ძებნის რეზულტატი:
ლარი კვლავ გამყარდა - ვალუტის კურსი
9 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6802 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6848 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.46 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. გამყარდა ევრო, რომლის კურსი 2.8300 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8196 ლარს შეადგენდა.შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.1437 ლარს შეადგენს, ხოლო გამყარდა ფუნტი და 3.2811 ლარი ეღირება. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 10 დეკემბრიდან შევა ძალაში.
რა წერილი მიიღო გერმანიაში უკრაინის საკონსულომ, რასაც კიევი „მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილად“ მიიჩნევს
დიუსელდორფში უკრაინის გენერალური საკონსულოსადმი გაგზავნილი ყალბი წერილები გერმანიის მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინაში საერთაშორისო ლეგიონს ფინანსური ჯილდოს მისაღებად შეუერთდნენ, იტყობინება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ოლეგ ნიკოლენკო. ნიკოლენკომ განაცხადა, რომ უკრაინის დიპლომატიურ წარმომადგენლობას არასოდეს გაუგზავნია მსგავსი შეტყობინებები. საერთაშორისო ლეგიონი არის სამხედრო ფორმირება, რომელიც უცხოელი მებრძოლებისთვის არის შექმნილი და მისი მიზანია უკრაინის დაცვა რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ნიკოლენკომ ყალბ წერილებს მტრის დეზინფორმაციული კამპანიის ნაწილი უწოდა. ნიკოლენკოს განმარტებით, ამის მიზანია უკრაინული დიპლომატიის დისკრედიტაცია, ასევე, გერმანიისა და მისი მოქალაქეების მხრიდან უკრაინისადმი მხარდაჭერისთვის ძირის გამოთხრა. მისივე თქმით, კონსულებმა მომხდარის შესახებ გერმანიის პოლიციას შეატყობინეს.
ლუკაშენკოს ევროს შემდეგ დოლარის „ეპოქის დასრულება“ სურს
ბელორუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მიიჩნევს, რომ „დოლარის დომინირების“ ეპოქა დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ მან ბიშკეკში, ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე განაცხადა. ბელორუსმა ევრო სავალუტო კალათიდან გამორიცხა „ყოველაფრის ფასად აუცილებელია ჩვენი კავშირის სისხლის მიმოქცევის სისტემის გაუმჯობესება. ფინანსებზე მაქვს საუბარი. დოლარის დომინირების ეპოქა რომ მთავრდება, უკვე ყველასთვის გასაგებია. მომავალი ეკუთვნის სავაჭრო ბლოკებს, რომლებშიც ანგარიშსწორებები განხორციელდება ეროვნულ ვალუტაში“, - განაცხადა ლუკაშენკომ. ლუკაშენკომ აღნიშნა, რომ ბელორუსი და რუსეთი დოლარს ძირითად ანგარიშსწორებაში უკვე ჩამოშორდნენ. „მნიშვნელოვანია, რომ სხვა პარტნიორები აქტიურად შეუერთდნენ ამ პროცესს“, - აღნიშნა ლუკაშენკომ. ლუკაშენკოს სჯერა, რომ „კოლექტიური დასავლეთის“ მიერ ბელორუსისა და რუსეთის წინააღმდეგ დაუფიქრებელი ეკონომიკური სანქციების პაკეტის გავლენა ნელდება. „ახლა დროა გააცნობიერონ და შეაფასონ შედეგები. ყველა პლატფორმიდან უკვე ისმის სიტყვები ენერგეტიკულ და სასურსათო კრიზისზე“, - აცხადებს ლუკაშენკო.
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირა
2022 წლის ქვეყნის ძირითად ფინანსურ დოკუმენტში შესატან ცვლილებებზე ისაუბრა ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე. მომხსენებლის ინფორმაციით, 10 თვის მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი იზრდება და ნაცვლად 8.5%-სა და 10 %-ით განისაზღვრა. მისივე თქმით, ცვლილებები შეეხება ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილებს, რომლის მიხედვითაც, რამდენიმე სახელმწიფო უწყების დაფინანსება ჯამში 507 მლნ. ლარით იზრდება. გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს დამატებითი ფინანსური რესურსის განკარგვაზე ინფორმაცია გააცნო და აღნიშნა, რომ 330 მლნ. ლარით იზრდება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც ბუნებრივი აირის მომარაგების მიზნით, 230 მლნ. ლარი „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას“ სესხის სახით გადაეცემა. 95 მლნ. ლარით იზრდება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები, ხოლო კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებას დამატებით 70 მლნ. ლარი დაემატება. საბიუჯეტო ცვლილებების თანახმად, დამატებით 2.4 მლნ. ლარი სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს გამოეყოფა, რომელიც საწვრთნელი ინფრასტრუქტურის მშენებლობის ხარჯების დაფინანსებას მოხმარდება.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს მოუსმინა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ხუთ კანდიდატს - გიორგი ბურჯანაძეს, გიორგი გზობავას, ზურაბ გურასპაშვილს, იოსებ ვარძელაშვილს და მანუჩარ კაკოჩაშვილს მოუსმინა და მათი დოკუმენტების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი განიხილა. კანდიდატებმა სხდომის მონაწილეებს საკუთარი ბიოგრაფიული მონაცემები გააცნეს, ასევე ისაუბრეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებულ ხედვებზე და დეპუტატების შეკითხვებს უპასუხეს. გიორგი ბურჯანაძის წარმდგენია სოციალური სამართლიანობის ცენტრი, გიორგი გზობავას - ა(ა)იპ ახალგაზრდა ადვოკატები და ა(ა)იპ თავისუფალი განვითარების დაცვის ასოციაცია; ზურაბ გურასპაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და საზოგადოებრივი პროგრამირების ფონდი, იოსებ ვარძელაშვილის - საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი და მანუჩარ კაკოჩაშვილის - სამოქალაქო განვითარების საზოგადოება და თავისუფალი განვითარებისა და უფლებების დაცვის ასოციაცია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების მოსმენის პროცესი ხვალ, 10 დეკემბერს გაგრძელდება. კომიტეტის სხდომაზე, რომელიც 11:00 საათზე დაიწყება, დაგეგმილია ექვსი კანდიდატის - ავთანდილ კახნიაშვილის, რუსუდან კვინიკაძის, გოგა კიკილაშვილის, ალექსანდრე კობაიძის, ალექსანდრე კურცხალიას და გია ლილუაშვილის მოსმენა. პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი 30 სექტემბერს დაიწყო და 20 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში პარლამენტში 32 კანდიდატურა იქნა წარდგენილი.
თბილისში, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა
თბილისში, ახმეტელის მეტროსთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. როგორც ცნობილია, ტრაილერი ქვეითს დაეჯახა, რომელიც გზაზე არასწორ ადგილას გადადიოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეითმა მხოლოდ მსუბუქი დაზიანება მიიღო.
ბულგარეთი უკრაინას სამხედრო დახმარებას პირველად გაუგზავნის
ბულგარეთი უკრაინას პირველ სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. ქვეყნის პარლამენტმა პარასკევს დაამტკიცა უკრაინაში გასაგზვნი იარაღის სია, რაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ პირველად მოხდა. 240-ადგილიანი პარლამენტიდან სულ 148-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი დახმარების გაგზავნას, წინააღმდეგნი კი, სოციალისტები და პრორუსული „აღორძინების პარტია“ იყვნენ. „იარაღის სია გასაიდუმლოებულია, მაგრამ მთავრობის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სოფია კიევს ძირითადად მსუბუქ იარაღსა და საბრძოლო მასალას გაუგზავნის. „ჩვენი დახმარება სრულად შეესაბამება უკრაინის პრიორიტეტებს, მაგრამ ჩვენ არ ვაგზავნით S-300 ტიპის სისტემებს და არც MIG-29-ის ან SU-25-ის ტიპის თვითმფრინავებს", - განუცხადა თავდაცვის მინისტრმა მედიას. Reuters-ის ცნობით, ბულგარეთი იყო ევროკავშირის იმ მცირერიცხოვანი ქვეყნებიდან, რომლებმაც კიევს დახმარება არ გაუგზავნეს. რუსეთისადმი მეგობრულად განწყობილმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელიც წინა ხელისუფლების პარტნიორი იყო კოალიციაში, უკრაინისადმი დახმარების წინადადება მაისში დაბლოკა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: რუსეთის გენოციდური პოლიტიკის დასაძლევად, ერთიანი „იურიდიული ფრონტის“ არსებობა აუცილებელია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 9 დეკემბრის გამოსვლაში, ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ უკანონოდ დეპორტირებული და დაკავებული ყველა უკრაინელის სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობას. ამის შესახებ მან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საერთაშორისო კონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინამ უკვე დააბრუნა 1331 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე რუსული ტყვეობიდან. „ძალიან ვამაყობ ამ შედეგით ჩვენი ქვეყნისთვის. ყველა უნდა დავაბრუნოთ. ეს ჩვენი მოვალეობაა. თუმცა ვერ ვხედავთ ისეთი ორგანიზაციების მონდომებას და კონკრეტულ ქმედებებს, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, ჩვენ უნდა ვეძიოთ და ვიპოვოთ ახალი ფორმატები, ახალი ადამიანები ახალ რეალობაში, ურთიერთქმედების ახალი ფორმატები, თანამშრომლობის ახალი ხაზები", - განაცხადა ზელენსკიმ. გარდა ამისა, მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში სამართლიანობის აღდგენა მოითხოვს ყველას მაქსიმალურ თანამშრომლობას. „უნდა არსებობდეს ერთიანი იურიდიული ფრონტი, რომელიც გადალახავს რუსეთის გენოციდურ პოლიტიკას, ამიტომ მოგმართავთ და ყოველდღე მოვუწოდებ ყველა ხელისუფლების წარმომადგენლებს და საზოგადოების, სამოქალაქო საზოგადოების ყველა წარმომადგენელს, ვინც ზრუნავს ადამიანებზე, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციების, სააგენტოების წარმომადგენლებს, რომ კოორდინირებულად ვიმუშაოთ ყველა დონეზე, რათა ვიზრუნოთ ომის შედეგად დარღვეული ადამიანის უფლებების აღდგენისა და აგრესორისთვის სამართლიანი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით“, - აღნიშნა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ელჩი ბრინკი: აშშ და G7-ის სხვა ქვეყნები ზელენსკის სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერენ
შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა გააკეთა. „ახლა ძალიან ნათელია, ვინ არის მშვიდობის და ვინ ომის მხარეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც შედგება 10 პუნქტისგან. ჩვენ, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს ვუჭერთ ამ გეგმას, რადგან გვჯერა, ეს შეიძლება, ომის დასრულების პოტენციური გეგმა იყოს. სწორედ ამ ორშაბათს, რუსეთმა კვლავ გაისროლა 70 რაკეტა ისროლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ახლა სრულიად ნათელია, რომ რუსებს არ სურთ ომის დასრულება. აშშ მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობას, რომელიც იყო შემოთავაზებული ზელენსკის გეგმაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა. ზელენსკიმ ნოემბერში, G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ელჩი ბრინკი: აშშ მხარს უჭერს მშვიდობას, რუსეთს ომის დასრულება არ სურს
„ახლა ძალიან ნათელია, ვინ არის მშვიდობის და ვინ ომის მხარეს“, - შესაბამისი განცხადება აშშ-ის ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა გააკეთა. მისი განცხადებით, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შემოთავაზებულ სამშვიდობო გეგმას. „ახლა ძალიან ნათელია, ვინ არის მშვიდობის და ვინ ომის მხარეს. პრეზიდენტმა ზელენსკიმ ისაუბრა სამშვიდობო გეგმაზე, რომელიც შედგება 10 პუნქტისგან. ჩვენ, შეერთებული შტატები და G7-ის სხვა ქვეყნები მხარს ვუჭერთ ამ გეგმას, რადგან გვჯერა, ეს შეიძლება, ომის დასრულების პოტენციური გეგმა იყოს. სწორედ ამ ორშაბათს, რუსეთმა კვლავ გაისროლა 70 რაკეტა ისროლა უკრაინის ქალაქების მიმართულებით. ახლა სრულიად ნათელია, რომ რუსებს არ სურთ ომის დასრულება. აშშ მხარს უჭერს მშვიდობას. მშვიდობას, რომელიც იყო შემოთავაზებული ზელენსკის გეგმაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ბრიჯიტ ბრინკმა. ზელენსკიმ ნოემბერში, G20-ის სამიტზე წარადგინა მშვიდობის უკრაინული ფორმულა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთისა და ბელორუსის წინააღმდეგ სანქციები ძალაში დატოვა
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სამიტზე ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელორუსის სპორტსმენების წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. ეს სანქციები თებერვალში უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ დაწესდა. მათ შორისაა რუსეთსა და ბელორუსში საერთაშორისო შეჯიბრებების ჩატარების აკრძალვა, ამ ქვეყნების სპორტსმენებს არ შეუძლიათ გამოიყენონ თავიანთი დროშები და ჰიმნები. დღევანდელმა სამიტმა გაახანგრძლივა ეს სანქციები, გადაწყდა რუსეთის პრეზიდენტისა და ერთ-ერთი ვიცე-პრემიერის ოლიმპიური ბრძანებების გაუქმება. სამიტზე გათვალისწინებული იყო საფრანგეთის პრეზიდენტის (მომდევნო ოლიმპიადა აქ გაიმართება) ემანუელ მაკრონის სიტყვები, რომ შეჯიბრში, ომში მყოფმა ქვეყნებმაც უნდა მიიღონ მონაწილეობა - რადგან სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. მაგრამ ამ მოსაზრებას დელეგაციების უმეტესობა არ დაეთანხმა.
ოკუპირებულ აფხაზეთში, დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს, რომელიც შესაძალოა, ტერორიზმში დაადანაშაულონ
ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლის დაკავების შესახებ ინფორმაციას, ოკუპირებული აფხაზეთის პორტალი ავრცელებს. ინფორმაცია მედიასთან ოუპირებული აფხაზეთის სამხედრო პროკურორმა დაადასტურა. რუსლან თარბას თქმით, სამხედრო მოსამსახურეს დაურეგისტრირებელი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვაში ედება ბრალი. დე ფაქტო სამხედრო პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ საგამოძიებო ორგანოები განიხილავენ სხვა ვერსიებსაც. გამოცემა, დაკავებას შესაძლო ტერორისტული საფრთხის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბოლო განცხადებას უკავშირებს. დე ფაქტო სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, არ დაემორჩილონ პროვოკაციებს და იყვნენ ფხიზლად. ერთი დღით ადრე ცნობილი გახდა, რომ სოხუმის ზოგიერთი სკოლა სამართალდამცველებმა შეამოწმეს. მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის ტელეგრამის არხებზე ტერორისტული საფრთხის შესახებ ანონიმური შეტყობინება გავრცელდა, სადაც ნათქვამია, რომ „ვიღაც აფინანსებდა საქართველოს მხრიდან დიდ ტერორისტულ აქტს“. ოკუპირებული აფხაზეთის წყაროების გზავნილზე თბილისს ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. „ამავდროულად, გასულ კვირას დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა, რომელმაც ფორმალურად დატოვა „ქართული ოცნება“, საპარლამენტო ოპოზიცია „აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით სერიოზული პროვოკაციების დაგეგმვაში“ დაადანაშაულა. ამ პროვოკაციის შედეგი, პარლამენტარის თქმით, საქართველოს დესტაბილიზაცია უნდა იყოს“,- წერს ekhokavkaza.
აშშ-ის საელჩო: საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა
საქარველოში აშშ-ის საელჩო, აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავად, იმერეთში ვიზიტის შესახებ ინფპრმაციას ავრცელებს. „საქართველოსადმი ჩვენი 30-წლიანი მხარდაჭერის ქვაკუთხედი სასამართლო რეფორმის ხელშეწყობაა. მოსამართლეებს ამ პროცესში შეუცვლელი როლი უკავიათ და ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი აღჭურვა აუცილებელი ცოდნით, უფრო დამოუკიდებელი და მოქალაქეებზე ორიენტირებული სასამართლო სისტემის ჩამოსაყალიბებლად. იმერეთში აშშ-საქართველოს პარტნიორობის 30-წლის იუბილის აღსანიშნავი ვიზიტისას ზესტაფონის რეგიონული სასამართლოს მოსამართლეებსა და თანამშრომლებს შევხვდით. ვისაუბრეთ გამოწვევებზე და მოსამართლეთა ხელშეწყობის პროექტებზე, რომელსაც შეერთებული შტატები საქართველოში ახორციელებს. მადლობელი ვართ საინტერესო საუბრისა და გულთბილი მასპინძლობისთვის“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს ინფორმაციაში.
ჩეჩენი ბლოგერი აბდურახმანოვი ცოცხალია და მფარველობის ქვეშაა - იჩქერიის დევნილი მთავრობა
იჩქერიის დევნილი მთავრობის წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი თუმსო აბდურახმანოვი, რომელიც რამზან კადიროვს ხშირად აკრიტიკებდა, ცოცხალია და შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშაა. ინფორმაციას რადიო „თავისუფლების“ პროექტი „კავკაზ.რეალი“ ავრცელებს. მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს „იმ ინფორმაციის თანახმად, რომელსაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობა ფლობს, თუმსო აბდურახმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშაა", - განაცხადა პრესსამსახურის წარმომადგენელმა. ის "ინფორმაციის საკუთარ წყაროებს" დაეყრდნო და ვერ დააკონკრეტა, თუ რა მიზეზების გამო იცავს აბდურახმანოვს პოლიცია. მანვე უარყო ჩეჩნეთის სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანია „გროზნოს“ დირექტორის სიტყვები, ბლოგერის სავარაუდო სიკვდილში დევნილობაში მყოფ პრემიერ-მინისტრ ახმედ ზაკაევის შესაძლო მონაწილეობაზე. შვედეთის პოლიცია ამ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს. 5 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინებოდა. აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
ვილნიუსის ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების ქანდაკებების დემონტაჟი დასრულდა
ვილნიუსში, ანტაკალნისკის სასაფლაოზე, საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახულებით, ნაცრისფერი გრანიტის ექვსი ფიგურული სტელას დემონტაჟი დასრულდა. ლიეტუვაში, საბჭოთა ჯარების ყველაზე დიდი მემორიალის დემონტაჟი დაიწყო ამის შესახებ ვილნიუსის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა გაბრიელიუს გრუბინსკასმა განაცხადა. გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის უარის მიუხედავად, ქანდაკებების დემონტაჟი 6 დეკემბერს დაიწყო. ვილნიუსის მერმა სამუშაოების დაწყებამდე განაცხადა, რომ გაეროს კომიტეტმა სთხოვა არ გაენადგურებინათ საფლავები, არ დაეშალათ საფლავის ქვები და არ გაენადგურებინათ მემკვიდრეობა. მისი თქმით, ეს არ ხდება და ქანდაკებების დემონტაჟი კანონის ფარგლებში განხორციელდა. ვილნიუსის ხელისუფლებამ თითქმის 60 000 ევრო დახარჯა სკულპტურების გადასატანად - აღნიშნავს BNS. საბჭოთა ჯარისკაცების მემორიალური ანსამბლი, ანტაკალნისკის სასაფლაოზე 1951 წელს შეიქმნა. აქ სამი ათასი საბჭოთა ჯარისკაცია დაკრძალული. 1984 წელს მემორიალური ანსამბლის ცენტრში საბჭოთა ჯარისკაცების გამოსახული ექვსი სტელი გამოჩნდა. ეს საბჭოთა ჯარისკაცების ყველაზე დიდი მემორიალია ლიეტუვაში. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი დაიწყო. აგვისტოში რიგაში, დაანგრიეს ჯარისკაც-განმათავისუფლებელთა ძეგლი, რომლის დემონტაჟიც მრავალი წელი განიხილებოდა.
რადას კომიტეტმა, უკრაინაში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის კანონპროექტს მხარი დაუჭირა
უმაღლესი რადას კომიტეტმა, უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და მასთან დაკავშირებული ორგანიზაციების აკრძალვის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. უკრაინაში, რუსულ გავლენის ცენტრებთან აფილირებული რელიგიური ორგანიზაციების საქმიანობა აიკრძალება ამის შესახებ მედიას კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ევგენია კრავჩუკმა აცნობა. კანონპროექტის თანახმად, იკრძალება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციისა და დაწესებულების საქმიანობა, რომლებიც უშუალოდ ან სხვა სტრუქტურების მეშვეობით მის შემადგენლობაში შედიან და ROC-ის კანონიკურ და ორგანიზაციულ დაქვემდებარებას აღიარებენ. კანონპროექტი დეპუტატმა ნიკოლაი კნიაჟიცკიმ წარადგინა, რომელიც ექსპრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს „ევროპული სოლიდარობის“ ფრაქციის წევრია.
ჯონ კირბიმ დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას $275 მილიონის სამხედრო დახმარებას გადასცემს
უკრაინის სამხედრო დახმარების პაკეტი, რომლის შესახებაც ინფორმაცია ბაიდენის ადმინისტრაციის წყაროებზე დაყრდნობიღ გავრცელდა, ოფიციალურად აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სპიკერმა ჯონ კირბიმ დაადასტურა. მედია: აშშ უკრაინას კიდევ $275 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს დახმარების ჯამური ღირებულება $275 მილიონია. ჯონ კირბის თქმით, მიწოდებული აღჭურვილობა გააძლიერებს უკრაინის საჰაერო თავდაცვას, მათ შორის უპილოტო თვითმფრინავებთან ბრძოლის უნარს. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ვაშინგტონმა კიევს დაახლოებით 19,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
ბალტიისპირეთის ქვეყნები სამხედრო ხარჯებს მშპ-ს 3%-მდე გაზრდიან
ბალტიის სამი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი პარასკევს რიგაში გამართულ შეხვედრაზე, მომდევნო წლებში სამხედრო ხარჯების მშპ-ს 3%-მდე გაზრდაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრისიანის კარინსმა განუცხადა. ჯერ კიდევ 2014 წელს NATO-ს ქვეყნებმა პირობა დადეს, რომ მშპ-ს მინიმუმ 2%-ს დახარჯავდნენ თავდაცვაზე და მიუხედავად რუსეთის თავდასხმისა უკრაინაზე, NATO-ს ეს ზღვარი ჯერ არ აუწევია. ესტონეთმა უკვე დაგეგმა მილიარდი ევროს დახარჯვა თავდაცვაზე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში - ეს არის მისი მშპ-ის დაახლოებით 2,9%-3,0%. 2023 წლის მარტში, ესტონეთში შემდეგი საპარლამენტო არჩევნები გაიმართება და ყველა წამყვანი პარტია უკვე აცხადებს, რომ სამხედრო ხარჯები მშპ-ს 3-6%-მდე გაიზრდება. წელს ესტონეთი, ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვაზე მშპ-ს 2,34%-ს დახარჯავს, ლატვია - 2,10%-ს, ლიეტუვა - 2,36%-ს.
ვოლოდიმირ ზელენსკი: ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი
ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ISW: რუსეთის არმიამ ბახმუტის ალყაში მოქცევა ვერ შეძლო „დონბასში საკვანძო მიმართულებებზე ფრონტის სიტუაცია ძალიან რთული რჩება - ბახმუტი, სოლედარი, მარგინკა, კრემინა... ამ ტერიტორიების მიწაზე დიდი ხანია აღარ დარჩა საცხოვრებელი ადგილი, რომელიც ჭურვებითა და ხანძრით არ დაზიანებულა. ოკუპანტებმა ფაქტობრივად გაანადგურეს ბახმუტი - დონბასი, რომელიც რუსულმა არმიამ დამწვარ ნანგრევებად აქცია. მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ყველა ჯარისკაცსა და მეთაურს, რომლებიც ფრონტს ინარჩუნებენ ამ მიმართულებებზე, იგერიებენ თავდასხმებს და მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ მტერს - იმ ჯოჯოხეთის საპასუხოდ, რომელიც უკრაინაში რუსული დროშის ქვეშ შევიდა. დიდება ყველას, ვინც უკრაინისთვის იბრძვის! მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ხალხისთვის მუშაობს! მარადიული ხსოვნა ყველას, ვინც დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლე დათმო! დიდება უკრაინას!“- განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, რომ 3 დეკემბერს ბახმუტისთვის ბრძოლებში 5 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსულ აგრესიას 33 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ნორვეგია უკრაინაში ინფრასტრუქტურის აღსადგენად $100 მილიონს გამოყოფს
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ გიტფელდტმა და მსოფლიო ბანკის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულმა დირექტორმა არუპ ბანერჯიმ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მილიარდი კრონის (100 მილიონი დოლარი) გამოყოფაზე. ეს თანხა უკრაინაში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე დაიხარჯება. ამის შესახებ ნორვეგიის მთავრობამ 9 დეკემბერს განაცხადა. ნორვეგიის დახმარება მსოფლიო ბანკის „ნდობის ფონდის“ მეშვეობით, უკრაინის აღორძინების, აღდგენის, რეკონსტრუქციისა და რეფორმაციისთვის გამოიყოფა. შეგახსენებთ, რომ „ნდობის ფონდი“ მსოფლიო ბანკის მრავალდონორიანი პროექტია. მანამდე, ნოემბერში ნორვეგიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის შესახებ, რომელიც მოიცავდა ზამთრის სამხედრო ტანსაცმელს, საველე რაციონს და საარტილერიო სისტემებს.