ძებნის რეზულტატი:

პიტერ სტანო: საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე

ევროკავშირის პრესსპიკერი პიტერ სტანო Twitter-ზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა. „ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბოლო შემაშფოთებელ ცნობებს. საქართველოს  ხელისუფლება პასუხისმგებელია მის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე და ვალდებულია მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა მას ჰქონდეს შესაბამისი სამედიცინო დახმარება“, - წერს პიტერ სტანო სოციალურ ქსელში.  მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ევროკავშირის ელჩი: ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს - შეფასება იქნება დამსახურებაზე

ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. „ვფიქრობ, თქვენ არ უნდა განიხილოთ 12 რეკომენდაცია, როგორც პაკეტი. შეფასება იქნება დამსახურებაზე. ის დამოკიდებული იქნება საკანონმდებლო ნაბიჯებზე, იმაზე, თუ როგორ ჩატარდება პროცესი. პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, კონსტრუქციული. ჯერ დრო არის. ევროკომისია შეაფასებს 12 რეკომენდაციის შესრულებას მომავალ წელს და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება წევრი ქვეყნების მიერ ერთხმად, მომავალი წლის ბოლოს. ასე რომ, თითები გადაჯვარედინებული მაქვს ყველა ძალისხმევისთვის. ჯერ არის დრო და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველო მიიღებს ამას. ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველაფერს ვცდილობთ დასახმარებლად“, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი - გადაი

უახლოეს მომავალში ლუგანსკის ოლქიდან კარგი სიახლეებია მოსალოდნელი, – ამის შესახებ ლუგანსკის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი „ტელეგრამ“ არხში წერს. უკრაინის გენშტაბი რუსეთის დანაკარგებზე მორიგ ცნობებს ავრცელებს „ნელ-ნელა წინ მივიწევთ! არ უნდა ველოდოთ სწრაფ ოპერაციას, თუმცა დარწმუნებული ვარ, უახლოეს დროში გენშტაბი კარგი სიახლეებით გაგვახარებს“, – განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა

ბელორუსის ეროვნულმა ბანკმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა. ამის შესახებ მარეგულირებლის პრესსამსახურმა დღეს განაცხადა. აღნიშნულია, რომ ბოლო დროს ბელორუსის სავაჭრო პარტნიორები გადახდებს ძირითადად ეროვნულ ვალუტაში ახორციელებენ. ხოლო ევრაზიული „ხუთეულის“ ქვეყნებთან, პირველ რიგში, რუსეთთან, ასევე ჩინეთთან ვაჭრობის ზრდის გამო, წინა პლანზე გამოდის რუსული რუბლი და ჩინური იუანი. „ამავდროულად, ევროკავშირის ქვეყნებთან სავაჭრო ბრუნვის შემცირების ფონზე, შემცირდა ანგარიშსწორებები ევროში“, - ნათქვამია მარეგულირებლის განცხადებაში. ამ პირობებში, ბელორუსის ეროვნული ბანკის პრესსამსახურში აღნიშნავენ, რომ სავალუტო ბირჟაზე გაიზარდა რუსული რუბლით ტრანზაქციების რაოდენობა. ამასთან, შემცირდა ევროპულ ვალუტასთან ტრანზაქციების წილი. შესაბამისად, ბელორუსის ეროვნული ბანკი 12 დეკემბრიდან ევროს სავალუტო კალათიდან გამორიცხავს. კალათის სტრუქტურა, თავის მხრივ, ასე გამოიყურება: რუსული რუბლი - 60%, აშშ დოლარი - 30%, იუანისთვის - 10%.  

ევროკავშირის ელჩის თქმით, ანაკლიის პორტით ევროპული ბიზნესია დაინტერესებული

ევროპული კომპანიები ანაკლიის პორტით არიან დაინტერესებულები. ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ახალმა ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ "ბიზნეს ფორმულას" განაცხადა. ეკონომიკის სამინისტრო ჯერ არ ასახელებს, თუ რომელ ინვესტორებს აინტერესებთ ანაკლიის პორტი  „როგორც ვიცი, ფოთში არსებული პორტის განახლება იგეგმება, რაშიც ჩართულები არიან ევროპული კომპანიები. ასევე არის გეგმები ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დასაწყებად. ამ საკითხის მიმართ ასევე დიდი ინტერესი აქვთ ევროპულ კომპანიებს,“ - ამბობს ელჩი. საქართველოს მთავრობა ანაკლიის პორტზე ახალი ტენდერის გამოცხადებას გეგმავს მისივე თქმით, ევროკავშირის სურვილია, რომ საქართველოში ინფრასტრუქტურა და სატრანსპორტო კავშირები მეტად განვითარდეს. „ცოტახნის წინ საქართველოში ევროკომისრის ვიზიტის ფარგლებშიც გახდა ცნობილი, რომ გვინდა საქართველო და ევროკავშირი ერთმანეთს ელექტროკაბელით დაუკავშირდნენ“, - ამბობს პაველ ჰერჩინსკი. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის პროექტზე, ახალი ტენდერის გამართვის ვადები უცნობია მისივე განცხადებით, ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფნის“ საკითხს, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. „რუსეთის მიერ ომის დაწყების შემდეგ საქართველოზე გამავალმა შუა დერეფანმა მეტი მნიშვნელობა შეიძინა და ჩვენ ამ ყველაფერში მხარს ვუჭერთ თქვენს ქვეყანას“, - განაცხადა ელჩმა. კელი დეგნანის თქმით, ანაკლიის პორტის პროექტით რამდენიმე კვალიფიციური ოპერატორი დაინტერესდა ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა.  2022 წლის 1 თებერვალს საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტი დღეს საქართველოსთვის ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობას წარმოადგენს.  2021 წლის 6 ივლისს  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ფილიპ რიკერმა Europetime-ს განიცხადა, რომ ანაკლიის პორტი ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.  2021 წლის 4 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობაზე ახალ ტენდერს გამოაცხადებს.  ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა (ADC) და მისმა ჰოლანდიელმა ინვესტორმა, ბობ მეიერმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი შეიტანეს. სარჩელის შეტანა 2020 წლის 30 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ტედ ჯონასმა და იურიდიული ფირმის, BLC-ის მმართველმა პარტნიორმა ქეთევან ქვარცხავამ დააანონსეს. 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. ასევე წაიკითხეთ  ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა  

ბრიუსელში, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე დაგეგმილ მინისტერიალს ილია დარჩიაშვილი დაესწრება

12 დეკემბერს ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის მონაწილე ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავენ. მინისტერიალს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი დაესწრება. ევროპელი დიპლომატები 12 დეკემბერს ბელგიაში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე იმსჯელებენ.  

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 9 პირი, - ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს „ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1987 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი, ვ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის მართვის ქვეშ არსებული ავტომობილიდან მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, მჭიდი და 8 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამავე ბრალდებით 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ბ. თბილისში დააკავეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღი, თავიდან მოშორების მიზნით, ავტომობილის ფანჯრიდან გადააგდო. სამართალდამცველებმა აღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ხ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და ვაზნები ნივთმტკიცებად ამოიღო. კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის და ახმეტის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1984 წელს დაბადებული გ.ა. და 1986 წელს დაბადებული კ.ჭ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასევე, „მარიხუანის“ უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ გ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცების სახით ამოიღო: გადაჭრილი სანადირო თოფი, 2 ვაზნა და ნარკოტიკული ნივთიერება "მარიხუანა", ხოლო კ.ჭ.-ის საცხოვრებელი სახლის და ეზოში არსებული სათავსოს ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღი და გამომშრალი „მარიხუანა“. ამავე დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტსა და ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციასთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1981 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი დ. ჯ. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების, ასევე, სახელმწიფო ნაკრძალში უკანონო ნადირობის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი, 45 ვაზნა, სანადირო თოფი, აგრეთვე, ბრალდებულის მიერ ნანადირევი იშვიათი ჯიშის კავკასიური ჯიხვი. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მარტვილის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1969 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ზ.თ. დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ცეცხლსასროლი პისტოლეტი და 1 ვაზნა. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა კი 1978 წელს დაბადებული მ.დ. ასევე ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 66 ვაზნა. რაც შეეხება 1969 წელს დაბადებულ რ.ი.-ს, იგი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს რ.ი.-ს მიერ უკანონოდ შენახული ცეცხლსასროლი იარაღი და 8 ვაზნა. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 273-ე და 301-ე მუხლებით მიმდინარეობს“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ოკუპირებული სოხუმის სკოლებში ანტიტერორისტული შემოწმება ტარდება

გამნაღმველებმა ოკუპირებულ აფხაზეთში, გვიან ღამით სოხუმის რამდენიმე სკოლა შეამოწმეს. ამის შესახებ Ekhokavkaza წერს.  მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ინფორმაციას ამოწმებენ. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, ყველა მშობელმა ვერ შეძლო სიმშვიდის შენარჩუნება და სამშაბათს დილით ბევრმა მშობელმა შვილები სკოლაში არ გაუშვა. „ცენტრალურ სკოლებში რატომღაც მშობლები პანიკას ქმნიან, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს. ყოველთვის უნდა იყოს სიფხიზლე და თუ სპეციალისტები ატარებენ რაიმე სახის პრევენციულ ღონისძიებებს, მაშინ, პირიქით, მათ უნდა დაეხმარონ“, - განმარტა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ასტანდა ტარკილმა. ოკუპირებული აფხაზეთის პორტალის ცნობით, დღეს სოხუმის მე-2 სკოლაში სასწავლო განგაში გაიმართება. მასწავლებლები და სკოლის მოსწავლეები ტერორისტული საფრთხის შემთხვევაში ქცევის წესებს გაეცნობიან.  

ევროკავშირის ელჩი: „შუა დერეფანს“ უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ, განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირი სერიოზულად განიხილავს „შუა დერეფანს“, რომელსაც უკრაინის ომის ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ყასიმ ჟომართ თოყაევი: ტრანსკასპიური მარშრუტის შემდგომ განვითარებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს „როგორც იცით, რასაც ჩვენ ვეძახით „შუა დერეფანს“, რომელიც საქართველოზე გადის, არის ის, რასაც უკიდურესად სერიოზულად ვუყურებთ და განსაკუთრებით ახლა, უკრაინაში რუსეთს სასტიკი ომის კონტექსტში. ახალ რეალობაში, ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფნის როლი გაიზრდება - ყაზახეთის პრემიერ-მინისტრი არსებობს სამხრეთ კავკასიის ალტერნატივად გამოყენების უზარმაზარი პოტენციალი, როდესაც საქმე ეხება სხვადასხვა საქონლის აზიიდან, ცენტრალური აზიიდან სამხრეთ კავკასიის გავლით ევროპაში გადატანას. თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს ჩვენ ვმუშაობთ ძალიან მჭიდროდ ქართველ პარტნიორებთან იმისთვის, რომ განვაახლოთ ინფრასტრუქტურა, გვაქვს ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა. ვსაუბრობთ დიდ ფულზე, იმისთვის, რომ ამ ინფრასტრუქტურის განახლება მოხდეს. ეს უკვე მიმდინარეობს და ამის მაგალითია აღმოსავლეთ-დასავლეთ მაგისტრალი, რომლის მშენებლობაც ევროკავშირისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს“, - აღნიშნა ელჩმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, (შუა დერეფანი) ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. ჩინეთის ელჩი: შუა დერეფნის კონცეფციის ფარგლებში, საქართველოსთან თანამშრომლობისთვის მზად ვართ TMTM -ის ასოციაციის წევრია 8 ქვეყნის 20 კომპანია, მათ შორის რკინიგზის ადმინისტრაციები, პორტები, გადაზიდვები და ლოჯისტიკური კომპანიები.

ზელენსკიმ ისაუბრა, როდის დასრულდება ომი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა იმედი, რომ ომი მომავალ წელს დასრულდება. ISW უკრაინაში პუტინის მიზნებზე წერს „მე მჯერა, რომ უკრაინელები იქნებიან ყველაზე გავლენიანები მომავალ წელს, მაგრამ უკვე მშვიდობიან პერიოდში“, - თქვა ზელენსკიმ Politico-სთან ინტერვიუში რომელმაც ის ევროპაში ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა. ზელენსკი Politico-მ ევროპის ყველაზე გავლენიან ადამიანად დაასახელა ზელენსკიმ ასევე მადლობა გადაუხადა „უკრაინის ყველა მეგობარს ევროპაში, რომლებიც მილიონობით უკრაინელს ეხმარებიან ამ საშინელი დროის გადალახვაში". მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში, რომელსაც ის „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს, შესაძლოა „ხანგრძლივ პროცესად" იქცეს. ამავდროულად, მან ოპერაციის „მნიშვნელოვანი შედეგი“ უწოდა რუსეთის მიერ უკრაინის მთელი რიგი ტერიტორიების ანექსიას, რომელსაც მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობა არ აღიარებს. პუტინმა ასევე თქვა, რომ ბირთვული ომის რისკი იზრდება, მაგრამ დასძინა, რომ რუსეთის ხელისუფლებაში „გიჟები არ არიან" და არ აპირებს „ბირთვული იარაღის სამართებელივით ტრიალს". ასევე, პუტინის თქმით, რუსეთი აპირებს დაიცვას „ეროვნული ინტერესები“ - ჯერ „მშვიდობიანი საშუალებებით“, ხოლო თუ ეს არ დაეხმარება, მაშინ „ყველა ხელმისაწვდომ საშუალებას“ გამოიყენებს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინამ მშვიდობის ფორმულის სავალდებულო ელემენტის შესახებ განაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა ისაუბრა, რა აუცილებელ ელემენტს უნდა შეიცავდეს მშვიდობის ფორმულა. ერმაკის განცხადებით, მშვიდობის მისაღწევად, უნდა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი, რომელიც პასუხისმგებლობას დააკისრებს არამხოლოდ ომის დანაშაულის უშუალო ჩამდენებს, არამედ რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო. ვაშინგტონში დისკუსიის დროს, რომლის თემაც იყო „კრიმინალური დევნა უკრაინაში ჩადენილი აგრესიის დანაშაულისთვის“, ერმაკმა აღნიშნა, რომ „აგრესიის დანაშაული ომის ალფა და ომეგაა“. კრიმინალური და არაპროვოცირებული ომის დაწყება ნიშნავს კარის გახსნას სხვადასხვა დონის ათასობით დანაშაულისთვის, რომელიც ჩადენილია საომარი მოქმედებების დროს და ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, - განაცხადა ერმაკმა. ზელენსკი: ეჭვი არ მეპარება, რომ მშვიდობის უკრაინული ფორმულა განხორციელდება „მშვიდობა უნივერსალური ღირებულებაა. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ყველა აფასებთ ამას და არ არსებობენ ისეთი ადამიანები, რომლებიც არ ოცნებონ მშვიდობაზე, როცა ვინმე ანგრევს მას. მაგრამ მშვიდობა შეუძლებელია სამართლიანობის გარეშე. მართლმსაჯულება შეუძლებელია სასამართლოს გარეშე“. სწორედ ამიტომ, ერმაკის აზრით, სამშვიდობო ფორმულის სავალდებულო ელემენტია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნა. „ისინიც, ვის თავებშიც აგრესიის ჯოჯოხეთი მომწიფდა, ვინც გასცა ამ კრიმინალური ომის დაწყების ბრძანება და ვინც მოაწყო ტერორი, ასევე უნდა დაისაჯონ. აი რა არის სამართლიანობა. სწორედ ამიტომ, უკრაინა მოგმართავთ თქვენ და ამერიკის შეერთებულ შტატებს, მხარი დაუჭირეთ ჩვენს ძალისხმევას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი რუსული აგრესიის დანაშაულისთვის“, - განაცხადა ერმაკმა. დისკუსია აშშ-ის ორი ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის - შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტისა და ატლანტიკური საბჭოს ორგანიზებით გაიმართა. მას ესწრებოდნენ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირები, წარმომადგენელთა პალატის წევრები, სენატორები და უმსხვილესი ანალიტიკური ცენტრის წარმომადგენლები, მათ შორის Human Rights Watch, Open Society და სხვა. შეგახსენებთ, ნიუ-იორკში, გაეროში გავრცელდა რეზოლუციის პროექტი ნიურნბერგის ფორმის ტრიბუნალთან დაკავშირებით, რომელიც პასუხისმგებლობას აკისრებს რუსეთის ხელმძღვანელობას უკრაინაში აგრესიის დანაშაულებზე. საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ უკვე დაიწყო უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება, მაგრამ უკრაინის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ ICC-ს არ შეუძლია კრემლის ხელმძღვანელობის სისხლისსამართლებრივი დევნა უფრო ფართო აგრესიის დანაშაულის გამო.  აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა 7 დეკემბერს განაცხადა, რომ „ეს საკითხი მაგიდაზე დევს“. „მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ შეძლოს, საჭიროებისამებრ, ამ საქმეების წარმოება, მაგრამ ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ძალისხმევას მტკიცებულებებისა და ინფორმაციის შეგროვების მიზნით. განიხილებოდა რაღაც სახის დამოუკიდებელი სასამართლოს ან ტრიბუნალის შექმნა. არ მინდა, წინასწარ ვისაუბრო, მაგრამ მხოლოდ ამის თქმა შემიძლია: მომხდარზე პასუხისმგებლობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ბლინკენმა.  როგორც ცნობილია, უკრაინის პარტნიორები მიიჩნევენ, რომ სამხედრო მხარდაჭერა აძლიერებს უკრაინის პოზიციებს მოლაპარაკების მაგიდასთან. ამ კუთხით საგულისხმოა აშშ-ის გზავნილი. შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, თუმცა საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა. „ჩვენს პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად, ორიენტირებული ვართ რუსეთის პასუხისმგებლობის დაკისრებაზე მათი ქმედებებისთვის, უკრაინის მხარდაჭერაზე, როდესაც ისინი თავს იცავენ რუსული აგრესიისგან და პრეზიდენტ პუტინის ომის შედეგების შერბილებაზე დანარჩენ მსოფლიოში. პოდოლიაკმა რუსი სამხედრო დამნაშავეების სპეციალური ტრიბუნალისთვის ადგილი განსაზღვრა მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება, პარადოქსულად ჩანდეს, საუკეთესო, რაც საერთაშორისო საზოგადოებას შეუძლია, გააკეთოს ამ ომის დიპლომატიური დასასრულისთვის, არის ჩვენი უკრაინელი პარტნიორების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომელიც მათ სჭირდებათ თავიანთი სუვერენიტეტის, დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესპიკერმა ნედ პრაისმა. ჯონ ჰერბსტი უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის „ორ ასპექტს“ განიხილავს პოლ გობლი: ზამთრის ამინდი გაართულებს სახმელეთო შეტევებს, საჰაერო თავდასხმები გახდება „დომინანტური“ რუსეთის პრეზიდენტმა 8 დეკემბერს აღიარა, რომ ომის გახანგრძლივებისთვის ემზადება. რუსეთი გაზაფხულზე უფრო ფართმასშტაბიანი შეტევის დაწყებას გეგმავს, მანამდე კი ცდილობს უკრაინის ომის გაყინვას, - უფრო ადრე, 7 დეკემბერს, FT's Global Boardroom-ის ღონისძიებაზე  განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

9 დეკემბრის სასამართლო პროცესამდე, მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა

„მე ცუდად ვარ, მაგრამ ხვალ მსურს იმ სასამართლოზე დასწრება, რომელიც ჩემს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხს წყვეტს. მადლობა ყველას. მიყვარხართ" - მიხეილ სააკაშვილის წერილს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახურის უფროსი, გიორგი პატარაია ავრცელებს. ცნობილია, როდის იმჯელებს სასამართლო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს, 13:00 საათზე გაიმართება. ექსპრეზიდენტის ადვოკატები, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას, ან მისგან სრულად გათავისუფლებას ითხოვენ. სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ შუამდგომლობა პირველ დეკემბერს შეიტანა. სახალხო დამცველის შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დასკვნით, მიხეილ სააკაშვილს IV ხარისხის კახექსია აქვს და ამას სიცოცხლისთვის მძიმე პროგნოზი შეიძლება მოჰყვეს. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი უკრაინაში ოთხდღიანი ვიზიტით ჩავიდა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტი მირიანა სპოლჯარიჩი ოთხდღიანი ვიზიტით უკრაინაში ჩავიდა. შესაბამისი განცხადება მან Twitter-ზე განათავსა. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტის თქმით, ის რამდენიმე შეხვედრის გამართვას ელის. „აქ მშვიდობიანი მოქალაქეები უზარმაზარ ფასს იხდიან...დღეს მე შევხვდები ადამიანებს მიკოლაივსა და ხერსონის ოლქში, რომლებსაც სასოწარკვეთილი ზამთარი ემუქრებათ. ასევე შევხვდები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს უკრაინაში და ორგანიზაციის უკრაინის გუნდებს“, - აღნიშნავს მირიანა სპოლჯარიჩი.  

ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი

8 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6848 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6902 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.54 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8196 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8239 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.43 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1440 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2653 ლარიეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 9 დეკემბრიდან შევა ძალაში.  

თურქმენეთი და აზერბაიჯანი, ევროპის მიმართულებით ენერგორესურსების დივერსიფიკაციას გეგმავენ

თურქმენეთი და აზერბაიჯანი ევროპის მიმართულებით, საერთაშორისო ბაზრებზე ენერგიის მიწოდების დივერსიფიცირებულ სქემას მხარს უჭერენ. ამის შესახებ 7 დეკემბერს თურქმენეთის პარლამენტის ზედა პალატის თავმჯდომარემ გურბანგულ ბერდიმუჰამედოვმა აზერბაიჯანის მილი მეჯლისის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან საჰიბა გაფაროვასთან შეხვედრისას განაცხადა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად აშხაბადში ვიზიტით ჩავიდა. მისი თქმით, ამ დროისთვის თურქმენეთსა და აზერბაიჯანს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი აქვთ. გურბანგულ ბერდიმუჰამედოვის შეფასებით, გამორჩეული მოვლენა იყო 2021 წლის იანვარში თურქმენეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა. (კასპიის ზღვაში დოსტლუკის საბადოს ნახშირწყალბადების რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ). ბერდიმუჰამედოვმა აღნიშნა, რომ თურქმენეთსა და აზერბაიჯანს აქვთ თანამშრომლობის მყარი პოტენციალი, რაც ეკონომიკის, ვაჭრობის, ინვესტიციების, წარმოებისა და ენერგეტიკის სფეროებში ურთიერთობების განვითარებისთვის ახალ პერსპექტივებს ხსნის.  

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს პრეზიდენტს, კოენ ლენარტს შეხვდა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით. მათივე ცნობით, კოენ ლენარტი მიესალმა საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას და წარმატება უსურვა პარლამენტს შემდგომი რეფორმების განხორციელებაში; აგრეთვე, ქართულ მხარეს გააცნო ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოსა და მართლმსაჯულების სისტემის ფუნქციონირება. შეხვედრა შალვა პაპუაშვილისა და მისი თანმხლები დელეგაციის ლუქსემბურგში განხორციელებული ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, დეპუტატები მაკა ბოჭორიშვილი, გიორგი ამილახვარი, ხატია წილოსანი, რიმა ბერაძე, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.  

შოლცი ამბობს, რომ 2025 წელს გერმანიის კანცლერის პოსტზე კვლავ იყრის კენჭს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ბუნდესტაგის მომდევნო არჩევნებში კენჭისყრას გეგმავს. შოლცი წარმოადგენს გერმანიის სოციალ-დემოკრატიულ პარტიას, რომელმაც გასული წლის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა. მან კოალიცია მწვანეებთან და თავისუფალ დემოკრატიულ პარტიასთან შექმნა.  

მამუკა მდინარაძის თქმით, პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა

„ვხედავთ ინტერვიუებს, რომელშიც სამხედრო პირებს ადასტურებინებენ, რომ უკრაინის სამხედრო შენაერთებში ირიცხებიან, რაზეც არცერთი ცნობა საქართველოს აქამდე არ ჰქონია, თუ ოფიციალურ დონეზე სპეციალურად დაადასტურებენ ამას და შეეცდებიან, უმძიმეს პროვოკაციაზე წავიდნენ, რომ იქნებ, მართლაც ჩამოართვან ვინმეს მოქალაქეობა, ამაზეც ალბათ, ცალკე პიარს ააგებენ“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა. მდინარაძის თქმით, მოქალაქეობა პირმა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, დაკარგოს, როცა ოფიციალური ცნობები არსებობს, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა. „მე გავაკეთე რეალური შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ არ გააფრთხილეს ადამიანი, რომ თუ სხვა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხება, ის მოქალაქეობას კარგავს“, - განაცხადა მდინარაძემ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ომში წასვლის მსურველებს სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, თუ საქართველოს მოქალაქე სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. უკრაინაში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა „გუშინ ცნობილი გახდა უმძიმესი სკანდალის შესახებ, რომელსაც ორი სრული დღის განმავლობაში უარყოფდნენ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი ტელევიზიებისა და სპიკერების მეშვეობით კატეგორიულად უარყოფდა იმ ფაქტს, რომ ვინმე უკრაინაში ქართველი მებრძოლების წაყვანას აორგანიზებს. გუშინ და გუშინწინ საღამოდანვე ე.წ. „სქრინით“ ჩვენ გავიგეთ, რომ პირდაპირ Facebook-ში იყო გამოცხადებული მიიღება და შემდეგ უკვე, ერთ-ერთი ტელევიზიის ექსპერიმენტით ცნობილი გახდა, რომ მსურველებს, მათ შორის, სთავაზობენ ანაზღაურებას, ახდენენ მათ რეკრუტირებას და არ უხსნიან კანონის ნორმას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მოქალაქე თუ სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხება, კარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ეს რას ნიშნავს?! ისინი პიარს აწარმოებენ ამ სკანდალის გადასაფარად, ამბობენ, რომ ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ იმიტომ მიიღო, რომ ვიღაცის დასჯა უნდა. ამ დროს, მე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ 1983 წლის რედაქციაშიც კი, კანონის ეს ნორმა უცვლელი და ანალოგიური შინაარსით იყო“, - აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.   

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია

ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა. 9 დეკემბრის სასამართლო პროცესამდე, მიხეილ სააკაშვილის წერილი გავრცელდა გამომძიებელი: მიხეილ სააკაშვილმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სისხლის ნიმუშის აღებაზე უარი განაცხადა ზურაბ ჩხაიძე: მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურია მისივე თქმით, თავად მოსამართლესაც შეუძლია, მოინახულოს პატიმარი და დარწმუნდეს მის მდგომარეობაში. "ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მისი მდგომარეობა შესააბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს. ამ მუხლის მიხედვით, ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი, შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდის გადავადებას. თავად სასამართლოსაც, მოსამართლესაც შეუძლია, მოინახულოს პატიმარი და დარწმუნდეს", - განაცხადა ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.

ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა

"ჩემი 5-წლიანი საქმიანობის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა ისაა, რომ სახალხო დამცველის აპარატი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს და ომბუდსმენის აპარატს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან უპრეცედენტო აღიარება აქვს" -  საქართველოს სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა. მისივე თქმით, ახლა ევროკავშირის სტრუქტურების მხრიდან დიდი ყურადღება მიექცევა იმას, თუ ვის აირჩევს პარლამენტი სახალხო დამცველის პოსტზე. „საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან იყო უპრეცედენტო აღიარება და მომავალშიც, ევროინტეგრაციის გზაზე სახალხო დამცველის აპარატი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. ამის დასტურია ევროკავშირის ინსტიტუტების მხრიდან სახალხო დამცველის აპარატის აღიარება, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტის და ასევე, მნიშვნელოვანია ის, რომ სახალხო დამცველის პოზიციონირებაა და შეფასებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ვის აირჩევს პარლამენტი ამ პოსტზე, ვინაიდან 12 ეს რეკომენდაციაში ერთ-ერთი გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი საკითხი იქნება, დიდი ყურადღება მიექცევა, ვინაიდან, ევროკავშირის პოზიციით ეს არის საკითხი, რომელიც მხოლოდ პოლიტიკური ნების გამოხატვას საჭიროებს ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, დიდ იმედს ვიტოვებ, რომ ეს ინსტიტუტი დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს და შერჩეული იქნება ის კანდიდატი, რომლის მიმართაც მაქსიმალური კონსენსუსი იქნება პოლიტიკურ სპექტრს შორის“, - განაცხადა ლომჯარიამ. ცნობისთვის, ომბუდსმენი, ნინო ლომჯარია საქართველოს სახალხო დამცველი 5 წლის განმავლობაში იყო. ლომჯარია პარლამენტმა 2017 წლის 30 ნოემბერს 96 ხმით, 5-ის წინააღმდეგ აირჩია.