საზოგადოება

ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო - ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა

217 კოვიდინფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში - 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 478 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-232, აჭარაში-97, ხოლო იმერეთში-9. სულ 6 ოქტომბრიდან - 19 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 466 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 21 504 ადამიანი, მათ შორის თბილისში-11 978 პირი, აჭარაში-1 626, იმერეთში-2 459“,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა

კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

ბოლო 24 საათში 14 კოვიდინფივირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში 14 კოვიდინფივირებული გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ჯამში 2 987 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსი კიდევ 469 ადამიანს დაუდასტურდა, 1 792 გამოჯანმრთელდა

ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი, სტივ ბენონი შეიწყალა

დონალდ ტრამპმა თავისი ყოფილი მრჩეველი სტივ ბენონი, რომელიც სასჯელს თაღლითობისთვის იხდიდა, შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა ეს თავისი შემცვლელის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე რამდენიმე საათით ადრე გააკეთა. თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბენონი „კონსერვატიული მოძრაობის მნიშვნელოვანი ლიდერი იყო“, მისთვის ბრალდების წარდგენა კი ბენონის პოლიტიკურ პროექტში ჩართულობას უკავშირდება. გარდა ამისა, ტრამპმა კიდევ 70-ზე მეტი ადამიანი შეიწყალა, მათ შორის რეპერი Lil Wayne და დეტროიტის ყოფილი მერი კვამე კილპატრიკი. ცნობისთვის, 2016 წელს სტივ ბენონი დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში ერთ-ერთ წამყვან თანამდებობას იკავებდა. არჩევნების შემდეგ მან დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში მთავარი სტრატეგის პოსტი დაიკავა, თუმცა 2017 წელს თეთრი სახლი დატოვა. ბენონი 3 პირთან ერთად 2020 წლის აგვისტოში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, დაკავებულებმა კამპანია „ჩვენ ვაშენებთ კედელს“ ფარგლებში ათასობით დონორი მოატყუეს, რა დროსაც მოქალაქეებს დაპირდნენ, რომ შემოსული თანხა სრულად მოხმარდებოდა კედლის მშენებლობას.

ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო

ვაშინგტონში, ლინკოლნის მემორიალთან ჯო ბაიდენმა არჩეულ ვიცე-პრეზიდენტ, კამალა ჰარისთან ერთად, კორონავირუსით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო. მათ პატივი მიაგეს პანდემიის დროს გარდაცვლილ 400 ათასს თანამოქალაქეს. მემორიალური ღონისძიებები ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქებში გაიმართა. მემორიალური აქციის ფარგლებში ნიუ-იორკში ემპაირ სტეიტ ბილდინგი და სხვა შენობები წითლად განათდა.

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება

დღეიდან, საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისათვის რეგისტრაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. „საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ უცხო ქვეყნების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არანაკლებ 75 დღისა, საშუალება აქვთ სწავლა საქართველოში გააგრძელონ. ამისათვის მათ 20 იანვრის 09:00 საათიდან პირველი თებერვლის 18:00 საათამდე განცხადებით უნდა მიმართონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე. განაცხადი ასევე მიიღება ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: gancxadebebi@naec.ge. სტუდენტები მხოლოდ ერთ გამოცდას ჩააბარებენ. გამოცდის წარმატებით ჩაბარება გულისხმობს ტესტისთვის განსაზღვრული მაქსიმალური ქულის 50%-ზე მეტის (მინიმუმ 23 ქულა) დაგროვებას. დეტალური ინფორმაცია, ასევე შესავსები განცხადების ფორმა და ტესტის ნიმუში გამოცდის ჩაბარების მსურველებს შეუძლიათ იხილონ ბმულზე: https://naec.ge/#/ge/post/2298 გამოცდის თარიღისა და ჩატარების ადგილის თაობაზე დეტალური ინფორმაცია რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. გამოსაცდელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ტესტირებაზე დაცული იქნება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები" , - ნათქვამია ინფორმაციაში.

ესპანეთის ხელისუფლებამ მადრიდი კატასტროფის ზონად გამოაცხადა

ესპანეთის ხელისუფლებამ დედაქალაქი დიდთოვლობისა და დაბალი ტემპერატურის გამო, "კატასტროფის ზონად" გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ეს ნაბიჯი ხელისუფლებას დაეხმარება ცუდი ამინდის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში. ესპანეთის მინისტრთა კაბინეტმა სამშაბათს, 19 იანვარს აღიარა, რომ მადრიდისთვის უჩვეულო თოვლისა და დაბალმა ტემპერატურამ დედაქალაქს "უდიდესი ზიანი მიაყენა". ხელისუფლების მიერ მიღებულ დადგენილებაში ნათქვამია, რომ უამინდობის შედეგად მიყენებული ზარალის გამო მადრიდი კატასტროფის ზონად უნდა გამოცხადდეს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი ფინანსური რესურსი გამოიყოს. როგორც ესპანეთის მეტეოროლოგიური სამსახური აცხადებს, მადრიდში ბოლო 100 წლის განმავლობაში 80 სანტიმეტრის თოვლი არ მოსულა და არც ტემპერატურა შემცირებულია - 12 გრადუსამდე. მადრიდის მერიის ინფორმაციით, ამინდის გაუარესების გამო, საზოგადოებრივი კვების ობიექტების ზარალმა 100 მილიონი ევრო შეადგინა. შეჩერებული ურბანული ტრანსპორტის ზარალი 30 მილიონამდეა შეფასებული, ხოლო საცხოვრებელი სახლების დაზიანება - 75 მილიონი. საგზაო ობიექტების შეკეთება 110 მილიონი დაჯდება. ითვლება, რომ მწვანე საფარის აღდგენას მინიმუმ 97 მილიონი დასჭირდება. მთლიანი ზარალი, მერიის ცნობით, მინიმუმ 1,4 მილიარდი ევრო იქნება. ესპანეთში მეტეოროლოგიური ვითარების გაუარესება შტორმმა „ფილომენამ“ განაპირობა.

მამუკა ხაზარაძე: ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი

"მე შენ ხელს აღარ ჩამოგართმებ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- ასე მიმართა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ პარტია "მოქალაქეების" ლიდერს, ალეკო ელისაშვილს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში. ალეკო ელისაშვილი ამბობდა, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა, ხაზარაძემ კი ამის დამტკიცება მოსთხოვა. "სანამ ქართულ პოლიტიკაში, ისევე, როგორც საქმიან ურთიერთობაში, ყველაფერს თავისი სახელი არ დაერქმევა, ამ ქვეყანას არ ეშველება. თავისი სახელი უნდა დაერქვას ყველაფერს. სანამ ახლა შენ არ დაამტკიცებ მეორე ბრალდებას, მეორე ტყუილს, რომ ბადრი ჯაფარიძე ქართულ ოცნებას შეხვდა... თქვენ ხართ მატყუარა. პირდაპირ გეუბნებით, მე არ დაგინახოთ ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. მე შენ ხელს არ ჩამოგართმევ, ეს იქნება პირველი მაგალითი ქართულ პოლიტიკაში, რომ ღირსებას, პასუხისმგებლობას და სიტყვას უნდა ჰქონდეს ფასი",- განაცხადა მამაუკა ხაზარაძემ.

თეა წულუკიანი: როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში

"როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში", - განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ თეა წულუკიანმა "პირველი არხის" ეთერში. "ჩემთვის მდგომარეობა, მშვიდად წავიდე სახლში არის ის – თუ გინდათ რადიკალად შემრაცხეთ – როგორც კი დავინახავ, რომ ნაციონალური მოძრაობის და მისი გადმონაშთების უკან დაბრუნების რისკი არის ნულთან ახლოს, მაშინ ჩავთვლი, რომ საქმე აღარა მაქვს პოლიტიკაში. მე სულაც არ მგონია, რომ ვარ კლასიკური პოლიტიკოსი. ვიყავი ჩემთვის სტრასბურგში, ვმუშაობდი სასამართლოში და ვიყავი ბედნიერად. იმ თანამდებობიდან, რომელიც სიბერემდე შეიძლება მქონოდა, უცბად გადავწყვიტე, დავბრუნდე საქართველოში და შევუერთდე იმ პატარა, სულ პატარა პარტიას, რომელიც სრულ უიმედობაში იბრძოდა ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ჟოზეფ ბორელი: ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი რუსეთის ხელისუფლებას, ნავალნისა და მისი მხარდამჭერების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ბორელის თქმით,- „მოსკოვში დაბრუნებისას პირდაპირ ეთერში რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის დაკავება მიუღებელია როგორც ევროპისთვის, ისე მთელი საერთაშორისო საზოგადოებისთვის. გუშინ ევროკავშირის სახელით გამოვაქვეყნე მკაფიო გზავნილი, რომ ჩვენ ვგმობთ ბატონი ნავალნის დაკავებას და მას მტკიცე სოლიდარობას ვუცხადებთ" ჯოზეფ ბორელის თქმით, ალექსეი ნავალნის დაკავების საკითხი განხილული იქნება ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოზე, რომელიც მომავალ კვირაშია დაგეგმილი. მან კიდევ ერთხელ მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას ნავალნის მოწამვლის გამოძიებისა და ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციასთან თანამშრომლობისკენ. ალექსეი ნავალნი რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა.ნავალნი აეროპორტშივე დააკავეს და სასამართლო პროცესი პოლიციის განყოფილებაში გაიმართა, სადაც ოპოზიციონერს 30-დღიანი პატიმრობა შეეფარდა. რუსეთის პროკურატურა ნავალნისა და მის ძმას ოლეგს, 2008 წლიდან 2012 წლამდე 500,000 დოლარის ოდენობით თანხის გათეთრებაში ადანაშაულებს.

სერბეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, სადაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებენ

სერბეთი ევროპაში პირველი ქვეყანაა, რომლის მოსახლეობაც ჩინურ ვაქცინას გაიკეთებს. 19 იანვარს სერბეთმა მასობრივი ვაქცინაცია რისკჯგუფებით დაიწყო. ვაქცინას პირველ რიგში სამხედროები, სამედიცინო პერსონალი და მასწავლებლები მიიღებენ. გასულ კვირას სერბეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ჩინური წარმოების „Sinopharm“ ვაქცინის ერთი მილიონი დოზა ჩაიტანეს. სერბეთის პრემიერის თქმით, ის ჩინურ "Sinopharm"-ის ვაქცინას სრულიად ენდობა. თავად პრემიერი გასულ წელს Pfizer-ით აიცრა.სერბეთი ასევე გეგმავ, ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამაში რუსეთის მიერ წარმოებული პრეპარატი Sputnik V-ის შეტანას, რათა მოსახლეობისთვის უფრო მეტი ვაქცინა იყოს ხელმისაწვდომი.

Twitter-სა და სხვა კომპანიებს თურქეთმა ახალი რეგულაცია დაუწესა

თურქეთმა Twitter-ზე, Periscope-სა და Pinterest-ზე რეკლამები აკრძალავს, თუ ისინი კანონის შესაბამის პირობას არ დააკმაყოფილებენ. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს. აკრძალვა უკავშირდება ახალ კანონს, რომლის თანახმადაც სოციალური მედიის კომპანიები ვალდებულნი არიან, საკუთარი წარმომადგენელი ჰყავდეთ ქვეყანაში, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ისინი დაჯარიმდებიან. სადავო კანონი უფლებას აძლევს თურქეთის მარეგულირებელს, ვებგბერდიდან წაშალოს ნებისმიერი მასალა, რომელიც მათ სურთ. ახალი კანონის მიღებამდე მარეგულირებელს შეეძლო, დაებლოკა საიტზე წვდომა. ახალი რეგულაციებით გათვალისწინებული ჯარიმის ასარიდებლად Facebook-მა საკუთარი წარმომადგენელი თურქეთში უკვე დანიშნა.

ნეაპოლში, ერთ-ერთი სახლის კარადაში პოლიციამ 500 წლის ნახატი იპოვა

500 წლის ნახატი, რომელიც უცნობია, როდის დაიკარგა, პოლიციამ ნეაპოლში ერთ-ერთი სახლის კარადაში იპოვა. ინფორმაციას BBC ავრცელებს. ნახატი "Salvator Mundi" უცნობია როდის დაიკარგა, თუმცა ის პოლიციამ რამდენიმე დღის წინ ნეაპოლში იპოვა. მუზეუმში არ იცოდნენ, რომ ნახატი დაიკარგა, რადგან ახალი რეგულაციების გათვალისწინებით ოთახი, სადაც ნახატი სხვა ხელოვნების ნიმუშებთან ერთად ინახებოდა, სამი თვის განმავლობაში არ გახსნილა. პოლიციამ დააკავა პირი, რომლის სახლშიც ნახატი ინახებოდა. პროკურატურა მას მოპარული ნივთის შეძენაზე ედავება. გავრცელებული ცნობით, ნახატი ლეონარდო და ვინჩის ერთ-ერთმა მოსწავლემ დახატა. Salvator Mundi აუქციონზე 400 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და ამით აუქციონის რეკორდი დაამყარა.

ბექა ფერაძე: მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ

„პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს 14 დღეში ერთხელ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება მოუწევთ", - ამის შესახებ რომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. „მთელი საქართველოს მასშტაბით მსხვილ სავაჭრო მოლებს, ბაზრების და ბაზრობების წარმომადგენლებს შევხდით, გავაცანით ის მოთხოვნები, რომელთა დაცვა მოუწევთ პირველი თებერვლიდან. საუბარია დამატებითი ტესტირების ვალდებულებაზე იმ რეგულაციების მიღმა, რომელიც უკვე არსებობდა პროტოკოლის გათვალისწინებით. პირველი თებერვლიდან ოპერირების განახლების შემთხვევაში, მოლებს და ბაზრობებს მოუწევთ თანამშრომელთა გეგმური ტესტირება 14 დღეში ერთხელ და პროცენტულობა განსაზღვრულია. ეს არის 20 პროცენტი ბაზრობების მიმართ და 25 პროცენტი მოლების მიმართ. მათ გავაცანით სპეციალური პროგრამა, სადაც შეძლებენ დარეგისტრირებას და შემდგომში უკვე მონიტორნინგის მექანიზმიც იქნება ზოგადად ბიზნესის მხრიდან. ასევე, მონიტორინგს განახორციელებს შრომის ინსპექცია სხვადასხვა უწყების ჩართულობით. პორტალის საშუალებით, ბიზნესი შეძლებს, ბიუროკრატიული მექანიზმების გარეშე, rs-ის ავტორიზაციის მეშვეობით, მოახდინოს რეგისტრაცია, რაც გამორიცხავს ცდომილებას. პერსონალური მონაცემები კანონმდებლობის შესაბამისად იქნება დახურული და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ იქნება ხელმისაწვდომი აარავტორიზებული პირისთვის. მათ უნდა დაარეგისტრირონ თავიანთი კომპანია, იქ დასაქმებული ადამიანები, რათა შესაძლებელი იყოს ჩვენ პროცენტულობით შევხედოთ, რამდენი ადამიანი გაიტესტა, მაგალითად, დადგენილ ვადაში საერთო რაოდენობის 25 პროცენტი გაიტესტა თუ არა ნამდვილად“, - განაცხადა ბექა ფერაძემ. როგორც ბექა ფერაძემ აღნიშნა, ეკონომიკის გახსნის ზუსტ თარიღთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭო 21-22 იანვარს მიიღებს. „გახსნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოზე ოთხშაბათს ან ხუთშაბათს იქნება მიღებული. უკვე დაანონსდება ის ზუსტი თარიღი, რა პერიოდშიც ისინი განაახლებენ სამუშაო პროცესს. ზოგადად, ეკონომიკის გახსნაც საკოორდინაციო საბჭოზე იქნება განხილული, სხვა სექტორების ჩართულობით. ეტაპობრივად მოხდება ეკონომიკის სრული განახლება“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

თამარ გაბუნია: წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული

„წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას", - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ „დღის ქრონიკასთან“ საუბრისას. „პირველ რიგში, ვაქცინაცია უნდა შევთავაზოთ სამედიცინო სფეროში მომუშავე ადამიანებს. რა თქმა უნდა, ეს იქნება ნებაყოფლობითი. რისკების გაცნობიერების საფუძველზე, ადამიანმა თავად უნდა მიიღოს ეს გადაწყვეტილება. ჯანდაცვის პროფესიონალებს მოჰყვება ის ხალხი, ვინც მუშაობს ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, ანუ ხანდაზმულ პირებთან და შემდეგ მოდის ასაკობრივი ჯგუფები, ყველაზე მაღალის რისკის მატარებელია 75 წლის ზემოთ ასაკის მქონე მოსახლეობა. ეტაპობრივად ფართოვდება ვაქცინაციის პროგრამა, იმისთვის, რომ მოსახლეობის 60% მოვიცვათ. წლის ბოლომდე, დაახლოებით, 1 700 000 მოზრდილი ადამიანის ვაქცინაციაა განსაზღვრული. მოლოდინი გვაქვს, რომ, პირველ ეტაპზე, უფრო სწრაფად მივიღებთ „ფაიზერის“ ვაქცინას. ის მოიცავს პირველ ჯგუფს და არ იქნება იმდენი, რომ სრულად მოიცვას ჯანდაცვის სექტორის საჭიროება, მაგრამ COVAX-ის პლატფორმსთან მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ პირველი 20 ათასი დოზა, ჯანდაცვის პროფესიონალებისთვის, თებერვლისთვის მოგვცენ“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ბექა ლილუაშვილი კით კრაჩის განცხადებაზე: ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი

"ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი",- ასე გამოეხმაურა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბექა ლილუაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის, კით კრაჩის განცხადებას ლილუაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველო რეგიონში ინვესტიციების თვალსაზრისით გამტარი ხდება. „ეს დაახლოებს საქართველოს საინვესტიციო ჰაბის რეგიონალურ როლთან და ეს არის ძალიან ძლიერი მესიჯი და სიგნალი საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ხდება ამერიკული ინვესტიციებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მათ შორის იმ განცხადებების ფარგლებში, რომლებშიც საუბარია ერთობლივი ბიზნეს-გეგმის განხორციელებაზე საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის. შესაბამისად, ეს ნიშნავს ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტ სამუშაო ადგილს, მეტ ინვესტიციასა და მეტ დასაქმებას“, - განაცხადა ლილუაშვილმა. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის ახელმწიფო მდივნის მოადგილემ, კით კრაჩმა „ამერიკის ხმისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აშშ-სა და საქართველოს შორის სტრატეგიული და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოში DFC-ის ოფისის გახსნაც განიხილება. ცნობისთვის, საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის მეხუთე თაობის ინტერნეტის, იგივე 5G-ის, უსაფრთხოების შესახებ, 14 იანვარს ურთიერთგანგების მემორანდუმს მოეწერა ხელი.

Gazprom-ი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მამართ არსებულ რისკებზე განცხადებას ავრცელებს

რუსეთის უმსხვილესი კომპანია და ბუნებრივი აირის მწარმოებელი "Gazprom"-ი განცხადებას ავრცელებს საკუთარი პროექტის შესახებ, რომელიც ევროპაში მიმდინარეობს და დასრულების სტადიაზეა. მათი თქმით,"ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მილსადენი პოლიტიკური წნეხის გამო სხვადასხვა წინაღობას აწყდება. კომპანიის თქმით, "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე მუშაობისას ვისმენთ ბევრ პოლიტიკურ კრიტიკას, რომლებიც განპირობებულია პოლიტიკური სიტუაციის ცვლილებით. ყველაფერი ეს ზიანს აყენებს მილსადენის პროექტზე მუშაობის პროცესს",- ნათქვამია კომპანიის განცხადებაში. კომპანიის თქმით, ასეთმა ცვლილებებმა შესაძლოა გამოიწვიოს პროექტის შეფერხება, ან შეწყვეტა. ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით რუსეთი გაზსადენით დაუკავშირდება გერმანიას, რომელიც ქვეყანას რუსული ბუნებრივი აირით მოამარაგებს. პროექტის დასრულება 2021 წლის პირველ ნაწილშია მოსალოდნელი.

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი მეტ ჰენკოკი თვითიზოლაციაში გადავიდა. ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს. როგორთ ჰენკოკიმ აღნიშნა, ის მას შემდეგ გადავიდა თვითიზოლაციაში, რაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილმა აპლიკაციამ მას ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ ამცნო. „გუშინ საღამოს ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის (NHS) აპლიკაციამ შემატყობინა ინფიცირებულთან კონტაქტის შესახებ. შესაბამისად, მიმდინარე კვირის ბოლომდე თვითიზოლაციაში ვიქნები“, - წერს ჰენკოკი.

ტაილანდის სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკისთვის ქალს 43 წლით პატიმრობა შეუფარდეს

ტაილანდის სახელმწიფო მოხელე ქვეყანაში მოქმედი მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლით დააპატიმრეს. ინფორმაციას NY Times-ი ავრცელებს. მონარქიის კრიტიკისთვის 43 წლიანი პატიმრობა ქვეყანაში ყველაზე გრძელვადიანი სასჯელია, რაც კი მოქალაქისთვის ოდესმე მიუსჯიათ. ყოფილი სახელმწიფო მოხელეს, ანჩან პრილერტს თავდაპირველად პატიმრობა 87 წლით მიუსაჯეს, თუმცა მან ბრალი აღიარა, რის გამოც პატიმრობის ვადა გაუნახევრდა. სამართალდამცავი ორგანოების განცხადებით, ანჩან პრილერტი სამეფო კარის შეურაცხმყოფელ მიმართვებს სოციალური ქსელით ავრცელებდა. ქვეყანაში მოქმედი სადავო კანონი, რომელიც უკრძალავს მოქალაქეებს სამეფო ოჯახის წევრის კრიტიკას, გასული წლის განმავლობაში ხშირად გააპროტესტეს, მწვავე დაპირისპირების შემდეგ, რომელიც სტუდენტებსა და სამართალდამცველებს შორის მოხდა. ბევრი აქტივისტი გაასამართლეს სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით, რომელიც კრძალავს მეფის ან მასთან დაახლოებული პირის კრიტიკას. Human Rights Watch-ის თქმით, კანონი კვლავ ძალაშია და არაა გამორიცხული, რომ უფრო მეტი ადამიანი დააკავონ მონარქის კრიტიკისთვის.