ძებნის რეზულტატი:

პარლამენტმა მთავრობის მიერ წარდგენილ „თავდაცვის კოდექსის“ პროექტს მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი პრინციპების დონეზე განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც პლენარულ სხდომაზე განსახილველად თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ წარადგინა, თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებისა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის მომზადების მიზნით შემუშავდა. მომხსენებელმა იმ ძირითად რეფორმებსა და სისტემის ახალ მიდგომებზე ისაუბრა, რასაც აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს. „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, კოდექსი ორიენტირებულია თავდაცვის მიზნებზე მორგებული სამხედრო სამსახურის გავლის ახალ წესზე და თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე. მნიშვნელოვანია, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება ექვსიდან 11 თვემდე სხვადასხვა ქვედანაყოფებისთვის და უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის. გაწვევა სამინისტროს პრიორიტეტების გათვალისწინებით განხორციელდება. ცვლილებების პროექტი, რომელიც ფინური და ბალტიის ქვეყნების მოდელის საფუძველზე მომზადდა, სამხედრო სამსახურის გადავადების ერთჯერად შესაძლებლობას იძლევა და მასში ასევე მოცემულია ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის პირობებიც. სიახლეს წარმოადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მიერ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის შესაძლებლობა. „კოდექსი სრულიად ახლებურად და თავდაცვის მიზნებზე მორგებულს ხდის სამხედრო რეფორმას, ასევე, აწესებს სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს და ქმნის თავდაცვის ორგანიზების და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ მექანიზმებს“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ. პლენარულ სხდომაზე პარლამენტის წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა წარადგინა ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი – თავდაცვის კოდექსის პროექტი. მისი თქმით, თუ წარმოდგენილ პროექტს აიღებენ საფუძვლად, სისტემაში რეალურად მოხდება ცვლილებები. საბოლოოდ, პარლამენტის გადაწყვეტილებით, კენჭისყრის შედეგად, საკანონმდებლო პაკეტის განხილვას საფუძვლად დაედება მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით წარმოდგენილი პროექტი, რომელსაც 69 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  

უკრაინაში, რუსეთის შეჭრის შემდეგ, 8 317 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა - გაერო

უკრაინაში, 2022 წლის თებერვალში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, სულ მცირე 8 317 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 13 892 კი - დაშავდა, - ამის შესახებ გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის განცხადებაშია აღნიშნული. "უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე 6 446 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 11 374 დაშავდა. რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე კი დაიღუპა 1 871 და დაშავდა 2 518 მოქალაქე", - ნათქვამია ინფორმაციაში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

იენს სტოლტენბერგის თქმით, NATO ქართველი ხალხის მკაფიო მისწრაფებების მხარდაჭერას განაგრძობს

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევის გადაწყვეტილებას მიესალმება. სტოლტენბერგმა მოუწოდა საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, ერთად იმუშაონ აუცილებელ რეფორმებზე. NATO-ს გენერალურ მდივანს, 2022 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ქართველმა ჟურნალისტმა შეკითხვა დაუსვა შიდაპოლიტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. „მივესალმები საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებას, ჩაეგდოთ თუ უკან გაეწვიათ კანონპროექტი უცხოური აგენტებისა თუ გავლენის შესახებ, რადგან ის შეუთავსებელია ევროატლანტიკურ ღირებულებებთან და ფუნდამენტური თავისუფლების დაცვასთან. ასე რომ, მივესალმები, რომ ინიციატივა უკან გაიწვიეს და მას მხარი არ დაუჭირა პარლამენტმა. მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, იმუშაონ ერთად აუცილებელ რეფორმებზე და, რა თქმა უნდა, NATO-ც მუშაობს საქართველოს მთავრობასთან ამ რეფორმების განსახორციელებლად, დემოკრატიული ინსტიტუტების გასაძლიერებლად, უსაფრთხოების სამსახურებზე დემოკრატიული კონტროლის გასაძლიერებლად და ასევე, კორუფციასთან ბრძოლისთვის. ქართველმა ხალხმა ძალიან განაცხადა, რომ სურს დემოკრატიული, წარმატებული საქართველო, რომელიც ინტეგრირებულია ევროატლანტიკურ რეგიონში. NATO განაგრძობს ამ მისწრაფებებში პარტნიორობას“, - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.   

იენს სტოლტენბერგი: მოკავშირეები, NATO-ში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო წევრობას მხარს უჭერენ

საქართველო NATO-ს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია და ალიანსში გაწევრიანებას ისწრაფვის. დროთა განმავლობაში, პრაქტიკული თანამშრომლობის ფართო სპექტრის ფარგლებში, ალიანსმა მხარი დაუჭირა საქართველოს მიერ რეფორმების გატარების ძალისხმევას და მის მიზანს - ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის წლიურ ანგარიშში ვკითხულობთ. მისივე თანახმად, აპრილში მოკავშირეები შეთანხმდნენ, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა გაზარდონ; დაეხმარონ მათ, გააძლიერონ თავიანთი ინსტიტუტები და მდგრადობა, განავითარონ შესაძლებლობები და შეინარჩუნონ პოლიტიკური დამოუკიდებლობა. ივნისში, მადრიდის სამიტზე NATO-ს ლიდერებმა, ამ სამი ქვეყნის შემდგომი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად, მორგებულ ზომებს მხარი დაუჭირეს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად გაუარესებული უსაფრთხოების გარემო საქართველოზე მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს. ამავე ანგარიშის მიხედვით, NATO-მ  უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობისთვის კონკრეტული სტრუქტურები შეიმუშავა. NATO-ს მოკავშირეები ერთგულნი რჩებიან, მხარი დაუჭირონ ალიანსში საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანებას. ხსენებული შეცვლილი უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, ლიდერები ასევე შეთანხმდნენ ახალ ზომებზე, რათა გააძლიერონ მორგებული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერა პარტნიორებისთვის, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკისთვის. „ასევე გაგრძელდა უფრო ფართო კოორდინაცია პარტნიორების, განსაკუთრებით, ბოსნია-ჰერცეგოვინის, საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის თავდაცვისა და უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარების მიზნით“. „NATO-საქართველოს არსებითი პაკეტი, საქართველოსთან პრაქტიკული თანამშრომლობისთვის ალიანსის მთავარი ინსტრუმენტია. 2022 წელს NATO განაგრძობდა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და თავსებადობის გაუმჯობესებას, მხარს უჭერდა ქვეყნის მომზადებას NATO-ში საბოლოო წევრობისთვის. მოკავშირეები, 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, საქართველოსა და უკრაინის საბოლოო გაწევრიანების მხარდაჭერას განაგრძობენ და ეს კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2022 წლის მადრიდის სამიტზე. ისტორიული გადაწყვეტილებით, NATO-მ 2022 წელს მიიწვია ფინეთი და შვედეთი ალიანსში გასაწევრიანებლად“, - წერია დოკუმენტში. „ივნისში, NATO-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრმა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უმასპინძლეს სწავლებას - Coherent Resilience 22-Georgia. 2017 და 2021 წლებში უკრაინაში მსგავსი ღონისძიების ჩატარების შემდეგ, ამ წვრთნების მიზანი იყო, მხარი დაგვეჭირა საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის, რათა შეეფასებინათ და გაეძლიერებინათ ელექტროენერგიისა და გაზის სისტემების მდგრადობა ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ; ასევე, გაეუმჯობესებინათ მათი მზადყოფნა სხვადასხვა საგანგებო სიტუაციისთვის“, - აღნიშნულია იენს სტოლტენბერგის ანგარიშში.

აშშ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებას დააჩქარებს - AP

Associated Press-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ უკრაინისთვის „აბრამსის“ ტიპის ტანკების მიწოდებას დააჩქარებს. ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ Abrams-ის ძველი ვერსია, M1A1, შეიძლება, უკრაინაში რვა-ათ თვეში ჩავიდეს, 31 ახალი M1A2 ტიპის ავტომობილის გადაცემის თავდაპირველ გეგმასთან შედარებით, რომლის წარმოებასა და გაგზავნას ერთი ან ორი წელი დასჭირდება. Associated Press-ის ინფორმაციით, პენტაგონმა უკვე მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება და სავარაუდოდ, ამის შესახებ 21 მარტს გამოაცხადებს. აშშ-ის არმიის მდივანმა კრისტინ ვორმუტმა ჟურნალისტებს 23 თებერვალს განუცხადა, რომ „აბრამსის“ ტიპის ტანკები, რომლის გადაცემასაც შეერთებული შტატები უკრაინას დაჰპირდა, შესაძლოა, მომავალ წლამდეც არ ჩავიდეს უკრაინაში.  დასავლური აღჭურვილობა უკრაინას კონტრშეტევითი ოპერაციების განხორციელებაში დაეხმარება.  

უნგრეთი უარყოფს ინფორმაციას, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა

უნგრეთი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პუტინის დაკავების ორდერის შესახებ ევროკავშირის განცხადება დაბლოკა. შესაბამისი განცხადება საერთაშორისო კომუნიკაციების საკითხებში უნგრეთის სახელმწიფო მდივანმა, ზოლთან კოვაჩმა გააკეთა. „ყალბი ამბების შესახებ, რომ უნგრეთმა „ვეტო დაადო“ ევროკავშირის პოზიციას ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაკავების ორდერთან დაკავშირებით: უნგრეთმა აღიარა ICC-ის გადაწყვეტილება და რაიმე კომენტარის გაკეთება არ გვსურს. თუმცა, თუ უმაღლეს წარმომადგენელს (ჯოზეფ ბორელი, რედ.) ან რომელიმე წევრ ქვეყანას სურს განცხადების გაკეთება, უნგრეთი წინააღმდეგი არ იქნება“, - წერს კოვაჩი Twitter-ზე.

ომბუდსმენი: უკრაინამ 15 ბავშვი დაიბრუნა

ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა 21 მარტს განაცხადა, რომ 15 ბავშვი უკრაინაში დააბრუნეს. ლუბინეცის ცნობით, უკრაინამ რუსეთის მიერ იძულებით გადასახლებული 308 ბავშვის დაბრუნება შეძლო. აშშ-ის ელჩმა ეუთოში, მაიკლ კარპენტერმა 13 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთმა, 2000-მდე ბავშვი გაიტაცა უკრაინიდან რუსეთში. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა.

ოლივერ ვარჰეი: საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ

ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, ოლივერ ვარჰეი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ საქართველოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს. „საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან ჩვენი საუბრის მთავარი თემა 12 პრიორიტეტის შესრულების გზები იყო. რა საკითხები განიხილეს ევროკომისარმა ვარჰეიმ და ილია დარჩიაშვილმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ უნდა ითანამშრომლოს, რათა რეფორმების დღის წესრიგი წინ წაიწიოს. საქართველოს სასარგებლოდ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმის (EIP) იმპლემენტაცია უნდა დავაჩქაროთ”, - წერს ოლივერ ვარჰეი.  

სი ძინპინის თქმით, ჩინეთი დიალოგს უჭერს მხარს და ისტორიის სწორ მხარეს დგას

რუსეთში სი ძინპინის ვიზიტის მეორე დღეს ოფიციალური მოლაპარაკებები გაიმართა. ჩინეთის პრეზიდენტმა და რუსეთის ლიდერმა ერთობლივი პრესკონფერენცია ჩაატარეს. ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ ჩინეთის გეგმა შეიძლება, მშვიდობიანი დარეგულირების საფუძველი იყოს, როდესაც დასავლეთი და კიევი ამისთვის მზად იქნებიან. პუტინი სი ძინპინს მეგობარს, ყველა გამართულ დისკუსიას კი წარმატებულს უწოდებს. „რა თქმა უნდა, უკრაინის გარშემო სიტუაციაც არ დავტოვეთ ყურადღების მიღმა. ვთვლით, რომ ჩინეთის მიერ წარდგენილი სამშვიდობო გეგმის ბევრი პირობა ემთხვევა რუსეთის მიდგომებს და სამშვიდობო დარეგულირების საფუძვლად შეიძლება, იყოს მიღებული, როდესაც ამისთვის დასავლეთში და კიევში იქნებიან მზად. თუმცა მათი მხრიდან ასეთ მზაობას ჯერ ვერ ვხედავთ”, - განაცხადა პუტინმა. თავის მხრივ, ჩინეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პეკინი „უკრაინის სიტუაციაში მშვიდობასა და დიალოგს უჭერს მხარს და პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დგას“. სი ძინპინი რუსეთში სამდღიანი ვიზიტით 20 მარტს ჩავიდა. მხარეებმა პარტნიორობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტი გააფორმეს. სი ძინპინის თქმით, ჩინეთმა და რუსეთმა უნდა გააძლიერონ ეკონომიკური და სავაჭრო თანამშრომლობა. ჩინეთის პრეზიდენტმა პუტინი პეკინშიც მიიწვია. პარალელურად, მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სი ძინპინსა და ზელენსკის შორის საუბრის დაგეგმვის შესახებ.

იაპონია უკრაინას $30 მილიონს გამოუყოფს

იაპონიის პრემიერ მინისტრი ფუმიო კიშიდა 21 მარტს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კიშიდამ განაცხადა, რომ იაპონია გამოყოფს 30 მილიონ დოლარს NATO-ს სატრასტო ფონდის მეშვეობით, რათა უკრაინამ არალეტალური იარაღი შეიძინოს. ტოკიო ასევე გამოუყოფს უკრაინას 470 მილიონი დოლარის საგრანტო დახმარებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორისა და სხვა ინდუსტრიებისთვის. იაპონია G7-ის სამიტს მაისში, ქალაქ ჰიროსიმაში უმასპინძლებს. ზელენსკიმ სამიტზე ონლაინ ფორმატში მონაწილეობის მიზნით, მიწვევა მიიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ორმა ლიდერმა ასევე განიხილა რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები. ზელენსკიმ და კიშიდამ ასევე ისაუბრეს იაპონიის ჩართულობაზე უკრაინის რეკონსტრუქციაში, რომლისთვისაც ტოკიომ 7 მილიარდ დოლარზე მეტი გაიღო. უკრაინის პრეზიდენტმა იაპონიას, უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელების მიზნით „თანამშრომლობის მზადყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა. შეხვედრის დაწყებამდე იაპონიის პრემიერ-მინისტრი კიევის ოლქის ქალაქ ბუჩაში გაემგზავრა. იაპონიის ლიდერის ვიზიტი კიევში, დროში ემთხვევა ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სახელმწიფო ვიზიტს რუსეთში, სადაც მან და ვლადიმერ პუტინმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერების პირობა დადეს. ამასთან, პუტინმა განაცხადა, რომ „სამშვიდობო გადაწყვეტა“ შესაძლოა, ჩინეთის გეგმას დაეფუძნოს.

უკრაინა: კიევში საჰაერო განგაში გამოცხადდა

კიევში, უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის განხორციელების საფრთხის გამო, საჰაერო განგაში გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. კიევის გარდა, განგაში გამოცხადდა ჩერნიგოვის, პოლტავას, ჩერკასის, ჟიტომირის, სუმის, რივნის, ხმელნიცკის, დნეპროპეტროვსკის, ტერნოპოლის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და კიროვოგრადის ოლქებში. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ არსებობს დრონებით თავდასხმის საფრთხე და ოლქის საჰაერო თავდაცვის ძალები მზადყოფნაში არიან. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რუსეთმა ომში 167 490 სამხედრო დაკარგა - უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს.  გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი - დაახლოებით 167 490; ტანკი - 3 557; ჯავშანტექნიკა - 6 887; საარტილერიო სისტემა - 2 589; სარაკეტო სისტემა - 509. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

თბილისში დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად მითვისების ფაქტზე ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით, თბილისში ორი პირი: 1992 წელს დაბადებული რ.ხ. და 1983 წელს დაბადებული ჯ.ხ. ცხელ კვალზე დააკავეს. შსს-ს ცნობით, დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ხ.-მ, რომელიც ერთ-ერთ კომპანიაში ბუღალტრად მუშაობდა, თავის ძმასთან – ჯ.ხ.-სთან ერთად დაგეგმა სამსახურებრივი თანხის მითვისება და თავდასხმის ინსცენირებით, უკანონოდ დაეუფლა 150 000 ლარს. სამართალდამცველებმა ორივე პირი ცხელ კვალზე, ბრალდებულის სახით დააკავეს. პოლიციამ უკანონოდ მითვისებული თანხა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და “დ” ქვეპუნქტით, ასევე, მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის მითვისებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამუშაოების დაახლოებით 70% შესრულებულია - კალაძე

ვიცი, რომ ბევრი ინტერესდება, როდის დასრულდება რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი. გაცნობებთ, რომ უკვე შესრულებულია სამუშაოების დაახლოებით 70% და მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2023 წლის ბოლოს, - ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტი დაიწყო 2012 წლის ზაფხულში, როდესაც თბილისის მერიასა და კომპანია „დოპელმაიერს“ შორის დაიდო შესაბამისი ხელშეკრულება. საბაგიროს თავდაპირველ ლოკაციაში და შესაბამისად პროექტში 2012-2016 წლებში შეტანილი ცვლილებებიდან გამომდინარე, აუცილებელი გახდა ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მობინადრეთა განსახლება. სამწუხაროდ, მოსახლეობასთან შეუთანხმებლობა პროექტის შეჩერების მიზეზი გახდა. ამ და სხვა პრობლემების გამო, საერთო ჯამში პროექტი შეჩერებული იყო 9 წლის განმავლობაში. 2017 წელს თბილისის მერიაში ჩემი გუნდის მოსვლის დღიდან დავიწყეთ აქტიური მუშაობა პროექტის განახლების მიზნით. რამდენიმეწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2020 წელს მოხერხდა უკლებლივ ყველა მოსახლესთან განსახლების პირობების შეთანხმება და საკომპენსაციო თანხების ანაზღაურება, რამაც საშუალება მოგვცა დაგვეწყო საჭირო საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოები. საინჟინრო-ტექნოლოგიურ ნაწილზე ხელშეკრულება განახლდა კომპანია „დოპელმაიერთან“ 2020 წლის ბოლოს, ხოლო სამშენებლო სამუშაოებზე დადგენილი წესით დაიდო ხელშეკრულება 2021 წლის აპრილში. პროექტის მთლიანი ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 39 მლნ ლარს. ეს თანხა ითვალისწინებს როგორც განსახლების, ასევე საპროექტო, საინჟინრო და სამშენებლო სამუშაოების ღირებულებას“, - აცხადებს კალაძე.  

თბილისის მერია ქმნის აპლიკაციას, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ

თბილისის მერია მუშაობს აპლიკაციაზე – „ფიქს თბილისი“, სადაც მოქალაქეები დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ ინფორმაციას განათავსებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მოქალაქეები აღნიშნული აპლიკაციის საშუალებით, მუნიციპალიტეტს ინფორმაციას ცხელ ხაზზე დარეკვის გარეშე მიაწვდიან. „ფიქს თბილისი“- ეს არის სპეციალური აპლიკაცია, რაზეც წვდომა ექნება ყველა მოქალაქეს. იგი იქნება მუნიციპალიტეტსა და მოქალაქეს შორის კომუნიკაციის საშუალება, რომლის მიზანია, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის დაზიანების შესახებ მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება ისე, რომ მოქალაქეს არ მოუწიოს ცხელ ხაზზე დარეკვა, ინფორმაცია იყოს უფრო სრულყოფილი და მუნიციპალიტეტმა შეძლოს პრობლემის მარტივად იდენტიფიცირება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაცია თავდაპირველად გააერთიანებს საგზაო ინფრასტრუქტურის, ხე-მცენარეების, გარეგანათებისა და საპარკო ინფრასტრუქტურის დაზიანებების შესახებ ინფორმაციას. „საკმაოდ რთული და საპასუხისმგებლოა აღნიშნული აპლიკაციის ამუშავება, რადგან ქალაქში ხშირად ზიანდება ინფრასტრუქტურა. ჩვენი ერთ-ერთი გამოწვევაა მასზე ოპერატიული რეაგირება. ამის მიუხედავად, მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა ეს აპლიკაცია და თქვენთან, მოქალაქეებთან ერთად გვეზრუნა თითოეული პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვიყოთ ოპერატიული და ამასთან, იმ საკითხების ნუსხა გავზარდოთ, რომლის დაფიქსირებას მოქალაქე ამ აპლიკაციის საშუალებით შეძლებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, აპლიკაცია პირველი მაისიდან ამოქმედდება, სადაც მოქალაქეები განახლებულ ინფორმაციას მიიღებენ, თუ რა ეტაპზეა მათ მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება. „მოქალაქე შეძლებს, დააფიქსიროს დაზიანება, გადაუღოს ფოტო, მიაწეროს მისამართი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურ რეჟიმში მიეწოდება შესაბამის საქალაქო სამსახურს, რომლის მხრიდანაც დაიწყება განცხადებაზე რეაგირება, ხოლო ინფორმაციის მომწოდებელი მოქალაქე, ამავე აპლიკაციის საშუალებით, მიიღებს განახლებულ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა მის მიერ დაფიქსირებული პრობლემის მოგვარება“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, აპლიკაციის გამოყენების პირობების შესახებ დეტალურ ინფორმაციას საზოგადოებას მომდევნო თვეში გააცნობს. „აპრილში წარვადგენთ ამ აპლიკაციას ფართო საზოგადოების წინაშე, სადაც დეტალურად მოგაწვდით ინფორმაციას მისი გამოყენების შესახებ და გაჩვენებთ ვიზუალურად. დღეს, მოქალაქეები როდესაც კონკრეტულ დაზიანებებს ნახულობენ, რეკავენ ცხელ ხაზზე, უღებენ ფოტოს, დედაქალაქის მერიას ნიშნავენ სოციალურ ქსელში, პირადად მეც მიგზავნიან მსგავს ინფორმაციას. შესაბამისად, გვინდა ეს მიდგომები გავამარტივოთ“, -აღნიშნა კახა კალაძემ.  

A კატეგორიის ტაქსის ნებართვების აქტივაცია 2024 წლის პირველ აპრილამდე იქნება შესაძლებელი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ პირველი აპრილიდან ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი შევა ძალაში. „20 მარტს დასრულდა A კატეგორიის ტაქსის ნებართვების გაცემა. პირველი აპრილიდან ძალაში შედის ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული პირებისთვის ნებართვების უვადოდ, საკუთრებაში გადაცემას. პირველი აპრილიდან ამოქმედდება www.taxi.tbilisi.gov.ge-ს განახლებული ვერსია, რომელიც ბაზარზე ელექტრონულად მოემსახურება ტაქსის ნებართვების ბრუნვას, როგორც გაყიდვას, ისე იჯარით გაცემას. იმ ფიზიკურ პირთა რაოდენობა, ვისზეც პირველ აპრილს გაიცემა A კატეგორიის უვადო ნებართვები, გასცდა 35 000-ს. ახალი ნებართვების აქტივაციის ვადა მიმდინარე წლის პირველი აპრილიდან 2024 წლის პირველ აპრილამდეა განსაზღვრული. ამ ერთი წლის განმავლობაში, ყველა იმ ადამიანს, ვინც A კატეგორიის ტაქსის ლიცენზიის მფლობელია, შესაძლებლობა ექნება, ნებართვა გაააქტიუროს და ის კონკრეტულ ავტომობილს მიაბას. ნებართვის შენახვას თუ გადაწყვეტს და მას არ გამოიყენებს, მაშინ ერთი წლის შემდეგ, საურავი დაეკისრება – დღეში სამი ლარი“, – აღნიშნა კახა კალაძემ. ამასთან, კალაძის განცხადებით, ტაქსის რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში, A კატეგორიის ტაქსების მძღოლებს საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა შეეძლებათ. „პირველი აპრილიდან A კატეგორიის ტაქსისთვის დაშვებული იქნება საავტობუსო ზოლში მგზავრის აყვანა და ჩამოსმა. ეს ნიშნავს, რომ მგზავრის აყვანისთვის ან ჩამოსმისთვის და არა მოძრაობისთვის, არ დაჯარიმდებიან“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.  

ოკუპირებული ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ყირიმიდან უკვე დაიწყო ტერორისტული სახელმწიფოს ყველაზე შორსმჭვრეტელი ვირთხების მიგრაცია. მისი თქმით, უკრაინა წარმატებებს მიაღწევს დონბასისთვის გმირულ ბრძოლაში, სამხრეთში, რაც აღადგენს ნორმალურ უკრაინულ ცხოვრებას აზოვის რეგიონში, ყირიმის დაბრუნებაში. „უკრაინის გამარჯვებისადმი ჩვენი ნდობა, ჩვენი ხედვა ჩვენი ქვეყნის თავისუფალი მომავლის შესახებ, უკრაინული გმირობა, რომელმაც გააოცა მსოფლიო - ეს ყველაფერი იქ დაიბადა : უკრაინის ჩრდილოეთის, უკრაინის აღმოსავლეთისა და უკრაინის სამხრეთის გმირულ ქალაქებში. გმირების ქალაქებში, რომელთა ხასიათი არც ერთი წამით არ დაემორჩილა ოკუპანტს, მაშინაც კი, როცა ოკუპანტი მათ სახლებში მოვიდა. ჩვენ ერთად ვუბრუნებთ უკრაინას უკრაინას. ჩვენ ერთად ვიცავთ ჩვენს მომავალს, ჩვენს ღირსებას, ჩვენს თავისუფლებას და ჩვენს ისტორიას“, - განაცხადა ზელენსკიმ. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს.  

რუსეთის დუმის 20 დეპუტატს დაუსწრებლად 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიესაჯა

უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისთვის 15-15 წლით პატიმრობა და ქონების კონფისკაცია მიუსაჯა რუსეთის დუმის 20 დეპუტატს. "2022 წლის 15 თებერვალს, დუმის დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მიმართვას რუსეთის პრეზიდენტ პუტინისადმი, ეღიარებინა დონეცკის და ლუგანსკის ოლქების დროებით ოკუპირებული რაიონების "დამოუკიდებლობა", 22 თებერვალს კი, მხარი დაუჭირეს უკრაინის ამ რეგიონებთან ე.წ. "მეგობრობის, თანამშრომლობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულების" რატიფიცირებას, რაც კრემლმა გამოიყენა უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის საბაბად", - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახური არ აკონკრეტებს, რომელმა სასამართლომ გამოუტანა გამამტყუნებელი განაჩენი რუსეთის დუმის დეპუტატებს. მათ შორისაა საქართველოში დაბადებული ოთარ არშბა, რომელიც პარტია „ედინაია როსიას“ წევრია და რუსეთის დუმაში ხელმძღვანელობს დეპუტატების შემოსავლების კონტროლის, სამანდატო საკითხების და ეთიკის კომისიას. ოფიციალური ბიოგრაფიის თანახმად, 1955 წელს სოხუმში დაბადებული ოთარ არშბა 13 წლის ასაკამდე ბათუმში ცხოვრობდა, შემდეგ კი გადასახლდა რუსეთში, სადაც საბჭოთა უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა დაამთავრა. 1980-1990-იან წლებში იყო ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი, რუსეთის უშიშროების ოფიცერი და მოსკოვში კონტაქტების დამყარებაში ეხმარებოდა აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის ლიდერებს. 90-იანი წლების მეორე ნახევრიდან არშბა ბიზნესმენი გახდა და მრავალმილიონიანი ქონება დააგროვა, 2004 წლიდან კი, რუსეთის დუმის დეპუტატია. ოთარ არშბა ევროკავშირის და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ სანქცირებულთა სიაშია.  

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს - ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში არ მონაწილეობს. „ნაცმოძრაობა" და მისი რუპორები ცდილობენ ამ თემის შემოტანას, საკითხის გვარებზე გადატანას. თუმცა, ჩვენ მოგვისმენია თვითაღიარება კეზერაშვილის, რომ სწორედ ის არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკაშიც ერევა, მედიაშიც, ფულიც გააჩნია, ბიზნესმენიც არის. რაც შეეხება ვინ და როგორ მოხვდება, აქ სამართლიანობა იქნება მთავარი პრინციპი,"- განაცხადა ვოლსკიმ.  

თბილისში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში კაცის ცხედარი იპოვეს

თბილისში, მუხიანში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში გარდაცვლილი კაცი იპოვეს. როგორც ცნობილია, ცხედარი მეზობლებმა ნახეს. გავრცელებულუ ინფორმაციით, ლიფტში არის ცეცხლის კერის კვალი, ცხედარს კი ჭრილობები აღენიშნება. შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. ამ ეტაპზე დამატებითი დეტალები უცნობია.