უცხოეთი

თინა თერნერი გარდაიცვალა

ამერიკელი მომღერალი, თინა თერნერი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა. თინა თერნერს ბოლო წლებში ჯანმრთელობის მრავალი პრობლემა ჰქონდა. ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლა, თავის სახლში გარდაიცვალა. თერნერმა კარიერა 1950-იან წლებში, როკ-ენ-როლის ადრეულ წლებში დაიწყო აიკ ტერნერთან, მის მეუღლესთან ერთად. წარმატება დუეტს მოუტანა სინგლმა „Proud Mary“. ჰიტებმა - The Best და What's Love Got To Do With It, თერნერი სუპერვარსკვლავად აქცია. თერნერი არის რვა გრემის მფლობელი. მეუღლესთან განშორების შემდეგ, თინა თერნერმა გამოსცა ავტობიოგრაფიული წიგნი  - „მე, ტინა“ (1977). მუსიკალურ კარიერასთან ერთად ტინამ მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ფილმშიც. აღსანიშნავია მისი მონაწილეობა როკ-ოპერაში „ტომი“ და მიუზიკლში „სერჟანტ პეპერის მარტოსული გულების კლუბის ბენდი“. თუმცა მის ყველაზე წარმატებულ კინოროლად ითვლება პერსონაჟი ფილმიდან - შეშლილი მაქსი. ამ ფილმისათვის მის მიერ დაწერილი სიმღერა - "We Don't Need Another Hero" ასევე დიდი წარმატებით სარგებლობდა.  როგორც მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ერთ-ერთი ცნობილი ადამიანი, თინა თერნერი ჟურნალ „როლინგ სტოუნის“ მიერ დასახელებულია ყველა დროის ყველაზე წარმატებულ როკ-მომღერალ ქალბატონად და ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს მომღერლად. მისი დისკების გაყიდული ასლების რაოდენობა 200 მილიონს შეადგენს. სტატისტიკით, მან გაყიდა ბევრად მეტი საკონცერტო ბილეთი, ვიდრე სხვა სოლო-შემსრულებელმა მუსიკის ისტორიაში. 2008-2009 წლებში თერნერმა მოაწყო საიუბილეო ტურნე, რომელიც მის 50-წლიან მუსიკალურ კარიერას აღნიშნავდა. 2021 წელს ის როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში, როგორც სოლო არტისტი შეიყვანეს. პირველად კი ამ სიაში აიკ ტერნერთან ერთად, 1991 წელს მოხვდა.  

ნორვეგია უკრაინელი მფრინავების წვრთნას მხარს დაუჭერს

ნორვეგია განიხილავს სხვადასხვა გზას, რომ წვლილი შეიტანოს უკრაინელი პერსონალის მომზადებაში F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებზე“, ნათქვამია ნორვეგიის თავდაცვის სამინისტროს მიერ 24 მაისს გამოქვეყნებულ განცხადებაში. მისივე თანახმად, ნორვეგია ხსენებულ საკითხს უკვე განიხილავს მოკავშირეებთან. ნორვეგიის მთავრობა დადებითად უყურებს „გამანადგურებელთა კოალიციის“ შექმნის ინიციატივას. ამ დროისთვის უკრაინას მიღებული აქვს 14 საბჭოთა პერიოდის MiG-29 საბრძოლო თვითმფრინავი პოლონეთიდან და 13 - სლოვაკეთიდან. თუმცა უკრაინამ ყველაზე დიდი ინტერესი აშშ-ის მიერ წარმოებული F-16-ის მიმართ გამოავლინა. კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მოკავშირეების უხალისო მიდგომამ უკრაინისთვის დასავლური გამანადგურებელი თვითმფრინავების და შორი რადიუსის რაკეტების მიწოდებაზე, შესაძლოა, რუსეთის აგრესიული ომი გაახანგრძლივოს.   უკრაინისთვის F-16-ების მიწოდებას აშშ პრიორიტეტად აცხადებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამეტის სპიკერის თქმით, უკრაინელებს გარკვევით განუმარტეს, რომ არ აძლევენ საშუალებას და არ ახალისებენ მათ, რომ თავდასხმები უკრაინის ტერიტორიის გარეთ განახორციელონ, მაგრამ, მნიშვნელოვანია, მსოფლიოს ახსოვდეს, რომ ომი რუსეთმა წამოიწყო. „სწორედ რუსეთმა წამოიწყო ეს ომი. სწორედ რუსეთი აგრძელებს თავდასხმებს უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. სწორედ რუსეთი ესხმის თავს სკოლებს, საავადმყოფოებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას. ასე რომ, უკრაინის გადასაწყვეტია, როგორ უნდა განახორციელონ თავიანთი სამხედრო ოპერაციები, მაგრამ ამ ომში აგრესორი სწორედ რუსეთია“, - აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. შეერთებულმა შტატებმა მწვანე შუქი აუნთო მესამე ქვეყნებს, გააერთიანონ ძალისხმევა უკრაინისთვის F-16 მოიერიშე თვითმფრინავების მიწოდების მიზნით. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ უკვე გამოაცხადა F-16 მოიერიშე თვითმფრინავებზე უკრაინელი პილოტების მომზადების პროგრამების დაწყების შესახებ. აშშ „თვითმფრინავების კოალიციას“ უერთდება და F-16-ებზე უკრაინელ პილოტებსაც გაწვრთნის - CNN პენტაგონი მესამე ქვეყნების მიერ, უკრაინისთვის F-16-ების გადაცემას არ ეწინააღმდეგება- Politico დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის თავდაცვის მინისტრების შეფასებით, უკრაინისთვის F-16-ების მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება, შეერთებულ შტატებზეა დამოკიდებული. გაერთიანებული სამეფო და ნიდერლანდები საერთაშორისო კოალიციის შექმნის მიზნით იმუშავებენ, რომ უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავების მიღებაში დაეხმარონ. დაუნინგ სთრითის ინფორმაცია რიში სუნაკისა და მარკ რუტეს შეხვედრის შემდეგ გავრცელდა, რომელიც რეიკიავიკში მიმდინარე სამიტის ფარგლებში გაიმართა. უფრო ადრე, ბრიტანეთის პრემიერი ხსენებულ საკითხში ჩართვას ზელენსკის დაჰპირდა ლონდონში ვიზიტისას, რის შემდეგაც უკრაინულმა მხარემ "მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები" დააანონსა. ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ უკრაინელი მფრინავების მომზადება ამ ზაფხულს დაიწყება.

BBC: უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ახალ კალენდარზე გადასვლა გადაწყვიტა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა ხმა მისცა ახალ კალენდარზე გადასვლას. მედიის ცნობით, ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. ახალ კალენდარზე საბოლოოდ გადასვლის შესახებ ოფიციალურ გადაწყვეტილებას 27 ივლისს, საეკლესიო ხელისუფლების უმაღლეს ორგანოში, ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიიღებენ. თუმცა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლმა, მიტროპოლიტმა ეპიფანემ განაცხადა, რომ ახალ კალენდარზე უკვე პირველი სექტემბრიდან გადავლენ. ეკლესიის განცხადებით, მიუხედავად სინოდის 24 მაისის გადაწყვეტილებისა, მრევლსა და მონასტრებს ძველი კალენდრის გამოყენება შეუძლიათ. უკრაინის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ შობის დღესასწაულის 25 დეკემბერს აღნიშვნა დაუშვა    

კიევი რუსეთის მიერ ბავშვების გატაცებაში ბელორუსის როლს იძიებს

Reuters-ის ცნობით, კიევი რუსეთის მიერ ბავშვების გატაცებაში ბელორუსის როლს იძიებს. ამის შესახებ სააგენტოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს. Reuters-ს მოჰყავს დევნილი ბელორუსიელი ოპოზიციის წევრების მიერ გამოქვეყნებული ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ 2150 უკრაინელი ბავშვი, მათ შორის 6-დან 15 წლამდე ობლები, იძულებით გადაიყვანეს ბელორუსის ტერიტორიაზე დასასვენებელ ბანაკებსა და სანატორიუმებში. ანგარიშში, ლუკაშენკოს ბრალად ედება უკრაინელი ობლების იძულებით გადაყვანა ბელორუსის ტერიტორიაზე, რაც დამტკიცების შემთხვევაში, მისი მხრიდან ომის დანაშაულებში ჩართვაზე მიუთითებს. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 27 აპრილს მიიღო რეზოლუცია, რომლითაც, ლუკაშენკო რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაში პოტენციურ თანამონაწილედ აღიარა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. უკრაინის ეროვნული მონაცემთა ბაზის თანახმად, 19 000-ზე მეტი ბავშვი გაიტაცეს რუსეთში, ხოლო ათასობით უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს - ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასამბლეამ შუამდგომლობა მიიღო, რომელიც გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი "ვგმობთ რუსეთის აგრესიას უკრაინაში, მათ შორის ჯანდაცვის დაწესებულებებზე თავდასხმებს", - ნათქვამია ინფორმაციაში. გაეროს უწყების ყოველწლიურ სხდომაზე წარდგენილი შუამდგომლობა ასევე მოითხოვს ჯანდაცვის სექტორზე რუსეთის აგრესიის გავლენის შეფასებას. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის - სტოლტენბერგი

ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ NATO-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის - ომის მიმდინარეობისას უკრაინის NATO-ში გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში განაცხადა. „ყველა აცნობიერებს, რომ შუა ომის დროს გაწევრიანება დღის წესრიგში არ დგას. კითხვა მდგომარეობს უფრო იმაში, რა მოხდება, როდესაც ომი დასრულდება. ჩვენ ყველა ვთანხმდებით, რომ ნატო-ს კარი ღიაა ახალი წევრებისთვის და რომ ნატო-ს მოკავშირეების და უკრაინის გადასაწყვეტია, როდის შეუერთდებიან ისინი და არა მოსკოვის. რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება. ასევე ჩვენ ვთანხმდებით, რომ ყველაზე სასწრაფო და მნიშვნელოვანი ამოცანა ახლა არის იმის უზრუნველყოფა, რომ უკრაინამ გაიმარჯვოს, როგორც სუვერენულმა, დამოუკიდებელმა ქვეყანამ. რადგან, თუ უკრაინა არ გაიმარჯვებს, წევრობის საკითხი განსახილველი არ იქნება“, – განაცხადა სტოლტენბერგმა. უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი  

უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება - სუნაკი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ დასავლეთის მხარდაჭერა წლების განმავლობაში გაგრძელდება. „ჩვენ ახლა მოკავშირეებთან ერთად ვსაუბრობთ იმაზე, უსაფრთხოების რა გრძელვადიანი, მრავალმხრივი და ორმხრივი შეთანხმებები შეგვიძლია, გავაფორმოთ უკრაინასთან“, - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.  

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ბერნარ არნომ ერთ დღეში $11 მილიარდზე მეტი დაკარგა

მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, 74 წლის ბერნარ არნომ, რომელიც ფრანგული კომპანია, LVMH-ის საკონტროლო პაკეტს ფლობს, ერთ დღეში 11,2 მილიარდი დოლარი დაკარგა. „სამშაბათს, LVMH-ის აქციები, რომელიც Louis Vuitton-ის ბრენდს ფლობს, პარიზში 5%-ით დაეცა. ეს არის ყველაზე დიდი ვარდნა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უფრო ფართო კლების ფონზე. შედეგად, ევროპულმა ფუფუნების სექტორმა მთლიანობაში დაახლოებით 30 მილიარდი დოლარი დაკარგა“, - ნათქვამია Bloomberg-ის ცნობებში. თანხების ამ კოლოსალური დანაკარგის მიუხედავად, ფრანგი მილიარდერის კაპიტალი მაინც 191,6 მილიარდი დოლარია. წელს არნოს ქონება 29,5 მილიარდი დოლარით გაიზარდა. ამავდროულად, სხვაობა LVMH-ის აღმასრულებელი დირექტორისა და მსოფლიოს მეორე უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის კაპიტალებს შორის, 11,4 მილიარდ დოლარამდე შემცირდა.  

ჩინეთის ახალი ელჩი ვაშინგტონში ჩავიდა და აღიარა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობები სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს აწყდება

ჩინეთის ახალმა ელჩმა შეერთებულ შტატებში განაცხადა, რომ ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობები „სერიოზულ სირთულეებსა და გამოწვევებს" აწყდება. ელჩის თქმით, მისი მიზანი ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებაა. „მე აქ ჩამოვედი ჩინეთის ინტერესების დასაცავად. ეს ჩემი წმინდა პასუხისმგებლობაა. მე ასევე ვარ ჩინელი ხალხის წარმომადგენელი, ამიტომ ჩამოვედი აქ ჩინეთ-ამერიკის თანამშრომლობის გასაძლიერებლად“, - განუცხადა სი ფენმა აეროპორტში შეკრებილ ჟურნალისტებს. მედია წერს, რომ ელჩად დანიშვნამდე, სი ფენი აშშ-ის მიმართ მკაცრი როტორიკით გამოირჩეოდა, მათ შორის „სადაზვერვო ბუშტის“ ჩამოგდების საკითხზე. მისივე თქმით, ამჟამად ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობა სერიოზული სირთულეებისა და გამოწვევების წინაშეა. „ჩემი დანიშვნა ჩემთვის არამხოლოდ პატივისცემას, არამედ უზარმაზარ პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. მე და ჩემი კოლეგები შევასრულებთ ჩვენს მოვალეობებს და შეასრულებთ ჩვენს მისიას მონდომებითა და სიმტკიცით“, - ამბობს ახალი ელჩი. 59 წლის სი ფენი კარიერული დიპლომატია. ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. სი ფენი ის ცინ განს ცვლის, რომელმაც ვაშინგტონი იანვარში დატოვა და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა. „ჩვენ მოუთმენლად ველით ელჩთან და მის გუნდთან მუშაობას. ჩვენ ერთგულნი ვართ, როგორც არაერთხელ ვთქვით, შევინარჩუნოთ კომუნიკაციის არხები PRC-თან (ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა) კონკურენციის პასუხისმგებლობით მართვის მიზნით", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა.  

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა სამეკავშირეო ოფისის გახსნის გეგმის შესახებ ჩვენთვის ცნობილია - ფუმიო კიშიდა

იაპონია არ გეგმავს NATO-ში გაწევრიანებას, თუმცა მისთვის ცნობილია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გეგმების შესახებ, გახსნას სამეკავშირეო ოფისი იაპონიაში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ განაცხადა. კიშიდა ამბობს, რომ არ არის ინფორმირებული, მიიღეს თუ არა რაიმე გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით NATO-ში. იაპონიის ამ განცხადებას ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იაპონიის ნაბიჯი არის ის, რასაც აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი „არ მიესალმება“. „ტოკიო ზედმეტად ფრთხილად უნდა იყოს სამხედრო უსაფრთხოების საკითხთან დაკავშირებით, მისი აგრესიის ისტორიის გათვალისწინებით“, – განაცხადა ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა. ცნობისთვის, იაპონური მედიის ინფორმაციით, კიშიდა გეგმავს შეუერთდეს NATO-ს სამიტს, რომელიც ივლისში, ლიეტუვაში გაიმართება. იაპონია NATO-ს სამეკავშირეო ოფისის გასახსნელად მოლაპარაკებებს მართავს. 10 მაისს, CNN-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საგარეო საქმეთა მინისტრი, იოშიმასა ჰაიაში მოლაპარაკების წარმოების მიზეზად, რუსეთის უკრაინაში შეჭრას ასახელებდა, რომელმაც „მსოფლიო ნაკლებად სტაბილური გახადა“.  

ნიდერლანდები უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შესაძენად 260 მილიონ ევროს გამოყოფს

ნიდერლანდების თავდაცვის მინისტრმა, კაისა ოლონგრენმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის საბრძოლო მასალის ერთობლივად შესაძენად, 279 მილიონი დოლარი გამოიყოფა.თანხები ხელს შეუწყობს ევროკავშირის გეგმის მეორე ფაზას, რომლის თანახმად, უკრაინას ერთი მილიონი საარტილერიო ტყვია უნდა მიეწოდოს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის თქმით, ევროკავშირმა უკვე გამოუყო 13 მილიარდ ევროზე მეტი მოცულობის სამხედრო დახმარება.  

ოკუპირებული ყირიმის ხიდზე დაკვამლიანებაა, რუსული მხარე ამტკიცებს, რომ მიზეზი წვრთნებია

უკრაინული მედიის ცნობით, ყირიმის (ქერჩის) ხიდზე დაკვამლიანებაა. რუსული მხარის განცხადებით, მიზეზი წვრთნებია. „ყირიმის ხიდი წვრთნების გამო დაკეტილია“, - აღნიშნა რუსეთის მიერ დანიშნულმა „ყირიმის რესპუბლიკის“ ე.წ ხელმძღვანელმა სერგეი აქსენოვმა. პროპაგანდისტებმა განაცხადეს, რომ ყირიმის ხიდზე მოძრაობა 11:00 საათზე აღდგა. წვრთნა დასრულდა და კვამლი აღარ არის. უკრაინულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.  

ბენ უოლესი უკრაინას ეწვია

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი 24 მაისს კიევში ჩავიდა და თავის უკრაინელ კოლეგას, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა. უკრაინული მედიის ცნობით, თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ოფიციალურმა პირებმა უსაფრთხოების საკითხები, ვილნიუსში NATO-ს მომავალი სამიტი და კიევის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები განიხილეს. მხარეებმა ასევე განიხილეს გაერთიანებული სამეფოს სასწავლო პროგრამა უკრაინელი ჯარისკაცებისთვის, განსაკუთრებული ყურადღება კი, შორი რადიუსის იარაღს დაეთმო. „მსოფლიომ კვლავ დაინახა გაერთიანებული სამეფოს ხელმძღვანელობა, მსოფლიომ კვლავ იხილა ნამდვილი მეგობრობა და მსოფლიომ დაინახა, რომ ლიდერობა უპირატესობას იძლევა ბრძოლის ველზე“, - განაცხადა რეზნიკოვმა. დიდი ბრიტანეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც უკრაინას შორი რადიუსის იარაღი მიაწოდა. მას შეუძლია, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებამდე მიაღწიოს.   

ლუკაშენკო მოსკოვში ჩავიდა

ბელორუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო დღეს სამუშაო ვიზიტით რუსეთს ეწვია. მედიის ცნობით, ლუკაშენკო ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმს დაესწრება. ლუკაშენკო ასევე შეხვდება ვლადიმერ პუტინს.  

ჰიტლერის სახლს ადამიანის უფლებებზე პოლიციელების ტრენინგისთვის გამოიყენებენ

სახლი ავსტრიაში, სადაც ნაცისტური გერმანიის ლიდერი, ადოლფ ჰიტლერი დაიბადა, პოლოციელების ტრენინგის ადგილი გახდება. მთავრობამ გერმანიის საზღვართან ახლოს მდებარე შენობა, იძულებითი შესყიდვის ორდერით, 2016 წელს, ხანგრძლივი დავის შემდეგ იყიდა. ამის შესახებ BBC წერს. სახლის გარდაქმნის სამშენებლო სამუშაოები სავარაუდოდ, შემოდგომაზე დაიწყება. თუმცა ეს თემა დავის საგანი გახდა. ზოგიერთ ავსტრიელს სახლის დანგრევა სურს. თუმცა კრიტიკოსები ამბობენ, რომ ეს იქნებოდა ავსტრიის წარსულის უარყოფა, სხვები კი ამბობდნენ, რომ სახლი უნდა გამოეყენებინათ „შერიგების ადგილად“ ან საქველმოქმედო მიზნებისთვის. ავსტრიული მაუწყებლის, ORF-ის ცნობით, უახლესი სქემის მიხედვით, სამშენებლო სამუშაოს ჩატარება მოსალოდნელია 2025 წლისთვის და პოლიციის ძალები იქ მომავალ წელს შევლენ. ნაცისტების მმართველობის დროს, სახლი ჰიტლერის სალოცავად გადაკეთდა - ამ სახლში ის მხოლოდ რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა. ჰიტლერი ინის ბრაუნაუში 1889 წელს დაიბადა. ავსტრია ოჯახთან ერთად კი, სამი წლის ასაკში დატოვა. ჰიტლერის მშობლიური სახლის ბედი რამდენიმე წლის განმავლობაში წყდებოდა. მანამდე, ავსტრიის ხელისუფლებას შენობის დემონტაჟი სურდა, რათა ის ნეონაცისტებისთვის საკულტო ადგილი არ გამხდარიყო. 2017 წელს, სახელმწიფომ სახლი მის იმჟამინდელ მფლობელს, ჰერლინდა პომერს ჩამოართვა. პომერმა სახლის სანაცვლოდ 1,5 მილიონი ევროს კომპენსაცია მიიღო, თუმცა მოგვიანებით, ავსტრიის ფინანსურმა პროკურატურამ ამ თანხის დასაბრუნებლად სასამართლო დავა დაიწყო. 2019 წლის აგვისტოში სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპენსაციის თანხა 810 ათას ევრომდე შემცირდა.    

პოლონეთი წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამას იწყებს

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ პოლონეთი 2023 წელს, წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროგრამის დაწყებას გეგმავს. პოლონეთმა სამხედრო ხარჯები გაზარდა მას შემდეგ, რაც მეზობელ უკრაინაში რუსეთი შეიჭრა.გასული წლის თებერვალში, მთავრობამ პირობა დადო, რომ გააორმაგებს ჯარის რაოდენობას და თავდაცვაზე მშპ-ს 4%-ს დახარჯავს. „ჩვენ ვიწყებთ პროგრამის განხორციელებას. წელს ვგეგმავთ წყალქვეშა ნავების შესყიდვის პროცედურის დაწყებას“, - განაცხადა მინისტრმა.  

რა როლს თამაშობს უკრაინა ბელგოროდის რეგიონში

არცერთი უკრაინელი ჯარისკაცი არ შესულა რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის რეგიონში საბრძოლო ოპერაციის დროს, რომელსაც შეიარაღებული რუსული ანტისამთავრობო ჯგუფები ატარებდნენ და რომლებიც აცხადებენ, რომ უკრაინის მხარეს იბრძვიან. წერს New York Times-ი, რომელიც უკრაინელ ოფიციალურ პირს ციტირებს.  მისი თქმით, უკრაინის სამხედროებმა დამხმარე როლი ითამაშეს 22 მაისის შეჭრაში, იცავდნენ საზღვარს რუსეთის ბელგოროდის რეგიონთან რუსეთის პოტენციური კონტრშეტევისგან. რუსეთის შიგნით გაჩაღებულ ბრძოლებზე და უკრაინის საზღვართან რუსული სოფლების დაკავებაზე, თავისუფალმა რუსეთის ლეგიონმა და რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა აიღეს პასუხისმგებლობა.  23 მაისს „კონტრტერორისტული ოპერაციის" დასრულების გამოცხადებიდან ერთი დღის შემდეგ, რუსეთის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის რეგიონს თვითმფრინავები "დიდი რაოდენობით" დაესხნენ თავს. მისივე თანახმად, გრეივორონის რაიონში ცხრა ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს და ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა ანტირუსულ ჯგუფებთან სავარაუდო ბრძოლის შედეგად. გლადკოვმა დაამატა, რომ უსაფრთხოების ძალები კვლავ ასუფთავებენ ტერიტორიას, რის შემდეგაც ევაკუირებულ მოსახლეობას შეეძლო სახლში დაბრუნება. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 23 მაისს განაცხადა, რომ მათ დაამარცხეს "უკრაინული ფორმირებები", რომლებიც აცხადებდნენ, რომ "მოკლეს 70 მებრძოლი" და გაანადგურეს ოთხი ჯავშანტექნიკა და ხუთი სატვირთო მანქანა, ხოლო "დარჩენილი ფორმირებები ბელგოროდის ოლქიდან უკრაინის ტერიტორიაზე გადაიყვანეს". თუმცა, რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა უარყო ეს მტკიცება. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა, რომელიც ანონიმურად ისაუბრა, NYT-თან, განაცხადა, რომ შეიარაღებულმა ჯგუფებმა განიცადეს დანაკარგები, მაგრამ არა იმ მასშტაბის, რომ გავლენა იქონიოს მათ საბრძოლო შესაძლებლობებზე. უკრაინის ოფიციალურმა პირებმა არაერთგვაროვანი განცხადებები გააკეთეს გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ. უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა 22 მაისს Suspilne-ს დაუდასტურა, რომ რუსულმა ანტისამთავრობო ჯგუფებმა მართლაც დაიწყეს საბრძოლო ოპერაცია რუსეთის ბელგოროდის ოლქში. იუსოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია რუსეთ-უკრაინის საზღვარზე „უსაფრთხო ზოლის“ შექმნას ისახავს მიზნად, ის „ექსკლუზიურად რუსეთის მოქალაქეების მიერ“ ტარდება. შემდეგ მან CNN-ს განუცხადა, რომ ქვედანაყოფები, რომლებმაც გადაკვეთეს საზღვარი, უკრაინაში "თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების ნაწილი" იყვნენ, მაგრამ „რუსეთში ისინი მოქმედებენ როგორც დამოუკიდებელი სუბიექტები". უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა თავის მხრივ, ბელგოროდის მოვლენებში კიევის რაიმე მონაწილეობა უარყო.

ბრიტანეთის დაზვერვა: რუსეთის სასამართლომ 5 თვეში სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე განიხილა, რაც 2022 წლის მონაცემებს აღემატება

აგრესორი სახელმწიფოს სასამართლოს მონაცემებით, 2023 წლის ხუთ თვეში რუსეთის სამხედრო სასამართლოებმა განიხილეს სამხედრო ნაწილის თვითნებურად დატოვების 1053 საქმე, რაც 2022 წლის მთლიან მონაცემებზე მეტია. დამნაშავედ აღიარებულთა უმრავლესობას პირობითი სასჯელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, ისინი უკრაინაში საომრად მოხვდნენ. „დამოუკიდებელი რუსი ჟურნალისტების სარწმუნო კვლევა ვარაუდობს, რომ 2023 წლის იანვრიდან მაისამდე, რუსეთის  სასამართლოებმა განიხილეს 1053 პერსონალის გამოუცხადებლობის საქმე (AWOL) - მეტი, ვიდრე მთელი 2022 წლის განმავლობაში“, - დაზვერვის ცნობებში. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის თანახმად, რუსეთის არმია უკრაინაში ოპერაციების განმავლობაში იბრძოდა თავის რიგებში დისციპლინის გასაძლიერებლად, მაგრამ მისი პრობლემები დიდი ალბათობით, 2022 წლის ოქტომბრიდან, რეზერვისტების იძულებითი მობილიზაციის შემდეგ  გაუარესდა.  

გერმანიამ უკრაინას საჰაერო სათვალთვალო რადარი, განაღმვის სისტემები, სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა

გერმანიის მთავრობამ განაახლა უკრაინის სამხედრო დახმარების სია, რომლის მიხედვითაც, ქვეყანას TRML-4D ტიპის საჰაერო სათვალთვალო რადარი გადაეცა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს. TRML-4D ტიპის რადარს შეუძლია, აღმოაჩინოს და თვალყური ადევნოს სხვადასხვა ტიპის საჰაერო სამიზნეებს 250კმ-მდე რადიუსში. ასევე კონცენტრირებას ახდენს მცირე, სწრაფ და დაბლა მფრინავ ფრთოსან რაკეტებზე. რადარის გარდა, გერმანიამ უკრაინას განაღმვის სისტემები, Vector-ის ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავები და დრონების საწინააღმდეგო სისტემები გადასცა. განახლებულ სია სასაზღვრო და სატვირთო მანქანებსაც მოიცავს. გერმანია უკრაინას, ომის დაწყების შემდეგ, ყველაზე დიდ სამხედრო დახმარებას გადასცემს  

ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი ბრიგადები დაემატება - ზელენსკი

ჩვენს ქვეითთა საზღვაო ქვედანაყოფებს ახალი საზღვაო ბრიგადები დაემატება, მათ მივაწვდით თანამედროვე შეიარაღებასა და აღჭურვილობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. F-16-ების უკრაინაში გაგზავნის საკითხი რამშტეინის ფორმატის მომავალ შეხვედრაზე განიხილება „ჩვენი ქვეყნის მთავარი ამოცანა და, პრაქტიკულად, ყველა ჩვენი საერთაშორისო კომუნიკაციის მიზანია უკრაინის გაძლიერება, თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი მეომრებისა და მთლიანად ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობების გაზრდა. ყოველი ვიზიტი საზღვარგარეთ და თითქმის ყველა მოლაპარაკება უკრაინას საშუალებას აძლევს, გაძლიერდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსეთი მას „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“ უწოდებს. პუტინმა მიზნად უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია" გამოაცხადა. რუსეთის შეჭრას წინ უძღოდა პუტინის მიერ უკრაინის ორი სეპარატისტული რეგიონის, დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობის" აღიარება. მანამდე რუსეთი ითხოვდა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი არ გამხდარიყო. დასავლეთის შეფასებით, პუტინი უკრაინაში იმ მიზნით შეიჭრა, რომ ევროპაში ნაკლები NATO ყოფილიყო, თუმცა საპირისპირო მიიღო - 2023 წლის 4 აპრილს, ფინეთი ალიანსის წევრი გახდა. 2022 წლის 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებდა, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა ანექსირებულად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკის და ლუგანსკის ოლქები, თუმცა, სრულად ვერცერთ მათგანს ვერ აკონტროლებს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს ლიეტუვამ, ლატვიამ, ესტონეთმა, პოლონეთმა და ჩეხეთმა რუსეთის ხელისუფლება ტერორისტულ რეჟიმად გამოაცხადეს. ამასთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ერთხმად მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთი ტერორისტულ რეჟიმად აღიარა. 23 ნოემბერს, ევროპარლამენტმა რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ გამოაცხადა. 24 ნოემბერს, ნიდერლანდების პარლამენტმა, რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა.  11 ნოემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები ქალაქ ხერსონში შევიდნენ. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელი სამხედროების მიერ ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას, ისტორიული უწოდა. რუსეთი უკრაინის ქალაქებს მათ შორის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ბომბავს. დასავლეთი კიევს საჰაერო თავდაცვის სისტემებს და სხვა საჭირო დახმარებას აწვდის. ამასთან, ევროპის უმსხვილესი ქალაქები უკრაინას, ელექტროენერგიის გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს გადასცემენ. ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ და ფლორენციის მერმა დარიო ნარდელამ „იმედის გენერატორების“ ინიციატივა წამოიწყეს. მისი მიზანია, ელექტროენერგიით უზრუნველყოს ქვეყნის ძირითადი ობიექტები, მათ შორის საავადმყოფოები, სკოლები, წყლის სადგურები, მოვლის ცენტრები, თავშესაფრები და საკომუნიკაციო სისტემები. ომის დაწყებიდან 11 თვის თავზე, იანვარში, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელი ახალი შეტევის ფონზე და უკრაინის საჭიროებების საპასუხოდ, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინაში 14 ერთეულ Leopard 2-ის ტიპის ტანკს გაგზავნის. უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთის დაჯგუფების წარმომადგენელმა სერჰი ჩერევატიმ 25 იანვარს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქის ქალაქი სოლედარი დატოვეს და წინასწარ მომზადებული პოზიციებისკენ გადაიწიეს. მისი განმარტებით, ეს ნაბიჯი პირადი შემადგენლობის სიცოცხლის შესანარჩუნებლად გადაიდგა. ჩერევატის თქმით, უკრაინელმა სამხედროებმა მტერს დიდი დანაკარგები მიაყენეს, რომელიც შეიძლება, ჩეჩნეთის ორ ომში რუსეთის დანაკარგებს შეედაროს. მანვე აღნიშნა, რომ უკრაინის დამცველებმა არ მისცეს მტერს საშუალება, გაერღვია ფრონტის ხაზი დონეცკის მიმართულებით. მისივე თქმით, უკრაინელი სახედროები არც ალყაში მოქცეულან და ტყვედაც არავინ ჩავარდნილა. ცხრა ევროპულმა ქვეყანამ უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის შეფასებით, გერმანიის გადაწყვეტილება უკრაინას გამარჯვებაში დაეხმარება. ევროპელმა ლიდერებმა და დიპლომატებმა გერმანიის გადაწყვეტილებას ისტორიული უწოდეს 2023 წლის აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 25 იანვარს დაადასტურა, რომ აშშ უკრაინას 31 ერთეულ „აბრამსის“ ტიპის ტანკებს გადასცემს. ამავე წლის 20 თებერვალს ჯო ბაიდენი კიევში ჩავიდა. 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი გასცა. 2023 წლის 20 აპრილს, იენს სტოლტენბერგი კიევში ჩავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის კანონიერი ადგილი NATO-შია. დასავლეთი უკრაინას კონტრშეტევისთვის საჭირო იარაღს აქტიურად აწვდის.