ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს. ყურადღება დაეთმო მიმდინარე წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ვიზიტს საქართველოში. მთავრობის მეთაურის თქმით, ამ ვიზიტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყნებს შორის კეთილმეზობლურ და მეგობრულ ურთიერთობებს და არსებულ უდიდეს პოტენციალს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებებით. საუბარი შეეხო მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ხალხთა კეთილდღეობისა და რეგიონის განვითარებისთვის. პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო მზადაა, მომავალშიც, ყველა შესაძლო გზით, ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელ ქვეყანას შორის. ყურადღება დაეთმო ღარიბაშვილის მიერ ინიცირებულ „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიან ინიციატივას", რომელშიც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოებთან ერთად, საერთაშორისო პარტნიორებიც არიან ჩართულები. მთავრობის მეთაურმა აზერბაიჯანის მხარეს მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისათვის. მხარეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა დარგობრივ უწყებებს შორის და რეგიონული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული პროექტები. აღინიშნა, რომ 2022 წელი საიუბილეო თარიღია, ვინაიდან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წელი სრულდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას სტუმართა მხრიდან: აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ელჰან იბრაჰიმოვი, ხოლო საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრი ესწრებოდნენ.
ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ჩავიდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია. მან მადლობა გადაუხადა NATO-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის. ზელენსკი ქალაქში შეკრებილ ჯარისკაცებს ესაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა „წინ მიიწევს“ და მზად არის მშვიდობისთვის. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საავადმყოფოში გადაიყვანეს ინდონეზიაში, ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, იტყობინება Associated Press-ი. მოსკოვმა ეს ინფორმაცია უარყო. AP კი, იტყობინება, რომ ლავროვს გული აწუხებდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ინფორმაცია უსაფუძვლოდ ვრცელდება. „რა თქმა უნდა, ეს სიყალბის მწვერვალია“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ. ინდონეზიის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ჟურნალისტების შეკითხვებს არ უპასუხეს. ლავროვი ბალიზე კვირას ჩავიდა. სამიტზე ის რუსეთის პრეზიდენტის ნაცვლად ჩავიდა.
უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. "ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია: ჯარისკაცი - დაახლოებით 81 370; ტანკი - 2 848; ჯავშანტექნიკა - 5 748; საარტილერიო სისტემა - 1 839; სარაკეტო სისტემა - 393; საზენიტო საბრძოლო სისტემა - 206; თვითმფრინავები - 278; ვერტმფრენი - 261; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 1 509; საკრუიზო რაკეტები - 399", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი “ნენსკრა-ჰესის” ინვესტორი კომპანიის K-Water-ის აღმასრულებელ დირექტორს პარკ ჯე-ჰიონს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა მდგრადი და განახლებადი ენერგიის წყაროებში ინვესტიციების განხორციელების მნიშვნელობას. ღარიბაშვილს თქმით, საქართველოს მთავრობა ინვესტორებს ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს სთავაზობს. „პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია დიდი ჰესების მშენებლობაში სახელმწიფოს მონაწილეობა. მთავრობის მეთაურის თქმით, “ნენსკრა -ჰესი” მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური წინსვლისათვის, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისათვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია, დაჩქარდეს ჰესის მშენებლობა და პროექტი დროულად დასრულდეს. “ნენსკრა-ჰესი” ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო პროექტია, რომელიც სვანეთის რეგიონში 280 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას ითვალისწინებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მლრდ 50 მილიონ დოლარს შეადგენს. შეხვედრას ესწრებოდნენ კორეის რესპუბლიკის საელჩოს საქმეთა დროებითი რწმუნებული იმ დონ ოპი, ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ჯო ბაიდენი სი ძინპინს ხვდება
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. ამჟამად აშშ-ჩინეთის ურთიერთობა არის განვითარების ეტაპზე და ჩვენ ძალიან ვზრუნავთ მასზე… როგორც ორი ძირითადი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრზო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე „დიდი ოცეულის“ სამიტი ხვალ იწყება, სადაც მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა წინ მიიწევს და მზად არის მშვიდობისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ხერსონს ეწვია. მან მადლობა გადაუხადა NATO-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის. ზელენსკი ქალაქში შეკრებილ ჯარისკაცებს ესაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინა „წინ მიიწევს“ და მზად არის მშვიდობისთვის. მოგვიანებით, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. „ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ჟურნალისტების შეკითხვაზე, სად არის მოსალოდნელი უკრაინული ძალების წინსვლა, ზელენსკიმ უპასუხა, რომ არა „მოსკოვისკენ. „ჩვენ არ ვართ დაინტერესებული სხვა ქვეყნის ტერიტორიებით“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უახლოეს მომავალში უპილოტო საფრენი აპარატების სატესტო წარმოებას დავიწყებთ - ბურჭულაძე
"ვგეგმავთ, კიდევ უფრო გავზარდოთ წარმადობა და შემდეგი პრიორიტეტი გახდება კომერციალიზაცია", - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საქართველოს თავდაცვის ძალებს უკვე გადაეცა ქართული, სსსტც „დელტას“ წარმოების სხვადასხვა დანიშნულებისა და ტიპის ჯავშანმანქანები, უახლოეს მომავალში კი, თავდაცვის ძალები რვა ერთეული სამედიცინო საევაკუაციო ჯავშანმანქანით აღიჭურვება. „2008 წელს შეიქმნა „დიდგორის“ ტიპის მანქანები და არცერთი ავტომანქანა არ ჰქონია მიღებული თავდაცვის ძალებს. მსხვილი მიღება თავდაცვის ძალებში 2019 წელს მოხდა, მას შემდეგ ჩვენ გავაგრძელეთ ეს პროცესი. დავეწიეთ სხვადასხვა ჩამორჩენას, რაც 2019 წლიდან ჰქონდა ჩვენს საწარმოებს; პრობლემა, პრინციპში აღმოფხვრილია, თუმცა ვგეგმავთ, რომ გავაფართოოთ სხვადასხვა მიმართულება, პროცესი გაგრძელდება“, - აღნიშნა ჯუანშერ ბურჭულაძემ. მისივე თქმით, ეროვნული სამხედრო წარმოების საქმეში, თავდაცვის უწყების მომდევნო პრიორიტეტი ქართული პროდუქციის კომერციალიზაცია იქნება. თავდაცვის მინისტრმა გადაცემაში ადგილობრივი ჯავშანჟილეტებისა და ჯავშანჩაფხუტების წარმოებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს პროცესიც განგრძობითია და ხარისხის გაუმჯობესებასა და წარმოების გაფართოებაზეა ორიენტირებული. „რაც შეეხება შეჯავშნულ მანქანებს, იყო რამდენიმე დეფექტი, რომელიც გამოვასწორეთ, კიდევ უფრო დავხვეწეთ, შევამსუბუქეთ, რომ უფრო ხარისხიანი და მარტივი იყოს ოპერირება. ჯავშანჩაფხუტებისა და ჟილეტების მიმართულებით ჩვენ ტექნოლოგია შევცვალეთ და უფრო გავაუმჯობესეთ“, - განაცხადა ბურჭულაძემ.
სი ძინპინი ბაიდენს: როგორც დიდი ქვეყნების ლიდერებმა, ჩვენ უნდა განვსაზღვროთ სწორი კურსი
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დღეს, დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში, ჩინეთის ლიდერ სი ძინპინს ხვდება. BBC წერს, რა განცხადება გააკეთა ჩინეთის ლიდერმა შეხვედრისას. „ბატონო პრეზიდენტო, სასიამოვნოა თქვენი ნახვა. ბოლოს ჩვენ შევხვდით დავოსში, ხუთ წელზე მეტი ხნის წინ. მას შემდეგ, რაც თქვენ პრეზიდენტი გახდით, ჩვენ ვაგრძელებთ კონტაქტს ონლაინ ზარების საშუალებით, მაგრამ ვერაფერი ჩაანაცვლებს პირისპირ შეხვედრას“, - განაცხადა სი ძინპინმა. „ჩვენ მივიღეთ გამოცდილება, მაგრამ გაკვეთილებიც ვისწავლეთ. ისტორია საუკეთესო სახელმძღვანელოა, ამიტომ, ისტორია სარკედ უნდა მივიღოთ. როგორც ორი დიდი ქვეყნის ლიდერებმა, ჩვენ უნდა დავსახოთ სწორი კურსი. ჩვენ უნდა ვიპოვოთ სწორი მიმართულება ორმხრივი ურთიერთობების წინსვლისა და ამაღლებისთვის“, - განაგრძო ჩინეთის ლიდერმა. შეხვედრამდე ერთი დღით ადრე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აზიის ლიდერებს განუცხადა, რომ ჩინეთთან საკომუნიკაციო ხაზები ღია დარჩება კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად. კამბოჯაში აღმოსავლეთ აზიის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კონკურენციას გაუწევს ჩინეთს და ხმამაღლა ისაუბრებს ადამიანის უფლებების შესახებ, მაგრამ ხაზი გაუსვა ტაივანის სრუტეში მშვიდობისა და სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ნავიგაციის თავისუფლების მნიშვნელობას. ბაიდენმა ასევე დაგმო რუსეთის „სასტიკი და გაუმართლებელი“ შეჭრა უკრაინაში და ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ცდები. გარდა ამისა, მოუწოდა მიანმარის სამხედრო მმართველებს, დაიცვან სამშვიდობო გეგმა, რომელსაც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციასთან (ASEAN) მიაღწიეს. „რაც შეეხება ჩინეთს, ბაიდენმა სამიტზე განაცხადა, რომ „აშშ ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზებს და უზრუნველყოფს იმას, რომ კონკურენცია არ გადაიზარდოს კონფლიქტში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში. აშშ-ის თავდაცვის სტრატეგიის თანახმად, რუსეთი მწვავე საფრთხედ რჩება, ჩინეთი - მთავარ კონკურენტად „ჩვენ უბრალოდ უნდა გავარკვიოთ, სად არის წითელი ხაზები და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენგანისთვის მომდევნო ორი წლის განმავლობაში“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან ჰქონდა უფრო ხანგრძლივი კონტაქტი, ვიდრე სხვა პარტნიორებთან. ცნობისთვის, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე, „დიდი ოცეულის“ სამიტზე, მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერები გლობალურ ეკონომიკასა და მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე იმსჯელებენ, მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომზე. ჯო ბაიდენი დღეს სი ძინპინს შეხვდება სამიტს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი არ დაესწრება. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან - ბურჭულაძე
თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის თქმით, 2023 წლის ბიუჯეტის მთავარი მიმართულებები სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა და შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმება იქნება. მისივე თქმით, მომავალ წელს თავდაცვის უწყება 25%-ით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებს; ეს ბიუჯეტი არის დივერსიფიცირებული ასევე, ხარჯვით ნაწილშიც. "ჯუანშერ ბურჭულაძემ პრემიერ-მინისტრის დაპირება კიდევ ერთხელ აღნიშნა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა: „თქვენ ნახეთ პრემიერის დაპირება, რომ იანვრიდან ანაზღაურება 20 პროცენტით გაიზრდება. 2024 წლის იანვრიდან სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება კიდევ 20 პროცენტით გაიზრდება. ეს გაგვიყვანს იმ შედეგზე, რა მიზანსაც ჩვენ ვისახავთ. აქაც ვიქნებით ძალიან პრინციპულები. მადლობა მინდა, გადავუხადო პრემიერს დიდი მხარდაჭერისთვის ყველა მიმართულებით“. მომავალი წლის ბიუჯეტის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად თავდაცვის მინისტრმა შეიარაღების შესყიდვა დაასახელა და აღნიშნა, რომ 2023 წლის დასაწყისში შეიარაღების შესყიდვასთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები დაიდება. „შესყიდვების ბიუროკრატიული ნაწილი უკვე თითქმის დასრულებულია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან რთულია, მარტივად აღარ არის ხელმისაწვდომი შეიარაღება არც ევროპაში და მთელს მსოფლიოში, ჩვენ მაინც მოვახერხეთ და ეს პროცესი გავიარეთ. 2023 წლის დასაწყისში ჩვენ დავდებთ რამდენიმე მსხვილ შესყიდვის ხელშეკრულებას ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. ჯუანშერ ბურჭულაძემ ბიუჯეტის კონტექსტში მიმდინარე წელიც მიმოიხილა და განმარტა, რომ ასიგნება თავდაცვის უწყებას ბოლო კვარტალში გაეზარდა 90 მილიონით, რომლიდანაც 10 მილიონი სესხის ეკონომიის შემცირებით მოხდა და შესაბამისად, ასიგნებაში დაემატა. „წელს ჩვენ ამ ბიუჯეტით კიდევ მოვამატეთ ანაზღაურება, კიდევ უფრო მეტი ხელშეკრულების დადების საშუალება მოგვეცა. ხელფასები წელს გავზარდეთ 20-დან 25 პროცენტამდე სამხედრო მოსამსახურეებისთვის“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
საქართველომ და აზერბაიჯანმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას მოაწერეს ხელი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს. ჯუანშერ ბურჭულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეგიონული მტკიცე თანამშრომლობა აუცილებელი გზაა უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად. „შეხვედრაზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმო საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას, ისევე როგორც სამმხრივი (აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველო) თანამშრომლობის ფორმატის შემდგომ განვითარებას. ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე და სამომავლო საკითხები განიხილეს და ხელი მოაწერეს თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის 2023 წლის გეგმას. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე, საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. პირისპირ შეხვედრამდე, თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გაიმართა. დღესვე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა, ზაქირ ჰასანოვმა და დელეგაციის წევრებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაცია, თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრება“,- აღნიშნულია თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
თბილისში, 12 პრობლემური კვანძია, რომლებსაც სჭირდება მოწესრიგება - კალაძე
თბილისში, 12 პრობლემური კვანძია, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება, თუმცა ამ სამუშაოების ერთდროულად განხორციელება ვერ ხერხდება, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. „წელს ჩავატარეთ ორი გამზირის განახლება - მელიქიშვილი, რომელიც ჯერ არ დასრულებულა, თუმცა მალე იქნება დამთავრებული. ასევე ქეთევან დედოფლის გამზირი და მომავალ წელს ვგეგმავთ წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია-განახლებას, რომელიც ასევე ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კვანძია სატრანსპორტო მიმართულებით. გარდა ამისა, ბევრჯერ ვისაუბრე იმაზე, რომ დედაქალაქში გვაქვს დაახლოებით 12 პრობლემური კვანძი, რომელსაც სჭირდება მოწესრიგება და ამასაც მივხედავთ. ერთი პრობლემა ისაა, რომ ამ სამუშაოებს ერთად ვერ ვიწყებთ, რადგან გარკვეული პრობლემები იქმნება დედაქალაქში გადაადგილების თვალსაზრისით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს - ხუციშვილი
მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა. „როგორც იცით, საგარეო ვალის მოცულობა, რომელმაც გადააჭარბა 60%-იან ნიშნულს, გასულ წელს და უკვე მიმდინარე წელს მნიშვნელოვნად მოხდა მისი შემცირება. მიმდინარე წელს საგარეო ვალი ჩამოსცდება 40%-იან ნიშნულს და დაახლოებით 39,5%-ის ფარგლებში იქნება. დაახლოებით 20 პროცენტული პუნქტით იქნება შემცირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მნიშვნელოვნად მოხდა ამ მიმართულებით კონსოლიდაცია“, - განაცხადა ხუციშვილმა.
შოლცის თქმით, პუტინს G20-ის სამიტზე, კრიტიკის მოსმენა მოუწევდა
გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს ესმის, რატომ არ მონაწილეობს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი G20-ის სამიტში, მაგრამ თვლის, რომ რუსეთის ლიდერს მის მიმართ კრიტიკა უნდა მოესმინა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. „კარგი იქნებოდა, პრეზიდენტი პუტინი დასწრებოდა G20-ის სამიტს, მაგრამ მას მოუწევდა ყველა შეკითხვისა და ყველა კრიტიკის მოსმენა, რომელიც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაჩნდა მის მიმართ. ალბათ ამიტომაც არ არის ის იქ“, - განაცხადა შოლცმა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.
რუსული მედიის ცნობით, აშშ-ის წარმომადგენელთან მოლაპარაკების მიზნით, რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი ანკარაში ჩავიდა
რუსული მედია რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეოის შესახებ იუწყება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ანკარაში გაემგზავრა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორი სერგეი ნარიშკინი. შეხვედრის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი და შესაბამისად, არც მოლაპარაკების დეტალების შესახებ არის რაიმე გასაჯაროებული.
ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებ-მა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 14 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7172 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7179 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.07 თეთრი შეადგინა. "გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.7963 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7910 ლარსშეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.53 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1460 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.1922 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 15 ნოემბრიდან შევა ძალაში", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
სტოლტენბერგი: ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა აშშ-ში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს კიევს დასჭირდება
„ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს მას დასჭირდება, ამიტომ ,გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინას. ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ, რა ტიპის იარაღს ვაწვდით კიევს“, - ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნიდერლანდების საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „მოკავშირეები მზად არიან, გააგრძელონ სამხედრო მხარდაჭერა, ეკონომიკური მხარდაჭერა, ჰუმანიტარული მხარდაჭერა და ასევე გააგრძელონ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. ასე რომ, პრეზიდენტმა პუტინმა არამხოლოდ უკრაინელები, არამედ NATO-ს მოკავშირეები, ნიდერლანდები და პარტნიორებიც ვერ შეაფასა. რეალურად ვხედავთ, რომ არსებობს მუდმივი ძლიერი, ასევე საზოგადოებრივი მხარდაჭერა ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის მასშტაბით, რათა გაგრძელდეს უკრაინის მხარდაჭერა. ეს იყო ასევე, ვფიქრობ, შეერთებულ შტატებში ჩატარებული არჩევნების, შუალედური არჩევნების გზავნილი, რომ ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, სანამ ეს საჭირო იენაბ. ჩვენ გვაქვს ძლიერი ორპარტიული მხარდაჭერა შეერთებულ შტატებში, რათა გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა მანამ, სანამ ეს დასჭირდება, ამიტომ გზავნილი არის დიახ, ჩვენ მხარს დავუჭერთ. და ასევე, რა თქმა უნდა, მუდმივად შევაფასებთ რა ტიპის იარაღს ვაწვდით უკრაინას“, - განაცხადა სტოლტენბერგმა. „ჩვენს ინტერესებშია, უკრაინაში პრეზიდენტმა პუტინმა არ გაიმარჯვოს. ეს კატასტროფა იქნება უკრაინელებისთვის. მაგრამ ეს ასევე გახდის სამყაროს უფრო სახიფათოს. ჩვენ უფრო დაუცველები გავხდებით, რადგან უკრაინის ომიდან მიღებული გაკვეთილები პრეზიდენტ პუტინისთვის, მაგრამ ასევე სხვა ავტორიტარული ლიდერებისთვის იქნება ის, რომ როდესაც ისინი არღვევენ საერთაშორისო კანონს, როდესაც ისინი სხვა ქვეყანაში შეიჭრებიან და როდესაც იყენებენ სასტიკ ძალას, მიაღწევენ იმას, რაც სურთ. ეს ყველას უფრო დაუცველს გახდის. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ინტერესი, ჩვენი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, უკრაინას მხარდაჭერა. დიახ, ჩვენ ვიხდით ფასს: უფრო მაღალი გადასახადები, უფრო მაღალი ინფლაცია, მხარდაჭერის ეკონომიკური ხარჯები, მაგრამ ფასი, რომელსაც ჩვენ გადავიხდით, თუ წარმატებას არ მივაღწევთ, თუ პრეზიდენტი პუტინი გაიმარჯვებს, ბევრად უფრო მაღალი იქნება, რადგან მაშინ ჩვენ ვიცხოვრებთ უფრო საშიშ სამყაროში“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
სარფში, სადახლოსა და კარწახში დიდი ოდენობით არადეკლარირებული სიგარეტი გამოავლინეს
14 ოქტომბრიდან 14 ნოემბრის ჩათვლით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სარფი“, „სადახლო-საავტომობილო“ და „კარწახი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს. "ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური და კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, ჯამში - 74 860 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს. საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ბაკურიანი მომავალში შეიძლება, საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს - დავითაშვილი
საქართველოში საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დასკვნითი საინსპექციო ჯგუფი იმყოფება, რომელმაც ბაკურიანში 2023 წელს დაგეგმილი მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა და შესრულებული სამუშაოები უნდა შეაფასოს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს. „საქართველოს მთავრობის მიერ ბაკურიანში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, ბაკურიანი მომავალში შეიძლება საერთაშორისო ტურნირების რეგულარული მასპინძელი გახდეს. იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ინსპექტირება წარმატებით დასრულდება. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, ჩვენ მივიღეთ ბაკურიანში ხელოვნური გათოვლიანების აბსოლუტურად ახალი სისტემები, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა ახალი საბაგირო გზებისა და ახალი ტრასების სახით, აგრეთვე ხელოვნური გათოვლიანების სისტემის გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ხელოვნური რეზერვუარები – ეს სამუშაოები, ფაქტობრივად, დასრულებულია და ამჟამად რეზერვუარების წყლით ავსების პროცესი მიმდინარეობს. საბოლოოდ, ბაკურიანი იქნება ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი კურორტი არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიაში, არამედ საერთაშორისო მასშტაბით“, – განაცხადა ვიცე-პრემიერმა შეხვედრის დასრულების შემდეგ. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრას ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორი ირაკლი ბურჭულაძე და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კოსტავა. „2023 წელს კურორტი ბაკურიანი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელია, თავისუფალი სტილით სრიალში თხილამურითა და სნოუბორდით. დიდველისა და მიტარბის არეალში უმოკლეს ვადებში აშენდა წყლის ორი ხელოვნური რეზერვუარი (ტბა) ჯამური მოცულობით 307 000 მ3, რომელიც აუცილებელია გათოვლიანების სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის. ასევე აქტიურად მიმდინარეობს 29 კილომეტრიანი ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი. მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში აშენდა ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განხორციელებული პროექტები რჩება კურორტს და ათეული წლები მოემსახურება ბაკურიანში ვიზიტორების გაზრდილ ოდენობას, რაც ხელს შეუწყობს კურორტის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით“, – აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციაში.
ლავროვი, ბალიზე ჰოსპიტალიზაციის ფაქტს უარყოფს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უარყო ინფორმაცია, რომ ბალიზე ჩასვლისთანავე, (სადაც ხვალ G20-ის სამიტი გაიხსნება), მას ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და საავადმყოფოში მოათავსეს. ლავროვი ბალიზე, G20-ის სამიტზე ჩასვლის შემდეგ, საავადმყოფოში გადაიყვანეს - AP მანამდე რამდენიმე მსხვილი დასავლური მედია, ინდონეზიის ხელისუფლების წყაროებზე დაყრდნობით, იტყობინებოდა, რომ 72 წლის ლავროვს, სავარაუდოდ, ბალიზე გულის შეტევა ჰქონდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბალზე დღეს ჩავიდა. ის სამიტს ვლადიმერ პუტინის ნაცვლად ესწრება. რუსეთის პრეზიდენტი G20-ის სამიტს ბოლოს 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ დაესწრო. დასავლეთის სახელმწიფოების ლიდერები სამიტზე, რუსეთის პრეზიდენტისგან დისტანცირდნენ. პუტინმა სამიტი დასრულებამდე დატოვა. G20 არის სტრატეგიული მრავალმხრივი პლატფორმა, რომელიც მსოფლიოს მთავარ განვითარებულ და განვითარებად ეკონომიკებს კავშირებს. „დიდ ოცეულს“ მომავალი გლობალური ეკონომიკური ზრდისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად სტრატეგიული როლი აქვს. ერთად, G20-ის წევრები წარმოადგენენ მსოფლიო მშპ-ს 80 პროცენტზე მეტს, საერთაშორისო ვაჭრობის 75 პროცენტს და მსოფლიო მოსახლეობის 60 პროცენტს. G20-ის წევრები არიან: არგენტინა, ავსტრალია, ბრაზილია, კანადა, ჩინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ინდოეთი, ინდონეზია, იტალია, იაპონია, კორეის რესპუბლიკა, მექსიკა, რუსეთი, საუდის არაბეთი, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები და ევროკავშირი. მუდმივ სტუმრად მიწვეულია ესპანეთიც.