ძებნის რეზულტატი:
თურქეთი F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების შეძენის საკითხზე აშშ-სგან „კონკრეტულ ნაბიჯებს“ ელის
ანკარა მოელის, რომ აშშ-ის მიერ F-16 გამანადგურებლების მიყიდვის დამტკიცების პროცესი სწრაფად დასრულდება. ამის შესახებ ეროვნული თავდაცვის მინისტრმა განაცხადა. შეერთებული შტატების ბოლოდროინდელი პოზიტიური მიდგომის შესაბამისად, ახლა თურქეთს სურს, იხილოს კონკრეტული ნაბიჯები ვაშინგტონისგან, განაცხადა ჰულუსი აკარმა. თურქეთის პრეზიდენტმა 20 სექტემბერს განაცხადა, რომ თურქეთი საკუთარ თავზე იზრუნებს, თუ აშშ-დან F-16 გამანადგურებლებს არ მიიღებს. ივლისში აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა თურქეთისთვის F-16-ის მოიერიშე თვითმფრინავების მიყიდვის შეზღუდვებს. თურქეთი ამ გამანადგურებლების შესყიდვის პროგრამიდან იმის გამო გარიცხეს, რომ რუსეთისგან S-400 Triumph სარაკეტო სისტემები იყიდა. გაზეთ Milliyet-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ აშშ F-16 გამანადგურებლების მიწოდებაზე უარს იტყვის, თურქეთის ხელისუფლება მზადაა, რუსული სუ-57-ები იყიდოს.
ჯო ბაიდენი: დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდაა და უკვე გზაშია
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ციხიდან კალათბურთელის, ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას გამოეხმაურა. „დღე, რომლისთვისაც დიდხანს ვმუშაობდით, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. ბოლო რამდენიმე თვე მისი ოჯახისთვის და თანაგუნდელებისთვის ჯოჯოხეთი იყო“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ საზღვარზე მარიხუანის გადატანისთვის დაპატიმრებული ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი რუს იარაღით მოვაჭრე ვიკტორ ბუტში გაცვალეს. წყაროზე დაყრდნობით CBS წერს, რომ გაცვლის წინადადებას აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პირადად დათანხმდა. შეგახსენებთ, რომ გრაინერი თებერვალში შერემეტიევოს აეროპორტში დააკავეს. სპორტსმენის ბარგში ელექტრონული სიგარეტის ჰაშიშის ზეთის კარტრიჯები აღმოაჩინეს. ნივთიერება აკრძალულია რუსეთში, თუმცა ლეგალურია აშშ-ის ზოგიერთ შტატში. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკების კონტრაბანდის მუხლით აღიძრა, რომელიც 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. გრაინერმა სასამართლოში განმარტა, რომ გამოფრენამდე ბარგი სიჩქარეში ჩაალაგა და კარტრიჯების რუსეთში ჩამოტანა განზრახ არ უცდია. კალათბურთელმა ბრალი აღიარა, სასამართლომ გრაინერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
საქართველოსა და არაბთა გაერთიანებული საამიროებს შორის, ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა
6-8 დეკემბერს ქალაქ დუბაიში გაიმართა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების მეორე რაუნდი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. საქართველოს მხრიდან მოლაპარაკებებს ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე. მხარეებმა მოლაპარაკებები გამართეს როგორც საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციაზე, ასევე თანამშრომლობის ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა საბაჟო და წარმოშობის წესები, ინტელექტუალური საკუთრების უფლებები, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობა, ვაჭრობაში ტექნიკურ ბარიერები და სხვა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმების ტექსტზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში მხარეებს შორის მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული. ასევე, შემდგომი რაუნდის გამართვა საქართველოში 2023 წლის მარტში დაიგეგმა. საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა თბილისში მიმდინარე წლის 26-28 სექტემბერს. ეკონომიკური, სავაჭრო და საინვესტიციო ურთიერთობების ხელშეწყობის მიზნით, ჯერ კიდევ 2020 წლის დეკემბერში, ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების მიერ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებების დაწყებასთან დაკავშირებით, ხოლო 2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს".
აფეთქებების სერია ოკუპირებულ ბერდიანსკში, ზაპოროჟიეს ოლქის საჰაერო ბაზაზე
სამი ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ბერდიანსკში მდებარე საჰაერო ბაზაზე 8 დეკემბერს, ამის შესახებ ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იუწყება. აფეთქებას დიდი ხანძარი მოჰყვა. სასწრაფო და სამაშველო სამსახურები შემთხვევის ადგილზე მიდიან.
ხორვატია შენგენის ზონას იანვრიდან შეუერთდება
შენგენის შეთანხმების 26-ვე ქვეყანამ, ხორვატიის გაწევრიანებას ხმა მისცა. ხორვატია შენგენის შეთანხმების წევრი 2023 წლის პირველ იანვარს გახდება. ევროკომისიამ ასევე გაუწია რეკომენდაცია ბულგარეთისა და რუმინეთის შენგენის ზონაში მიღებას, მაგრამ მას ყველა ქვეყანამ არ დაუჭირა მხარი. Euronews-ის ცნობით, ავსტრია ეწინააღმდეგებოდა როგორც ბულგარეთის, ისე რუმინეთის შენგენის შეთანხმებასთან მიერთებას. ნიდერლანდები რუმინეთის მიღებას დაეთანხმა, მაგრამ ბულგარეთის შემთხვევაში თავი შეიკავა. ევროპარლამენტმა რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის სივრცეში მიღებას მხარი დაუჭირა აღსანიშანავია, რომ ბულგარეთი და რუმინეთი ხორვატიაზე ადრე გახდნენ ევროკავშირის წევრები. შენგენის ზონა, რომლის საზღვრებშიც მოქმედებს „შენგენის შეთანხმება“, 1995 წლიდან არსებობს. კოვიდპანდემიის დროს შენგენის ქვეყნებში სასაზღვრო შემოწმება ნაწილობრივ განახლდა. 2022 წელს შენგენის ზონაში მყოფმა არაერთმა ქვეყანამ აუკრძალა რუსეთის ფედერაციისა და ბელორუსის მოქალაქეებს შენგენის ტურისტული ვიზებით მათ ტერიტორიაზე შესვლა, მათ შორის შენგენის ხელშეკრულებაში მონაწილე სხვა ქვეყნების მიერ გაცემული ვიზებით.
დიდ ბრიტანეთში 30 წლის განმავლობაში პირველად, ქვანახშირის ახალი მაღარო აშენდება
30 წლის განმავლობაში პირველად, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, ახალი ქვანახშირის მაღაროს აშენების ნებართვა გასცა, იტყობინება BBC დასახლების მინისტრ მაიკლ გოვზე დაყრდნობით. საუბარია ინგლისის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კუმბრიის საგრაფოში უაიტჰავენის ნახშირის მაღაროზე. ადგილობრივმა ხელისუფლებამ პროექტი 2020 წლის ოქტომბერში დაამტკიცა, მაგრამ ოპოზიციისა და გარემოსდამცველების კრიტიკის გამო, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ პროექტის განხოერციელება გადადო. პროექტის მხარდამჭერებმა მაღაროს გახსნა ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და უცხოეთიდან ნახშირის იმპორტზე დამოკიდებულების შემცირების აუცილებლობით გაამართლეს. მათ შორის რუსული ნახშირის წინააღმდეგ სანქციების ფონზე. რუსეთის ფედერაციიდან ნახშირის იმპორტი 2022 წლის 10 აგვისტოდან აიკრძალა. რუსული ნახშირი ბრიტანეთის იმპორტის 27%-ს შეადგენდა.
რა შეიერაღების მიწოდებას განიხილავს ბაიდენის ადმინისტრაცია კიევისთვის
აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია განიხილავს უკრაინის თხოვნას კასეტური საბრძოლო მასალის შესახებ, იტყობინება CNN აშშ-ისა და უკრაინის ოფიციალური პირებზე დაყრდნობით. CNN აღნიშნავს, რომ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებამ შეიძლება, დააკმაყოფილოს უკრაინის მეტი საბრძოლო მასალის საჭიროება და გადაჭრას რუსეთის „რიცხობრივი უპირატესობა არტილერიაში“. Human Rights Watch-ის თანახმად, უკრაინა და რუსეთი იყენებდნენ კასეტურ ბომბებს რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, მაგრამ რუსეთი მათ უფრო ფართოდ გამოიყენებდა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა
სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც საბრძოლო მასალას, სამხედროებისთვის თბილ ტანსაცმელს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა რასტისლავ კაჩერმა უკრაინელ კოლეგასთან დიმიტრო კულებასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას. ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი - მასში შედის საბრძოლო მასალა, მათ შორის დიდი კალიბრის საბრძოლო თვითმფრინავებისთვის, თბილი ტანსაცმელი და სხვა აღჭურვილობა", - განაცხადა კაჩერმა. მისივე თქმით, სლოვაკეთი გააგრძელებს უკრაინას ჰუმანიტარული დახმარების გაწევას და ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ უკრაინელებს ზამთრის გადალახვა გაუმარტივოს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
New York Times-ის ჟურნალისტები გაიფიცნენ
The New York Times-ის ასობით ჟურნალისტმა და სხვა თანამშრომელმა ხუთშაბათს 24-საათიანი გაფიცვა დაიწყეს, რაც 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, გაზეთისთვის მსგავსი ტიპის პირველი გაფიცვაა. Newsroom-ის თანამშრომლები და The NewsGuild of New York-ის სხვა წევრები ამბობენ, რომ მობეზრდათ ვაჭრობა, რომელიც გაჭიანურდა მას შემდეგ, რაც მათ ბოლო კონტრაქტი, 2021 წლის მარტში ამოიწურა. გაზეთის მთავარი რედაქტორის მოადგილემ, კლიფ ლევიმ განაცხადა, რომ თანამშრომლებს ხელფასების დაუყოვნებლივ, 5,5%-ით და შემდეგ, 2023 და 2024 წლებში, სამ-სამი პროცენტით ზრდა შესთავაზეს. პროფესიული კავშირი კი მოითხოვს, რომ ხელფასები ჟურნალისტებს დაუყოვნებლივ, 10%-ით გაუზარდონ. პროფკავშირმა გასულ კვირას გამოაცხადა, რომ 1,100-ზე მეტმა თანამშრომელი 24-საათიით შეაჩერებდა მუშაობას, თუ ხუთშაბათს მხარეები არ მიაღწევდნენ შეთანხმებას. „არასოდეს არ არის ადვილი, მიიღო გადაწყვეტილება და უარი თქვა საქმის კეთებაზე, რომელიც გიყვარს, მაგრამ ჩვენი წევრები მზად არიან, გააკეთონ ყველაფერი, რაც სჭირდებათ უკეთესი ნიუსრუმის მოსაპოვებლად“, - ნათქვამია The NewsGuild-ის Twitter პოსტში. მოლაპარაკებები სამშაბათს და ოთხშაბათს გაიმართა, მაგრამ მხარეები ვერ შეთანხმდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა, ხელფასების ზრდა და დისტანციური მუშაობის პოლიტიკა.
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის $2 მილიარდი ევროთი გაზრდას მოითხოვენ - Reuters-ი
ევროკავშირის წევრი ქვეყნები უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდის $2 მილიარდი ევროთი გაზრდას მოითხოვენ. ამის შესახებ ორმა დიპლომატიურმა წყარომ Reuters-ს განუცხადა. შესაბამის გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრები ორშაბათს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განიხილავენ. მთლიანობაში, ევროკავშირმა და მისმა წევრმა ქვეყნებმა უკრაინას ჯერჯერობით სულ მცირე 8 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღი და სამხედრო აღჭურვილობა მიაწოდეს.
ჯანმო: 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში და 400 მილიონი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში, რეაბილიტაციას საჭიროებს
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის უახლესი ანგარიში ცხადჰყოფს, რომ 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი საქართველოში, ხოლო 394 მილიონი ევროპის რეგიონში ცხოვრობს ჯანმრთელობის სულ მცირე ერთი მდგომარეობით, რომელიც საჭიროებს რეაბილიტაციას. მოსახლეობის სწრაფად დაბერება, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა და რეაბილიტაციის სარგებლის შესახებ ინფორმირებულობის ნაკლებობა მთავარ მიზეზთა შორისაა. ანგარიშის მიხედვით ადამიანთა უმეტესობას, რომლებიც საჭიროებენ რეაბილიტაციას, არ აქვთ წვდომა მასზე. რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობის ძირითადი ბარიერებია ინფორმირებულობის სიმცირე იმის შესახებ, თუ რა არის რეაბილიტაცია, როგორ მუშაობს ის და რა არის მისი სარგებელი, ასევე მცდარი წარმოდგენები მისი ხელმისაწვდომობის შესახებ. რეაბილიტაციის პროფესიონალების დეფიციტი აფერხებს მისი სერვისების ხელმისაწვდომობას. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საშუალო შემოსავლის ქვეყნებში 12-ჯერ ნაკლები ფიზიოთერაპევტი, 141-ჯერ ნაკლები ოკუპაციური თერაპევტი და ექვსჯერ ნაკლები პროთეზირებისა და ორთოტიკის პროფესიონალები არიან, ვიდრე მაღალშემოსავლიან ქვეყნებში. ჯანმრთელობის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობები, რომელიც იწვევს რეაბილიტაციის საჭიროებას არის წელის ტკივილი, მოტეხილობები, სმენისა და მხედველობის დაკარგვა, ასევე ინსულტი და დემენცია. ვინაიდან ისინი გავლენას ახდენენ ადამიანების ცხოვრებაზე და მათ შრომის უნარზე, ქვეყნებს ემუქრებათ მილიონობით დოლარის ხარჯები ეკონომიკური პროდუქტიულობის ნაკლებობის, მზარდი სიღარიბისა და უმუშევრობის გამო. „რეაბილიტაცია ჯანდაცვის საბაზისო სერვისია, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის, ვისაც იგი სჭირდება და ჯანდაცვის ყველა დონეზე“, - ამბობს ჰანს ჰენრი კლუგე, ჯანმოს ევროპის რეგიონული დირექტორი. „თუ საჭირო ზომები არ იყო მიღებული, ქვეყნები რისკავენ ადამიანთა შესაძლებლობებისა და ეკონომიკური პროდუქტიულობის შემცირებას, რადგან ბევრ ადამიანს უბრალოდ არ შეუძლია საზოგადოებაში სრულფასოვანი წვლილი შეიტანოს.“ რეაბილიტაციის მიზანია ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე პირის მხარდაჭერა, რათა შენარჩუნდეს და გაუმჯობესდეს მისი ფუნქციონირება. ფუნქციონირების სირთულეები წარმოიქმნება ისეთი დარღვევების გამო, როგორიცაა ტკივილი ან კუნთების სისუსტე, თავის მოვლისა ან სიარულის სირთულე. მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაცია ხელმისაწვდომი იყოს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებში, სადაც ქრონიკულ დაავადებათა უმეტესობა იმართება, ასევე სახლზე და სკოლებში. „ევროპასა და ცენტრალური აზიის ბევრ ქვეყანაში, სარეაბილიტაციო სერვისები ხელმისაწვდომია ჯანდაცვის მხოლოდ მეორე და მესამე დონის დაწესებულებებში და ძირითადად ურბანულ ზონებში, სოფლად კი რეაბილიტაციის სერვისების ნაკლებობაა. ჯანდაცვის სისტემათა უმეტესობაში რეაბილიტაცია არ არის სრულად და ეფექტურად ინტეგრირებული პირველადი ჯანდაცვის სფეროში. ეს უნდა შეიცვალოს“, - ამბობს თავის მხრივ, ნატაშა აზოპარდი მუსკატი, ჯანმოს ქვეყნების ჯანდაცვის პოლიტიკისა და სისტემების დირექტორი. განვლილი პროგრესის მიუხედავად, გაცილებით მეტია საჭირო იმისათვის, რათა რეაბილიტაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ რეაბილიტაცია ხარჯთეფექტურია და ხელს უწყობს ჯანმრთელობის ინტერვენციების საუკეთესო შედეგების მიღწევას და შენარჩუნებას. რაც მთავარია, რეაბილიტაციაზე ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ყველა ადამიანის ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას. პოსტ-კოვიდურმა მდგომარეობამ გაამახვილა ყურადღება რეაბილიტაციის საჭიროებაზე. ქვეყნები აღიარებენ მდგომარეობის სერიოზულობას და თუ რამდენად დიდი როლი აკისრია რეაბილიტაციას ხანგრძლივი კოვიდით დაავადებული ადამიანების მხარდაჭერაში. კვლევებმა აჩვენა, რომ რეაბილიტაციას პოტენციალი აქვს თავიდან აიცილოს ძვირადღირებული ჰოსპიტალიზაცია, შეამციროს საავადმყოფოში გატარებული დრო, ხელახალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და ჯანმრთელობის პრობლემების გართულებების რისკი. ფუნქციებისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მონაწილეობის უნარის გაუმჯობესებით, რეაბილიტაცია ამცირებს მუდმივი მოვლის ხარჯებს და ეხმარება ადამიანებს მონაწილეობა მიიღონ განათლებასა და მუშაობაში. WHO-ს ევროპის რეგიონული ოფისი მოუწოდებს ქვეყნებს: გახადონ რეაბილიტაცია პრიორიტეტული და მიიჩნიონ იგი ჯანდაცვის საბაზისო სერვისად, მათ შორის საგანგებო მდგომარეობის დროს. მოახდინონ რეაბილიტაციის ინტეგრირება ჯანდაცვის სისტემის ყველა დონეზე – პირველადი ჯანდაცვის ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სპეციალიზებულ ცენტრებში. ყველას უნდა ჰქონდეს წვდომა რეაბილიტაციის სერვისებზე. ხელი შეუწყონ ადექვატური და კარგად გაწვრთნილი მულტიდისციპლინური სარეაბილიტაციო სამუშაო ძალის ჩამოყალიბებას რეაბილიტაციის სერვისების მიწოდების მიზნით.
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამბობს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკებები”: ეს უკვე გავიარეთ ჰიტლერის დროს
„ჩვენ ვისწავლეთ ისტორიის გაკვეთილები და თქვენ, უკრაინას ბოლომდე დაგვეხმარებით", ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სლოვაკეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა „მინდა ვუთხრა მათ, ვინც ამბობს, რომ „ჩვენ გვინდა მშვიდობა, მოლაპარაკებები”: ეს გაკვეთილი ჰიტლერის დროს უკვე გავიარეთ“, - აღნიშნა რასტისლავ კაჩერმა. სლოვაკეთის მთავრობამ დაამტკიცა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი, რომელიც საბრძოლო მასალას, სამხედროებისთვის თბილ ტანსაცმელს და სხვა აღჭურვილობას მოიცავს. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ევროკავშირი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ აღიარებს
ევროკავშირის საბჭომ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარების შესახებ გადაწყვეტილება დაამტკიცა. ევროპარლამენტმა უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტების არაღიარებას 24 ნოემბერს დაუჭირა მხარი. გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან მეორე დღეს შევა ძალაში. „ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული პასპორტების გაცემა ხდება. ეს ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც რუსეთმა 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის რეგიონებში ან საქართველოს სეპარატისტულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებზე გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები არ მიიღება მოქმედ სამგზავრო დოკუმენტებად ვიზის მისაღებად ან შენგენის ზონის საზღვრების გადაკვეთისთვის“, - ნათქვამია ევროკავშირის განცხადებაში. ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ, არ აღიარონ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაცემული რუსული დოკუმენტები ევროპარლამენტი რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიებზე გაცემულ პასპორტებს არ ცნობს შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები 12 ოქტომბერს შეთანხმდნენ, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონის, ზაპოროჟიეს ოლქებსა და ყირიმში გაცემული სამგზავრო დოკუმენტების მფლობელები ვერ მიიღებენ შენგენის ვიზას და ევროკავშირის საზღვრებს ვერ გადაკვეთენ. რუსეთი ყირიმის მცხოვრებლებისთვის პასპორტებს 2014 წელს ნახევარკუნძულის უკანონო ანექსიის შემდეგ გასცემს და ამჟამად ანალოგიურად მოქმედებს უკრაინის სხვა კონტროლირებად რაიონებში. ამ რუსული პასპორტების მიუღებლობა ვრცელდება მაშინ, როდესაც ვინმე ითხოვს ვიზას ევროკავშირში შესასვლელად, ან როდესაც ისინი კვეთენ ევროკავშირის გარე საზღვრებს. კომისიის ცნობით, თითქმის ყველა წევრმა ქვეყანამ უკვე განაცხადა, რომ ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ რუსულ პასპორტებს არ მიიღებენ. შეგახსენებთ, საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. რაც შეეხება უკრაინას, დასავლეთმა მძიმე სანქციები რუსეთს მას შემდეგ დაუწესა, რაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში შეიჭრა და დღემდე აგრძელებს ფართომასშტაბიან ომს.
რამდენიმე ქვეყნის ერთობლივი ოპერაციის შედეგად, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს - მედია
პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი ორგანოების ოპერაციის დროს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. საერთო ჯამში, პოლონეთში 23 ადამიანი დააკავეს (პოლონეთის რვა, უკრაინის ცხრა, ტუნისის ორი, საქართველოს ორი, ერაყისა და ბელორუსის ერთი მოქალაქე). ინფორმაციას პოლონეთის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ. ოპერაცია „ევროპოლის“ ჩართულობით ჩატარდა. პოლონეთის, ესტონეთის, გერმანიის, ლიეტუვისა და ლატვიის სამართალდამცავი უწყებების ერთობლივი ოპერაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი, რომელთაც ბელორუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტები სავარაუდოდ, არალეგალურად გადაჰყავდათ.
ევროპელი ლიდერები ირანის მთავრობას ახალგაზრდა კაცის სიკვდილით დასჯის გამო მკაცრად აკრიტიკებენ
ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი სიკვდილით დასაჯეს - CNN ირანში ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით მსჯავრდებული ახალგაზრდა კაცი, მოჰსენ შეკარი სიკვდილით დასაჯეს. ის ხუთშაბათს დილით ჩამოახრჩვეს. სასამართლომ მოჰსენ შეკარი დამნაშავედ პირველ ნოემბერს ცნო. მსჯავრდებულმა განაჩენი გაასაჩივრა, მაგრამ უზენაესმა სასამართლომ ის ძალაში დატოვა. CNN-ის ინფორმაციით, მოჰსენ შეკარი „რევოლუციურმა სასამართლომ“ „ღვთის წინააღმდეგ მტრობაში“ ცნო დამნაშავედ. მისივე თანახმად, ეს იყო პირველი სიკვდილით დასჯა, რომელიც დაკავშირებულია საპროტესტო აქციებთან. მას ბრალი წაუყენეს როგორც მეამბოხეს, რომელმაც სექტემბერში თეირანის მთავარი გზა გადაკეტა და გასამხედროებული ძალის წევრი დაჭრა. ევროპის რამდენიმე მთავრობამ მკაცრად გააკრიტიკა ირანი სიკვდილით დასჯის გამო. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბაერბოკმა Twitter-ზე დაწერა, შეკარი „რეჟიმთან უთანხმოების გამო“ გასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს ცრუ, „ნაჩქარევად მოწყობილ სასამართლო პროცესზე“. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ენ-კლერ ლეჟანდრმა თქვა, რომ საფრანგეთი გმობს სიკვდილით დასჯას „ყველაზე მკაცრად“ და „გაიმეორა თავისი მტკიცე ვალდებულება მშვიდობიანი პროტესტის უფლებისადმი“. მისი თქმით, მომიტინგეების მოთხოვნები „ლეგიტიმურია და მათ უნდა მოუსმინონ“. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიმს კლერლიმ თქვა, რომ აღშფოთებულია ირანში დემონსტრანტის „სიკვდილით დასჯის ტრაგიკული ამბით", ხოლო ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელიც ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარეა, ფაქტს შემაძრწუნებელი უწოდა. „ირანის რეჟიმი იყენებს აღმაშფოთებელ არაპროპორციულ ჯარიმებს მის მოსახლეობაში ტერორის დასანერგად“. ირანის ყოფილმა პრეზიდენტმა მოჰამედ ხათამიმ მოუწოდა ამჟამინდელ მთავრობას, უფრო ლმობიერი იყოს მომიტინგეების მიმართ. Amnesty International-ის ცნობით, ნოემბრის მდგომარეობით, ირანის ხელისუფლება საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით მინიმუმ 21 ადამიანის სიკვდილით დასჯას ითხოვს. CNN წერს, რომ მედიასაშუალება ვერ ამოწმებს ირანში სიკვდილით დასჯილი ადამიანების რაოდენობას, ან ბოლო მონაცემებს დაკავების ან საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებული დაღუპულთა რიცხვის შესახებ, რადგან ზუსტი მონაცემების დადასტურება შეუძლებელია ირანის მთავრობის პირობებში. ნოემბრის ბოლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა განაცხადა, რომ ირანი იმყოფება „ადამიანის უფლებების სრულ კრიზისში“. ის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოვიდა. ირანი არეულობაში „თავის უცხოელ მტრებს, მათ შორის შეერთებულ შტატებს“ ადანაშაულებს. სასამართლოს სპიკერმა განაცხადა, რომ „ხუთ ადამიანს, რომლებიც ბრალდებულნი არიან „ბასიჯის“ წევრის, რუჰოლა აჯამიანის მკვლელობაში, სიკვდილით დასჯა მიესაჯა, მათ კი, გასაჩივრების უფლება აქვთ“.
თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვა შესაძლოა, ახალ წლამდე დაიწყოს
სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის მეორე ეტაპი დაიწყო. თურქული მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ოფიციალური პირები თურქეთსა და სომხეთს შორის თვითმფრინავებით ტვირთების გადაზიდვის ახალ წლამდე დაწყების საკითხს განიხილავენ. იგეგმება ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტის გახსნაც, რომელიც 1993 წლიდან დახურულია. ალიკანის სასაზღვრო გადასასვლელი ორ ქვეყანას 128 მეტრი სიგრძის ხიდით აკავშირებს. თუმცა თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში დაკეტვის გამო, უფუნქციო გახდა. „ხიდის შეკეთებაზე მოლაპარაკებები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო“, - ციტირებს Hurriyet ოფიციალურ პირებს. ნორმალიზაციის პროცესის მესამე ეტაპი უკვე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ვაჭრობის დაწყებაზე მოლაპარაკებები იქნება, იტყობინება Hurriyet. „ამაზეც ტექნიკური სამუშაო უკვე დაწყებულია“, - ამბობს ოფიციალური პირი გამოცემასთან.
NATO-მ ბალტიისპირეთის ქვეყნების გარშემო, ფართომასშტაბიანი, მრავალეროვნული წვრთნები ჩაატარა
მოკავშირეები და პარტნიორები მრავალეროვნულ აქტივობას ახორციელებენ ბალტიისპირეთის ქვეყნებში. შესაბამის ინფორმაციას NATO ავრცელებს. მისივე ცნობით, მანევრებში 20 თვითმფრინავი მონაწილეობდა, მათ შორის პოლონეთიდან, საფრანგეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან, ასევე პარტნიორი ქვეყნებიდან, ფინეთიდან და შვედეთიდან. „შვედეთი არის მთავარი კონტრიბუტორი ბალტიის ზღვის რეგიონში ჩვენი საერთო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს აქტივობა იყო ჩვენს მომავალ მოკავშირეებთან თანამშრომლობის ფანტასტიკური შესაძლებლობა და მკაფიო დადასტურება იმისა, რომ შვედეთის საჰაერო ძალები სრულად თავსებადია NATO-სთან“, - განაცხადა შვედურმა მხარემ. ამ აქტივობაში ასევე გამოჩნდა აშშ-ის საჰაერო ძალების უახლესი ტანკერი - KC-46, რომელიც ფინურ F/A-18-ებს ამარაგებდა. „ხსენებული აქტივობის მიზანია საჰაერო ეკიპაჟების წვრთნა საჰაერო საწვავის შევსებაში, ასევე ფინეთის მზადყოფნის დემონსტრირება აშშ-სა და NATO-ს ძალებთან ერთად მოქმედებისთვის“, - თანამშრომლობის უნარი აძლიერებს ფინეთის თავდაცვას“, - აღნიშნა თავის მხრივ ფინურმა მხარემ. NATO-ს შეფასებით, მსგავსი მუდმივი საწვრთნელი აქტივობები, რომლებიც რეგულარულად ტარდება ევროატლანტიკურ სივრცეში, აუმჯობესებს ალიანსის საერთო ერთიანობას და უზრუნველყოფს NATO-ს მჭიდრო თანამშრომლობას მნიშვნელოვან პარტნიორებთან.
სერჰი გაიდაი: 2023 წელს, ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის ოლქს
2023 წელს, ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის ოლქს, - ამის შესახებ ლუგანსკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა. „იმის გათვალისწინებით, თუ რამხელა ძალა, საშუალებები გადაიყვანეს იქ, ძალიან რთული იქნება. ძალიან მინდოდა, რომ ახალ წელს კრემენაიაში შევსულიყავით. დარწმუნებული ვარ, რომ ზამთრის ბოლოს ჩვენ უკვე შევძლებთ, მივაღწიოთ დემარკაციის ხაზს და საბოლოოდ, 2023 წელს, ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ლუგანსკის ოლქს“, - განაცხადა გაიდაიმ. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ერთი ადამიანი პასუხისგებაში მისცეს
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის განზრახ თავის არიდების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მისცეს კომპანიის დირექტორი. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მის ფაქტობრივ მართვაში არსებული კომპანიის მეშვეობით, საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევით, 2016-2019 წლებში სისტემატურად ახდენდა შემოსავლების არასწორ დეკლარირებას, რა გზითაც თავი აარიდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯამში 1 199 261 ლარის გადახდას. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 218-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.
Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა
Guardian-ის ცნობით, იტალიის მთავრობის მიერ სანქცირებული რუსი ოლიგარქისა და მილიარდერის მაზეპინის იახტა, ოლბიის პორტიდან საიდუმლო ვითარებაში გაუჩინარდა. Guardian-ის ცნობით, 22 მეტრიანი იახრა Aldabar-ი, რომლის ღირებულებაც 700 000-დან ერთ მილიონ ევრომდეა, ოლბიას პორტში იმყოფებოდა. იახტა მარტში დააყადაღეს, როდესაც მაზეპინი იმ რუს ბიზნესმენებს შორის მოხვდა, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ. გაზეთის ცნობით, იახტა ივნისამდე იყო ოლბიაში, შემდეგ კი გაუჩინარდა - და ეს მოხდა რამდენიმე საათით ადრე, სანამ ის ოფიციალურად გამოცხადდებოდა მაზეპინის საკუთრებად. „მაზეპინმა იცოდა, რომ ის იყო სიაში, მაგრამ მან შეძლო მაქსიმალურად გამოეყენებინა ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ჩვენ დავადგინეთ, რომ გემი მას ეკუთვნოდა. რადგან გვჭირდებოდა საკუთრების მთელი ჯაჭვის გამოკვლევა", - აცხადებს მედიასთან წყარო. იტალიის ფინანსურმა პოლიციამ გაზეთს განუცხადა: „როდესაც ჩვენ საკუთრების გადამოწმების პროცესში ვიყავით, იახტა გადამალეს“. პოლიციის ცნობით, მაზეპინმა დაიქირავა უცხოური კომპანია, რომელმაც იახტა ოლბიის პორტიდან გაიყვანა. იტალიის პოლიციამ დაადგინა, რომ რუსი ოლიგარქის იახტა ბოლოს ტუნისში, ბიზერტეს პორტში ნახეს, მაგრამ მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. The Guardian იუწყება, რომ ახლა იტალიის ხელისუფლებას შეუძლია დააჯარიმოს თავად მაზეპინი და ის კომპანია, რომელიც იახტის გაყვანის პროცესში მონაწილეობდა. მედიის ცნობით, ამ დროისთვის მაზეპინის კუთვნილი ვილა სარდინიაზე დაყადაღებულია. მაზეპინი ხელმძღვანელობს Uralchem-ის დირექტორთა საბჭოს, ის ევროკავშირისა და ბრიტანეთის სანქციების სიაშია.