ძებნის რეზულტატი:
საქართველოს საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ „სარფის“ დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ოთხი მოქალაქე დააკავეს. შსს-ს ცნობით, თურქეთის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს: 1977 წელს დაბადებულ ნ.ა.-სა და 2000 წელს დაბადებულ ი.ე.-ს ბრალი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობაში ედებათ. რაც შეეხება ტუნისის რესპუბლიკის ორ მოქალაქეს – 2002 წელს დაბადებულ ა.ბ.-სა და 1978 წელს დაბადებულ ა.მ.-ს, ისინი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულები ოთხიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებამ დაადგინა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები სასაზღვრო საკონტროლო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთას ცდილობდნენ. ტუნისის რესპუბლიკის მოქალაქეებმა კი სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი“, – აცხადებენ შსს-ში. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
ენტონი ბლინკენის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა, მალე სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიონ
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს სჯერა, რომ აზერბაიჯანმა და სომხეთმა სამშვიდობო შეთანხმებას შესაძლოა, მალე მოაწერონ ხელი. ოთხშაბათს აშშ-ის კონგრესის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე, ბლინკენმა განაცხადა, რომ მას სჯერა, არსებობს ასეთი შესაძლებლობა. ბლინკენმა განაცხადა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს. ასევე, ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ცოტა ხნის წინ ვაშინგტონში იმყოფებოდნენ. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი 20 მარტს გამართეს და სხვა საკითხებთან ერთად, აზერბაიჯანთან სამშვიდობო მოლაპარაკების თემაც განიხილეს. ენტონი ბლინკენმა ერევანს დაუდასტურა, რომ აშშ ორმხრივ სამშვიდობო მოლაპარაკებას ხელს შეუწყობს. „მდივანმა ბლინკენმა დაადასტურა, რომ აშშ მხარს უჭერს პირდაპირ მოლაპარაკებებს და დიპლომატიას სამხრეთ კავკასიაში ხანგრძლივი და მტკიცე მშვიდობის დამყარების მიზნით და აღნიშნა, რომ საკითხის მოსაგვარებლად ომის გზა არ არსებობს“, - ნათქვამი იყო სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. სომხეთის პრემიერის ოფისის ინფორმაციით, ბლიკენმა გაიმეორა მოწოდება ლაჩინის დერეფანში ბლოკადის მოხსნაზე და ამ პროცესში თანადგომისთვის მზადყოფნა გამოთქვა. ცნობისთვის, ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც სომხებით დასახლებულ მთიანი ყარაბაღის რეგიონს სომხეთთან აკავშირებს. აზერბაიჯანელი აქტივისტების მიერ ლაჩინის დერეფნის გზის გადაკეტვის შემდეგ, მთიან ყარაბაღს მნიშვნელოვანი პროდუქტის მიწოდების შესაძლებლობა შეეზღუდა. ასევე გამოწვევად იქცა სურსათით მომარაგების საკითხი.
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავს - ვოლსკი
დარწმუნებული ვარ, რადიკალურ ოპოზიციას პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნება, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. „ეს არ არის ბოიკოტი, ეს არის საბოტაჟი. დარწმუნებული ვარ, პრემიერ-მინისტრთან კითხვები კი არ ექნებათ, არამედ საბოტაჟის რეჟიმს მიმართავენ. მათი მთავარი ამოცანაა, არანაირი ცივილური განხილვა არ იყოს. დიდი ხანია, ისინი ამ რეჟიმში მუშაობენ. ეს არის ადამიანების გუნდი, რომელსაც შეიძლება, რევოლუციური კომიტეტი ვუწოდოთ, რომლის მიზანია სხვა ამოცანების განხორციელება და არა – რეკომენდაციების შესრულება“, – განაცხადა ვოლსკიმ. ცნობისთვის, 24 მარტს პრემიერ-მინისტრსა და საგარეო საქმეთა მინისტრს პარლამენტში ინტერპელაციის წესით მოუსმენენ.
მოსალოდნელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა - ხუციშვილი
ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში, გაწეული მუშაობის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ შესაძლებელია, ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლის მიღწევა. როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 2021-2022 წლებში ეკონომიკის დონე სრულად დაუბრუნდა პანდემიამდე არსებულ ტრენდს და მნიშვნელოვანი ზრდა 2023 წელსაც (იანვარში 8.4%-იანი ზრდა) გრძელდება. „რუსეთ-უკრაინის ომმა და მიწოდების არხების კიდევ ერთხელ შეფერხებამ, ინფლაციაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივნისიდან ინფლაციის ტემპმა შემცირება დაიწყო და 2023 წლის თებერვლის საერთო ფასების წლიური ზრდა 8.1% იყო. მიმდინარე წლის განმავლობაში, მოსალოდნელია ამ ტრენდის შენარჩუნება და სხვა თანაბარ პირობებში, წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ 3%-იან ნიშნულთან დაახლოება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.
რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ
Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა განიხილავს, რას შეიძლება, რომ მოიცავდეს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც მალე შემუშავდება. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პირველი რაზეც სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს, უსაფრთხოების საკითხები იქნება. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება. მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში „რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთავარი საკითხი იქნება. სავარაუდოა, რომ სტრატეგია ხელს შეუშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედების განხორციელებაში... ასევე, იმედი მაქვს, რომ სტრატეგია დაეხმარება საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანას, გააძლიეროს და აღადგინოს პროგრესი ძლიერი დემოკრატიისკენ“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ სტრატეგიის შემუშავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი, რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს მის მისაღწევად. „დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია დიდწილად ასევე ფოკუსირებული იქნება საზღვაო დომენის მიმართულებაზე, ახალ ოპერაციებზე შავ ზღვაზე, მონტროს კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც ზღუდავს სამხედრო გემების გადადგილებას. მოგეხსენებათ, თურქეთი ასრულებს მონტროს კონვენციის პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვის თვალსაზრისით. ამდენად, ვფიქრობ, ბევრი საკითხი იქნება ამ სტრატეგიაში, პირველ რიგში - უსაფრთხოება, ასევე, დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით საქართველოში, და რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ Europetime-ს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
პარტიების დაფინანსება ხდება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან - კობახიძე
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით, უცხოური წყაროებიდან, რისი ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება არ არის გამჭვირვალე, იყო ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა გამჭვირვალობას, თუმცა ეს კანონი გაწვეული იქნა, აქედან გამომდინარე დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა არ არის გამჭვირვალე. „დაგისახელებთ კონკრეტულ ორგანიზაციებს და ვერსად ვერ ამოიკითხავთ ინფორმაციას იმაზე, ვინ რამდენით აფინანსებს ამა თუ იმ ორგანიზაციას მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს. ეს არის სერიოზული პრობლემა, ასევე სერიოზული პრობლემაა, რომ ხდება პარტიების დაფინანსება შემოვლითი გზით უცხოური წყაროებიდან, ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია „დროას“ დაფინანსება. არის შექმნილი ფეიკენჯეო, „დროა“, იგივე სახელით იგივე ლოგოთი, ეს არის ფიქტიური, ქაღალდზე არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსდება გარე წყაროებიდან, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ორგანულ კანონს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ. ეს არის ჩვენთვის გაუგებარი პრაქტიკა და ამაზე გავაგრძელებთ საუბარს ყველგან, საზოგადოებას მივწვდით ინფორმაციას და ამაზე საუბარი გაგრძელდება ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან“, – განაცხადა კობახიძემ.
სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 ადამიანი - ხუციშვილი
2022 წლის პირველი მარტიდან დღემდე სათამაშო ბიზნესის ახალი რეგულაციების შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, აკრძალულ პირთა სიაში შეყვანილია 1 457 526 პირი, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 4 901 ფიზიკური პირი,- ამის შესახებ ლაშა ხუციშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის" ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სათამაშო ბიზნესის პოლიტიკის შესახებ საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, 2022 წელს სათამაშო ბიზნესიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული თანხა, წინა წელთან შედარებით, 65 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 739 მლნ. ლარი შეადგინა. ლაშა ხუციშვილის თქმით, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესასრულებლად, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, შემუშავებული წინადადებების/შემდგომი ნაბიჯების დოკუმენტის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს მიერ, 2022 წელს მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც აწესებს ახალი სანებართვო საქმიანობის სახეებს სისტემურ-ელექტრონული ფორმით (ონლაინ) აზარტული და მომგებიანი თამაშობის ორგანიზებაზე, ადგენს სანებართვო პირობებს, სანებართვო მოსაკრებლის ოდენობებს და პასუხისმგებლობას სანებართვო პირობებისა და წლიური სანებართვო მოსაკრებლის გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევებზე.
ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებიან - კობახიძე
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები ნელ-ნელა „იმერული ესკიზების“ პერსონაჟებს ემსგავსებია. მისი თქმით, რადიკალურ ოპოზიციას არავითარი ინტელექტუალური და პოლიტიკური რესურსი არ აქვს. „გაურკვევლობაში არიან, არიან არათანმიმდევრულები, რაც მათი სისუსტის გამოვლინებაა. დღეს, რადიკალური ოპოზიცია არის უკიდურესად დასუსტებული და აქედან გამომდინარე ისინი ავლენენ არათანმიმდევრულობას, რაც ძალიან კარგია. გააგრძელებენ ასე მოქმედებას და კიდევ უფრო დაკარგავენ რეიტინგს, რომელიც ისედაც უკვე დაკარგული აქვთ. თუ ბოიკოტი ცხადდება ის უნდა იყოს თანმიმდევრული, სისტემური და ამ შემთხვევაში, ჩანს, რომ სინამდვილეში ამ ე.წ. ბოიკოტის ერთადერთი მიზანი არის მათი ურესურსობა. რეალურად მათ არც ინტელექტუალური და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვთ, რომ ჩაერთონ ეფექტურად საპარლამენტო განხილვებში. რაც შეეხება დისკუსიას და დებატებს - ამის არავითარი ინტელექტუალური რესურსი და არც პოლიტიკური რესურსი არ აქვს რადიკალური ოპოზიციას. ქალები გამოჰყავთ ხოლმე, კაცები იმალებიან ქალების უკან - ეს არის მათი ტაქტიკა, აბსოლუტურად სამარცხვინო და ალბათ, იგივე სურათს უნდა ველოდოთ ხვალინდელი ინტერპელაციის დროსაც“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პოლ გობლი: შავი ზღვის სტრატეგიაში ყურადღება უნდა გამახვილდეს იმაზეც, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს ზღვისპირა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში
ყოფილი ამერიკელი ოფიციალური პირები მიესალმებიან აშშ-ის მიერ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის (ჯეიმს ბეიკერი - 1989 -1992) სპეციალური წარმომადგენელი და პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობის საკითხებში მრჩეველი, პოლ გობლი მნიშვნელოვნად თვლის, რომ სტრატეგია განიხილებოდეს არამხოლოდ ზოგადად შავი ზღვის რეგიონის კონტექსტში, არამედ, ყურადღება გამახვილდეს კონკრეტულად ზღვისპირა სახელმწიფოებზე, რომლებსაც შეერთებული შტატები რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში უნ და დაეხმაროს. „მოხარული ვარ, რომ აშშ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგიის შემუშავებას აპირებს და მიიჩნევს, რომ ეს რეგიონი საკუთარ სტრატეგიულ დოკუმენტს იმსახურებს. ცხადია, ყურადღება უნდა გამახვილდეს როგორც რეგიონზე, ასევე, ზღვისპირა ქვეყნებზე და იმაზე, თუ როგორ შეუძლია აშშ-ს, დაეხმაროს რეგიონის სხვა ქვეყნებს რუსული იმპერიალიზმის დამარცხებაში“, - განუცხადა Europetime-ს პოლ გობლმა. რაზე იქნება ფოკუსირებული აშშ-ის ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ თავის მხრივ, Europetime-თან საუბრისას, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილი მოადგილე, მეთიუ ბრაიზა განიხილავს, რას შეიძლება, რომ მოიცავდეს შეერთებული შტატების ახალი სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, რომელიც მალე შემუშავდება. ამერიკელი დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პირველი რაზეც სტრატეგია ყურადღებას გაამახვილებს, უსაფრთხოების საკითხები იქნება. მეთიუ ბრაიზას შეფასებით, დემოკრატიული რეფორმები საქართველოში, სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი ასპექტი იქნება. მეთიუ ბრაიზა: როდესაც მე ვიყავი აშშ-ის მთავრობაში, ვცდილობდით, შეგვემუშავებინა სტრატეგია შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ეს იყო იქამდე, ვიდრე რუსეთი შემოიჭრებოდა საქართველოში „რა თქმა უნდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრა მთავარი საკითხი იქნება. სავარაუდოა, რომ სტრატეგია ხელს შეუშლის რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ შემდგომი სამხედრო მოქმედების განხორციელებაში... ასევე, იმედი მაქვს, რომ სტრატეგია დაეხმარება საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაში, ასევე, ხელს შეუწყობს ქვეყანას, გააძლიეროს და აღადგინოს პროგრესი ძლიერი დემოკრატიისკენ“, - განუცხადა მეთიუ ბრაიზამ Europetime-ს. მისივე თქმით, საქართველოსთვის ამ სტრატეგიის შემუშავება ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი სიგნალია იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მიენიჭა მოლდოვასა და უკრაინას, საქართველოს კი, რიგი რეკომენდაციების შესრულება მოუწევს მის მისაღწევად. „დარწმუნებული ვარ, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგია დიდწილად ასევე ფოკუსირებული იქნება საზღვაო დომენის მიმართულებაზე, ახალ ოპერაციებზე შავ ზღვაზე, მონტროს კონვენციის განხორციელებაზე, რომელიც ზღუდავს სამხედრო გემების გადადგილებას. მოგეხსენებათ, თურქეთი ასრულებს მონტროს კონვენციის პირობებს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვის თვალსაზრისით. ამდენად, ვფიქრობ, ბევრი საკითხი იქნება ამ სტრატეგიაში, პირველ რიგში - უსაფრთხოება, ასევე, დემოკრატიული რეფორმები, განსაკუთრებით საქართველოში, და რასაკვირველია, ეკონომიკური განვითარება“, - განუცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილემ Europetime-ს. შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
აშკარად იკვეთება, რომ ეს ადამიანი რეალობას აცდენილია - კახა კალაძე ანალენა ბერბოკის განცხადებაზე
თბილისის მერის განცხადებით, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი თავის განცხადებაში რეალობას აცდენილია. ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე როგორც კახა კალაძე განმარტავს, ერთადერთი, ვინც ამ პროცესს ხელს უშლის, ოპოზიციაა. „არ ვიცი რაზე საუბრობს. აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებით, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც წარმოდგენილია, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ შესრულდეს. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ მონაწილეობს ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ სტატუსი მიიღოს, ეს არის ოპოზიცია. არცერთ განხილვასა და გადაწყვეტილებაში, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულებაში მათ მონაწილეობა არ მიუღიათ, ეს არის სამწუხარო რეალობა",-განაცხადა კალაძემ.
კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს - ჯანდაცვის სამინისტო
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კომპანიების ნაწილმა, ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. სამინისტროს განცხადებით, წამლების ფასის ხელოვნური ზრდა მიუღებელია და უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება. „მედიკამენტზე, რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ, ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება. ამჯერად, საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა, აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდეს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ძვირადღირებული ონკოლოგიური მედიკამენტების რეალიზატორ კომპანიებს, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, იდენტური ფასები აქვთ განსაზღვრული. წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს, რომელიც ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას აფინანსებს. ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან, შესაძლო არაკეთილსინდისიერ ქმედების შესწავლის პროცესში ჩართულია კონკურენციის ეროვნული სააგენტო. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, ქიმიო-სხივური ჰორმონოთერაპიისთვის ერთ ბენეფიციარზე, ყოველწლიურად, 25 000 ლარი გამოიყოფა, ხელოვნურად გაძვირებული წამლების შედეგად კი, ონკოლოგიურ პაციენტებს, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა ეზღუდებათ. სამწუხაროა, რომ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ისევ გრძელდება მედიკამენტების ფასების ხელოვნურად ზრდა. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, არაერთხელ გაცხადდა, რომ მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე, უწყებას, ექნება მკაცრი რეაგირება,“ - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ბორელი აცხადებს, რომ დარჩიაშვილს აუცილებელ რეფორმებზე ესაუბრა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შესახებ ამბობს, რომ მოლაპარაკებისას ხაზი გაუსვა აუცილებელ რეფორმებს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობას „ილია დარჩიაშვილს ღიად გავუზიარე აუცილებელი რეფორმები საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ვენეციის კომისიის ყველა რეკომენდაციის იმპლემენტაციის მნიშვნელობა. ხაზი გაესვა სამოქალაქო საზოგადოების როლის მნიშვნელობას. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების ვითარება და ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს მედეგობის გაძლიერებაში“, - წერს ბორელი. საქართველოს საგარეო უწყების მიერ 22 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. „ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - ნათქვამი იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის
„დღეს დამტკიცდა ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგია 2022-2030 წლებისთვის; ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ეროვნული სტრატეგიის დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, დოკუმენტი მრავალსექტორული ჩართულობით შეიმუშავა და მოიწონა საქართველოს მთავრობამ და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტმა. „სახელმწიფოს სწრაფვა ინსტიტუციური დემოკრატიისკენ, სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, კულტურული და ეკონომიკური უფლებებით თანაბრად სარგებლობის უზრუნველყოფა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა სახელმწიფო პოლიტიკის ის ფუნდამენტია, რომელსაც ეფუძნება ეს დოკუმენტი. ამ სტრატეგიის დამტკიცებით საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ადასტურებენ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულებისადმი სახელმწიფოს ერთგულებას, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემური და გრძელვადიანი პოლიტიკის თანამიმდევრულად და უწყვეტად წარმართვას”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ცესკოს თავმჯდომარე ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრა დღეს ცესკოში გაიმართა და მხარეებმა მიმდინარე საარჩევნო საკითხები განიხილეს. „გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, რომ საარჩევნო პროცესებში დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების ჩართულობა, მათი მოსაზრებების და რეკომენდაციების გაცნობა არსებითად მნიშვნელოვანია. ასევე, შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ცესკოს თავმჯდომარემ ისაუბრა საარჩევნო ადმინისტრაციის საჭიროებებისა და გამოწვევების, ასევე საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. განხილვის ერთ-ერთი ძირითადი თემა საარჩევნო პროცესებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების საკითხები იყო. გიორგი კალანდარიშვილმა ნიდერლანდების სამეფოს ელჩს დეტალურად გააცნო ინფორმაცია, როგორც 29 აპრილის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებისთვის, ისე 2024 წლის არჩევნებისთვის მზადების შესახებ. მან აღნიშნა, რომ 29 აპრილის არჩევნები განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები ფართო მასშტაბით პირველად იქნება გამოყენებული და შესაძლებელი იქნება ამ მიმართულებით დადებითი მხარეებისა თუ გამოწვევების გამოვლენა და შესწავლა. მისივე თქმით, წელს მიღებული გამოცდილება მნიშვნელოვან საფუძველს შექმნის 2024 წლის არჩევნების კიდევ უფრო მაღალ დონეზე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ადმინისტრირებისთვის. დღევანდელ შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ ჩართულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედიასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ახალი პლატფორმების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი კანონმდებლობის სრული დაცვით, გამჭვირვალედ და მაღალ პროფესიულ დონეზე წარიმართოს“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის მეთაური იმყოფებოდა
გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა საქართველოში სამუშაო ვიზიტით NATO-ს გაერთიანებული ძალების საწვრთნელი ცენტრის (JFTC) მეთაური, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი იმყოფებოდა. „ვიზიტის ფარგლებში, გენერალ-მაიორი ნორბერტ ვაგნერი NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის ქვედანაყოფებს სხვადასხვა ლოკაციაზე ეწვია. წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი (JTEC) ცენტრის მეთაურმა, პოლკოვნიკმა დავით გაგუამ სტუმარს გააცნეს JTEC-ში მიმდინარე წვრთნებისა და სწავლებების ღონისძიებები, ინფრასტრუქტურული პროექტები, არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები, მათ შორის განიხილეს სამომავლოდ დაგეგმილი სწავლება „NATO-საქართველო 2025“-თან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტი JTEC-JFTC პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად ისახავდა ურთიერთთანამშრომლობის განმტკიცებასა და სამომავლო განვითარებისთვის საჭირო მხარდაჭერის აღმოჩენას“, - აცხადებენ თავდაცვის სამინისტროში. JFTC-ის მეთაურს საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა - გენერალ-მაიორმა ზაზა ჩხაიძემ და ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ უმასპინძლეს. მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმები, თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრთა მომსახურებას ხვალიდან განაახლებს
რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოები დასრულდა. თბილისის მერიის ცნობით, საბაგირო გზა ხვალიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს და მგზავრებს 10:00-დან 22:00 საათამდე მოემსახურება. რიყე-ნარიყალას დამაკავშირებელი საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5768 ლარი გახდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5768 ლარი გახდა. "კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5754 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0014 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8028 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7778 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.025 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.
სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვთხოვე, სასწრაფოდ გავარკვიოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა - ხაჭაპურიძე
სახალხო დამცველის წარმომადგენელს ვთხოვე, სასწრაფოდ შევიდეს კომისია და გავარკვიოთ, როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, - საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელს შეხვდა. „სახალხო დამცველის წარმომადგენელს შევხვდი. ჩვენი თხოვნა იყო, რომ სახალხო დამცველი ან მისი წარმომადგენელი შეხვდეს „ვივამედის“ დირექტორს, რასთან დაკავშირებით გაკეთდა განცხადება გუშინ. ასევე ვაცნობე იმის შესახებ, რომ კლინიკა „ვივამედი“ არ გვაძლევს ავადმყოფის ისტორიებს და ვართ სრულ საინფორმაციო ვაკუუმში. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.
NATO-ს მოკავშირეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ საქართველოს მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას
ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.
არ მინდა, სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის ქმედება, რამაც შეიძლება, მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმოს - იოსელიანი
სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. „რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.