ძებნის რეზულტატი:
უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები დროებით გადატანილია გმირთა მემორიალთან - თბილისის მერია
თბილისის მერიის განცხადებით, უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. „გვინდა, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მეომართა ფოტოსურათები, რომელიც საახალწლო დღესასწაულისთვის განკუთვნილ სივრცეში იყო განთავსებული, დროებით გადატანილია გმირთა მოედანზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან. ახალ წელს ხვდებიან და ქალაქებს ნაძვის ხეებით რთავენ საომარ მდგომარეობაშიმყოფ უკრაინაშიც კი. ამ ფონზე, ცალკეული პოლიტიკოსების მცდელობა, თბილისელებს წაართვან ახალი წელი, ნაძვის ხეს შემოავლონ შავი ლენტები და დაღუპული მებრძოლების ფოტოსურათები განათავსონ სადღესასწაულო სივრცეში, არანაირ მორალურ ჩარჩოში არ ჯდება. აქედან გამომდინარე, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლთა ფოტოსურათები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან გადაეტანა. ამით, პირველ რიგში, პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას და თბილისელებსაც მიეცემათ ახალი წლის სათანადოდ აღნიშვნის შესაძლებლობა. ახალ წელს სიხარულით ელის ყველა, განსაკუთრებით, პატარები. დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე და რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ადგილი, სადაც ადამიანები ახალ წელს ბედნიერებას და სიხარულს დაიბედებენ“, - ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექსპრეზიდენტ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე სხდომა საქალაქო სასამართლოში, გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა. სასამართლო პროცესი გადაიდო და ის 14 დეკემბერს, 11:00 საათზე გაიმართება. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით პროცესი მიხეილ სააკაშვილის გარეშე მიმდინარეობდა. მოსამართლემ სასამართლო სხდომაზე წაიკითხა „ვივამედისგან“ მიღებული წერილი, რომლის თანახმად, ექიმებმა მიხეილ სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანის ნებართვა არ გასცეს. პროცესი სააკაშვილის დისტანციური ჩართვის მოწყობის მიზნით გადაიდო. ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განმარტა, რომ ვინაიდან ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ყოფილმა პრეზიდენტმა სხდომაზე გამოცხადება ვერ შეძლო, მისი ჩართვა დისტანციურად უნდა განეხორციელებინათ. ამასთან, დღევანდელ პროცესზე მოსამართლემ სახალხო დამცველის მოსაზრება და დამატებითი დოკუმენტები მიიღო, რომლის გაცნობასაც, მისი განცხადებით, დრო სჭირდება. მანამდე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და სააკაშვილის მხარდამჭერები შეიკრიბნენ. ისინი აცხადებდნენ, რომ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ, თუ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურლანობის გაგრძელების საშულებას არ მისცემენ. შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების თაობაზე შუამდგომლობა ადვოკატებმა წარადგინეს. უფრო ადრე, 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
ლიეტუვის სასამართლომ, შოიგუს შვილების დედას, ქვეყანაში ცხოვრების ნებართვა გაუუქმა
ვილნიუსის რაიონულმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ ძალაში დატოვა მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილება და ელენა კამინსკას, რომელიც რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს ყოფილი მეგობარი და მისი შვილების დედაა, ლიეტუვაში ბინადრობის უფლება გაუუქმდა. სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა, გასაჩივრდეს ლიეტუვის უზენაეს ადმინისტრაციულ სასამართლოში. როგორც ლიეტუვის საგამოძიებო დეპარტამენტმა ოქტომბერში განაცხადა, კამინსკასი ითვლება შოიგუს უკანონო შვილების დედად და მისი ოთხი შვილიდან სამი ლიეტუვის მოქალაქეა. ელენა კამინსკასს ლიეტუვაში 2017 წლიდან ჰქონდა დროებითი ბინადრობის ნებართვა. ლიეტუვის მიგრაციის დეპარტამენტში არ განმარტავენ, რატომ ჩამოართვეს კამინსკასს დროებითი ბინადრობის ნებართვა. რამდენიმე თვის წინ წერილობით პასუხში დეპარტამენტმა მიუთითა, რომ სხდომაზე არგუმენტებს ადვოკატები წარმოადგენენ.
საფრანგეთმა უკრაინას საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა
საფრანგეთმა უკრაინას გათბობის სეზონისთვის საშუალო სიმძლავრის 100 გენერატორი გადასცა. ამის შესახებ უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება. ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს გენერატორების გადაცემის ცერემონიაზე, ბენჟამინ რორიგმა, უკრაინაში საფრანგეთის საელჩოს მრჩეველმა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საფრანგეთმა დაიწყო უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის ორგანიზება სრულმასშტაბიანი ომის პირველ კვირებში. მთლიანობაში, უკრაინისთვის დღემდე გაგზავნილია 32 ჰუმანიტარული ტვირთი, რომელიც ენერგეტიკის სექტორისთვის დახმარებას მოიცავს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
უკრაინა: ოკუპანტების იერიშს დონეცკის ოლქში, ხუთი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ოკუპანტების იერიშს დონეცკის ოლქში ხუთი მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო ავრცელებს. "სამი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა ბახმუტში, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთი ეპიცენტრია. ერთი მოქალაქე დაიღუპა ტორეცკში, ერთი კი ნეტაილვში", - განაცხადა პაველ კირილენკომ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი მსოფლიო ჩემპიონია
ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. "ქართველი უშუისტი საბა ბუთხუზი ინდონეზიის ქალაქ ტანგერანგში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია, ფინალურ შეხვედრაში ქართველმა სპორტსმენმა ჩინეთის წარმომადგენელი მაკაო დაამარცხა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
პატრიარქი: ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა
ჯამბულათ ხოფერია საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა, - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო, სამძიმარი გამოთქვა. წერილს საქართველოს საპატრიარქო აქვეყნებს. უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჯამბულათ ხოფერია საქართველოში ჩამოასვენეს "ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო გამოვთქვამთ გულისტკივილს უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის, - ჯამბულათ ხოფერიას გარდაცვალების გამო. იგი საქართველოსთვის მებრძოლი ოჯახის შვილია და თავადაც სიცოცხლე სხვათა დასაცავად გასწირა. ღმერთი შეეწიოს და მის უკვდავ სულს თვისი სავანე დაუმკვიდროს; ოჯახის წევრებსა და ახლობლებს კი ლოცვის ძალა მისცეს და განაძლიეროს რწმენამ იმისა, რომ სიკვდილი რეალურად არ არსებობს და რომ გარდაცვალება მხოლოდ დროებითი განშორებაა ახლობლებთან. ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი"- ვკითხულობთ განცხადებაში.
ბრიტანეთმა მოლდოვიდან გაქცეულ პრორუს ოლიგარქებს სანქციები დაუწესა
დიდმა ბრიტანეთმა, სანქციების სიაში მოლდოველი პრორუსი პოლიტიკოსი, ოლიგარქი ილან შორი და ქვეყნიდან გაქცეული ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი შეიყვანა. აშშ-მ მოლდოვაში, ათობით ადამიანსა და ორგანიზაციას, კრემლთან კავშირისთვის სანქციები დაუწესა „ილან შორი პარტია „შორის“ თავმჯდომარეა მოლდოვაში, 2014 წელს მოლდოვის საბანკო თაღლითობის სკანდალშია ჩართული. შორს ბრალი ედებოდა ქრთამის აღება, რათა 2014 წელს ბანკის თავმჯდომარის თანამდებობა მოეპოვებინა. ვლადიმერ პლაჰოტნიუკი, ბიზნესმენი და ყოფილი პოლიტიკოსია, რომელიც მოლდოვის მართლმსაჯულებას ემელება კორუფციაშია ბრალდებული“, - ნათქვამია ბრიტანეთის მთავრობის განცხადებაში. მოლდოვაში პრორუსული პარტია „შორი“ შესაძლოა, არაკონსტიტუციურად გამოაცხადონ აშშ-მ მოლდოველ ოლიგარქებს სანქციები დაუწესა ნოემბერში მოლდოვამ გაქცეული ოლიგარქი პლახოტნიუკი დაუსწრებლად გაასამართლა. აშშ-ს ზეწოლის ქვეშ, 2019 წელს პოლიტიკური კრიზისის გამწვავების ფონზე, პლახოტნიუკმა მოლდოვა დატოვა. პლახოტნიუკის ხანგრძლივი პოლიტიკური კარიერა 2019 წლის ივნისში მას შემდეგ დასრულდა, რაც პოლიტიკური კრიზისის შედეგად, პაველ ფილიპის მთავრობა გადადგა. 2020 წლის იანვარში, აშშ-მ ვლად პლახოტნიუკს სანქციები დაუწესა. რაც შეეხება შორის, მას 2017 წელს, მოლდოვის სასამართლომ 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას მოლდოვის ტერიტორიის დატოვება ჰქონდა აკრძალული. 2018 წლის თებერვალში შორი პარლამენტის დეპუტატი გახდა. მოლდოვაში, 2019 წლის ივნისში, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, ქვეყანა დატოვა, რის შემდეგაც მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა და სადეპუტატო იმუნიტეტი ჩამოერთვა. მედია წერდა, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში, მოლდოვაში გამართული აქციების უკან სწორედ ის იდგა. მოლდოვის მთავრობა „შორის“ პარტიის გასაუქმების გზებს განიხილავს.
ყოველ წუთს შეიძლება, უბედურება დატრიალდეს - ალასანია
ყოველ წუთს შეიძლება უბედურება დატრიალდეს, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ სასამართლო პროცესის გადადების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. რა წერია სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი ექიმების ჯგუფის დასკვნაში სააკაშვილთან დაკავშირებით „ვერაფერს ვვარაუდობ, არანაირი მოლოდინი არ მაქვს. თუ დავუჯერებთ პრემიერ-მინისტრს, მოვისმინეთ რაც მოვისმინეთ. არსებობს სასამართლოც, რომელიც, ჯერჯერობით, არ გამართულა. დიდი დროც არ არის გადადების, დიდი ვადა არაა, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ეს ჩემი შვილი ისეთ მძიმე მდგომარეობაშია, ყოველ წუთს შეიძლება რაღაც უბედურება დატრიალდეს“, - განაცხადა ალასანიამ. 8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა „მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია „ვივამედის“ კლინიკური დეირექტორი: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია რატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილება გიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილი უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
პრემიერ-მინისტრი: უკრაინაში გენერატორები გაიგზავნება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, უკრაინელი ხალხისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, გენერატორების შესყიდვა განხორციელდება. ანდრი კასიანოვი: საქართველოს ერთი თვის წინ ვთხოვეთ გენერატორები, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია აღნიშნული საკითხის უმოკლეს ვადებში შესრულება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაევალა. როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას უკრაინელ მეგობრებს. „როგორც მოგეხსენებათ, ომის დაწყების დღიდან, საქართველოს მთავრობა საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში არასოდეს აკლებდა ყურადღებას ჩვენს უკრაინელ მეგობრებს, უკრაინის მოსახლეობას და მაქსიმალურად ცდილობდა, ყველანაირად დახმარებოდა მათ. ამის დასტურია ის, რომ საქართველო პირველ ადგილზე რჩება იმ ქვეყნებს შორის, ვინც ჰუმანიტარული დახმარება გაუწია ამ სახელმწიფოს. მინდა აუცილებლად აღვნიშნო ის მხარდაჭერა, რომელსაც სახელმწიფო დღეს აგრძელებს. 26 000 ადამიანი, უკრაინის მოქალაქე, რომელიც დღეს საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს, იღებს სათანადო ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე შესაბამის მხარდაჭერას საგანმანათლებლო და სამედიცინო მიმართულებით. 2345 ახალგაზრდა დღეს სხვადასხვა სკოლაში სწავლობს დღეს საქართველოში, მათ შორის 1565 - უკრაინულ ენაზე. 900-ზე მეტ ადამიანს გაეწია სამედიცინო მხარდაჭერა, რეფერალური პროგრამების ფარგლებში, სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში. პირველი დეკემბრის მდგომარეობით, დაახლოებითი მხარდაჭერა, რაც სახელმწიფომ გაუწია უკრაინის მოქალაქეებს, 32 მილიონ ლარს შეადგენს. ჩვენი მხარდაჭერა არასოდეს შეჩერებულა და გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელიც გამოწვეული იქნა, სხვადასხვა წინადადებების თითქოს განუხილველობის გამო, რომელიც საქართველოს სხვადასხვა უწყებებში შევიდა, მათ შორის, მთავრობის ადმინისტრაციაში. ჩვენ ყველა ამ წინადადებას ძალიან დეტალურად ვსწავლობთ და პრემიერის დავალებით, კონკრეტულად, გენერატორებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით, მოხდება შესაბამისი შესყიდვის განხორციელება ეკონომიკის სამინისტროს ხაზით და გაიგზავნება შესაბამისი მხარდაჭერა და ის ტექნიკა, რომელიც მოთხოვნილია, ჩვენს უკრაინელ მეგობრებთან“, - განაცხადა რევაზ ჯაველიძემ.
მედია: რუსეთის საავტომობილო ბაზარი, ჩინურ ბრენდებს დარჩათ
Reuters-ი წერს, რომ 2022 წლის ბოლოსთვის რუსეთში მხოლოდ ავტომობილის 14 ბრენდია დარჩენილი, წლის დასაწყისში კი მათი რაოდენობა 60 იყო. გამოცემა წერს, რომ რუსეთის ბაზარზე არსებული 16 ბრენდიდან 14 ჩინურია. 60 უცხოური ბრენდიდან 36-მა რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა. Gazeta.ru-სთან ექსპერტები აცხადებენ, რომ რუსეთში ავტომობილების ბაზარი ახლა „ჩინურია“ და ამ ქვეყნების პროდუქციას ბაზრის 78%-ი უკავია. Reuters-ის ცნობით, რუსეთში ახალი მანქანების გაყიდვები 61%-ით დაეცა.
Google-ს სასამართლომ არასწორი ინფორმაციის წაშლა დაავალა
ევროპის უმაღლესმა სასამართლომ განაცხადა, რომ Google-მა უნდა წაშალოს ყველა მონაცემი, რომელიც მომხმარებლების მიერ დადასტურდა, როგორც ყალბი. საძიებო სისტემის ოპერატორმა უნდა გააუქმოს მითითებულ შინაარსში ნაპოვნი ინფორმაცია, სადაც პირი ითხოვს მის წაშლას და ადასტურებს, რომ ასეთი ინფორმაცია აშკარად არაზუსტია. გადაწყვეტილება კონკრეტულ შემთხვევასთან იყო დაკავშირებული, როდესაც საინვესტიციო კომპანიების ჯგუფის ორმა მენეჯერმა ითხოვა Google-სგან, რომ კონკრეტული ძიების შედეგები გაეუქმებინა. ორივე მათგანი ამტკიცებს, რომ ეს სტატიები შეიცავს არაზუსტ განცხადებებს და ასევე მოითხოვს შესაბამისი ფოტოების წაშლასაც. თუმცა Google-მა უარი განაცხადა ამ თხოვნის შესრულებაზე, რადგან „არ იცოდა, ამ სტატიებში მოცემული ინფორმაცია ზუსტი იყო თუ არა“.
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები და თანხა გამოავლინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრების მიერ, საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, ეჭვის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის, ა.ტ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 900 გრამი ოქროს საიუველირო ნაკეთობები გამოვლინდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 72093,37 ლარი შეადგინა. საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა. საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ამავე საბაჟო გამშვებ პუნქტში, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ი.ი.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული თანხა, ჯამში, 103 450 აშშ დოლარი გამოავლინეს. არადეკლარირებული თანხის საერთო რაოდენობამ, ეროვნული ბანკის გაცვლითი კურსის მიხედვით, ჯამში 2798 94, 32 ლარი შეადგინა. საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევი მოქალაქე, სანქციის სახით, (თანხის 10%- ის ოდენობა) ჯამში - 27989,432 ლარით დაჯარიმდა.
პროკურატურის ცნობით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრს ბრალდება წარედგინა
საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებისა და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. სუს-ი იუწყება, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტერორისტული ორგანიზაცია ISIS-ის წევრი დააკავეს მათივე ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გაწევრიანდა ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოში“ და სირიის ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ წარმოებულ შეიარაღებულ მოქმედებებში აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ასევე, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდასაჭერად ტერორისტული საქმიანობის პროპაგანდას ეწეოდა. სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 დეკემბერს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328-ე მუხლით (უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანება და ტერორისტულ საქმიანობაში მისი დახმარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
ცნობილია, რას ეძებდნენ 2022 წელს მომხმარებლები Google-ში ყველაზე ხშირად
Google-მა საძიებო მოთხოვნების ყოველწლიური რეიტინგის Year in Search-ის შედეგები გამოაქვეყნა. აღმოჩნდა, რომ 2022 წელს სერვისის მომხმარებლები საძიებო ზოლში ყველაზე ხშირად წერდნენ სიტყვა Wordle-ს, რომელიც ონლაინ თამაშის სახელია. მიმდინარე წლის მთავარმა მოვლენამ, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულმა ომმა Google-ის რეიტინგზეც იმოქმედა. თუმცა 2022 წლის ათი ყველაზე გავრცელებული მოთხოვნადან შვიდი Wordle-ის პასუხებია, მათ შორის ხუთასოიანი ინგლისური სიტყვები, როგორიცაა "cacao", "homer", "canny", "foray", "trove", "saute" და "tacit". ასევე Ukraine არის მესამე სიტყვა, რომელიც პოპულარული გახდა Google-ს საძიებო სისტემაში. ხოლო იმ ადამიანების სიაში, ვისაც Google-ს სისტემაში ყველაზე ხშირად ეძებენ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მეოთხე ადგილი დაიკავა. 2022 წელს უკრაინაში ყველაზე პოპულარული საძიებო ტერმინი იყო „საჰაერო განგაშის რუკა“. მსოფლიო ახალი ამბების რეიტინგში, რომლითაც ყველაზე მეტად Google-ის მომხმარებლები დაინტერესდნენ, პირველ ადგილზე უკრაინა იყო, მეორეზე - ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II-ის გარდაცვალება. ამ კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა საძიებო შეკითხვამ „election results“ (არჩევნების შედეგები), მეოთხე „Powerball numbers“ (Powerball numbers, ანუ ამერიკული ლატარიის შედეგები) და მეხუთე - მაიმუნის ყვავილმა (monkeypox, ახლახან. ეწოდა mpox WHO). იმ ადამიანების სიაში, ვისაც Google-ს სისტემაში ხშირად ეძებენ, ყველაზე პოპულარული მასხიობი ჯონი დეპი იყო. 2022 წლის ზაფხულში ის სიის სათავეში, ყოფილ მეუღლესთან ამბერ ჰერდის სკანდალურ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მოექცა. მსოფლიო რეიტინგში მეორე ადგილზე მსახიობი უილ სმიტი იყო, რომელიც რეიტინგში ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის დროს მომხდარი სკანდალის გამო მოხვდა. ის ცერემონიის დროს პირდაპირ ეთერში, კომიკოს კრის როკს , თავის ცოლზე ცუდი ხუმრობის გამო ფიზიურად გაუსწორდა.
პროკურატურა: კორუფციული დანაშაული გამოვავლინეთ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 11 200 ლარი გადასცა. ვინაიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და აღნიშნულის შედეგად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საქმეზე - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი მოსკოვს გადაწყვეტილებების აღსრულებისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი აცხადებს, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, მიუხედავად ორგანიზაციიდან მისი გარიცხვისა. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შეასრულოს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რუსეთის ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო, კვლავ გამოთქვამს წუხილს. კომიტეტმა ასევე მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, დაიწყოს განაჩენის აღსრულება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II), რომელიც დაკავშირებულია 2008 წელს საქართველოში შეიარაღებულ კონფლიქტთან. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I) საქმეზე დღეს გამოქვეყნებულ შუალედურ რეზოლუციაში, მინისტრთა კომიტეტმა აღნიშნა: „მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის 16 მარტს ევროპის საბჭოს წევრობა შეუწყვტეს, რუსეთის ფედერაციას მაინც მოეთხოვება განახორციელოს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები და მინისტრთა კომიტეტი აგრძელებს მათ აღსრულებაზე ზედამხედველობას“. მინისტრთა კომიტეტმა ასევე მიიღო შუალედური დადგენილება საქმეზე საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II). კომიტეტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას, წარუდგინონ მინისტრთა კომიტეტს გადაწყვეტილების აღსრულების გეგმა და გამოიძიონ საომარი მოქმედებების აქტიურ ფაზაში, ასევე ოკუპაციის პერიოდში ჩადენილი მძიმე დანაშაულები. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა თავისი ღრმა შეშფოთება, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში, საკუთარ სახლებში საქართველოს მოქალაქეების დაბრუნების შეუძლებლობის გამო და დაჟინებით სთხოვს რუსეთის ფედერაციას, რომელსაც აქვს ეფექტიანი კონტროლი ამ რეგიონებზე, უზრუნველყოს დაყოვნების გარეშე დაბრუნების მსურველთა უსაფრთხო დაბრუნება თავიანთ სახლებში. მინისტრთა კომიტეტი ორივე საქმის აღსრულების განხილვას 2023 წლის მარტში განაახლებს. შეგახსენებთ, 2019 წლის 31 იანვარს მიღებული გადაწყვეტილებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთის ფედერაციას იმ ზიანის ასანაზღაურებლად, რომელიც 2006 წელს რუსეთიდან ქართველების მასობრივ დეპორტაციას უკავშირდება, 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა. სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრება, დაკავება და კოლექტიური გაძევება რუსეთიდან 2006 წლის შემოდგომაზე, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევაა. ამასთან, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 2021 წლის 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე, ასევე პროცედურული თვალსაზრისით მე-2 მუხლის დარღვევაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ მან ვერ უზრუნველყო ეფექტიანი გამოძიება 2008 წლის ომის შემდეგ სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტზე. შეგახსენებთ, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაარღვია. სტრასბურგის სასამართლო ადასტურებს, რომ რუსეთმა განახორციელა ეთნიკური წმენდა . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი პასუხისმგებელია ქართველი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წამებაზე . სტრასბურგის სასამართლო: რუსეთი ახორციელებდა ეფექტიან კონტროლს ცხინვალის რეგიონზე.
რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობები ახლა გაყინვის ფაზაშია - ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატა
ფინური ბიზნესის მხოლოდ 4% რჩება რუსეთში, რაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ მნიშვნელოვანი კლებაა. ამას მოწმობს ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მონაცემები, წერს Evropeyskaya Pravda Euractiv-ზე მითითებით. ნოემბრის შუა რიცხვებში ჩატარებულმა გამოკითხვამ 123 მსხვილ საექსპორტო კომპანიას შორის აჩვენა, რომ მათგან მხოლოდ 4% აგრძელებს ბიზნესს რუსეთში, ხოლო 81%-მა შეწყვიტა საქმიანობა ქვეყანაში, ხოლო 15%-მა განაცხადა, რომ ქვეყნიდან გასვლის პროცესი გრძელდება. ფინეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ლინა ტოივაკკას თქმით, უკრაინაში ომის დაწყებისას, რუსეთში ექსპორტი ფინეთის მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 5%-ს შეადგენდა. კომპანიებმა რისკების მინიმიზაცია 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსიიდან მალევე დაიწყეს. „რუსეთთან ვაჭრობა ახლა გამყინვარების ხანაში გადის. ის შეიძლება გაგრძელდეს ათწლეულების განმავლობაში, რადგან ნდობა გაქრა, აღმოსავლეთის საზღვრებს მიღმა ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, რომ ვაჭრობა აღდგეს", - თქვა ტოივაკკამ.
გერმანია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს
გერმანია უკრაინას დამატებით სამხედრო დახმარებას გადასცემს. ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩომ Twitter-ზე განაცხადა. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა საუბარია 18 RCH-155 თვითმავალ საარტილერიო სამაგრზე, 80 პიკაპზე, 7 სატვირთო მანქანასა და 90 ერთეულ თვითმფრინავის საწინააღმდეგო აღჭურვილობაზე. საელჩომ ასევე აღნიშნა, რომ გასული კვირის განმავლობაში უკრაინამ 20 დინგოს ტიპის ჯავშანმანქანა და 2 ერთეული M1070 Oshkosh-ის ტიპის მძიმე ტრაქტორი მიიღო. გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პარტია გადასცა შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
თურქეთი ნავთობით დატვირთულ ტანკერებს, ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში დაზღვევის გარეშე არ გაატარებს
თურქეთი ტვირთის დაზღვევის გარეშე, ნავთობით დატვირთულ ტანკერებს ბოსფორსა და დარდანელის სრუტეებში არ გაატარებს. რუსულ ნავთობზე ფასების შეზღუდვის შემდეგ, თურქეთის სანაპიროებთან ნავთობის ტანკერების საცობი წარმოიქმნა ამის შესახებ თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საზღვაო საქმეთა გენერალურმა დირექტორატმა განაცხადა. დეპარტამენტში განაცხადეს, რომ ეროვნულ და საერთაშორისო მედიაში, ცრუ ინფორმაციის შემცველი ახალი ამბები გაჩნდა, რომ თურქეთის სრუტეებში ნედლი ნავთობით დატვირთული ტანკერები გაატარეს. „თურქეთი არ არის ვალდებული შეასრულოს სხვა ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების სანქციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები, გარდა გაეროს უსაფრთხოების მიერ მიღებული დირექტივებისა. თუმცა, ჩვენ არ ვიღებთ რისკს, რომ სადაზღვევო კომპანია არ დაფარავს თავის პასუხისმგებლობას უბედური შემთხვევის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება სანქცირებული გემის თურქეთის სრუტეშ გავლისას მოხდეს“, - ნათქვამია თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში. 5 დეკემბერს ძალაში შევიდა ევროკავშირის გადაწყვეტილება რუსეთიდან ნავთობის მიწოდებაზე ემბარგოს დაწესების შესახებ, რომელიც საზღვაო ტრანსპორტით ნავთობის გადაზიდვებზე ფასის ჭერს ითვალისწინებს. რუსული ნავთობის ჭერის ფასი, სამომავლოდ ფასის შეცვლის შესაძლებლობით, 60 დოლარით განისაზღვრა.