ძებნის რეზულტატი:

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. ყველაზე მეტი – 3.5 მილიარდი ევრო ბელგიამ დააყადაღა, რომელსაც მოსდევენ ლუქსემბურგი 2.5 მილიარდით ევროს ღირებულების და გერმანია 2.2 მილიარდი ევროს ღირებულების დაყადაღებული აქტივებით. 1 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინეს ირლანდიამ, ავსტრიამ, საფრანგეთმა და ესპანეთმა. ამასთან, როგორც გასულ კვირას ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, ბრიუსელში ამ აქტივების კონფისკაციისა და უკრაინისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხი აქტიურად განიხილება.  

აზერბაიჯანი: უკრაინას 45 ელექტროტრანსფორმატორს და 50 გენერატორს ვუგზავნით

აზერბაიჯანი უკრაინელ ხალხს ელექტროენერგიის მდგრადი მიწოდების აღდგენის მიზნით 45 ელექტროტრანსფორმატორსა და 50 გენერატორს უგზავნის. "დახმარების პირველი ნაწილი უკრაინაში უკვე გაიგზავნა, მეორე ნაწილის გაგზავნა კი უახლოეს მომავალში იგეგმება. ჰუმანიტარული ტვირთის საერთო წონა 52.2 ტონაა, საერთო ღირებულება კი - 1 მილიონ 422 ათას მანათს (800 000 აშშ დოლარზე მეტს) შეადგენს. მოცულობა დაახლოებით 1 მილიონ 422 ათას მანეთს შეადგენს, მეორე სატვირთო კოლონის გასვლა უახლოეს დღეებში იგეგმება", - ვკითხულობთ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსეთი საკუთარი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე მუშაობს - ოსტინი

რუსეთი საკუთარი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე მუშაობს. ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა. „მაშინ როდესაც კრემლი აგრძელებს საკუთარ სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ, მთელი მსოფლიო ხედავს, რომ პუტინი უპასუხისმგებლოდ იმუქრება ბირთვული იარაღით. რუსეთი მუშაობს საკუთარი ბირთვული არსენალის გაფართოებასა და მოდერნიზებაზე“, - განაცხადა ოსტინმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინაში დაღუპული მებრძოლი ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სამხედრო პატივით დაკრძალეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, ჯამბულატ ხოფერია ლანჩხუთში, სოფელ გვიმბალაურში საგვარეულო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ხოფერიას პატივი ახლობლებმა, ნათესავებმა, სამხედროებმა და რიგითმა მოქალაქეებმა მიაგეს. ჯამბულატ ხოფერია უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაემგზავრა.  ხოფერია სამშობლოში 8 დეკემბერს გამთენიისას გადმოასვენეს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ლასარეს ტერმინალში მეომრის ჩამოსვენების დღეს სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წევრები და რიგითი მოქალაქეები იყვნენ შეკრებილი. ჯამბულათ (ჯაბა) ხოფერია უკრაინაში დაღუპული 27-ე ქართველი მებრძოლია.   

ტოივო კლაარი: ევროკავშირს სამხრეთ კავკასიაში, მდგრადი მშვიდობა სურს

ევროკავშირს სურს უზრუნველყოს მდგრადი მშვიდობა სამხრეთ კავკასიაში. ამის შესახებ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში ტოივო კლაარმა დღეს სტამბოლში TRT World Forum-ზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. მან აღნიშნა, რომ ამჟამად არსებობს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობა. „თუმცა, 30 წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტის გამო, მხარეებს შორის ნდობა არ არსებობს. ნდობის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება. ევროკავშირი აქტიურად მუშაობს ამაზე. თურქეთი, ასევე დიდ როლს თამაშობს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვის“, - აღნიშნა ტოივო კლაარმა.   

უკრაინაში, ვინიცის ოლქში, პუშკინისა და სუვოროვის ძეგლები აიღეს

უკრაინის ვინიცის ოლქის ქალაქ ტულჩინში, რუსი მხრდარმთავრის ალექსანდრე სუვოროვისა და პოეტის ალექსანდრე პუშკინის ძეგლების დემონტაჟი განხორციელდა.  უკრაინის ქალაქ იზმაილში, რუსი პოლკოვნიკის ალექსანდრე სუვოროვის ძეგლს დემონტაჟისთვის ამზადებენ ამის შესახებ უზენაესი რადას დეპუტატმა ლარისა ბელოზირმა განაცხადა. ფოტოზე ჩანს, როგორ ხდება ბიუსტების გადატანა კვარცხლბეკიდან ტექნიკის დახმარებით. მანამდე პოეტის ძეგლები აიღეს ჩერნივციში, ჟიტომირში, კრემენჩუგსა და ხარკოვში.  

ტრანსადრეატიკული მილსადენის კონსორციუმი, სიმძლავრის გაზრდის 3 სცენარს განიხილავს

2020 წლის 31 დეკემბერს კომერციული ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე ტრანსადრიატიკის გაზსადენით (TAP) 18,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიზიარა, აქედან თითქმის 16 მილიარდი კუბური მეტრი იტალიამ მიიღო. ამის შესახებ იტალიურ ეკონომიკურ გაზეთ "Il Sole 24 Ore"-თან ინტერვიუში TAP AG კონსორციუმის აღმასრულებელმა დირექტორმა ლუკა შიეპატმა განაცხადა. „მხოლოდ 2022 წელს TAP-ით იტალიაში თითქმის 10 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ტრანსპორტირება იგეგმება, რაც 2021 წელთან შედარებით 3 მილიარდი კუბური მეტრით მეტია“, - განაცხადა შიპატიმ. მისი თქმით, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში პულიაში მდებარე Melendugno-ს მიმღებ ტერმინალში ყოველდღიურად 25-28 მილიონი კუბური მეტრი გაზი იტუმბება, რის შედეგადაც აზერბაიჯანი ალჟირის შემდეგ იტალიაში გაზის მეორე მთავარი მიმწოდებელი გახდა. „ბოლო თვეების განმავლობაში ჩვენ მძიმედ ვმუშაობდით გრძელვადიანი კონტრაქტების გაფორმებაზე, რომლებიც გარანტიას იძლევა წელიწადში 10 მილიარდი კუბური კუბური მეტრის მიწოდებას 25 წლის განმავლობაში, საიდანაც 8 მილიარდი კუბური კუბური მეტრი არის იტალიისთვის, 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი საბერძნეთისთვის და 1 მილიარდი კუბური კუბური მეტრი ბულგარეთისთვის. ამავდროულად, ჩვენ ასევე გავზარდეთ მოკლევადიანი სიმძლავრე, რამაც ევროპისთვის ამ კრიტიკულ მომენტში [ენერგეტიკული კრიზისი] ხელი შეუწყო მიწოდების უსაფრთხოების გაზრდას“, - განაცხადა ლუკა შიეპატმა.  აპრილში, სამთავრობო დელეგაციის ბაქოში ვიზიტისას, იტალიის მაშინდელმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ წამოაყენა მოთხოვნა, რომ იტალიას ნტრანსადრეატიკული მილსადენით, სულ მცირე 1,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზის დამატებითი ნაკადი მიეღი. „ჩვენ მივიღეთ ორჯერ მეტი გარანტია და დავიწყეთ მომზადება TAP-ის სიმძლავრის გაორმაგების პროექტისთვის, 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე“, - განაცხადა შიპატიმ. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს აზერბაიჯანი ევროკავშირში გაზის მიწოდების გაზრდას 40%-ით 11,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გეგმავს. 2021 წელს აზერბაიჯანის გაზის მიწოდებამ ევროპაში 8,2 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. TAP-ის მშენებლობა 2020 წლის ოქტომბერში დასრულდა. TAP-ის საერთო სიგრძე 878 კმ-ია, საიდანაც 550 კმ საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილზე, 215 კმ ალბანეთის ტერიტორიაზე, 105 კმ - ადრიატიკის ზღვის ფსკერზე და 8 კმ - იტალიის ტერიტორიაზე გადის. TAP AG კონსორციუმი მილსადენის სიმძლავრის გაზრდის სამ სცენარს განიხილავს: თუ გაზის მიწოდება შეზღუდული მოცულობით მოხდება, მილსადენის დატვირთვა - 14,4 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება, ნაწილობრივი მიწოდებისას - 17,1 მილიარდ კუბურ მეტრამდე და სრული დატვირთვის შემთხვევაში ტრანსადრეატიკული მილსადენი  წელიწადსი 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზს გაატარებს. აზერბაიჯანული გაზის მიწოდება იტალიაში, საბერძნეთსა და ბულგარეთში TAP-ის საშუალებით 2020 წლის 31 დეკემბერს დაიწყო.  

ჩვენმა ქვეყანამ, ბოლო 10 წლის მანძილზე, გიგანტური ნაბიჯები გადადგა - წულუკიანი

დღეს მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღეს, მათ შორის საქართველოც, რომელმაც ბოლო 10 წლის მანძილზე გიგანტური ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტის ამაღლების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. წულუკიანის თქმით, ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი და საჭიროა კიდევ უფრო მეტი მუშაობა. „ჩვენ გვაქვს გამართული პენიტენციური სამსახური, სადაც ადამიანის უფლებები და ღირსება დაცულია, ასევე სასამართლო, რომელიც არის უფრო მეტად დამოუკიდებელი, კვალიფიციური, პროფესიონალი და მიუკერძოებელი, ვიდრე იყო 10 წლის წინ, აქ რეფორმები, გაუმჯობესების პროცესი გრძელდება. გაუმჯობესების პროცესი გრძელდება ძალიან ბევრი მიმართულებით, როგორიც არის საარჩევნო უფლება, როდესაც შემოვიდა და საბოლოოდ დამკვიდრდა პრინციპი – ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა, ასევე იქნება ეს საკუთრების, ოჯახური ცხოვრების, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლება, თუ მრავალი სხვა. სწორედ ამ მიღწევას და პროგრესს ვულოცავ ყველას, იქნება ის საქართველოს ფარგლებში, თუ ქვეყნის ფარგლებს მიღმა და ვუსურვებ ამ გზაზე კიდევ მეტ წარმატებას, წინსვლას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი არასდროს არის საკმარისი. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს, რათა, მაგალითად, შშმ პირთა უფლებები კიდევ უკეთ დავიცვათ, რომელთათვისაც ჩვენ ჯერ კიდევ იუსტიციის სამინისტროში მივიღეთ შესანიშნავი კანონი. ქალთა უფლებები – მათთვის სტამბოლის კონვენციის რატიფიკაცია მოხდა, მაგრამ პრაქტიკაში კიდევ მრავალი გამოწვევაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.  

ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთისთვის - პოდოლიაკი

ირანი გეგმავს ბალისტიკური რაკეტების მიწოდებას რუსეთის ფედერაციისთვის, - წერს Twitter-ზე უკრაინის პრეზიდენტის ოფისის უფროსის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი. "ბოროტების ღერძი ჩამოყალიბებულია. ირანი გეგმავს რუსეთის ფედერაციას მიაწოდოს ბალისტიკური რაკეტები, მან იცის, რომ ისინი ამას ევროპაში ომისთვის გამოიყენებენ. რუსეთის ფედერაცია ირანს სამხედრო ტექნოლოგიებით ახლო აღმოსავლეთში აფეთქებებისთვის ეხმარება. ეს უკვე არა უკრაინის, არამედ გლობალური უსაფრთხოების საკითხია. უბრალოდ ყურებას ვაპირებთ?", - წერს პოდოლიაკი. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

მედია: მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანაა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს

მაროკო პირველი აფრიკული ქვეყანა გახდება, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს. შეერთებული შტატების რეკომენდაციის საფუძველზე, მაროკო უკრაინას T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილებს გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელმა დიპლომატებმა მოახერხეს ოფიციალური მაროკოს დარწმუნება, რომ T-72 ტანკების სათადარიგო ნაწილები კიევში საიდუმლოდ გადაეტანათ. მაროკოს სამეფო შეიარაღებულ ძალები ფლობენ რამდენიმე ათეულ T-72B/BK ტიპის ტანკს, რომლებიც 1999-2001 წლებში ბელორუსისგან შეისყიდეს.  

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა, საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო

სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტმა საქართველოს ევროპული მომავლის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. რეზოლუციის თანახმად, კომიტეტი აცნობიერებს საქართველოს ევროპული პერსპექტივისადმი მკაფიო მხარდაჭერის გამოვლენის მნიშვნელობას. სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტი სრულად უჭერს მხარს ევროკავშირისა და სლოვაკეთის დიპლომატიურ და პოლიტიკურ დონეზე საქმიანობას, რაც ხელს უწყობს ამ პერსპექტივის განხორციელებას. „მას შემდეგ, რაც სლოვაკეთი ევროკავშირს შეუერთდა, ევროკავშირის გაფართოების თემა სლოვაკეთის საგარეო და ევროპული პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.​ ​დღეს ჩვენი ახალი გამოწვევაა ევროკავშირში მეზობელი უკრაინის გაწევრიანება. არ შეიძლება დავივიწყოთ სხვა ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი გამოხატეს და რომლებთანაც სლოვაკეთის რესპუბლიკას გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობა აქვს. ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს აღნიშვნა, რომელმაც ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების თაობაზე სურვილი ოფიციალურად გამოხატა. ამ მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ძალისხმევის გაზრდა რათა აუცილებელი კრიტერიუმები შესრულდეს," - აღნიშნულია სლოვაკეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.  

ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის არმიაში მობილიზებულების ყაზარმებში ხანძარი გაჩნდა. ვიდეო

ოკუპირებული ყირიმის სოვეცკოეს დასახლებაში, შენობაში სადაც რუსეთის არმიაში მობილიზებულები იყვნენ განთავსებული ხანძარი გაჩნდა. ინფორმაციას უკრაინული მედია „ტელეგრამის“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს. კადრებში ჩანს, რომ ხანძარი დიდ ტერიტორიზე გავრცელდა. სხვადასხვა წყაროს ცნობით, შენობაში რამდენიმე ასეული ადამიანი იყო განთავსებული. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ინფორმაცია დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედია წერს, რომ მტრის დანაკარგებზე მონაცემები ზუსტდება.

კელი დეგნანი: გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, მოქალაქეებს მოუწოდა, რომ ამერიკაში წასასვლელად ლეგალურ გზას მიმართონ და არ ჩაიგდონ თავი საფრთხეში. „უმორჩილესად გთხოვთ, ნუ ეცდებით ამერიკაში მოხვედრას არალეგალური გზით, ეს არის ძალიან საშიში და ამავდროულად არაკანონიერი. ამასთანავე, გართმევთ შანს, მეორედ ჩამობრძანდეთ ამერიკაში უკვე ლეგალურად. როდესაც ასეთი გზით შედიხართ ამერიკის შეერთებულ შტატებში, ითვლება რომ იქ იმყოფებით არალეგალურად და ხშირ შემთხვევაში ხდება ამ ადამიანების დეპორტაცია. ვწუხვართ, რომ საქართველოს მოსახლეობას ხშირად არასწორი ინფორმაცია მიეწოდება“, - განაცხადა დეგნანმა. მისივე თქმით, პანდემიის გამო აშშ-ის ვიზის გაცემა გარკვეული პერიოდი შეფერხებული იყო და ბევრი საქმე დაგროვდა ამ კუთხით. „ეს არა მარტო საკონსულოში, არამედ მსოფლიოს მაშტაბითაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ სტუდენტებს, ვიზიტორებს, ბიზნესის წარმომადგენლებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, აიღონ ვიზა და გაემგზავრნონ. უბრალოდ ამისათვის მნიშვნელოვანია თადარიგის დაჭერა და უფრო ადრე საბუთების შემოტანა. ვიზის გაცემის პროცესი მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ კოვიდის პერიოდმა გარკვეული შეზღუდვები მოგვიტანა და სწორედ ამან გამოიწვია ინტერვიუების შეფერხება, თუმცა ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ სიტუაცია გამოსწორდეს. მე ვურჩევ ყველას, ვისაც სურს ამერიკაში მოხვედრა, რომ ყველაფერი გააკეთონ კანონიერი გზით”, - განაცხადა კელი დეგნანმა „ქუთაისიპოსტთან“ ინტერვიუში. აშშ-ის ელჩი იმერეთში საქართველო-ამერიკის შეერთებული შტატების დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს ფარგლებში იმყოფებოდა.  

გერმანია უკრაინას, €19,5 მილიონის ღირებულების 470 გენერატორს გადასცემს

გერმანია უკრაინას სხვადასხვა სიმძლავრის 470 ელექტრო გენერატორს გადასცემს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა.  ამის შესახებ უკრაინაში გერმანიის საელჩო ფეისბუქზე იტყობინება. „ტექნიკური დახმარების ფედერალური სააგენტო (THW) უკრაინას აწვდის 470 ერთეულ სხვადასხვა კლასის ელექტრო გენერატორს, რომელთა საერთო ღირებულება 19,5 მილიონი ევროა“, - ნათქვამია განცხადებაში. უკრაინაში უკვე 150 ელექტრო გენერატორია. დაგეგმილია აღჭურვილობის შემდგომი ტრანსპორტირება. გენერატორების ნაწილი პირდაპირ ეროვნულ ენერგოკომპანია „უკრენერგოს“ გადაეცემა, დანარჩენი კი ოდესის, მიკოლაივის და ხერსონის რეგიონებში გაიგზავნება. დახმარებას გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. როგორც Ukrinform იტყობინება, ნოემბერში გერმანიამ დაზიანებული წყლის მილების აღსადგენად მიკოლაევის რეგიონს  20 გენერატორი, 10 ჭაბურღილის ტუმბო და მინი-ექსკავატორი გადასცა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

ცნობილია რა აღმოაჩინა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ხარკოვის ეპარქიის ტერიტორიაზე ჩხრეკისას, პროკრემლისტური ლიტერატურა, რუსული მშრალი რაციონის საკვები და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული აღმოაჩინა.  უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ასევე, ერთ-ერთ ბერს რუსული პასპორტი აღმოუჩინეს - მას რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე ამოწმებენ. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ეპარქიებში ჩხრეკას განაგრძობს  რადგან ეჭვობს, რომ სამღვდელოება რუსეთთან კავშირშია. მანამდე უმაღლესმა რადამ უკრაინაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის აკრძალვის შესახებ კანონპროექტის მიღებას რეკომენდაცია გაუწია.  

რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, უკრაინის სახელმწიფო ქონების ფონდს გადაეცა

უკრაინის მთავრობამ რუსი ოლიგარქი ვლადიმერ ევტუშენკოვის აქტივები, სახელმწიფო ქონების ფონდის ხელმძღვანელობას გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. „რუსი ოლიგარქის ვლადიმერ ევტუშენკოვის ქონება, სანქციების შესახებ განახლებული კანონის შესაბამისად კონფისკაციას დაექვემდებარა და სახელმწიფო ქონების ფონდის მმართელობას გადაეცემა. კერძოდ, უკრაინის ბიუჯეტის შევსებასთან და კომპენსაციასთან დაკავშირებული ამოცანების განხორციელების შესაძლებლობით, რუსული აგრესიის შედეგად მიყენებული ზარალისთვის“, - განაცხადა უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა - ეკონომიკის მინისტრმა იულია სვირიდენკომ. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უზენაესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ პუტინის ოლიგარქის ქონების კონფისკაცია, კერძოდ, 17 უძრავი ქონების ობიექტი და კორპორატიული უფლებები 5 ბიზნეს-სუბიექტის საწესდებო კაპიტალში მოახდინა. 42,09% შპს ელექტროზავოდ-ვიტში (ზაპოროჟიე); 59,2% შპს ITM-Ukraine-ში (კიევი); 59.2% შპს Smart Digital Solutions-ში (კიევი); 42,09% შპს სამეცნიერო და საინჟინრო ცენტრი "ZTZ-სერვისი" (ზაპოროჟიე); 34,21% სს „უკრაინის კვლევითი დიზაინისა და ტრანსფორმატორული ინჟინერიის ტექნოლოგიური ინსტიტუტიდან“ (ზაპოროჟიე).  უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის (IWG) მუშაობის დაწყებიდან, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭომ, უკრაინის პრეზიდენტის განკარგულებებით, სანქციები თითქმის 4 500 ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუწესა.  

რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ეროვნული პოლიცია

უკრაინაში, ომის დაწყების დღიდან რუსებმა 47 000 სამხედრო დანაშაული ჩაიდინეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ეროვნული პოლიცია ავრცელებს. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, მხოლოდ ლუგანსკის რაიონში, 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს წინასწარი მაჩვენებელია, რადგან რეგიონის ნაწილი ოკუპირებულია და მონაცემების დაზუსტება შეუძლებელია. 7 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე, თითქმის 30 წამების ადგილია აღმოჩენილი.  რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი სექსუალური ძალადობის ფაქტებზე 47 საქმეა აღძრული.   

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები დასახელდნენ

ჟიურიმ თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულები გამოავლინა. ფესტივალის მთავარი ჯილდო, ოქროს პრომეთე სოსო ბლიაძის ფილმს, „ჩემი ოთახი“ გადაეცა. თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა სრული სია:  საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი ოთახი“, რეჟ. სოსო ბლიაძე, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი „ჩემი მეგობარი ანდრო“, რეჟ. კატალინა ბაქრაძე, (საქართველო) საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „სახელმწიფო სახელმწიფოში“, რეჟ. თეკლა ასლანიშვილი, (საქართველო) საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი „ჰეი, გუნეშ!“, რეჟ. ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „დრამერი“, რეჟ. კოტე კალანდაძე, (საქართველო) მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „ქრისტე ჩიტი“ (ნათლობა იორდანეში), რეჟ. მიხეილ კვინიკაძე, საქართველო აქსელი, რეჟ. ლევან უჩანეიშვილი, (საქართველო) სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, განსაკუთრებული აღნიშვნა „მაინც ვითამაშებთ“, რეჟ. გიორგი ვარსიმაშვილი, (საქართველო) ჟიურის სპეციალური ჯილდო Klondike, რეჟ. მარინა ერ გორბაჩი, (უკრაინა) ადამიანების უფლებები კინოში – ევროკავშირის სპეციალური ჯილდო Plan 75, რეჟ. ჩი ჰაიაკავა, (იაპონია) ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავარ ფესტივალზე 60-ზე მეტი ფილმის ჩვენება გაიმართა. წლევანდელი კინოფესტივალის საპატიო პრომეთე გადაეცათ რეჟისორებს აგნეშკა ჰოლანდს და ოთარ იოსელიანს.  

ოლაფ შოლცი: ყოველთვის, როცა პუტინს ვესაუბრები, მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცახდებით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს.. გერმანული მედიის ცნობით, ამის შესახებ მან შაბათს პოტსდამში თავის საარჩევნო ოლქში მოქალაქეებთან შეხვედრისას განაცხადა.  „ყოველთვის, როცა მე ვესაუბრები პუტინს, ის ძალიან მკაფიოდ ამბობს, რომ რაღაცის დაპყრობას აპირებს[…] მას უბრალოდ სურს, ძალით დაიპყროს უკრაინის ტერიტორიის ნაწილი[…] ეს ასეა რუსეთის დიდი დანაკარგების მიუხედავად. ზუსტად არ ვიცით რამდენი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, მაგრამ ეს შეიძლება იყოს 100 000“, – განაცხადა შოლცმა. მისი თქმით, რუსეთის ხელმძღვანელობა მანამდეც სასტიკ მიდგომებს იყენებდა, მაგალითად, სირიასა და ჩეჩნეთში, სადაც მან „მთელი ქვეყანა გაანადგურა“.  

ოსლოში, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია უკრაინის, რუსეთისა და ბელორუსის წარმომადგენლებს გადაეცათ

ნორვეგიის დედაქალაქში, დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიიღეს უფლებადამცველებმა უკრაინიდან, რუსეთიდან და ბელორუსიდან. ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ „სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრი“ უკრაინიდან, რუსული ორგანიზაცია „მემორიალი“ და პატიმრობაში მყოფი ბელორუსი აქტივისტი ალეს ბიალიაცკი. სამოქალაქო თავისუფლებების ცენტრის თავმჯდომარემ, ალექსანდრა მატვიიჩუკმა განაცხადა, რომ უკრაინის ისტორიის ამ მძიმე მომენტში ერთადერთი გზა - სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად, ბრძოლაა. ცერემონიაზე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ ბერიტ რეის-ანდერსენმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოს სჭირდება ის მშვენიერი პიროვნებები და ადამიანთა ჯგუფები, რომლებიც დიდი პირადი მსხვერპლის ფასად ეწინააღმდეგებიან აგრესიას, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და მშვიდობის სახელით".