ძებნის რეზულტატი:
რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად - გაბუნია
პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი მუშაობის განახლებას, – ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა. მისივე თქმით, რესპუბლიკურ საავადმყოფოზე დეტალური გეგმა მზადდება და ის განხილული იქნება თანამშრომლებთან ერთად. „ბოლო ორი წლის განმავლობაში არაერთი განცხადება გაკეთდა, დაიგეგმა კონკრეტული პროექტები. ასევე ჩატარდა მუშაობა რესურსის მობილიზების კუთხით. რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა ჰქონდეს სერიოზული მომავალი ჯანდაცვის სექტორისთვის როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მას შეუძლია, ძალიან სერიოზული როლი ითამაშოს რეგიონში საუკეთესო ხარისხის სერვისების მიწოდების კუთხით. ამდენად პროექტი, რომელიც მომზადებულია, ითვალისწინებთ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლებას, გადაიარაღებას და ახალი ძალით მისი ფუნქციონირების განახლებას“, – განაცხადა გაბუნიამ.
ლიეტუვა აპირებს, შეაჩეროს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღება რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისგან
ლიეტუვის სეიმმა, უკრაინაში საომარი მოქმედებების გამო, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების წინააღმდეგ შემზღუდავი ზომების პაკეტი მიიღო. დოკუმენტის მიღებას მხარი 113-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი არცერთი არ წასულა, 9-მ თავი შეიკავა. ლიეტუვა აჩერებს მოქალაქეობაზე განაცხადების მიღებას რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისგან. კანონპროექტმა მეორე მოსმენა უნდა გაიაროს. სხვა ზომებს შორის არის ლიეტუვაში უძრავი ქონების შეძენის დროებითი აკრძალვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მოქალაქეებს აქვთ ქვეყანაში ბინადრობის ნებართვა. გარდა ამისა, ქვეყანა აჩერებს ვიზების, მათ შორის ეროვნული ვიზების, განაცხადების მიღებას ლიეტუვის სავიზო სამსახურებში საზღვარგარეთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტები წარდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, ასევე, ბინადრობის ნებართვის გაცემის შემთხვევაში. (გარდა რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებისა, რომლებსაც აქვთ მოქმედი შენგენის ან ეროვნული ვიზა ან ბინადრობის ნებართვა ქვეყანაში/ევროკავშირში). ინიციატივის ავტორებმა შინაგან საქმეთა მინისტრმა აგნე ბილოტაიტემ და სეიმის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლაურინას კაშიუნასმა განაცხადეს, რომ ეს შემზღუდავი ზომა ითვალისწინებს არა ლიეტუვის მოქალაქეობის მიღების შესაძლებლობის გაუქმებას, არამედ, განაცხადების მიღებისა და მოქალაქეობაზე გადაწყვეტილების მხოლოდ დროებით შეჩერებას“.
გერმანიაში 49 წლის კაცი Z-სიმბოლოიანი მაისურის ტარებისთვის დააჯარიმეს
გერმანიის ქალაქ ვისბადენში სასამართლომ რუსული წარმომადვლობის გერმანიის მოქალაქე 1500 ევროთი დააჯარიმა მაისურის ტარებისთვის, რომელზეც რუსული აგრესიის სიმბოლო - Z იყო გამოსახული. როგორც Frankfurter Allgemeine Zeitung-ი წერს, კაცმა 1500 ევრო უნდა გადაუხადოს ორგანიზაციას, რომელიც უკრაინელებს დახმარებას უწევს. გავრცელებული ინფორმაციით, 49 წლის მოქალაქე, გერმანიაში 1992 წლიდან ცხოვრობს. სასამართლოში მან განაცხადა, რომ უსმენდა რუსულ პროპაგანდისტულ მედიას და დარწმუნებული იყო, რომ უკრაინის ხელისუფლება „ნაცისტები არიან“.
ტოივო კლაარი: ზუსტად და ცალსახად შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს არავინ უბიძგებს ომისკენ
სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ტოივო კლაარის განცხადებით, რომ ბრალდებები იმის შესახებ, რომ აშშ და ევროკავშირი საქართველოს მოუწოდებენ „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ, ყალბია. „ზუსტად და ცალსახად შემიძლია, დავადასტურო, რომ ევროკავშირიდან საქართველოს არავინ უბიძგებს ომისკენ და აშშ-ის ელჩმა თბილისში, არაერთხელ დაუდასტურა, რომ ასეთი ზეწოლა არც აშშ-ის მხრიდან არის. ეს არის დეზინფორმაცია“ , - განაცხადა ტოივო კლაარმა.
ბლინკენი პუტინის დაკავების ორდერზე: ჰააგის სასამართლოს წევრებმა უნდა შეასრულონ ვალდებულებები
ევროპულმა ქვეყნებმა უნდა დააკავონ ვლადიმერ პუტინი და გადასცენ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, თუ რუსეთის პრეზიდენტი ეწვევა მათ ქვეყნებს, ამის შესახებ Washington Post-ის ცნობით, დეპუტატებს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განუცხადა. „მოუწოდებდით თუ არა თქვენ ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს, რომ გადასცენ ის (ჰააგის სასამართლოს, რედ.)“, - ჰკითხა ბლინკენს სამხრეთ კაროლინას რესპუბლიკელმა სენატორმა ლინდსი გრემმა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა „ვინც არის სასამართლოს წევრი და აქვს მოვალეობები, უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულებები“, - განაცხადა ბლინკენმა.
„ვივამედმა" შესაძლოა, კლინიკაში სააკაშვილის დაყოვნების მიზანშეწონილობის შეფასება მოითხოვოს
კლინიკა „ვივამედი“, სადაც ექსპრეზიდენტი სააკაშვილი 12 მაისიდან მკურნალობს, აცხადებს, რომ „იძულებული ხდება, მიმართოს, პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა. მისივე თანახმად, ბოლო თვის განმავლობაში სააკაშვილი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. „ვივამედის“ განცხადებით, ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში. „მოგახსენებთ, რომ პაციენტი მ. სააკაშვილი, კლინიკა ვივამედში იმყოფება 2022 წლის 12 მაისიდან დღემდე. პაციენტს ჩაუტარდა გამოკვლევების სრული სპექტრი, დაესვა დიაგნოზი და განესაზღვრა მკურნალობის სქემა, თანამედროვე გაიდლაინების შესაბამისად. მთელი ამ ხნის განმავლობაში, მიუხედავად ჩვენს მიმართ არნახული ზეწოლისა, ვცდილობდით დაგვერწმუნებინა პაციენტი, რომ ჩაეტარებინა მკურნალობის კურსი, რაც ოქტომბრის თვემდე მეტ-ნაკლებად ხერხდებოდა და სახეზე იყო ჯანმრთელობის მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება. გასული წლის ოქტომბრის შემდეგ, პაციენტი უარს აცხადებს შეთავაზებულ მკურნალობაზე, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ, ესა თუ ის პრეპარატი ან პროცედურა დადებითად აისახება მის სუბიექტურ ან ობიექტურ მონაცემებზე. შესაბამისად, ბოლო თვის მანძილზე პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. შედეგად სამედიცინო ცენტრი „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას (მაგალითად: არ ვმკურნალობთ, ვერ ვმკურნალობთ და ა.შ.), რაც კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია. სამედიცინო ეთიკიდან გამომდინარე, მედპერსონალი იძულებით ვერავის უმკურნალებს. ყველაფერი ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში”, - ნათქვამია სამედიცინო ცენტრი „ვივამედის“ ადმინისტრაციის განცხადებაში, რომელსაც კლინიკა სოციალურ ქსელში ავრცელებს. მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები ამ განცხადებას შურისძიებად აფასებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილს კლავენ.
კვლევა: ევროპელების 65% მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას მომდევნო რამდენიმე წელიწადში
Bertelsmann Foundation-ის მიერ 22 მარტს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ევროპელების 65 პროცენტს სჯერა, რომ უკრაინა ევროკავშირში მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში უნდა იყოს დაშვებული. შედეგებმა აჩვენა, რომ 61 პროცენტი ასევე მხარს უჭერს ევროკავშირს, მიაწოდოს უკრაინას იარაღი რუსეთისგან თავის დასაცავად. გარდა ამისა, ევროპელების 67%-მა მხარს უჭეს რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობას მაშინაც კი, თუ ეს გამოიწვევს ენერგიის მაღალ ხარჯებს მთელ კონტინენტზე. კვლევის შედეგების მიხედვით, სულ 13000 ევროპელი გამოიკითხა.
მსოფლიო პატრიარქი: რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ
მსოფლიო პატრიარქმა ბართლომე I-მა ლიეტუვაში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია პასუხისმგებელია უკრაინაში ომზე. ამის შესახებ Reuters-ი წერს. მსოფლიო პატრიარქის თქმით, რუსეთის ხელისუფლება ეკლესიას „საკუთარი სტრატეგიული მიზნების მიღწევის ინსტრუმენტად” იყენებს. „რუსეთის ეკლესია და სახელმწიფოს ხელმძღვანელობა აგრესიის დანაშაულში თანამშრომლობდნენ და პასუხისმგებლობას ინაწილებდნენ შემდგომი დანაშაულებისთვის, როგორიცაა უკრაინელი ბავშვების შოკისმომგვრელი გატაცება”, - განაცხადა მსოფლიო პატრიარქმა.
ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს
შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის შემუშავება რა ეტაპზეა და როგორ დაეხმარება შეერთებულ შტატებს უფრო მეტად ჩართულობისთვის, ამ შეკითხვით მიმართა სენატორმა ჯინ შაჰინმა სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლინკენს საგარეო კომიტეტის სხდომაზე გამოსვლისას. ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს. ჯინ შაჰინი: მნიშვნელოვანია, რომ აშშ აქტიურად თანამშრომლობდეს შავი ზღვის პარტნიორებთან და ჩამოაყალიბოს უფრო მტკიცე პოლიტიკა რეგიონის მიმართ „ჩვენ ორიენტირებული ვართ ბევრად უფრო ყოვლისმომცველ მიდგომაზე შავი ზღვის რეგიონის მიმართ. მოგეხსენებათ, ექვსი ქვეყანაა, მათგან სამი NATO-ს წევრია და სხვები, როგორიცაა უკრაინა, აშკარად მნიშვნელოვანი მეგობრები არიან შეერთებული შტატებისთვის. სტრატეგია ფოკუსირებული იქნება არამხოლოდ უსაფრთხოების ასპექტებზე, არამედ, პოლიტიკური ჩართულობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის ხელშეწყობაზე, მათ შორის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებაზე. ეს საკითხები კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონის ყველა ქვეყნისთვის. ასევე, მნიშვნელოვანია დემოკრატიული მდგრადობის შენება, რადგან რთული სამეზობლოა“, - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. მისივე თქმით, რუმინეთმა უკვე წარადგინა თავისი შეხედულებები და გეგმები, რომლებიც აისახება შავი ზღვის ახალ სტრატეგიაში. ელჩი დეგნანი: შავი ზღვის უსაფრთხოება დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ცნობისთვის, სენატორი შაჰინი აშშ-ის სენატში უძღვება ორპარტიული კანანონმდებლობის შემუშავების პროცესს, რომელმაც უნდა განსაზღვროს აშშ-ის პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონის მიმართ. 22 მარტის საკომიტეტო მოსმენისას, როდესაც სენატორი შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა შუა დერეფანში სწორედ საქართველოს როლს გაუსვა ხაზი და ყურადღება გაამახვილა შავი ზღვის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალზე. ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
სენატორი შაჰინი ბლინკენს: ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია, ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიმართულებით
ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავეხმაროთ მათ უკეთ ამ მიმართულებით, - ხსენებული განცხადება სენატორმა ჯინ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, როდესაც სახელმწიფო მდივან, ენტონი ბლიკენს მიმართა. შაჰინი შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიით დაინტერესდა და ამ კონტექსტში ხაზი გაუსვა საქართველოს როლს შუა დერეფანში და ასევე, ეკონომიკურ პოტენციალს. ამავე მოსმენიდან: ბლინკენის თქმით, შავი ზღვის რეგიონის მიმართ აშშ სტრატეგიას სავარაუდოდ, ივნისისთვის შეიმუშავებს „ვაკვირდებით რა საქართველოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის მხრიდან უკუსვლით, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ უკეთ ამ მიმართულებით. ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს შესახებ ისაუბრეს. მთავარი გზავნილები
ცნობილია კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც მზადაა, პუტინი დააკავოს
გერმანიის შემდეგ, ვლადიმერ პუტინის დაკავების მზადყოფნა ბრაზილიამაც გამოთქვა. კერძოდ, ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრი მაურო ვიეირა ამბობს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ქვეყანაში შესვლის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ორდერის გამომ დაპატიმრების საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. კითხვას, შეიძლება თუ არა პუტინის დაპატიმრება ბრაზილიაში ჩასვლის შემთხვევაში, მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შემდეგი პასუხი გასცა: „ნებისმიერს, ვინც მიდის ICC-ის წევრ ქვეყანაში, შეიძლება ჰქონდეს პრობლემები, ეს ეჭვგარეშეა. მინისტრის თქმით, ბრაზილია პატივს სცემს და ემორჩილება სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ვიეირამ ასევე დაადასტურა ბრაზილიის პოზიცია, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინისა და ბავშვთა ომბუდსმენის, მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა. ისინი ეჭვმიტანილები არიან ომის დანაშაულებში, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიიდან მოსახლეობის, მათ შორის ბავშვების უკანონო დეპორტაციისა და გადაყვანაში. პუტინისა და ლვოვა-ბელოვას დაპატიმრება უკვე შესაძლებელია იმ ქვეყნებში, რომლებმაც რომის სტატუტის რატიფიცირება მოახდინეს. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება
ვოლოდიმირ ზელენსკი: ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს, რომ დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს ამ ომში, ხოლო რუსეთის ყველა დარტყმა სამხედრო, პოლიტიკურ და იურიდიულ პასუხს მიიღებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის გამარჯვების გარდა, რუსეთის შეჩერება სხვა ვერაფრით შეიძლება. „რუსეთი აგებს ამ ომს. მსოფლიოში არ არის სუბიექტი, რომელიც უკვე ახლა არ გრძნობს ამას. ეს უკვე ყველას ესმის. და ყოველ რუს მკვლელს უნდა ესმოდეს: დაპატიმრების ორდერი საუკეთესო რამეა, რაც შეიძლება დაემართოს”, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ილია დარჩიაშვილი ჯოზეფ ბორელს შეხვდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, შეხვედრა გამართა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელთან. სამინბისტროს ცნობით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმდინარე დღის წესრიგი,საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი და მასთან დაკავშირებული საკითხები. „ილია დარჩიაშვილმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია ევროკომისიის 12 პუნქტის შესრულებასთან დაკავშირებით. საუბრისას აღინიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა მიმართულებით გატარებული წარმატებული რეფორმები, რომლებიც, მათ შორის, აისახა ევროკომისიის ანალიტიკურ ანგარიშში ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების თაობაზე. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობას და გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს ძალისხმევა სათანადოდ იქნება შეფასებული. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო. მინისტრმა უმაღლეს წარმომადგენელს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის შესახებ", - წერია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თბილისში, კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
თბილისში, მუხიანში, საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ლიფტში გარდაცვლილი კაცის პოვნის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სხეულზე იარაღით მიყენებული დაზიანებები, ამის გარდა კი დამწვრობა აღენიშნებოდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
"რომის სტატუტის" მონაწილე ქვეყნების ასამბლეა ICC-ის სრულ მხარდაჭერას უცხადებს
ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ ნდობას სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, დავიცვათ რომის წესდებით გათვალისწინებული პრინციპები, - რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეის პრეზიდიუმმა ურყევი მხარდაჭერა გამოუცხადა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს, რომელმაც მუქარები მიიღო მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე დაპატიმრების ორდერი გასცა. რას ნიშნავს ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა განცხადებაში ნათქვამია, რომ ICC განასახიერებს კოლექტიურ ვალდებულებას, ებრძოლონ დაუსჯელობას სერიოზული საერთაშორისო დანაშაულებისთვის. "პრეზიდენტი გმობს ამ მცდელობებს, ხელი შეუშალოს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა უზრუნველყოს პასუხისმგებლობა იმ ქმედებებზე, რომლებიც აკრძალულია ზოგადი საერთაშორისო კანონმდებლობით. ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს სრულ ნდობას სასამართლოს, როგორც დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი სასამართლო ინსტიტუტის მიმართ და ვიმეორებთ ჩვენს მტკიცე ვალდებულებას, დავიცვათ რომის წესდებით გათვალისწინებული პრინციპები და ღირებულებები და დავიცვათ მისი მთლიანობა", - - ნათქვამია განცხადებაში. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი 20 მარტს ჰააგის სასამართლოს სარაკეტო დარტყმით დაემუქრა. მანამდე, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. რომის სტატუტის მონაწილე სახელმწიფოთა ასამბლეა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მმართველი სამეთვალყურეო და საკანონმდებლო ორგანოა.
ვხედავთ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს - ბერბოკი თბილისში ვიზიტამდე
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოს პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს. მის კომენტარს საქართველოში ვიზიტის წინ, გერმანიის საგარეო უწყება Twitter-ის გვერდზე ავრცელებს. სამინისტრო აღნიშნავს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის, გამოკითხვების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტს სურს, ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანდეს. ანალენა ბერბოკი საქართველოს ეწვევა ბერბოკის თქმით, საქართველოს მოსახლეობის მიზანი ევროკავშირში ინტეგრაციაა და გასული კვირების განმავლობაში ქართველმა ხალხმა თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშები ააფრიალა პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. „გასული კვირების განმავლობაში ისინი თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშას აფრიალებდნენ, პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს მინდა გარკვევით განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ვხედავთ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს, რომელ კურსსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ჩვენ ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, - წერს გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. გერმანელი დიპლომატის თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გეგმავს, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს ესაუბროს იმაზე, თუ რა ნაბიჯებს დგამენ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. „დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, ეს განსაკუთრებით ეხება მედიის თავისუფლებას, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და თავაზიან საჯარო დებატებს - მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან“, - განაცხადა ანალენა ბერბოკმა. ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს დღეს ეწვევა. დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთა და პრემიერთან. ბერბოკი ასევე შეხვდება ოპოზიციას, სამოქალაქო საზოგადოებას და სტუდენტებს.
თურქეთის შსს-ს ეროვნული პოლიციის დელეგაცია საქართველოს ეწვია
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ოფიციალური ვიზიტით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის დელეგაცია კონტრაბანდისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დეპარტამენტის დირექტორის - მაჰმუთ ჩორუმლუს ხელმძღვანელობით ეწვია. დელეგაციის წევრებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა - თეიმურაზ კუპატაძემ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის წარმომადგენელთა ერთობლივი კომისიის რიგით მერვე სხდომა.ერთობლივი კომისია „საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ 1994 წლის შეთანხმების მე-19 მუხლის საფუძველზეა შექმნილი და ყოველწლიურად, მონაცვლეობით იკრიბება საქართველოში ან თურქეთის რესპუბლიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი პირები, ასევე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობისშემსრულებელი. შეხვედრის მონაწილეებმა ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის, ტრეფიკინგის, ტერორიზმისა და ორგანიზებული დანაშაულის სხვა სახეების წინააღმდეგ ბრძოლის ერთობლივ საკითხებზე. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საერთო ძალისხმევითა და ინტენსიური თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება ორი ქვეყნის სამართალდამცავ უწყებათა შორის არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერება და განვითარება. შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა ხელი მოაწერეს სხდომის ოქმს, სადაც განისაზღვრა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები.
არასამთავრობო ორგანიზაციები ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის მიმართავენ
ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას და შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას, - სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოებისა საკითხებში ევროკომისარს, ოლივერ ვარჰეის განცხადებით მიმართავს და სთხოვს, ევროკომისიის შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. „2022 წლის 23 ივნისს ევროკავშირმა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების გზაზე. ამასთან ერთად ვაცნობიერებთ, რომ საჭიროა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის მიცემული თორმეტი რეკომენდაციის შესრულება, რაც ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინაპირობაა. აღნიშნული რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი გულისხმობს სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში ყველა დონეზე. როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესში. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებას და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. სამოქალაქო საზოგადოება აქტიურ ზედამხედველობას უწევს ხელისუფლების მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას 2023 წლის გაზაფხულზე რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით შუალედური შეფასება მოამზადოს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ძალიან დაეხმარება საქართველოსა და მის პარტნიორებს დაინახონ თუ რა ეტაპზეა ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მოპოვების გზაზე. იმის გათვალისწინებით, რომ სამოქალაქო საზოგადოების ნაწილი ჩართულია რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესში, მოგმართავთ თხოვნით, შუალედური შეფასება იყოს საჯარო და ხელმისაწვდომი დაინტერესებული მხარეების, მათ შორის ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ევროკომისიის შუალედური შეფასების საჯაროობა უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას, შესაძლებელს გახდის მასში სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ მონაწილეობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პრიორიტეტების შესრულებაზე ეფექტიანი ზედამხედველობის განხორციელებას“, - ნათქვამია განცხადებაში. განცხადების ხელმომწერები: „ღია საზოგადოების ფონდი“; „კავშირი საფარი“; „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი“ (DRI); „მმართველობის მონიტორინგის ცენტრი“ (GMC); „საქართველოს რეფორმების ასოციაცია“ (GRASS); „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ (საია); „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“; „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI); „თბილისი პრაიდი“; „საქართველოს სასამართლოს გუშაგი“; „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“; „მწვანე ალტერნატივა“; „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ (EECMD); „საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი“ (GFSIS); „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი“ (EPRC); „სამართლიანი არჩევნები“ (ISFED).
სენატორი შაჰინი საქართველოში აშშ-ის საფინანსო კორპორაციის ოფისის გახსნის შესაძლებლობაზე საუბრობს
სენატორი შაჰინი საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის გახსნის შესაძლებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ საქართველოს ამის პოტენციალი აქვს. „თებერვალში, ვიზიტით ვიმყოფებოდი საქართველოსა და რუმინეთში, და იქ დიდი ინტერესია, რომ შავი ზღვის რეგიონის მიმართ უფრო ყოვლისმომცველ სტრატეგიაზე ფიქრს ვიწყებთ. ასევე, ვუყურებთ ეკონომიკურ პოტენციალს და შუა დერეფანი, რომლის ნაწილი საქართველოც არის, რუსეთის გვერდის ავლით, ენერგიის გადაზიდვის საშუალებას იძლევა. ვაკვირდებით რა საქართველოს, იმედგაცრუებული ვარ საქართველოს მთავრობის უკუსვლით, თუმცა ძალიან ნათელია, რომ ქართველი ხალხი ევროპისა და NATO-ს ერთგულია. ჩვენ უნდა ვიფიქროთ, როგორ დავუჭიროთ მხარი მათ უკეთ ამ მიმართულებით. (TITR ) ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ჩინეთზე, ყაზახეთზე, კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანზე, საქართველოსა და თურქეთზე გადის და მისი საშუალებით, შავი ზღვის გავლით ევროპის ქვეყნებისკენ ტვირთების გატანაა შესაძლებელი. ელჩმა დეგნანმა შესანიშნავი სამუშაო გასწია და როდესაც ვსაუბრობთ, სად უნდა განვავითაროთ რეგიონში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) ოფისი, ვფიქრობ, საქართველოს ამის პოტენციალი სავსებით აქვს“, - განაცხადა სენატორმა შაჰინმა საკომიტეტო მოსმენაზე, რომელსაც ენტონი ბლინკენი სტუმრობდა. შეგახსენებთ, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის შესაძლო გახსნაზე საუბრები დიდი ხანია, მიმდინარეობს. 2021 წლის აგვისტოში, საქართველოში ვიზიტის დროს, კონგრესმენმა მუნმა Europetime-თან განაცხადა, რომ ხსენებული საკითხი ელჩ დეგნანთან განიხილა. „ჩვენს ელჩთან ვისაუბრეთ ფინანსური კორპორაციის განვითარებისა და მისი ოფისის გახსნის შესაძლებლობის შესახებ, რათა აშშ-დან მეტი ინვესტიცია შემოვიდეს საქართველოში და ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობა და ეკონომიკური განვითარება წახალისდეს“, - განაცხადა ამერიკელმა კონგრესმენმა. აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის შესახებ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაცია (DFC) არის აშშ-ის მთავრობის განვითარების საფინანსო ინსტიტუტი. DFC პარტნიორობს კერძო სექტორთან, იმისათვის რომ დააფინანსოს გადაწყვეტილებები, განვითარებადი მსოფლიოს წინაშე მდგარ ყველაზე კრიტიკულ გამოწვევებზე საპასუხოდ. ჩვენ ინვესტიციას ვახორციელებთ სხვადასხვა სექტორში, რომელთა შორისაა: ენერგეტიკა, ჯანდაცვა, კრიტიკული ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგია. DFC ასევე უზრუნველყოფს ფინანსებს მცირე ბიზნესისა და მეწარმე ქალებისთვის განვითარებად ბაზრებზე სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით. DFC ინვესტიციები პასუხობს მაღალ სტანდარტებს და პატივს სცემს გარემოს, ადამიანისა და მომუშავეთა უფლებებს. ამასთან, ცნობილია, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს რა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია, შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ამერიკის ელჩი კელი დეგნანი Europetime-თან: „რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის ფონზე, რუსეთის გავლით ჩრდილოეთის მარშრუტის ალტერნატივის აუცილებლობა გაჩნდა, და შეერთებული შტატები, ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთისა და ენერგიის გადაზიდვისთვის შუა დერეფნის განვითარებას მხარს უჭერს. შუა დერეფნის განვითარებისთვის რეგიონული თანამშრომლობა საჭიროა, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ეფექტიანი ინტეგრირების ჩათვლით. შეერთებული შტატები დიდი ხანია, მხარს უჭერს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას და აცნობიერებს იმ მთავარ როლს, რომლის შესრულება საქართველოს შუა დერეფანში შავ ზღვაზე გასასვლელის უზრუნველყოფით შეუძლია. კონკრეტულად, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ეს უდიდესი წვლილი იქნება, რადგან ცენტრალური აზიიდან ევროპაში ტვირთის ტრანზიტის შედეგად, საქართველო შუა დერეფანში თავის როლს განავითარებს. პორტის განვითარება საქართველოსა და რეგიონს ასევე მოუტანს სამუშაო ადგილებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა წინ წაიწევს პროექტის ტენდერთან დაკავშირებით და კვალიფიციური დეველოპერსის შერჩევის პროცესი გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში წარიმართება. ამერიკული კომპანია Trammo კიდევ ერთი კარგი მაგალითია, რომელიც ხელს უწყობს სასუქის ტრანსპორტირებას უზბეკეთიდან და ყაზახეთიდან. გარდა ამისა, განვითარების საფინანსო კორპორაციამ 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით დაუჭირა მხარი ფოთის საზღვაო ნავსადგურში, პეის ტერმინალის გაფართოებას. ტერმინალის გაფართოების პროექტის შედეგად, რომელიც 2022 წლის იანვარში გაიხსნა, მისი ტვირთამწეობა გაორმაგდა. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც საქართველოს აახლოებს მიზანთან, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ჰაბი გახდეს. აშშ-ის მთავრობა ეძებს ახალ შესაძლებლობებს შუა დერეფნის მასშტაბით პარტნიორობისთვის. საქართველოში ეს ნიშნავს ახალი, ინფრასტრუქტურაში საინვესტიციო შესაძლებლობების გაჩენას და ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორებისთვის ჩვენი ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერის გაზრდას, რათა საქართველოდან და საქართველოს გავლით მიწოდებული ტვირთის ეფექტიანობა და ღირებულება გაიზარდოს. ეს ინვესტიციები და პარტნიორობა საქართველოს უფრო დიდ გლობალურ ეკონომიკურ ინტეგრაციას და ქართველებისთვის უფრო სარფიანად დასაქმების შესაძლებლობებს გამოიწვევს. როგორც ყოველთვის, ჩვენ მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოს მოქალაქეებთან, მთავრობასთან და ბიზნეს საზოგადოებასთან, რათა დავეხმაროთ საქართველოს, სრულად ისარგებლოს ამ შესაძლებლობით. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების უფრო ფართოდ დანერგვის გზაზე და ასევე დავეხმაროთ ქართველ მწარმოებლებს, რომ ჰქონდეთ რესურსები და უნარები, რათა გლობალურ ბაზარზე სამართლიანი კონკურენცია გასწიონ. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი ალექს მუნი: ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა სენატორი რობ პორტმანი ანაკლიაზე: პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის NATO შავი ზღვის სანაპიროზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების, მათ შორის პორტების განვითარებას მიესალმება ამრიგად, ამერიკის შეერთებული შტატები შუა დერეფნის განვითარების მიმართ გაზრდილ ინტერესს განიხილავს როგორც არსებითად მნიშვნელოვან შესაძლებლობას საქართველოს აყვავებული, დემოკრატიული, გლობალურად ინტეგრირებული მომავლისკენ მიმავალ გზაზე“, - განუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა Europetime-ს. ევროპაში აშშ-ის არმიის სარდალმა (2014-2017), გენერალმა ბენ ჰოჯესმა Europetime-თან განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება, შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონის მიმართ აშშ-ის სტრატეგიის მთავარი ნაწილი იქნება, რომელიც მალე შემუშავდება. ეს საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით. „რუსეთი და ირანი ქმნიან მდინარეების, ზღვებისა და რკინიგზის სატრანსპორტო ქსელს, რათა თავიდან აიცილონ სანქციები საქონლის ორ ქვეყანას შორის და მის ფარგლებს გარეთ გატანისას. ცხადია, ჩვენ უნდა გამოვნახოთ გზები და დავხუროთ ყველა ის შავი ხვრელი, რომლითაც რუსეთი და ირანი შეძლებენ სანქციების პროტოკოლების დარღვევას. მაგრამ დადგება დღე, როდესაც რუსეთი და ირანი სულაც არ იქნებიან ჩვენი მტრები, ამიტომ ჩვენ უნდა ვიფიქროთ გრძელვადიან პერსპექტივაში, თუ როგორ ვისარგებლოთ ამ ახალი სავაჭრო მარშრუტით. ხოლო აშშ-საქართველოს სტრატეგიას, რომელიც მალე შემუშავდება შავი ზღვის უფრო დიდი რეგიონისთვის, შეუძლია ამის გათვალისწინება. საქართველოში, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება კი იქნება ამ სტრატეგიის მთავარი ნაწილი, რაც საშუალებას მისცემს ძირითად ტვირთნაკადს შავი ზღვის რეგიონიდან მოხვდეს კასპიის ზღვაზე საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზის გავლით“, - განუცხადა Europetime-ს ბენ ჰოჯესმა. ბლინკენი: ვმუშაობთ NATO-სთან, რათა გავაძლიეროთ შავი ზღვის რეგიონის მიმართ სტრატეგია ენტონი ბლინკენი: შავი ზღვის რეგიონს სასიცოცხლოდ სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს, რეგიონში გვყავს ახლო პარტნიორები, უკრაინა და საქართველო
ევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება შევიტანოთ, გამორიცხული არაფერია - ალასანია
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ევროსასამართლოში სარჩელი დღესვე შეიძლება შეიტანონ. მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა იმის საშუალებას არ იძლევა, რომ ციხეში გადაიყვანონ. „მე რა შთაბეჭდილებაც დამრჩა გუშინ, ჟურნალისტებს გავუზიარე და აზრი ჯერჯერობით არ შემიცვლია, მაშინვე ვიფიქრე, რომ მის ციხეში დაბრუნებას გეგმავენ. არ ვიცი, რის საფუძველზე. ყოველ შემთხვევაში ამ ადამიანის ჯანმრთელობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ექიმი რასაც ჰქვია, ექიმებმა ვერ უნდა შეძლონ, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობაში მისი კარგად ყოფნა ჩაწერონ. მე არ ვიცი, მაგრამ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ყოველ წუთს შეიძლება გადაიყვანონ, რატომაც არა?! ხელს რა შეუშლის? ფაქტია, რომ პოლონელი ექიმები არ შემოუშვეს. „ვივამედის“ მედპერსონალი როგორ მიიღებდა გადაწყვეტილებას, მთლიანად პენიტენციურს ემორჩილებიან“, - აღნიშნა ალასამიამ. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.