თეგი: ალექსანდრ ვუჩიჩი
ალექსანდრ ვუჩიჩი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები სერბეთს ძვირად დაუჯდება
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება ძვირად დაუჯდება სერბეთს, განაცხადა პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა TV Pink-თან ინტერვიუში. „რუსეთი მხარს უჭერს სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას 2001 წლიდან... მე მჯერა, რომ ჩვენ მივიღებთ რუსულ გაზს ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო ხელმისაწვდომ ფასად", - განაცხადა ვუჩიჩმა. სერბეთი, რომელიც თითქმის მთლიანად რუსულ გაზსა და ნავთობზეა დამოკიდებული, კრიტიკის ქვეშ მოექცა რუსეთის ომთან დაკავშირებით ნეიტრალიტეტის გამოცხადების გამო და უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე. „ეს ომი ასევე ეხება სერბეთს. ვალდებულები ვართ, ვიმოქმედოთ საერთაშორისო სამართლის შესაბამისად და პატივი ვცეთ პრინციპებს", - განაცხადა ვუჩიჩმა. უფრო ადრე, სერბეთის პრეზიდენტი რუსეთის წარმომადგენელს ალექსანდრე ბოკან-ხარჩენკოს შეხვდა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბეთი, თავის ევროპულ გზაზე, გააგრძელებს „ტრადიციული მეგობრობისა და პარტნიორობის შენარჩუნებას რუსეთთან და ჩინეთთან“. შეხვედრაზე განიხილეს სერბეთ-რუსეთის ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხი, მათ შორის ენერგეტიკის სფერო, იმის მოლოდინით, რომ მოლაპარაკებები მალე დაიწყება გაზის მიწოდების რაოდენობაზე, ფასებსა და სხვა პირობებზე. ცნობისთვის, რუსეთმა 24 თებერვლის დილით, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. დასავლეთმა რუსეთს მძიმე სანქციები დაუწესა. პრეზიდენტი ბაიდენი პუტინს ომის დამნაშავეს უწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროა მტკიცებულებების შეგროვება რატომ დაამტკიცა პუტინმა „არამეგობრული“ ქვეყნებისთვის გაზის საფასურის რუბლში გადახდის ახალი სქემა
სერბეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ ხორვატიისგან ვიზიტზე უარი ორჯერ მიიღო
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ხორვატიის პრემიერ-მინისტრს ანდრეი პლენკოვიჩს კერძო ვიზიტის ნებართვა გასული წლის 2 სექტემბერს სთოვა, მაგრამ უარი მიიღო. ვუჩიჩის თქმით, მეორე ასეთი თხოვნა პირველ მარტს გაგზავნა. სერბეთის პრეზიდენტის თქმით, სექტემბერში გაგზავნილი თხოვნის პასუხი იყო: „გთხოვთ, გადადოთ ვიზიტი შიდა პოლიტიკური ვითარების გამო“. ხორვატიამ სერბეთის პრეზიდენტის ვიზიტი დაბლოკა „მინდოდა ევროკავშირის ქვეყანაში შესვლა და ყვავილების დადება ისეთ ადგილას, სადაც... ათიათასობით დაიღუპა იასენოვაცში. რაღაც ალოგიკურად მეჩვენება, რომ ცდილობთ მსგავსი რამის თავიდან აცილებას პროვოკაციის საბაბით. არ ვიცი, რატომ”, - განაცხადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.
ალექსანდრ ვუჩიჩი: სერბეთი რუსეთის ენერგორესურსების გარეშე გაძლებს
სერბეთის პრეზიდენტის ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, ქვეყანას, საკმარისი ფინანსური რესურსი აქვს იმისთვის, რომ ენერგორესურსები, რუსეთის გვერდის ავლით, სხვა ქვეყნებისგან იყიდოს. „ჩვენ ომის ფასი ევროპის მიწაზე უნდა გადავიხადოთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა. ამასთან აღნიშნა, რომ სერბეთი არ დაზარალდება, თუ ნავთობს ერაყში იყიდის. „ასევე შევეცდები დაველაპარაკო ვენესუელასაც. ჩვენ ნავთობს ყველასგან ავიღებთ, არავინ გვეზიზღება“. ვუჩიჩის განცხადებით, სერბეთში გაზსაცავების მარაგი, 60 დღის სამყოფია, ამას ემატება მეზობელ უნგრეთში დაკონტრაქტებული მარაგები. ამასთან, ბელგრადი თბოელექტროსადგურებისთვის, დამატებით ქვანახშირის მომწოდებლებს მოძებნის. სერბეთში ელექტროენერგიის 2/3 თბოელექტროსადგურები გამოიმუშავებენ. სერბეთი გეგმავს ქვანახშირი ჩინეთსა და ინდონეზიაში იყიდოს. სერბეთი საკმაოდ დამოკიდებულია რუსულ ნავთობსა და გაზზე და იძულებული გახდა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ თავისი პოლიტიკისთვის გადაეხედა. ქვეყანა ემზადება, რომ 2023 წლიდან, ახალი ინტერკონექტორის ამოქმედების შემდეგ, გაზი აზერბაიჯანისგან შეისყიდოს.
ვუჩიჩმა სერბეთის საჰაერო სივრცეში „მტრის დრონების“ ჩამოგდების ბრძანება გასცა
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სამხედროებს უბრძანა, გაანადგურონ მტრის ნებისმიერი თვითმფრინავი ქვეყნის საჰაერო სივრცეში, მას შემდეგ, რაც უპილოტო საფრენი აპარატები კოსოვოს მოსაზღვრე რაიონებში დააფიქსირეს. ამის შესახებ Anadolu წერს. პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა დაადასტურა, რომ რამდენიმე თვითმფრინავი სამხედრო ბაზების გადაღების დროს შენიშნეს. „თუ ეს კიდევ განმეორდება, ჩვენ ჩამოვაგდებთ თითოეულ ამ თვითმფრინავს ისევე, როგორც ამას ნებისმიერი სხვა ქვეყანა გააკეთებს. მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით. ამის შესახებ პრეზიდენტი და თავდაცვის მინისტრი მილოშ ვუჩევიჩი უფრო მეტს იტყვიან“, - განაცხადა ბრნაბიჩმა. ვუჩევიჩმა მანამდე განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან, რადგან მეზობელ კოსოვოსთან დაძაბულობა იზრდება. კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა.
ვუჩიჩის თქმით, სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს
სერბეთი სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი არმიის გაძლიერებას რუსეთის ფედერაციისა და სხვა ქვეყნების ჩარევის გარეშე. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა. „დღეს სერბეთის არმია 15-ჯერ უფრო ძლიერია ვიდრე ადრე. სხვა საქმეა შევინარჩუნოთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების უფლება ისე, რომ არავინ მოახდინოს ჩვენზე ზეგავლენა აღმოსავლეთიდან და რუსეთიდან. პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება მხოლოდ სერბეთში და არასოდეს იქნება მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა ვუჩიჩმა პარლამენტის საგანგებო სესიაზე. უნდა აღინიშნოს, რომ ადრე ვუჩიჩმა უკვე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, ვინაიდან სერბეთს „ჰყავს არმია, რომელსაც შეუძლია დაიცვას ქვეყნის მოსახლეობა“.
ვუჩიჩის შეფასებოთ, საქართველო და აზერბაიჯანი სერბეთის საუკეთესო მეგობრები იქნებიან
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ევროსაბჭოში კოსოვოს შესახებ კენჭისყრის შემდეგ, მისი ქვეყნის საუკეთესო მეგობრები მომავალში, საქართველო, აზერბაიჯანი, კვიპროსი, უნგრეთი, რუმინეთი და ესპანეთი იქნებიან. მანამდე ბელგრადმა მოითხოვა ცვლილებები ევროპის საბჭოს რეზოლუციაში საქართველოს, უკრაინის და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. კერძოდ, სერბეთი ითხოვს, რომ რეზოლუციის ტექსტს დაემატოს სიტყვები - „და ევროპის საბჭოს ყველა სხვა წევრი სახელმწიფო“. „ისინი ამბობენ, რომ იცავენ მოლდოვას, საქართველოს მთლიანობას და ჩვენ დავამატეთ ცვლილება ევროპის საბჭოს ყველა სხვა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის შესახებ. თუ არ დამთანხმდებიან, რეიკიავიკში არ წავალ სამიტზე. ცხადია, პრინციპები არ არსებობს. პირდაპირ ვეუბნები მათ, რომ ჩვენ მოგვატყუეს“, - განაცხადა სერბეთის პრეზიდენტმა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, გასულ თვეში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება კოსოვოს წევრობის განაცხადის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ. რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს საქართველომ, აზერბაიჯანმა, კვიპროსმა, რუმინეთმა და ესპანეთმა. მას ეწინააღმდეგებოდა უნგრეთიაც, რომელმაც ოფიციალურად ცნო კოსოვო. უკრაინამ, ისევე როგორც, ბოსნიამ და ჰერცეგოვინამ, კენჭისყრაში თავი შეიკავეს. ევროპის საბჭოს ისტორიაში მე-4 სამიტი 16-17 მაისს რეიკიავიკში გაიმართება. მანამდე ისლანდიის პრემიერ-მინისტრმა კატრინ იაკობსდოტირმა განაცხადა, რომ სამიტის მთავარი თემა უკრაინის საკითხი იქნება.
სერბეთის პრეზიდენტმა არმია საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა და ჯარს უბრძანა, კოსოვოს საზღვარს მიუახლოვდეს
სერბეთის პრეზიდენტმა, არმიის მთავარსარდალმა ალექსანდრე ვუჩიჩმა არმია უმაღლეს მზადყოფნაში მოიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ვუჩიჩმა ბრძანება მას შემდეგ გასცა, რაც ჩრდილოეთ კოსოვოს მუნიციპალიტეტში, კოსოვოს პოლიციასთან შეტაკება მოხდა. პოლიცია ცდილობდა ახლად არჩეულ, ეთნიკურად ალბანელ მერს მის კაბინეტში შესვლაში დახმარებოდა. ადგილობრივ კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადეს სერბებმა, რომლებიც უმრავლესობას წარმოადგენენ რეგიონში. ადგილობრივი მედიის ცნობით, კოსოვოს პოლიციამ მუნიციპალიტეტის შენობის წინ შეკრებილი ხალხის წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. იფორმაციისთვის, 2008 წელს კოსოვომ სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ბელგრადი რეგიონს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ მასზე კონტროლის აღდგენას ძალის გამოყენებით არ აპირებენ.
სერბეთი დასავლეთისკენ ტრიალდება - FT
სერბეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. ამის შესახებ Financial Times-ი წერს. გამოცემასთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობს, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას. Financial Times-ი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის მტკიცე მოკავშირე დასავლეთისკენ ბრუნდება. შეკითხვას, იყო თუ არა ეს მიზანმიმართული ნაბიჯი დასავლური ქვეყნების დედაქალაქების სიმპათიის მოსაპოვებლად, ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ბელგრადი ცდილობდა, ემოქმედა „ნეიტრალური გზით“. „მაგრამ მე სულელი არ ვარ. მე ვიცი, რომ ზოგიერთი იარაღი შესაძლოა, უკრაინაში აღმოჩნდეს“, - აღნიშნა სერბეთის პრეზიდენტმა. ვუჩიჩმა ასევე აღნიშნა, რომ სერბეთი არ დახმარებია რუსეთს ომში. „ჩვენ შეუერთდით გაეროს ყველა რეზოლუციას,” - თქვა ვუჩიჩმა გაეროს განცხადებებზე მითითებით, რომელიც გმობს რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას უკრაინაში. „ჩვენ არ ვიქნებით კერა რუსეთში რაღაცის რეექსპორტისთვის“, - დაამატა სერბეთის პრეზიდენტმა. მისივე განცხადებით, დრო, როდესაც ის რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ყოველ სამ თვეში ესაუბრებოდა, დასრულდა და აღნიშნა, რომ ის ერთი წელია, კრემლთან კონტაქტში არ ყოფილა, გარდა მოსკოვიდან სტუმრების მიღებისა. ”ეს აქამდე არასდროს მომხდარა”, - განმარტა ვუჩიჩმა. „ჩრდილოეთ კოსოვოში სამხედრო ესკალაციის რისკის გათვალისწინებით, დასავლეთის მთავრობებს არ სურთ ევროპაში მორიგი კონფლიქტის რისკის გაწევა”, - აცხადებენ თავის მხრივ, სადაზვერვო ფირმა Janes-ის ანალიტიკოსები, სტეფანო მარასი და ინეს გონსალესი.
ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი 22 აგვისტოს უკრაინა-ბალკანეთის სამიტზე სერბეთის პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა. მან მოლაპარაკებებს ღია, გულწრფელი და ნაყოფიერი უწოდა. „კარგი საუბარი გაეროს წესდების პატივისცემასა და საზღვრების ხელშეუხებლობაზე. ჩვენი ერების საერთო მომავალზე საერთო ევროპულ ოჯახში. ჩვენი ურთიერთობების განვითარებაზე, რაც ჩვენს ორმხრივ ინტერესებშია,“ - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში. სერბეთ-უკრაინის ურთიერთობებს ართულებს ბელგრადის მეგობრული დამოკიდებულება რუსეთის მიმართ, რადგან სერბეთმა უარი თქვა მოსკოვის წინააღმდეგ დაწსებულ სანქციებთან მიერთებაზე. ამავდროულად, ვუჩიჩმა უკრაინას „მეგობრული ქვეყანა" უწოდა და დაადასტურა, რომ ყირიმი და დონბასი უკრაინის სუვერენული ტერიტორიებია. სერბეთის პრეზიდენტმა 7 ივნისს განაცხადა, რომ ის არ არის წინააღმდეგი, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინამ შუამავლების მეშვეობით მიიღოს. FT-სთან ინტერვიუში ალექსანდრ ვუჩიჩი ამბობდა, რომ მისთვის ცნობილია აშშ-ის მთავრობის ცნობების შესახებ, რომ სერბული საბრძოლო მასალა უკრაინაში შუამავლების მეშვეობით აღმოჩნდა და რომ სერბეთი არ აპირებს ამის შეჩერებას.
წინასწარი შედეგებით, სერბეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ალექსანდრ ვუჩიჩის ბლოკი ლიდერობს
პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის მმართველი “სერბეთის პროგრესული პარტიის” კოალიცია საპარლამენტო არჩევნებში 49.84 პროცენტით ლიდერობს. ამის შესახებ სერბეთის საარჩევნო კომისიამ ხმების 50 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ განაცხადა. 17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. პარალელურად, მუნიციპალური არჩევნები ჩატარდა 65 ქალაქსა და რეგიონში, მათ შორის დედაქალაქ ბელგრადში. ოპოზიციის განცხადებით, არჩევნებს თან სდევდა დარღვევები. სერბეთის პროგრესული პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია დამოუკიდებლად შეძლებს უმრავლესობის ფორმირებას პარლამენტში და უარყო ოპოზიციის განცხადებები დარღვევებზე საარჩევნო პროცესში. მისი თქმით, პარტიას აქვს მონაცემები, რომ მან ხმების 47,1 პროცენტი მიიღო საპარლამენტო არჩევნებზე, მეორე ადგილზე, 23 პროცენტით გავიდა კოალიცია "სერბია ძალადობის წინააღმდეგ", ხოლო სოციალისტურ პარტიას ერგო 6,7 პროცენტი. ვუჩიჩი პრეზიდენტია 2017 წლის მაისიდან. მან რუსეთთან კავშირები შეინარჩუნა. ამასთან, ცდილობს ურთიერთობის დაბალანსებას დასავლეთთანაც.
შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს - სერბეთის პრეზიდენტი
შუა დერეფანი სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე პანელის დისკუსიის დროს განაცხადა. „ეს მარშრუტი სულ უფრო და უფრო კრიტიკული მნიშვნელობის ხდება. ჩრდილოეთის მარშრუტი არანაკლებ მნიშვნელოვანია, მაგრამ შუა დერეფანი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხდება," - აღნიშნა ვუჩიჩმა. მან ასევე ხაზი გაუსვა ბალკანეთის ქვეყნებს შორის ენერგეტიკული ურთიერთკავშირის დამყარების მნიშვნელობას. „ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩრდილოეთ მაკედონიის ინტერკონექტორი ასევე მიიღებს მნიშვნელოვან მხარდაჭერას EBRD-ისგან ან EIB-ისგან, როგორც ეს სხვა პროექტების შემთხვევაში ხდება,“ განაცხადა ვუჩიჩმა. მსოფლიო ბანკი მზადაა, რომ შუა დერეფნის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანას ამ მარშრუტის განვითარებაში დაეხმაროს - პრაისი ცნობისთვის, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“(TITR) არის სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტი, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს. ის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაზე გადის. მარშრუტი ჩინეთიდან იწყება და შუა აზიის ქვეყნებს (ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი) კვეთს. ვიდრე ევროპას მიაღწევს, გადის კასპიის ზღვაში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. შეგახსენებთ, ევროკავშირისა და EBRD-ის კვლევის დასკვნის თანახმად, ცენტრალური ტრანსკასპიური ქსელი (CTCN - მასაც „შუა დერეფნად“ მოიხსენიებენ), ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელთან (TEN-T) ინტეგრაციისთვის, ყველაზე მდგრად ვარიანტად განიხილება. მის მნიშვნელოვნად გასაუმჯობესებლად, საინვესტიციო საჭიროება დაახლოებით, 18,5 მილიარდ ევროდ შეფასდა. კვლევის ავტორების თანახმად, ზემოთ აღნიშნული კვლევა მყარ საფუძველს ქმნის იმისთვის, რომ ერთობლივი მუშაობის შედეგად, „ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი“ (ასევე შუა დერეფანი) რაც შეიძლება, მალე გახდეს უფრო ეფექტიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი: აშშ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას მხარს უჭერს. ვაღიარებთ შუა დერეფნის კონცეფციის მხარდასაჭერად საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარების შესაძლებლობებს - ექსკლუზივი
სერბეთის პრეზიდენტმა მოსახლეობა რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა
ბოლო 48 საათის განმავლობაში მიღებული ცნობები პირდაპირ საფრთხეს უქმნის სერბეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ეროვნულ ინტერესებს. შესაბამისი პოსტი სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მან პირობა დადო, რომ უახლოეს დღეებში აცნობებს მოქალაქეებს, რა გამოწვევების წინაშე დგანან. სერბეთის პრეზიდენტი წერს, რომ სირთულეები ელოდებათ, მაგრამ იბრძოლებენ და სერბეთი გაიმარჯვებს. ვუჩიჩმა სხვა დეტალებზე არ ისაუბრა. სარაევოს რადიო იუწყება, რომ ქვეყნის პრეზიდენტის გაფრთხილება შესაძლოა, უკავშირდებოდეს ევროსაბჭოში კოსოვოს სავარაუდო მიღებას. სერბეთი თავის ტერიტორიად თვლის კოსოვოს, რომლის დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს გაეროს წევრ 100-მდე ქვეყანას.