ძებნის რეზულტატი:
მიხეილ სააკაშვილის ძმა: შესაძლოა ექსპრეზიდენტს ძვლის ტუბერკულოზი დაუდგინდეს
ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა განაცხადა, რომ შესაძლოა ექსპრეზიდენტს ძვლის ტუბერკულოზი დაუდგინდეს. "ზუსტი მიზეზი ვერ დაადგინეს რესპუბლიკურ საავადმყოფოშ, ამიტომ, როდესაც დააბრუნეს „ვივა-მედში“, კიდევ დამატებით ჩაუტარდა ტომოგრაფია, სახსრის ტომოგრაფია, იმიტომ, რომ ეჭვია ძვლის ტუბერკულოზზე, რაც კატასტროფის ტოლფასია. მივმართავთ, რა თქმა უნდა, სასამართლოს, რაც შეიძლება მალე, რომ მოვითხოვოთ სასჯელის გადავადება ან თუ ისეთი დიაგნოზები აღენიშნა, შეიძლება საერთოდ მოვითხოვოთ პირდაპირ გათავისუფლება. რა თქმა უნდა, ეს ჯერ დამოკიდებულია ექსპერტების დასკვნაზე”, - განაცხადა გიორგი სააკაშვილმა "ტვ პირველთან" საუბრისას. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ლიეტუვამ უკრაინას, 12 ერთეული M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა
ლიეტუვამ უკრაინას, თორმეტი M113-ის ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი გადასცა. ლიეტუვამ უკრაინაში, შვიდი ჯავშანტექნიკა და სხვა სამხედრო აღჭურვილობა გაგზავნა ამის შესახებ დღეს, ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა არვიდას ანუსაუსკასმა განაცხადა. ლიეტუვაში შეკეთებული ჰაუბიცები უკრაინის ბრძოლის ველზე ბრუნდებიან „ლიეტუვის დამატებითი სამხედრო მხარდაჭერა, უკრაინაში ჩავიდა“, - წერს ანუსაუსკასი Twitter-ზე და აკონკრეტებს, რომ საუბარია 12 ერთეულ M113 ტიპის ჯავშანტრანსორტიორზე, რომელთაგან 10 აღჭურვილია 120 მმ-იანი ნაღმტყორცნებით. „ლიეტუვა ასრულებს თავის ვალდებულებებს და ახლა უკრაინაში 62 ერთეული M113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორი სხვადასხვა დანიშნულებით გაიგზავნა“, - აღნიშნა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრმა.
საქართველოს სამუშაო ვიზიტით ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა
საქართველოს 15 ნოემბერს სამუშაო ვიზიტით ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი ეწვევა. საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკომისრის შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში. შეხვედრის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში ირაკლი ღარიბაშვილისა და ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
სუს-ის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ფაქტზე სოფელ მერიაში, ოზურგეთის მერის წარმომადგენელი დააკავეს
2022 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე, სოფელ მერიაში ოზურგეთის მერის წარმომადგენელი გ. კ. დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. „გამოძიებით დადგენილია, რომ 10 კუბური მეტრი სამერქნე მასალის ადგილწარმოშობის ყალბი ცნობის გაცემის სანაცვლოდ, გ. კ-მ მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 500 ლარი. გამოძიება მიმდინარეობს ქრთამის აღების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო“, - ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.
თბილისში ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ქალზე ძალადობის ბრალდებით, რუსეთის მოქალაქე დააკავეს. Europetime-ს შსს-ში განუცხადეს, რომ 12 ნოემბერს „ფაბრიკის“ ტერიტორიაზე ქალზე ძალადობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.
დიდი ბრიტანეთი, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს $5,8 მილიონს გამოუყოფს
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლევერლიმ დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდისთვის, დაფინანსების პირველი ტრანშის გამოყოფის შესახებ განაცხადა. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კლევერლიმ, დღეს, უკრაინის ენერგეტიკის მინისტრთან ჰერმან გალუშჩენკოსთან და ენერგეტიკული საზოგადოების სამდივნოს დირექტორის მოადგილესთან დირკ ბუშლესთან შეთანხმება გააფორმა. ლონდონის მიერ გამოყოფილი 10 მილიონიდან უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში, პირველი 5 მილიონი ფუნტი (5,8 მილიონი აშშ დოლარი) გადაირიცხება. „ეს ფინანსური მხარდაჭერა, რუსული თავდასხმების ფონზე, ხელს შეუწყობს კრიტიკული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის შეკეთებას, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენას ოჯახებისთვისა და ობიექტებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.
CIA-ის დირექტორი, ბერნსი, თურქეთში რუს კოლეგას შეხვდა
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა, რომ ანკარაში, CIA-ს ხელმძღვანელს უილიამ ბერნსსა და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი ნარიშკინს შორის შეხვედრა შედგა. „ასეთი მოლაპარაკებები მართლაც შედგა. ეს იყო ამერიკული მხარის ინიციატივა", - ციტირებს პესკოვს TASS-ი. მოლაპარაკებების შინაარსზე სააგენტო ინფორმაციას არ ავრცელებს. დასავლური მედიის, მათ შორის CNN-ისა და Reuters-ის ცნობით, ნარიშკინთან შეხვედრისას ბერნსი აპირებდა გაეფრთხილებინა კრემლი ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ და განეხილა აშშ-ის მოქალაქეების ბედი, რომლებიც რუსეთში პატიმრობაში იმყოფებიან.
რუსეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 100 კანადელს, მათ შორის ჯიმ კერისა და მარგარეტ ეტვუდს
რუსეთის ხელისუფლებამ კანადის 100 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა, მათ შორისაა ცნობილი ჰოლივუდის მსახიობი ჯიმ კერი და გასული საუკუნის შუა პერიოდის უკრაინელი ნაციონალისტი ლიდერის შვილიშვილი, სტეფან ბანდერა, ასევე პოპულარული მწერალი, მარგარეტ ეტვუდი. კანადამ, რუსულ არხ „ზვეზდასა“ და 30-ზე მეტ პროპაგანდისტს, სანქციები დაუწესა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო არ ასახელებს ჯიმ კერისთვის სანქციების დაწესების მიზეზებს, მაგრამ მსახიობი ჰოლივუდის ერთ-ერთი პირველი ცნობილი ადამიანი იყო, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად და რუსეთის შემოჭრის წინააღმდეგ ისაუბრა. 2022 წლის 27 თებერვალს მან შემდეგი ტვიტი დაწერა:„შინაგანად ყველაფერი მიტრიალდება, როცა ვხედავ უდანაშაულო ადამიანებს, განსაკუთრებით ბავშვებს, რომლებიც საფრთხის წინაშე არიან, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში არსებული პოლიტიკური იდიოტის გამო. გეშინოდეთ მათი, ვინც არ გიყვარდათ“. მანამდე, 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციის შემდეგ, კანადამ სანქციები რუსეთის ფედერაციის 1800-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა, ხოლო 24 თებერვლიდან რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეობის მქონე 1400-ზე მეტ ფიზიკურ პირს. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს კანადამ სანქციები დააწესა 43 რუსი ოლიგარქის, ფინანსური ელიტისა და მათი ოჯახების, ეგრეთ წოდებული „ხერსონის მმართველი ორგანოს“, ასევე რუსეთის მიერ მხარდაჭერილი 35 „ჩინოსნის“ წინააღმდეგ დონეცკში, ლუგანსკში, ხერსონსა და ზაპოროჟიეში.
ევროკავშირი, 15 000 უკრაინელი სამხედროსთვის, საწვრთნელ მისიას იწყებს
ევროკავშირი, უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების სასწავლო მისიას ოფიციალურად იწყებს, რომლის ფარგლებშიც 15 000-მდე მებრძოლს მოამზადებს. ამის შესახებ დღეს, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა, ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს შედეგების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი მთავარი პრიორიტეტი, ესაა უკრაინის მხარდაჭერა. ჩვენ დღეს მოვუსმინეთ მინისტრ კულებას, რომელიც შემოგვიერთდა. გვქონდა შესაძლებლობა დაგვედასტურებინა, რომ ევროკავშირი დარჩება უკრაინასთან მანამ, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს. მანამდე ჩვენ ვიქნებით ერთიანი უკრაინის მხარდაჭერაში. ამის კარგი დასტურია ის, რომ დღეს ჩვენ ვიწყებთ სამხედრო მხარდაჭერის მისიას, სულ მცირე 15 000 უკრაინელი ჯარისკაცის მოსამზადებლად“, - განაცხადა ბორელმა. მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის ამ მისიის შექმნა, ყველა საჭირო პროცედურის დაცვით რეკორდულ დროში განხორციელდა. „პირველად ვხედავ, რომ სამხედრო მხარდაჭერის მისია ასე სწრაფად, ყველა პროცედურების დაცვით მომზადდა. იმედი მაქვს, რომ თვის ბოლომდე დაიწყებს მუშაობას“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.
ჯოზეფ ბორელი: რუსეთი დამარცხდა ხერსონში, მაგრამ უკრაინის განადგურების რესურსი მაინც აქვს
ევროპული დიპლომატიის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ხერსონიდან უკან დახევა, დიდი მარცხი იყო რუსული არმიისთვის, მაგრამ მოსკოვს ჯერ კიდევ აქვს საკმარისი რესურსი, უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. ამის შესახებ მან, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ხერსონიდან გასვლა იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთის არმიამ დიდი მარცხი განიცადა. ჯარი უბრძოლველად ალბათ იმისთვის გაიყვანა, რომ თავიდან აეცილებინათ ის, რაც უნდა მომხდარიყო. ამიტომ უკან დაიხიეს", - თქვა ბორელმა. „მოსკოვს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენების უნარი აქვს და ამ რესურსს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად იყენებს“, - აღნიშნა ბორელმა. დიპლომატის თქმით, საჰაერო თავდაცვის საშუალებები, განადგურების თავიდან ასაცილებლად ყოველთვის არ არის საკმარისი. „თუ ჩვენ არ გვსურს დიდი თანხების დახარჯვა რეკონსტრუქციაზე, ჩვენ უნდა ავიცილოთ ნგრევა. მომავალი გამარჯვების პარამეტრებს თავად უკრაინელები განსაზღვრავენ“, - აღნიშნა ბორელმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
აშშ-მ, სანქციები დაუწესა იმ პირებსა და კომპანიებს, რომლებიც რუსეთს, იარაღის ტექნოლოგიების მოპოვებაში ეხმარებოდნენ
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ და სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა 40-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც უზრუნველყოფდნენ არალეგალური სქემების მუშაობას, რომლის საშუალებითაც მიღებული ტექნოლოგია, რუსეთის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსს ეხმარებოდა. ამის შესახებ აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს 14 ნოემბრის განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, სანქციები დაუწესდათ გლობალური ქსელის ფინანსურ შუამავლებს, დამხმარეებსა და სხვა პირებს, რომლებსაც კავშირო აქვთ კრემლის ელიტასთან. ჯამში, აშშ-ის ახალი სანქციები დაეკისრა 14 ფიზიკურ და 28 იურიდიულ პირს. ამასთან, სანქციების სიაშია რუსული შპს „იმპერატორის“ 8 თვითმფრინავი. ასევე, შეზღუდვები დაუწესდა რუსული მიკროჩიპების მწარმოებელი PPK Milandr JSC-ისა და მასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას სომხეთიდან, ტაივანიდან და შვეიცარიიდან. გარდა ამისა, სანქციების ქვეშ მოექცნენ რუსი ოლიგარქის, სულეიმან კერიმოვის ოჯახის წევრები. აშშ-მ სანქციები დააწესა რუსი ოლიგარქის მურატ ალიევის წინააღმდეგ, რომელიც დაკავშირებულია კერიმოვთან და მის კომპანიებთან მოსკოვსა და კვიპროსში. იმავე სიაში მოხვდა პუტინის ახლო გარემოცვის წევრი, ანდრეი გურევი. სანქცირებულია მისი ორი კომპანია შვეიცარიაში, რომელსაც ის და მისი ოჯახის წევრები ფლობენ.
მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს
მოდის სახლი ბალენსიაგა, Twitter-ს აღარ გამოიყენებს. ბალენსიაგა პირველი კომპანიაა, რომელმაც Twitter-ზე ანგარიში გააუქმა მას შემდეგ, რაც სოციალური ქსელის მფლობელი ილონ მასკი გახდა. მასკმა Twitter-ის ხარჯები $1 მილიარდით შეამცირა როგორც გამოცემა Business of Fashion-ი წერს, ცნობილმა ბრენდმა Twitter-ზე საკუთარი გვერდი წაშალა, რითაც სოციალურ ქსელებთან მიმართებით, ილონ მასკის პოლიტიკა გააპროტესტა. ჯო ბაიდენის განცხადებით, Twitter-ი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტყუილს ავრცელებს მასკმა Twitter-ის შესყიდვის გარიგება 27 ოქტომბერს დაასრულა და კომპანიაში $44 მილიარდი გადაიხადა.
ლიეტუვის ელჩი: ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ევროკავშირი, ეს არის 27 წევრი სახელმწიფოს ხმა
NATO-სა და ევროკავშირის წევრი, ლიეტუვა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერია. Europetime-თან საუბრისას, ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, ანდრიუს კალინდრა ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს, საკუთარი ქვეყნის გამოცდილებაზე საუბრობს და საქართველოსთვის ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების მნიშვნელობაზე მიუთითებს. ამასთან, ელჩი Europetime-ს უზიარებს საკუთარ მოსაზრებებს, თუ რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება ქვეყანამ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ET: საქართველო ევროკომისიის 12 რეკომენდაციების შესრულების პროცესშია. როგორ უყურებს და აფასებს ლიეტუვა თბილისის ძალისხმევას ამ თვალსაზრისით? მოგეხსენებათ, გეოპოლიტიკური ვითარება რადიკალურად შეიცვალა, ჩვენ 2022 წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენების მოწმენი ვართ. 90-იან წლებში, ჩვენ ვერ წარმოვიდგენდით, რომ 2004 წელს ევროკავშირის წევრი გავხდებოდით, იგივე შეიძლება ითქვას, NATO-ში გაწევრიანების თვალსაზრისითაც. ამრიგად, ჩვენი სურვილია, უბრალოდ, აუცილებლად გამოიყენოთ ეს შესაძლებლობა, ძალიან სერიოზულად მიუდგეთ ამ საკითხს და იმუშაოთ გაერთიანებული ძალისხმევით. ჩვენ, ლიეტუვა, წარმატებას ვუსურვებთ საქართველოს ევროპულ გზაზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. რა თქმა უნდა, დიდი მოლოდინები გვაქვს განსაკუთრებით, ევროკავშირში საქართველოს საუკეთესო მეგობრების დედაქალაქებს, მათ შორის ვილნიუსს. ET: საქართველოსთვის რა ხარვეზებს ან თუნდაც გამოწვევას ხედავთ ამ პროცესში, რომლებიც ფიქრობთ, რომ აუცილებლად უნდა გადაიჭრას? ნებისმიერ სიტუაციაში მზად უნდა იყოთ, ეს მზადყოფნა ქვეყნის შიგნით ძალიან დიდია. გაწევრიანების ფანჯარა გამოჩნდება - თუ როგორ უნდა მიაღწიოთ ამას, თქვენ უბრალოდ ძალიან პასუხისმგებლობიანი უნდა იყოთ ევროკავშირის მიმართ. მოგეხსენებათ, ევროკავშირი, ეს არის გაერთიანების 27 წევრი სახელმწიფოს ხმა. ეს არ არის ერთი ან ორი წევრი ქვეყნის ხმა. გადაწყვეტილებები კონსენსუსზე დაფუძნებით მიიღება. ასე რომ, ჩვენ მზად ვართ, საქართველოს გვერდით დავდგეთ და მხარი დავუჭიროთ საქართველოს. ჩვენ გვინდა, რომ თქვენი ქვეყანა ამ გზაზე წარმატებული ვიხილოთ. ET: თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რას გვეტყოდით ქვეყნებს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებზე? როგორც ვიცით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარება და საინვესტიციო პოტენციალის სრულად გამოყენება ურთიერთობების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. ორ ქვეყანას შორის მოქმედებს მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისია. ჩვენ სულ უფრო მეტი ქართული ღვინო შემოგვაქვს. მეტის გაკეთებას ვცდილობთ. ამასთანავე, ჩვენი ინტერესის სფეროა უძრავი ქონება. ეკონომიკის ამ დარგში ჩადებული ინვესტიცია წარმატებულია. ჩვენი კომპანიები დაინტერესებულები არიან მყარი ნარჩენების მართვის სისტემაში კაპიტალის ინვესტირებით. თებერვალში, მთავრობათაშორისი კომისია შეიკრიბება ვილნიუსში, სადაც აუცილებლად მოვახდენთ ფოკუსირებას ვაჭრობასა და ინვესტირებაზე. იმედი მაქვს, რომ ბიზნეს ფორუმის ორგანიზებასაც შევძლებთ. ასევე მნიშვნელოვანია სექტორული ინტეგრაცია. ამრიგად, ჩვენ, ლიეტუვა მხოლოდ მხარდაჭერის ხელს ვუწვდით საქართველოს. ინფორმაციისთვის: საქართველოსა და ლიეტუვას ახლო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები აკავშირებთ. ქვეყნებს შორის გაფორმებულია 20-ზე მეტი საერთაშორისო შეთანხმება, რომლებიც სამართლებრივ საფუძველს ქმნიან ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის ეკონომიკის, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის, სოფლის მეურნეობის, ჯანმრთელობის დაცვის და სხვა სფეროებში. მჭიდროა თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. საქართველოსა და ლიეტუვას შორის არსებობს აქტიური პარლამენტთაშორისი თანამშრომლობა. ლიეტუვის სეიმს მიღებული აქვს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდამჭერი არაერთი რეზოლუცია და განცხადება. 2017 წლის 10 მაისს, ლიეტუვის სეიმის საგარეო საქმეთა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებმა, ერთობლივად მიიღეს „სამოქმედო გეგმა 2017-2020 წლებში ლიეტუვის მიერ საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე” (2017-2020 Action Plan of the Republic of Lithuania on Support to Georgia). 2020 წლის 10 დეკემბერს, ლიეტუვის სეიმის საგარეო და ევროპული პოლიტიკის უწყვეტობის და გრძელვადიანი გზამკვლევის შესახებ მიღებულ რეზოლუციში ხაზგასმულია: „ლიეტუვის პარლამენტი მიზნად ისახავს, რომ 2025 და 2027 წლებში, ევროკავშირის საბჭოს პოლონეთისა და ლიეტუვის თავმჯდომარეობისას, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ქვეყნებს (მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას) მიენიჭოთ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები მათი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე". ლიეტუვა გახდა პირველი სახელმწიფო, რომელიც საქართველოს ქართულ ენაში დამკვიდრებული სახელწოდებით მოიხსენიებს. ანდრიუს კალინდრა 1997-2001 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკის დეპარტამენტის საერთაშორისო ეკონომიკური ორგანიზაციების განყოფილებაში მუშაობდა. 2001-2006 წლებში, სხვადასხვა პოზიცია ეკავა ლიეტუვის რესპუბლიკის საელჩოში რუსეთის ფედერაციაში. 2006-2008 წლებში, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის სატრანსპორტო პოლიტიკის განყოფილების ხელმძღვანელი იყო. 2012-2014 წლებში - ნიუ-იორკში ლიეტუვის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის უფროსი მრჩეველი, პოლიტიკური კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი. 2014-2015 წლებში, ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს ეკონომიკური უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ მუშაობდა. 2015-2020 წლებში კი, ლიეტუვის რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის საერთაშორისო და ევროკავშირის საქმეების ჯგუფის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა. 2020 წელს, ანდრიუს კალინდრა იყო ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. 2020 წლის ოქტომბრიდან არის ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში.
საქართველომ მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც რუსეთს, უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს
საქართველო, მხარს უჭერს გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას, რომელიც რუსეთს უკრაინისთვის აგრესიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს. რეზოლუციას გაეროს გენერალური ასამბლეის 94-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი 14 იყო, 74-მა კი თავი შეიკავა. რეზოლუციის პროექტი უკრაინის მიერ იყო ინიციირებული. დოკუმენტის თანახმად, რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინაში და უკრაინის წინააღმდეგ საერთაშორისო სამართლის, ასევე საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების ყველა დარღვევისთვის. ამასთან დოკუმენტი მოიცავს რეკომენდაციას გაერო-ს წევრების მიერ ზარალის საერთაშორისო რეესტრის შექმნის შესახებ.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ აფასებს პარტნიორებს, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად
აშშ მადლიერია და კარგად ესმის პარტნიორებისა ევროკავშირში, რომლებიც უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სხვადასხვა ნაბიჯს დგამენ. შესაბამისი განცხადება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან გააკეთა. „შეერთებული შტატები აფასებს პარტნიორებს ევროკავშირში, რომლებიც იკვლევენ ყველა გზას უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. „ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან“ დაკავშირებით მკაფიო რჩება: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილებია. ამერიკის შეერთებული შტატები არასოდეს აღიარებს მოსკოვის ზრახვებს, უკანონოდ მიითვისოს უკრაინის ტერიტორიები. ნებისმიერი ასეთი ტერიტორია, უკრაინის შემადგენლობაში და მის განუყოფელ ნაწილებად რჩება“, - განაგრძო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. შეგახსენებთ, ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები. საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც მოსკოვი 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს. კრემლმა 2014 წელს მოახდინა ყირიმის ანექსია. შეერთებული შტატები, მისი მოკავშირეები და პარტნიორები უკრაინის მხარდასაჭერად არიან გაერთიანებულნი. მათი პასუხი რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ერთიანია. საერთაშორისო საზოგადოება ერთხმად აღნიშნავს, რომ ყალიბდება ახალი მსოფლიო წესრიგი და ეს არის გადამწყვეტი მომენტი როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი მომავლისთვის, რადგან თუ რუსეთს მიეცემა შესაძლებლობა, უკრაინაში მიაღწიოს მიზანს, ის თავისი იმპერიული ზრახვების განხორციელებას სხვა ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც ეცდება. დასავლეთმა არაერთხელ დაფიქსირა, რომ ის მზადაა, კიევს გრძელვადიან პერსპექტივაში დაეხმაროს. ახლა კი, კიევზე რუსეთის მასიური სარაკეტო იერიშების შემდეგ, უკრაინის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფას აცხადებს პრიორიტეტად.
პენტაგონი, HIMARS-ის მარაგების შესავსებად $520 მილიონს დახარჯავს
აშშ-ის არმიამ, კომპანია Lockheed Martin-თან $520 მილიონის მოცულობის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. ეს თანხა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის რესურსების შევსებაზე დაიხარჯება. აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ეს კონტრაქტი საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ჩვენი საკუთარი მარაგი და ამავდროულად მივაწოდოთ კრიტიკულად აუცილებელი შეიარაღება ჩვენს მოკავშირეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დუგლას ბუშმა. ბოლო თვეების განმავლობაში პენტაგონმა, უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 20 HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა. უკრაინული და ამერიკული მხარეები თანხმდებიან, რომ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ომის, უკრაინის სასარგებლოდ შემობრუნების მიზეზი გახდა.
ევროკავშირში არალეგალური მიგრაცია რეკორდულად გაიზარდა
2022 წლის ათი თვის განმავლობაში, წინასწარი შეფასებით, ევროკავშირის ქვეყნების საზღვარი, 275,5 ათასმა ადამიანმა უკანონოდ გადაკვეთა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73%-ით მეტია. მხოლოდ 2022 წლის ოქტომბერში, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გარე საზღვრის დაახლოებით 36,5 ათასი უკანონო გადაკვეთის ფაქტი აღრიცხეს, რაც 47%-ით მეტია გასული წლის იმავე თვესთან შედარებით. ევროკავშირისკენ არალეგალური მიგრაციის ყველაზე აქტიური გზა - დასავლეთ ბალკანეთია. ოქტომბერში იქ 22,3 ათასზე მეტი არალეგალური მიგრაციის ფაქტი გამოვლინდა - ანუ თითქმის სამჯერ მეტი ვიდრე ერთი წლის წინ. რაც შეეხება ლა-მანშის არხს, 2022 წლის პირველ ათ თვეში იქ, არალეგალური მიგრანტების რაოდენობამ 62 323 ადამიანი შეადგინა, რაც 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 70%-ით მეტია.
რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი ეფექტი მოუტანა - რიში სუნაკი
რუსეთის ბარბაროსულმა ომმა მსოფლიოს დამანგრეველი ეფექტი მოუტანა, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. დიდი ბრიტანეთი, უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდს $5,8 მილიონს გამოუყოფს „კონომიკური საკითხები, რომლებზეც დღეს უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რუსეთის ქმედებებით ბევრად უფრო უარესდება. ერთ ადამიანს აქვს ძალაუფლება, შეცვალოს ეს ყველაფერი“, - აღნიშნა სუნაკმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს - ზელენსკი
დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „დიდი ოცეულის“ სამიტის ფარგლებში, ვიდეომიმართვისას განაცხადა. „არ ღირს უკრაინისთვის სინდისთან, სუვერენიტეტთან, ტერიტორიასთან და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებული კომპრომისების შეთავაზება. ჩვენ პატივს ვცემთ წესებს, ჩვენ სიტყვის ადამიანები ვართ. უკრაინა ყოველთვის იყო სამშვიდობო ძალისხმევების ლიდერი და მსოფლიომ ეს ნახა. რუსეთი თუ ამბობს, რომ სურს ამ ომის დასრულება, დაამტკიცოს ეს ქმედებებით. დარწმუნებული ვარ, რომ ახლა დადგა დრო, როდესაც რუსეთის გამანადგურებელი ომი უნდა შეჩერდეს და მისი შეჩერება შესაძლებელია“, – აღნიშნა ზელენსკიმ. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საქართველოსა და სომხეთს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა
თბილისში, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკურ კონსულტაციებს თანათავმჯდომარეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია და სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მნაცაკან საფარიანი. "შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და სომხეთის ორმხრივი თანამშრომლობის პოზიტიური დღის წესრიგი, ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე სავაჭრო, ეკონომიკური, სატრანზიტო და სატრანსპორტო, კულტურული და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიმართულებით. ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და აღნიშნეს სტაბილურობის მნიშვნელობა მდგრადი და მშვიდობიანი განვითარებისთვის; ხაზი გაესვა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებულ კეთილმეზობლურ ურთიერთობას. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ ტრადიციულად მეგობრული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებასა და განვითარებას", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.