ახალი ამბები
ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს სავარაუდოდ გლაზგოში შეხვდება
ჯო ბაიდენი რეჯეფ ტაიფ ერდოღანს, სავარაუდოდ, გლაზგოში შეხვდება. შეხვედრა კლიმატის თემაზე მიძღვნილი სამიტის ფარგლებში მოხდება. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ აშშ-ის და თურქეთის პრეზიდენტების შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია. ერდოღანმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა, 10 დასავლური ქვეყნის ელჩები პერსონა ნონ გრატად გამოაცხადოს თურქეთიდან ელჩების გაძევებასთან დაკავშირებული კრიზისი „მოგვარებულია“ თურქეთმა აშშ-სგან F-16-ის ტიპის გამანადგურებლების შესყიდვის პროცედურა დაიწყო ლოიდ ოსტინი: შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოება ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესია
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში COVID 19-ით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 246 მილიონს გადააჭარბა. ამის შესახებ ინფორმაციას worldometers-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, COVID 19-ს დღემდე მსოფლიოში 4.99 მილიონზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ვირუსისგან განკურნებულების რაოდენობა კი 223 მილიონს აჭარბებს. ამასთან, მსოფლიოში ამჟამად ინფიცირების 18.1 მილიონი აქტიური შემთხვევა ფიქსირდება.
ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში ჩაფრინდა
მერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დიდი ოცეული სამიტზე დასასწრებად რომში გაემგზავრა. როგორც თეთრ სახლში განაცხადეს, აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი რომში შეხვედრას გამართავს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან, ხოლო გლაზგოში დაგეგმილ კლიმატის თემისადმი მიძღვნილ სამიტზე თურქეთის ლიდერ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ისაუბრებს. გავრცელებული ცნობით, ბაიდენისა და მაკრონის მოლაპარაკებები 29 ოქტომებრს საღამოს რომში მდებარე საფრანგეთის საელჩოში გაიმართება. რაც შეეხება ბაიდენის და ერდოღანის შეხვედრას, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ ეს შეხვედრა დიდი ალბათობით გაიმართება, თუმცა დადასტურებულად ამის თქმა მას არ შეუძლია. მისივე თქმით, ბაიდენი რომში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის, გერმანიის, საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ლიდერების შეხვედრაში, სადაც ირანის „ბირთვული შეთანხმების“ საკითხს განიხილავენ. ბაიდენი ასევე ისაუბრებს მსოფლიოში საწვავის ფასების ზრდით გამოწვეულ კრიზისზე. ის ამ საკითხზე ენერგორესურების მომხმარებელი ქვეყნების მეთაურებს გაესაუბრება.
კომპანია Facebook-მა სახელი შეიცვალა
Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი სახელი წარმოადგინა. ახალი სახელწოდება Meta კორპორაციის მისწრაფებების და მიზნის გამოხატულებააა, შექმნას ვირტუალური მსოფლიო - ე.წ. მეტასამყარო. სახელის ცვლილება თავად სოცქსელს, ასევე, კომპანიის სხვა პლატფორმებს instargam-ს და Whatsapp-ს არ ეხებათ. სიტყვა Meta მოდის ბერძნული პრეფიქსიდან და წინდებულ Meta-დან, რაც ნიშნავს “შემდეგ“ ან „მიღმა“. ინგლისურ სიტყვებთან შერწყმისას, Meta ხშირად ნიშნავს „ცვლილებას“ ან ალტერაციას.
Euronews: ევროპაში გაზი გაიაფდა მას შემდეგ, რაც პუტინმა ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის განკარგულება გასცა
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ევროპის გაზის საცავებში ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდის შესახებ გაცემული განკარგულების შემდეგ, ევროპაში გაზი გაიაფდა. ამის შესახებ ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს. დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს. პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ცივი ზამთრის მოლოდინში ევროპაში გაზის მიწოდებაზე მოთხოვნის გაზრდამ, "გაზპრომისგან" კი გაზის დამატებითი მოცულობის მიწოდების პროცესის შეფერხებამ, ევროპაში გაზზე ფასების ზრდა გამოიწია. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ენერგორესურსებზე ფასების ზრდამ შესაძლოა, ევროპაშიც დესტაბილიზაცია გამოიწვიოს. როგორც ბორელი განმარტავს, რუსეთი ასრულებს კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ბუნებრივი აირის მოწოდების კუთხით, მაგრამ ის არ აწვდის გაზის დამატებით მოცულობას ევროპულ სისტემას, რაც მას შეუძლია, შესაბამისად, ის ხელს უწყობს ფასების ზრდას. "ევროპამ უნდა იმოქმედოს, რადგან შექმნილი ვითარება აჩენს რეალურ ენერგეტიკულ შიმშილს, მთავრობების დესტაბილიზაციის საფრთხეს“, - აცხადებს ბორელი. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რამდენიმე კვირის წინ უარყო ევროკავშირის ლიდერების ბრალდება, რომ კრემლი თავის ენერგობერკეტებს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს განუცხადა, რომ ისინი „ზედმეტად არიან დამოკიდებულნი გაზზე“ მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის ფონზე, რომლის შედეგადაც გაზის ფასები რეკორდულ მაღალ დონემდე გაიზარდა. ურსულა ფონ დერ ლაიენმა მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს, შეემსუბუქებინათ დამოკიდებულება ბუნებრივ გაზზე და ხაზი გაუსვა მწვანე ენერგეტიკის აუცილებლობას. რუსეთმა ენერგოკრიზისი შექმნა მოლდოვაშიც. რის გამოც მოლდოვა იძულებული გახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოეცხადებინა. 27 ოქტომბერს Financial Times-მა გამოაქვეყნა სატია და სადაც გამოცემა სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს რომ „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ. ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს „გაზპრომი“ მოლდოვას ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოგვარების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობს ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს
WhatsApp 1-ელი ნოემბრიდან ძველი თაობის სმარტფონებში მუშაობას შეწყვეტს
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული შეტყობინებების აპლიკაცია WhatsApp 1-ლი ნოემბრიდან ძველი თაობის სმარტფონებში მუშაობას შეწყვეტს. ონლაინ გამოცემა Metro-ს ცნობით, კომპანია facebook-ის საკუთრებაში არსებული აპლიკაცია 43-მდე სხვადასხვა სმარტფონის მოდელზე ვეღარ იმუშავებს. მიზეზი გახდა ის, რომ აპლიკაცია მოთხოვნებს ცვლის Android და iOS ოპერაციული სისტემებისთვის. როგორც WhatsApp-ის წარმომადგენლობა აცხადებს, მათი აპლიკაციის მომხმარებლებმა უნდა გამოიყენონ ტელეფონები Android OS 4.1 ვერსიით ან iPhone ოპერაციული სისტემებით iOS 10 და უფრო ახალი. საუბარია სულ 43 მოდელზე, როგორიცაა Apple-ის, Samsung-ის, LG-ის, ZTE-ის, Huawei-ის, Sony-ის, Alcatel-ის, Lenovo-სა და სხვა მოდელებზე.
აშშ-მ ბავშვების ვაქცინაციისთვის Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის მთავრობამ ბავშვების ვაქცინაციისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინის 50 მილიონზე მეტი დოზა შეიძინა. აშშ-ს მთავრობამ ვაქცინის დამატებითი დოზები მას შემდეგ შეიძინა, რაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის (FDA) მრჩეველთა ჯგუფმა კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის 5-11 წლის ბავშვებში გამოყენებას მხარი დაუჭირა. თუცა ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. აღნიშნული გადაწყვეტილების დასამტკიცებლად, მრჩეველთა ჯგუფის რეკომენდაცია აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ უნდა განიხილოს და დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილებას აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი მიიღებს. COVID19-ის სამკურნალო პრეპარატი, რომლის დამტკიცება კოვიდინფიცირებულების ჰოსპიტალიზაციას შეამცირებს და ინფექციას სახლში მართავს ჩინეთი 3 წლის ასაკიდან ბავშვების ვაქცინაციას აანონსებს
კელი დეგნანი კოვიდვითარების ფონზე ხალხმრავალ შეკრებებს სარისკოდ მიიჩნევს
აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ჟურნალისტებთან საუბრისას შეეხო ხალხმრავალი შეკრებების თემას, როდესაც მედიამ ჰკითხა „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქციაზე. ელჩი კოვიდპანდემიის პირობებში, მაშინ, როცა საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსის მაღალი მაჩვენებელია, სარისკოდ მიიჩნევს. „უნდა ვთქვა, რომ ახლა ცოტა სარისკოა ნებისმიერი პარტიის მიერ დიდი შეკრებების გამართვა, როცა საქართველოში ნამდვილად დიდია Covid-ის შემთხვევების რაოდენობა. როგორც ჩანს, ეს არ არის კარგი დრო ხალხის დიდი ჯგუფების შეკრებისთვის. როდესაც საუბარია მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებაზე, აქ საკვანძო სიტყვაა - "მშვიდობიანად". ძალიან მალე, ხანგრძლივი და ძალიან საკამათო არჩევნებია. ჩვენ უბრალოდ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს, მხარდამჭერებს - გთოხვთ, შეინარჩუნეთ სიმშვიდე. ყველა პოლიტიკური ლიდერის მხრიდან, სიმშვიდისკენ მოწოდება იყო ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი. ვიმედოვნებ, რომ მხარდამჭერები საშუალებას მისცემენ ამომრჩევლებს, შაბათს ხმა მშვიდონიან გარემოში დააფიქსირონ. ეს არის ის, რისი იმედიც გვაქვს“, - აცხადებს კელი დეგნანი.
Reuters: ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა
Reuters-ის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესის დაგეგმვისა და აღსრულების შიდა შესწავლის განკარგულება გასცა. ენტონი ბლინკენმა ავღანეთიდან ამერიკული სამხედრო ძალების ევაკუაციის ოპერაცია შეაქო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ საჭიროა, გამოცდილების შეფასება, რათა მომავალში მსგავსი სცენარის შემთხვევაში უკეთესად მოქმედება შესაძლებელი გახდეს. „ახლა, უკან მოხედვისას, ბევრი კითხვის დასმაა შესაძლებელი და უნდა დაისვას კიდეც: შეგვეძლო რაღაცების სხვაგვარად გაკეთება? შეგვეძლო ესა თუ ის ნაბიჯი სხვაგვარად გადაგვედგა? იქნებ თავდაპირველად ეს იდეა უნდა გვეცადა? ეს გადაწყვეტილება უფრო სწრაფად ხომ არ უნდა მიგვეღო?“, – განაცხადა ბლინკენმა სახელმწიფოდ დეპარტამენტის მოდერნიზების გეგმის წარდგენისას, რომელსაც კანონმდებლები და დიპლომატები ესწრებოდნე მას შემდეგ, „თალიბანმა“ ქაბული დაიკავა, აშშ-მა ავღანეთიდან 124 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განახორციელა, მათ შორის აშშ-ის, ავღანეთისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეების. პანიკამ გარკვეული ქაოსი გამოიწვია, რასაც თან ახლდა რამდენიმე აფეთქება. „გალაპის“ მიერ ჩატარებული კვლევიდან ირკვევა, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის რეიტინგი, მისი მმართველობის ცხრათვიან პერიოდში 56%-დან 44%-მდე შემცირდა. აშშ-ის პრეზიდენტის პოპულარობის ასეთი მკვეთრი კლება, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან არასდროს დაფიქსირებულა. რეიტინგის კლების ერთ-ერთი მიზეზი, კვლევის თანახმად ავღანეთიდან ქაოსური ევაკუცია გახდა. " ბაიდენი რეიტინგის დაცემა უკავშირდება კორონავირუსის პანდემიას, ასევე ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცები „ქაოსურ“ ევაკუაციას და ქაბულში ათობით ამერიკელი სამხედროს დაღუპვას და კიდევ ერთი მიზეზი აშშ-ში არსებული ეკონომიკური პრობლემებია", - აღნიშნულია კვლევაში. რეიტინგის მკვეთრი დაცემის წინა რეკორდი ბარაკ ობამას ეკუთვნის. მისი პრეზიდენტობის ცხრათვიან პერიოდში ობამას პოპულარობა 63%-დან 52,9%-მდე დაეცა. დონალდ ტრამპის რეიტინგი ცხრათვიან პერიოდში 41%-დან 36,6%-მდე შემცირდა.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან
"ძალიან პოზიტიური სიგნალები მოვიდა სომხეთიდან" - ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა. ჩავუშოღლუს განმარტებით, სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზების საკითხზე, თურქეთი აზერბაიჯანთან ერთად მოქმედებს. "თურქეთის პრეზიდენტის აზერბაიჯანში ბოლო ვიზიტისას, საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად აზერბაიჯან-სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზების საკითხიც განვიხილეთ“, - აცხადებს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი. რეჯეფ ტაიფ ერდოღანი: თუ სომხეთი აზერბაიჯანთან გულწრფელ ნებას გამოიჩენს, თურქეთს ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის დაბრკოლება არ ექნება აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებმა ზანგეზურის დერეფნის გზის მშენებლობას საფუძველი ჩაუყარეს
კარლ ჰარცელი: მეორე რაუნდის კამპანიის დროს კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს
ევროკავშირის ელჩი მეორე რაუნდის კამპანიის დროს არსებულ პოლარიზაციის მაღალ დონეზე მიუთითებს. „ვფიქრობ, მეორე რაუნდის კამპანიის დროს კვლავ ვხედავთ პოლარიზაციის მაღალ დონეს, ურთიერთშეურაცხყოფას, რაც არ უწყობს ხელს ისეთი საარჩევნო გარემოს შექმნას, როგორიც უნდა იყოს“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა. „როგორც კარგ ევროპელს, ყოველთვის მიმაჩნია, რომ შეურაცხმყოფელი კომენტარები შესაძლოა, იყოს მცდარი. სკეპტიკურად მივუდგებოდი შეურაცხყოფებს“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა, როდესაც ჟურნალისტებმა „ქართული ოცნების“ აქციაზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით დაუსვეს შეკითხვები.
IRI თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშს აქვეყნებს
"თვითმმათველობის არჩევნებში ხმების გადათვლის პროცესი საკამათო იყო და გამოავლინა 33%-იანი დისბალანსი შემაჯამებელ ოქმებში. იმის მიუხედავად, რომ ხმები გადანაწილდა ხელახალი დათვლის საფუძველზე, ეს შეცდომები მნიშვნელოვნად არ შეცვლიდა პირველი ტურის საერთო შედეგებს", - ამის შესახებ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) 2021 წლის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდისა და ადგილობრივი არჩევნების პირველი ტურის შეფასების საბოლოო ანგარიშია ნათქვამი. საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ანგარიში ხაზს უსვამს საარჩევნო რეფორმების მნიშვნელობას, ამავდროულად აღნიშნავს შემაშფოთებელ ტენდენციებს წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში. IRI -ს შეფასებით, სააღცევნო რეფორმებით საარჩევნო ჩარჩო საერთაშორისო სტანდარტებს დაუახლოვდა, თუმცა რეფორმები არ აკმაყოფილებდა გარე ჯგუფებისა და სამოქალაქო დამკვირვებლების ყველა რეკომენდაციას. „ბოლო არჩევნების შემდეგ საარჩევნო ჩარჩო საგრძნობლად გაუმჯობესდა. ამის ხელშეწყობით აღდგა საზოგადოებრივი ნდობა საარჩევნო მართვის ორგანოების მიმართ. იმის მიუხედავად, რომ სრულყოფილებისგან შორსაა, პროგრესი მიღწეულია“, – აღნიშნა IRI-ს ევრაზიის რეგიონულმა დირექტორმა, სტივენ ნიქსმა. ანგარიშის თანახმად, კამპანიის პერიოდში, IRI-ს გუნდმა აღმოაჩინა ძალადობის, დაშინების, ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის, ასევე ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მზარდი შემაშფოთებელი ტენდენციები, რაც კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდიდა ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის არსებულ ხაზებს. „არჩევნების დღე საარჩევნო უბნებზე ძირითადად იყო მშვიდი, მთელი რიგი პროცედურული ხარვეზებით, რომელთაგან არც ერთი არ იყო სისტემურად ორკესტრირებული, თუმცა შიდა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღნიშნეს პარტიული წარმომადგენლების გაძლიერებული მობილიზება და ამომრჩევლებისთვის თვალყურის მიდევნების მცდელობები საარჩევნო უბნების გარეთ“,- აღნიშნავენ ორგანიზაციაში. „პოლიტიკურად მოტივირებული ძალადობის და დაშინების თანმიმდევრული, ან მზარდი ნიმუში ამომრჩევლებისა და კანდიდატების მიმართ სერიოზული საფრთხეა ნებისმიერი დემოკრატიისთვის. მშვიდობიანი საარჩევნო დღის მიუხედავად, მეტი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ შეიქმნას თავისუფალი და სამართლიანი პროცესი ყველა ქართველისთვის. ჩვენი ანგარიში აჩვენებს, რომ აუცილებელია კამპანიის გარემოს გაუმჯობესება“, – აღნიშნა ნიქსმა.
კარლ ჰარცელი: დღეს მივიღე ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაცია, რომელიც არჩევნების პროცესს დააკვირდება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ევროპარლამენტიდან ახალი დელეგაციის ჩამოსვლის შესახებ ჟურნალისტებს ესაუბრა. მედიამ ელჩს არჩევნების მეორე ტურზე დაუსვა შეკითხვა. „არჩევნებამდე ორი დღით ადრე არ გავაკეთებ რაიმე შეფასებას, თუმცა გეტყვით, რომ ძალიან მოხარული ვიყავი, ამ დილით მიმეღო ახალი დელეგაცია ევროპარლამენტიდან ლატვიელი ევროპარლამენტარის, ქალბატონ ვაიდერეს ხელმძღვანელობით. დღეს და ხვალ ისინი გამართავენ შეხვედრებს, დააკვირდებიან არჩევნების პროცესს არჩევნების დღეს, რის შემდეგაც კვირას მონაწილეობას მიიღებენ საერთო შეფასებაში ოდირთან ერთად“, - აღნიშნა კარლ ჰარცელმა. ევროკავშირის ელჩის თქმით, დელეგაციის წარმომადგენლებმა უკვე დაიწყეს შეხვედრები. ამავე თემაზე: რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან
1-ელი ნოემბრიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას, მხოლოდ Covid პასპორტის და PCR ტესტის უარყოფითი პასუხის მქონე მოქალაქეები შეძლებენ
1-ელი ნოემბრიდან უკრაინის დედაქალაქში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების გამო, მკაცრი შეზღუდვები წესდება. მომდევნო თვიდან კიევში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, მხოლოდ Covid პასპორტის, ან PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი საბუთის მქონე მოქალაქეებს შეეძლებათ უკრაინული მედიის ცნობით, შეზღუდვების დაწესების შესახებ კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებას არ ვაპირებთ, ის იმუშავებს, თუმცა მგზავრობას შეძლებენ მგზავრები, რომლებსაც აქვთ ვაქცინაციის სერტიფიკატები ან „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი. დოკუმენტების შემოწმება არა ტრანსპორტში ასვლისას, არამედ შერჩევითად სამართალდამცველების ჯგუფების მიერ მოხდება.“, – აღნიშნა კლიჩკომ.
რუსეთი თურქულ კომპანიას მანდარინის იმპორტს შეუზღუდავს
რუსეთი ერთ-ერთი თურქული კომპანიის მანდარინებში პესტიციდების სახიფათო რაოდეონობის აღმოჩენის შესახებ იტყობინება. კერძოდ, როსპოტრებნადზორის ინფორმაციით, ამის გამო იმპორტი აიკრძალა. საუბარია კომპანია Fikret degirmenci-ზე და მის მიმართ ზომა ძალაში შევა 29 ოქტომბრიდან. მომხდარ თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროში უპასუხეს და განაცხადეს, რომ ერთი მწარმოებლის პროდუქციის აკრძალვა მთლიანად თურქული მანდარინის იმპორტის აკრძალვას არ ნიშნავს. ცნობისთვის, უკრაინამ თურქული დრონი რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტების წინააღმდეგ პირველად გამოიყენა. 26 ოქტომბერს უკრაინელმა სამხედროებმა Facebook-ზე გამოაქვეყნეს ვიდეო, რომელშიც Bayraktar T2B ანადგურებს რუსული წარმოების საარტილერიო იარაღს სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო თვითმფრინავები აღმოსავლეთ უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციის რისკებს ქმნიან. სექტემბერში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ აღნიშნა, რომ უკრაინა გეგმავს ქარხნის აშენებას თვითმფრინავების წარმოებისთვის თურქულ თვითმფრინავების მწარმოებელთან თანამშრომლობით.
ე.წ. ქოლ ცენტრების მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ სუს-ი განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დეზინფორმაციას უწოდებენ გავრცელებულ ინფორმაციას, უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ. როგორც სუს-ში აცხადებენ, აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. „გუშინ კონკრეტულ მედიასაშუალებებში გავრცელდა დეზინფორმაცია და აბსურდული ბრალდებები საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, კანონსაწინააღმდეგო დანაშაულებრივი მოქმედებების ლობირების შესახებ. კერძოდ, ე.წ. ქოლ ცენტრების მიერ დიდი ოდენობით თანხების თაღლითური გზით მითვისების შესახებ. აღნიშნული წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინააღმდეგ მიმართული მადისკრედიტირებელი კამპანიის გაგრძელებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ამ კამპანიის უკან დგანან ის პირები და პოლიტიკურად ანგაჟირებული ჯგუფები, რომლებიც თავად არაერთხელ ყოფილან ჩართული დანაშაულებრივ საქმიანობაში, მათ შორის დიდი ოდენობის ფინანსური თანხების მითვისებაში. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებში, ამავდროულად ხელმისაწვდომია ინფორმაცია აღნიშნული მიმართულებით ქართველი სამართალდამცავების მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებების შესახებ. კატეგორიულად ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს დანაშაულის, განსაკუთრებით კი ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას და ამ მიმართულებით ყოველდღიურ რეჟიმში ტარდება პრევენციული და აღკვეთი ღონისძიებები“, – აცხადებენ სუს-ში.
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. "რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებული სოფელ ლოპანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურებულია ცხელი ხაზი. ინფორმაცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მორიგ უკანონო ქმედებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ ეცნობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საერთაშორისო პარტნიორებს. საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები წარმოადგენს დესტრუქციულ ქმედებას, რომელიც მიმართულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებისაკენ და მნიშვნელოვნად ართულებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება იყენებს ყველა საშუალებას უკანონოდ დაკავებული პირების უმოკლეს ვადაში გასათავისუფლებლად,"- წერია სუს-ის განცხადებაში.
კარლ ჰარცელი: საკვანძო საკითხია, მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის, ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული
"ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქმეს", - ამის შესახებ ევროკავშირში საქართველოს ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა. როგორც ევროკავშირის ელჩი განმარტავს, მთავარ საკითხად რჩება ის, რომ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული. „მთავარ საკითხად რჩება სწორად მოქმედება და სწორად მოქმედება არის იმის უზრუნველყოფა, რომ მისი, როგორც პატიმრის ფუნდამენტური უფლებები სრულად იყოს დაცული, ეს მოიცავს მის ჯანმრთელობას. მის საქმეს აკვირდება სამედიცინო კონსილიუმი და ასევე სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს სპეციფიკური მანდატი ამ საქმესთან დაკავშირებით,“- აღნიშნა კარლ ჰარცელმა. პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები კოვიდრეგულაციებს არ იცავენ, სააკაშვილი კი, შეხვედრებისას პირბადის გაკეთებაზე უარს აცხადებს
ჟოზეფ ბორელი: „გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს
"„გაზპრომი“ მოლდოვაზე პოლიტიკური ზეწოლის მოხდენას ცდილობს", - ამის შესახებ საგარეო საკითხების და უსაფრთხოების პოლიტიკის ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ბუნებრივი აირი პოლიტიკურ იარაღად არ უნდა იყოს გამოყენებული. „ჩვენ ვხედავთ „გაზპრომის“ მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის მცდელობას. ბუნებრივი აირი არის პროდუქცია, რომლის ყიდვაც შესაძლებელია, მაგრამ არ უნდა იქნას გამოყენებული პოლიტიკურ იარაღად. მისი თქმით, ევროკავშირი მზად არის, მხარი დაუჭიროს მოლდოვას ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსასვლელად და ამ მიმართულებით პირველი ნაბიჯი 60 მილიონი ევროს ღირებულების გრანტის გამოყოფით გადაიდგა.პრობლემა, რომ მხოლოდ 60 მილიონი ევორთი მოგვეგვარებინა, ადვილი იქნებოდა. ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია. სხვა გამოსავალი უნდა ვეძებოთ“, - განაცხადა ჟოზეფ ბორელმა. მისივე თქმით, ევროკავშირი ხელს არ შეუშლის მოლდოვას „გაზპრომთან“ ახალი ხელშეკრულების დადებაში და ეს ოფიციალური კიშინიოვის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. „გაზპრომი“ მოლდოვას რუსული გაზის გაიაფების სანაცვლოდ, ევროკავშირთან შეთანხმებული რეფორმების გადადებას სთავაზობდა. Financial Times-ის ცნობით, ხელოვნურად შექმნილი გაზის კრიზისის მოსაგვარებლად კრემლი მოლდოვასგან ითხოვს, უარი თქვას ევროკაშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის შესახებ შეთანხმებაზე და მის ნაცვლად ხელი მოაწეროს ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირთან შეთანხმებას. აღნიშნულის შესახებ, გამოცემა კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით წერს. ბუნებრივი აირის ბაზრის ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ რუსეთი "გაზპრომს" იყენებს, როგორც მოლდოვის ერთადერთი მიმწოდებლის პოზიციას, რათა ზეწოლა მოახდინოს კიშინიოვის მთავრობაზე, რომელმაც პირობა დადო, რომ მოსკოვის ორბიტიდან დასავლეთისკენ გადაინაცვლებს. კონცერნების, „მოლდოვაგაზის“ და „გაზპრომის“ კონტრაქტის მოქმედების ვადა 30 სექტემბერს ამოიწურა. კრემლი ხელშეკრულების განახლებას განზრახ აჭიანურებს, რის გამოც, ქვეყანა ყოველ ათას კუბურ მეტრ გაზში 790 დოლარის გადახდა უწევს, მაშინ როცა საშუალო წლიური ფასი 200 დოლარს შეადგენდა. გაზის კრიზისის გამო, მოლდოვის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. 26 ოქტომბერს კი პოლონოეთთან დრობეითი ხელშეკრულება გააფორმა, რომლის თანახმად, მოლდოვა გაზსს პოლონეთისგან მიიღებს, სანამ "გაზპრომთან" "პოლიტიკურ ვაჭრობას" დაასრულებს. Financial Times-ის ინფორმაციით, "გაზპრომს" ასევე სურდა მოლდოვას ევროკავშირის წესების იმპლემენტაცია გადაედო, რომელიც გაზის ბაზრების ლიბერალიზაციას და კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას მოითხოვს. რუსეთსა და მოლდოვას შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა რაც მოლდოვის არჩევნებში ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე პარტიამ გაიმარჯვა. „გაზპრომის“ ოფიციალური წარმომადგენლის სერგეი კუპრიანოვის განცხადებით, ამ დროისათვის "გაზპრომის" მიმართ მოლდოვის ძირითადი ვალის მოცულობა 433 მლნ დოლარია, ხოლო გადახდების დაგვიანების გათვალისწინებით, ვალის მთლიანი რაოდენობა 709 მლნ დოლარს აღწევს. ამასთან კუპრიანოვმა აღნიშნა, რომ „თუ გაზის მიწოდების საფასური სრულად არ დაიფარება და შესაბამისად, ახალ კონტრაქტს 1 დეკემბრამდე არ მოეწერება ხელი, „გაზპრომი“ შეაჩერებს მოლდოვისთვის გაზის მიწოდებას. კრემლის მაღალჩინოსანმა დიმიტრი კოზაკმა, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ურთიერთობებში მოსკოვის წარმომადგენელია, გასულ კვირას მოლდოვის ფიციალურ პირებს შეხვდა. მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა რადგან გაზის ფასზე კომპრომისს ვერ მიაღწიეს. ოთხშაბათს სანქტ-პეტერბურგში მოლდოვის ოფიციალური პირები "გაზპრომის" აღმასრულებელ დირექტორს ალექსეი მილერს შეხვდებიან. ევროკავშირის დიპლომატებმა მოუწოდეს მოლდოვას რუსულ კომპანიასთან ხელი არ მოაწეროს ახალ გრძელვადიან ხელშეკრულებას. სანაცვლოდ, მოიძიოს მოკლევადიანი გამოსავალი, ზამთრისთვის. ქვეყანამ დრობითი გამოსავალი მართლაც იპოვა და 26 ოქტომბერს პოლონეთთან ხელშეკრულება გააფორმა გაზის მიწოდების თაობაზე. გაზის კრიზისის გამო, პროდასავლურ მთავრობას ქვეყანაში შიდა დაძაბულობის და არეულობის საფრთხეც ემუქრება. აღსანიშნავია რომ ევროპაში, გაზის ფასების მატების გამო, მოსალოდნელ კრიზისზე ევროკავშირის ლიდერებიც საუბრობენ. მას შემდეგ, რაც ევროპულ ბაზარზე გაზის კრიზისი დაიწყო, რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად, ევროპელი ლიდერები ევროპის ელექტრომომარაგების ალტერნატიული გზების დაჩქარებაზე ალაპარაკდნენ. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა "გაზპრომს" დაავალა ევროპაში რუსეთის მიწისქვეშა საცავების გაზით შევსება 8 ნოემბრიდან დაიწყოს. პუტინის განმკარგულებით, „გაზპრომმა“ უნდა დაიწყოს გეგმური მუშაობა ევროპულ საცავებში გაზის მოცულობის გასაზრდელად, კერძოდ, ავსტრიასა და გერმანიაში. რუსეთის პრეზიდენტის მტკიცებით, მათთვის მნიშვნელოვანია ენერგეტიკულ სფეროში ევროპასთან მდგრადი და საიმედო თანამშრომლობა ამის შესახებ პუტინმა რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან გამართულ თათბირზე განაცხადა. „გთხოვთ, მას შემდეგ, რაც დაასრულებთ რუსეთში მიწისქვეშა საცავების გაზით შევსებას, გაზის მოცულობის გაზრდის მიზნით, რვა ნოემბრისთვის ან რვა ნოემბრიდან დაიწყოთ შეუფერხებელი და გეგმური სამუშაოები ევროპაში თქვენს მიწისქვეშა საცავებში – ავსტრიასა და გერმანიაში. ეს მოგვცემს კონტრაქტით გათვალისწინებული თქვენი ვალდებულებების საიმედოდ, სტაბილურად, რითმულად შესრულების, შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ევროპელი პარტნიორების გაზით მომარაგების შესაძლებლობას. ამას გარდა, უდავოდ, შექმნის ზოგადად უფრო ხელსაყრელ სიტუაციას ევროპის ენერგეტიკულ ბაზარზე“, – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა. ენერგოუსაფრთხოების ანალიტიკოსი: რუსეთისგან ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად, ევროპამ ელექტროენერგია თურქმენული გაზით, თურქმენეთშივე უნდა აწარმოოს
პენიტენციური სამსახური: მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, აქედან 57-ჯერ ადვოკატებს შეხვდა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება, თითქოს, დაწესებულების ადმინისტრაცია ადვოკატებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევს, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს. უწყება სტატისტიკას აქვეყნებს, თუ რამდენი ვიზიტი განხორციელდა დაკავებულ ექსპრეზიდენტთან. "მიხეილ სააკაშვილი დაწესებულებაში მოთავსების დღიდან შეუფერხებლად სარგებლობს ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული ყველა უფლებით, მათ შორის, პატიმრობის კოდექსის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული იურიდიული დახმარების უფლებით. „მიხეილ სააკაშვილთან განხორციელებული ვიზიტები სწორედ ამას ადასტურებს. დღეის მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილთან 104 ვიზიტი განხორციელდა, მათგან 57-ჯერ შეხვდა ადვოკატებს. რაც შეეხება შეხვედრების ოთახში მინის ბარიერის გნახლებას, აღნიშნული გადაწვეტილება განპირობებულია მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და მისი ადვოკატების მხრიდან კოვიდპანდემიიდან გამომდინარე არსებული რეგულაციების სრულად დარღვევის გამო. კერძოდ, მიხეილ სააკაშვილი და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატების მხრიდან ადგილი ჰქონდა დადგენილი რეგულაციების პერმანენტულ დარღვევას, კერძოდ, მაგიდაზე ასვლის გზით შუშის დამცავი ბარიერის ზემოდან უშუალო კონტაქტი და მიხეილ სააკაშვილის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალების (პირბადე) გამოყენებაზე უარის ტქმა ზრდიდა ვირუსის გავრცელების ალბათობას. ასევე არსებობდა შუშის ბარიერის დაზიანების საშიშროება, რასაც შესაძლოა რომელიმე პირის დაზიანება მოჰყოლოდა. აქვე განვმარტავთ, რომ დოკუმენტაციის გაცვლის ადვოკატისთვის გადაცემის პრობლემა მიხეილ სააკაშვილს არასოდეს ჰქონია და დაწესებულების ადმინისტრაციის დახმარებით დღესაც შეუძლია შეუფერხებლად ისარგებლოს აღნიშნული უფლებით. ინფორმაციისთვის, „პენიტენციურ დაწესებულებებში განსაკუთრებული პირობების შემოღების შესახებ“ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 05 მარტის №4109 ბრძანების შესაბამისად ნებისმიერ ბრალდებულთან/ მსჯავრდებულთან ოჯახის წევრის თუ სხვა ნებისმიერი პირის შეხვედრა შუშის დამცავი ბარიერის მეშვეობით ხორციელდება, რათა დაცული იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობა და არ მოხდეს პენიტენციურ დაწესებულებაში ვირუსის გავრცელება. აღსანიშნავია, რომ ადვოკატისთვის ცნობილია ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ისინი მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებთან პირისპირ შეხვედრის მხოლოდ ბოლო 72 საათის განმავლობასი ჩატარებული PC ტესტის უარყოფითი პასუხის შემთხვევაში შეძლებენ, რაც ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის არცერთი ადვოკატის მიერ არ მომხდარა', - ნათქვამია უწყების განცხადებაში.