ძებნის რეზულტატი:
აშშ-მ რუსეთის კოსმოსურ ძალებს, სანქციები დაუწესა
ირანიდან უპილოტო თვითმფრინავების უკანონო შეძენისა და მათი უკრაინის ომში გამოყენების გამო, აშშ რუსეთის საჰაერო კოსმოსურ ძალებს სანქციებს უწესებს. უკრაინა: რუსეთი ირანულ დრონებს ისევ იყენებს უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პარასკევს სატელეფონო ბრიფინგზე თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ჯონ კირბიმ განაცხადა. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ სანქციებს სამი რუსული ინსტიტუტის წინააღმდეგ, რომლებიც ირანული თვითმფრინავების შეძენისა და გამოყენების სათავეში იდგნენ“, - განაცახდა კირბიმ. ირანმა 5 ნოემბერს აღიარა პირელად, რომ რუსეთს დრონები მიაწოდა.
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ADB-ის მხარდაჭერით საბაჟო პუნქტი აშენდება
აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო პუნქტი აშენდება. ამის შესახებ ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხუნდაძისა და ADB-ის საერთაშორისო ექსპერტის რადომირ ჯურიჩის შეხვედრის დროს გახდა. შემოსავლების სამსახურის პრესსამსახურის ცნობით, აზიის განვითარების ბანკი ამჟამად საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტის კონცეფციაზე მუშაობს. მხარეებმა საგუშაგოს მშენებლობასთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ჯურიჩმა, შეხვედრის მონაწილეებს ობიექტის მოწყობისა და გამართული ფუნქციონირების პირობების შესახებ კონცეფცია წარუდგინა.
სტამბულში, ერდოღანისა და გაზპრომის ხელმძღვანელის დახურული შეხვედრა შედგა
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რუსული ენერგოკომპანია „გაზპრომის“ გამგეობის თავმჯდომარე ალექსეი მილერი მიიღო. ერდოღანმა დაადასტურა, რომ თურქეთი რუსული გაზის საფასურის ნაწილს რუბლში დაფარავს თურქული მედიის ცნობით, შეხვედრა სტამბულში, ვაჰტედინის რეზიდენციაში შედგა. ერდოღანი: თურქეთი რუსული გაზის ევროპაში განაწილებას უზრუნველყოფს მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. მანამდე, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებმა, თურქეთში გაზის ჰაბის შექმნის საკითხი განიხილეს, რომლის მეშვეობითაც, რუსეთის ფედერაცია გაზის ტრანზიტის „ჩრდილოეთის ნაკადიდან“ შავი ზღვის რეგიონში და თურქეთში გადატანას გეგმავდა. ასევე წაიკითხეთ: „შანხაის ხუთეულის“ წევრობა და ევროპა-აზიის დამაკავშირებელი ჰაბის ფუნქცია - სად გადის ზღვარი თურქეთის ტაქტიკასა და მიზნებს შორის
ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას - მევლუთ ჩავუშოღლუ
ჩვენ ვახორციელებთ თანამედროვე აბრეშუმის გზის რეკონსტრუქციას. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, თურქეთის საგარეო პოლიტიკის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამ კონტექსტში გრძელდება სამმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ფორმატში - თურქეთი-აზერბაიჯანი-უზბეკეთი, თურქეთი-აზერბაიჯანი-ყაზახეთი. ცნობისათვის, „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ - ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინფინის მიერ 2013 წელს წარმოდგენილი „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელისა“ და „21-ე საუკუნის საზღვაო აბრეშუმის გზის“ შემოკლებული სახელწოდებაა. „ერთი სარტყელი, ერთი გზა“ გულისხმობს კონსულტაციების გზით და ყველა მხარის ინტერესების დაცვით, მის ერთობლივ მშენებლობას. იგი შემდეგ პრინციპებს ეფუძნება: სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაურევლობა, ღია თანამშრომლობა, ჰარმონია და ჩართულობა, ბაზარზე ორიენტაცია, საერთო ინტერესები და სარგებელი. იგი მოიცავს შემდეგ ძირითად მიმართულებებს: პოლიტიკური კოორდინაცია, ინფრასტრუქტურის დაკავშირება, ვაჭრობა ბარიერების გარეშე, ფინანსური ინტეგრაცია და ხალხთაშორისი კავშირები. მისი მიზანია ევროპისა და აზიის ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებით, ხელი შეუწყოს ერთობლივ განვითარებას და საბოლოოდ, ისეთი საზოგადოების ჩამოყალიბებას, რომელსაც ექნება საერთო ინტერესები, ვალდებულებები და მომავალი, რომელშიც წარმოდგენილი იქნება პოლიტიკური ნდობა, ეკონომიკური ინტეგრაცია და კულტურული ინკლუზიურობა. „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ინიციატივას სამი წლის მანძილზე 100-ზე მეტმა ქვეყანამ და საერთაშორისო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი და ჩაერთო მასში. საქართველო მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ჩინური მხარე აღიარებს „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ მშენებლობის პროცესში საქართველოს დიდ პოტენციალს. ბოლო სამი წლის განმავლობაში, ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს მემორანდუმს „აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის განვითარებისთვის თანამშრომლობის შესახებ“, გაიხსნა პირდაპირი სატვირთო სარკინიგზო ხაზი და პირდაპირი ფრენა პეკინიდან თბილისის მიმართულებით, ერთობლივი ორგანიზებით ჩატარდა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, წარმატებით დასრულდა მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე. საქარველო გახდა აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი წევრი ქვეყანა. დღეისთვის, 30-მდე ჩინური კომპანია თანამშრომლობს ქართულ მხარესთან ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, ფინანსების, სოფლის მეურნეობის, ინდუსტრიული ზონების, ლოჯისტიკის, ტელეკომუნიკაციებისა და სხვა სფეროებში. საქსტატის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორია. ორ ქვეყანას შორის 2022 წლის იანვარ-მაისში სავაჭრო ბრუნვამ $400 მილიონი შეადგინა.
საპატრიარქო: საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტი დაგეგმილი არ არის
საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს საქართველოში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის ვიზიტია დაგეგმილი. “ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს დაგეგმილია რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელის, ვოლოკოლამის მიტროპოლიტ ანტონის (სევრიუკი) ვიზიტი საქართველოში, რაც სიმართლეს არ შეესაბამება, მსგავსი რამ საქართველოს საპატრიარქოში არ იგეგმება. გარდა ამისა, აღვნიშნავთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით, ზოგადად არ იგეგმება უცხოეთიდან სტუმრების, მათ შორის, დელეგაციების თუ ცალკეული საერო ან სასულიერო პირების მიღება“, - ნათქვამია განცხადებაში.
სტამბულში, რუსი და ამერიკელი დიპლომატების ერთმანეთს შეხვდნენ
9 დეკემბერს, სტამბულში, ერთმანეთს რუსი და ამერიკელი დიპლომატები ორმხრივი ურთიერთობის რიგი ტექნიკური საკითხების განსახილველად შეხვდნენ. როგორც ცნობილია, მხარეები განიხილავენ "რთულ საკითხებს", მათ შორის ვიზებს, საელჩოს პერსონალის რაოდენობას, თითოეული მხარის ინსტიტუტებისა და სააგენტოების მუშაობას საზღვარგარეთ და ა.შ. "შეხვედრა გაიმართა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განყოფილებების ხელმძღვანელებს შორის. ეს იყო ტექნიკური შეხვედრა და არა იმის ნიშანი, რომ მხარეები მზად არიან განაახლონ "ძირითადი საკითხების" განხილვა", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვიმ.
ოზურგეთში, ავტოავარიას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა
ოზურგეთში აღმაშენებლის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუა ხნის კაცი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი ბორდიურს დაეჯახა, რის შედეგადაც, მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევის ადგილზე, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. ამ ეტაპზე, მომხდარზე დამატებითი დეტალები უცნობია.
უკრაინის გენშტაბი: ჩვენმა ჯარისკაცებმა, ოკუპანტების თავდასხმები 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს
ჩვენმა ჯარისკაცებმა მოწინააღმდეგის თავდასხმები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების 13 დასახლებულ პუნქტთან მოიგერიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული. "გასული დღის განმავლობაში მტერმა განახორციელა 5 სარაკეტო და 20-მდე საჰაერო დარტყმა, ასევე 60-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
დღეს ჯამბულათ ხოფერიას სამხედრო პატივით დაკრძალავენ
დღეს გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ გვიმბალაურში სამხედრო პატივით, საგვარეულო სასაფლაოზე უკრაინაში დაღუპული ქართველ გმირს, ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერიას დაკრძალავენ. ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.
თეთრი სახლი: ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა
ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა, - ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების დირექტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა. "მოსკოვისა და თეირანის ურთიერთობები სამხედრო სფეროში მჭიდრო პარტნიორობად იქცა. რუსეთი მზად არის, ირანს გაუზიაროს მოწინავე სამხედრო ტექნოლოგიები, რომელიც მოსკოვს აქვს", - განაცხადა კირბიმ. ამასთან, თეთრ სახლში ასევე აღნიშნეს, რომ სანქციები დაუწესეს ირანის სამ მოქალაქეს და ერთ კომპანიას, რომელიც რუსეთს ე.წ. კამიკაძე დრონებს აწვდის. "ირანისა და რუსეთის სამხედრო თანამშრომლობა საზიანო იქნება უკრაინისთვის, ასევე ირანის მეზობლებისთვის და საერთაშორისო საზოგადოებისთვის", - ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის მეტრო მგზავრებს უფასოდ ემსახურება
თბილისის მეტრო ტექნიკური ხარვეზის გამო მგზავრებს უფასოდ ემსახურება. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს. როგორც ცნობილია, მეტროში პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. " მეტროში პრობლემა ტურნიკეტებს შეექმნა, რის გამოც, თბილისის მეტრო მგზავრებს დროებით უფასოდ მოემსახურება. ჯგუფები პრობლემის აღმოსაფხვრელად მუშაობენ", - განაცხადეს კომპანიაში.
უკრაინა: ოკუპანტების 10 ირანული „კამიკაძე“ დრონი ჩამოვაგდეთ
უკრაინის საჰაერო ძალებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 15 „კამიკაძე“ დრონიდან 10 ჩამოაგდეს. თეთრი სახლი: ირანი ახლა რუსეთის მთავარი სამხედრო მოკავშირეა „10 დეკემბრის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის სამხრეთ ნაწილს ირანული წარმოების Shahed-136/131 „კამიკაძე“ დრონებით დაარტყეს. უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების "სამხრეთის" საჰაერო სარდლობის ქვედანაყოფებმა ხერსონის, მიკოლაივისა და ოდესის ოლქებში მტრის 10 „კამიკაძე“ დრონი ჩამოაგდეს,“ - აცხადებენ სარდლობაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
ბელგიის პოლიციამ ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი დააკავა
ბელგიის პოლიციამ ბერძენი ევროპარლამენტარი, საბერძნეთის „პანელინური სოციალისტური მოძრაობის“ წევრი, ევა კაილი დააკავა, რომელიც ევროპარლამენტის 14 ვიცე-პრეზიდენტიდან ერთ-ერთია. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. გამოძიება საქმესთან დაკავშირებული დაკავებულების ვინაობას ოფიციალურად არ ასახელებს. მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ევროპარლამენტის ერთ-ერთი ვიცეპრეზიდენტი და საბერძნეთის სოციალისტური პარტიის, PASOK-ის წევრი, ევა კაილი. დაკავებულები, ეჭვმიტანილი არიან ფულის გათეთრებაში, კორუფციასა და კატარის ინტერესების ლობირებაში ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის იქ გამართვასთან დაკავშირებით. ბერძნულ პრესაში ვრცელდება პარტიის განცხადებაც, რომლის თანახმადაც, კორუფციაში ბრალდების გამო, კაილი პარტიიდან გარიცხეს. ცნობისთვის, სამართალდამცველებმა, გამოძიების ფარგლებში, ბრიუსელში ჩხრეკა 16 მისამართზე ჩაატარეს. მათ, დაახლოებით, 600 000 ევრო ნაღდი ფული, ასევე კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
პრემიერ-მინისტრი: მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევით ევროკავშირს მივუახლოვდებით
1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია, ამას პატივი სცეს. „1948 წლის 10 დეკემბერს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია“. ეს თარიღი სამუდამოდ შევიდა ისტორიაში როგორც გარდამტეხი ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით. ამ დღეს ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა, რომ ყველა ადამიანს, მიუხედავად მისი კუთვნილებისა და განსხვავებულობისა, აქვს თანდაყოლილი უფლებები და ყველა სახელმწიფო ვალდებულია ამას პატივი სცეს. აღსანიშნავია, რომ დღეს მოქმედი 1995 წლის კონსტიტუცია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება, რომელიც იმდროინდელ მსოფლიო კონსტიტუციურ წესრიგში პროგრესულ პოლიტიკურ-სამართლებრივ დოკუმენტს წარმოადგენდა და მთავარ მიზნად ადამიანის უფლებების დაცვას განამტკიცებდა. სწორედ აღნიშნული ძირითადი კანონის სულისკვეთებით, სოციალური სახელმწიფოს პრინციპი დამოუკიდებელ მუხლად საქართველოს კონსტიტუციის ძირითად ტექსტში 2017 წლის საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ აისახა. ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსულმა გუნდმა უპირველეს მიზნად კონსტიტუციის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა დაისახა. ჩვენი ხელისუფლების უმთავრესი პრიორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის თანასწორი, თავისუფალი და ღირსეული პირობების შექმნა, განურჩევლად მათი რომელიმე ჯგუფისადმი კუთვნილებისა, ვინაიდან გვწამს, რომ დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე აუცილებელია ყველა ჯგუფისა და ინდივიდის ინტერესების დაცვა და მათ უფლებრივ მდგომარეობაზე ზრუნვა. ამ სულისკვეთებით, 2014 წელს მთავრობამ პირველად დაამტკიცა 2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია. სტრატეგიის ფარგლებში დამტკიცდა სამი სამოქმედო გეგმა. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ხელისუფლებამ მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა და საქართველოს კანონმდებლობა დაუახლოვდა საერთაშორისოდ აღიარებულ სტანდარტებს. საქართველოს მთავრობა აგრძელებს უფლებების დაცვის მიმართულებით მუშაობას. მიმდინარე წლის 5 სექტემბერს მთავრობამ მოიწონა 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია. სტრატეგია მიზნად ისახავს საკანონმდებლო ჩარჩოს ეფექტიან იმპლემენტაციას პრაქტიკაში და ფარავს ისეთ პრიორიტეტებს, როგორიცაა სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, მართლმსაჯულება და ინსტიტუციური დემოკრატია, ეკონომიკური და სოციალური უფლებები, მოწყვლადი ჯგუფებისა და ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დაცვა. უახლოეს პერიოდში დაიწყება მუშაობა სამოქმედო გეგმაზე, სადაც ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობა იქნება უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, მიმდინარე წლის 25 ოქტომბერს საქართველოს მთავრობამ ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. დღევანდელი გამოწვევებით სავსე მსოფლიოში ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზე ზრუნვა გაორმაგებული ძალისხმევით არის საჭირო. საქართველოს მთავრობა კვლავ ადასტურებს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური, თანამიმდევრული და გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებასა და წარმართვას. მტკიცედ გვწამს, რომ ჩვენი ძალისხმევითა და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, კიდევ უფრო მივუახლოვდებით საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლით გაცხადებულ მიზანს – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველყოფას“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და NATO-ს შორის ომად გადაიქცეს - სტოლტენბერგი
უკრაინაში მიმდინარე ბრძოლა შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს და რუსეთსა და NATO-ს შორის ომად გადაიქცეს, - NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. „მოვლენები, შესაძლოა, საშინლად არასწორად განვითარდეს. უკრაინაში საშინელი ომია. ეს არის ასევე ომი, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს დიდ ომში ნატო-სა და რუსეთს შორის. ყოველდღიურად ვმუშაობთ, რათა თავიდან ავიცილოთ ეს“, - აღნიშნა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მთავრობის სხდომაზე საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც საქართველოში პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იმსჯელეს. საბჭოს წევრებმა სხდომაზე საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობის მაჩვენებლებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მესამე კვარტალში 745,3 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის მესამე მონაცემებზე ორჯერ მეტია. სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით იმსჯელეს, მათ შორის, პორტების, აეროპორტებისა და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის განვითარებაზე. განიხილეს ასევე ქვეყანაში მიმდინარე და დაგეგმილი ენერგეტიკული პროექტები, ასევე, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გასაზრდელად ქვეყანაში მაღალი ეფექტიანობისა და გარემოს დაცვითი ტექნოლოგიით აღჭურვილი თბოელექტროსადგურების მშენებლობის საკითხები. იმსჯელეს ასევე ტურიზმის სფეროში მიმდინარე პროცესებზე. ყურადღება გამახვილდა ზამთრის ტურისტულ სეზონისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მზადყოფნის საკითხთან დაკავშირებით. პრემიერმა ისაუბრა ზამთრის კურორტებზე დაგეგმილ ახალ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ გუდაურში იგეგმება ახალი საბაგიროს აშენება, რომლის გამტარუნარიანობა საათში 1800 მგზავრი, ხოლო სიგრძე 2800 მეტრი იქნება. ამასთან, პრემიერის თქმით, დამონტაჟდება გათოვლიანების სისტემა გუდაურის ორ სასრიალო ტრასაზე, რაც კიდევ უფრო მეტი კომფორტი იქნება დამსვენებლებისთვის. საბჭოს წევრებმა განიხილეს აჭარაში ციტრუსის რთველის მიმდინარეობის პროცესი. აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს საპროგნოზო მონაცემებით, 45 ათას ტონამდე ციტრუსია მოსალოდნელი. სეზონზე საექსპორტო მანდარინს 20-ზე მეტი ციტრუსის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო მიიღებს, რაც შეეხება არასტანდარტულ მანდარინს, ქობულეთის საკონსერვო ქარხანა შეუზღუდავი რაოდენობით მიიღებს. დღეის მდგომარეობით უკვე ექსპორტირებულია 4 500 ათას ტონამდე სტანდარტული მანდარინი, რაც შეეხება არასტანდარტულ ციტრუსს მიღებული და გადამუშავებულია 200 ტონა.
თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს
საქართველოს რეგიონული ტურის ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო NATO-ს თავდაცვის კოლეჯის დელეგაციას მასპინძლობს. კოლეჯის ხელმძღვანელ პირებსა და მაღალი რანგის კურსის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი მიესალმა და მსგავსი სახის ვიზიტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა მაღალი რანგის მსმენელებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებსა და არსებულ გამოწვევებზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პერსპექტივებსა და განხორციელებულ რეფორმებზე, თავდაცვის პოლიტიკის განვითარებისა და თავდაცვის ძალების ტრანსფორმაციის პროცესის შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს. ასევე, მიმოიხილეს საქართველოს სამხედრო განათლების სისტემის პრიორიტეტები. დღესვე, NATO-ს კოლეჯის წარმომადგენლები სასწავლო ვიზიტის ფარგლებში NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს (JTEC) ესტუმრნენ, სადაც JTEC-ის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ უმასპინძლა და ცენტრის შესაძლებლობები გააცნო. საქართველოში ვიზიტის მიზანი კოლეჯის კურსანტებისთვის რეგიონული უსაფრთხოების გარემოს, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის NATO-ში ინტეგრაციის პერსპექტივების გაცნობაა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „დღეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 74 წლისთავი აღინიშნება. ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დოკუმენტით, გაერო-ს წევრმა-სახელმწიფოებმა ყველა ადამიანის სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, კულტურული თუ სხვა ფუნდამენტური უფლებისადმი პატივისცემის საერთაშორისო ვალდებულება დაამკვიდრეს და განამტკიცეს თანასწორობის, თანაბარუფლებიანობის და ღირსეული ცხოვრების პრინციპები, ნებისმიერი ნიშნით განსხვავებულობის მიუხედავად. საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიული, მრავალკულტურული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობის პრინციპების ერთგული რჩება და სწორედ ამ პრინციპების დაცვასა და ცხოვრებაში გატარებას ისახავს მიზნად როგორც შერიგებისა და ჩართულობის, ისე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკა, რომლის უმთავრესი ღირებულება და პრიორიტეტი არის ადამიანი, მისი უფლებების პატივისცემა და თანაბარი შესაძლებლობების შექმნა. ადამიანის უფლებების დაცვასთან ერთად, სახელმწიფო პოლიტიკა მიზნად ისახავს სხვადასხვა ეთნოსის წარმომადგენელთა მხარდაჭერას, რათა საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ შეძლოს აქტიური მონაწილეობა მიიღოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში და წვლილი შეიტანოს ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში. ამასთან, ადამიანის უფლებების დაცვა ითვალისწინებს მათზე ზრუნვას, მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ასევე უკეთესი მომავლის პერსპექტივის გაჩენას მაშინაც კი, როდესაც ქვეყნის ცალკეული რეგიონების ოკუპაციის გამო საქართველოს ხელისუფლება მოკლებულია ადგილზე წვდომის შესაძლებლობას. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის პრინციპს ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრავს, სამწუხაროდ, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა კვლავ ებრძვის უკანონო ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯების მძიმე შედეგებს, საკუთარი ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევისა და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ჩათვლით, რაც ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. საქართველოს მთავრობა იყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს და საერთაშორისო მექანიზმს, რათა იზრუნოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და გამყოფ ხაზებთან მცხოვრებ მოსახლეობაზე და სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების გზით ხელი შეუწყოს მათი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისევე როგორც ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენისა და დიალოგის გაღრმავებას. სწორედ კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის კეთილდღეობა, მათი უფლებები და ინტერესები უდევს საფუძვლად დეპოლიტიზებულ, სტატუს-ნეიტრალურ და ადამიანზე ორიენტირებულ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკას. რეგიონში შექმნილი ურთულესი გამოწვევების ფონზე და ადგილზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული და უფლებრივი ვითარების პირობებში, საქართველოს მთავრობა განუხრელად განაგრძობს სამშვიდობო პოლიტიკის ეფექტიან და თანმიმდევრულ განხორციელებას, რაც კონფლიქტის მოგვარების უალტერნატივო გზას წარმოადგენს. სახელმწიფო მინისტრის აპარატი უერთდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნას და კიდევ ერთხელ ადასტურებს ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების პატივისცემის აუცილებლობას, რაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენია დემოკრატიული წინსვლისა და ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე“, – აღნიშნულია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.
მნიშვნელოვანია, სახალხო დამცველობის კანდიდატი ყველასთვის თანაბრად მისაღები იყოს - პაპუაშვილი
მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველობის კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ ფრაქციებს შორის კონსულტაციების შედეგად შესაძლებელი გახდა 19-კაციანი სიის შემცირება რვა კანდიდატამდე. „ახლა მთავარია, ყველა ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს საკითხს, რომ მნიშვნელოვანია, იყოს კვალიფიციური უმრავლესობ. მნიშვნელოვანია, რომ ამ მხრივ გადამწყვეტი ხმები აქვს „ქართულ ოცნებას“ და საჭიროა, სწორედ ასე მიუდგეს ჩვენი ოპოზიციაც. მნიშვნელოვანია, კანდიდატი, რომელზეც ჩვენ გვექნება საუბარი, მისაღები იყოს ყველასთვის, მაგრამ განსაკუთრებით აქ საუბარია „ქართული ოცნების“ დარწმუნებაში, რომ ესა თუ ის კანდიდატი იქნება საუკეთესო ამ თანამდებობაზე. ვნახოთ, ჩვენ გვექნება ამ საკითხებზე კონსულტაცია. იმ მომენტში, როგორც კი დავინახავ, რომ არსებობს კვალიფიციური უმრავლესობა კანდიდატის გარშემო, კენჭისყრა ჩატარდება და ავირჩევთ ახალ სახალხო დამცველს. კიდევ ერთხელ აქ მნიშვნელოვანია, რომ კანდიდატი თანაბრად მისაღები იყოს ყველასთვის, იმ კვალიფიციური უმრავლესობისთვის, რომელიც საჭიროა გადაწყვეტილების მიღებისთვის. ამავე დროს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხრივ, ვერც ერთი ფრაქცია ცალკე ვერ აირჩევს სახალხო დამცველს. ამავე დროს, სახალხო დამცველის არჩევა შეუძლებელია „ქართული ოცნების“ ხმების გარეშე. ამ მოცემულობით და იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნება“ პარლამენტში წარმოადგენს ხმების უმრავლესობას, მნიშვნელოვანია, რომ ამ სხვადასხვა წონის გათვალისწინებით, ფრაქციებმა იმსჯელონ და შევთანხმდეთ საერთო კანდიდატზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
გორში, დაწყებითი კლასის მოსწავლე, შიმშილის გამო ცუდად გახდა
გორის მე-7 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასის მოსწავლე ცუდად გახდა - ინფორმაციას გამოცემა "მოზაიკა" ავრცელებს. მათი ცნობით, ეს ინფორმაცია სკოლის დირექტორმაც დაუადასტურა. მისი განმარტებით, მოსწავლე სკოლაში საუზმის გარეშე მივიდა. “გვყავდა გამოძახებული სასწრაფო, მე-4 კლასელმა ბავშვმა გონება დაკარგა. მასწავლებელს გაუხდა ცუდად ხელებში. მოვიყვანეთ მშობელი და გვითხრა, რომ ბავშვი დილით არ საუზმობს. ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა ბავშვი გონებაზე, რომ მოვიდა ღვეზელი ვაჭამეთ და მაშინვე გამოკეთდა. არ ვიცი, რა ვთქვა, მშობელს ვუთხარით, რომ მსგავსი ფაქტი არ განმეორდეს, ასეთი პატარა ჩაის და თუნდაც ერთი ნაჭერი პურის გარეშე, როგორ უნდა გამოუშვან?! თუ სახლში არ ჭამენ, ყველი და პური სკოლაში მაინც გამოატანონ, ასე რომ აღარ ვინერვიულოთ სკოლამ და მასწავლებელმა”, – ამბობს ნოდარ იარღანაშვილი.