ძებნის რეზულტატი:
ფილიპინების პრეზიდენტი: ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა ავცრათ
ფილიპინების პრეზიდენტის როდრიგო დუტერტეს განაცხადებით, ისინი, ვისაც ვაქცინაცია არ სურს, ღამით, ძილის დროს უნდა აცრან. „პრობლემა ის ხალხია, ვისაც ვაქცინაცია არ სურს. მოძებნეთ ასეთი ხალხი თქვენს სოფელში, მოდით, წავიდეთ და ძილის დროს ვაქცინა გავუკეთოთ. თუ მათ ვაქცინაცია არ სურთ, მოდით, შევიდეთ მათ სახლებში ღამით. მე ამას გავაკეთებ“, - აღნიშნა ფილიპინების პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ ზაფხულში ვაქცინაციის მონაწინააღდეგებს პატიმრობით ემუქრებოდა. "იმ ადამიანებს, ვინც ვაქციანაციაზე უარს იტყვიან, პატიმრობა ემუქრებათ. არ გამიგოთ არასწორად, მაგრამ ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა, საგანგებო მდგომარეობაა. თუ აცრა არ გსურთ, დაგაკავებთ და აგცრით. მავნებლები ხართ და სიტუაციას ამწვავებთ“, - აცხადებდა როდრიგო დუტერტე.
ავსტრიის პრეზიდენტი: მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა
"როგორც ტიროლელს, განსაკუთრებით მიხარია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთსა და ტიროლს შორის ურთიერთობის მემორანდუმი გაფორმდა" - ამის შესახებ ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდერ ვან დერ ბელენმა, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ავსტრიის ტიროლის ფედერალურ მიწას და სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, ხელშეკრულებას ხელი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ და ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა გიუნტერ პლატერმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიზნად ისახავს მხარეების შორის ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურის, განათლების, სპორტის, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროებს შორის თანამშრომლობას. ასევე გამოცდილების გაზიარებას. ერთობლივი ფორუმებისა და სამეწარმეო გამოფენა-ბაზრობების გამართვას, მეწარმეთა შეხვედრებს და ერთობლივი პროექტების შემუშავებას. მემორანდუმის შესაბამისად მოხდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის და ტიროლის ფედერალური მიწის მუნიციპალიტეტებს შორის პარტნიორული თანამშრომლობა. სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარესა და ტიროლის ფედერალურ მიწებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, ტიროლის ფედერალურ მიწაზე, ავსტრიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ქეთევან ციხელაშვილის ვიზიტის ფარგლებში გახდა შესაძლებელი. დოკუმენტს ტიროლის ფედერალური მიწის გუბერნატორმა ხელი სწორედ ციხელაშვილის ვიზიტის დროს მოაწერა.
პომპეის საგანძური თბილისში, ეროვნულ მუზეუმში გამოიფინება
ეროვნული მუზეუმის გუნდი, იტალიელ კოლეგებთან ერთად, ვანის შემდეგ, გამოფენას თბილისში ამზადებს. 13 ოქტომბრიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ექსპოზიციაზე - "სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი" წარდგენილი იქნება არქეოლოგიური მასალა პომპეის არქეოლოგიური პარკიდან. არტეფაქტები ძველი რომის დიდებული ქალაქის – ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შედეგად, ფერფლით დაფარული პომპეის მდიდრულ ცხოვრებასა და მის ტრაგიკულ დასასრულს ასახავს. გამოფენაზე დამთვალიერებელი ნახავს კედლის მხატვრობებს, მრავალფეროვან არქეოლოგიურ მასალას და ანტიკური ხანის ოქრომჭედლობის ნიმუშებს.
ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა
ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა. Украинская правда-ს გამოცემის მიხედვით, ამის შესახებ საუბარია უკრაინასა და ევროკავშირის სამიტის განცხადებაში. სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუპციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირება, მათ შორის თანამდებობებზე დამსახურებით არჩევის პროცესი. "ევროკავშირი მიესალმება უკრაინის ძალისხმევას შეზღუდოს კორუფცია და მის ბრძოლას კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (“დეოლიგარქიზაცია”), მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის იურიდიულად დასაბუთებული მიღება და გატარება. ევროკავშირი მოვუწოდებს უკრაინას გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში ევროკავშირმა, ასევე, გამოხატა თანადგომა უკრაინის მასშტაბური რეფორმების, განსაკუთრებით სასამართლო სისტემებსა და კორუფციასთან ბრძოლის, მიმართ. თავის მხრივ, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რომის წესდების რატიფიკაციისადმი, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული. უკრაინის უმაღლესმა რადამ 23 სექტემბერს ოლიგარქებთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო. კანონი ოლიგარქის მნიშვნელობას განმარტავს და პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ერთობლივად აძლევს უფლებას განსაზღვრონ, ვინ აკმაყოფილებს კანონით მოცემულ კრიტერიუმებს. ახალი კანონით ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. უმაღლესი საჯარო თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ვალდებულები ხდებიან ოლიგარქებთან კავშირები გაასაჯაროონ. კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. სიაში შესაძლოა მოხვდეს ადამიანი, რომელიც შემდეგი 4 კრიტერიუმიდან, 3-ს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკაში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებს ან ფლობს მონოპოლიას, მისი აქტივების ფასი აღემატება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს. უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არაინ ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა. კერძოდ, მომდევნო კვირას, აშშ-ის თავდაცვის მდივანი ევროპაში ვიზიტით გაემგზავრება, რომლის ფარგლებშიც ასევე ეწვევა უკრაინასა და საქართველოს. ტურნეს ფარგლებში ლოიდ ოსტინი რუმინეთს და ბრიუსელსაც ეწვევა. ვიზიტის ზუსტი თარიღი ჯერ არ არის ცნობილი.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სულბერგმა მისი მთავრობის გადადგომის შესახებ განაცხადა. პრემიერმა მთავრობის გადადგომის შესახებ ნორვეგიის მონარქს, მეფეს ჰარალდ მეხუთეს მისწერა. ინფორმაციას Norway Today ავეყნებს. მისი გადაწყვეტილების მიზეზი საპარლამენტო არჩევნების შედეგი გახდა. პრემიერი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობა არჩევნებში გამარჯვებულმა „შრომის პარტიამ“ უნდა დააკომპლექტოს. „2021 წლის 13 სექტემბერს საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ახალი მთავრობის ფორმირების საფუძველი გაჩნდა. ამიტომ მე დავწერე განცხადება გადადგომის შესახებ“, - განმარტა სულბერგმა. გამოცემა აღნიშნავს, რომ მონარქმა პრემიერ-მინისტრის რჩევა გაითვალისწინა, თუმცა სულბერგს სთხოვა, რომ დროებითი მთავრობის მინისტრთა კაბინეტს იქამდე უხელმძღვანელოს, ვიდრე ახალი მთავრობა საქმიანობის დასაწყებად მზად არ იქნება. მოსალოდნელია, რომ 14 ოქტომბერს გაირკვევა ვინ ჩაიბარებს მინისტრების პორტფელებს ახალ კაბინეტში.
კანადა ავღანეთიდან 40 ათას ლტოლვილს მიიღებს
კანადა მზადაა ავღანეთიდან 40 ათასი ლტოლვილი მიიღოს. ამის შესახებ კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო Twitter-ზე წერს. „კანადა ავღანეთიდან 40 ათას ლტოლვილს მიიღებს. ჩვენ მოვუწოდებთ სხვა ქვეყნებსაც, რომ გააქტიურდნენ და არ დაიშურონ ძალისხმევა, რომ ავღანეთიდან ლტოლვილების განსახლებაში მონაწილეობა მიიღონ“, - წერს ტრიუდო Twitter-ზმას შემდეგ რაც ავღანეთის მთავრობა ხელში "თალიბანმა" ჩაიგდო მილიონობით ავღანელი ქვეყნის დატოვებას ცდილობს.
თავდაცვის სამინისტრო: აშშ-ის თავდაცვის მდივნის საქართველოში ვიზიტი ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს
პენტაგონის ოფიციალური წარმომადგენლის მიერ დაანონსების შემდეგ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა. სამინისტროს განცხადებით, ოსტინის ვიზიტი ისტორიულ ვიზიტად შეიძლება შეფასდეს. "აღნიშნული ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს აშშ-სა და საქართველოს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის სიმტკიცესა და თანამშრომლობის მაღალ დონეს, საერთო ღირებულებებზე დამყარებული პარტნიორობის განსამტკიცებლად. ხაზგასასმელია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნად ლოიდ ოსტინის დანიშვნის შემდეგ, მის მიერ ერთ-ერთი პირველი სატელეფონო ზარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შედგა, სადაც ბატონმა ოსტინმა ხაზი გაუსვა საქართველოსთან, როგორც გამორჩეულ და საიმედო სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობის დიდ მნიშვნელობას და გამოხატა მეტი ჩართულობის და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზაობა. საქართველოს მთავარი სტარტეგიული პარტნიორის ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ვიზიტი კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნების მჭიდრო თანამშრომლობას თავდაცვის სფეროში და ხელს შეუწყობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო განმტკიცებას", - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. ამავე თემაზე: აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს ვიზიტით ეწვევა
დღეს, პარლამენტის კომიტეტებში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ
პარლამენტში 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვები გრძელდება. დღეს ბიუჯეტის პროექტს პარლამენტის 5 კომიტეტი განიხილავს. პროექტს განიხილავენ ფრაქცია „ლელოშიც“. ფრაქციის წევრები ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძეს მოუსმენენ. ბიუჯეტის პროექტი მომავალი წლისათვის მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-იან ზრდას ითვალისწინებს. 2022 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია პენსიებისა და გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებისთვის ხელფასების გაზრდა. გრაფიკით განსაზღვრული საკომიტეტო განხილვების შემდეგ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა 18 ოქტომბერსაა ჩანიშნული.
აფხაზეთის ოკუპირებული მთავრობა რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს განიხილავს
რუსეთის მიერ ოკუპრებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში შეხვდა რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერადკოს. ასლან ბჟანიას განცხადებით, მოიძებნა პოტენციური ინვესტორი, სოხუმის აეროპორტის აღდგენისთვის. მისივე თქმით, საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია მზად იქნება მომავალი წლის შემოდგომისთვის, აეროპორტი კი, პირველ რეისების მიღებას 2024 წლის იანვრიდან შეძლებს. 2019 წლის ივლისში, დე ფაქტო მთავრობამ გადაწყვიტა სოხუმის აეროპორტი აღადგინოს საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. საოკუპაციო რეჟიმის ამ გადაწყვეტილების გამო, საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციას(ICAO) მიმართა, სათანადოდ შეეფასებინა აფხაზეთში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის განზრახვა, სოხუმის აეროპორტი გახსნას საერთაშორისო ავიამიმოსვლისთვის. თავის მხრივ, ICAO-მ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სოხუმის აეროპორტი და მისი საჰაერო სივრცე საქართველოსია. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება უკვე არაერთი წელია ცდილობს რუსეთის მონაწილეობით სოხუმის აეროპორტის აღდგენას. 90-იანი წლების დასაწყისამდე სოხუმის აეროპორტი ავიარეისებს იღებდა საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქიდან. აეროპორტი 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაიხურა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს აეროპორტის ტერიტორიაზე დაეშვნენ თვითმფრინავები რუსი სამხედროებით.
ბოლო 24 საათში კორონავირუსი 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსი 4 837 ადამიანს დაუდასტურდა, 1 586 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 26 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, 49 386 ტესტი ჩატარდა, მათ შორის 32 217კვლევა ანტიგენის ტესტით და 17 169 PCR ტესტით. დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.79%, ბოლო 14 დღის - 6.95%, ხოლო 7 დღის - 8.52%. დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 645 195-ს. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581-მდე. ვირუსს ჯამში 9 332 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თბილისში გამოვლენილია 1 379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52. აქტიური შემთხვევა: 30 256 საიდანაც, 4 766 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 605, აჭარაში - 435, იმერეთში - 1 161. მძიმე პაციენტი: 1 053, მათ შორის, თბილისში - 333, აჭარაში - 78, იმერეთში - 372. ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 250 ადამიანი მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 18, იმერეთში - 27. 803 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 424 - თბილისში, 241 - აჭარაში. ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 61 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 56, ხოლო აჭარაში - 5. სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 12 ოქტომბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 256 ადამიანი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაშია 22 279 ადამიანი.
Sinovac-ით და Sinopharm-ით აცრილ სამოგზაუროდ წასვლის მსურველებს, Pfizer-ის ბუსტერ დოზის გაკეთება უკვე შეუძლიათ
უკვე ამოქმედდა ჯანდაცვის მინისტრის ახალი ბრძანება, რომლითაც სამოგზაუროდ წამსვლელ პირებს, შეუძლიათ დამატებითი აცრა Pfizer-ით გაიკეთონ. რიგი ქვეყნები ამ დრომდე არ აღიარებდა ჩინური წარმოების ვაქცინებს და ქვეყნაში ტურისტული მიზნებისთვის უშვებდა მხოლოდ რამდენიმე ვაქცინითი აცრილ ადამიანებს. დადგენილების მიხედვით, თუ მოქალაქე უკვე აცრილია ორჯერადად "სინოვაკის" ან "სინოფარმის" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით და გასულია მინიმუმ 28 დღე, დამატებით შეუძლია აიცრას Pfizer-ით, თუ ის საზღვარგარეთ მიდის მათ შორის, სამოგზაუროდ, სწავლისთვის ან მკურნალობისთვის. "სამგზავრო ბილეთი/ჯავშვანი ან მოწვევა ან წერილი სამსახურიდან მივლინების შესახებ ან დამსაქმებლის წერილი ხშირი ბიზნეს-ვიზიტების შესახებ და სხვა), წინააღმდეგ შემთხვევაში ვაქცინაცია არ ჩატარდება", - ვკითხულობთ დადგენილებაში. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, საყოველთაო ვაქცნაცია კი 4 მაისიდან. საწყის ეტაპზე საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში მხოლოდ ჩინური წარმოების ვაქცინები - "სინოფარმი", მოგვიანებით კი "სინოვაკი" იყო ხელმისაწვდომი. ამ ვაქცინებს ამ დრომდე არ აღიარებს ევროპის არაერთი ქვეყანა.
13 წლის შვილიშვილის გაუპატიურების ბრალდებით ბაბუა დააკავეს
ხაშურში, არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე 60 წლამდე ასაკის კაცი დააკავეს. დაკავებული ბავშვის ბაბუაა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ გაუპატიურებას გულისხმობს.
შსს: დაკავებულია ახალგაზრდა კაცი, რომელმაც სასულიერო პირის Facebook-ი გატეხა და მის მრევლს საბანკო ბარათების მონაცემები გამოსტყუა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ბრალდებით, 2000 წელს დაბადებული, წარსულში ანალოგიური დანაშაულისთვის ნასამართლევი ა.ბ. დააკავეს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის ივლისსა და აგვისტოში უნებართვოდ შეაღწია 3 მოქალაქის Facebook-ის გვერდებზე. ა.ბ. დაუკავშირდა მათ Facebook-ის მეგობრებს, რომლებიც შეცდომაში შეიყვანა, მოტყუებით გამოართვა ბანკის პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რის საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათსავე საბანკო ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. ბრალდებულმა, ასევე, 2021 წლის ოქტომბერში უნებართვოდ შეაღწია თბილისში, თაბორის მონასტერში მოღვაწე სასულიერო პირის Facebook-ის გვერდზე და ამ ადამიანის სახელით დაუკავშირდა მის მრევლს. ა.ბ.-მ მრევლს, თითქოს უცხოეთიდან თანხის ჩასარიცხად, მოტყუებით გამოართვა საბანკო პლასტიკური ბარათის მონაცემები და ინტერნეტ ბანკის „სმს“ პაროლები, რისი საშუალებითაც უნებართვოდ შეაღწია მათ კუთვნილ ანგარიშებზე და სხვადასხვა ოდენობის თანხებს დაეუფლა. გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ ა.ბ. Facebook-ის გამოყენებით მოტყუებული მოქალაქეებისგან მითვისებულ თანხებს ირიცხავდა ჯერ ონლაინ კაზინოსა და ტოტალიზატორის ანგარიშზე, ხოლო შემდგომ საკუთარ საბანკო ანგარიშებზე. პოლიციამ, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, მის პირად კომპიუტერში, სხვადასხვა საქმეზე გამოვლენილი დაზარალებულების Facebook-ის გვერდებზე და საბანკო ანგარიშებზე შეღწევის ფაქტები აღმოაჩინა. გამოძიების მონაცემებით, ა. ბ.-ის დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად ამეტაპისთვის 10 დაზარალებული მოქალაქეა, ხოლო ფინანსური ზარალი 100 ათას ლარს შეადგენს. ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და შესაძლოა დაზარალებულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდოს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობამ გადააჭარბოს 300 000 ლარს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 286-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევას, რამაც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი გამოიწვია.
თურქეთი აშშ-სგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს
თურქეთი აშშ-სგან F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების შეძენას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმციას თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სპიკერი იბრაჰიმ ქალინი ავრცელებს. ქალინის თქმით, თურქული მხარე საჰაერო ფლოტის გაფართოებას ცდილობს და თვითმფრინავების შეძენის საკითხი ამჟამად განხილვის პროცესშია. „ჩვენი პირველი პრიორიტეტი F-35 ტიპის თვითმფრინავების შეძენაა და თუ აშშ-სთან ამ საკითხზე არსებული კრიზისი დაიძლია, ჩვენ ვეცდებით მათ შესყიდვას. სხვა შემთხვევაში ალტერნატივების ძებნას განვაგრძობთ. F-16 ტიპის ფლოტის გაფართოება და მოდერნიზება შეიძლება ჩაითვალოს ალტერნატივად“, – აღნიშნა ქალინმა. რამდენიმე კვირის წინ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ჯო ბაიდენთან „ეფ-35“-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავების ხელშეკრულებაზე ისაუბრებდა. "ანკარამ ვაშინგტონს 1.4 მილიარდი დოლარიუკვე გადაუხადა, აშშ კი გაყიდვაზე უარს ამბობს. ისინი ან მოგვცემენ ჩვენ თვითმფრინავებს, ან ფულს დაგვიბრუნებენ“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა. მისივე თქმით, საჰაერო თავდაცვის სისტემა „ეს-400“-ის რუსეთისგან შესყიდვასა და თანამშრომლობის გაძლიერებაზე მუშაობა გაგრძელდება. რეჯეფ თაიფ ერდოღანი: თურქეთი რუსული სარაკეტო სისტემის S-400-ს შეძენას ისევ გეგმავს
ივანე ჩხაიძე: ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია
"თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია", - ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა. როგორც ჩხაიძე აცხადებს, თუ გაციების კვალდაკვალ დაფიქსირდება რესპირატორული ვირუსების მატება, მათ შორის გრიპის, ეს იქნება ძალიან საშიში და ყველაზე მძიმე შემოდგომა-ზამთარი გველის.. "შესაძლებელია, ეს მატება შეფასებული იყოს როგორც კორონავირუსის პანდემიის მეხუთე ტალღა. რისკი იმისა, რომ ადამიანი ერთდროულად დაინფიცირდეს კორონავირუსით და გრიპითაც, იზრდება. ეს რისკი არ არის მხოლოდ ინფიცირება, ამ რისკის უკან დგას დაავადების მძიმედ მიმდინარეობა და სამწუხაროდ, გარდაცვალების უფრო მაღალი რისკიც,"- აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე. ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი და ინფიცირების 30 256 მიმდინარე აქტიური შემთხვევა
ბოლო 24 საათში მხოლოდ 6 837 ადამიანი აიცრა
ბოლო 24 საათში მხოლოდ 6 837 ადამიანი აიცრა. 13 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 889 200 აცრა. 1 დოზით ვაქცინირებულია 1 004 298 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.3 % სრულად ვაქცინირებულია 884 902 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 31.0%. ოქტომბრის დასაწყისიდან ვაქცინაციის ყოველდღიური მაჩვენებელი 10 000-საც ვერ აღწევს, მაშინ როცა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და ჯანდაცვის სამინისტრო საჭიროდ მიიჩნევდნენ დღეში 30 000-მდე აცრის გაკეთებას. საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე გაკეთებულია 1 874 845 აცრა. სულ მცირე ერთი დოზით ვაქცინირებულია 1 000 785 ადამიანი, ანუ მოზრდილი მოსახლეობის 35.2%. სრულად ვაქცინირებულია 874 060 - მოზრდილი მოსახლეობის 30.6%. ინფიცირების 4 837 ახალი შემთხვევა, 26 გარდაცვლილი და ინფიცირების 30 256 მიმდინარე აქტიური შემთხვევა ივანე ჩხაიძე: ადამიანი თუ კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად დაინფიცირდა, პაციენტის გარდაცვალების რისკი მაღალია
არაბული კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, არაბული კომპანია კომპანია „მასდარი“ საქართველოში მზისა და ქარის ენერგიების განვითარებაში ინვესტირებით დაინტერესდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ არაბთა გაერთიანებული საამიროების უმსხვილესი საინვესტიციო ჰოლდინგ „მუბადალას“ წევრ ერთ-ერთ წამყვან კომპანია „მასდარის“ წარმომადგენლებს უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ კომპანია „მასდარის“ საქართველოში სტუმრობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრისა და ქართული დელეგაციის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრის საპასუხოდ შედგა. შეხვედრაზე, რომელსაც მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი და სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის“ დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი ესწრებოდნენ, მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისა და კომპანიის მიერ საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტირების საკითხები განიხილეს. „დღევანდელ შეხვედრაზე კომპანია „მასდარმა“, რომელიც სახელმწიფო ფონდია, განსაკუთრებული ინტერესი გამოხატა საქართველოში მზისა და ქარის ენერგიის განვითარების კუთხით ინვესტიციების განხორციელებაში. ეს ფონდი ცნობილია ჩვენს რეგიონში აქტიურობით და ასევე იმით, რომ მათ მიერ განვითარებული ახალი მზის ელექტროსადგურები ხასიათდება დაბალი ენერგოტარიფებით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდოს ჩვენი კონკურენტუნარიანობა ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებით ახლა, როცა ნავთობზე, ნავთობპროდუქტებზე, ბუნებრივ აირზე ფასები მთელ მსოფლიოში იზრდება. ამიტომ ჩვენ მათთან ერთად სწრაფი ტემპებით ვახორციელებთ ერთობლივი პროექტების შესახებ შეთანხმებას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ. კომპანია „მასდარი“ განახლებადი ენერგიისა და მდგრადი ურბანული განვითარების მიმართულებით გლობალური ლიდერი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ანვითარებს განახლებადი ენერგიის პროექტებს და აუმჯობესებს ინოვაციებს სუფთა ტექნოლოგიებში.
დავით ზალკალიანი: აშშ-ის თავდაცვის მდივნის ისტორიული ვიზიტი საქართველოს მკაფიო მხარდაჭერის მორიგი გზავნილია
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ამერიკის თავდაცვის მდივნის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას. მისივე თქმით, მოლოდინი აქვთ, რომ ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, განიხილავენ როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს, ისე რეგიონულ უსაფრთხოებასა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებულ თემებს. „ამერიკის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის მომავალ კვირას საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი მართლაც ისტორიული დატვირთვის მქონეა და ხაზს უსვამს იმ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენს ქვეყნებს შორის მტკიცე, საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე დამყარებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, დინამიურ თანამშრომლობას ანიჭებს. ამერიკის ადმინისტრაციის ასეთი მაღალი რანგის ვიზიტი ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მორიგი გზავნილია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის, სტაბილური დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მკაფიო მხარდაჭერის. თავდაცვის მდივნის ვიზიტი რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმართება, რაც თავის მხრივ, ხაზს უსვამს თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ამერიკისთვის მშვიდობა, სტაბილურობა შავი ზღვის რეგიონში. ამერიკას და საქართველოს აკავშირებთ მტკიცე, მრავალწლიანი პარტნიორობა თავდაცვის სფეროში, რაც გადამწყვეტ როლს ასრულებს ჩვენი ქვეყნის მზაობის ამაღლების და ნატო-სთან თავსებადობის თვალსაზრისით. საქართველო ამერიკის ერთგული მოკავშირე და პარტნიორია როგორც რეგიონში, ისე საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების ძალისხმევაში. ქართველი და ამერიკელი სამხედროები მრავალი წელია, მსახურობენ ერთად მსოფლიოს არაერთ ცხელ წერტილში, მათ შორის ავღანეთში და განუზომელი წვლილი შეაქვთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში. ამ მრავალწლიანი გამოცდილების, სამხედროებს შორის ჩამოყალიბებული მტკიცე ურთიერთობებისა და ჩვენი საერთო მიღწევების საფუძველზე, ეს ვიზიტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის არსებული პარტნიორობის შემდგომ განმტკიცებას და გაღრმავებას. რა თქმა უნდა, ვიზიტის დეტალებზე მუშაობა ამ წუთებშიც გრძელდება, თუმცა გვაქვს მოლოდინი რომ, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისას, განხილული იქნება როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები, ასევე რეგიონული უსაფრთხოება და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა. აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი საქართველოს მომავალ კვირას ეწვევა. ამის შესახებ პენტაგონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.
აზერბაიჯანის და ირანის პირველმა დიპლომატებმა სატელეფონო საუბრისას აღნიშნეს, რომ არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება
"ირანი და აზერბაიჯანი თანხდება, რომ მხარეთა შორის ბოლო დროს არსებული რიტორიკა მეგობრული ურთიერთობების დონეს არ შეესაბამება", - აღნიშნული განცხადება აზერბაიჯანის საგარეო უწყებაბ ირანისა დ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. ორი ქვეყნის მინისტრებმა სატელეფონო კავშირით ორი ქვეყნის ურთიერთობები განიხილეს "ჰოსეინ ამირ-აბდოლაჰიანისა და ჯეიჰუნ ბაორამოვის პოზიციით ყველა სახის უთანხმოება დიალოგის გზით უნდა გადაიჭრას. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპების პატივისცემის მნიშვნელობას", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს ირანმა აზერბაიჯანის საზღვართან ოთხი ირანული დივიზია, საერთო ჯამში 50 000 ირანელი ჯარისკაცი გადაიყვანა და უპრეცედენტო მასშტაბის სამხედრო წვრთნები დაიწყო. საპასუხოდ კი, ირანის საზღვართან თურქეთ-აზერბაიჯანის ერთობლივი წვრთნები გაიმართა. ირანსა და აზერბაიჯანს შორის, სამხედრო დაძაბულობის ფონზე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვს ეწვია. მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ კი განაცხადა, რომ ირანი კავკასიის რეგიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, თავის ქმედებებს რუსეთთან შეათანხმებს. რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ირან-აზერბაიჯანის დაპირისპირება და რუსეთის სავარაუდო ნაბიჯები რეგიონში