ძებნის რეზულტატი:
ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა
ჩვენი ქვეყნის წინაშე რეალური საფრთხე დღეს არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „იყო არაერთი მცდელობა, ე.წ. მეორე ფრონტის გახსნის და საქართველოს ომში ჩაბმის. შეგახსენებთ, რომ თვითონ ეს ფრაზა – მეორე ფრონტი გაჟღერდა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის მხრიდან. ბატონმა დანილოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მათი სურვილი და მიზანი იყო საქართველოში მეორე ფრონტი გახსნა. აქვე დაამატა, რომ მათი ამოცანა იყო რუსეთის ყურადღების გადატანა სხვა ქვეყნისადმი, სხვა რეგიონის მისამართით. ისიც აღინიშნა, რომ არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც. ეს არის იმ გამოსვლის ძალიან მოკლე შინაარსი, რომელიც მთელმა საზოგადოებამ მოისმინა. ამის შემდეგ ჩვენ გვახსოვს განცხადებები უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, გვარებს აღარ ჩამოგითვლით. თქვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა, მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ, შეუერთდებოდა უკრაინას და საქართველოს ჩართავდა ომში. რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა და შეთქმულება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და ქვეყნის 20 პროცენტი არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან - ღარიბაშვილი
სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კოორდინაციაში, თანხვედრაში მოდის „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, გეგმებსა და ქმედებასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. ირაკლი ღარიბაშვილი: ქვეყნის წინაშე დღეს რეალური საფრთხე არის შეთქმულება და ეს არის ე.წ. უკრაინიზაციისა და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა რაც შეეხება ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. ქალბატონმა აქუბარდიამ სწორედ აღნიშნა, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული და ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მიწებზე დგას ოკუპანტი ქვეყნის ჯარები. რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, შეთქმულება, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ. უკრაინიზაციის გეგმა, ე.წ. მეორე პოლიგონის გახსნის და მეორე ფრონტის გახსნის გეგმა. მე მინდა, ყველას შევახსენო, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა ჯერ-ჯერობით არ არის არც ევროკავშირის წევრი ქვეყანა და არც ნატო-ს წევრი, ჩვენ არ გვაქვს არავითარი უსაფრთხოების გარანტიები და კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ქვეყნის 20% არის ოკუპირებული ნომერ პირველი ბირთვული ძალის მიერ. ასევე, მინდა, შეგახსენოთ სხვა ფაქტებიც, ძვირფასო დეპუტატებო, სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლების მიერ გაცხადებული მიზანი პირდაპირ კორელაციაში და კოორდინაციაში მოდის, თანხვედრაში მოდის, მე არ მოვერიდები ამის თქმას, „მეხუთე კოლონის“ მიზნებთან, მათ ზრახვებთან, მათ გეგმებთან, მათ ქმედებასთან. თეონა აქუბარდიამ შემახსენა და მომიწოდა, რომ მესაუბრა ქვეყნის შიგნით მოქმედ მტრულ ძალებზე. მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან მიამიტი, რომ იმ საფრთხეებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამ საფრთხეებზე თვალი დავხუჭოთ და არ ვისაუბროთ. რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ამას, მე პირიქით, მინდა დღეს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო, ჩვენს დეპუტატებს და შემდეგ კითხვები დაგისვათ თქვენ, თუ თქვენ სად დგახართ აი ასეთ ვითარებაში, ამ გამოწვევებით აღსავსე დროს“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ინტერპელაციის წესით დროს გამოსვლისას განაცხადა, რომ თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. „მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსაზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება. პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს. ეს არის აშშ, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. ჩვენი ქვეყანა ვერ და არ იქნება გამონაკლისი, მაგრამ ჩვენ კითხვა უნდა დავუსვათ საზოგადოებას და ოპოზიციას - რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად. მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას - მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ მიიღოს, ასევე ვნახეთ დესტაბილიზაცია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ, ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება. თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადადაც ვუთხარი, რომ შეცდომა იყო, საქართველოს კანდიდატის სტატუსი რომ არ მისცეს ავანსად, როგორც მოლდოვას და უკრაინას. ჩვენი პროგნოზი ახდა, რომ პოლარიზაცია არათუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა. რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში პოლარიზაცია შემცირდა თუ არა, პირიქით - ვნახეთ დესტაბილიზაციის მცდელობები - შარშან, ივნისის აქციები, ახლა მარტის აქციები. პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მონაწილეობა 12 რეკომენდაციების შესრულების მიზნით შექმნილ სამუშაო ჯგუფებში. შესაბამისად, ჩვენი პასუხი, რაც ევროპელ პარტნიორებს გავუზიარე, არის შემდეგი - თუ ევროპას, ევროპელ პარლამენტარებს და კოლეგებს, რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭონ. ეს მოხსნის კითხვებს, სპეკულაციებს, დაასრულებს მათ [ოპოზიციის] დესტრუქციულ, რადიკალურ ქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა
ხატია დეკანოიძემ "ნაციონალური მოძრაობა" ოფიციალურად დატოვა. მისივე თქმით, პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ შეიცვლება. ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მისი თქმით, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელია გასული, „ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არ იმუშავებს“. „ვფიქრობ, ჩემი მხრიდან ეს არის სწორი გადაწყვეტილება, მტკივნეული, ემოციური, მაგრამ სწორი. მიუხედავად ამისა, არც ერთ ჩემს წუთს არ გავატარებ ისე პარლამენტში და პარლამენტს მიღმაც, რომ არ დავიცვა პოლიტპატიმრები, არ ვიბრძოლო მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერისთვის, მისი გადარჩენისთვის, ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის და საქართველოს ევროინტეგრაციის მიმართულებით, რაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი - ჩემს ძალისხმევას არ დავიშურებ. რაც შეეხება მიზეზებს, ამაზე ვისაუბრე და მთავარი მიზეზი ეს არის ის, რომ ძველი პარადიგმით პარტიის მმართველობა არის გაუმართლებელი და ვფიქრობ, ახალ რეალობაში, როცა საერთოდ სხვა მოცემულობაა და მრავალი წელი გავიდა, ეს უბრალოდ არ იმუშავებს. მიუხედავად ჩემი გადაწყვეტილებისა, წარმატებას ვუსურვებ პარტიას, ამ ადამიანებს და იქ არიან ადამიანები, ვისთანაც ვმეგობრობ დიდი ხანია, ასევე წარმატებას ვუსურვებ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ოპოზიციურ ფლანგზე იქნება ბიძინა ივანიშვილის საწინააღმდეგოდ. ჩემი გადაწყვეტილება არის საბოლოო, არ შეიცვლება, უახლოეს პერიოდში ეს გაფორმდება ოფიციალურად, მათ შორის, ფრაქციას ვგულისხმობ“ - განაცხადა დეკანოიძემ. ინფორმაციისთვის, ხატია დეკანოიძე პარლამენტის ბოიკოტს არ ემხრობა. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევის შემდეგ, დეკანოიძემ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვა.
ანალენა ბერბოკი თბილისში: ზოგიერთი აქტორი არ არის აღფრთოვანებული, რომ რომელიმე ქვეყანას ევროკავშირის წევრობა სურს
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. პრესკონფერენციაზე ბერბოკს ჟურნალისტმა, ვიზიტამდე გაკეთებული განცხადების განმარტება სთხოვა, რომლის თანახმად, „ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს“. „მე ჩამოვედი საქართველოში, რათა ხაზი გავუსვა, რომ არამხოლოდ როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ, მეგობარი ამ ქვეყნის, მხარს დავუჭერ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას - განსაკუთრებით იმ მოვლენებზე, რაც რთულია მხარდასაჭერად. მეგობრობა არ არის მხოლოდ კარგი ამინდი, რომლის ფონზეც დაჯდები და რაღაც გაგიხარდება, რაღაცას აღნიშნავ, მაშინაც უნდა მოხდეს ეს, როდესაც ქარიშხალი ამოვარდება. ევროკავშირი, საქართველო და გერმანია ყველაფერს გააკეთებენ, რომ საქართველო ევროკავშირამდე მივიდეს. გზა ევროპის კავშირისკენ ნიშნავს, რომ სარეფორმო ნაბიჯები ერთობლივად უნდა გადაიდგას. ყველაფერი ვარდისფერი და ლამაზი არ არის. თქვენ ეს ბევრად უკეთ იცით. არიან აქტორები, რომლებიც არ არიან აღფრთოვანებულნი იმით, რომ რომელიმე ქვეყანას ევროპის კავშირის წევრობა სურს. არამხოლოდ რუსული აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ... არამედ,მანამდე განვლილი წლები, როდესაც სახელმწიფოები რუსეთის სამეზობლოში ღიად საუბრობდნენ ევროკავშირში ინტეგრაციაზე, რუსეთი ამას ტაშს არ უკრავდა, არ იყო ამით აღფრთოვანებული. ეს მარტივი გზა არ არის, აუცილებელია რეფორმების განხორციელება“, - აღნიშნა მინისტრმა. ბერბოკმა რუსეთთან შესაძლო ფრენების აღდგენაზე დასმულ შეკითხვასაც უპასუხა. მისი თქმით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე. „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. თუ გინდა გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ევროპარლამენტმა რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას - ღარიბაშვილი
ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. თუ ევროპას რეალურად სურს პოლარიზაციის დასრულება, საქართველოს კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს - ღარიბაშვილი „მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია“, – განაცხადა პრემიერმა.
ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია
„ის რომ, საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ, ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარესაა, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც ქვეყანა ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა თბილისში ვიზიტისას, ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მინისტრის შეფასებით, შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ უკრაინულ დროშებს ხედავ. მშვიდობიანი გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. „ერთი თვის წინ ნიუ-იორკში შევხვდით. იქ საუბარი იყო ძალიან კონკრეტულ პასუხებზე უკრაინაში რუსული თავდასხმითი ომის შესახებ, ომის დაგმობის საკითხზე. სიგნალი, რომელიც, მათ შორის, თქვენი მხარდაჭერით გაიგზავნა და რომელიც გაეროს გენერალურმა ასამბლეამ გაგზავნა, ეს იყო ერთიანობა, რუსული აგრესიული ომის დასაგმობად. ერთიანობა იმ ღრმა რწმენით, რომ დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე წარდგებიან. გაეროს ქარტიაც ზუსტად ამას, მშვიდობიან გზას ნიშნავს. ამ გზის ფუნდამენტი უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაა. შემთხვევითი არ არის, რომ როდესაც თბილისის ქუჩებში გადაადგილდები, არ მხოლოდ ევროპულ, არამედ, უკრაინულ დროშებს ხედავ. მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, საქართველოს მხარდაჭერა და თქვენი მკაფიო პოზიცია რუსული თავდასხმით ომის წინააღმდეგ ძალიან დასაფასებელია. ჩვენ ვიცით, რა მდგომარეობაშია საქართველო 2008 წლის ომის შემდეგ. ის რომ თქვენ, ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ღირებულებებს, რასაც საქართველო ეფუძნება და იმას, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. გერმანიაში საქართველოს მიმართ ინტერესი ყველა სფეროში უდიდესია. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის კარი ბოლომდე ღიაა. ახლა მთავარი 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულებაა. ქართველებმა თვალნათლივ დაამტკიცეს, რომ ეს მათი სურვილია“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა მედიის შეკითხვების საპასუხოდ.
ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას: თქვენ ერთხელ უკვე დაანგრიეთ ეს ქვეყანა და მეორედ არ დაგანგრევინებთ
"მეხუთე კოლონის“ მიზანია ქვეყნის განადგურება, ომში ჩართვა. თქვენ დაანგრიეთ უკვე ქვეყანა ერთხელ და მეორედ არ დაგანგრევინებთ! - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას კითხვას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას შეეხებოდა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, წარსულის დაბრუნება ქვეყანაში სწორედ ე.წ. მეხუთე კოლონას სურს, რაც არ მოხდება. „წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები, თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება! თქვენც ხართ მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და „ნაცმოძრაობის“ პარტია. თუ გაინტერესებთ ჩვენი მომავლის ხედვები, შეგიძლიათ გვისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ პროექტებზე, რომელსაც ვახორციელებთ, განვახორციელებთ თქვენ გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ ქალბატონო თეონა, თქვენ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, „ნაცმოძრაობას. მტრობაა ის, როცა ბრიუსელში დადიოდა თავად სააკაშვილი, ბაქრაძე და სხვები, რომ ქვეყანას არ მიეღო უვიზო რეჟიმი. ეს არის მტრობა და ამ მტრობაში ჩართული გყავთ თქვენ მიერ მოსყიდული კორუმპირებული ლობისტები და ზოგიერთი ევროპარლამენტარი, რომლებიც წარმატებით ასრულებენ ამ დაკვეთას. ეს არის პირდაპირი მტრობა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების. ჩვენი მთავრობა აკეთებს ყველაფერს. თქვენ გვიპასუხეთ, რას აკეთებთ თქვენს ერთადერთ რეკომენდაციაზე, რას აკეთებთ იმისთვის, რომ შეამციროთ პოლარიზაცია? - არაფერს, პირიქით, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ უფრო მეტი დაძაბულობა შემოიტანოთ ქვეყანაში და თქვენც ხართ მონაწილე ამ შეთქმულების“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომლისკენაც მივილტვით - დარჩიაშვილი
ევროკომისიისგან მიღებული 12-პუნქტიანი გეგმა ეხება საქართველოს ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან, რომელთა შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილტვით, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. დარჩიაშვილი ანალენა ბერბოკს: არამარტო საპროტესტო აქციებზე, ევროკავშირის დროშა ჩვენს გულებშიც ფრიალებს გერმანული მედიის კითხვაზე, „12 პრიორიტეტს შორის არის დეოლიგარქიზაცია. პირველ რიგში, იგულისხმება ბიძინა ივანიშვილი და ის, რომ ამ პიროვნებასთან აღარ არსებობდეს მნიშვნელოვანი კავშირები. რა კეთდება ამ თვალსაზრისით, რათა ევროსტრუქტურები დაარწმუნოთ იმაში, რომ ამ თვალსაზრისითაც მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება“, დარჩიაშვილმა განაცხადა: „პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ 12-პუნქტიანი გეგმა, რომელიც საქართველომ მიიღო ევროკომისიისგან, ეხება ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ქვეყნის ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან. მინდა, ყველას მოვუწოდო, რომ ყველაზე კარგი იქნება, თუ ამ საკითხის, ასე ვთქვათ, ამ გზის სხვანაირ პრიზმაში დანახვას და კონკრეტული ადამიანის მისამართით კონკრეტული კანონის მიღების დაკავშირებისგან თავს შევიკავებთ, რადგან ეს 12 პუნქტი, მათ შორის კანონიც, რომელიც თქვენ ახსენეთ, რომელზეც, როგორც უკვე ვთქვით, სულ ახლახანს მივიღეთ ვენეციის კიმისიისგან დასკვნები, ეხება ჩვენი ქვეყნის ინსტიტუციურ განვითარებას, ჩვენი ქვეყნის დაახლოებას სამართლებრივ და ინსტიტუციურ სივრცესთან, რომელსაც ჰქვია ევროკავშირი და სწორედ ამ 12 პუნქტის შესრულების გზით საქართველო მიაღწევს იმ მიზანს, რომელსაც ჩვენ ყველა ვემსახურებით და რომლისკენაც ყველა მივილიტვით“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
ანალენა ბერბოკი: მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტის შესრულება
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. თბილისში ვიზიტისას მან შეხვედრები გამართა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. „თქვენ ახსენეთ დეოლიგარქიზაცია და არის თუ არა ამ მხრივ რაიმე სპეციფიკური სიტუაცია ქვეყანაში, სადაც ვიმყოფები? მე არ ვარ აქ ამისთვის ჩამოსული. მე ჩამოვედი, რათა მკაფიოდ და ცალსახად განვაცხადო - ჩვენ გვინდა, გავაგრძელოთ 12 პრიორიტეტული პუნქტის შესრულება, კანონის უზენაესობა, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება და მხარი დავუჭიროთ ქართველებს, რათა მხოლოდ ერთობლივად არის შესაძლებელი მთლიანად საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს არის ჩემი ძირითადი გზავნილი ვიზიტის ფარგლებში. მე, როგორც პოლიტიკოსი, ვიტყვი, რომ არა სისუსტე, არამედ სიძლიერეა, როდესაც მიიღებ კრიტიკას და ასევე შეასრულებ ამ კრიტიკულ შენიშვნებს. რა თქმა უნდა, იყო კრიტიკა ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტზე. კარგია, რომ მოხდა გაწვევა. ეს არის ჩემთვის ერთადერთი მართებული გზა, ამიტომ, უდიდესი პატივი უნდა ვცეთ ამ გადაწყვეტილებას. ეს არის კრიტიკა საკუთარი საზოგადოებიდან, ასევე გარკვეული მითითებები გარედან. ეს არ არის სისუსტე, ეს არის გაძლიერების ხელშეწყობა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ვფიქრობ, ეს ყველაფერი უსვამს ხაზს, რამდენად დიდია საქართველოს მოსახლეობის ევროკავშირში შესვლის სურვილი“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა.
ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარობაშვილი
მთავარი გამოწვევა, მთავარი პრობლემა მოხდა უკვე 2008 წელს, რუსეთმა დაიკავა და დღესაც აკონტროლებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს. დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა ეს არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა. „ქალბატონი თეონა მეკითხება კონცეპტუალურ დოკუმენტებზე, რომელიც მისი გადმოსახედიდან შექმნის უსაფრთხოების გარანტიებს და მოსახლეობას დაიცავს. მინდა, ხალხს შევახსენო, რომ დოკუმენტი კი არა სწორი პოლიტიკა და ხელისუფლების გონივრული პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და არა თქვენ მიერ გაუაზრებელი, უგუნური და უკვე გამოცდილი დესტრუქციული პოლიტიკა, რომელმაც უკვე დაანგრია ჩვენი ქვეყანა. ამის თაობაზე საჯარო ინფორმაცია არის გავრცელებული, ალბათ ქალბატონი აქუბარდია შეგნებულად არ კითხულობს, არ ეცნობა უსაფრთხოების საბჭოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციებს. უსაფრთხოების საბჭოს აქვს დამუშავებული, ეს არის დრაფტი დოკუმენტები, მის მიერ ნახსენები ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, საფრთხეების შეფასების დოკუმენტი, თავდაცვის სტრატეგია და ასევე ვმუშაობთ აქტიურად კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უკვე წინ წავედით და მიმდინარეობს უწყებებს შორის კოორდინაცია", - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ანალენა ბერბოკი თბილისში: როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტა უკრაინის მთელ ტერიტორიაზე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, მკაფიო სიგნალი იყო, რომ საქართველომ გასული წლების განმავლობაში მხარი დაუჭირა გაეროს რეზოლუციას, რომელიც ცალსახად ამბობს, ვინ არის აგრესორი - ეს არის რუსეთი, ვინ არის მსხვერპლი - ეს არის უკრაინა. „როგორ გამოიყურება სამშვიდობო გეგმა - ეს არის რუსული სამხედრო ქვედანაყოფების გაყვანა და ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის მთელ ტერიტორიაზე“, - განაგრძო მინისტრმა. ანალენა ბერბოკი: ის რომ, თქვენ უკრაინის მხარეს ხართ, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ თქვენი ადგილი ევროპაშია „საქართველოს გადმოსახედიდან, ეს არის რეალობა, რომ რუსეთი უხეშად, პერმანენტულად არღვევს გაეროს ქარტიას. მეზობლებისთვის ეს უფრო დიდი გამოწვევაა, ვიდრე გეოგრაფიულად სხვაგან მდებარე ქვეყნებისთვის. „თუ გინდა, გახდე ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების პოლიტიკაში უნდა ჩაერთო და ევროკავშირის გადმოსახედიდან, 12 პრიორიტეტია შესასრულებელი და საქართველოს მთავრობამ და ქართველებმა ზუსტად და მკაფიოდ გამოხატეს, გაუგზავნეს გზავნილი მსოფლიოს - სად დგანან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე.
დარჩიაშვილი რუსეთთან შესაძლო ფრენების თაობაზე საუბრებზე: რუსეთთან ურთიერთობები შემოიფარგლება მხოლოდ ერთი საერთაშორისო პლატფორმით - ჟენევის მოლაპარაკებებით
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა გერმანელ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე უპასუხა გერმანული მედიის წარმომადგენლის კითხვას, რომელიც საქართველოს რუსეთთან ურთიერთობასა და რუსეთთან ფრენების განახლების შესახებ დაწყებულ საუბრებს შეეხებოდა. მინისტრ დარჩიაშვილის თმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ერთადერთია, სადაც საქართველო მის პარტნიორებთან ერთად რუსულ მხარეს ჰუმანიტარულ საკითხებსა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ესაუბრება. „ეს არის ერთადერთი ფორმატი, სადაც ჩვენ გვაქვს ჩვენს პარტნიორებთან ერთად კომუნიკაცია და სწორედ ამ პლატფორმის ფარგლებში ვსაუბრობთ მთავარ მიმართულებაზე, ეს არის ჰუმანიტარული საკითხები, რომლებიც ეხება მოქალაქეებს და მეორე, ეს არის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოგვცეს კონკრეტული შედეგები", - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ს, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ კალაშნიკოვმა 22 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის, ასევე ვიზების გაუქმების ზღვარზე არიან. ეს განცხადება მან გააკეთა ეკონომიკურ ფორუმზე, რომლის სახელწოდებაც იყო „რუსეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები“. უფრო ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 18 იანვარს გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი და საქართველო მალე შეძლებენ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენას. პრეზიდენტი: არ მივესალმები რუსეთთან ფრენების აღდგენას აშშ-ის გამოხმაურება Europtime იყო პირველი გამოცემა, რომელთანაც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ამ თემაზე ისაუბრა. Europtime-თან ექსკლუზიურ კომენტარში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა განაცხადა, რომ ახლა რუსეთთან ურთიერთობების გაზრდის დრო არ არის. „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლას კრძალავს. ჩვენ შეშფოთებულნი ვიქნებოდით, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდებოდა, იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, სანქციები დაწესდეს კომპანიების მიმართ საქართველოს აეროპორტებში, თუ ისინი მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებიც იმპორტისა და ექსპორტის დამატებით კონტროლს ექვემდებარებიან. მთელი დასავლური საზოგადოება დაშორდა ამ სასტიკ რეჟიმს - ახლა რუსეთთან ურთიერთობის გაზრდის დრო არ არის“, - განუცხადა Europetime-ს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა. მმართველი პარტიის რეაქცია თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე რუსეთთან ფრენების აღდგენას და უვიზო რეჟიმს მიესალმება. მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით კი, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას კონსულტაციები არ სჭირდება და რუსეთის მიერ ცალმხრივად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლაც რუსეთის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული. „ეს არ არის ჩვენი საქმე. ეს არ არის ჩვენი გადასაწყვეტი. თავის დროზე სანქცია რუსეთმა დაუწესა საქართველოს, საქართველოს მოქალაქეებს. თუ ამ სანქციას ისინი მოუხსნიან საქართველოს მოქალაქეებს, ეს იქნება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ კარგი ჩვენი მოქალაქეებისთვის, გამომდინარე იქიდან, რომ მათ გაუადვილდებათ მიმოსვლა საქართველოში. ეს იყო თავის დროზეც ცალმხრივი გადაწყვეტილება და ახლაც იქნება ცალმხრივი გადაწყვეტილება, ამას კონსულტაციები არ სჭირდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით, 2019 წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ფრენა საქართველოში, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველოს რეგიონების „დამოუკიდებლობა“ მოსკოვმა 2008 წლის ომის შემდეგ გამოაცხადა.საერთაშორისო საზოგადოება მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტოროულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს მისი ძალები ქვეყნის სუვერენული ტერიტორიიდან. „ვფიქრობ, ქართველების უმეტესობას ურჩევნია, რუსეთმა გაიყვანოს საკუთარი ჯარები აფხაზეთიდან და ცხინვალიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, ვიდრე აღდგეს პირდაპირი ფრენები“, - განუცხადა 20 იანვარს მედიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა.
უკრაინამ კიდევ 83 უკრაინელი დამცველის ცხედარი დაიბრუნა
უკრაინამ კიდევ 83 ჯარისკაცის ცხედარი დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების რეინტეგრაციის სამინისტრო ავრცელებს. საერთო ჯამში, რუსეთის მიერ დაწყებული ომის განმავლობაში უკრაინაში დააბრუნეს 1,426 დაღუპული ჯარისკაცის ცხედარი. დაღუპულთა გადმოსვენება ჟენევის კონვენციის ნორმების შესაბამისად ხორციელდება.
პრეზიდენტი ანალენა ბერბოკს: საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ, ანალენა ბერბოკთან შეხვედრისას, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში გამათული შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის კადიდატის სტატუსთან დაკავშირებით მეორე უარს ვერ გაიგებს და ასეთ რთულ ვითარებაში თავს ევროპისგან მიტოვებულად ჩათვლის. პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა საქართველოს პარტნიორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობას, როგორც გერმანიის მხრიდან საქართველოს დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციის უწყვეტ მხარდაჭერის გამოხატულებას. საქართველო არის ევროკავშირი - ანალენა ბერბოკი „აშშ-ში ჩემი ბოლო ვიზიტისას სატელეფონო საუბარი მქონდა გერმანიის პრეზიდენტთან, რომელმაც დამიდასტურა საქართველოს ურყევი მხარდაჭერა და თქვენი აქ ყოფნაც ამის ნათელი დადასტურებაა“,- მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს. თავის მხრივ, ანალენა ბერბოკმა აღნიშნა, აქ იმყოფება იმისათვის, რომ საქართველოს და მისი მოსახლეობის ევროკავშირში ხილვა სურს. ,,ამიტომ ვარ აქ და ეს არის ის, რასაც ჩემი მთავრობა უჭერს მხარს. საქართველოს სჭირდება რეფორემების გაგრძელება იმისათვის, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა ბერბოკმა.
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების ვადებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. პარლამენტში გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ამ მასშტაბური პროექტის დაწყებას ოქტომბრისთვის გეგმავენ. „წელს ვიწყებთ მასშტაბური პროექტის მშენებლობას, რომელსაც ჰქვია ანაკლიის პორტის მშენებლობა. ჩვენი გათვლებით, ოქტომბერში გვინდა, რომ დავიწყოთ ანაკლიის პორტის მშენებლობა. მთავრობა დაიწყებს ამას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვით გამოსვლისას. ცნობისათვის, Europetime-ის შეკითხვის საპასუხოდ, ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე ისაუბრა. როგორ უყურებთ ანაკლიის პორტის პროექტში ამერიკული ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობას, არის თუ არა ინტერესი და თანამშრომლობა ამ კუთხით. როგორც ცნობილია, ბათუმის პორტში, მულტიმოდალური ტერმინალის მშენებლობა სწორედ ამერიკული ინვესტიციით განხორციელდა, „ტრამოს“ სახით, რაც ყველაზე დიდი პირდაპირი ამერიკული ინვესტიციაა აჭარის რეგიონში. ამ კითხვით მიმართა Europetime-მა სენატორს. „ანაკლიის პორტის პროექტი ნამდვილად კარგი პროექტია. გეტყვით, რომ მე და სენატორმა დურბინმა წამოვიწყეთ საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავებას შეეხება. უკრაინის ომმა კიდევ უფრო გამოკვეთა შავი ზღვის მნიშვნელობა. მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი მათ შორის ეკონომიკური კუთხით, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ სტრატეგიაზე, ძირითად მიმართულება ამ სტრატეგიის გახლავთ, ეროვნული და კოლექტიური უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, სტრატეგია მოიცავს ეკონომიკურ უსაფრთხოებასაც. შესაბამისად, იმედი გვაქვს, რომ ვიხილავთ ამერიკულ ინვესტიციას“, - განაცხადა ჯინ შაჰინმა. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს ცნობისათვის, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურაა. კელი დეგნანი: ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას - ექსკლუზივი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. „ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს“, - განუცხადა ელჩმა Europetime-ს ექსკლუზიურად. თავის მხრივ, აშშ-ის თავდაცვის ატაშემ, პოლკოვნიკმა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ ღრმაწყლოვანი პორტების განვითარება კომერციული ვაჭრობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც თავის მხრივ, შავი ზღვისთვის კარგ საფუძველს შექმნის, მათ შორის საქართველოსთვის პირველ რიგში ეკონომიკური განვითარება უნდა მოიტანოს. „უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს გაზრდის მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნებიდან გემების მასპინძლობის შესაძლებლობას. საქართველო ხშირად მასპინძლობდა ასეთ ვიზიტებს აშშ-დან და NATO-ს სხვა მოკავშირეებიდან. სამწუხაროდ, ომის გამო იყო გარკვეული შეფერხება, თუმცა მოუთმენლად დაველოდებით ჩვენი საზღვაო ძალების ვიზიტების კვლავ განახლებას, როცა ზღვებზე სტაბილური მდგომარეობა დაბრუნდება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბილბომ Europetime-თან. სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მრჩეველმა ფილიპ რიკერმა, რომელიც იმჟამად აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა, Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია ამასთანავე, NATO-ს ოფიციალურმა პირმა Europetime-ს განუცხადა, რომ ალიანსი შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება. ირაკლი ღარიბაშვილი: ანაკლიის პორტზე ბევრ პოტენციურ ინვესტორს ვესაუბრებით შეგახსენებთ, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების სავარაუდო პერიოდი დაასახელა. ამ დროისთვის ცნობილია, რომ სახელმწიფოს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან„ საარბიტრაჟო დავა 6 მლნ 900 ათასი ლარი დაუჯდა. ცნობისთვის, 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება - მედია
კიდევ ერთი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, კრემლის სამხედრო ბლოკის (CSTO) - კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი, სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) ორდერის საფუძველზე, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრება მოეთხოვებათ. იუწყება Vesti.az-ი რუსულ მედიაზე დაყრნობით. ბლინკენი პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები მედიის ცნობით, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ, რომის პარლამენტის მიერ რომის სტატუტის რატიფიცირება დაამტკიცა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ რომის სტატუტით გათვალისწინებული ვალდებულებები არ ეწინააღმდეგება სომხეთის კონსტიტუციას. გადაწყვეტილება საბოლოოა და ამოქმედდება გამოქვეყნების მომენტიდან. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა
პრემიერმა რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს დებატები 10:0 მოუგო - კობახიძე
რემიერმა დღეს, კიდევ ერთხელ, დებატები 10:0 მოუგო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს და მათი ნამდვილი სახე კიდევ ერთხელ გააშიშვლა, უსუსური და ასევე, პირდაპირ ვიტყვი ცოტა უხეშად, უინტელექტო სახე, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრი ინტერპელაციის წესით იმყოფება. „აშკარად ჩანს ინტელექტის დეფიციტი და ამ ყველაფრის გამოხატულებაა მათი პოლიტიკური პოზიციაც. აქ, ძალიან სერიოზული მიზეზშედეგობრივი კავშირია. ეს ყველაფერი აჩვენებს, რა ხდება რადიკალური ოპოზიციის მხარეს და რა ხდება უმრავლესობის მხარეს, პრემიერის მხარეს, სად არის ევროპა, სად არ არის ევროპა, სად არის განათლება, სად არ არის განათლება და ა.შ. მე მგონი, ეს ყველაფერი საზოგადოებისთვის ძალიან ნათელია და კიდევ ერთხელ წარმოჩინდა დღევანდელი დებატების დროს“, - განაცხადა კობახიძემ. დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტში უსმენდნენ.
მირჩა ჯოანა საქართველოს მიერ რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობაზე საუბრობს
NATO-ს გენერალური მდვნის მოადგილე, მირჩა ჯოანა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე წერს. ილია დარჩიაშვილი ბრიუსელში, NATO-საქართველოს კომისიის სხდომას დაესწრო. „მოხარული ვარ, რომ შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც NATO-საქართველოს კომისიის სხდომას შემოუერთდა, სადაც მოკავშირეებმა განიხილეს ჩვენი პარტნიორობა საქართველოსთან და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა. მოკავშირეებმა ხაზი გაუსვეს რეფორმების განხორციელების ძალისხმევის გაგრძელების მნიშვნელობას“, - წერს მირჩა ჯოანა. შეგახსენებთ, ბრიუსელში NATO-საქართველოს კომისიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ესწრებოდა. NATO-ს მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ Europetime-ს ალიანსიდან აცნობეს. მისივე თანახმად, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა ალიანსისთვის, რაც ხაზგასმულია NATO-ს სტრატეგიულ კონცეფციაში. ისინი ასევე მიესალმნენ საქართველოს დიდი ხნის წვლილს ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში და ხაზი გაუსვეს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის გზით NATO-საქართველოს პარტნიორობას, რომელიც NATO-საქართველოს გაძლიერებული არსებითი პაკეტის ფარგლებში ვითარდება. NATO-ს მოკავშირეებმა ცნობად მიიღეს საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები მისი ამბიციური რეფორმების პროგრამასთან დაკავშირებით, მათ შორის „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის გაწვევის ჩათვლით. მოკავშირეებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას, სრულად განახორციელოს შეთანხმებული რეფორმები, დაიცვას კანონის უზენაესობა, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და გადალახოს შიდა პოლიტიკური პოლარიზაციის განგრძობადი გამოწვევა.მოკავშირეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ეს ნაბიჯები საკვანძოა, რათა დაცული იყოს საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობა, ქვეყნის გამძლეობისა და უსაფრთხოების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გასაძლიერებლად.
უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი: დოლარი - 2.5764 ლარი, ევრო - 2.7665 ლარი, ფუნტი - 3.1453 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 25 მარტისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.5764 ლარი ეღირება, ევრო – 2.7665 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.1453 ლარი. დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.5768 ლარი ღირდა, ევრო – 2.8028 ლარი, ხოლო ფუნტი – 3.1689 ლარი. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 25 მარტს ამოქმედდება.