ძებნის რეზულტატი:
დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი
დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლციმ განაცხადა. „დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება.მკვლელი ომით, რომელიც ახლა გადაგვაქვს, პუტინმა დაბრკოლება შეუქმნა ყველაფერს, რაც ადრე ხდებოდა მოლაპარაკებების კუთხით“, - განაცხადა შოლცმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
რეკრუტთა მესამე საწვრთნელი ასეულის პირადმა შემადგენლობამ ღვთისა და ერის წინაშე სამხედრო ფიცი ახალქალაქში, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში დადო (BCT). ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. რეკრუტებმა ჯარისკაცის მრწამსიც წაიკითხეს და საქართველოს თავდაცვის ძალებს შეუერთდნენ. სამხედრო მოსამსახურეებს ფიცის დადების მნიშვნელოვანი დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გრიგოლ გიორგაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს და ცენტრის ხელმძღვანელობასა და ინსტრუქტორებს რეკრუტების მომზადებისთვის მადლობა გადაუხადეს. ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემაც. ფიცის დადებამდე რეკრუტებმა ათკვირიანი საწყისი საბრძოლო მომზადება გაიარეს, რომლის განმავლობაში ტაქტიკურ, სამწყობრო, საცეცხლე, სამედიცინო, კავშირგაბმულობის მომზადებასთან დაკავშირებული უნარები განავითარეს და საჯარისო წესდებები შეისწავლეს. დღეიდან ისინი თავდაცვის ძალების სხვადასხვა სარდლობის ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან. ფიცის დადების ცერემონიას თავდაცვის ძალებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ჯარისკაცების ოჯახის წევრები და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამი საჯარო სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები დაესწრნენ. მოგვიანებით მოსწავლეებისთვის ღია კარის დღეც მოეწყო. ბავშვებს სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს, ბაზის ინფრასტრუქტურა, გამოფენილი ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერებინეს და სხვადასხვა აქტივობა ერთობლივად შეასრულეს. ღონისძიების დასასრულს მოსწავლეები სასადილოსაც ესტუმრნენ, სადაც „ჯარისკაცის ულუფა“ დააგემოვნეს.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 80 210 ჯარისკაცი გაანადგურეს. "უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 2 838 ტანკს, 5 730 ჯავშანტექნიკას, 1 829 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 278 საბრძოლო თვითმფრინავს და 261 ვერტმფრენს, 4 279 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 16 გემს/ნავს, 1 506 უპილოტო საფრენ აპარატს, 160 ერთეულ სპეცტექნიკას, 399 ფრთოსან რაკეტას", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლევან დავითაშვილი: საქართველოს ავიაცია მომავალი წლიდან სრულად აღდგება და განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად გააგრძელებს
ევროპასთან ინტეგრაციის პროცესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ინსტიტუციური ინტეგრაცია ევროპულ სტრუქტურებში, მათ შორის ევროკონტროლში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ავიაციის განვითარებისთვის, – განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა ევროკონტროლის (ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაცია – EUROCONTROL ) გენერალურ დირექტორთან შეხვედრის კომენტირებისას. საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ლევან დავითაშვილი ევროკონტროლის გენერალურ დირექტორს ემონ ბრენანს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში ვახტანგ მახარობლიშვილმა. მხარეებმა საქართველოსა და ორგანიზაციას შორის სამოქალაქო ავიაციის სფეროში არსებული და სამომავლო ურთიერთოების, მათი განვითარების შესახებ იმსჯელეს. როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მომავალი წლიდან საქართველო ევროკონტროლის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება და შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო კონკრეტული საკითხების განხილვა პარტნიორებთან – ევროკონტროლის ხელმძღვანელობასთან. „საქართველოს ავიაციის აღდგენა ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი, 2023 წლიდან პროგნოზირებულია, რაშიც საერთაშორისო პარტნიორებიც გვეთანხმებიან, რომ ის სრულად აღდგება 2019 წელთან მიმართებაში და გააგრძელებს განვითარებას ევროპული მაღალი სტანდარტების შესაბამისად იმისთვის, რომ ბაზარი იყოს კონკურენტუნარიანი, მდგრადი და მომავალში ჩვენი ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ამასთან, ევროკონტროლის გენერალური დირექტორის განცხადებით, საქართველოსთან შესანიშნავი თანამშრომლობის რეჟიმში მუშაობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება. „მინდა აღვნიშნო, რომ შესანიშნავი შეხვედრა გვქონდა საქართველოს ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკის მინისტრთან, სადაც განვიხილეთ საქართველოს თანამშრომლობა ევროკონტროლთან, ყველა ის საკითხი, რომელიც ეხება ევროპელ გადამზიდველებს, აეროპორტებს და ა.შ.მომავალში ჩვენ ვაპირებთ ასევე აქტიურად ვითანამშრომლოთ. ვიმედოვნებთ, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა აეროპორტებში უფრო მეტ ევროპელ გადამზიდველს ვიხილავთ“, – განაცხადა ემონ ბრენანმა. ევროკონტროლი საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის მასშტაბით საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხო და უწყვეტი მართვის უზრუნველყოფის მიმართულებით საქმიანობს. საქართველო ორგანიზაციის წევრი 2014 წელს გახდა.
საქართველომ ისლანდია ანგარიშით - 88:85 დაამარცხა
საქართველოს ნაკრებმა კალათბურთში ისლანდიაში მსოფლიო ჩემპიონატის, შესარჩევ ეტაპზე, გადამწყვეტი მატჩი ჩაატარა. მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა ისლანდიის ნაკრები ანგარიშით 88:85 დაამარცხა. ამასთან, მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად, საქართველოს ნაკრებს აუცილებლად სჭირდებოდა ისლანდიის დამარცხება, რადგან ჯგუფიდან გამსვლელ მესამე ადგილს სწორედ ისლანდიელები იკავებდნენ. პირველ-მეორე ადგილებზე იტალია-ესპანეთი არიან.
სენაკში, ავტოავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
დილის საათებში, სენაკის სოფელ თეკლათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეად, ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი მძიმედ დაშავდა. როგორც ცნობილია, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის სხვა დეტალები უცნობია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.
შსს: თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები ამოიღეს, დაკავებულია 6 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 6 პირი დააკავეს. "თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1983 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი რ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო 2 ცეცხლსასროლი იარაღი. ამავე ბრალდებით 1985 წელს დაბადებული ლ.კ. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ლენტეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი 1999 წელს დაბადებული რ.რ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბრიტანელმა, დევიდ სმიტმა დანაშაული აღიარა
გასული წლის აგვისტოში, რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულმა, ბრიტანელმა დევიდ სმიტმა დანაშაული აღიარა. როგორც ცნობილია, დევიდ სმიტმა დაადასტურა, რომ 2020 წლიდან, რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას ბერლინში ბრიტანეთის საელჩოს მუშაობის შესახებ. ამასთან, სმიტის „დამკვეთები“ რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში, პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და მისი მემკვიდრე, გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი იყვნენ. სასამართლო სხდომა 4 ნოემბერს გაიმართა, მაგრამ დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო.
ადვოკატი მიხეილ სააკაშვილზე: ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - იგეგმება ზურგის ტვინიდან სითხის აღება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი თქმით, იგეგმება დამატებითი კვლევების ჩატარება, კერძოდ, ზურგის ტვინიდან სითხის აღება. "მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა გუშინ, ძალიან ცუდად იყო. როგორც იცით, ნობელის ლაურიანტმა ექიმმა, კობიმ, გასცა რეკომენდაცია მის მხართან და სახსრებთან დაკავშირებით, როგორც ჩანს ეს გაურთულდა და ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი. ახლა მივდივარ, რომ გავარკვიო. იგეგმება კიდევ სხვა დამატებითი კვლევები. კერძოდ, ზურგის ძვლიდან სითხის აღება, ტუპერკულიოზთან დაკავშირებით“, - აცხადებს სააკაშვილის ადვოკატი. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება - ზელენსკი
აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამში“ წერს. დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი "აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება, ეს ელოდება რუსეთის ხელისუფლებასაც", - წერს ზელენსკი. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება - კულება
ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. აგრესორების ყველა ისტორია დასჯით სრულდება - ზელენსკი დიქტატორებმა საბოლოოდ უნდა გააცნობიერონ, რომ დამოუკიდებელი ქვეყნების ტერიტორიების მიტაცება არ შეიძლება - შოლცი „არ არსებობს არც ერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთი გულწრფელად აწარმოებს მოლაპარაკებებს. მაგიდასთან ლამაზი ფოტოსთვის დაჯდომა - ეს უკვე იყო, გავაკეთეთ, გამოვცადეთ", - აღნიშნა კულებამ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან. ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ. ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
ყაზახეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასტანამ ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა
2023 წლის პირველი იანვრიდან, ყაზახეთი ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირებას დაიწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ალიხან სმაილოვი ადასტურებს. „უკვე მიღწეულია შეთანხმება პირველი იანვრიდან 1,5 მილიონი ტონა ნავთობის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ტრანსპორტირების შესახებ. ვმუშაობთ ამ მაჩვენებლის 6-6,5 მილიონ ტონამდე გაზრდის მიმართულებით“, - განაცხადა სმაილოვმა. მისივე თქმით, ყაზახეთმა ნავთობის ექსპორტის დივერსიფიკაციის საგზაო რუკა შეიმუშავა. სმაილოვის თქმით, ბაქოს პორტის გავლით ყაზახური ნავთობის ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება ბაქო-სუფსის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენებით.
ეგვიპტეში ავტობუსის არხში ჩავარდნის შედეგად, 19 ადამიანი დაიღუპა, არიან დაშავებულებიც
ეგვიპტის ჩრდილოეთ ნაწილში სამგზავრო ავტობუსი არხში ჩავარდა, რის შედეგადაც 19 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. სამართალდამცავი უწყებების ცნობით, შემთხვევა დაკაჰლიის საგუბერნატოროში, დაბა აგაში მოხდა. ავტობუსში სულ 35 მგზავრი იმყოფებოდა. მომხდარზე მიმდიანრეობს გამოძიება. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.
ბენ უოლესი: რუსეთმა სტრატეგიული მარცხი განიცადა
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა, რუსეთის არმიის ხერსონიდან და მდინარე დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან გასვლას „სტრატეგიული მარცხი" უწოდა. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს უოლესის თქმით, ხერსონის აღება იყო ერთადერთი სტრატეგიული მიზანი, რომლის მიღწევაც რუსეთის არმიამ ომის დასაწყისშივე შეძლო. „ახლა, როდესაც ეს ქალაქი დათმეს, რუსეთში ჩვეულებრივმა ხალხმა უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა: „რისთვის ხდება ეს ყველაფერი?” ვოლოდიმირ ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, ჩვენ ვიბრუნებთ ხერსონს უკანონო, ფართომასშტაბიანი შეჭრის შედეგად, რუსეთის არმიამ ცოცხალი ძალის დიდი დანაკარგი განიცადა. მიაღწია მხოლოდ საერთაშორისო იზოლაციასა და დამცირებას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა. ბენ უოლესის თქმით, უკრაინა განაგრძობს წინსვლას და დიდი ბრიტანეთი და საერთაშორისო საზოგადოება გააგრძელებს მის მხარდაჭერას. „მიუხედავად იმისა, რომ უკან დახევა უკრაინისთვის წამახალისებელია, საფრთხე, რომელიც კვლავ მომდინარეობს რუსეთის ფედერაციიდან, არ შეიძლება არ შეფასდეს“, - თქვა გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა. 2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.
უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ
უკრაინის ქალაქებში რუსეთთან დაკავშირებული სიმბოლიკისა და ძეგლების დემონტაჟი გრძელდება. ოდესაში, ეკატერინე მეორის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ქალაქ იზმაილის საკრებულომ გადაწყვიტა ცენტრიდან რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლის დემონტაჟი განხორციელდეს. უკრაინული ონლაინ გაზეთი Strana-ს ცნობით, სუვოროვის ძეგლის გადატანის ფუნდამენტური გადაწყვეტილება ოქტომბერში მიიღეს და ახლა საკრებულომ ძეგლისთვის ახალი ადგილი იპოვა - ეს არის ვოდოკანალის ტერიტორია ქალაქის გარეუბანში. ახლა სუვოროვის ძეგლი ქალაქის ცენტრალურ ბაღში დგას და დემონტაჟისთვის ამზადებენ. ალექსანდრე სუვოროვი მეთაურობდა რუსეთის ჯარებს, რომლებმაც აიღეს თურქული ციხე იზმაილი 1790 წელს. ახლა იზმაილი უკრაინული ქალაქი, რომელიც ქვეყნის უკიდურეს სამხრეთ-დასავლეთში, რუმინეთის საზღვართან მდებარეობს.
დმიტრო კულება ენტონი ბლინკენს შეხვდა
ენტონი ბლინკენს შევხვდი, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა. ჩვენ ვიგებთ ბრძოლებს, მაგრამ ომი გრძელდება - კულება „ენტონი ბლინკენს შევხვდი. როდესაც ვუყურებთ, როგორი სიხარულის ცრემლებით ეგებებიან ხერსონის მცხოვრებლები თავიანთ განმათავისუფლებლებს, ჩვენ მადლიერებას ვგრძნობთ აშშ-ისა და ამერიკელი ხალხის მიმართაც მათი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა კულებამ შეხვედრის შემდეგ. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 11 განაცხადა, რომ დაასრულა ჯარების გაყვანა უკრაინის სამხრეთით, ხერსონის რეგიონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან. ბრძოლის ველზე არსებულ სურათს ბრიტანული BBC აღწერს. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ფოტოები და ვიდეო, სადაც ჩანს, რომ მთავარი ხიდი, რომელსაც რუსული ჯარი ევაკუაციისთვის იყენებდა, განადგურდა. გაურკვეველია, რამ გამოიწვია ხიდის ნგრევა, ზოგიერთი რუსული წყარო ამტკიცებს, რომ ისინი თავად დაანგრიეს, გაყვანის პროცესის დასრულების შემდეგ. რუსეთი აცხადებს, რომ ხერსონიდან გასვლა დაასრულა უკრაინული მედია: ანტონოვის ხიდი, რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს იმავდროულად, პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინულმა ძალებმა ათობით ქალაქი და სოფელი დაიბრუნენს და ქალაქ ხერსონისკენ, წინ მიიწევენ. ხერსონი ერთადერთი რეგიონული დედაქალაქია, რომელიც რუსეთმა თებერვალში შეჭრის შემდეგ დაიპყრო. Unian: ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა აღმართეს მისი დაკარგვა კრემლისთვის მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება.
9 თვეში თურქეთის ეკონომიკაში, $9,3 მილიარდის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა
მიმდინარე წლის ცხრა თვეში თურქეთის ეკონომიკაში $9 მილიარდ 282 მილიონის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია (FDI) განხორციელდა. ოფიციალური სტატისტიკით, თურქეთში, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ იანვარ-სექტემბერში 9 მილიარდ 282 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო წლიური თვალსაზრისით 12,8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. პირდაპირი ინვესტიციების ყველაზე დიდი შემოდინება თურქეთში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში ესპანეთიდან დაფიქსირდა - $1,5 მილიარდი. მას მოსდევს შვეიცარია ($636 მილიონი) და ნიდერლანდები ($601 მილიონი). ეკონომიკის სფეროებს შორის, მიმდინარე წლის სამი კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ყველაზე დიდი მოცულობა საფინანსო და სადაზღვევო სექტორში დაფიქსირდა, სადაც წლის დასაწყისიდან ინვესტირებულია მთელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 35 პროცენტი. მას მოსდევს გადამამუშავებელი მრეწველობა (23 პროცენტი) და საბითუმო/საცალო ვაჭრობა (21 პროცენტი). პრეზიდენტის ადმინისტრაციის საინვესტიციო სამსახურის ხელმძღვანელმა ბურაქ დადლიოღლუმ ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ თურქეთშიდადებითი დინამიკაა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც ჯერ კიდევ ვერ შეძლეს პანდემიის შედეგების დაძლევა და გლობალური რისკების მინიმუმამდე დაყვანა. „თურქეთს აქვს ძლიერი და სტაბილური საინვესტიციო გარემო, რაც უცხოელი ინვესტორების ყურადღებას იპყრობს“, - განაცხადა დადლიოღლუმ.
ხერსონში საკვების, წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია - ქალაქის მერის მრჩეველი
ხერსონის მერის მრჩევლის განცხადებით, ქალაქში ახლა საკვების, სუფთა წყლისა და მედიკამენტების დეფიციტია, თუმცა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება უკვე დაიწყო. ხერსონის მერის მრჩეველმა რომან გოლოვნიამ უკრაინული არხების ტელემარათონის ეთერში განაცხადა, რომ ამ დრომდე ქალაქში ჰუმანიტარული ტვირთის მცირე ნაკადი შემოვიდა. „რაც შეეხება ჰუმანიტარულ კატასტროფას, ვითარება რთულია, რადგან ოკუპანტებმა და კოლაბორატორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ქალაქში დარჩენილმა ადამიანებმა რთული დღეები, კვირები, თვეები რაც შეიძლება მძიმედ გადაიტანონ. ახლა ქალაქს არ მიეწოდება წყალი, რადგან ქალაქში წყალმომარაგება პრაქტიკულად არ არის. არ არის საკმარისი სამედიცინო დაწესებულებები, არ არის საკმარისი პური, რადგან არ ცხვება, რადგან ელექტროენერგია არ არის. პრობლემებია საკვებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ეს საკითხი უახლოეს მომავალში მოგვარდება“, - განაცხადა გოლოვნიამ. 2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.
მედია: ბრიტანეთი და ევროკავშირი, G20-ის სამიტზე ლავროვის გამოსვლას ბოიკოტს გამოუცხადებენ
დიდი ბრიტანეთი და ევროკავშირი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე ბოიკოტი გამოუცხადონ და მოკავშირეებსაც ანალოგიური ქმედებისკენ მოუწოდებენ. პესკოვი: პუტინი G20-ის სამიტს არც ონლაინ რეჟიმში დაესწრება ამის შესახებ The Telegraph-ს ლონდონში და ბრიუსელში ინფორმირებულმა წყაროებმა განუცხადეს. ვოლოდიმირ ზელენსკი G20-ის სამიტში მონაწილეობას მიიღებს „ჩვენ ვცდილობთ ვიმუშაოთ პარტნიორებთან, რათა დავადგინოთ, რას ფიქრობს საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის ყველა ამ დანაშაულზე, სისასტიკესა და უკანონო ქმედებებზე,” - განუცხადა გამოცემას ევროკავშირის საგარეო სამსახურის წარმომადგენელმა ანონიმურობის პირობით. The Telegraph-ის ცნობით, ბრიტანელი და ევროპელი დიპლომატები ბოიკოტს გამოუცხადებენ ლავროვის გამოსვლებს G20-ის სამიტზე და თავს აარიდებენ მასთან შეხვედრას. „ლავროვი გაიგებს, რამდენად იზოლირებულია რუსეთი", - აცხადებს ევროკავშირის წარმომადგენელი. შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი ინდონეზიაში, ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.
უკრაინის არმია ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ნაწილში, რუს სამხედროებსა და აღჭურვილობას ეძებს
უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" ყოველდღიურ ანგარიშში იუწყება, რომ მისი ქვედანაყოფები ხერსონის ოლქის გათავისუფლებულ ტერიტორიაზე რუს სამხედროებსა და აღჭურვილობას ეძებენ. იპოვეს თუ არა რეალურად მიტოვებული რუსი სამხედროები და აღჭურვილობა, უკრაინის არმიის ოპერატიული სარდლობა „სამხრეთი" არ აკონკრეტებს. სხვადასხვა უკრაინულმა წყარომ უკვე გაავრცელა რუსი ჯარისკაცების ფოტოები, რომლებიც სავარაუდოდ სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გადაცმული. ვრცელდება ვიდეო, სადაც ორი დატყვევებული სამხედრო ჩანს, თუმცა ამ ფაქტის ოფიციალური დადასტურება არ მომხდარა. 2022 წლის 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონიდან მათი ძალების გაყვანა დასრულდა. 11 ნოემბერს, დილით ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებშიც ჩანდა, რომ ხერსონის ცენტრში უკრაინის დროშა ფრიალებდა. მოგვიანებით, მედიაში გავრცელდა სამხედროების ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრის ვიდეოები. ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს მიმართვაში უკრაინელი სამხედროების ქალაქ ხერსონში შესვლას, ისტორიული უწოდა.