ძებნის რეზულტატი:
დღეიდან FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო
დღეიდან ყაზახურმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ, FlyArystan-მა ალმათიდან ქუთაისის მიმართულებით, პირდაპირი რეგულარული რეისები დაიწყო. ალმათი არის მეხუთე ყაზახური ქალაქი, საიდანაც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი რეგულარული ფრენები კვირაში ორჯერ, ოთხშაბათსა და კვირას სრულდება. 2022 წლის მონაცემებით, ავიაკომპანია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 135 000 მგზავრს მოემსახურა.
მედია: „გაზპრომი“ რუსული გაზის „თურქული ნაკადის“ გავლით მიწოდებას დროებით აჩერებს
რუსული გაზის მიწოდება თურქული ნაკადის გავლით 5 ივნისიდან 12 ივნისამდე დროებით შეჩერდა, ნათქვამია გაზპრომის განცხადებაში. რუსული მედიის ცნობით, ამის მიზეზი გაზსადენის ყოველწლიური სარეკონსტრუქციო სამუშაოა. ამავდროულად, რუსეთიდან გაზი თურქეთს კიდევ ერთი მილსადენის - ცისფერი ნაკადის გავლით მიეწოდება, რომლის შეკეთება მაისის მეორე ნახევარში დასრულდა. 2022 წელს თურქული ნაკადის გაზსადენის დაგეგმილი ტექნიკური სამუშაო 21-28 ივნისს ჩატარდა. რუსეთი გაზს თურქეთს შავი ზღვის გავლით ორი მილსადენით აწვდის. ცისფერი ნაკადი ექსპლუატაციაში შევიდა 2003 წლის დასაწყისში, მისი საპროექტო სიმძლავრე 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზია წელიწადში. თურქული ნაკადის მთლიანი სიმძლავრე 31,5 მილიარდი კუბური მეტრია, მისი ოპერირება 2020 წლის იანვარში დაიწყო.
მთავრობის ანგარიში: საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება
საზღვარზე სახის ამომცნობი სისტემის ინტეგრაციის პროექტი სრულად 2023 წლის ბოლომდე ამოქმედდება, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის წლიურ ანგარიშში, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა. „სისტემა ქვეყანაში შემომსვლელ/გამსვლელ პირებს აიდენტიფიცირებს, რათა გამოვლინდნენ ძებნილი, გაძევებული, ყალბი ან სხვისი სამგზავრო დოკუმენტებით მოძრავი პირები. პროექტი ტექნიკური ტესტირების ეტაპზეა და საჭირო ინვენტარის შესყიდვებისა და მონტაჟის ფაზაში გადავა. პროექტი სრულად ამოქმედდება 2023 წლის ბოლომდე, რაც სახელმწიფო საზღვრის უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის ძალზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება”, – აღნიშნულია ანგარიშში. ზემოთ აღნიშნულის გარდა, ანგარიშში საუბარია მგზავრთა წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის დამუშავების კუთხით სრულად ამუშავებულ API/PNR სისტემაზე. `შესაბამისი დანაყოფი 24/7 რეჟიმში აკონტროლებს ძებნილ ან სხვა საინტერესო პირთა საქართველოში საჰაერო გზებით შემოსვლა-გასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი მოსამსახურეები გადამზადდნენ აღნიშნული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო მხარდაჭერის ფარგლებში.ასევე, აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მიერ გაფორმებული რეადმისიის ხელშეკრულებების ფარგლებში, შსს მიგრაციის დეპარტამენტმა განიხილა რეადმისიის განაცხადი 3 380 პირზე, აქედან დადებითი გადაწყვეტილება მიიღო 3 363 პირზე, ხოლო უარყოფითი – 17 პირზე“, – ნათქვამია ანგარიშში.
2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია - მთავრობის ანგარიში
მთავრობის ინფორმაციით, 2022 წელს საქართველოდან მსოფლიოს 96 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.3 მილიარდამდე აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2021 წლის მაჩვენებელს აღემატება 10.5%-ით. მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ მზარდია ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი, რომელმაც, 2022 წლის მონაცემებით, 173 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. „2022 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 15.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2021 წელთან შედარებით, 14%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის მეურნეობაში დამატებული ღირებულების მაჩვენებელმა 4.4 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.1 მლრდ ლარით (96%), ხოლო 2021 წლის მაჩვენებელს 0.5 მლრდ ლარით (13%) აღემატება. სხვადასხვა პროექტისა და პროგრამის ფარგლებში, 2022 წლის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 6,3 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 1,7 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 1.01 მილიარდი ლარი შეადგინა, საიდანაც სახელმწიფო თანადაფინანსება 284 მლნ ლარს შეადგენს. შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, გაცემულ იქნა 857 მლნ ლარამდე ღირებულების 14 ათასზე მეტი სესხი, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 160 მილიონ ლარზე მეტია”, – ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის ცნობით, 2022 წელს ღვინის წარმოების მიმართულებით ისტორიული შედეგები დაფიქსირდა. „საქართველოდან მსოფლიოს 66 ქვეყანაში ექსპორტირებულ იქნა 103 მილიონ ლიტრამდე ღვინო, რაც დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია”, – აღნიშნავს მთავრობა.
საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება - მთავრობის ანგარიში
მთავრობის ინფორმაციით, საქართველო პანდემიამდე არსებულ საჰაერო მიმოსვლის მზარდ დინამიკას წარმატებით უბრუნდება. აღმასრულებელი ხელისუფლება პალამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში აღნიშნავს, რომ 2022 წლის დაჯამებული მონაცემებით, სახეზე იყო ფრენების აღდგენის 88%-იანი მაჩვენებელი, ხოლო მგზავრთნაკადის აღდგენის 85%-იანი მაჩვენებელი. „მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში, შესრულებული ფრენების მიხედვით, ავიარეისები აღდგენილია 116%-ით, ხოლო მგზავრთნაკადი − 103%-ით. მთავრობისა და შესაბამისი უწყებების აქტიური ძალისხმევით, 2022 წელს საქართველოს მიმართულებით, რეგულარული ოპერირება დაიწყეს ავიაკომპანიებმა: კონდორი (Condor), ფლაიუან არმენია (FLYONE Armenia), ვარეშ ეარლაინზი (Varesh Airlines), ფლაიედილი (Flyadeal), არმენია ეარვეისი (Armenia Airways), პარს ეარი (Pars Air), საუთვინდ ეარლაინზი (Southwind Airlines), ეარ მოლდოვა (Air Moldova), ტაი ეარ აზია იქსი (Thai Air Asia X) და ფლაიარნა (FlyArna). 2023 წელს საქართველოს ბაზარზე შემოვა სანექსპრესი (Sunexpress). ასევე აღსანიშნავია, რომ 2022 წლის აგვისტოდან დაბალბიუჯეტიანმა კომპანია „ვიზ ეარმა“ (Wizz Air) მოახდინა მეორე ხომალდის ბაზირება, ხოლო 2023 წლის ივნისიდან და დეკემბრიდან დაანონსდა ავიაკომპანიის მესამე და მეოთხე ხომალდების ბაზირებები“, – ნათქვამია დოკუმენტში. მთავრობა აღნიშნავს, რომ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში კვირაში, საშუალოდ, 350 რეგულარული რეისი სრულდება. „ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, ფრენები შესრულდება 40-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 30-ზე მეტ ქვეყანაში კვირაში, დაახლოებით, 555 სიხშირით, რაც დადებით გავლენას იქონიებს მგზავრთა გადაადგილებასა და ტურიზმის ეტაპობრივ აღდგენაზე ქვეყანაში“, – ნათქვამია ანგარიშში.
პეკინი მზადაა, ჩინეთისა და უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის კონტაქტები გააფართოოს
პეკინი აგრძელებს შუამავლის როლის ძიებას მოსკოვის კავშირების მიუხედავად ჩინეთის თავდაცვის მინისტრმა, ლი შანფუმ თავის უკრაინელ კოლეგას შესთავაზა, გამოიყენოს „ყველა საკონტაქტო საშუალება“ რუსეთის ომის დასასრულებლად და ასევე პირობა დადო, რომ გააფართოოს სამხედრო სფეროში კომუნიკაციები კიევთან. შესაბამის ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ლი თავდაცვის მინისტრს ოლექსი რეზნიკოვს და მის გუნდს შაბათს სინგაპურში შეხვდა - ჩინეთი აგრძელებს კონფლიქტში მშვიდობისმყოფელის როლის დაკავებას მოსკოვთან მჭიდრო პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების მიუხედავად. კულება უარყოფს ინფორმაციას, რომ ჩინეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების დათმობის შეთავაზებით გამოვიდა პირველი ვიზიტი ომის შემდეგ - რა მისიით ჩავიდა ჩინეთის წარმომადგენელი უკრაინაში პეკინი „უკრაინის კრიზისის მიზეზზე“ მიუთითებს შეხვედრის დროს უკრაინული მხარე ცდილობდა პეკინისთვის ადგილზე არსებული სიტუაციის გაცნობას, განაცხადა თავდაცვის მინისტრის ინტერვიუში. მისივე თქმით, ჩინეთი მზადაა კომუნიკაციისთვის, რათა გააფართოოს კონტაქტები უკრაინისა და ჩინეთის სამხედრო ხელმძღვანელობას შორის“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ ჩინელ ოფიციალურ პირებთან მოლაპარაკების შემდეგ. კიევი იმედოვნებს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ, გარკვეულ დინამიკას დაინახავს. ჩინეთმა უკრაინის სამშვიდობო გეგმა შეიმუშავა, რომელიც 12 პუნქტისგან შედგება. დასავლეთმა და კიევმა განაცხადეს, რომ პეკინის წინადადებებს კონფლიქტის დარეგულირების რეალურ გეგმად ვერ განიხილავენ. ნახსენებია ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა წინადადებებში არაფერია ნათქვამი რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების დატოვებაზე, როგორც ომის დასრულების გზაზე. 17 მაისს გამართულ შეხვედრაზე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთის სპეცწარმომადგენელს, ლი ჰუის დეტალურად გააცნო უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემაზე დაფუძნებული სტაბილური და სამართლიანი მშვიდობის აღდგენის პრინციპები. მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მიუღებელია წინადადება, რომელიც გულისხმობს მისი ტერიტორიების დაკარგვას ან კონფლიქტის გაყინვას. „მხარეებმა ცალ-ცალკე განიხილეს უკრაინასა და ჩინეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების გრძელვადიანი პერსპექტივები და შეთანხმდნენ დიალოგის გაზრდაზე ორმხრივი და საერთაშორისო დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე“, - აღნიშნულია უკრაინული მხარის ინფორმაციაში. აღსანიშნავია, რომ მაისის დასაწყიში, ჩინეთმა გაეროში მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც რუსეთს აგრესორს უწოდებენ. მანამდე ჩინეთი თავს იკავებდა მოსკოვის ქმედებების კრიტიკისგან და „ყველა მხარის ინტერესების გათვალისწინებით“, მშვიდობის მიღწევის აუცილებლობაზე საუბრობდა. თავად ჩინეთის წარმომადგენლებმა აღნიშნულ კენჭისყრასთან დაკავშირებით, კომენტარი არ გააკეთეს. ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი მოსკოვს მარტის ბოლოს ეწვია. მან პეკინსა და მოსკოვს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და მეგობრობის შესახებ ისაუბრა. უფრო ადრე, დასავლეთის ქვეყნებმა გამოთქვეს შიშები, რომ ჩინეთმა შესაძლოა, რუსეთისთვის იარაღის მიწოდება დაიწყო, მაგრამ მას შემდეგ პეკინის პოზიციის ცვლილება უკრაინის ომთან დაკავშირებით, არ შეინიშნება. ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ, სი ძინპინმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ენტონი ბლინკენი: გრძელვადიან პერსპექტივაში, გლობალური უსაფრთხოებისთვის ჩინეთი უფრო დიდი საფრთხეა, ვიდრე რუსეთი
რა წერია მთავრობის ანგარიშში NATO-სთან და ევროკავშირთან დაკავშირებით
დინამიკურად ვითარდებოდა NATO-საქართველოს თანამშრომლობა. NATO-ში საქართველოს გაწევრების პროცესის ხელშესაწყობად, გაიმართა კონსულტაციები და მაღალი დონის შეხვედრები თბილისში, ბრიუსელსა და NATO-ს წევრი ქვეყნების დედაქალაქებში, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. „2022 წლის 30 ნოემბერს საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, ბუქარესტში გამართულ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალს დაესწრო. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის დასკვნით განცხადებაში მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის ჩანაწერი და მიიღეს კონკრეტული გადაწყვეტილებები, მადრიდის სამიტზე დამტკიცებული, საქართველოზე მორგებული დახმარების პაკეტის იმპლემენტაციის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, ალიანსმა შეიმუშავა 2022 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატოში გაწევრიანების გზაზე. 2023 წლის მარტში კი, საქართველომ შეიმუშავა 2023 წლის რიგით მე- 15 წლიური ეროვნული პროგრამა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილი საბოლოო დოკუმენტი წარედგინა ნატოს მხარეს 17 მაისს, ნატოს შტაბ-ბინაში გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა NATO-საქართველოს კომისიის ფარგლებშიც. საანგარიშო პერიოდში ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის 8 სხდომა“,- ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ევროკავშირის ნაწილში აღნიშნულია, რომ საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების თაობაზე ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის 23 ივნისის ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადავიდა ორმხრივი ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის, ისე დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების თვალსაზრისით. ანგარიშის თანახმად, ტრადიციულად მჭიდრო მეგობრული კავშირების განმტკიცების, ახალი პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზნით და საქართველოს ევროპული პერსპექტივის გათვალისწინებით, საანგარიშო პერიოდში, შედგა უპრეცედენტო რაოდენობის უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის - 36 ორმხრივი ვიზიტი. „პროაქტიულად, დაიგეგმა და განხორციელდა ასევე საქართველოს პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ევროპელ კოლეგებთან, საერთაშორისო ფორუმების ფარგლებში. პოლიტიკური კონსულტაციების ფორმატში შეხვედრები გაიმართა კვიპროსთან, ლიეტუვასთან, რუმინეთთან, სლოვენიასთან, იტალიასთან, ირლანდიასთან. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს საქართველოს ევროპული მომავლისადმი გერმანიის მხრიდან დაფიქსირებული ღია პოლიტიკური მხარდაჭერა“,-ნათქვამია ანგარიშში. მათივე ცნობით, გრძელდებოდა მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმით საქართველოსთვის გათვალისწინებული საფლაგმანო ინიციატივების განხორციელების კუთხით. „ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია გაწეული ძალისხმევა შავ ზღვაზე დაკავშირებადობის განვითარების მიზნით, მათ შორისაა საქართველოს მიერ ინიციირებული შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის სტრატეგიული პროექტი. 2022 წლის 15 ნოემბერს ევროკავშირის ინიციატივით საქართველოს (მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად) მიენიჭა დამკვირვებლის სტატუსი „ტრანსპორტის გაერთიანების“ (TCT) შესაბამის ორგანოებში. მომზადდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2023 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმა და 2022 წლის სამოქმედო გეგმის 6 თვისა და წლის ანგარიშები, მომზადდა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის ფარგლებში არსებული ვალდებულებების შესრულების 2022 წლის ანგარიში, რომელიც წარედგინა ევროკომისიას“,- ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ივნისს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ, საქართველოსთვის მიენიჭებინა ევროპული პერსპექტივა, საქართველომ სამეზობლო პოლიტიკიდან გაფართოების ქვეყნების რიგებში გადაინაცვლა და გადაწყვეტილებისთანავე შეუდგა ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პრიორიტეტის შესრულებას. „ამ მიზნით, პარლამენტში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები პარლამენტის წევრების, მათ შორის, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების, სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით. საქართველოს მიერ ამ კუთხით განხორციელებული ძალისხმევის თაობაზე მაქსიმალური ინფორმირების მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით შეიქმნა უწყებათშორისი ჯგუფი, რომელმაც საანგარიშო პერიოდში არაერთი ვიზიტი განახორციელა ევროკავშირის დედაქალაქებში და შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი, ისე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2023 წლის თებერვალში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანალიტიკური ანგარიში, რომელიც ავსებს 2022 წლის ივნისში გამოქვეყნებულ ევროკომისიის მოსაზრებას და აფასებს ევროკავშირთან საქართველოს ინსტიტუციური და სამართლებრივი დაახლოების დონეს. ანგარიშის თანახმად, საქართველო წევრობისთვის მომზადების დონით 6 მიმართულებიდან 3-ში უსწრებს უკრაინასა და მოლდოვას, კერძოდ, ესენია: ფუნდამენტური საკითხები, კონკურენტუნარიანობა და შიდა ბაზარი. უნდა აღინიშნოს ევროპარლამენტის დოკუმენტებსა და ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოებისა და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ ანგარიშებში ასახული მხარდაჭერა საქართველოს ევროპული პერსპექტივისა და ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამასთანავე, ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული სამართლებრივი დაახლოების პროცესის ეფექტიანი მონიტორინგისთვის შემუშავდა ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებების ელექტრონული აღრიცხვისა და მონიტორინგის სისტემა, რომელიც 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდება. ელექტრონული პლატფორმა აღრიცხავს მონაცემებს მიმდინარე, შესრულებულ თუ სამომავლო საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის შესახებ. ევროკავშირის სამართლებრივ აქტებთან ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასების კუთხით, სამართლებრივი ექსპერტიზის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 68 სამართლებრივი დასკვნა ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრულ ევროკავშირის დირექტივებთან, რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების/ჰარმონიზაციის მიზნით სხვადასხვა უწყების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებთან დაკავშირებით“, - წერია ანგარიშში. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
რას გეგმავს მთავრობა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით - ანგარიში
მთავრობა პარლამენტისთვის წარდგენილ წლიურ ანგარიშში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრობს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2022 წლის მეორე ნახევარში დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები პროექტისთვის კერძო პარტნიორის შერჩევის მიზნით ახალი შესარჩევი პროცესის გამოსაცხადებლად. „სსიპ – ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტომ დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტები (კომერციულ საკითხებში − MTBS, ხოლო იურიდიულ საკითხებში − Squire Patton Boggs), რომელთა ჩართულობით მომზადდა შესარჩევი პროცესის დოკუმენტაცია. 2023 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თავმჯდომარეობით, შეიქმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაამტკიცა განზრახულობის შესახებ განაცხადი. აღნიშნული განაცხადი გამოქვეყნდა დადგენილი წესით 2023 წლის 20 თებერვალს და კანდიდატებს მიეცათ 3-თვიანი ვადა განცხადებისა და საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის წარმოსადგენად. აღნიშნული ვადა შემდგომში გახანგრძლივდა და განისაზღვრა 2023 წლის 19 ივნისამდე. აღსანიშნავია, რომ პროექტი კანდიდატებისთვის შეთავაზებულ იქნა ახალი სტრუქტურით, რომლის თანახმადაც, პროექტი განხორციელდება ინსტიტუციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის გზით, რომლის ფარგლებშიც, საჯარო და კერძო პარტნიორების თანამონაწილეობით შეიქმნება ერთობლივი კომპანია, სადაც სახელმწიფო იქნება 51%-ის, ხოლო კერძო პარტნიორი − 49%-ის მფლობელი. ამასთან, შესარჩევი პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, სახელმწიფო გეგმავს ძირითადი საზღვაო სამშენებლო სამუშაოების დაწყებას (დაღრმავება და ტალღმტეხის მშენებლობა), რისთვისაც 2023 წლის აპრილში დაფუძნდა შესაბამისი სახელმწიფო კომპანია, რომელმაც უკვე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. ამავე პერიოდში, მიმდინარეობს მუშაობა შესარჩევი პროცესის სხვა დოკუმენტაციაზე. კერძოდ, წინადადებათა წარმოდგენის შესახებ მოთხოვნის დოკუმენტზე, კონცესიის ხელშეკრულებისა და პარტნიორთა შეთანხმების პროექტებზე, რომლებიც უნდა წარედგინოთ კვალიფიცირებულ კანდიდატებს, საკვალიფიკაციო შეფასების დასრულების შემდგომ. ამასთან, მიმდინარეობს საკონსულტაციო შეხვედრები დაინტერესებულ კანდიდატებთან“, – ნათქვამია ანგარიშში. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული აქვს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყება შემოდგომისთვის სურს. ბოლო განცხადება ამის შესახებ 19 აპრილს გაკეთდა. უფრო ადრე, 12 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის 51% სახელმწიფოს საკუთრება იქნება. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებას, რომელიც ვაშინგტონის შეფასებით, უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. სახელმწიფო დეპარტამენტი: ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს ვაშინგტონის შეფასებით, პორტის განვითარებას შეუძლია, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს კურსის განსაზღვრაში შავ ზღვაზე. აშშ-ის ოფიციალური პირები Europetime-თან ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის პროექტი უნდა განხორციელდეს ისე, რომ საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდეს. ანაკლიის პორტის პროექტის მნიშვნელობაზე Europetime-თან საკუთარი პოზიცია გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმაც დაფიქსირა. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის. ელჩის შეფასებით, რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. „ანაკლიის პორტის პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხით, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს დამაკავშირებელი ჰაბი ევროპასა და სამხრეთ კავკასიას შორის, ცეტრალურ აზიასა და აღმოსავლეთ აზიას შორის, რომელსაც ექნება სავაჭრო და სატრანსპორტი მარშრუტები და ამასთან ერთად, ბიზნესიც...ბევრი რამ იწყება პორტებით, პორტებით შავ ზღვაში, პორტებით კასპიის ზღვაში.. ჩემთვის არ არის ცნობილი კონკრეტული გერმანული კომპანიის შესახებ, თუმცა გვყავს კარგი კომპანიები, რომლებიც ჩართულნი არიან პორტებში, ლოგისტიკაში. ზოგი ამბობს, რომ გერმანია მსოფლიო ჩემპიონია ლოგისტიკაში. რაც უფრო მეტ სტრატეგიულ განვითარებას დაინახავენ, მით უფრო მეტი გერმანული კომპანია დაინტერესდება აქ ჩამოსვლითა და ინვესტიციების განხორციელებით. თუ საქართველო დამაკავშირებელი ჰაბი გახდება, ეს სამუშაო ადგილებს შექმნის, ინვესტიციებსა და მეტ სარგებელს მოიტანს“, - აცხადებს გერმანიის ელჩი Europetime-თან. ექსკლუზივი - ფილიპ რიკერი: ანაკლია და ყველა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტი, ეს არის უდიდესი შესაძლებლობა ექსკლუზივი - კონგრესმენი მუნი: აშშ-საქართველოს შორის თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა კარგი პერსპექტივა და შესაძლებლობაა ექსკლუზივი - სენატორი პორტმანი: ანაკლიის პორტის პროექტი უდიდესი შესაძლებლობაა ინფრასტრუქტურაში ინვესტიციისთვის პოლ გობლი: ანაკლიის პორტის პროექტი შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია 2017 წლის 24 დეკემბერს ანაკლიაში პორტის მშენებლობის დაწყება მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზეიმო ვითარებაში გახსნეს. მაშინ კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ანაკლიის პორტი 21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტია, საქართველოს ინდუსტრიულ ქვეყნად ქცევის გარანტი. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 9 იანვარს თქვა, რომ ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს”, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა, ხელშეკრულებას შეუწყვეტს. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 20 თებერვალს განაცხადა, რომ მთავრობა ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით ოფიციალურ მოქმედებებს იწყებს.
ჩვენმა ჯარისკაცებმა ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მიმართულებაზე წინ წაიწიეს - უკრაინა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, ფრონტის ხაზის ერთ-ერთ მიმართულებაზე წინ წაიწიეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჯერჯერობთ უცნობია, ეს შეზღუდული ტაქტიკური წარმატებაა თუ დიდი კონტრშეტევის დაწყება. პარალელურად, რუსი სამხედრო ბლოგერები ამტკიცებენ, რომ უკრაინის არმიამ გაარღვია რუსეთის თავდაცვის პირველი ხაზი და დაწინაურდა სამ კილომეტრამდე ტერიტორიაზე. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
სანქციების იმპლემენტაციის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა
სანქციების იმპლემენტაციის დარგში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო'სალივანი საქართველოს 26-28 ივნისს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს ევროკომისიის სპიკერმა დაუდასტურა. ცნობილია, რომ დეივიდ ო’სალივანი ეწვევა რიგ მესამე ქვეყნებს, რათა განიხილოს ევროკავშირის მუშაობა სანქციების იმპლემენტაციასა და სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებთან მიმართებით. დევიდ ო'სალივანი უკვე იმყოფებოდა ყირგიზეთში, სადაც განაცხადა: „ჩვენ პატივს ვცემთ იმ ქვეყნების აზრს, რომლებიც მხარს არ უჭერენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს. მაგრამ ჩვენ არ გვსურს, რომ ისინი გახდნენ პლატფორმა სანქციების გვერდის ავლისთვის“. როგორც დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა, მას ესმის, რომ ყირგიზეთსა და რუსეთს აქვთ ძლიერი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და მათ არავინ გაანადგურებს. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ. საქართველო ახლა 12 რეკომენდაციის შესრულების ეტაპზეა, რომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს.
232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს - მთავრობის ანგარიში
2023 წლის 1-ელი ივლისიდან სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება იზრდება - 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. მთავრობის მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი და ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში 10 არასრულწლოვანი. „2022 წელს გაიზარდა სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება და 1-ელი ივნისიდან 150 ლარი შეადგინა. 2023 წლის 1-ელი ივლისიდან დახმარება კიდევ იზრდება და 232 000-ამდე ბავშვი ყოველთვიურად 200 ლარს მიიღებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 465 მლნ ლარი გამოიყოფა. 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია. შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვანები. ასევე, აქტიურად განხორციელდა ფერიისა და ნინოწმინდის პანსიონებიდან ბავშვების ალტერნატიული ზრუნვის დაწესებულებებში გადაყვანის პროცესი. ამჟამად ფერიის პანსიონში სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება მხოლოდ ერთი არასრულწლოვანი, ხოლო ნინოწმინდის პანსიონში ირიცხება 10 არასრულწლოვანი“, - აღნიშნულია ანგარიშში. ანგარიშის თანახმად, 2023 წლიდან ასევე, გაიზარდა სახელმწიფო პენსიების ოდენობა. „პენსიის ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2023 წელს სახელმწიფო პენსიის ოდენობა 70 წლამდე მოსახლეობისათვის განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის ხანდაზმულთათვის − 365 ლარით. სახელმწიფო პენსიის ზრდის შესაბამისად, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებმა პენსიონერებმა მიიღეს გაზრდილი დანამატი პენსიის 20%-ის ოდენობით“,- ნათქვამია ანგარიშში. მთავრობის მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ გრძელდება დევნილთა და ეკომიგრანტთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფა და საანგარიშო პერიოდში განსახლდა 2556 დევნილი და 141 ეკომიგრანტი პირი, მათ შორის, დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, 118 დევნილი ოჯახი დაკმაყოფილდა ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით, ასევე, განხორციელდა სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში 2185 დევნილი ოჯახისათვის საცხოვრებელი ფართების შესყიდვა. ცნობისთვის, სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური მოხსენება პარლამენტს უკვე წარედგინა. ანგარიში 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აღნიშნულ ანგარიშს პარლამენტს 30 ივნისს პირადად გააცნობს.
უკრაინისადმი გაწეულმა დახმარებამ 38 მილიონი ლარი შეადგინა - მთავრობის ანგარიში
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების დღიდან, საქართველო მტკიცედ განაგრძობდა უკრაინის მხარდაჭერას პოლიტიკური, დიპლომატიური და ჰუმანიტარული მიმართულებით, - ამის შესახებ სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მთავრობის ყოველწლიურ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც 2022 წლის ივნისიდან - 2023 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს. „ომის დაწყების დღიდან, საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი საქართველოს მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 500-ს აჭარბებს. საქართველო მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ და ფინანსურ დახმარებას უწევს უკრაინას, მათ შორის, საქართველოში მყოფ 26000-ზე მეტ უკრაინელს სხვადასხვა სოციალური და საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. 2022 წელს საქართველოს მიერ გაწეულმა დახმარებამ, დაახლოებით, 38 მილიონი ლარი შეადგინა. ომით დაზარალებული უკრაინელი ბავშვებისთვის განხორციელდა საქართველოში დასვენება-რეაბილიტაციის ხუთი პროექტი. საქართველო მიუერთდა ყირიმის პლატფორმის ფარგლებში მიღებულ ყველა ერთობლივ განცხადებას ისევე, როგორც „ბუჩას დეკლარაციას“.- ნათქვამია ანგარიშში. აქვე აღნიშნულია, რომ გააქტიურდა ურთიერთობების დინამიკა მოლდოვასთანაც. „2022 წლის 17-18 ოქტომბერს შედგა საქართველოს პრეზიდენტის, ხოლო 24 ნოემბერს განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები, რამაც რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებისა და ერთობლივი მიზნების კონსოლიდაციის საკითხში დიდი წვლილი შეიტანა“, - ნათქვამია ანგარიშში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ჰაიტიზე წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა
ჰაიტიზე წყალდიდობას, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა, რვა კი დაკარგულად ითვლება. ჰაიტის სამოქალაქო დაცვის სააგენტოს ცნობით, დაახლოებით 13 400 ადამიანის ევაკუირება განხორციელდა. სტიქიის შედეგად მთელი ქვეყნის მასშტაბით ათასობით სახლი დაიტბორა, დაზარალდა 7 400-ზე მეტი ოჯახი, თუმცა ოფიციალური პირები ზუსტი ზარალის აღრიცხვაზე ამ დრომდე მუშაობენ.
მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული დრონი გაუშვა - ბრიტანეთის დაზვერვა
ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, მაისში რუსეთმა უკრაინაში 300-ზე მეტი ირანული "შაჰიდის" დრონი გაუშვა. "რუსეთს მნიშვნელოვანი წარმატებებისთვის არ მიუღწევია, რადგან უკრაინამ ძველი საჰაერო თავდაცვის სისტემის გამოყენებით უპილოტო საფრენი აპარატების 90%-ზე მეტი გაანეიტრალა", - ნათქვამია ინფორმაციაში. პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. 11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო
ბალტიის ზღვაში NATO-ს მოკავშირეების წვრთნების პარალელურად, სამხედრო სწავლება რუსეთმაც დაიწყო. მასში 3,5 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, 40-მდე გემი, 25 თვითმფრინავი და ვერტმფრენი მონაწილეობს. რუსეთის წვრთნები 15 ივნისს დასრულდება. ყოველწლიური წვრთნები „Baltops 23“ 4 ივნისს დაიწყო. მასში ალიანსის 19 წევრი და წევრობის კანდიდატი შვედეთი მონაწილეობენ. რიგით 52-ე წვრთნებში საზღვაო, სახმელეთო და საჰაერო ძალების 6000-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. სწავლებაში ჩართულია 50 ხომალდი და 45 თვითმფრინავი. ორი კვირის განმავლობაში მოკავშირეები სხვა მანევრებთან ერთად ჩაატარებენ წყალქვეშა და საზენიტო თავდაცვის, საბრძოლო იარაღის განადგურების, ნაღმსაწინააღმდეგო და სამედიცინო სამაშველო ოპერაციებს. წვრთნები 16 ივნისამდე გასტანს. ესტონეთმა ბალტიის ზღვაში მასშტაბური წვრთნები დაიწყო წვრთნებში მონაწილეობენ ბელგია, კანადა, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ლატვია, ლიტვა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, ესპანეთი, შვედეთი, თურქეთი, გაერთიანებული სამეფო და შეერთებული შტატები. STRIKFORNATO არის NATO-ს დამრტყმელი და დამხმარე ძალების სარდლობა, რომელიც ურთიერთგაგების მემორანდუმის საფუძველზე დაარსდა. დოკუმენტს ხელი NATO-ს 13 წევრმა: დანიამ, საფრანგეთმა, გერმანიან, საბერძნეთმა, იტალიამ, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, ესპანეთმა, თურქეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაწერეს.
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
როგორი ამინდია მოსალოდნელი, ამ კვირის განმავლობაში ცნობილია: 5 ივნისს ქუთაისში +27 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. ნალექიანი დღე იქნება ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. ფოთშიც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +25 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში იწვიმებს. დღისით +20 გრადუსია, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი დღისით +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ჭიათურაშიც. დღისით +26 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ახალციხეშიც წვიმს, სადაც დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +13 გრადუსამდე დაიწევს. იწვიმებს ბორჯომშიც, დღისით +24, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით +20 გრადუსია იქნება, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. გორში +27 გრადუსია და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ცხინვალშიც, სადაც დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. გუდაურში +15 გრადუსი და ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +8 გრადუსი იქნება. წვიმიანი დღეა მოსალოდნელი ომალოშიც, სადაც დღისით +18, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს თელავში, სადაც დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ. დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +29 გრადუსი და ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით +17 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +31 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +31 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.
პრემიერმა დაასახელა ადგილი, სადაც თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა განიხილება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თბილისში ახალი, საერთაშორისო კლასის აეროპორტის აშენება იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ახალი პროექტი ვაზიანის ყოფილი აეროპორტის ადგილას აშენდება. „ჩვენ დავამუშავეთ ორი ვარიანტი: ერთი იყო არსებული აეროპორტის განვითარება და გაფართოება. მაგრამ ამ აეროპორტს აქვს თავისი მინუსები, შეზღუდვები და ვერ იძლევა რეალურად დიდი განვითარების შესაძლებლობას. მით უმეტეს, თუ გვინდა, რომ გავხდეთ რეგიონში საავიაციო ჰაბი, ეს აეროპორტი და მისი ტერიტორია ვერ გვაძლევს ამის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეკონომიკურ საბჭოზე დავსვით ეს საკითხი და მივედით იმ დასკვნამდე, რომ თუ გვინდა 20, 30, 50, თუნდაც 100-წლიანი პერსპექტივით ვიზრუნოთ ქვეყანაზე, ჩვენს მომავალ თაობებს დავუტოვოთ გამართული ინფრასტრუქტურა და აეროპორტი, აუცილებელია ახალი ლოკაციის შერჩევა. ასეთი ლოკაცია თბილისში არის ვაზიანი ყოფილი აეროპორტი. ჩემი დავალებით ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ამ მიმართულებით“, - განაცხადა პრემიერმა.
საქართველოს ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ
საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ. სტუმრებს, შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში შალვა პაპუაშვილი და ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ვოლფგანგ სობოტკა ორმხრივი თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერენ ხელს. პარლამენტების თავმჯდომარეები საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს შეხვდებიან. საქართველოში სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეები ჩამოდიან სამი ქვეყნის დელეგაციას საქართველოს პარლამენტი მასპინძლობს.
რომის პაპის დესპანი უკრაინაში მიემგზავრება
რომის პაპის დესპანი კარდინალი მატეო ზუპი სამშვიდობო მისიით კიევში ჩადის. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ვატიკანმა მოკლე განცხადება გამოაქვეყნა. მატეო ზუპი კიევს 5-6 ივნისს ეწვევა. ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკების მიზნით, რუსეთსა და უკრაინას რომის პაპის წარმომადგენლები ეწვევიან - მედია 67 წლის ზუპიმ გასულ თვეში განუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი როლი არ ითვალისწინებდა შუამავლობას ამ სიტყვის უხეში გაგებით, მაგრამ მზადაა, „გააკეთოს ყველაფერი" დაძაბულობის შესამსუბუქებლად.
ფინანსურ სექტორში ყველა მიმართულებით ძალიან პოზიტიური დინამიკაა - ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აპრილში საქართველოს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა და დინამიკა ყველა ფინანსურ სექტორში ძალიან პოზიტიურია. „აპრილში ჩვენ 7,5% ეკონომიკური ზრდა გვქონდა, რაც მიმდინარე ძალიან რთული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ძალიან დამაიმედებელია. აპრილის თვეში ექსპორტის მოცულობა 20%-ით გაიზარდა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ ამ წლის პირველ კვარტალში 100%-ს გადააჭარბა. ზრდა ფიქსირდება სამშენებლო სექტორში, სადაზღვევო-საფინანსო, ტრანსპორტის, ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორებში. ზოგადად, დინამიკა ძალიან პოზიტიურია და ამას შენარჩუნება სჭირდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ყველაფრის მთავარი განმაპირობებელი არის ის მშვიდობიანი პერიოდი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გვაქვს და ასევე, ის სწორი პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ახორციელებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.