. სწორედ ინფორმირებულმა ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიცვას საქართველოში დემოკრატიული სისტემა, სახელმწიფო ინსტიტუტები და სამართლის უზენაესობა, რომლის გარედან შერყევის არაერთი უხეში მცდელობის მომსწრეც გავხდით განსაკუთრებით გასული ორი წლის განმავლობაში. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს მიერ მმართველი პარტიის დატოვების მთავარი მიზეზი გახდა საქართველოს ომში ჩართვის საფრთხე, რომლის პროვოცირების მცდელობაც იმავე გარე ძალებს უკავშირდება. მიგვაჩნია, რომ ომის საფრთხე ახლაც რეალურია და მისი თავიდან აცილების გარანტია მხოლოდ საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებამ შეიძლება შექმნას. ვფიქრობთ, მხოლოდ სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალას შეუძლია უზრუნველყოს ქართული სახელმწიფოს დაცვა უმძიმესი ზეწოლისგან, რომელიც გასული თვეების განმავლობაში 308 ევროპარლამენტარის მიერ მხარდაჭერილი ევროპარლამენტის რეზოლუციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის არმინიჭებით და გარე ძალების მიერ რადიკალური ოპოზიციისა და მისი რადიკალური ქმედებების დაუფარავი მხარდაჭერით, მათ შორის პოლიტიზებული ენჯეოებისთვის ნიღბის სრულად ჩამოხსნით გამოიხატა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ამერიკის ელჩს მივმართეთ უმარტივესი შეკითხვებით ამ საკითხებთან დაკავშირებით. კერძოდ: – ემიჯნებოდა თუ არა საელჩოს თანამშრომლის მიერ მოსამართლეზე მისი სახელით განხორციელებულ ზეწოლას; – ემიჯნებოდა თუ არა ბაკურიანის შეკრებას, ლეგიტიმურად არჩეული მთავრობის გადადგომისა და ე.წ. ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნას, აგრეთვე რადიკალური ოპოზიციის კონკრეტული წარმომადგენლების განცხადებებს რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკის სახელით კეთდებოდა; – ემიჯნებოდა თუ არა მეორე ფრონტისკენ მიმართულ რიტორიკას, რომელსაც ტირაჟირებენ, ერთი მხრივ, უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები, რომლებიც მჭიდრო კოორდინაციაში არიან აშშ-სთან, ხოლო, მეორე მხრივ, ის ქართველი პოლიტიკოსები, „ენჯეოშნიკები“ და ე.წ. ჟურნალისტები, რომლებიც საელჩოს განსაკუთრებით ხშირი სტუმრები არიან; – ემიჯნებოდა თუ არა ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებასა და მისი სანქცირების მოთხოვნას, აგრეთვე განცხადებებს არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით, რომლებიც მმართველობის სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად; – ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე გამოთქვამდა თუ არა უკმაყოფილებას ომთან დაკავშირებით ხელისუფლების პოზიციით, დაჟინებით ითხოვდა თუ არა მისგან პოლიტიკაში დაბრუნებას და ითხოვდა თუ არა ასეთივე დაჟინებით რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. ამერიკის ელჩს ამ კითხვებზე შეეძლო მარტივი პასუხების გაცემა, რაც საზოგადოებას დაარწმუნებდა, რომ: საელჩო არ ცდილობს სასამართლოზე არაფორმალური, კლანური გავლენის მოპოვებას; საელჩო არ ცდილობს ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნებას; საელჩოს არ სურს საქართველოს ომში ჩართვა; საელჩო არ ცდილობს საქართველოს ომში ჩასართავად ბიძინა ივანიშვილის ღია თუ ფარული არხებით დაშანტაჟებას. სამწუხაროდ, ჩვენი კითხვების უპასუხოდ დატოვება საზოგადოებას სწორედ საპირისპიროში არწმუნებს. არ შეიძლება ერთს ამბობდე და ქმედებით სულ სხვა რამეს აჩვენებდე. თუ საზოგადოებას გაუმყარდა რწმენა, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა სურს და ხელისუფლების „სიჯიუტის“ ფონზე, მას აქეთკენ მიმავალ ერთადერთ გზად, ხალხის ნების წინააღმდეგ, უსამშობლო ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნება ესახება, გვერწმუნეთ, საქართველოში ამერიკის რეპუტაციას გამოუსწორებელი ზიანი მიადგება, რაზეც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, ბუნებრივია, ამერიკის ელჩს დაეკისრება. დასასრულს, კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არა დასავლურ ინსტიტუტებზე თავდასხმა, არამედ სწორედ რომ საქართველოში დასავლური ინსტიტუტების რეპუტაციის დაცვა და გადარჩენაა. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა – „ხალხის ძალა“ – გააკეთებს ყველაფერს, რათა საქართველოს საბოლოოდ აარიდოს ომის საფრთხე, ხელი შეუწყოს პოლარიზაციის შემცირებას, რაც სამართლიანობისა და სიმართლის გარეშე ვერ მიიღწევა, ქართულ საზოგადოებას აღუდგინოს ნდობა დასავლური ინსტიტუტების მიმართ, რისი აუცილებელი პირობაც საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ მათი დამოკიდებულების შეცვლაა და იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული მიზნების მიღწევისათვის. ჩვენი მიზანია ერთიანი და გამთლიანებული საქართველო, რომელიც ეფუძნება არა ფსევდო, არამედ ჭეშმარიტ ევროპულ ფასეულობებს და აქვს ძლიერი სუვერენიტეტი საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვისა და რეალიზებისათვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.  

რუსეთის პატრიარქმა წერილში ილია მეორე ბიჭვინთის, ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტულით არ მოიხსენია

რუსეთის პატრიარქმა კირილმა სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანეს გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს პატრიარქისთვის, ილია II-სთვის გაგზავნილ სამძიმრის წერილში საქართველოს პატრიარქის ტიტული სრულად არ მოიხსენია.  „მის უწმიდესობას და უნეტარესობას, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-ს, მცხეთისა და თბილისის მთავარეპისკოპოსს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს"- ნათქვამია წერილში.  კირილმა წერილში ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ტიტული არ ახსენა.  უწმიდესი და უნეტარესი ილია II, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მთავარეპისკოპოსი მცხეთა-თბილისისა და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის - ეს არის ილია მეორის სრული ტიტული, რომელიც 2010 წლის 21 დეკემბრის სინოდის სხდომაზე განისაზღვრა.   ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამთავისისა და კასპის ეპისკოპოსი დამიანე დაიღუპა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს უკრაინისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება სთხოვა

NATO-ს გენერალურ მდივან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბარში, პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევისთვის მეტი მძიმე იარაღის მიწოდება მოითხოვა, რათა უკრაინამ  რუსეთის თავდასხმები წარმატებით მოიგერიოს და კონტრშეტევა დაიწყოს. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივანს ბრძოლის ველზე არსებული ვითარება გააცნო და NATO-ს წევრი ქვეყნებისგან მეტი მძიმე იარაღის სწრაფად მიღების აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, სტოლტენბერგმა ზელენსკისთან საუბრის შემდეგ, Twitter-ზე დაწერა: სიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ NATO-მ და მოკავშირეებმა კიდევ უფრო მეტი დახმარება გაუწიონ უკრაინას, კიდევ უფრო სწრაფად. უკრაინის პრეზიდენტთან ასევე განვიხილე მარცვლეულის პირველი გადაზიდვა რუსეთის შეჭრის შემდეგ; გაეროს და ჩვენი მოკავშირე თურქეთის მიერ დაფინანსებული შეთანხმების სრულად განხორციელების აუცილებლობა“. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

2 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად, საქართველოს ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით 0.73 თეთრით გამყარდა, შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7411 ლარი გახდა.სებ-ის ინფორმაციით, ეროვნული ვალუტა ევროსთან მიმართებით გამყარდა 1.38 თეთრით, შედეგად ერთი ევროს ოფიციალური ღირებულება 2.8030 ლარი გახდა.2.05-თეთრიანი გამყარებაა ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან, რომლის ღირებულებამ 3.3444 ლარი შეადგინა.რაც შეეხება თურქულ ლირას, მასთან მიმართებით, გამყარებამ 0.06 თეთრი შეადგინა, ლირის გაცვლითი კურსი კი 15.27 თეთრი გახდა.  

გუდაურთან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები სამხედრო პატივით დაკრძალეს

გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. გუდაურთან ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული ადამიანების ცხედრები სამების საკათედრო ტაძრიდან გამოასვენეს უწყების ცნობით, საპატიო ყარაულმა გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი საგანგებო ზალპით მიაგო, მათ ოჯახებს კი საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცა. დაკრძალვის ცერემონიამდე თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. შინაგან საქმეთა მინისტრმა - ვახტანგ გომელაურმა, მოადგილეებთან ერთად, სამოქალაქო პანაშვიდზე პატივი მიაგო დაღუპული მფრინავების, მაშველების, ექიმების ხსოვნას და მათ ოჯახებს, თანამშრომლებს, ასევე, ახლობლებს სამძიმარი პირადად გამოუცხადა. "შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის გადაწყვეტილებით, 29 ივლისს მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული ოთხი მფრინავი და ორი მაშველი სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის" დაჯილდოვდნენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ტრაგიკულად დაღუპული მფრინავების, მაშველებისა და ექიმების ოჯახები, მატერიალური დახმარების სახით, 100 ათას ლარს მიიღებენ. გუდაურთან სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ასევე დაჯილდოვდნენ მედლით - "სამოქალაქო თავდადებისათვის“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. ტრაგიკულად დაღუპულებს დღეს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა და პოლიტიკოსებმა. ასევე, დაღუპულებს პატივი მიაგეს შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა.  გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.   

ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ქუთაისის აეროპორტი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს, ყაზახეთისა და საბერძნეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა – 524,94 გრამი) გამოვლინდა. არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 42 154,61 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით ჯარიმა, ჯამში 42 154,61 ლარის ოდენობით შეეფარდათ“, – აცხადებენ უწყებაში.  

კანადა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჟოლის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის გამო, რუსეთის წინააღმდეგ კანადამ სანქციები გააფართოვა. კანადამ რუსეთის პატრიარქ კირილეს წინააღმდეგ სანქციები დააწესა   ახალი სანქციები 43 სამხედრო პირსა და 17 ორგანიზაციაზე ვრცელდება, რომლებიც „რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბუჩასა და სხვა ადგილებში მოწყობილ სისხლისღვრებში მონაწილეობდნენ“.   კანადამ რუსეთის ინდუსტრიული სექტორის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა „კანადა, ცალსახად გმობს უკრაინაში მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობებს და გამოიყენებს ყველა საშუალებებს იმისთვის, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტების გამოძიება მთელ უკრაინასა და ბუჩაში სამართლიანად წარიმართოს“, - ნათქვამია კანადის ხელისუფლების პრესრელიზში.  შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს კანადამ პერსონალური სანქციები რუსეთის 29 მოქალაქეს დაუწესა.  კანადის ხელისუფლების მონაცემებით, რუსეთის მიერ 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის 1600 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა, ხოლო უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კი სანქციები კიდევ რუსეთისა და ბელორუსის 1150 ფიზიკურ და იურიდიულ პირზე გავრცელდა.