ძებნის რეზულტატი:
მიხაილო პოდოლიაკი საუბრობს, რა შემთხვევაში დაიწყებს რუსეთი კიევთან მოლაპარაკებებს
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი თვლის, რომ დონეცკის ან ლუგანსკის გათავისუფლების შემდეგ, რუსეთი მოლაპარაკებებს დაიწყებს ან გაიყვანს ჯარებს უკრაინიდან. „პოლიტიკურად და მენტალურად რუსეთი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად მომწიფებული რეალური მოლაპარაკებებისთვის და ჯარების გაყვანისთვის. მაგრამ ეს მოხდება. დონეცკის ან ლუგანსკის განთავისუფლებისთანავე", - წერს პოდოლიაკი Twitter-ზე. დავით არახამიას თქმით, რუსეთთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობა შესაძლოა, 2023 წლის მეორე ნახევარში გაჩნდეს 11 ნოემბერს, რუსეთის ძალებმა უკრაინის ქალაქი ხერსონი დატოვეს. ქალაქი რუსეთის ჯარებს მარტის შემდეგ ჰქონდათ დაკავებული. ბენ უოლესი: რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინს სურს, პასპორტები ჩამოართვას იმ ადამიანებს, რომლებიც ომის შესახებ სიმართლეს ამბობენ - მედია
„ომის შესახებ „ყალბი ინფორმაციის გავრცელებისთვის“, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცვლილება შეიტანა კანონპროექტში უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული პასპორტების ჩამორთმევის შესაძლებლობის შესახებ. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს და ლატვიაში დაფუძნებულ რუსულ მედიასაშუალება Meduza-ს ეყრდნობა. დეტალები: ცვლილება შეეხება მათ, ვინც პასპორტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიიღეს. ამასთან, Meduza წერს, რომ პუტინმა განაახლა „დანაშაულების“ სია, რომლის მიხედვითაც, მოქალაქეებს პასპორტებს ჩამოართმევენ. სიაში შედის: რუსეთის შეიარაღებული ძალების შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელება და რუსული არმიის დისკრედიტაცია. რუსეთის დროშისა და გერბის შეურაცხყოფა. არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობაში მონაწილეობა. სეპარატიზმისკენ მოწოდება. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი: „რუსეთში მალავენ რეალურ ვითარებას ომის ან უკრაინაში ოკუპანტების დანაკარგების შესახებ. „რუსული არმიის შესახებ ყალბი ამბების“ გავრცელებისთვის ისჯებიან ადამიანები, რომლებიც ავრცელებენ მსგავს ინფორმაციას“, - წერს უკრაინული მედია
ჯო ბაიდენი ჩინეთზე: ჩვენ უნდა გავარკვიოთ, სად გადის წითელი ხაზები
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან.
მაკრონი მზადაა, მხარი დაუჭიროს ერევანსა და ბაქოს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიესალმა სომხეთის საზღვრის გასწვრივ ევროკავშირის სამოქალაქო მისიის განლაგებას, განაცხადა მაკრონმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბრისას. ელისეის სასახლის ცნობით, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა საფრანგეთის სრული მზადყოფნა, მხარი დაუჭიროს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესს და მიაღწიოს რეგიონში პოლიტიკური გადაწყვეტის მიღწევას, რომელიც საშუალებას მისცემს მშვიდობის დამყარებას გრძელვადიან საფუძველზე. მაკრონი ფაშინიანს 19 ნოემბერს შეხვდება. თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ალიევმა ხაზი გაუსვა „ნეიტრალური, მიუკერძოებელი და დაბალანსებული მიდგომის დემონსტრირების მნიშვნელობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში“. ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ სომხური მხარის მიერ ბოლო დღეებში წარმოდგენილი განცხადებები, სავარაუდოდ, „ეწინააღმდეგება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებას და სამშვიდობო დღის წესრიგს“.
უკრაინულმა ავიაციამ ქვეყნის სამხრეთში, რუსეთის პოზიციებზე იერიში მიიტანა
ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინულმა ავიაციამ რუსეთის იერიშის საპასუხოდ, რამდენიმა დარტყმა განახორციელა. ოპერატიულმა სარდლობამ დაადასტურა, რომ რუსულმა ძალებმა დაკარგეს 40 სამხედრო მოსამსახურე და სამი ჯავშანმანქანა; სხვა დანაკარგები ჯერ არ არის დადასტურებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა 13 ნოემბერს დაადასტურა, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში რუსული ძალების ზონას დაარტყეს. მაღალი სიზუსტით დარტყმა განხორციელდა სოფელ დნიპრიანის მახლობლად შენობაზე, რომელშიც 500-მდე რუსი ჯარისკაცი იყო. უკრაინის სამხედროების ცნობით, 56 მძიმედ დაჭრილი რუსი ჯარისკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. გასული 24 საათის განმავლობაში, რუსულმა ძალებმა ოთხი რაკეტა ისროლეს, 16 საჰაერო თავდასხმა და 40-ზე მეტი შეტევა განახორციელეს უკრაინაზე. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვინ ხელმძღვანელობს სამხრეთში უკრაინის ტერიტორიების გათავისუფლებას
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა გამოაქვეყნა უკრაინელი მეთაურების სახელები და ფოტოები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთში კონტრშეტევას ხელმძღვანელობენ. „ადამიანები, რომლებიც ათავისუფლებენ ჩვენს ტერიტორიებს სამხრეთში: ალექსანდრე ტარნავსკი - ბრიგადის გენერალი; ანდრი კოვალჩუკი - გენერალ-მაიორი; ანდრეი ჰრიცკოვი - ბრიგადის გენერალი; მიხაილო დრაპატი - ბრიგადის გენერალი; ანდრი ჰნატოვი - ბრიგადის გენერალი. შეხედეთ მათ წარმოუდგენელ სახეებს. ეს არის შინაგანი სიძლიერის, სამხედრო გამოცდილების, ხასიათის უძლეველობისა და გამარჯვების ნების გამოვლინება“, - აცხადებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა და აშშ მცირე მოდულური ბირთვული რეაქტორის აშენებას გეგმავენ
უკრაინა და აშშ უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობისთვის საპილოტე პროექტს იწყებენ. შესაბამის შეთანხმებას აშშ-ში მიაღწიეს. „როდესაც რუსი ბარბაროსები აწარმოებენ უსამართლო ომს ჩვენს წინააღმდეგ და ცდილობენ, გაანადგურონ ჩვენი სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, უკრაინა მუშაობს არამხოლოდ თავდაცვასა და სწრაფ აღდგენაზე, არამედ უკვე გეგმავს ინოვაციური ენერგეტიკული სისტემის აშენებას. აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კერიმ და უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა ჰერმან ჰალუშენკომ, გაეროს კლიმატის ცვლილების 27-ე კონფერენციის ფარგლებში განაცხადეს უკრაინაში მცირე მოდულური რეაქტორის (SMR) მშენებლობის საპილოტე პროექტის დაწყების შესახებ“, - აცხადებს შეერთებულ შტატებში უკრაინის ელჩი ოქსანა მარკაროვა. გარდა ამისა, ჯონ კერიმ გამოაცხადა ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ (Project Phoenix), რომელიც მიზნად ისახავს, დააჩქაროს ნახშირზე მომუშავე ელექტროსადგურების გადაქცევა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში SMR-ებზე 9მოწინავე მცირე მოდულური რეაქტორები) მომუშავე სადგურებად. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარი კადრი სიმსონი აცხადებს, რომ უკრაინის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის 40%, რუსეთის თავდასხმების შემდეგ არ ფუნქციონირებს. ევროკავშირი მის აღდგენაში უკრაინას დაეხმარება.
ბენიამინ ნეთანიაჰუს ისრაელის მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა
ისრაელის მედიის ცნობით, კვირას, ისრაელის ოპოზიციის ლიდერს ბენიამინ ნეთანიაჰუს მომავალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად დაევალა. ნეთანიაჰუმ მთავრობის შექმნის მანდატი პრეზიდენტ ისააკ ჰერცოგთან შეხვედრის შემდეგ მიიღო, რომელმაც პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან სამდღიანი კონსულტაციები დაასრულა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ და მისმა მემარჯვენე ბლოკმა 120-ადგილიან ქნესეთში (ისრაელის პარლამენტი) 64 მანდატი მოიპოვეს, რამაც მას სრული უმრავლესობა მოაპოვებინა მთავრობის შესაქმნელად.
მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს
თბილისში, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მდინარიდან ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს და მისივე ინფორმაციით, დაღუპული, შუახნის ქალია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სამაშველო დახმარების ეკიპაჟები. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოში დღეს მიწისძვრა მეორედ მოხდა
საქართველოში დღეს მიწისძვრა ჯერ ტყვარჩელში და შემდეგ, ახალციხის მუნიციპალიტეტში მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე აღნიშნავს, რომ პირველი მიწისძვრის შემთხვევაში, მიწისქვეშა მიძგების სიმძლავრე 3.7 მაგნიტუდას შეადფენდა. ,,ტყვარჩელთან 17 კმ -ში მიწისძვრაა, პირველადი მონაცემი 3.7. აფხაზეთი", - წერს თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში. დღეს მიწისძვრა მოხდა ახალციხის მუნიციპალიტეტშიც. კერძოდ, 05:50 საათზე სოფელ აწყურთან 3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისქვეშა ბიძგები დაფიქსირდა.
სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა
ადგილობრივი მედიის ცნობით, რამდენიმე ადამიანი დაშავდა სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამასთან, ბრიტანული BBC წერს, რომ სულ მცირე 11 ადამიანი დაშავდა აფეთქების შედეგად, რაც სოციალურ მედიაში გავრცელებულ ვიდეოებით დასტურდება. თურქეთის ხელისუფლებას ჯერ არ დაუდასტურებია აფეთქების მიზეზი ან დაშავებულების რაოდენობა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები არიან მობილიზებულნი.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, რუსეთში მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, საქართველოში 700 00-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე შემოვიდა. ფრანგულ გამოცემა Radio France-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ 600 000, სავარაუდოდ, სხვა მიმართულებით, მეზობელ სომხეთში, თურქეთში ან ევროპულ ქვეყნებში წავიდა, დაახლოებით, 100 000 კი, საქართველოში დარჩა. მისივე თქმით, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ და ახლაც რჩებიან, არიან მოქალაქეები, რომლებსაც, ცხადია, არ უნდათ, გაიზიარონ პუტინის ბედი ომში და არ სურთ მობილიზაცია. შსს-ს ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარე წელს საქართველოში შემოვიდა და რჩება რუსეთის 112 733 მოქალაქე.
აფეთქება სტამბოლში: დაღუპულია 4 და დაშავებულია 38 ადამიანი
კვირას სტამბოლში, ისტიკლალის ქუჩაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. დაშავებულია 38 მოქალაქე. შესაბამის ინფორმაციას France Press-ი ავრცელებს. აფეთქება „ადგილობრივი დროით, დაახლოებით, 16:20 საათზემოხდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა შემთხვევის ადგილზე გაიგზავნა პოლიციის დანაყოფები, ჯანდაცვის და სახანძრო ბრიგადები“, - წერს სტამბოლის გუბერნატორი ალი იერლიკაია Twitter-ზე. თურქულ მედიაში თავდაპირველად გავრცელებული ცნობებით, აფეთქების შემდეგ, 11 ადამიანი დაშავდა.
აფეთქება სტამბოლში: საქართველოს საგარეო უწყება ინფორმაციას ავრცელებს
აფეთქებისას დაშავებულებსა და გარდაცვლილების თაობაზე სტამბოლში, საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქეების შესახებ არ შესულა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცველებთან. „ამ დროის მონაცემებით, სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში, ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალქეების შესახებ არ შესულა. საკონსულო მუდმივ კომუნიკაციაში რჩება ადგილობრივ სამართალდამცავებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებულია 38 ადამიანი.
ყირიმის ხიდზე აფეთქების გამო, სომხეთში ტერორიზმის ხელშეწყობის მუხლით აღიძრა საქმე
სომხეთის უშიშროების სამსახურმა, „ყირიმის ხიდზე განხორციელებულ ტერაქტში ხელშეწყობის“ გამო სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე, მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ასაფეთქებელი მასალა, რომელიც 8 ოქტომბერს ქერჩის სრუტეში ხიდის ასაფეთქებლად გამოიყენეს, სატვირთო მანქანაში იყო, რომელსაც სომხეთის მოქალაქე მართავდა. ის ქვეყანაში უცხო სახელმწიფოდან შევიდა და შემდეგ, რუსეთში გაემგზავრა. „საქმის ვითარებაში გასარკვევად, აღიძრა საქმე „ადამიანების ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით საერთაშორისო ტერორიზმისთვის ხელშეწყობის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საზღვრის გავლით ასაფეთქებელი მასალების კონტრაბანდის, ასევე დოკუმენტების გაყალბების მუხლებით“, - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური 12 ოქტომბერს აცხადებდა, რომ ყირიმის ხიდზე „ტერორისტული აქტის 12 თანამონაწილის ვინაობა“ დაადგინა და რვა ადამიანი დააკავა. საქართველომ და ბულგარეთმა განაცხადეს, რომ სატვირთო მანქანას, რომელიც ყირიმის ხიდზე აფეთქდა, მათი საზღვრები არ გადაუკვეთავს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა აფეთქებას ტერაქტი უწოდა და თქვა, რომ მისი შემკვეთები და აღმსრულებლები უკრაინის სპეცსამსახურები იყვნენ. ზელენსკიმ უარყო უკრაინის მონაწილეობა ყირიმის ხიდის აფეთქებაში და თავისი ვერსია დაასახელა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთში კონფლიქტია სამხედროებსა და სპეცსამსახურებს შორის და აფეთქება შესაძლოა, მათ შორის წინააღმდეგობის შედეგი იყოს. 8 ოქტომბერს რუსეთსა და დროებით ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ქერჩის სრუტის ხიდზე აფეთქების შემდეგ ხანძარი გაჩნდა.
ერდოღანი აფეთქებაზე: შესაძლოა, ტერაქტი იყოს
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. „აფეთქება შესაძლოა, ტერორისტული აქტი იყოს. ფიქრობენ, რომ ჩართულია ქალი“, - განაცხადა ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვისას, დეტალების გარეშე, თუ როგორ მივიდა ამ დასკვნამდე. მან პირობა დადო, რომ დამნაშავეები დაისჯებიან. ერდოღანის ინფორმაციით, ოთხი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში. ამასთანავე, აღნიშნა, რომ სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა. სტამბოლის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას აფეთქება მოხდა ამ დრომდე არსებული ბოლო ინფორმაციით, აფეთქებას სტამბოლში 4 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, დაშავებული იყო 38 ადამიანი.
მეუფე შიო: რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა
„ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის - როდესაც ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? - ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირმა) მეტეხის ხიდზე ქადაგებისას განაცხადა, სადაც ასი ათასი მოწამის ხსენებასთან დაკავშირებით პარაკლისი ჩატარდა. „ჩვენმა დიდმა წინაპრებმა სიკვდილი ამჯობინეს ქრისტესთვის, ვიდრე ღალატი რჯულისა და ქრისტიანობის. მათ ესმოდათ, რომ ეს არის მათი სულის საცხოვნებლად და ჩვენი ერის გადასარჩენადაც. ასეთი საოცარი წინაპრები გვყავდა. გახსოვთ, ჩვენი დიდი კეთილმსახური მეფე ვახტანგ გორგასალი ამბობდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს“. ეს გვიანდერძა მან. 100 ათასმა მოწამემაც ეს გვიანდერძა, ქრისტესთვის სიცოცხლე და ქრისტესთვის სიკვდილი. როდესაც ჩვენ ვფიქრობთ ჩვენს წარსულზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენს მომავალზე, რა გზით უნდა ვიაროთ. რომელი იყო ჩვენი ერის გადამრჩენელი გზა? ეს გზა იყო ქრისტეს გზა, ქრისტესთვის თავგანწირვის გზა, მხოლოდ ამ გზით უნდა იაროს ჩვენმა ერმა. ამაზე შესანიშნავად წერს ჩვენი კიდევ ერთი დიდი თავგანწირული მოღვაწე, წმ. ილია მართალი ჭავჭავაძე. ის ამბობდა, რომ მხოლოდ ქრისტიანობამ გადაარჩინა საქართველო. მხოლოდ, ქრისტიანობამ შეგვინარჩუნა ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ეროვნება, ენა, ვინაობა. შემდეგ დასძენს, რომ საქართველო ჯვარს ეცვა ქრისტესთვის, მაგრამ, არავის არ შეარყევინა თავისი გული, ამ გულში ღრმად გაბნეული ჯვარი ქრისტესი. ასეთ საოცარ სიტყვებს ამბობს წმ. ილია მართალი. დღეს, როდესაც ვიხსენიებთ 100 ათას მოწამეს, ჩვენ ვევედრებით მათ, რომ მათი ლოცვით ღმერთმა მოგვცეს ცოტა მაინც, მათი სიმამაცე, მათი სარწმუნოება, დავუპირისპირდეთ იმ უღმერთო ძალებს, რაც მძლავრობს დღეს სამყაროში. ის დიდი მოწამეები არ უშინდებოდნენ სიკვდილს, როდესაც მიჰყავდათ სატანჯველად. არ ეშინოდათ წარმართების. ჩვენ კი, სამწუხაროდ, ხშირად ვუთმობთ ჩვენს გულსაც და გონებას უღმერთო ფასეულობებს, უღმერთო ცხოვრების წესს, თითქოს მორწმუნენი გვქვია, მაგრამ ვცხოვრობთ როგორც ყველა. ამ ყველაფერზე გვაფიქრებს დღევანდელი დღე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღეს. გვწამს, რომ ისინი ჩვენთან ერთად ლოცულობენ. ლოცულობენ საქართველოს კეთილდღეობისთვის, სიმშვიდისთვის, გამთლიანებისთვის, საქართველოს გამარჯვებისთვის. ღმერთმა დაგლოცოთ. უფალმა ინებოს, რომ წმინდა ასი ათასი მოწამის ლოცვით და მფარველობთ უფალმა გაამთლიანოს და გააძლიეროს სრულიად საქართველო“, - აღნიშნა მეუფე შიომ. როგორც ის განმარტავს, დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის. გილოცავთ დღევანდელ დღეს, ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მოლოცვასა და ლოცვა-კურთხევას. დღეს განსაკუთრებით ამაღლებული დღეა საქართველოსთვის და საქართველოს ეკლესიისთვის. ეს არის ზეიმი სულისა, გაბრწყინვება სულისა. საერთოდ, როდესაც ეკლესია აღნიშნავს ასეთი მნიშვნელობის მოვლენებს, ეს არ არის მარტო ისტორიული მნიშვნელობის მოვლენა ეკლესიაში, ჩვენ არ ვიხსენებთ მხოლოდ დიდ ადამიანებს, თავგანწირულ ადამიანებს, ესეც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენთვის მოწამეთა ხსენებისას ცოცხლდება ეს მოვლენა. ეს არ არის მხოლოდ წარსული და წარსულის დიდება. ჩვენთვის მოწამენი ცოცხალნი არიან. ისინი ერთიანდებიან მიწიურ ეკლესიასთან ჩვენთან ერთად. ჩვენ გვწამს, რომ ისინი დღეს ჩვენთან ერთად დგანან აქ, ჩვენთან ერთად ლოცულობენ ჩვენი ქვეყნისთვის და გვწამს, რომ მათი ლოცვით უფალი გვისრულებს ჩვენ ჩვენს სათხოვარს“,- აღნიშნა მეუფე შიომ IPN-ის ცნობით.
ირაკლი ღარიბაშვილი: უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე
სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ Twitter-ზე წერს. ირაკლი ღარიბაშვილი დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს. „სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობის და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, თავად პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე. დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის”, - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. სტამბოლის გუბერნატორ ალი იერლიკაიასგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ მცირე 53 ადამიანი დაშავდა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სტამბოლის პოპულარულ ქუჩაზე აფეთქების შედეგად სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
პოლ მაკარტნის გიტარა უკრაინის მხარდასაჭერად, აუქციონზე 77000 დოლარად გაიყიდა
პოლ მაკარტნის გიტარა სამდღიან აუქციონზე 77 000 დოლარად გაიყიდა. შემოსული თანხა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს მოხმარდება. ამის შესახებ აუქციონის საიტზეა აღნიშნული. გიტარის მწარმოებელი გიბსონი უკრაინისთვის ფულს სპეციალური აუქციონის საშუალებით აგროვებს. ის აუქციონზე ყიდის რამდენიმე სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლებზეც Beatles ან Guns N' Roses-ის ლეგენდები უკრავდნენ. პოლ მაკარტნის გიტარას ყველაზე მაღალი ფასი აქვს. ლეგენდარული მუსიკოსები ეხმარებიან უკრაინას. უკრაინის ეროვნულ ფერებში გაფორმებული ოთხი გიტარა ნიუ-იორკში, აუქციონზე გაიყიდა. კიდევ ერთი გიტარა, რომელზეც Guns N' Roses-ის ლეგენდა სლეშმა დაუკრა პრაღაში, 2022 წლის 18 ივნისს, 31,250 დოლარად გაიყიდა.
უკრაინა: მიმდინარე კვირას ოკუპანტებისგან 179 დასახლება გათავისუფლდა
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მიმდინარე კვირას მთლიანობაში გაათავისუფლეს 179 ქალაქი, დაბა და სოფელი უკრაინის სამხრეთით, რაც მოიცავს 4500 კვადრატულ კილომეტრზე მეტ ფართობს. ამის შესახებ ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი“ იუწყება. 11 ნოემბერს მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მიკოლაივის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია გათავისუფლებულია რუსი ოკუპანტებისაგან. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.