ძებნის რეზულტატი:
მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის - კულება
მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განცხადა. „მოვუწოდებ მსოფლიოს, არ შეეშინდეს რუსეთის დაშლის. ისტორიის ბორბალი თუ ტრიალს იწყებს, მას ვერავინ შეაჩერებს. იმაზე ფიქრის ნაცვლად, როგორ დავეხმაროთ რუსეთს სიცოცხლის შენარჩუნებაში, დროა, მივიღოთ ის ფაქტი, რომ რუსეთს არ შეუძლია, იყოს საერთაშორისო საზოგადოების ნორმალური წევრი. მე არ მგონია, რომ მსოფლიო დაიშლება ნაწილებად, თუ რუსეთი დაიშლება, მაგრამ რუსეთს დაშლიან საკუთარი მოქალაქეები, როგორც ეს მოუვიდა რუსეთის იმპერიას“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
მედია: აშშ უკრაინას კიდევ $275 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუწევს
Reuters-ი იუწყება, რომ პარასკევს აშშ-ს ადმინისტრაციამ შესაძლოა, უკრაინის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი $275 მილიონის მოცულობის პაკეტი გამოაცხადოს. ჟურნალისტების თქმით, რომლებიც ამ ტრანშის შესახებ დოკუმენტს გაეცნენ, დახმარების პაკეტი ითვალისწინებს კიევში უპილოტო თვითმფრინავების წინააღმდეგ საბრძოლველად და უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად გარკვეული საშუალებების გაგზავნას. იმის შესახებ, თუ კონკრეტულად რა სახის აღჭურვილობა იქნება მიწოდებული, არ არის ცნობილი. გარდა ამისა, სააგენტო იტყობინება, რომ სამხედრო დახმარების შემდეგი პაკეტი მოიცავს რაკეტებს, ამერიკული HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისთვის, რომლებიც უაღრესად მნიშვნელოვანი გახდა უკრაინის არმიისთვის. რომელსაც ამერიკული თავდაცვის კომპანია Lockheed Martin-ი აწარმოებს. ამ პაკეტის ფარგლებში, Reuters-ის ცნობით, ასევე გაიგზავნება 155 მმ-იანი ჭურვები დასავლური ჰაუბიცებისთვის, Humvee სამხედრო მანქანებისთვის და გენერატორებისთვის. უკრაინას სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტი სავარაუდოდ (PDA) სქემით გამოიყოფა, რომლის მიხედვითაც აშშ-ს პრეზიდენტს უფლება აქვს უკრაინაში იარაღი კონგრესის დამატებითი თანხმობის გარეშე გაგზავნოს. უკრაინაში რუსეთის შემოჭრის დაწყებიდან, ვაშინგტონმა კიევს დაახლოებით 19,1 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწია.
მოსკოვის ოლქში, სავაჭრო ცენტრში გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა
MEGA ხიმკის სავაჭრო ცენტრში გაჩენილი ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ რუსული მედია მოსკოვის რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მთავარ სამმართველზე დაყრდნობით წერს. ხანძარი სავაჭრო ცენტრ MEGA ხიმკის მაღაზია OBI-ში დილის ექვს საათზე გაჩნდა. 150 მეტრ ფართობზე სახურავს ცეცხლი გაუჩნდა. 08:25 საათზე ხანძარი შვიდ ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე ლოკალიზდა.
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა. როგორც ცნობილია, მიზეზი ტექნიკური ხარვეზია. ამასთან, როგორც სატრანსპორტო კომანიაში აცხადებენ, თბილისის მეტროს პირველი ხაზი („ახმეტელის თეატრი“ – „ვარკეთილი“) ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ევროპარლამენტმა და ბელგიის ქალაქებმა უკრაინას პირველი „იმედის გენერატორები“ გადასცეს
ევროპარლამენტი, ბრიუსელისა და ბელგიის რამდენიმე ქალაქის საქალაქო ხელისუფლებასთან ერთად, „იმედის გენერატორების“ ინიციატივის ფარგლებში უკრაინას პირველ გენერატორებს გადასცემს. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა. „მოხარული ვარ, რომ ვხელმძღვანელობ ინსტიტუტს, რომელიც გამოხატავს სოლიდარობას", - წერს მეცოლა Twitter-ზე. შეგახსენებთ, 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის კრიტიკულ იფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პუტინი ბიშკეკში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ყირგიზეთში ჩავიდა. რუსული მედიის ცნობით, ის ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტს დაესწრება. რუსული მედიის ცნობით, მხარეები განიხილავენ გაზის საერთო ბაზრის ფორმირებისა და ენერგეტიკულ სექტორში უწყებათაშორისი საბჭოს შექმნის საკითხს. EAEU სივრცეში ინტეგრაციის შემდგომ გაღრმავებას და სერვისების ერთიანი ბაზრის განვითარებას. როგორც დაგეგმილია, სამიტზე ასევე დამტკიცდება დოკუმენტების მთელი პაკეტი და დამტკიცდება კავშირის საერთაშორისო საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 2023 წლისთვის. გენერალური შეხვედრის გარდა, პუტინმა შესაძლოა სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართოს. კერძოდ, დაგეგმილია ორმხრივი საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. ევრაზიის უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს მომავალი სხდომა წელს მეორედ იმართება.
საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები - გაეროს ქალთა ორგანიზაცია
საქართველოში აუნაზღაურებელ საოჯახო შრომასა და ბავშვებზე ზრუნვას ქალები 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები, - გაეროს ქალთა ორგანიზაციამ და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა საქართველოში დროის გამოყენების გამოკვლევის ძირითადი შედეგები წარადგინეს. „შედეგები ადასტურებს, რომ საქართველოში ოჯახებში ზრუნვის პასუხისმგებლობების უდიდესი ნაწილი ქალების მხრებზე გადადის. ეს მათ არა მხოლოდ დასაქმებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს უზღუდავს, ასევე, უზღუდავს დროს სწავლის, სოციალიზაციის, პირადი თუ პროფესიული განვითარებისა და თვითზრუნვისთვის“, - აღნიშნულია კვლევაში. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ქალები აუნაზღაურებელ საოჯახო შრომას - დალაგებას, სადილის მომზადებას, სარეცხის გარეცხვას და ა.შ. თითქმის 5-ჯერ მეტ დროს უთმობენ, ვიდრე კაცები. ბავშვის აღზრდაში დედების 80% და მამების 38.6%-ია ჩართული. ამავდროულად, დედები ბავშვის მოვლას 5-ჯერ მეტ დროს, კვირაში 20.4 საათს უთმობენ, მამები კი - კვირაში 3.9 საათს. ზოგადად, საქართველოში აუნაზღაურებელი ზრუნვისა და საოჯახო შრომაზე ქალების მიერ დახარჯული დროის წილი (17.8 %) 4.8-ჯერ მეტია კაცების მიერ დახარჯულ დროზე (3.7 %). გამოკვლევის ფარგლებში სულ ქვეყნის მასშტაბით 3,680 შინამეურნეობა შეირჩა და 6,074 რესპონდენტი გამოიკითხა. დროის გამოყენების გამოკვლევა შინამეურნეობების გამოკვლევაა, რომლის საშუალებითაც გროვდება მონაცემები, თუ რა აქტივობებზე და რამდენ დროს ხარჯავენ ქალები და კაცები დღის განმავლობაში. იგი წარმოადგენს უნიკალურ წყაროს მდგრადი განვითარების მიზნების მონიტორინგისთვის, კერძოდ, 5.4 ამოცანის შესრულების ინდიკატორების მისაღებად. მსოფლიოს მასშტაბით სწორედ დროის გამოყენების გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე ფასდება ქალების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი შრომის წილი ქვეყნის კეთილდღეობაში და ამგვარ შრომაზე ქალებისა და კაცების მიერ დახარჯული დროითი განსხვავებებით გაანალიზდება გენდერული უთანასწორობები. მიღებულ მონაცემებს საკვანძო მნიშვნელობა აქვს აუნაზღაურებელი შრომის აღიარების, გადანაწილებისა და შესაბამისი საჯარო პოლიტიკის შემუშავებისთვის. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2020-2021 წლებში ქვეყანაში პირველად ჩაატარა დროის გამოყენების გამოკვლევა, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა საქართველოში დროის გამოყენების შესახებ სტატისტიკურად სანდო და საერთაშორისო დონეზე შესადარისი მონაცემების მიღება, გენდერული სტატისტიკის გაუმჯობესება, მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მაჩვენებლების გაანგარიშება და გენდერული თანასწორობის გაძლიერებისკენ მიმართული პოლიტიკის ინფორმირება“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ. გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში კაორი იშიკავას თქმით, ის იმედოვნებს, რომ ამ კვლევის შედეგად მიღებული მონაცემები ქვეყანაში ზრუნვის შრომის ღირებულებასა და საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის შესახებ დისკურსს ბიძგს მისცემს. „ასევე, იმედი გვაქვს, რომ კვლევის მიგნებები მოახდენს საჯარო პოლიტიკის ინფორმირებას, ქალებისა და გოგოების მიერ გაწეული აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის არაპროპორციული წილის შესამცირებლად და ზრუნვის პასუხისმგებლობების თანაბრად გადასანაწილებლად როგორც ქალებსა და კაცებს, ისე საზოგადოებას, კერძო სექტორსა და სახელმწიფოს შორის“, - აღნიშნა კაორი იშიკავამ. გამოკვლევა გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“ ფარგლებში, ნორვეგიის მთავრობისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ფლაგმანი პროგრამის „თითოეული ქალი და გოგო მნიშვნელოვანია“ მხარდაჭერით ჩატარდა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 1166 კილოგრამი საკვებად უვარგისი თევზი დალუქა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის და სურსათის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ღონისძიების შედეგად, გამოვლენილია თევზის შესაბოლი საწარმო შპს „ემი“( ს/კ 400254087, მისამართი: რუსთავის გზატკეცილი N 22), რომელიც უკანონოდ, ბიზნესოპერატორის რეგისტრაციისა და აღიარების გარეშე საქმიანობდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, შემოწმებისას დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის მიერ, განადგურების მიზნით, დაილუქა 1166 კილოგრამი თევზი (სკუმბრია შებოლილი 320 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები შებოლილი 19 კგ, სკუმბრია დამარილებული 720 კგ, ორაგულის მუცლის ჩხირები 107 კგ). ლაბორატორიული კვლევისთვის აღებულია ნიმუშები. ობიექტი დაჯარიმდა და საქმიანობის უფლება შეუჩერდა.
The Insider: პუტინთან დაახლოებული რუს მილიარდერებს, ლატვიაში ბიზნესი აქვთ
რუსი მილიარდერები ისკანდარ მახმუდოვი და ანდრეი ბოკარევი, რომლებიც კრემლის ახლო გარემოცვას წარმომადგენენ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსგან კონტრაქტებს იღებენ, პირადად და შუამავლების მეშვეობით ლატვიაში ბიზნესი აქვთ. ამის შესახებ The Insider-ის გამოძიებაშია ნათქვამი. გამოცემა ბიზნესმენებს უწოდებს „კრემლის ძველ მეგობრებს“, ხოლო მათი კომპანიები, მათ შორის ურალის სამთო და მეტალურგიული კომპანია, Kuzbassrazrezugol-ი, Transmashholding-ი, რუსეთის უმსხვილესი კონტრაქტორები არიან. 2017 წლამდე მახმუდოვი და ბოკარევი ფლობდნენ წილებს კალაშნიკოვის კონცერნში. გარდა ამისა, გამომძიებლების თქმით, Kolomensky Zavod-ის მეშვეობით ისინი დიზელის ძრავებს რუსული ხომალდებისთვის აწვდიდნენ. გამოძიების თანახმად, მახმუდოვისა და ბოკარევის ლატვიურ აქტივებს შორის არის რიგის ელექტრო მანქანათმშენებელი ქარხანა (Rīgas elektromašīnbūves rūpnīca (RER)) და მისი შვილობილი კომპანია LATVO, რომელიც მანქანებითა და აღჭურვილობით საბითუმო ვაჭრობას ეწევა. RER-ის კაპიტალი 8,1 მილიონი ევროა, ხოლო წლიურმა ბრუნვამ 2021 წელს თითქმის 33 მილიონ ევროს მიაღწია. კომპანია მუშაობს მთელ ევროპაში და იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან. კერძოდ, RER-მა მიიღო თანხები ევროკავშირის მეწარმეობის მხარდაჭერის ფონდიდან ლატვიის საინვესტიციო და განვითარების სააგენტოსა და ქვეყნის ეკონომიკის სამინისტროს მეშვეობით. The Insider-ის ცნობით, ევროპის რეგიონული განვითარების ფონდმა კომპანიას 527 000 ევრო გამოუყო ელექტრომობილისთვის „ინტეგრირებული წევის ამძრავის ინტელექტუალური თერმული მართვის" პროექტისთვის. გამოძიების თქმით, რუსი ბიზნესმენები ფლობენ RER-ს შუამავლების ჯაჭვის მეშვეობით, მათ შორის შპს TransComponent Holding (შპს TransComponent Holding) და Krona Group JSC. გამოცემის თანახმად, 2021 წელს ბოკარევმა და მახმუდოვმა რიგის კომპანია საკუთარი თავისგან „იყიდეს“, მანამდე კი წლების განმავლობაში აკონტროლებდნენ მას „მათი ნომინანტების“ - Krona Group-ის ყოფილი ბენეფიციარების, რუსეთის იგორ ლოზოვოისა და ლიტვის მოქალაქე სერგეიუს გრეჩუკასის მეშვეობით. 2012-2015 წლებში ლოზოვოი მუშაობდა კომპანია Mosmetrostroy-ის დირექტორის მოადგილედ, რომელიც იმ დროს ბიზნესმენებს ეკუთვნოდათ. 1990-იანი წლების ბოლოს ის ხაკასიაში, გაკოტრების სისხლის სამართლის საქმეზე ძებნილთა სიაშია შეყვანილი, - გაარკვიეს ჟურნალისტებმა. თავის მხრივ, გრეჩუკასი ადრე მუშაობდა Transmashholding-ის ლიტვის ოფისში, რომელშიც მახმუდოვი და ბოკარევი ფლობენ წილებს. ამ კომპანიამ, გამოძიების თანახმად, ლიეტუვას მიაწოდა სამგზავრო და სატვირთო მანქანები, სარკინიგზო ავტობუსები და სხვა აღჭურვილობა. Krona Group-ი არის ლატვიური RER-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორი, ასევე ცენტრალური გარეუბნის სამგზავრო კომპანიის (CPPK) კონტრაქტორი, რომელსაც The Insider-ი ბოკარევთან და მახმუდოვთან აკავშირებს. Transmashholding-ი ჩამოთვლილია RER-ის პარტნიორებს შორის კომპანიის ოფიციალურ ვებსაიტზე. გარდა ამისა, RER-ის აღმასრულებელი დირექტორი სტანისლავ ვოდოლასკი ხელმძღვანელობს Krona Group-ს, ისევე როგორც CPPK-ს. გამომძიებლების თქმით, მოსკოვში კოვიდ პანდემიისა და კარანტინის დროს, სწორედ CPPK-მ გასცა მას ციფრული საშვი ქალაქში გადაადგილებისთვის. The Insider-ის ცნობით, CPPK-ის მეშვეობით ბოკარევი და მახმუდოვი თანამშრომლობდნენ ესტონეთის ერთ-ერთ უმდიდრეს ქალთან, მოსკოვის ვიცე-მერის მაქსიმ ლიქსუტოვის ყოფილ მეუღლესთან, ტატიანა ლიქსუტოვასთან. 2021 წელს ლიკსუტოვა მილიარდერებთან ერთად კვიპროსის კომპანია Fredlake Holdings-ს ფლობდა.
ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო გადაეცა
ცნობილ ქართველ რეჟისორს, ოთარ იოსელიანს თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის საპატიო ჯილდო, პრომეთე გადაეცა. საპატიო ჯილდოს გადაცემასთან დაკავშირებით თბილისის კინოფესტივალის ფარგლებში, კინოთეატრ „ამირანში“ გიორგობისთვის ჩვენება გაიმართა. ქართველი კინორეჟისორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1984), საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979) ოთარ იოსელიანი 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ოთარ იოსელიანი საფრანგეთში მუშაობს, სადაც რამდენიმე დოკუმენტურ და მცირემეტრაჟიან ფილმს იღებს. 1984 წელს „მთვარის ფავორიტებმა“ ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა. იგივე პრემია მიენიჭა იოსელიანის ორ სხვა ფილმსაც — „და იყო სინათლე“ (1989) და „ყაჩაღები. თავი VII“ (1996). 1999 წელს ეკრანებზე გამოვიდა ოთარ იოსელიანის ახალი ფილმი „In vino veritas!“, რომელშიც ის თავად ასრულებს ერთ-ერთ მთავარ როლს. 2010 წლის კანის კინოფესტივალზე არასაკონკურსო ჩვენებაში წარმოდგენილი იქნა რეჟისორის ახალი ფილმი „შანტრაპა“.
ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ბლუმბერგის“ გლობალურ დირექტორ ტოდ ბაიერს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობასა და „ბლუმბერგს“ შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას. პრემიერ-მინისტრმა და „ბლუმბერგის“ გლობალურმა დირექტორმა ერთობლივად განხორციელებული პროექტები მიმოიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. ტოდ ბაიერმა ირაკლი ღარიბაშვილს ერთობლივად განხორციელებული კამპანიის – A Pleasure Doing Business-ის შემაჯამებელი პრეზენტაცია წარუდგინა. კამპანიის ფარგლებში მომზადდა საქართველოს შესახებ სარეკლამო რგოლი და ასევე დაიგეგმა მარკეტინგული კამპანია, რომლის დახმარებითაც მილიონობით ადამიანმა შეიტყო საქართველოში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო და ბიზნესგარემოს შესახებ. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის მანდატის ფარგლებში, საქართველოს რეგიონულ ჰაბად პოზიციონირებას საერთაშორისო მედიაკამპანიების საშუალებით უწყობს ხელს. კამპანიის მიმდინარეობისას „ბლუმბერგი” აქტიურად თანამშრომლობდა როგორც მთავრობის ადმინისტრაციასთან, ისე სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან.
კელი დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა
ამერიკის ელჩის განცხადებით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ის, რომ მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობა იყოს დაცული. ამის შესახებ კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ამერიკის ელჩის თქმით, შეერთებული შტატები თვალყურს მაიდევნებს, კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს. „აშშ ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს ბატონი სააკაშვილის საქმეს. შექებას იმსახურებს სახალხო დამცველის ოფისის მუშაობა, მათ განახორციელეს სამაგალითო საქმიანობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის კუთხით, იმისთვის, რომ მისი უფლებები დაცული ყოფილიყო. როგორც ვიცი, მათ მოინახულეს სააკაშვილი ორჯერ გასული კვირის განმავლობაში. ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და სულიერი ჯანმრთელობის დაცვის, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მისი უფლებების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი მთავრობაა და ჩვენ თვალყურს მივადევნებთ, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებული ეს ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცული იყოს“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, უკრაინისადმი გულუხვი ჰუმანიტარული დახმარება მკაფიოდ ადასტურებს, რომელ მხარეს დგას საქართველოს ხალხი
„ნათელი და მკაფიოა, რომელ მხარეს იჭერს ქართველი ხალხი, ისინი არიან სოლიდარულები უკრაინის მიმართ, რადგან ეს ქვეყანა იცავს თავის სუვერენიტეტს, ერთიანობას და საკუთარ იდენტობას“, - შესაბამისი განცხადება ამერიკის ელჩმა მედიასთან გააკეთა. მისი შეფასებით, ქართველი ხალხისთვის ძალიან კარგად არის ცნობილი ეს ყველაფერი და გამოცდილი აქვს რუსეთის აგრესია. „უნდა უჭირდეს თუ არა ცივილური სამყაროს ხელისუფლების წარმომადგენელს პასუხის გაცემა იმაზე, თუ ვისკენ უნდა იყოს ის რუსეთ-უკრაინის ომში“, ელჩმა ჟურნალისტის ამ შეკითხვას უპასუხა. „უკრაინა იბრძვის სუვერენიტეტისთვის, ტერიტორიული დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის, ის იბრძვის არსებობისთვის, იდენტობისთვის. ყველაფერი ეს ქართველმა ხალხმა კარგად იცით რუსული აგრესიიდან მიღებული საკუთარი გამოცდილებიდან, გამოცდილებიდან რომელიც თქვენ მიიღეთ, როცა რუსეთი თქვენი იდენტობის, ტერიტორიის, სუვერენიტეტის წართმევას ცდილობდა. ასე რომ, როდესაც ქართველი ხალხი გულუხვ ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინელ ხალხს, რომელიც იბრძვის საკუთარი ქვეყნისთვის და იდენტობისთვის, ჩვენ ნათლად ვიცით, რომელ მხარეს დგას ქართველი ხალხი“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა. „მე ვარ საქართველოს მხარეს, მე ვარ ჩემი ქვეყნის ინტერესების დამცველი და ასეც იქნება მანამ, სანამ ვიქნები ცოცხალი. ეს უნდა იყოს ჩვენი მოქალაქეების ვალდებულება და ყველა ჩვენი მოქალაქის სურვილი", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა 7 დეკემბერს, მედიის მხრიდან შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ.
თბილისის მეტრომ საბურთალოს ხაზზე, მუშაობა განაახლა
თბილისის მეტრომ საბურთალოს ხაზზე მუშაობა განაახლა. ამის შესახებ Europetime-ს სატრანსპორტო კომანიიდან აცნობეს. თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე შეფერხებაა ამასთან, მეტროს შეჩერების მიზეზი ტექნიკური ხარვეზი იყო.
იაპონია, დიდი ბრიტანეთი და იტალია ახალი თაობის გამანადგურებლის შექმნაზე შეთანხმდნენ
იაპონიის, დიდი ბრიტანეთისა და იტალიის ხელისუფლებები 2035 წლისთვის ახალი თაობის გამანადგურებლებს ერთობლივად შექმნიან. პროექტის შესახებ მადრიდში, NATO-ს სამიტზე პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას მონაწილეობის შემდეგ გახდა ცნობილი. ოფიციალურმა ტოკიომ არაერთხელ განაცხადა, რომ წყნარი ოკეანის რეგიონში რეგიონული საფრთხეების ფონზე, იაპონია ორიენტირებულია NATO-ს ქვეყნებთან თავდაცვის თანამშრომლობაზე. სააგენტო Kyodo-ს ინფორმაციით, პროექტში წამყვან როლს იაპონური კომპანია Mitsubishi Heavy Industries-ი და ბრიტანული კომპანია BAE Systems-ი შეასრულებენ. იაპონიის და აშშ-ის თავდაცვის სამინისტროების ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ „ვაშინგტონის ადმინისტრაცია ტოკიოს ინიციატივას მხარს უჭერს“.
ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა
ევროპულმა საბჭომ საქართველოსთვის ევროპის სამშვიდობო ინსტრუმენტის (EPF) ფარგლებში ფინანსური დახმარების მორიგი პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. 20 მილიონი ევროს ღირებულების დახმარება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას ისახავს მიზნად და ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) ფარგლებში ევროკავშირთან საქართველოს აქტიურ თანამშრომლობას შეუწყობს ხელს. ევროპის სამშვიდო ინსტრუმენტით წელს პირველად მოხდება საქართველოსთვის კიბერ უსაფრთხოების სფეროს მხარდაჭერა. ასევე, დახმარების პაკეტი სამხედრო-სამედიცინო, სამხედრო-საინჟინრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების გასაძლიერებლად იქნება მიმართული. საქართველომ ევროკავშირის ფინანსურ დახმარებას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროსათვის უკვე მეორედ მიიღო. 2021 წელს საქართველო EPF-ის მიმღები ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო. „ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ევროკავშირისთვის საქართველო რეგიონში უმნიშვნელოვანეს და სანდო პარტნიორს წარმოადგენს და ორივე მხრიდან არსებობს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების ძლიერი ინტერესი, მათ შორის სხვადასხვა ჰიბრიდული საფრთხეებისადმი მედეგობის გაზრდის მიზნით. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დინამიურობას და ცხადყოფს, რომ უსაფრთხოების განზომილება ორმხრივი დღის წესრიგის ერთ-ერთი კრიტიკული მიმართულებაა. ევროკავშირი აგრძელებს აქტიურ ჩართულობას საქართველოში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში, ქვეყნის სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ელჩი დეგნანი: გამჭვირვალედ უნდა შეირჩეს ომბუდსმენობის ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი გამბედაობით დაიცავს ადამიანის უფლებებს
ამერიკის ელჩის განცხადებით, ომბუდსმენის შერჩევის პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე, რათა შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას. შესაბამისი განცხადება კელი დეგნანმა მედიასთან გააკეთა. „ყველას გვახსოვს ნინო ლომჯარიამ და მისმა პროფესიონალთა გუნდმა სახალხო დამცველის ოფისიდან, მართლაც გამორჩეული საქმიანობა გასწია. ეს კიდევ ერთხელ ცხადჰყოფს, რამდენად მნიშვნელოვანი პოზიციაა. ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტი, რომლის მოვალეობაც არის თითოეული ადამიანის უფლების დაცვა, რაც გარანტირებულია კონსტიტუციით. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, შერჩევის პროცესი იყოს ინკლუზიური, გამჭვირვალე და შეირჩეს ისეთი კანდიდატი, რომელიც თავისი კვალიფიკაციით, დამოუკიდებლობით, გამბედაობით შეძლებს და უზრუნველყოფს თითოეული ადამიანის უფლების დაცვას“, - განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.
ელჩი დეგნანი: რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია შთააგონებს ზოგიერთ ქართველს, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად
საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი როდესაც ოკუპირებულია, გრძელდება გატაცებები, ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთი ქართველისთვის, გააკეთოს რაც შეუძლია უკრაინის დასახმარებლად, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ, – ამის შესახებ ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა. ჟურნალისტებმა მას შეკითხვა დაუსვეს უკრაინაში მებრძოლებისთვის მოქალაქეობის შესაძლო ჩამორთმევასთან დაკავშირებით. მამუკა მდინარაძის თქმით, პირი საქართველოს მოქალაქეობას კარგავს, თუ დადასტურდა, რომ ის სხვა ქვეყნის სამხედრო ძალებში ჩაირიცხა „მე კიდევ ერთხელ ვიტყოდი, რომ ქართველებმა ძალიან კარგად იციან იმ ბრძოლის შესახებ, რომლის წინაშეც ახლა უკრაინელები არიან, რაც გულისხმობს მათი იდენტობის, სამშობლოსა და სუვერენიტეტის დაცვასა და შენარჩუნებას. ეს არის ის, რაც საქართველომ გამოსცადა და ახლაც განიცდის, როდესაც თქვენი ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ და გრძელდება შევიწროება, გატაცებები. ვფიქრობ, ეს შთამაგონებელია ზოგიერთ ქართველისთვის, გააკეთონ, რაც შეუძლიათ დასახმარებლად. იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარება, თუ სხვა რამ“, - აღნიშნა კელი დეგნანმა.
თავდაცვის მინისტრმა განმარტა, რას მოხმარდება ევროკავშირის მიერ გამოყოფილი 20 მილიონი ევროს დახმარება
დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთვის 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან დაკავშირებით განაცხადა. ევროკავშირის საბჭომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიზნით, 20 მილიონი ევროს დახმარების პაკეტი დაამტკიცა თავდაცვის მინისტრის თქმით, აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის. „მოგეხსენებათ, შარშან იყო პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროკავშირმა გამოუყო დაახლოებით 12 მილიონი ევრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამედიცინო შესაძლებლობების გაძლიერებისთვის. წელს ჩვენ მივიღეთ ასევე ახალი პაკეტი, რომელიც მოიცავს 20 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას. აღნიშნული დახმარება გამოყენებული იქნება ლოჯისტიკური საშუალებების გაძლიერებისთვის“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიაში ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრალიის თანამეგობრობაში ახლად დანიშნულ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ბექა დვალს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ირაკლი ღარიბაშვილმა დიპლომატს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. საუბარი შეეხო საქართველოსა და ავსტრალიას შორის ორმხრივი ურთიერთობების პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების მნიშვნელობას მათ შორის, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის, განათლების და სხვა სფეროებში. ყურადღება დაეთმო სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს, ასევე მრავალმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ფორმატებს. ბექა დვალი პროფესიით სამართალმცოდნეა, მიღებული აქვს შედარებითი და ევროპული სამართლის მაგისტრის ხარისხი ნიდერლანდების სამეფოს მაასტრიხტის უნივერსიტეტში. აქვს მრავალწლიანი დიპლომატიური გამოცდილება, 2012 წლიდან იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი. ავსტრალიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობას ამ დრომდე გიორგი დოლიძე იკავებდა.