ძებნის რეზულტატი:
ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ - ილია მეორე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილი გაავრცელა, რომელიც დღეს სამების საკათედრო ტაძარში წაიკითხეს. „დიდია ჩვენი გულისტკივილი ამა წლის, 29 ივლისს გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც 8 პიროვნება იმსხვერპლა და ქვეყანაში დიდი მწუხარება გამოიწვია. ამ ადამიანების ყოველდღიური საქმიანობა სხვაზე ზრუნვასთან იყო დაკავშირებული. მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამქვეყნიური ცხოვრებაც ასევე დაასრულეს. ვერტმფრენში მყოფნი ფაქტობრივად მოყვასის გადარჩენისთვის ზრუნვას შეეწირნენ და სიცოცხლე გაიღეს გაჭირვებაში მყოფთა დასახმარებლად, რაც ღვთის წინაშე უდიდესი მადლია“, -ნათქვამია პატრიარქის სამძიმრის წერილში. გუდაურთან, 29 ივლისს ტრაგიკულად დაღუპული შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, სამოქალაქო პანაშვიდის შემდეგ, თბილისსა და ბოლნისში მდებარე სასაფლაოებზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცნობისთვის, 29 ივლისს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენისას, 2 პირი კლდეს დაეჯახა. ტურისტი დაიღუპა, პარაპლანის ინსტრუქტორი დაშავდა და კლინიკაში გადაიყვანეს. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა. ვერტმფრენის ბორტზე მყოფი 8-ვე ადამიანი დაიღუპა. გუდაურში მომხდარი ტრაგედიის გამო 30 ივლისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანშია. ნენსი პელოსი პირველი ამერიკელი მაღალი თანამდებობის პირია, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ტაივანში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. ჩინეთი ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად იმეორებდა გაფრთხილებას, რომ ნენსი პელოსის ტაივანში ჩასვლა საფრთხეს შეუქმნიდა ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, გააუარესებდა ურთიერთობას ვაშინგტონთან და სერიოზულ შედეგებს გამოიწვევდა ჩინეთის მხრიდან. პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე, ჩინეთმა სამხრეთ ჩინეთის ზღვაში წვრთნები დაიწყო. ჩინეთის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაციის ცნობით, წვრთნები 6 აგვისტომდე გაგრძელდება. „2 აგვისტოს 00:00 საათიდან 6 აგვისტოს 24:00 საათამდე სამხედრო წვრთნები სამხრეთ ჩინეთის ზღვის ნაწილში ჩატარდება. მითითებულ ტერიტორიაზე შესვლა, რომლის კოორდინატებიც მითითებულია საიტზე, აკრძალულია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. აშშ-ის ოფიციალური პირის თქმით, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვევა - CNN თავის მხრივ, ქალაქ დალიანის საზღვაო უსაფრთხოების ადმინისტრაცია (ლიაონინგის პროვინცია, ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთი) იტყობინება, რომ პირველ აგვისტოს 14:00 საათიდან 4 აგვისტოს 24:00 საათამდე, ბოჰაის ჩრდილოეთ ნაწილში ჩატარდება საცეცხლე წვრთნები. „ეს არ არის ერთადერთი წვრთნები, რომლებსაც ჩინეთი ამ დღეებში ატარებს. გასულ კვირას ჩინეთმა წვრთნები დაიწყო სამხრეთ ჩინეთის ზღვის ოთხ რაიონში გუანდონგისა და ჰაინანის წყლებში. შაბათს, საცეცხლე წვრთნები გაიმართა აღმოსავლეთ პროვინციის ფუძიანის წყლებში, რომელიც ტაივანთან სრუტეს იზიარებს“, - წერს მედია. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში შესაძლო ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ნენსი პელოსი: მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა
ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია. პირდაპირი „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
არჩილ თალაკვაძე: საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს
საქართველოს არსებობის ხუთი ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებას. მედვედევის გვერდზე, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა პოსტი, რომლის თანახმად „საქართველო რუსეთის ნაწილი უნდა გახდეს“ როგორც არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, მედვედევის განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში. „საქართველოს არსებობის ხუთ ათასწლიანი ისტორია აქვს და ამ ისტორიას ვერავინ გადაწერს. ეს განცხადება თუ შემდეგ გაკეთებული განმარტებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რა რთულ კორიდორში და რა ბეწვის ხიდზე უწევს საქართველოს გავლა რთულ რეგიონში, საფრთხეებითა და გამოწვევებით სავსე დროში, როცა ყველა მხრიდან საქართველოს მშვიდობას კონკრეტული საფრთხეები ემუქრება, მათ შორის რუსეთი აგრძელებს საქართველოს უკანონო ოკუპაციას. ჩვენ ვაგრძელებთ მშვიდობიან ბრძოლას საერთაშორისო პრინციპების დაცვით, რომ შევძლოთ, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და გრძელვადიანი უსაფრთხოების დაცვა. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ნომერ პირველი ამოცანა“, – განაცხადა თალაკვაძემ. რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ჩანაწერი, სადაც ის საქართველოს რუსეთის იმპერიის ნაწილად მოიხსენიებს. ამჟამად ჩანაწერი აღარ იძებნება. რუსული მედიის ცნობით, კრემლში განაცხადეს, რომ მედვედევის სოცქსელი გატეხეს.
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება 80%-დან 50%-მდე შეამცირა
ავსტრიამ რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამცირა და ამ მიმართულებით, პროგრესი განიცადა. ამის შესახებ ქვეყნის კანცლერი კარლ ნეჰამერი აცხადებს. „გაზპრომი“ ავსტრიას, გერმანიასა და იტალიას გაზის მიწოდებას უმცირებს. ევროპაში საწვავი ძვირდება „ჩვენი გაზის მარაგი საათში 50 ტერავატია, აუცილებელი 76 ტერავატიდან. ეს მნიშვნელოვანი პროგრესია, რადგან მარტში ავსტრიის მარაგი საათში 15 ტერავატს შეადგენდა“, - განაცხადა ნეჰამერმა. ავსტრიამ „გაზპრომს“ ქვეყანაში ყველაზე დიდი გაზსაცავის მართვის უფლება ჩამოართვა ავსტრიის გარემოს დაცვის მინისტრის განცხადებით, რუსულ გაზზე დამოკიდებულება 50%-ზე დაბალია, მანამდე ეს მაჩვენებელი 80%-ს შეადგენდა. ამ დროისთვის ქვეყნის გაზსაცავში ქვეყნის მოხმარების წლიური მარაგის 55%-ია. ხელისუფლება გეგმავს, რომ გაზსაცავის მარაგი 80%-მდე შეავსოს. ავსტრიის კანცლერის განცხადებით, ამის მიღწევა შესაძლებელია. 11 ივლისიდან, რუსეთმა ევროპისთვის ბუნებრივი აირის ყველაზე დიდი მიმწოდებელი გაზსადენით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1-ით“ გაზის მიწოდება შეაჩერა. რის შემდეგაც, ევროკომისიამ ევროკავშირის ქვეყნებისთვის გაზის მოხმარების 15%-ით შემცირების გეგმა წარმოადგინა. 21 ივლისს, რუსეთმა მილსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი1“-ით ბუნებრივი გაზის მიწოდება განაახლა, თუმცა გაზსადენი მხოლოდ 40%-იანი დატვირთვით მუშაობს. 25 ივლისს კი, „გაზპრომმა“ Nord Stream1-ის კიდევ ერთი ტურბინის გათიშვის შესახებ განაცხადა, შედეგად ევროპისთვის გაზის მიწოდება კიდევ 20%-ით შემცირდა.
ბრაზილიაში, თავებით შეზრდილი სიამის ტყუპების განცალკევების ოპერაცია წარმატებულად ჩატარდა
27-საათიანი ქირურგიული ოპერაციის შემდეგ, ბრაზილიაში წარმატებით გააცალკევეს სიამის ტყუპები, რომლებიც ერთმანეთთან თავის ტვინით იყვნენ შეზრდილი. სამი წლის ბიჭებს, ბერნარდო და არტურ ლიმებს რიო-დე-ჟანეიროში, ბრიტანელი ქირურგის ზედამხედველობის ქვეშ შვიდი ქირურგიული ოპერაცია გაუკეთეს. ბოლო ორ ოპერაციას 27 საათი დასჭირდა და მასში 100-ზე მეტი მედიკოსი მონაწილეობდა. რეალური პროცედურების დაწყებამდე, ვირტუალური რეალობის დახმარებით, ქირურგები თვეების განმავლობაში სწავლობდნენ მეთოდებს, რომლებიც ოპერაციებში უნდა გამოეყენებინათ. დაშორების შემდეგ ბენარდოს და არტურის წნევა და პულსი მკვეთრად აუვარდათ. ეს წარმატებული განშორების შემდეგ ყველა სიამის ტყუპს ემართება. ტყუპები საავადმყოფოში იმყოფებიან და სამომავლოდ მათ სრული რეაბილიტაციისთვის ექვსი თვე დასჭირდებათ. ჯგუფის ხელმძღვანელი, ლონდონის გრით ორმონდ სტრიტის ჰოსპიტლის პედიატრიული ქირურგი ნურ ულ ოვასი ჯილანი ოპერაციას მედიკოსთა „გამორჩეულ მიღწევას“ უწოდებს, რომელიც შემოწირულობების საფუძველზე არსებული საქველმოქმედო ორგანიზაცია Gemini Untwined-ის შემწეობით მოხერხდა. „ბერნარდოსა და არტურის განცალკევება რიოელ მედიკოსთა ჯგუფის გამორეული მიღწევაა და ფანტასტიკური მაგალითი იმისა, რატომ არის Gemini Untwined-ის საქმიანობა ასე ღირებული“, — ამბობს ქირურგი.
ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა
სეიმის საგარეო საქმეთა კომისიამ მიიღო განცხადების პროექტი, რომელიც რუსეთს ტერორისტულ სახელმწიფოდ ცნობს, წერს Delphi. დოკუმენტში ნახსენებია რუსეთის მხარდაჭერა სეპარატისტებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში, თავდასხმა მარიუპოლის თეატრზე, სარაკეტო თავდასხმები ოდესის მახლობლად საცხოვრებელ უბანსა და კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე. „რუსეთი უგულვებელყოფს თავის ვალდებულებებს საერთაშორისო წესრიგისა და მისი ინსტიტუტების მიმართ და მიზანმიმართულად აღრმავებს გლობალურ სასურსათო კრიზისს, რომელიც გამოიწვევს შიმშილსა და ტანჯვას მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნულია განცხადების პროექტში. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ძალები საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აკრძალულ კასეტურ ბომბებს უკრაინაში შიშის დასათესად და მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩევლად დასახოცად იყენებენ. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა.
ჩინეთის საგარეო უწყება: შეერთებულ შტატებს მწვავე პროტესტს ვუცხადებთ
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს თამაში და ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. „ჩინეთი მტკიცედ ეწინააღმდეგება და მკაცრად გმობს ხსენებულ ვიზიტს, სერიოზულ დემარშს მიმართავს და მწვავე პროტესტს უცხადებს შეერთებულ შტატებს“, - აღნიშნულია განცხადებაში. მისივე თანახმად, ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა და არცერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, იმოქმედოს როგორც მსაჯულმა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში.
პრეზიდენტი პატრიარქს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს შეხვდა. „პრეზიდენტმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს ანგელოზის დღე მიულოცა და საჩუქრად ვატიკანში, სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდის მიერ გამართული კონცერტის ჩანაწერი და ფოტოალბომი გადასცა“, - ნათქვამია პრეზიდენტის Facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯონ კირბის თქმით, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არღვევს. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
უკრაინული მარცვლეულით დატვირთული პირველი გემი თურქეთში ჩავიდა
უკრაინული მარცვლეულით დატვირთულმა პირველმა გემმა, რომელიც უკრაინის ოდესის პორტიდან ლიბანში გაემგზავრა, თურქეთს მიაღწია. ინფორმაციას Anadolu ავრცელებს. „სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მყოფი სატვირთო ხომალდი Razoni, რომელიც სიმინდით იყო დატვირთული, უკრაინის ოდესის პორტიდან ორშაბათს გაემგზავრა, ბოსფორის სრუტეს მიაღწია“, - იუწყება თურქეთის თავდაცვის სამინისტრო. თურქეთის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გემის ერთობლივი შემოწმება ოთხშაბათს დილით დაიწყება. სიერა-ლეონეს დროშის ქვეშ მცურავი გემი „რაზონი“, რომელიც 26 ათასი ტონა მარცვლეულითაა დატვირთული, ოდესის პორტიდან პირველ აგვისტოს გავიდა.
მედიის ცნობით, საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა
საქართველოს მოქალაქემ ყალბი უკრაინული პასპორტით საფრანგეთში ბინადრობის მოწმობის აღება სცადა, იუწყება ადგილობრივი მედია. შემთხვევა ნიცაში გასულ კვირას მოხდა. 60 წლის კაცმა საფრანგეთში დროებითი ბინადრობის მოწმობის მოთხოვნით შესაბამის ორგანოებს მიმართა. უკრაინის მოქალაქის პასპორტმა, რომელიც კაცმა წარადგინა, ეჭვი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე პოლიცია მივიდა, რის შემდეგაც მოქალაქე დააკავეს. დაკავებისას კაცმა აღიარა, რომ საქართველოს მოქალაქეა და ყალბი დოკუმენტი 500 დოლარად შეიძინა. ის ამტკიცებდა, რომ საფრანგეთში კიბოს სამკურნალოდ ჩავიდა. დაკავებულს ოცდაათი დღის განმავლობაში საფრანგეთის ტერიტორიის დატოვება დაევალა.
მედიის ინფორმაციით, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი გამოიძახა
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის ელჩი ჩინეთში ნიკოლას ბერნსი დაიბარა და წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი გააპროტესტა. „პელოსის ვიზიტის ხასიათიი უკიდურესად მანკიერია და შედეგიც ძალიან მძიმეა”, - განუცხადეს ბერნსს ჩინეთის საგარეო უწყებაში Anadolu-ს ცნობით. „აშშ-მ უნდა გადაიხადოს საკუთარი შეცდომის ფასი. ჩინეთი მიიღებს აუცილებელ და მტკიცე კონტრზომებს და ჩვენ ვგულისხმობთ იმას, რასაც ვამბობთ", - განუცხადა ჩინელმა დიპლომატმა აშშ-ის ელჩს. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტი ჩინეთის სუვერენიტეტის დარღვევას არ წარმოადგენს. მისივე თქმით, აშშ არც „ერთი ჩინეთის პოლიტიკას“ არღვევს. მისი თქმით, არ არსებობს მიზეზი იმისა, რომ ეს ვიზიტი კრიზისის ან კონფლიქტის წამახალისებელ მოვლენად იქცეს. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შესახებ განცხადება გაავრცელა. პეკინი პელოსის ვიზიტს ერთი ჩინეთის პრინციპის და ჩინეთის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევად აფასებს. ჩინეთი „კატეგორიულად მოუწოდებს შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს ჩინეთის შესაკავებლად ტაივანის გამოყენება“. პეკინის შეფასებით, ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტი აშშ-ის მხრიდან სერიოზული პოლიტიკური პროვოკაციაა. ტაივანში კონგრესის დელეგაციის ჩასვლის პარალელურად, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის განცხადება გავრცელდა. ნენსი პელოსის თქმით, ტაივანის 23 მილიონი მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის არჩევანის წინაშეა. მისივე განმარტებით, ვიზიტი შეერთებული შტატების გრძელვადიან პოლიტიკას არანაირად არ ეწინააღმდეგება. პელოსის თქმით, შეერთებული შტატები კვლავაც ეწინააღმდეგება ცალმხრივ მცდელობებს სტატუს კვოს შესაცვლელად. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია „ტაივანში მოგზაურობით ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიისადმი: კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ტაივანის, ისევე როგორც ყველა დემოკრატიის - თავისუფლება უნდა იყოს დაცული. ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან, მიმართული იქნება ჩვენი პარტნიორისადმი ჩვენი მხარდაჭერის დადასტურებასა და ჩვენი საერთო ინტერესების ხელშეწყობაზე, მათ შორის, თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინსვლაზე. ტაივანის 23 მილიონ მცხოვრებისადმი ამერიკის სოლიდარობა დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, რადგან მსოფლიო არჩევანის წინაშე დგას ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, - აღნიშნულია ნენსი პელოსის განცხადებაში. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ჩავუშოღლუ: თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სურს
თურქეთს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, ამის შესახებ თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ტაშკენტში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან და უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ ნოროვთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციის გახსნა რეგიონის ქვეყნებს სარგებელს მოუტანს. უზბეკეთი ახალი მულტიმოდალური დერეფნის - „თურქეთი-კავკასია-ცენტრალური აზია- სამხრეთ აზია“ ფორმირების საკითხს განიხილავს „ამჟამინდელი გლობალური კრიზისი გზას უხსნის არამხოლოდ რისკებს, არამედ ახალ შესაძლებლობებს. ამიტომ, სამმხრივი კავშირების გაფართოებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თურქეთი ცდილობს, გააფართოოს სავაჭრო კავშირები აზერბაიჯანთან და უზბეკეთთან", - აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
USAID-ი საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებს
აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID-ი) საქართველოში დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად ხუთწლიან პროგრამას იწყებ, რომლის ღირებულებაც 10 მილიონ დოლარს შეადგენს. შესაბამისი ინფორმაცია ორგანიზაციის Facebook გვერდზე განთავსდა. „მაღალი ხარისხის მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ყოველდღიური ცხოვრებისთვის - და დემოკრატიისთვის! სწორედ ამიტომ, 20 წლის განმავლობაში USAID-ი იყო წამყვანი საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია, რომელიც მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებელი მედიის განვითარებას. ვაგრძელებთ ამ მხარდაჭერას და დღეს ახალი პროგრამის დაწყების შესახებ ვაცხადებთ. 10 მილიონი დოლარის ღირებულების პროგრამა მხარს დაუჭერს მაღალი ხარისხის მედიის და საინფორმაციო სივრცის განვითარებას. ხუთწლიანი პროგრამა იმუშავებს მედიასთან მთელი ქვეყნის მასშტაბით. იმუშავებს ჟურნალისტებთან, რედაქტორებთან, კორესპონდენტებთან რათა მათ დროულად და ეთიკური სტანდარტების დაცვით გაგაცნონ ახალი ამბები და საინტერესო ინფორმაცია. USAID-ის ახალი მედია პროგრამა განხორციელდება IREX-თან პარტნიორობით“, - ნათქვამია USAID-ის ინფორმქაციაში.
ზელენსკის თქმით, ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებისთვის გადამწყვეტი არგუმენტი უნდა გახდეს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან და ეუთოს თავმჯდომარესთან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ზბიგნევ რაუსთან განიხილა უკრაინელი სამხედრო ტყვეების საკითხი, ასევე, „ოლენივკაში ტერორისტული თავდასხმა და რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობა“. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „როგორც სტოლტენბერგთან, ასევე რაუსთან მოლაპარაკებების დროს მე განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე რუსეთის მიერ ჩვენი სამხედრო ტყვეების საკითხს, ასევე, რუსეთის ტერორისტულ თავდასხმას ოლენივკაში, რომელიც უნდა გახდეს გადამწყვეტი არგუმენტი მსოფლიოს ყველა ცივილიზებული ქვეყნისთვის, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ ოფიციალურად აღიარონ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. ცნობისათვის, აშშ-ის სენატმა ერთხმად დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს სახელმწიფო დეპარტამენტს, ჩეჩნეთში, საქართველოში, სირიასა და უკრაინაში ქმედებებისთვის, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადოს. ინფორმაცია The New York Times-მა 28 ივლისს გაავრცელა. 2 აგვისტოს ლატვიის სეიმის კომისიამ რუსეთის ტერორისტულ სახელმწიფოდ აღიარებას მხარი დაუჭირა.
ვოლოდიმირ ზელენსკი ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პეტიციას გამოეხმაურა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ პეტიციაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას სთხოვა, განიხილოს საკითხი, მაგრამ ვიდრე რუსეთთან ომი გრძელდება არანაირი ნაბიჯი არ გადაიდგმება ამ მიმართულებით. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის კონსტიტუცია განსაზღვრავს მამაკაცსა და ქალს შორის ქორწინებას განსაზღვრავს და ომის დროს არანაირი ცვლილება არ შეიძლება. „უკრაინის კონსტიტუცია არ შეიძლება შეიცვალოს ომის ან საგანგებო მდგომარეობის დროს (უკრაინის კონსტიტუციის 157-ე მუხლი). უკრაინის კონსტიტუციის 116-ე მუხლის შესაბამისად, უკრაინის მინისტრთა კაბინეტი იღებს ზომებს ხალხისა და მოქალაქეების უფლებებისა და თავისუფლებების უზრუნველსაყოფად. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ვთხოვე უკრაინის პრემიერ-მინისტრს, განეხილა ელექტრონულ პეტიციაში წამოჭრილი საკითხი და ეცნობებინა შესაბამისი შედეგების შესახებ“, - აღნიშნულია ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაში. მისივე განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში დემოკრატიული საზოგადოების დონე იზომება მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მიზნად ისახავს თანაბარი უფლებების უზრუნველყოფას ყველა მოქალაქისთვის. ცნობისთვის, სოციოლოგიური ჯგუფის „რეიტინგის“ მიერ 2021 წლის აგვისტოში გამოქვეყნებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელ რესპონდენტთა 47%-ს უარყოფითი შეხედულება ჰქონდა ლგბტქ+ თემის მიმართ.
დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა
საქართველოს ელჩი დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს დერეკ შოლეს შეხვდა. აშშ-ში საქართველოს საელჩოს ცნობით, მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და დაადასტურეს მზაობა, აქტიურად იმუშაონ მისი შემდგომი გაღრმავების მიმართულებით. „მხარეებმა განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, საქართველოს ევროპული პერსპექტივა და 2008 წლის რუსეთის აგრესიიდან მე-14 წლისთავზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მძიმე ვითარება. მხარეებმა განიხილეს საქათველოს პრემიერ მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მშვიდობიანი სამეზობლოს ინიციატივა და ქართული მხარის ძალისხმევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების მიზნით. ხაზი გაესვა აშშ-ის ინტერესს ხელი შეუწყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონში სტაბილურობის უზრუნველყოფას. ამ კუთხით, ამერიკული მხარე მიესალმა აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველ ისტორიულ შეხვედრას თბილისში. შეხვედრაზე, ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ელჩმა მადლიერება გამოხატა საქართველო-აშშ-ის 30 წლიანი პარტნიორობის განმავლობაში, აშშ-ის მნიშვნელოვანი წვლილისა და საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერისთვის, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების, ევროატლანტიკური ინტეგრაციის, დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობის კუთხით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ნენსი პელოსი ტაივანის პრეზიდენტს შეხვდა
ტაივანში ვიზიტით მყოფი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ქვეყნის პრეზიდენტს, ცაი ინ-ვენს შეხვდა. ჩინეთის მუქარის ფონზე, ნენსი პელოსი ტაივანს ეწვია ნენსი პელოსის თქმით, ამერიკა არასდროს დავივიწყებს ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. „დღეს ჩვენი დელეგაცია, რომლითაც ვამაყობ, ტაივანში ჩამოვიდა იმისთვის, რომ ცალსახად განემარტა, ჩვენ არ დავივიწყებთ ტაივანის წინაშე აღებულ ვალდებულებებს და ვამაყობთ ჩვენი მტკიცე მეგობრობით. ახლა, როგორც არასდროს, ტაივანის მიმართ ამერიკის სოლიდარობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანია - სწორედ ის გზავნილია, რაც აქ ჩამოვიტანეთ“, – განაცხადა პელოსიმ. Reuters-ის ინფორმაციით, წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტთან დაკავშირებით, შეერთებულმა შტატებმა ტაივანთან ახლოს 4 საბრძოლო ხომალდი განალაგა, მათ შორის, ერთ-ერთი ავიამზიდია. აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორის ჯონ კირბის განცხადებით, „ნენსი პელოსის უფლება აქვს, ეწვიოს ტაივანს და წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ადრეც იმყოფებოდა ტაივანში, ყოველგვარი ინციდენტის გარეშე, ისევე, როგორც კონგრესის ბევრ წევრი, მათ შორის, წელსაც სტუმრობდა ტაივანს“. მისივე თქმით, არ არსებობს იმის საფუძველი, რომ პეკინმა ვიზიტი გადააქციოს რაღაც კრიზისად ან კონფლიქტად, ან გამოიყენოს საბაბად, რათა გაზარდოს აგრესიული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში ან მის გარშემო“. კირბის განმარტებით, თეთრი სახლი მოელის შემდგომ „უპასუხისმგებლო რიტორიკას“ ჩინეთისგან, თუმცა შეერთებული შტატები შეეცდება პეკინთან კომუნიკაციის ხაზების შენარჩუნებას. გაეცანით სტატიას ნაკლებად სავარაუდოა, რომ პელოსის სამთავრობო თვითმფრინავის ტაიპეიში დაშვების თავიდან ასაცილებლად, ჩინეთი ძალას გამოიყენებს - ანალიტიკოსები
ჩინეთმა ტაივანიდან რიგი სასურსათო პროდუქტების იმპორტი შეაჩერა
ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე ტაივანიდან რამდენიმე სახეობის ხილისა და თევზის იმპორტი შეჩერდა. „იმპორტ-ექსპორტის წესების თანახმად, პროდუქციის უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დაცვის შესახებ რეგულაციები, ჩინეთის კონტინენტურ ნაწილზე 3 აგვისტოდან ამოქმედდა. ჩინეთმა ტაივანიდან ციტრუსის, კერძიდ გრეიფრუტის, ლიმონის, ფორთოხლის და გაყინული თევზის ორი სახეობის იმპორტი შეაჩერა“, - აცხადებენ ჩინეთის მთავრობის სპეცილაურ უწყების დეპარტამენტში, რომელიც ტაივანთან სავაჭრო ურთიერთობებს კურირებს. ამასთან ჩინეთმა ტაივანში ბუნებრივი ქვიშის შეტანა შეაჩერა. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში 2 აგვისტოს ჩავიდა. პელოსის ვიზიტი ტაივანში, ბოლო 25 წლის განმავლობაში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო პელოსის ვიზიტი და განაცხადა, რომ იგი სერიოზულად არღვევს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს და სამ ერთობლივ დეკლარაციაში მოცემულ ვალდებულებებს, რომლებიც ჩინეთ-ამერიკის დიპლომატიური ურთიერთობების საფუძველია.