საზოგადოება

გაეროს დესპანი მარტინ გრიფიტსი თეირანში იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად პირველად ჩავა

იემენის ჰუმანიტარული კრიზისის განსახილველად იემენის საკითხებში გაეროს სპეციალური წარმომადგენელი, მარტინ გრიფიტსი თეირანში პირველად ჩავა. ადგილობრივი მედის ცნობით, გრიფიტსი ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ირანის მაღალჩინოსნებს შეხვდება. გრიფიტსის წარმომადგენლების თქმით, დიპლომატიური ვიზიტი ორ მხარეს შორის ურთიერთობებისა და მოლაპარაკებების აღდგენას ემსახურება. გაეროს დესპანის სპიკერის თქმით, მოლაპარაკებების დაწყების შესაძლებობა აშშ-ის მხრიდან იემენის ომის მხარდაჭერის შეჩერებამ გააჩინა. ჯო ბაიდენმა რამდენიმე დღის წინ საგარეო პოლიტიკის მიზნებზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ იემენის ომს მხარს არ დაუჭერს.

კვლევა: AstraZeneca-ს ვაქცინა Covid19-ის აფრიკული შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია

AstraZeneca-ს ვაქცინა Covid-19 -ის ახალი შტამის წინააღმდეგ ნაკლებად ეფექტურია. კვლევის შედეგებზე ცნობას BBC ავრცელებს. სამხრეთ აფრიკის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, რომ მნიშვნელოვნად შემცირდა ვაქცინის ეფექტურობა სამხრეთ აფრიკული ვარიანტის წინააღმდეგ. წინასწარი შედეგებზე დაყრდნობით ბრიტანული ვაქცინა ნაკლებად ეფექტურია ვირუსის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ, თუმცა კომპანიის განცხადებით, ვაქცინას შეუძლია ვირუსის მძიმე ფორმების დაძლევა. „მცირე ფაზის კვლევებში, პირველადმა მონაცემებმა შეზღუდული ეფექტურობა აჩვენა „სამხრეთ აფრიკული“ ვარიანტის მსუბუქი ფორმების წინააღმდეგ“, - განაცხადა AstraZeneca-ს წარმომადგენელმა. დიდ ბრიტანეთში სამხრეთ აფრიკის შტამის 100 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ინდოეთში წყვილი წყალქვეშ დაქორწინდა

ინდოეთის სამხერთ სანაპიროზე, ჩენაიში წყვილმა ტრადიციული ქორწინების ცერემონია წყალქვეშ ჩაატარა. ლიცენზირებულმა მყვინთავმა და მისმა მეუღლემ ბეჭდები წყალში, ოცი მეტრის სიღრმეზე გაცვალეს. საქმროსგან განსხვავებით, პატარძალს ცერემონიისთვის მოსამზადებლად რამდენიმე თვე დასჭირდა. წყალქვეშა ცერემონიის დასრულებას, ახლად დაქორწინებული წყვილის ოჯახი სანაპიროზე ელოდა.

ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს

ამერიკის საელჩო ქართველ მორაგბეებს რუსეთთან მატჩში წარმატებებს უსურვებს. შესაბამისი ტექსტი საელჩოს Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. დღეს, რაგბის ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი შეხვედრა გაიმართება. ბორჯღალოსნები რუსეთის ნაკრებს მიხეილ მესხის სტადიონზე დაუპირისპირდებიან. რაგბის კავშირის ცნობით, შეხვედრას, კოვიდპანდემიის გამო, გულშემატკივარი ვერ დაესწრება. მატჩი 15:00 საათზე დაიწყება.

COVID19: ბოლო 24 საათის მონაცემები

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსი კიდევ 404 ადამიანს დაუდასტურდა, 799 გამოჯანმრთელდა. 14 კოვიდინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი თქმით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 13 573 კვლევა ტესტით, მათ შორის 7 252 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 321 PCR ტესტით. საერთო ჯამში ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 262 024 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 253 614, ხოლო გარდაიცვალა 3 283 პაციენტი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2,95%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 3,87%, ხოლო 7 დღის - 3,64%. 404 ახალი შემთხვევიდან 188 თბილისში გამოვლინდა. აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. ამ ეტაპზე მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. მძიმე პაციენტი: 508 . მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე: 141, მათგან თბილისში - 100, აჭარაში- 5, იმერეთში - 14. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 117 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 984 ინფიცირებული ბინაზე მკურნალობს. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 485 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 208, ხოლო აჭარაში - 175. სულ 6 ოქტომბრიდან - 5 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 566 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 632 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 715 პირი, აჭარაში - 811, იმერეთში - 1 487

ბათუმში კოვიდრეგულაციების მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეები დააკავეს

ბათუმში, გმირთა ხეივანში საპროტესტო დემონსტრაციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. სამართალდამცველების განცხადებით, დაკავების მიზეზი პოლიცილის კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობა გახდა. აჭარის მთავრობის სახლის წინ, შეკრებილები COVID19-ის გამო დაწესებულ შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვდნენ. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პირველ რიგში სურთ 21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები გაუქმდეს. ისინი აცხადებდნენ, რომ გადაადგილების შეზღუდვას არღვევენ და ტერიტორიის დატოვებას დილამდე არ აპირებდნენ. აჭარის მთავრობის სახლთან ისმოდა ელექტრონული მუსიკაც, ახალგაზრდები შეზღუდვებს ცეკვით აპროტესტებდნენ. აქცია თბილისშიც გაიმართა. ამავე თემაზე: საკარნავალე ფორმაში მყოფები პარლამენტთან „დაუმორჩილებლობის მარშს“ აწყობენ. „გახსენი ქვეყანა“: „სოციალური აფეთქება“ პარლამენტთან აქციას მართავს.

რომის პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად, ისტორიაში პირველად ქალი დანიშნა

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პაპმა ფრანცისკემ სინოდის მდივნად ქალი პირველად დანიშნა. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. პირველად ქალს, ნატალი ბექვარტს, შეეძლება კენჭისყრა კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსთა სინოდში. პაპმა ეკლესიაში ქალის როლის გაძლიერების სურვილი არაერთხელ გამოხატა. „ნატალი ბექვარტის დანიშვნით, სინოდის ხმის მიცემის პროცედურაში მონაწილეობის კარი გაიხსნა", - განაცხადა პაპმა ფრანცისკემ. 52 წლის ბექვარტს დოქტრინების საკითხების შესწავლა დაევალება. 2019 წლიდან მას სინოდში მრჩევლის პოზიცია ეკავა. საფრანგეთში დაბადებულ ნატალი ბექვარტს ბიზნესის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხი აქვს მიღებული პარიზში, ბიზნეს სკოლა HEC-ში. მანამდე კი ბოსტონში სწავლობდა. ამავე თემაზე: რომის პაპმა კათოლიკურ ეკლესიაში ქალებს ზიარების პროცესიაში და საკურთხეველში მსახურების უფლება მისცა

უსაფრთხოა თუ არა მგზავრობა კოვიდვაქცინის გაკეთებიდან 14 დღის შემდეგ - ენტონი ფაუჩის რეკომენდაცია

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა. მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს. „ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა. ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი: ვაქცინები კორონავირუსის ახალ ვარიანტებთან ბრძოლაში ისე კარგად ვერ დაგვეხმარება, როგორც პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ

არსებობს რაიმე მიზეზი, რის გამოც ხალხს ვაქცინის უნდა ეშინოდეს? ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „არა. ვაქცინები აჩვენებს, რომ ისინი უსაფრთხოა. ისტორიულად ვაქცინები ინფექციურ დაავადებათა პრევენციისთვის ყველაზე უსაფრთხო და ყველაზე ეფექტური გზაა. ის ვაქცინები, რომლებზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, დოკუმენტირებულად მაღალი უსაფრთხოებით გამოირჩევა. COVID19-ის რისკი განუზომლად დიდია, ვიდრე ვაქცინების უარყოფითი ეფექტი“, - აღნიშნავს ენტონი ფაუჩი. რაც შეეხება ვაქცინების ბრძოლას ვირუსის ახალ ვარიანტთან, ენტონი ფაუჩი აცხადებს: „მათ ეს [დახმარება] შეუძლიათ. ბოლომდე ისე კარგად არა, როგორც ამას პირველყოფილი ვირუსის წინააღმდეგ აკეთებდნენ, ანუ - დასაწყისში რომელ ვირუსთანაც გვქონდა საქმე. თუმცა, მათ მაინც გააჩნიათ დაცვის მნიშვნელოვანი ხარისხი, განსაკუთრებით მწვავე დაავადების წინააღმდეგ, კერძოდ - ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილის მხრივ. მაგრამ ისევე კარგად არ იცავენ მსუბუქი და საშუალო სიმძიმის დაავადებისგან“.

ენტონი ფაუჩი: ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით

როდის დადგება დრო, როცა ყველაფერი ძველებურად იქნება? შეიძლება დაახლოებით მაინც ვთქვათ, როდის მოვიხსნით ნიღბებს და გამუდმებით ვაქცინაზე აღარ ვისაუბრებთ? თუ ეს ყველაფერი ახალი ნორმა გახდება? - ამ შეკითხვას ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში პასუხობს. „ვფიქრობ, ნორმალურის მსგავს მდგომარეობას ბოლოს და ბოლოს დავუბრუნდებით. ვფიქრობ, მომავალში გაცილებით მეტი ყურადღება დაეთმობა ჯანდაცვის ზომებს. ჩემი აზრით, პოპულაციური იმუნიტეტის გამომუშავებისთვის საჭირო რაოდენობას თუ მივაღწიეთ, ანუ მოსახლეობის 70-85 პროცენტის ვაქცინაციას, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, მაშინ მნიშვნელოვნად მივუახლოვდებით ნორმალურ ცხოვრებას, ანუ იმას, რასაც შეიძლება ნორმალური დავუძახოთ. ალბათ 100 პროცენტით არა, მაგრამ ისეთი მკაცრი შეზღუდვები არ გვექნება, როგორიც ახლაა“, - აღნიშნა ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩი: ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს და დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ

ამერიკის წამყვანი ინფექციონისტი, ალერგიების და ინფექციურ დაავადებათა ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში კოვიდინფექციასთან გამკლავების გზებსა და ვაქცინაციის თემებზე საუბრობს. ჟურნალისტმა მას ორი ნიღბის გამოყენების საკითხზეც ჰკითხა. მოგზაურობას რაც შეეხება: თუ ორივე ვაქცინა გავიკეთე და მეორე დოზით აცრიდან 14 დღეა გასული, უსაფრთხოა მგზავრობა ერთი, ან ორი ნიღბით? - მიმართა კითხვით ჟურნალისტმა სპეციალისტს. „ეს დამოკიდებულია თქვენი მხრიდან რისკის გაწევის სურვილზე. ვგულისხმობ იმას, რომ რა თქმა უნდა, ახლა რისკი უეჭველად ნაკლებია, რაკი აიცერით. თუ ვაქცინა 94-95% ეფექტურობის მქონეა, თქვენი ინფიცირების და ავად გახდომის რისკი გაცილებით უფრო დაბალია აცრის შემდეგ. მაგრამ, რისკი მაინც არსებობს. ამიტომ საკითხავია, რა დონის რისკზე ხართ წამსვლელი? დღეს ჩვენ ისევ ყველას ვურჩევთ, რომ არ იმოგზაურონ, თუ ეს ძალიან აუცილებელი არ არის. ჯერჯერობით ეს ასეა. ასეთ რაოდენობრივ განსხვავებაზე ვერაფერს გეტყვით. დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრი ნიღბის ტარებას გვირჩევს. ზოგი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს ნიღბის დამატებით ფენაში. ეს მისაღებია, ცუდს ვერაფერს ვხედავ ორი ნიღბის ტარებაში, თუ ეს მეტ კომფორტს, სიმყუდროვეს, დაცულობის შეგრძნებას მოგცემთ. მაგრამ, დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის გზამკვლევში ჯერ არაფერი წერია იმაზე, რომ ერთი ნიღაბი ისეთი კარგი არ არის, როგორც ორი. ისინი ამას შეისწავლიან და იმედია, ინფორმაციას ჩვენც მოგვაწვდიან“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ.

ენტონი ფაუჩის განმარტება ნივთების ზედაპირიდან კორონავირუსის შესაძლო გადადების შესახებ

ენტონი ფაუჩი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან გადაგვედოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა. „თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ენტონი ფაუჩის განმარტება ნივთების ზედაპირიდან კორონავირუსის შესაძლო გადადების შესახებ

ენტონი ფაუჩი განმარტავს, შესაძლებელია თუ არა, რომ კორონავირუსი ნივთების ზედაპირიდან გადაგვედოს. ამ თემაზე დასმულ შეკითხვას მან „ამერიკის ხმასთან ინტერვიუში უპასუხა. „თეორიულად აბსოლუტურად შესაძლებელია და ალბათ ხდება კიდეც. თუმცა, დიდწილად, გადაცემის ძირითადი კომპონენტი რესპირატორულია, ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა, ასიმპტომატური ადამიანისგანაც კი ვრცელდება. ვიცით, რომ 50% ინფექციის გავრცელება მოდის ისეთ ადამიანებზე, ვისაც სიმპტომები არ აქვს და არც არასდროს ექნება, ან კიდევ პრესიმპტომატურზე, ანუ ისეთებზე, ვისაც სიმპტომები ჯერ არ აქვს, მაგრამ რამდენიმე დღეში გამოაჩნდება“, - განაცხადა ენტონი ფაუჩიმ „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში.

ამირან გამყრელიძე: რეინფიცირების ეჭვით კიდევ ორ ნიმუშს იკვლევენ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის. გამყრელიძის განმარტებით, რეინფიცირების ეჭვით დაახლოებით 30-ზე მეტი ნიმუში გამოიკვლიეს. `გამოკვლეული მასალების უმრავლესობა უკუდგებულია. ორ შემთხვევაზე მიმდინარეობს გენეტიკური კვლევები. საქართველოში რეინფიცირების შემთხვევა ამ ეტაპზე დადასტურებული არ არის“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კარლ ჰარცელი ზაზა გახელაძეზე: ძალიან საჭირბოროტო საკითხია. ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით

„აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა კარლ ჰარცელმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი შეფასებით, ეს ფაქტი დიდი შეშფოთების საგანია. „უკვე რამდენიმე თვეა, რაც ჩვენ თვალყურს ვადევნებთ ამ საქმეს. ჩვენ ვმუშაობთ სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით: ინცინდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმი, ცხელი ხაზი, ჟენევის მოლაპარაკებები. ეს ვერდიქტი, რომელიც მოჰყვა უკანონო დაკავებას, ცალსახად წარმოადგენს სიგნალს, რომელსაც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვეკიდებით. ჩვენ მოვითხოვთ ამ უკანონო პატიმრობიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენ მომავალშიც გავადევნებთ თვალყურს ამ საკითხს. ჩემთვის დიდი პატივია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატში მომიწვიეს ამ სიტუაციის განსახილველად. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აუცილებელია ამ თემაზე თვალყურის დევნება, რადგან ის ძალიან საჭირბოროტო საკითხს წარმოადგენს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, სტრატეგიული პარტნიორების - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის ელჩებთან, კელი დეგნანსა და კარლ ჰარცელთან მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფრომაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მთავრობის მეთაურმა, დიპლომატებს უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის და საქართველოს სხვა მოქალაქეების გათავისუფლებისა და სახლში უვნებლად დაბრუნების მიზნით მაქსიმალური მხარდაჭერა სთხოვა. „შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა საერთაშორისო დონეზე დიპლომატიური და სამართლებრივი ბერკეტის, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოყენების მნიშვნელობაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებისა და ინციდენტებზე პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში საკითხის უმაღლეს დონეზე დასმის აუცილებლობაზე, რათა შეწყდეს საოკუპაციო ხაზზე ადამიანთა უკანონო დაკავებები და ფუნდამენტური უფლებების უხეში დარღვევის ფაქტები. დიპლომატებმა კიდევ ერთხელ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საქართველოს მოქალაქის პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით და ხაზი გაუსვეს მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას", - ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის ელჩი: ზაზა გახელაძეს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები აქვს წაყენებული

"აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას", - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. აშშ-ის ელჩის თქმით, ზაზა გახელაძეს წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები. „აშშ-ი გამოთქვამს ძლიერ შეშფოთებას და გმობს უკანონოდ დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ გუშინ მიღებულ ზომას. იგი გასული წლის ივლისიდან მოყოლებული იმყოფება პატიმრობაში და მას წაყენებული აქვს სრულიად უსაფუძვლო, შეთითხნილი ბრალდებები, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი. გამოვთქვამთ იმედს, რომ სერიოზულად იქნება განხილული ამ სიტუაციის დაუყოვნებლივ გადაჭრის და საქართველოს მოქალაქის მაქსიმალურად დროულად გათავისუფლების საკითხი“, - განაცხადა კელი დეგნანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარიამ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩებს ზაზა გახელაძისა და სხვა მოქალაქეების გათავისუფლებაში დახმარება სთხოვა.

თბილისში მიკროავტობუსით მგზავრობის წესები განისაზღვრა

კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს და მგზავრებს მოუწოდებს, 8 თებერვლიდან მიკროავტობუსებით გადაადგილებისას მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები. კომპანიის განცხადებით, მოკროავტობუსებში აკრძალულია: 1. მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე. 2. გაგრილების სისტემის ჩართვა. 3. სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. მათი განცხადებით, ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარდებათ დეზინფექციას. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ გაცნობებთ, რომ ორშაბათიდან, 8 თებერვლიდან, სრულად აღდგება კომპანიის დაქვემდებარებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა მომსახურეობა, საკოორდინაციო საბჭოს მიერ დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. კერძოდ, აკრძალულია მგზავრის დაშვება მიკროავტობუსში დამცავი პირბადის გარეშე; აიკრძალა გაგრილების სისტემის ჩართვა მიკროავტობუსებში; სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ღია ფანჯრებით გადაადგილება. ამასთან ერთად მოგახსენებთ რომ COVID19 -ის გავრცელებისგან თავის დაზღვევის მიზენით კომპანია „თბილისის მიკროავტობუსი“ სატრანსპორტო ხაზზე გასულ ყველა მიკროავტობუსს ავტოფარეხში დაბრუნებისთანავე ყოველ დღე ჩაუტარებს დეზინფექციას. კომპანია თბილისის მიკროავტობუსი უმორჩილესად სთხოვს ყველა მომხმარებელს, კომპანიის სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისას აუცილებლად გამოიყენოს პირბადე და დაიცვას ზემოთ ჩამოთვლილი უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელი წესები, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია მძღოლს უტოვებს უფლებას არ დაძრას მიკროავტობუსი და სთხოვოს მგზავრს, რომელიც არ გამოიყენებს პირბადეს, დატოვოს სატრანსპორტო საშუალება. “თბილისის მიკროავტობუსი” გაცნობებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ 19 -ით გამოწვეული პანდემიის დაწყებისთანავე კომპანიამ მიიღო ყველა ის საჭირო ზომა, რომელიც ემსახურება ვირუსის გავრცელებისგან თავის არიდებას", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ 8 თებერვლიდან მუნიციპალური ტრანსპორტი განაახლებს მუშაობა. 8 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი 21:00 საათამდე იმუშავებს

დავით ზალკანიანი: დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს

"დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში", - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია „ყველა უწყება, რომელიც ჩართულია ამ პროცესში, თავისი მიმართულებით მაქსიმუმს გააკეთებს ამ პროცესში, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაცია და ასევე, ყველა ფორუმის მაქსიმალურად გამოყენება იმისათვის, რომ ეს უკანონო დაკავება იყოს წამოწეული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგის პრიორიტეტულ საკითხებს შორის. ეს არის ცალსახად პროვოკაციული ქმედება და არის მიმართული ქვეყნის შიგნით დაძაბულობის გამოწვევის თვალსაზრისით. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ზუსტად დაემთხვა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენს, რომელმაც ერთხმად აღიარა ოკუპირებული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია და ის ფაქტი, რომ იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ სიტუაციასთან დაკავშირებით, სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ძალას, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს. საგარეო საქმეთა სამინისტრო ყველა მიმართულებით მუშობს თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჟენევის პროცესის ყველა ძირითად აქტორთან ერთად, რომელიც უკვე ინფორმირებულია. ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან წამოვიდა დამგმობი განცხადებები. ვიხილეთ აშშ-ს, ევროკავშირის, ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება. დარწმუნებული ვარ, უახლოეს დღეებში, მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა გამოეხმაურება ამ უკანონო დაკავების პროცესს და იქნება ისე, როგორც წინა უკანონო დაკავების შემთხვევებში, საერთაშორისო თანამეგობრობა იქნება ერთიანი ამ მოთხოვნაში. ჩვენ ამას შევძლებთ და მაქსიმალურად შევეცდებით, ეს პროცესი მაქსიმალურად დაჩქარდეს“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ-მა სასამართლომ, ზაზა გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა. გიორგი გახარია ზაზა გახელაძის საქმესთან დაკავშირებით, შესაბამისიუწყებების წარმომადგენლებს შეხვდა.

ისრაელში ჩატარებული კვლევით, კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატმა პაციენტები კორონავირუსისგან 5 დღეში განკურნა

ისრაელში, მკვლევრების განცხადებით, კიბოს ექსპერიმენტული პრეპარატი შესაძლოა, ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს კორონავირუსისგან უფრო სწრაფად გამოჯანმრთელებაში დაეხმაროს. ისრაელის მეცნიერებმა დღეს განაცხადეს, რომ 30-დან 29 პაციენტს, რომელთა მდგომარეობაც საშუალოდ და მძიმემ ფასდებოდა, EXO-CD24-ით მკურნალობდნენ და 5 დღეში სრულად განიკურნენ. 30-ე პაციენტს კი ამისთვის რამდენიმე დღით მეტი დასჭირდა. ახლა შემდგომი გამოკვლევებია საჭირო იმის დასადასტურებლად, რომ პრეპარატი, რომელიც საკვერცხის კიბოს წინააღმდეგ გამოიყენება, რეალურად მოქმედებს. ისრაელში,, სადაც ვაქცინაცია ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს, კვლავ აღრიცხება დღეში საშუალოდ 6 500 ახალი შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით ლოკდაუნი 27 დეკემბრიდან არის ძალაში და ის ოთხჯერ გახანგრძლივდა ინფექციის მაჩვენებლის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. ისრაელში, იანვარში 1000-ზე მეტი კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. სულ აღრიცხულია 675 000-ზე მეტი შემთხვევა, გარდაცვლილია - 5,019 პაციენტი.