ძებნის რეზულტატი:
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, დიმიტრიოს კარაბალისმა დღეს ოძისის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან ვიზიტისას უმასპინძლა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია, რაიონში უსაფრთხოების კუთხით განვითარებული უკანასკნელი მოვლენების შესახებ. მან განსაკუთრებით გაუსვა ხაზი იმას, თუ რა უარყოფით გავლენას ახდენენ „ბორდერიზაციის“ მიმდინარე ქმედებები და საოკუპაციო ხაზის გასვწვრივ რეგულარული მოძრაობისთვის ოძისის გადაკვეთის პუნქტის ხანგრძლივი დაკეტვა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. მისიის ინფორმაციით, კარაბალისმა განმარტა, რომ მისია მხარს უჭერს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვების მოხსნას აღდგომის დამდეგ სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებით და განაგრძობს ე.წ. სამხრეთ ოსეთთან, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებული გადაკვეთის პუნქტების მუდმივად ფუნქციონირების აღდგენის მხარდაჭერას. თავის მხრივ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ინფორმაციის მიწოდებისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის. გერმანიას ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ყველაზე დიდი წარმომადგენლობა ჰყავს, მისიაში მომუშავე გერმანიის 28 მოქალაქის სახით.
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს - ღარიბაშვილი
ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს, ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ. ჩვენი ქვეყნის წინაშე ყველაზე მთავარი გამოწვევა არის შიდა დესტაბილიზაციის საფრთხეები - ღარიბაშვილი „რას სთავაზობს ჩვენი დესტრუქციული ოპოზიცია ჩვენს ხალხს. დესტრუქციული, რადიკალური, ექსტრემისტული ორგანიზაცია სთავაზობს ჩვენი ქვეყნის განადგურებას, ომს, სთავაზობს არა ევროპულ, არამედ განადგურებულ მომავალს. მინდა, ბატონო გუბაზ, თქვენ გითხრათ, შენ გითხრა და უსუფაშვილისნაირ სხვა მოღალატეებს, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი არ ეკუთვნით უცხო ქვეყნის მსახურებს. ჩვენი ქვეყნის მომავალი ეკუთვნით პატრიოტებს, ჩვენს მომავალ თაობას და არა თქვენნაირ მოღალატეებს. ამიტომ, ბოლოს მინდა გითხრათ, რომ ძალიან მარტივი არჩევანის წინაშე დგას ჩვენი ხალხი. ექსტრემისტულ, რადიკალურ ძალას უნდა ომი და ქვეყნის განადგურება. ჩვენ გვინდა მშვიდობა და ქვეყნის გადარჩენა, განვითარება. ეს არჩევანი გვაქვს ჩვენი ხალხის წინაშე“, – განაცხადა პრემიერმა.
ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთისთვის გადაცემის საკითხი წარმოადგენს საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას - დარჩიაშვილი
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ბიჭვინთის აგარაკის, მისი მიმდებარე ტერიტორიის და საზღვაო აკვატორიის ნაწილის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემის საკითხი ცალსახად წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებას. „ამ მიმართულებით აღსანიშნავია, რომ საკითხი განხილვის თემა იყო ქართული მხარის მიერ გამართულ ყველა ორმხრივ თუ მრავალმხრივ შეხვედრაზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ ვიზიტებისას, სადაც ამ თემასთან ერთად მწვავედ იყო დაყენებული სხვა, მათ შორის სოფელ აიბღას საკითხი, ე.წ. ინტეგრაციული შეთანხმებები და ე.წ. პროგრამა ოკუპირებულ აფხაზეთთან საერთო სოციალური ეკონომიკური სივრცის შექმნაზე. ამასთან, აღნიშნული თემა აისახა ქართული მხარის მიერ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, მათ შორის ნატო-სა და ევროსაბჭოსთვის მომზადებულ ანგარიშებშიც. ამასთან, ქართული მხარე მუშაობს, რომ საკითხი მუდმივად იყოს ასახული ჩვენი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების განცხადებებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ ეტაპზე, საკითხი უკვე დაფიქსირდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებულ ანგარიშში „კონფლიქტი საქართველოში“ და ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ ომის 14 წლისთავთან გაკეთებულ განცხადებაში. ამასთან, საკითხი აქტიურად დგას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან მუშაობის პროცესში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას, რათა ბიჭვინთის თემა რუსულ-ქართული კონფლიქტის სხვა განზომილებებს შორის საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრში დარჩეს და ჰქონდეს შესაბამისი რეაგირება ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, - განაცხადა დარჩიაშვილმა. ამასთან, დარჩიაშვილის თქმით, საქართველოს დიპლომატიური სამსახური, ICAO-ში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ჩართულობით, მჭიდროდ თანამშრომლობს ICAO-სთან სოხუმში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან სოხუმის აეროპორტის საკითხზე. „აღნიშნულთან დაკავშირებით კანადაში არაერთი შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან და შესაბამისად, ისინი კარგად იცნობენ საკითხს. „ICAO, რომელიც გაერო-ს სააგენტოს წარმოადგენს, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეს საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს და ერთმნიშვნელოვნად და თანმიმდევრულად იცავს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, ჩვენ სრული მხარდაჭერა გვაქვს ორგანიზაციის მხრიდან, რომ რომელიმე ქვეყნის, მათ შორის რუსეთის მხრიდან ამგვარი მიმართვის შემთხვევაში არც კი განიხილავს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლის, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმის საკითხს, რადგან ქვეყნის საჰაერო სივრცის კოდის ცვლილება მხოლოდ ამ ქვეყნის თანხმობით შეიძლება. შესაბამისად რა კოდიც არ უნდა მიანიჭოს რუსეთმა სოხუმის აეროპორტს, ICAO მას ყოველთვის საქართველოს საჰაერო სივრცის ნაწილად განიხილავს. ჩვენ, ცხადია, ყურადღებით ვადევნებთ თვალს მოვლენებს და საჭიროების შემთხვევაში გადაიდგმება შესაბამისი ნაბიჯები. იცით, რომ სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე ჯერ კიდევ 1993 წელს დაიკეტა. ჩიკაგოს კონვენცია და ICAO-ს პრინციპები კონვენციის წევრ ქვეყნებს უკრძალავს საჰაერო ნავიგაციის სფეროში ისეთ ქმედებებს, რაც მეორე ქვეყნის სუვერენიტეტს არღვევს. საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის საჰაერო სივრცისთვის, რომელშიც აფხაზეთი შედის, მინიჭებული ერთიანი სპეციალური კოდის FIR (Flight Information Region) შეცვლა, ან მეორე ქვეყნის საჰაერო სივრცის ან მისი ნაწილის კოდზე მიბმა საქართველოს თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ილია დარჩიაშვილი: რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა
საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, უკანასკნელ პერიოდში რეგიონში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა, ევრაზიის სატრანსპორტო მარშრუტების გაახლების და სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. პარლამენტში, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, მინისტრმა დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ გამოიკვეთა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის ე.წ. შუა დერეფნის როლი აღმოსავლეთ-დასავლეთ შორის ტვირთების შეუფერხებელი და ეფექტური ტრანსპორტირების კუთხით. „საქართველომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა სანდო პარტნიორობა და მაქსიმალურად შეუწყო ხელი გაზრდილი ტვირთნაკადის უსაფრთხო, სტაბილურ და დროულ გადაზიდვას, დღეისათვის მოქმედი საერთაშორისო სანქციების სრული დაცვით. აგრეთვე, განსაკუთრებით აღსანიშნავია გამოიყოს შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი კაბელის პროექტი. როგორც ცნობილია, 2022 წლის 17 დეკემბერს, ბუქარესტში საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის პირველმა პირებმა, ხელი მოაწერეს ქართული მხარის ინიციატივით დაწყებულ ხსენებულ პროექტთან დაკავშირებით შესაბამის შეთანხმებას. აღნიშნული პროექტის განხორციელებით, მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოს როლი ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში, პროექტის რეალიზაციის შედეგად საქართველო არამხოლოდ საიმედო სატრანზიტო ქვეყანა, არამედ ქვეყანაში წარმოებული განახლებადი ენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა ხდება. აღსანიშნავია, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი, ევროკავშირის მხრიდან აღიარებულია და შეტანილია ე.წ. „დაკავშირებადობის“ საფლაგმანო პროექტების ნუსხაში, რაც ასევე გულისხმობს ევროკავშირის ფინანსურ კონტრიბუციას პროექტის რეალიზაციის მიზნით. ალტერნატიულ დერეფნებთან მიმართებაში, საქართველოზე გამავალი დერეფნების კონკურენტუნარიანობის უზრუნველსაყოფად, სულ უფრო აქტუალური ხდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფნების/მარშრუტების ოპტიმიზაცია, მათი გამტარუნარიანობის ზრდა და უსაფრთხო, შეუფერხებელი გადაზიდვებისათვის საჭირო დროის შემცირება. მნიშვნელოვანია დაგეგმილი დერეფნების, განსაკუთრებით კი კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფნის დროული ამოქმედება. ზემოხსენებული გათვალისწინებით, სამინისტროს ცენტრალური აპარატი და საზღვარგარეთ აკრედიტებული საქართველოს დიპლომატიური მისიები, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში მუშაობენ, რათა ხელი შეუწყონ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების სრულად ათვისებას, საქართველოზე გამავალი უკვე არსებული და დაგეგმილი რეგიონული სატრანსპორტო დერეფნების და სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას და პოპულარიზაციას (მათ შორის სატრანსპორტო მარშრუტი „ლაპის ლაზული“, TRACECA, კასპიის ზღვა - შავი ზღვის სატრანსპორტო დერეფანი და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა: აღმოსავლეთ-დასავლეთ ჩქაროსნული ავტომაგისტრალი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, ფოთის ახალი ტერმინალი, ბათუმის ახალი მულტიმოდალური ტერმინალი და სხვ). ამ მიზნით, მიმდინარე წელს გაიმართა არაერთი ღონისძიება, რომელშიც სამინისტრომ და საქართველოს საელჩოებმა მონაწილეობა მიიღეს ან ხელი შეუწყვეს ქვეყნის უწყებების მონაწილეობას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა. რაც შეეხება მეზობლებთან ურთიერთობის კონტექსტს, დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ გვევლინებოდა სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანამშრომლობის/თანაცხოვრების მომხრედ და ეს კურსი მომავალშიც გაგრძელდება. „ამ მხრივ, საქართველოს მთავრობამ გამოხატა მზაობა ხელი შეუწყოს დიალოგს ორ მეზობელს შორის, რომელიც მიმართულია, როგორც მთლიანობაში ნდობის აღდგენისკენ, ასევე, ნებისმიერი პრაქტიკული საკითხის გადაჭრისკენ. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოხატა ინიციატივა უმასპინძლოს მსგავს დიალოგს საქართველოში. ეს შესაძლებლობა/შეთავაზება კვლავ ღიაა და მზად ვართ პრაქტიკული ნაბიჯების გადასადგმელად. მოგეხსენებათ, ქართული მხარის შუამავლობით, 16 ივლისს, თბილისში გაიმართა სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო მინისტრების ორმხრივი შეხვედრა. ასევე, აზერბაიჯანმა საომარი მოქმედებების დროს დაკავებული 15 სომეხი სამხედრო ტყვე საქართველოს შუამავლობით, პრემიერ მინისტრის უშუალო ჩართულობით და კონფლიქტში ჩართული ორივე მხარის ინტერესების დაცვით გაათავისუფლა. მივესალმებით ჩვენი პარტნიორების შუამავლობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის წარმოებულ დიალოგს და ვთვლით, რომ დიალოგი არის პერსპექტიული როგორც ნდობის აღდგენის, ასევე პრობლემური საკითხების გადაჭრის კუთხით და ამ მიმართულებით უკვე გადაიდგა პრაქტიკული ნაბიჯები. ხაზგასასმელია სამხრეთ კავკასიის მნიშვნელობა ტრანზიტული კომუნიკაციის სფეროში. მივესალმებით მეზობელ ქვეყნებში ახალი ეკონომიკური პროექტების, განხორციელებას და ვთვლით, რომ ახალი პროექტების იმპლემენტაცია განამტკიცებს სამხრეთ კავკასიის სატრანზიტო დერეფნით დაინტერესებას, როგორც აზიის, ასევე, ევროპის ქვეყნების მხრიდან, ხოლო ჯანსაღი კონკურენცია ხელს შეუწყობს სატრანსპორტო და მომსახურების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. როგორც ზემოთ აღვნიშნე, საქართველო ამ მიმართულებით უკვე მონაწილეობს რეგიონის უმნიშვნელოვანეს ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებში. აღნიშნული პროექტები ატარებს წმინდად ეკონომიკურ ხასიათს და ამასთან გევლინება პოლიტიკური თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითად. რაც შეეხება კითხვას ოკუპირებუ ლიაფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ზემოხსენებულ სატრანსპორტო კორიდორებში ჩართვასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის ნებისმიერი მცდელობა ამ მიმართულებით ერთმნიშვნელოვნად უნდა განვიხილოთ, როგორც მისი ოკუპაციის პოლიტიკის გაგრძელება. „მსგავსად, რუსეთის ცდილობს ოკუპირებული რეგიონებში საერთაშორისო ასპარეზზე ე.წ. „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ წარმოაჩინოს, ასეთი ფორმით მიმდინარე უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს და აიცილოს საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების შესრულების ვალდებულება“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
თეონა აქუბარდიამ მინისტრ დარჩიაშვილს მადლობა გადაუხადა, რომ „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“
პარლამენტში, სადაც პლენარულ სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს უსმენდნენ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მინისტრს მადლობა გადაუხა იმისთვის, რომ მისი თქმით, „ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია“. თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ პროცედურის ფარგლებში მის კითხვებზე საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ამომწურავი პასუხები გასცა. „ბატონო მინისტრო, მგონი, თქვენ ერთადერთი მინისტრი ხართ, საგარეო ფრონტზე, რომელსაც ანტიდასავლური განცხადებები არ გაუკეთებია. ამისთვის გულწრფელად გიხდით მადლობას, ისევე როგორც იმ პასუხებისთვის, რომლებიც ამომწურავადაა მოცემული - დაგვიანებით, თუმცა მიღებულია“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ. „თქვენ გაქვთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა და მინდა, გაიაზროთ ეს და გაითავისოთ. ყველა საჯარო მოხელეს მინდა მადლობა გადავუხადო ძალიან რთულ დროს ქვეყნის სამსახურში ყოფნისთვის და მადლობა, მათ შორის, კონსტიტუციის 78-ე მუხლის დაცვისთვის, რადგან ჩვენი ვალდებულებაა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებისთვის, შესაბამისად, ეს ვალდებულება არის პასუხისმგებლობა და ძალიან გამიხარდება, თუ ამას ისევე მიიღებთ, როგორც ჩვენ და ყველაფერი გავაკეთოთ ერთად იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი წელს“, - მიმართა პარლამენტის უფრაქციო წევრმა საგარეო საქმეთა მინისტრს. მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრს შეეძლო მინსკიდან საქართველოს ელჩის გამოწვევა, როცა იქ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ბჟანია ჩავიდა. ასევე კარგი იქნებოდა, მინისტრს ტატუნაშვილის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირზე საჯარო რეაქცია ჰქონოდა. „ამით არაფერი მოხდებოდა, ომს ნამდვილად არ დაიწყებდა რუსეთი ამის გამო, ამაში დარწმუნებული ვარ“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
ხატია დეკანოიძე საგარეო საქმეთა მინისტრს: თქვენ ვალდებული ხართ, დააფიქსიროთ თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე
„თქვენ ვალდებული ხართ, მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობის წინაშე, თქვენი მკვეთრი პოზიცია ანტიდასავლურ რიტორიკაზე დააფიქსიროთ“, - ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ილია დარჩიაშვილს, რომელსაც პარლამენტი ინტერპელაციის წესით უსმენდა. ხატია დეკანოიძის თქმით, დასავლელი პარტნიორების მკაფიო მოთხოვნაა ანტიევროპული და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და საგარეო საქმეთა მინისტრი ვალდებულია, მსგავს რიტორიკასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოხატოს. „ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან როცა საუბრობთ, იქ იყო სამი ძირითადი მოთხოვნა, ანტიდასავლური და ანტიუკრაინული რიტორიკის შეწყვეტა და 12 პუნქტის და რეკომენდაციის შესრულება. მაგრამ თქვენი მხრიდან არც ერთხელ არ მომისმენია არც მე პირადად და არც საზოგადოებას ანტიდასავლური რიტორიკა, მათ შორის, უკრაინასთან მიმართებაში, მაგრამ როგორ წარმოგიდგენიათ ის, რომ ამ ანტიდასავლური რიტორიკით ჩვენ შეგვიძლია მოვიპოვოთ სტატუსისთვის კონსენსუსი ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის, ვინაიდან პირველი მოთხოვნა სწორედ ეს არის“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ანალენა ბერბოკი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა
საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრის ანალენა ბერბოკის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. „ირაკლი ღარიბაშვილმა ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის ანალენა ბერბოკს მადლობა გადაუხადა და ევროინტეგრაციის პროცესში დასავლელი პარტნიორების მხრიდან საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეს. პრემიერ-მინისტრმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ფედერალურ მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროინტეგრაციის გზაზე მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური ტრანსფორმაციის პროცესში გერმანიამ არაერთხელ შეასრულა მნიშვნელოვანი როლი და აგრეთვე ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ევროკავშირის საიმედო პარტნიორი და მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ, და კვლავაც გააგრძელებს კონსტრუქციული როლის შესრულებას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად. ირაკლი ღარიბაშვილმა და ანალენა ბერბოკმა რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მნიშვნელოვან როლს“, - წერია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უკრაინა აცხადებს, რომ მძიმედ დაჭრილი ყველა რუსი სამხედრო მოსკოვს გადასცა
უკრაინამ ოკუპანტი ქვეყნის ყველა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი რუსეთს გადასცა. შესაბამისი განცხადება სამხედრო ტყვეთა მოპყრობის საკოორდინაციო შტაბმა გაავრცელა. უკრაინული მედია წერს, რომ საერთაშორისო ვალდებულებების დაცვით, ჟენევის კონვენციების 109-114 მუხლების შესაბამისად და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ჩართულობით, უკრაინამ ცალმხრივად გადასცა მძიმედ დაჭრილი და მძიმედ დაავადებული სამხედრო ტყვეები რუსეთის მხარეს. „ამ შემთხვევაში საუბარია არა სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, არამედ რეპატრიაციაზე: მძიმედ დაჭრილი ტყვეების დაბრუნებაზე ყოველგვარი პირობის გარეშე, როგორც ამას საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი ითვალისწინებს“, - ნათქვამია შტაბის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი: ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გარკვეული სიფრთხილის ესმის, თუმცა საქართველო რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. სალომე ზურაბიშვილის თქმით, „ყველამ კარგად უნდა გაიგოს, რომ მეორე ფრონტს არავინ არ ამზადებს და ეს თემა არის საერთო თემა ხელისუფლების, არძინბასი, ლავროვის, სიმონიანის“. „ეს ყველსთვის გასაკვირი ხო უნდა იყოს, რა მეორე ფრონტი და როდის იყო, რომ ჩვენი დასავლელი პარტნიორები ომში გვიწვევდნენ“, - განაცხადა ზურაბიშვილმა „ტვპირველის“ ეთერში. საიდან მოდის ეს შეთქმულების თეორიები, ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას ასე უპასუხა: ძალიან მარტივია, როცა ხარ ხელისუფლება... „რუსეთიდან ამ არგუმენტს იყენებენ აფხაზებზე, სეპარატისტებზე - თქვენ არ გაბედოთ რაიმეს ფიქრი, რადგანაც მობილიზაციამ გამოიწვია უკმაყოფილება, ასევე რუსეთის ზეწოლამ, გადასცენ ბიჭვინთა, აეროპორტი და სხვა ტერიტორიები. ამ ყველაფერმა გამოიწვია ხალხში პროტესტი, უკმაყოფილება“.
სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს
„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს იმის მერე, რაც ოფიციალურად გასულია ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ გარედან ისმის ეს კითხვა და მგონი, საზოგადოებაშიც არის განცდა თუ კითხვა, სამ მიიღება მთავარი გადაწყვეტილებები“, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა „ტვპირველთან“ ინტერვიუს დროს განაცხადა. „კითხულობენ, მე კი არ მეკითხებიან, იმიტომ, რომ მე ამაზე პირდაპირი პასუხი ან მტკიცებულებები არ მაქვს, მაგრამ სად არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი და არავინ არ იცის, სად არის... ეს ახალგაზრდები რა არიან, შემსრულებლები, გამხმოვანებლები თუ ესენიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. და რატომ ლაპარაკობენ რაღაც ასე...შიზოფრენიული რიტორიკით.... პრემიერი ევროპაში როცა ჩადის, იმას ამბობს, რისი მოსმენაც მათ სურთ და აქ რომ გამოდის პარლამენტში, სხვა თემებით გამოდის“. ჟურნალისტის შეკითხვას, ვინ იღებს გადაწყვეტილებებს, ზურაბიშვილმა უპასუხა, რომ არ იცის. „კითხვა რომ არსებობს, ეს პოლიტიკური სისტემისთვის არის ცუდი“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა. რაც შეეხება კომუნიკაციას ივანიშვილთან, ზურაბიშვილის თქმით, მას ამის მცდელობა არ ჰქონია: „თუმცა სურვილი დღეს ძალიან მაქვს, იმიტომ, რომ ვთვლი, რომ იმდენად საჭიროა, მეტი სიცხადე შემოვიდეს ქართულ პოლიტიკაში, ამისი საშუალება უნდა იყოს“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. „არ მაქვს მე კომუნიკაციის საშუალება, თქვენ ხართ ყველაზე კარგი საშუალება. იმისთვის, რომ უფრო გამჭვირვალე იყოს პოლიტიკური პროცესები, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა და მე მაინც დიდი იმედი მაქვს, რომ ვართ, ჯერჯერობით და შეგვიძლია დავრჩეთ ამ პერსპექტივაში, საჭიროა, რომ იყოს მეტი გამჭვირვალეობა ყველა მხრივ. მას ვეტყოდი, პირველ რიგში, რომ საჭიროა მეტი სიცხადე იმის შესახებ, თუ სად არის მიღებული გადაწყვეტილებები და რა ფორმით - ეს არის კოლექტიური, ეს არის კამათის შემდგომი, იმიტომ, რომ ძალიან რთულია გაგება, თუ რა ხდება, როცა ისმენ ამ რიტორიკას, ხან აქეთ და ხან იქით, ხან ლანძღვაა ჩვენი პარტნიორების, ხან ამერიკის ელჩის, ხან ევროკავშირის, როცა ის მიდის, რაც დიპლომატიურად ძალიან არასწორი და არაკორექტულია, ხან კი არის განცხადებები, რომ ჩვენ ვასრულებთ რეკომენდაციებს, მივდივართ ამ გზაზე და სად არის რეალური ჩვენი ხაზი?“- განაცხადა ზურაბიშვილმა. მისივე თქმით, ივანიშვილმა უნდა შემოიტანოს სიცხადე. ივანიშვილი ოლიგარქია? - ზურაბიშვილმა ამ შეკითხვასაც უპასუხა: „კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“.
პენტაგონმა განაცხადა, რომ სირიაში ირანულ ობიექტებზე მიიტანა იერიში
პენტაგონმა განაცხადა, რომ ხუთშაბათს ირანული წარმოების საეჭვო თვითმფრინავის თავდასხმის შედეგად ამერიკელი კონტრაქტორი დაიღუპა და დაიჭრა ექვსი სხვა ამერიკელი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ხოლო აშშ-ის ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს სირიაში მდებარე ობიექტებზე, რომლებსაც იყენებდნენ ირანის რევოლუციური გვარდიის ჯგუფები. გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის მხრიდან დაბომბვას სულ მცირე ოთხი ადამიანი ემსხვერპლა. Associated Press-ი წერს, რომ დამოუკიდებლად ვერ დაადასტურა ეს ინფორმაცია. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ ამერიკის სადაზვერვო საზოგადოებამ დაადგინა, რომ თვითმფრინავი ირანული წარმოშობის იყო, მაგრამ სხვა დეტალები არ დააკონკრეტა.
პრეზიდენტი: ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი, ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი
არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამ შეკითხვას „ტვპირველის“ ეთერში უპასუხა. „კი, იმ გაგებით, რომ აქვს ფული. გავლენა მედიასა და პოლიტიკაზე, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი. ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. არის ამ პოლიტიკური სისტემის არაგამჭვირვალობა. საჭიროა, ჩვენ ვიცოდეთ - სად მიიღება გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა ან მათზე გავლენის მოხდენა“. სალომე ზურაბიშვილი: ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღეს
პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრემიერს მასთან კომუნიკაცია არ სურს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან კომუნიკაცია არ აქვს. პრეზიდენტმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ პრეზიდენტს, შესაძლოა, ბერკეტები არ ჰქონდეს, მაგრამ მისი არგუმენტების მოსმენა საჭირო იყოს. პრემიერს სურს თუ არა მასთან კომუნიკაცია, ზურაბიშვილი ამ შეკითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ - არა. „ყველა მინისტრთან ნორმალური კომუნიკაცია მაქვს, გარდა ერთისა, პრემიერ-მინისტრისა. არ შეიძლება, რომ ქვეყანაში არ იყოს გაწონასწორებული, ნორმალური ფუნქციონირება ინსტიტუციებს შორის. დემოკრატია არის ერთი მხრივ ხალხის, ამომრჩევლის ნება, მეორე მხრივ კი ინსტიტუტების პატივისცემა და მათ შორის რაც შეიძლება ნორმალური ურთიერთობები, რომ ეს ყველაფერი ქვეყნის სასარგებლოდ მუშაობდეს. ღონისძიებებზე კი, როგორ არა ზრდილობიანად... მაგრამ საჭირო არის სხვა ტიპის ურთიერთობა, რომ საკითხები იყოს განხილული, რომ პასუხები იყოს კითხვებზე. უნდა იყოს შესაძლებლობა, რომ არგუმენტების გაცვლა მოხდეს, რატომ არის ესა თუ ის გადაწყვეტილება მიღებული და რა არის პრეზიდენტის არგუმენტები, რომელმაც სხვანაირად იცის, რას ფიქრობს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრეზიდენტს ბერკეტები შეიძლება, არ ჰქონდეს, მაგრამ საჭირო იყოს მისი არგუმენტების მოსმენა“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკისგან წერილი მიიღო
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უკრაინელებთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს. „ტვპირველთან“ ინტერვიუში პრეზიდენტმა თქვა, რომ მხარდაჭერისთვის მადლობას იღებს. რაც შეეხება რუსეთს, საქართველოს პრეზიდენტის თქმით, კრემლმა ვერცერთ მიზანს ვერ მიაღწია. პირიქით, დაკარგა რეპუტაცია. რუსეთმა უკვე წააგო ეს ომი - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი. ზურაბიშვილის თქმით, დღეს ვოლოდიმერ ზელენსკის წერილი მიიღო, სადაც იყო მინიშნება, რომ „როცა გობალური სამშვდობო სამიტი იქნება, იქ საქართველოს თავის ადგილი უნდა ჰქონდეს". პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი თავის საზღვრებს უნდა დაუბრუნდეს და იმპერიული ზრახვები დაივიწყოს.
ავსტრიაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავებენ
ავსტრია, როგორც რომის სტატუტის მხარე, ვალდებულია, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს განუცხადეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ICC-მ უკვე დაადგინა 2019 წელს სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საქმეზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც კი არ აქვთ იმუნიტეტი სასამართლოს წინაშე. "არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში. ავსტრიამ რომის სტატუტს ხელი 1999 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 16 მარტს განაცხადა, რომ ავსტრია შეუერთდა რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის ძირითად ჯგუფს და მონაწილეთა საერთო რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. ცნობისთვის, 24 მარტს სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება.
ქვეყნები, რომლებმაც პუტინის დაკავების მზადყოფნა დააფიქსირეს
17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება გერმანია იყო პირველი, რომელმაც განაცხადა, რომ მის ქვეყანაში ჩასვლის შემთხვევაში პუტინს დააკავეს. ამის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. ერევანს ოფიციალურად ღიად არ განუცხადებია, რომ მზადაა პუტინის დასაკავებლად, თუმცა 24 მარტს სომხეთი შეუერთდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც პუტინის დაპატიმრება ჰააგის სასამართლოს ორდერის საფუძველზე მოეთხოვება. ავსტრია, როგორც რომის სტატუტის მხარე, ვალდებულია, შეასრულოს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) გადაწყვეტილება. ამის შესახებ ავსტრიის იუსტიციის სამინისტროში უკრაინულ გამოცემა Ukrinform-ს 24 მარტის საღამოს განუცხადეს. სამინისტრომ განაცხადა, რომ ICC-მ უკვე დაადგინა 2019 წელს სუდანის ყოფილი პრეზიდენტის ომარ ალ-ბაშირის საქმეზე, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც კი არ აქვთ იმუნიტეტი სასამართლოს წინაშე. „არავინ დგას კანონზე მაღლა, რაც კონკრეტულად ნიშნავს, რომ ყველა დანაშაული უნდა იყოს სრულად გამოძიებული. არ უნდა იყოს დაუსჯელობა", - განუცხადეს გამოცემას უწყებაში. ავსტრიამ რომის სტატუტს ხელი 1999 წელს მოაწერა და რატიფიცირება 2000 წელს მოახდინა. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ 16 მარტს განაცხადა, რომ ავსტრია შეუერთდა რუსეთის აგრესიის დანაშაულის სპეციალური ტრიბუნალის ძირითად ჯგუფს და მონაწილეთა საერთო რაოდენობა 33-მდე გაიზარდა. ცნობისთვის, რომის სტატუტი მსოფლიოს 123 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული. წესდება ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას და ფუნქციებს განსაზღვრავს.
ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს. "რუსეთთან თანამშრომლობაში ჩინეთი „წითელ ხაზებს“ არ კვეთს, ხოლო მათ „უსაზღვრო მეგობრობას” საზღვრები გააჩნია. ევროკავშირი უნდა მიესალმებოდეს პეკინის მიერ აგრესორი ქვეყნისთვის იარაღის გადაცემაზე უარს და მოსკოვისგან პეკინის დისტანცირების ნებისმიერ მცდელობებს. ამ უსაზღვრო მეგობრობას, როგორც ჩანს, გარკვეული საზღვრები აქვს”, - განაცხადა ბორელმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
ირაკლი ღარიბაშვილი: ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას
1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს. როგორც პრემიერი აღნიშნავს, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს, ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, ამავე დროს აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლის, რომელსაც ეკლესია ასრულებს საზოგადოებრივ ცხოვრებაში. „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას, მთლიანად ქართულ საზოგადოებას გულითადად ვულოცავ ავტოკეფალიის აღდგენის 106-ე წლისთავს. 1917 წლის 25 მარტს ეკლესიის თვითმმართველობის აღდგენით ქართველი ხალხი დაუბრუნდა მართლმადიდებლობის უძველეს ტრადიციებს, დაიწყო ისტორიული სამართლიანობის აღდგენის მძიმე გზა და ამავე დროს, გადამწყვეტი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს დამოუკიდებლობისკენ. დღეს მადლიერების გრძნობით ვიხსენებთ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილებს, რომლებმაც ძალისხმევა არ დაიშურეს ისტორიული სამართლიანობის აღსადგენად. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ, ავტოკეფალიის აღდგენა სრული სახით, ოფიციალურად აღიარება უძველესი ავტოკეფალიისა, სულ ახლახან, 1990 წელს, მისი უწმინდესობის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი შრომისა და საერთაშორისო ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ქრისტიანული ღირებულებები საფუძვლად უდევს ქართველთა თვითშეგნებას და საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავს ჩვენს ისტორიას, ტრადიციებსა და კულტურას. თანამედროვე ეპოქაშიც, ევროპული საქართველოს შენებისას, სწორედ ის ტრადიციული ღირებულებები გვიმაგრებს ზურგს, რომელთაც დედაეკლესია განასახიერებს. ამდენად, დღევანდელ დღეს უდიდესი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს – ეს არის ეკლესიის დამოუკიდებლობისა და ავტორიტეტის კიდევ ერთი დადასტურება, და ამავე დროს – აღიარება იმ მნიშვნელოვანი როლისა, რომელსაც ეკლესია ასრულებს ჩვენს საზოგადოებრივ ცხოვრებასა და უკეთესი მომავლის შენებაში. მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს ეკლესიას, საქართველოს და მის ხალხს. ღმერთმა დალოცოს საქართველო!“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.
ურსულა ფონ დერ ლაიენი და ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ
ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია, - ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი და საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აპრილში ჩინეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავლენ. ჩინეთს არ სურს რუსეთის მოკავშირე იყოს - ბორელი "ევროკავშირმა უნდა გააკეთოს ყველაფერი, რათა უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი საერთაშორისო ნორმების დაცვით რაც შეიძლება მალე დასრულდეს, რისთვისაც ჩინეთთან კომუნიკაცია აუცილებელია. ურსულა ფონ დერ ლაიენს პეკინში გამგზავრება შევთავაზე, რაზეც დადებითი პასუხი მივიღე", - განაცხადა მაკრონმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.
საქართველოში მიწისძვრა მოხდა
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდით 3.2 ბიძგები გამთენიის 5:03 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ლაგოდეხთან ახლოს, სოფელი ზემო ხეჩილი იყო. ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.