თეგი: ახლო აღმოსავლეთი

ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ის იქნება პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელიც ისრაელიდან პირდაპირ საუდის არაბეთში ჩაფრინდება. ბაიდენის თქმით, ხსენებულ ქვეყნებს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა, რაც ისრაელსა და არაბულ სამყაროს შორის ურთიერთობების დათბობის „მცირე სიმბოლოს“ წარმოადგენს.  Washington Post-ის სტატიაში სათაურით - „რატომ მივდივარ საუდის არაბეთში“, ბაიდენი ამბობს, რომ ის ისრაელიდან ჯედაში (საუდის არაბეთი) გაემგზავრება, სადაც „შეიკრიბებიან ლიდერები მთელი რეგიონიდან და მიუთითებენ უფრო სტაბილური და ინტეგრირებული ახლო აღმოსავლეთის შესაძლებლობაზე, სადაც შეერთებული შტატები უკიდურესად მნიშვნელოვანი ლიდერის როლს თამაშობს“. აშშ-ის ლიდერმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთი, რომელსაც ამ კვირაში ეწვევა, „უფრო სტაბილური და უსაფრთხოა იმასთან შედარებით, რაც მისმა ადმინისტრაციამ მემკვიდრეობით მიიღო, 18 თვის წინ“. ბაიდენმა თქვა, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს გაიზარდა თავდასხმები აშშ-ის ჯარისკაცებსა და დიპლომატებზე რეგიონში, იემენში ომი გამწვავდა. ბაიდენმა ასევე ახსენა ირანის ბირთვული პროგრამა. ბაიდენი ახლო აღმოსავლეთის ტურნეს 13 ივლისს დაიწყებს პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ. ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.

ჯო ბაიდენი ისრაელში ჩავიდა

ბაიდენი ისრაელში ჩავიდა აშშ-ის პრეზიდენტის ტური მოიცავს დასავლეთ სანაპიროს, საუდის არაბეთს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის თვითმფრინავი ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში დაეშვა. გაზეთ The Times of Israel-ის ცნობით, ბაიდენს აეროპორტში დახვდნენ ისრაელის პრემიერ-მინისტრი იაირ ლაპიდი და პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი. აშშ-ის პრეზიდენტი ხუთშაბათს პირდაპირ ისრაელიდან საუდის არაბეთში გაფრინდება. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ახლო აღმოსავლეთში დაგეგმილ ვიზიტზე Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ბაიდენის შეფასებით, ვიზიტი რეგიონისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პერიოდში ხორციელდება და ის ხელს შეუწყობს ამერიკის მნიშვნელოვან ინტერესებს. ბაიდენის თქმით, პარასკევს საუდის არაბეთის ლიდერებთან შეხვედრისას, მიზნად ისახავს, გააძლიეროს სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც დაფუძნებულია ორმხრივ ინტერესებსა და პასუხისმგებლობებზე, ამასთან, დაიცავს ფუნდამენტურ ამერიკულ ღირებულებებს. ჯო ბაიდენის თქმით, ახლო აღმოსავლეთი ახლა უფრო სტაბილური და უსაფრთხოა, ვიდრე ტრამპის ადმინისტრაციის დროს იყო „ჩემი მიზანი თავიდანვე იყო ურთიერთობების გადახედვა, მაგრამ არა გაწყვეტა - ქვეყანასთან, რომელიც 80 წლის განმავლობაში სტრატეგიული პარტნიორია. დღეს საუდის არაბეთი დაეხმარა სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს ექვს ქვეყანას შორის ერთიანობის აღდგენას, მან სრულად დაუჭირა მხარი იემენში ზავს და ახლა მუშაობს ჩემს ექსპერტებთან, რათა დაეხმაროს ნავთობის ბაზრების სტაბილიზაციას OPEC-ის სხვა მწარმოებლებთან ერთად“, - აღნიშნავს ჯო ბაიდენი. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

ჯო ბაიდენმა საუდის არაბეთი დატოვა და ახლო აღმოსავლეთში ოთხდღიანი ტურნე დაასრულა

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ახლო აღმოსავლეთში პირველი ვიზიტი დაასრულა. ბაიდენის ტურნე საუდის არაბეთს, ისრაელს და დასავლეთ სანაპიროს მოიცავდა. ვიზიტის გზავნილია, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში კვლავ აქტიური პარტნიორი იქნება. ჯო ბაიდენმა ჯედაში სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს (GCC) სამიტში მიიღო მონაწილეობა, სადაც განაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთს არ დატოვებს, რადგან რეგიონში ვაკუუმს ჩინეთი, რუსეთი ან ირანი შეავსებს. იაირ ლაპიდი: ბაიდენი საუდის არაბეთს „მშვიდობის გზავნილს“ გადასცემს ბაიდენმა ასევე გამართა შეხვედრები საუდის არაბეთის მეფე სალმანთან და მის მემკვიდრე პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ვიზიტი ახლო აღმოსავლეთში, აშშ-ის ერთგვარი მცდელობაა, უკრაინაში მოსკოვის შეჭრის ფონზე, რეგიონში ლიდერობა განიმტკიცოს, წერს საერთაშორისო მედია. ჯო ბაიდენი: ახლო აღმოსავლეთში ჩემი გამგზავრებით, ამერიკის ჩართულობის „ახალი და უფრო წარმატებული“ ეტაპი დაიწყება აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იაირ ლაპიდმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია გააფორმეს, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ „ეროვნული ძალის ყველა ელემენტს“ გამოიყენებს, რათა ირანის მიერ ბირთვული იარაღის მოპოვება თავიდან აიცილოს. იაირ ლაპიდი ჯო ბაიდენს: ირანს ბირთვული იარაღის მიღებისგან დიპლომატია ვერ შეაჩერებს ბაიდენის ტურნე 13 ივლისს, ისრაელში ვიზიტით დაიწყო. აშშ-ის პრეზიდენტმა მოგზაურობის მიზნებზე ვრცლად The Washington Post-ში გამოქვეყნებულ წერილში ისაუბრა. „ვიცი, ბევრია ისეთი, ვინც არ ეთანხმება საუდის არაბეთში გამგზავრების გადაწყვეტილებას. ადამიანის უფლებების შესახებ ჩემი შეხედულებები მკაფიოა და ფუნდამენტური თავისუფლებები ყოველთვის არის დღის წესრიგში, როდესაც მე მივდივარ საზღვარგარეთ, ასე იქნება ამ მოგზაურობის დროსაც. „რა თქმა უნდა, რეგიონი კვლავ სავსეა გამოწვევებით: ირანის ბირთვული პროგრამა და მარიონეტული ჯგუფების მხარდაჭერა, სირიის სამოქალაქო ომი, სასურსათო უსაფრთხოების კრიზისი, რომელიც გამწვავდა რუსეთის ომით უკრაინის წინააღმდეგ, ტერორისტული ჯგუფები, რომლებიც კვლავ მოქმედებენ რიგ ქვეყნებში, პოლიტიკური ჩიხი ერაყში. ლიბია და ლიბანი, და ადამიანის უფლებების სტანდარტები, რომლებიც ჩამორჩება მსოფლიოს უმეტესი ნაწილის სტანდარტებს. ჩვენ ყველა ამ საკითხზე უნდა ვიმსჯელოთ“, - ამბობს ჯო ბაიდენი.

აშშ-ის სამხედროებმა, რუსეთის ქცევის გამო, ახლო აღმოსავლეთში F-22-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს - მედია

„რუსული თვითმფრინავების მზარდი სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის გამო“ რეგიონში, აშშ-ის სამხედროებმა, ლენგლის საჰაერო ძალების ბაზიდან, ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ტიპის მოიერიშეები განალაგეს. განაცხადა შეერთებული შტატების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) ოთხშაბათს. ინფორმაციას Alarabiya ავრცელებს. „ეს განლაგება აჩვენებს აშშ-ის უნარს, ხელახლა განათავსოს ძალები და განათავსოს უდიდესი ძალა მომენტალურად“, - ნათქვამია CENTCOM-ის განცხადებაში. CENTCOM-ის მეთაურმა, გენერალმა ერიკ კურილამ გააკრიტიკა რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევა“. „შეთანხმებული ზომების რეგულარული დარღვევა ზრდის ესკალაციის ან არასწორი გათველბის რისკს“, - განაცხადა გენერალმა. უფრო ადრე, აშშ-ის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიაში კონფლიქტის რისკის შემცირების პროტოკოლის დაცვა შეწყვიტეს.  

აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებს

აშშ-ის სამხედროებმა ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელი განათავსეს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ირანის მიერ ნავთობის ტანკერების დაკავების მცდელობები გაიზარდა. ინფორმაციას Alarabya აშშ-ის საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს. ირანმა სტრატეგიული ჰორმუზის სრუტის მახლობლად, ორი ნავთობტანკერის ხელში ჩაგდება დაახლოებით, ათი დღის წინ სცადა, მათ შორის, ერთ-ერთ მათგანზე გასროლით. აშშ-ის საზღვაო ძალებმა განაცხადეს, რომ ორივე შემთხვევაში, ირანის საზღვაო ხომალდებმა უკან დაიხიეს აშშ-ის საზღვაო ძალების პასუხის შემდეგ და რომ ორივე კომერციულმა გემმა განაგრძო მოგზაურობა. „ირანის საზღვაო ფლოტი ცდილობდა, ხელში ჩაეგდო კომერციული ტანკერები, რომლებიც კანონიერად მოძრაობდნენ საერთაშორისო წყლებში,“ - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის სპიკერმა განაცხადა ტიმ ჰოკინსმა. მისივე თანახმად, აშშ-ის საზღვაო ძალებმა დაუყოვნებლივ უპასუხეს და აღკვეთეს ეს დაკავება.” სპიკერის თქმით, მეორე გემზე გასროლას მსხვერპლი ან დიდი ზიანი არ მოჰყოლია. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა Al Arabiya English-ს განუცხადა, რომ აშშ ინციდენტს უპასუხოდ არ დატოვებდა. „აშშ უპასუხებს ირანის აგრესიას ჩვენს გლობალურ მოკავშირეებთან და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, რათა უზრუნველყოს ნაოსნობის თავისუფლება ჰორმუზის სრუტესა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის წყლებში“, - აღნიშნა NSC-ის სპიკერმა. ჰორმუზის სრუტე ომანის და სპარსეთის ყურეებს აკავშირებს. ბოლო წლებში ჰორმუზის სრუტე ირანსა და დასავლეთის სახელმწიფოებს შორის დაძაბულობის კერა ხდებოდა. ინციდენტი ხშირია ჰორმუზის სრუტესა და მის გარშემო, ყურის ვიწრო შესართავში, რომლის საშუალებითაც გადის ნედლი ნავთობის 20 პროცენტი. აშშ-ირანული დაძაბულობა იზრდება მას შემდეგ, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ ცალმხრივად დატოვა ირანის 2015 წლის ბირთვული შეთანხმება. ირანმა უპასუხა თავისი ბირთვული აქტივობების გაძლიერებით - რომელიც, მისი თქმით, არის წმინდა მშვიდობიანი - და ასევე აწვდის რუსეთს შეიარაღებულ თვითმფრინავებს უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის.

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს გზავნის

Alarabiya-ს თანახმად, პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით მოიერიშე თვითმფრინავებს, მათ შორის F-35-ებს აგზავნის, რათა დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები და უზრუნველყოს ნავიგაციის თავისუფლება. „ზოგიერთი [მოიერიშე თვითმფრინავი] გზაშია,“ - განუცხადა ჟურნალისტებს პენტაგონის პრესმდივნის მოადგილემ, საბრინა სინგმა. მისივე თქმით, მუდმივი საფრთხის ფონზე, პარტნიორებთან და მოკავშირეებთან კოორდინაციით, პენტაგონი აშშ-ის წარმომადგენლობას და მონიტორინგის შესაძლებლობას ზრდის. მანვე განმარტა, რომ თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა და აშშ-ის სხვა მაღალჩინოსნებმა მიიღეს გადაწყვეტილება. მედია გუშინ, 16 ივლისს წერდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში მართვადი რაკეტების გამანადგურებელს განათავსებდა. გასულ თვეში, სირიის ცაზე რუსეთის „სახიფათო და არაპროფესიონალური ქცევის“ საპასუხოდ, შეერთებულმა შტატებმა ახლო აღმოსავლეთში F-22 Raptors-ის ფლოტი გაგზავნა.  

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს (THAAD-ისა და Patriot-ის ტიპის) აგზავნის. ამასთან, პენტაგონს პოტენციური განლაგებისთვის სამხედროები მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ბრძანება, რომ ჯარები მოემზადონ განლაგებისთვის, მიზნად ისახავს აშშ-მ „გაზარდოს მზადყოფნა და უნარი სწრაფად რეაგირებისთვის, მოთხოვნის შესაბამისად.“ „ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ირანის და მისი მარიონეტული ძალების ბოლო ესკალაციების შესახებ, პრეზიდენტ ბაიდენთან ჩემი დეტალური დისკუსიების შემდეგ, დამატებითი ნაბიჯების შესახებ ვაცხადებ რეგიონში თავდაცვის დეპარტამენტის პოზიციის შემდგომი გაძლიერების მიზნით,” - განაცხადა ლოიდ ოსტინმა. Wall Street Journal-ი რამდენიმე დღის წინ წერდა, რომ პენტაგონმა შეარჩია დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი ისრაელის მხარდასაჭერად პოტენციური განლაგებისთვის მოსამზადებლად. ამერიკული გამოცემა ინფორმაციას აშშ-ის თავდაცვის ოფიციალურ წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებდა. ჯარისკაცებს დაევალებათ ისეთი მისიები, როგორიცაა, სამედიცინო დახმარება, მაგრამ ისინი საბრძოლო პროცესებში არ ჩაერთვებიან. 2000 პერსონალი განლაგებულია ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ევროპაში, და უცნობია, სად გაიგზავნებიან ისინი. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ექვსი ჩინური ხომალდი განლაგდა ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში აშშ-ის ძალების გაძლიერების ფონზე

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის ფონზე, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ახლო აღმოსავლეთში ექვსამდე ჩინური ხომალდი ოპერირებს. ამ ჯგუფში შედის მართვადი რაკეტების გამანადგურებელი, ფრეგატი Jingzhou და ინტეგრირებული მომარაგების გემი Qiandaohu. 44-ე საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი რეგიონში რეგულარულ ოპერაციებს მაისიდან ატარებს. გასულ კვირას მათ ომანში ვიზიტის დროს, ომანის საზღვაო ძალებთან ერთად, წვრთნები გამართეს. ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ომანში ვიზიტის შემდეგ, 18 ოქტომბერს, ჩინეთის საზღვაო ძალების ესკორტის სამუშაო ჯგუფი ქუვეითის შუვაიხის პორტში, 5-დღიანი ვიზიტით შევიდა. „ქუვეითის საზღვაო საპატრულო ხომალდის Failaka-ს მეთაურობით, ჩინეთის სამუშაო ჯგუფის სამხედრო ხომალდები, მათ შორის გემი Zibo, გემი Jingzhou და გემი Qiandaohu, დილის 9:00 საათზე ჩასვეს განალაგეს შუვაიხის პორტში. მათ მიესალმა 200-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის  იყვნენ ქუვეითის სამხედრო ძალების წარმომადგენლებ და ჩინეთის საელჩოს თანამშრომლები,“ - აცხადებენ ჩინეთის თავდაცვის სამინისტროში. ჩინეთისა და აშშ-ის საზღვაო ყოფნა რეგიონში რეგიონში დაძაბულობის ზრდასთან ერთად, ახლო აღმოსავლეთის წყლებში ექვსი ჩინური გემის ყოფნა სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ჩინეთის სამხედრო გემების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება იმ ფონზე, როდესაც შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს. აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს პეკინის შეფასებით, „კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით 8 ოქტომბერს განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“. სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას, „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“ „მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა. მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა. 22 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სარაკეტო თავდაცვის სისტემებს აგზავნის, სამხედროები კი, პოტენციური განლაგებისთვის მზადყოფნაში მოჰყავს.

ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის

ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას აძლიერებს. ავსტრალია ახლო აღმოსავლეთში საკუთარი მოქალაქეების დასაცავად ჯარისკაცებსა და თვითმფრინავებს აგზავნის. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა, რიჩარდ მარლსმა განაცხადა, რომ ორი სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავი და ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ ავსტრალიის მოქალაქეებს დაიცავენ. „თუ კრიზისი კიდევ უფრო მეტად გაუარესდება, მიზანი ახლო აღმოსავლეთში მყოფი ავსტრალიელების მხარდაჭერაა,“ - განაცხადა რიჩარდ მარლსმა. ავსტრალიის თავდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელ ქვეყნებში გაგზავნის ჯარისკაცებს. რიჩარდ მარლსმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობამ რეგიონში დამატებითი ორი სამხედრო თვითმფრინავი გაგზავნა, შედეგად ჯამში სამი სამხედრო თვითმფრინავი ჰყავს განთავსებული.  

ილია II: დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის

საქართველოს საპატრიარქო ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებას ავრცელებს. ილია II განცხადებაში აღნიშნავს, რომ „დღეს ყველა კეთილი ნების ადამიანი ლოცულობს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისათვის“. „ჩვენც, ჩვენის მხრივ, დღეყოველ შევთხოვთ ყოვლადწმინდა სამებას, მშვიდობა მოანიჭოს წმინდა მიწას, მის მკვიდრთ და მთელ მსოფლიოს. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება”, - აღნიშნულია განცხადებაში.  

ენტონი ბლინკენი: ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “მკაფიო კავშირები” არსებობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტებს შორის “ნათელი კავშირები” არსებობს. ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დაფინანსების გამოყოფაზე საუბრისას ბლინკენმა ხაზი გაუსვა, რომ “ირანის დახმარებით რუსეთისთვის გამარჯვების საშუალების მიცემა გაამხნევებს მოსკოვსაც და თეირანსაც.” „მას შემდეგ რაც რუსეთისთვის მისი სამხედროების მომარაგების ტრადიციული საშუალებები გავწყვიტეთ, ის სულ უფრო და უფრო მიმართავს ირანს დახმარებისთვის. სანაცვლოდ, მოსკოვმა ირანს უფრო განვითარებული სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდა, რაც საფრთხეს უქმნის ისრაელის უსაფრთხოებას,” - განაცხადა ბლინკენმა. სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ისრაელისთვისა და უკრაინისთვის დახმარების ერთიანი პაკეტის დამტკიცება, რათა რუსეთმა და ჩინეთმა არ დაინახონ, რომ გლობალური კრიზისების მოგვარების საკითხს აშშ შემთხვევითობის პრინციპით არ უდგება. „ამ დახმარებისთვის ნაწილების მოშორებას თუ დავიწყებთ, ისინი დაინახავენ ამას, გაიგებენ, რომ შემთხვევითობის პრინციპით ვუდგებით, მაშინ როდესაც ისინი სულ უფრო მზარდად თანამშრომლობენ და უფრო დიდ საფრთხეს შეუქმნიან ჩვენს უსაფრთხოებას, ასევე ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებას,” - განაცხადა ენტონი ბლინკენმა. სენატში ბლინკენს დემონსტრანტებმა სიტყვა შეაწყვეტინეს და ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტა მოითხოვეს  

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით, 300 სამხედროს გაგზავნის - პენტაგონი

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით, 300 ჯარისკაცს გაგზავნის. პენტაგონის სპიკერმა, ბრიგადის გენერალმა პატრიკ რაიდერმა განაცხადა, რომ ჯარები გაემგზავრებიან შეერთებული შტატებიდან, მაგრამ ისინი არ იქნებიან ისრაელში. „ჩვენი მიზანია, მხარი დავუჭიროთ რეგიონული შეკავების მცდელობებს და კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ძალების დაცვის შესაძლებლობები,“ - განაცხადა რაიდერმა. CNN წყაროზე დაყრდნობით 31 ოქტომბერს წერდა, რომ აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილდებიან. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გასულ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში საზღვაო ქვეითები გაგზავნა - CNN

აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის სწრაფი რეაგირების ძალები ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გადაადგილდებიან. CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ 26-ე საზღვაო საექსპედიციო განყოფილება USS Bataan-ის ამფიბიურ თავდასხმის გემზე ბოლო კვირებში მოქმედებდა ახლო აღმოსავლეთის წყლებში, მაგრამ გასული კვირის ბოლოს მან გეზი სუეცის არხისკენ აიღო. ამჟამად გემი წითელ ზღვაში მდებარეობს და უახლოეს მომავალში ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადავა.  ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა გასულ კვირაში 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში მეორე ავიამზიდი განათავსა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრყტმელი ჯგუფი ჩავიდა. მოიერიშე ჯგუფში, რომელსაც მეთაურობს Carrier Strike Group (CSG) 2, შედის: ფლაგმანი ავიამზიდი - USS Dwight D. Eisenhower (CVN 69), მართვადი რაკეტების კრეისერი USS Philippine Sea (CG 58), მართვადი რაკეტების გამანადგურებელი USS Mason (DDG 87) და სხვა. ახლო აღმოსავლეთის რეგიონში დაძაბულობის ფონზე, პენტაგონმა 900 ამერიკელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ განაცხადა. მანამდე, 22 ოქტომბერს აშშ-მ დაახლოებით, 2000 ჯარისკაცი განლაგებისთვის მზადყოფნაში მოიყვანა. 25 ოქტომბერს პენტაგონმა ახლო აღმოსავლეთში F-16-ების ესკადრილია გაგზავნა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

რომის პაპი: ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება

რომის პაპმა ფრანცისკემ ისრაელ-ჰამასის კონფლიქტზე საუბრისას მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. „ვაგრძელებ ფიქრს პალესტინასა და ისრაელში არსებულ სერიოზულ ვითარებაზე, სადაც ძალიან ბევრი ადამიანი დაიღუპა. ღვთის სახელით, გთხოვთ, შეწყვიტოთ: შეწყვიტეთ იარაღის გამოყენება!” - აღნიშნა რომის პაპმა. მას იმედი აქვს, რომ კონფლიქტის ესკალაციის თავიდან აცილება მოხდეს.  

აშშ-ის მართვადი სარაკეტო წყალქვეშა ნავი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა

აშშ-ის ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო წყალ­ქვე­შა ნავი განთავსდა. CNN ცენ­ტრა­ლუ­რი სარ­დლო­ბის ცნო­ბაზე დაყრდნობით წერს, რომ ოჰა­ი­ოს კლა­სის წყალ­ქვე­შა ნავი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ზო­ნა­ში შე­ვი­და. ამერიკული ტელეარხის ცნობით, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი იშ­ვი­ა­თად აკე­თებს გან­ცხა­დე­ბას ბა­ლის­ტი­კუ­რი და მარ­თვა­დი სა­რა­კე­ტო წყალ­ქვე­შა ნა­ვე­ბის მოძ­რა­ო­ბა­სა თუ ოპე­რა­ცი­ებ­ზე. ეს შემთხვევა კი, რე­გი­ონ­ში ირა­ნი­სა და მისი მა­რი­ო­ნე­ტე­ბის მი­მართ, შეკავების მკაფიო გზავნილია. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდის დამრყტმელი ჯგუფიც ჩავიდა. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.

Microsoft: რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებს

Microsoft-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი ახლო აღმოსავლეთის შესახებ აქტიურად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებს იმ ფონზე, როცა რეგიონში ისრაელ - „ჰამასის“ ომის გამო, რადგან რეგიონში დაძაბულობა იზრდება. ამის შესახებ France24 წერს. ბრედ სმიტის თქმით, Microsoft-ი და მისი კონკურენტები დეზინფორმაციას ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენებითაც ებრძვიან. მას მშვიდობის ხელშეწყობაში ტექნოლოგიური გიგანტის როლზე, პარიზში გამართულ საერთაშორისო სამშვიდობო ფორუმზე დაუსვეს შეკითხვა.   სმიტმა აღნიშნა, რომ Microsoft-ი და სხვა კომპანიები დეზინფორმაციას ებრძვიან „ტექნოლოგიური ხელსაწყოების შექმნით, რომლებიც ხელს უწყობენ მანიპულაციური, მოდიფიცირებული, შეცვლილი შინაარსის გამოვლენას.“   „ჩვენ ძალიან კარგად ვახერხებთ რუსული კამპანიის იდენტიფიცირებას, როგორც მაშინ, როდესაც ისინი ცდილობდნენ, ხალხისთვის ეთქვათ, რომ Covid-ის ვაქცინა არ გაეკეთებინათ,” - აღნიშნა სმიტმა. „დღეს ჩვენ ვხედავთ რუსულ დეზინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში,“ - განაცხადა Microsoft-ის პრეზიდენტმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე. შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, „ჰამასმა“, რომელსაც დასავლეთი ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს, ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყვეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“, "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს. ისრაელმა ოფიციალურად 8 ოქტომბერს გამოაცხადა საომარი მდგომარეობა და მოახდინა 300 000 რეზერვისტის მობილიზება ტერორისტულ თავდასხმასა და „ჰამასის“ შეჭრაზე საპასუხოდ. 9 ოქტომბერს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა გამოსცა ბრძანება ღაზის სექტორის სრული ბლოკადის შესახებ, რაც ნიშნავს, რომ მას აღარ მიეწოდება ელექტროენერგია, საწვავი და სურსათი. ისრაელზე თავდასხმები აშშ-მ, ევროკავშირმა, უკრაინამ და სხვა რიგმა ქვეყნებმა დაგმეს. აშშ-მ ისრაელს სამხედრო დახმარება გაუგზავნა. პირველი ტვირთი ისრაელმა 11 ოქოტომბერს მიიღო. 12 ოქტომბერს ენტონი ბლინკენი ისრაელში ჩავიდა. 13 ოქტომბერს კი, ისრაელს აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი ეწვია. პენტაგონის 14 ოქტომბრის განცხადებით, ისრაელის წინააღმდეგ მტრული ქმედებებისა და ომის გაფართოების მცდელობების შესაკავებლად, აშშ რეგიონში მეორე ავიამზიდის მოიერიშე ჯგუფს გზავნის. 18 ოქტომბერს ისრაელში აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩავიდა. ისრაელ-“ჰამასის“ ომის დაწყების შემდეგ, 21 ოქტომბერს, ღაზის სექტორში ეგვიპტის გავლით პირველი ჰუმანიტარული დახმარება შევიდა. რაფაჰის გამშვები პუნქტი დროებით გაიხსნა.  

ენტონი ბლინკენის ახლო აღმოსავლურ ტურნეში ცვლილება შევიდა

აშშ-ის უმაღლესი დიპლომატი ენტონი ბლინკენი აქამდე დაუანონსებელი ვიზიტით ბაჰრეინში ჩავა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა. პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან შეხვედრის შემდეგ, ბლინკენი ბაჰრეინში, მეფე ჰამადთან მოლაპარაკებების მიზნით გაემგზავრება, რათა თავიდან იყოს აცოლებული ისრაელ - “ჰამასის“ ომის ესკალაცია რეგიონულ დონეზე. ყურის სამეფო ვაშინგტონის მთავარი პარტნიორია და აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტსაც მასპინძლობს. ბლინკენმა მეოთხე ტურნე ახლო აღმოსავლეთში 5 იანვარს დაიწყო. მისი ბოლო გაჩერება ეგვიპტე უნდა ყოფილიყო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მეხუთედ ჩავიდა ისრაელში მას შემდეგ, რაც „ჰამასი“ ისრაელს დაესხა თავს. 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ, ისრაელმა საომარი მდგომარეომა გამოაცხადა და ტერორისტულ დაჯგუფებად მიჩნეული „ჰამასის“ განადგურების პირობა დადო. ახლა დასავლეთი ომის გავრცელების პრევენციას ისახავს მიზნად და ბლინკენის ტურნეც სწორედ ამას ისახავდა მიზნად. რა მიმართულებები მოექცა აშშ-სა და ისრაელის ფოკუსში - ბლინკენის ვიზიტი  

ლოიდ ოსტინი ამერიკულ სამხედრო ბაზაზე თავდასხმაზე: არ მოვითმენთ ამერიკულ ძალებზე თავდასხმებს და ყველა საჭირო ზომას მივიღებთ

აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინის განცხადებით, აღშფოთებული და ღრმად დამწუხრებულია თავდასხმის გამო, რომელსაც სამი ამერიკელი სამხედრო მოსამსახურის სიცოცხლე ემსხვერპლა. ოსტინის თქმით, სამხედროები იორდანიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან იყვნენ განლაგებულნი და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით მოქმედებდნენ. „ლოცვებში ვიხსენიებ მამაც ამერიკელებს და მათ ოჯახებს. თავდაცვის მთელი უწყება გლოვობს მათ დაკარგვას,“ – აცხადებს აშშ-ის თავდაცვის მდივანი. ბაიდენის მსგავსად მან თავდასხმაში ირანის მიერ მხარდაჭერილი გასამხედროებული ჯგუფები დაადანაშაულა და გაიმეორა პრეზიდენტის კომენტარი, რომ აშშ უპასუხებს ამ თავდასხმას მის მიერ არჩეულ დროსა და ადგილას. „პრეზიდენტი და მე არ მოვითმენთ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე და მივიღებთ ყველა საჭირო ზომას შეერთებული შტატების, ჩვენი ჯარების და ჩვენი ინტერესების დასაცავად," - განაცხადა ოსტინმა. 28 იანვარს, იორდანიაში, სირიის საზღვართან, აშშ-ის სამხედრო ბაზაზე დრონით თავდასხმის შედეგად, 3 ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა და 34 დაშავდა. ირანი აცხადებს, რომ იორდანიაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დრონით განხორციელებულ თავდასხმასთან კავშირი არ აქვს და აშშ-ის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს პოლიტიკური მიზნები აქვს. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ფაქტების მოპოვება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა თავდასხმა ირანის მიერ მხარდაჭერილმა ჯგუფებმა განახორციელეს, რომლებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ. ახლო აღმოსავლეთში, ამერიკულ ბაზაზე დრონის თავდასხმის შედეგად, სამი ამერიკელი ჯარისკაცი დაიღუპა  

ჯოზეფ ბორელი: ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაცია თავიდან აიცილონ

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას ფეთქებადსაშიში უწოდა. მას შემდეგ, რაც აშშ-მ სირიასა და ერაყში ირანთან დაკავშირებულ ჯგუფებს დაარტყა, ბორელმა ყველა მხარეს მოუწოდა, თავიდან აიცილოს შემდგომი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში. „ყველა უნდა ეცადოს, რომ ვითარება ფეთქებადი არ გახდეს. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, რომ ესკალაციის თავიდან აცილება სცადოს,“ - განაცხადა ბორელმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. ბორელს აშშ-ის დარტყმები პირდაპირ არ უხსენებია, მაგრამ გაიმეორა გაფრთხილება, რომ ახლო აღმოსავლეთი "არის „ქვაბი“, რომელიც შეიძლება, აფეთქდეს." მან მიუთითა ღაზის სექტორში ომზე, ძალადობაზე ლიბანის საზღვრის გასწვრივ, დაბომბვებზე ერაყსა და სირიაში და თავდასხმებზე წითელ ზღვაში. ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მ ერაყსა და სირიაში ირანულ სამიზნეებზე იერიში მიიტანა  

ჯოზეფ ბორელი: ახლო აღმოსავლეთი კლდის პირასაა, ფეხი მუხრუჭს უნდა დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ახლო აღმოსავლეთი ციცაბო კლდის პირასაა და მნიშვნელოვანია, რომ ისრაელსა და ირანს შორის კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს. „ციცაბო კლდის პირას ვდგავართ და უნდა მოვშორდეთ მას, ფეხი მუხრუჭს დავაჭიროთ და უკუსვლაზე გადავრთოთ,“ - აღნიშნა ბორელმა. მისი თქმით, მოელის, რომ ისრაელი ირანის უპრეცედენტო საჰაერო თავდასხმას უპასუხებს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ეს არ გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის მემარჯვენე სამთავრობო კოალიციაში არის „ღრმა განხეთქილება“ ხისტი ხაზის მხარდამჭერებს შორის, რომლებსაც სასტიკი შურისძიება სურთ და უფრო ზომიერ და საღად მოაზროვნე ფრაქციას შორის. „ეს ფრაქცია საპასუხო ქმედების მომხრეა, მაგრამ ისე, რომ თავიდან აიცილონ პასუხის პასუხი,“ - აღნიშნა ბორელმა. შეგახსენებთ, ისრაელის მიერ პირველ აპრილს სირიაში, ირანის საკონსულოზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, ირანმა შაბათს ღამით ისრაელის მიმართულებით ასობით დრონი და რაკეტა გაუშვა.  

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის

აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით ძალებს გზავნის. აშშ-ს ამჟამად რეგიონში 40 000-მდე სამხედრო ჰყავს განთავსებული. პენტაგონის პრესმდივანს, გენერალ-მაიორ პეტ რაიდერს არ დაუკონკრეტებია დეტალები, თუ რა რაოდენობის იქნება დამატებითი ძალები, ან რა ამოცანები დაეკისრება მათ. „ლიბანში მკვეთრად მოიმატა ძალადობის დონემ ისრაელსა და ჰეზბოლას შორის, რამაც, თავის მხრივ, გააძლიერა შეშფოთება უფრო ფართო რეგიონული ომის თაობაზე,“ აცხადებს პენტაგონი. რაიდერმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა 22 სექტემბერს ტელეფონით ისაუბრეს. რაიდერის თქმით, ოსტინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ აშშ "მიზანმიმართული რჩება აშშ-ის ძალების და თანამშრომლების დაცვაში და ნებისმიერი რეგიონული ძალის შეკავებაში სიტუაციის სათავისოდ გამოყენებისგან ან კონფლიქტის გაფართოებისგან." ისრაელის არმიამ, ჰეზბოლას ძალების წინააღმდეგ კონფლიქტის გაფართოების ფონზე, ლიბანის სამხრეთსა და აღმოსავლეთში მცხოვრები მოქალაქეებს ევაკუაციისკენ მოუწოდა.  

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის

რას ნიშნავს ტრამპის გამარჯვება უკრაინისთვის, ახლო აღმოსავლეთისთვის და ჩინეთისთვის - ამ თემას BBC-მ სტატია მიუძღვნა, რომელშიც წერს, რომ დონალდ ტრამპის თეთრ სახლში დაბრუნება სავარაუდოდ, აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ცვლილებას, მრავალ ფრონტზე, პოტენციურად რადიკალურ ძვრებს გამოიწვევს, რადგან მსოფლიო ნაწილები ომისა და გაურკვევლობის წინაშეა. ბრიტანული მედია იხსენებს, რომ თავისი კამპანიის დროს ტრამპმა ფართო პოლიტიკური დაპირებები გასცა, თუმცა ხშირად ის კონკრეტულ დეტალებზე არ საუბრობდა და ეფუძნებოდა არაინტერვენციონიზმისა და სავაჭრო პროტექციონიზმის პრინციპებს ან როგორც ის ამბობს - პრინციპს - „ამერიკა უპირველეს ყოვლისა.“ „ომების დაწყებას არ ვაპირებ, მე მათ დასრულებას ვაპირებ,“ გაიმაორე დონალდ ტრამპმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას. „ჩვენ ომები არ გვქონია, ოთხი წლის განმავლობაში ომები არ გვქონია. გარდა იმისა, როცა ჩვენ ე.წ. ისლამური სახელმწიფო დავამარცხეთ,“ - განაცხადა დონალდ ტრამპმა. რუსეთი, უკრაინა და NATO კამპანიის დროს ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას შეეძლო ომის დასრულება რუსეთსა და უკრაინას შორის „ერთ დღეში“. კითხვაზე - თუ როგორ, მან დეტალები არ დააკონკრეტა. ტრამპისდროინდელი ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი ხელმძღვანელების მიერ მაისში დაწერილ კვლევით ნაშრომში ნათქვამია, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს იარაღის მიწოდება უკრაინაში, მაგრამ მხარდაჭერა რუსეთთან კიევის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების პირობა განაპირობებს. ტრამპის დემოკრატი ოპონენტები, რომლებიც მას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისთვის კომფორტის უზრუნველყოფაში ადანაშაულებენ, აცხადებენ, რომ მისი მიდგომა უკრაინის დათმობას უტოლდება, რაც მთელ ევროპას საფრთხეს შეუქმნის. ტრამპი მუდმივად ამბობდა, რომ მისი პრიორიტეტია ომის დასრულება და აშშ-ის რესურსების გადინების შეჩერება. გაურკვეველია, რამდენად ასახავს ყოფილი მრჩეველთა ნაშრომი ტრამპის აზრებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ის გვთავაზობს სახელმძღვანელოს, თუ რა სახის რჩევებს მიიღებს 47-ე პრეზიდენტი. მისი მიდგომა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ ასევე ვრცელდება NATO-ს მომავლის სტრატეგიულ საკითხზე - ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსზე, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, თავდაპირველად, შეიქმნა, როგორც საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ საყრდენი. NATO ახლა 32 ქვეყანას აერთიანებს და ტრამპი დიდი ხანია, ამ ალიანსს სკეპტიკურად უყურებს. რეალურად, გამოიყვანს თუ არა შეერთებულ შტატებს NATO-დან, რაც თითქმის ერთი საუკუნის განმავლობაში, ტრანსატლანტიკურ თავდაცვის ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან ცვლილებას ნიშნავს, დებატების საგნად რჩება. მისი ზოგიერთი მოკავშირე ვარაუდობს, რომ ტრამპის მკაცრი ხაზი მხოლოდ მოლაპარაკების ტაქტიკაა, რათა წევრებმა ალიანსის თავდაცვის ხარჯების თაობაზე მითითებები შეასრულონ. მაგრამ რეალობა ისაა, რომ NATO-ს ლიდერები სერიოზულად შეშფოთდებიან იმაზე, თუ რას ნიშნავს მისი გამარჯვება ალიანსის მომავლისთვის და როგორ აღიქმება მისი შემაკავებელი ეფექტი მტრულად განწყობილი ლიდერების მიერ. ახლო აღმოსავლეთი ისევე როგორც უკრაინაში, ტრამპი ახლო აღმოსავლეთში „მშვიდობის“ დამყარებას აანონსებს - ამბობს, რომ დაასრულებს ისრაელ-ჰამასის ომს ღაზის სექტორში და ისრაელ-ჰეზბოლას ომს ლიბანში, მაგრამ არ უთქვამს - როგორ. მან არაერთხელ თქვა, ის რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და არა ჯო ბაიდენი, „ჰამასი“ ვერ დაესხმებოდა თავს ისრაელს მისი „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკის გამო ირანზე, რომელიც ხსენებულ დაჯგუფებას აფინანსებს. ზოგადად, სავარაუდოა, რომ ტრამპი შეეცდება, დაუბრუნდეს პოლიტიკას, რომლის მიხედვითაც, მისმა ადმინისტრაციამ აშშ ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა, ირანის წინააღმდეგ გამოიყენა უფრო დიდი სანქციები და მოკლა გენერალი ყასემ სოლეიმანი - ირანის ყველაზე ძლიერი სამხედრო მეთაური. თეთრ სახლში ტრამპმა მტკიცე პრო-ისრაელური პოლიტიკა გაატარა, იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქად აღიარა და თელ-ავივიდან იქ აშშ-ის საელჩო გადაიტანა - ამ ნაბიჯმა გააძლიერა ტრამპის ქრისტიანულ ევანგელისტური ნაწილი - რესპუბლიკელ ამომრჩეველთა ძირითადი ჯგუფი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტრამპს უწოდა "საუკეთესო მეგობარი, რომელიც ისრაელს ოდესმე ჰყოლია თეთრ სახლში". მაგრამ კრიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მის პოლიტიკას დესტაბილიზაციის ეფექტი ჰქონდა რეგიონზე. პალესტინელებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ტრამპის ადმინისტრაციას იმის გამო, რომ ვაშინგტონმა უარი თქვა  იერუსალიმზე - ქალაქი, რომელიც პალესტინელებისთვის ეროვნული და რელიგიური ცხოვრების ისტორიულ ცენტრს ქმნის. ისინი კიდევ უფრო იზოლირებულნი დარჩნენ, როდესაც ტრამპმა შუამავლობით დადო ეგრეთ წოდებული „აბრაამის შეთანხმება“, რაც იყოს ისტორიული შეთანხმება ისრაელსა და რამდენიმე არაბულ და მუსულმანურ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების ნორმალიზებისთვის. მათ ეს გააკეთეს ისე, რომ ისრაელს არ უნდა მიეღო მომავალი დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფო მის გვერდით - ე.წ. ორი სახელმწიფოს გადაწყვეტა - ადრე არაბული ქვეყნების პირობა ასეთი რეგიონული გარიგებისთვის. ისრაელის აღიარების სანაცვლოდ, ჩართულ ქვეყნებს მოწინავე ამერიკულ იარაღზე მიეცათ წვდომა. ტრამპმა კამპანიის დროს განაცხადა, რომ მას სურს ღაზის სექტორში ომის დასრულება. მას ჰქონდა რთული, ზოგჯერ დისფუნქციური ურთიერთობა ნეთანიაჰუსთან, მაგრამ რა თქმა უნდა, აქვს მასზე ზეწოლის უნარი. მას ასევე აქვს ძლიერი ურთიერთობების ისტორია არაბული ძირითადი ქვეყნების ლიდერებთან, რომლებსაც აქვთ კონტაქტები „ჰამასთან.“ გაურკვეველია, როგორ აპირებს ის პოზიციონირებას, როდესაც ისრაელის ხელმძღვანელობისადმი ძლიერი მხარდაჭერის გამოხატვის სურვილი და ამავე დროს, ომის დასრულების სურვილი აქვს. ტრამპის მოკავშირეები ხშირად მიუთითებდნენ მის არაპროგნოზირებადობაზე და ამას დიპლომატიურ აქტივადაც განიხილავდნენ, მაგრამ უაღრესად სადავო და არასტაბილურ ახლო აღმოსავლეთში, უკვე ისტორიული მასშტაბის კრიზისის შუაგულში, რთულია პროგნოზი, თუ როგორ შესრულდება ტრამპის გაცხადებული მიზნები. მას მოუწევს, გადაწყვიტოს, თუ როგორ ან წასწიოს თუ არა წინ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ დაწყებული შეფერხებული დიპლომატიური პროცესი, რათა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზის სექტორში, „ჰამასის“ მიერ დაკავებული მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. ჩინეთი და ვაჭრობა ამერიკის მიდგომა ჩინეთისადმი მისი საგარეო პოლიტიკის ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროა, რაც ყველაზე დიდ გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და ვაჭრობაზე. როდესაც ის თანამდებობაზე იყო, ტრამპმა ჩინეთს "სტრატეგიული კონკურენტი" უწოდა და აშში-ში ზოგიერთ ჩინურ იმპორტზე ტარიფები დააწესა. ამას პეკინის მიერ ამერიკულ იმპორტზე ტარიფების დაწესება მოჰყვა. სავაჭრო დავის დეესკალაციის მცდელობები იყო, მაგრამ კოვიდპანდემიამ ეს შესაძლებლობაც გააქრო  და ურთიერთობები გაუარესდა, რადგან ყოფილმა პრეზიდენტმა კოვიდს „ჩინური ვირუსი“ უწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია აცხადებდა, რომ უფრო პასუხისმგებლიანი მიდგომა ჰქონდა ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, მან, ფაქტობრივად, იმპორტზე, ტრამპის ეპოქის დროინდელი ბევრი ტარიფი შეინარჩუნა. ტრამპმა თავის დროზე, შეაქო ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი, როგორც "ბრწყინვალე," "საშიში" და უაღრესად ეფექტური ლიდერი, რომელიც 1.4 მილიარდ ადამიანს "რკინის მუშტით"  აკონტროლებს - ამის გამო, ტრამპის ოპონენტების ნაწილი  "დიქტატორებით ტრამპის აღფრთოვანებაზე“ საუბრობდა.  როგორც ჩანს, ტრამპი სავარაუდოდ, უარს იტყვის ბაიდენის ადმინისტრაციის მიდგომაზე - აეშენებინა აშშ-ის უფრო ძლიერი პარტნიორობა უსაფრთხოების სფეროში სხვა რეგიონულ ქვეყნებთან, ჩინეთის შეკავების მიზნით. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეინარჩუნა სამხედრო დახმარება ტაივანისთვის, რომელსაც ჩინეთი განიხილავს სეპარატისტულ პროვინციად, რომელიც საბოლოოდ, პეკინის კონტროლის ქვეშ იქნება. ტრამპმა ოქტომბერში განაცხადა, რომ თუ ის თეთრ სახლში დაბრუნდებოდა, მას ტაივანის საკითხზე არ მოუწევდა სამხედრო ძალის გამოყენება ჩინეთის ბლოკადის აღსაკვეთად, რადგან თუ ეს მოხდა, ის დააწესებდა დამანგრეველ ტარიფებს ჩინურ იმპორტზე და ეს სი ძინპინისთვისაც ცნობილი ფაქტია.  

რა არის ცნობილი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ

ეგვიპტეში სამდღიანი ინტენსიური არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ისრაელმა და „ჰამასმა“ „ხელი მოაწერეს 20-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას“, რომელიც მან გასულ კვირას გამოაქვეყნა.  დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში გაიმართა. მოლაპარაკებებში მონაწილეობდნენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი ჯარედ კუშნერი.  ისრაელის და პალესტინის ოფიციალური წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ შეთანხმებას ხელი მოეწერა ეგვიპტის კურორტ შარმ ელ-შეიხში გამართული არაპირდაპირი მოლაპარაკებების შემდეგ. ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისი აცხადებს, რომ შეთანხმება ამოქმედდება მისი მთავრობის მიერ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ, რაც 9 ოქტომბერსვე უნდა მოხდეს.  შეთანხმების პირველი ფაზაც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას და ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ. ისრაელის სამხედროებმა ხუთშაბათს განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მზადება „კორექტირებულ განლაგების ხაზებზე გადასასვლელად.“ ამის შემდეგ დაიწყება 72-საათიანი ათვლა, რომლის დროსაც „ჰამასმა“ უნდა გაათავისუფლოს ყველა 20 მძევალი, ამას მოჰყვება 28 მძევლის ცხედრის დაბრუნება, თუმცა უცნობია, რამდენ ხანს შეიძლება, გაგრძელდეს ეს პროცესი. BBC-ს პალესტინელმა წყარომ განუცხადა, რომ შემდეგ, ისრაელი გაათავისუფლებს დაახლოებით 250 პალესტინელ პატიმარს, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი ისრაელის ციხეებში. ასობით სატვირთო მანქანა, რომლითაც ჰუმანიტარული დახმარება იგზავნება, ასევე შევა ღაზის სექტორში, სადაც გაეროს მიერ მხარდაჭერილმა ექსპერტებმა აგვისტოში, შიმშილობის ფაქტები დაადასტურეს. როგორც Reuters-ი წერს, კვლავაც განხილვას უნდა დაექვემდებაროს ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის შემდეგი ნაბიჯები - მათ შორის ის, თუ როგორ უნდა იმართოს ღაზის სექტორი ბრძოლის დასრულების შემდეგ, ასევე „ჰამასის“ საბოლოო ბედი - ჯგუფი ჯერჯერობით უარყოფს ისრაელის მოთხოვნას განიარაღების თაობაზე. დღის ბოლოს, თავის მხრივ, ჰამასმა“ ღაზის სექტორში ომის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შესაბამისი განცხადება „ჰამასის“ მოლაპარაკებების ჯგუფის ხელმძღვანელმა ხალილ ალ-ჰაიიამ გააკეთა.  ალ-ჰაიიას თქმით, შეთანხმება ასევე ითვალისწინებს რაფაჰის სასაზღვრო პუნქტის ორივე მიმართულებით გახსნას. „დღეს ვაცხადებთ ომის დასრულებას და მუდმივი ცეცხლის შეწყვეტის დაწყებას. შეთანხმება მოიცავს რაფაჰის გადასასვლელის გახსნას ორივე მიმართულებით. შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის მიერ ყველა პატიმრობაში მყოფი პალესტინელი ქალისა და ბავშვის გათავისუფლებას. ჯგუფმა მიიღო გარანტიები შეერთებული შტატებისგან, არაბი შუამავლებისა და თურქეთისგან, რომ ღაზაში ომი სამუდამოდ დასრულდა,“ ამბობს ალ-ჰაიია. ცნობისთვის, მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჰამასი ყველა მძევალს ორშაბათს ან სამშაბათს გაათავისუფლებს.  „შევთანხმდით ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებაზე. ისინი ორშაბათს ან სამშაბათს უნდა გათავისუფლდნენ. ეს რთული პროცესია. მირჩევნია, არ გითხრათ, რა უნდა გააკეთონ მათ გასათავისუფლებლად.... მძევლებს ვიბრუნებთ ორშაბათს ან სამშაბათს, ეს სიხარულის დღე იქნება. ვეცდები, ვიზიტი განვახორციელო, ვეცდები იქ მოხვედრას. დროზე ვმუშაობთ, ზუსტ დროზე. ეგვიპტეში ჩავალთ, სადაც ხელმოწერა იქნება - დამატებითი ხელმოწერა. უკვე იყო ჩემი სახელით ხელმოწერა, მაგრამ ოფიციალური ხელმოწერა გვექნება,” - განაცხადა ტრამპმა. რა მოხდება შემდეგ? [წყარო - BBC] თუ ტრამპის 20-პუნქტიანი გეგმის პირველი ფაზის დასრულებას მოჰყვება მოლაპარაკებები შემდგომი ფაზების დეტალებზე - ამ პუნქტების უმეტესობაზე შეთანხმების მიღწევა შეიძლება, რთული იყოს. წინადადებაში ნათქვამია, რომ თუ ორივე მხარე შეთანხმდება, ომი „დაუყოვნებლივ დასრულდება.“  აღინიშნა, რომ ღაზა დემილიტარიზებული იქნება და ყველა „სამხედრო, ტერორისტული და შეტევითი ინფრასტრუქტურა“ განადგურდება. ასევე ნათქვამია, რომ ღაზას მართავს პალესტინელი ტექნოკრატების დროებითი გარდამავალი კომიტეტი, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს „მშვიდობის საბჭო“, რომელსაც ხელმძღვანელობს და თავმჯდომარეობს დონალდ ტრამპი და პროცესში ასევე ჩართულია დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი. სასაზღვრო ზოლის მმართველობა საბოლოოდ გადაეცემა პალესტინის ხელისუფლებას, მისი რეფორმირების შემდეგ. გეგმის თანახმად, „ჰამასს“ მომავალში არ ექნება როლი ღაზის მმართველობაში, პირდაპირ თუ ირიბად. „ჰამასის“ წევრებს შესთავაზებენ ამნისტიას, თუ ისინი მშვიდობიან თანაარსებობას აიღებენ ვალდებულებად ან უზრუნველყოფენ უსაფრთხო გადასვლას სხვა ქვეყანაში. არცერთი პალესტინელი არ იქნება იძულებული, დატოვოს ღაზა და მათ, ვისაც წასვლა სურდა, თავისუფლად შეძლებენ დაბრუნებას. ღაზის აღდგენისათვის „ტრამპის ეკონომიკური განვითარების გეგმას“ ექსპერტთა ჯგუფი შეიმუშავებს. დაბრკოლებები შემდგომ ეტაპებზე? შეთანხმების შემდგომ ეტაპებზე მოლაპარაკებების დროს, სავარაუდოდ, მრავალი საკამათო საკითხი იქნება. „ჰამასმა“ ადრე უარი თქვა იარაღის დაყრაზე და განაცხადა, რომ ამას მხოლოდ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის შემდეგ გააკეთებდა. ჯგუფმა ასევე არ ახსენა განიარაღება გასულ შაბათ-კვირას გეგმაზე თავდაპირველ პასუხში, რამაც გააღვივა ვარაუდები, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა. მიუხედავად იმისა, რომ ისრაელი სრულად დაეთანხმა გეგმას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, როგორც ჩანს, უარყო პალესტინის ადმინისტრაციის მონაწილეობა ომისშემდგომ ღაზაში, მაშინაც კი, როდესაც ის გასულ კვირას პრეზიდენტის გვერდით ტრიბუნაზე იდგა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ ის არანაირ როლს არ ითამაშებდა ტერიტორიის მართვაში. „ჰამასმა“ ასევე განაცხადა, რომ მომავალში ღაზაში გარკვეული როლის შესრულებას ელის „ერთიანი პალესტინის მოძრაობის“ ფარგლებში. კიდევ ერთი დაბრკოლება ისრაელის ჯარების გაყვანის მასშტაბია. ისრაელი აცხადებს, რომ პირველი გასვლით ის ღაზის ტერიტორიის დაახლოებით 53%-ზე კონტროლს შეინარჩუნებს. თეთრი სახლის გეგმა შემდგომ გასვლას დაახლოებით 40%-მდე, შემდეგ კი, 15%-მდე მიუთითებს. ეს საბოლოო ეტაპი იქნება „უსაფრთხოების პერიმეტრი“, რომელიც „იარსებებს, ვიდრე ღაზა სათანადოდ არ იქნება დაცული ნებისმიერი ტერორისტული საფრთხისგან“. აქ ფორმულირება ბუნდოვანია და არ იძლევა ისრაელის სრული გასვლის მკაფიო ვადებს - რაშიც „ჰამასს“, სავარაუდოდ, გარკვევა სურს. ცნობისთვის, ტრამპმა გეგმა თეთრ სახლში 29 სექტემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად წარადგინა, რომელმაც განაცხადა, რომ ისრაელი პირობებს ეთანხმება.  

აშშ-ის უდიდესი ავიამზიდი ხმელთაშუა ზღვაში შევიდა

მსოფლიოში უდიდესი ავიამზიდი, ამერიკული „ჯერალდ ფორდი“ ხმელთაშუა ზღვაში შევიდა. BBC Verify-მ დაადასტურა, რომ Gerald R Ford-მა პარასკევს, გიბრალტარის სრუტეში ხმელთაშუა ზღვის მიმართულებით გაიარა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასულ კვირას ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდისა და მისი თანმხლები დამრტყმელი ჯგუფის გაგზავნა ბრძანა, რადგან ტრამპი ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო ზომების მიღების საკითხს განიხილავს. მოსალოდნელია, რომ ავიამზიდს კიდევ რამდენიმე დღე დასჭირდება ახლო აღმოსავლეთში მისასვლელად და ირანის წინააღმდეგ მოქმედებების დასაწყებად მზადყოფნისთვის. ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ამერიკამ დიდი ძალები გადაისროლა. რა ვარიანტებს განიხილავს ტრამპი ირანთზე  

ერდოღანი: მწუხარებით შევიტყვე, რომ ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს

მწუხარებით შევიტყვე, რომ ჩვენი მეზობელი ირანის რელიგიური ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი გუშინ მომხდარი თავდასხმების შედეგად დაიღუპა. ვლოცულობ, რომ ყოვლისშემძლე ალაჰმა შეიწყალოს ბატონი ხამენეი და თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ძმურ ხალხს, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოციალურ ქსელში წერს. თურქეთის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ქვეყანა განაგრძობს ძალისხმევას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენისთვის. „თურქეთი განაგრძობს ძალისხმევას, რათა ირანელმა ხალხმა და რეგიონის ყველა მეგობარმა და ძმამ დაიბრუნოს დამსახურებული მშვიდობა და სტაბილურობა, რეგიონში მიმდინარე დაპირისპირება დასრულდეს და დიპლომატიას დაუბრუნდნენ,“ – აღნიშნავს ერდოღანი. თურქეთის კომუნიკაციების დეპარტამენტის ცნობით, ერდოღანმა რეგიონში ბოლო დროს განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებთან სატელეფონო საუბრები გამართა. „ერდოღანმა სამძიმარი გამოხატა არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, ნათქვამია ინფორმაციაში. ერდოღანი ისრაელის მკაცრი კრიტიკოსია და ადრე აქებდა კიდეც „ჰამასს.“  თურქეთი ასევე NATO-ს ალიანსის წევრია შეერთებულ შტატებთან ერთად. 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტები დაბომბეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაცია „პრევენციულ დარტყმად“ შეაფასა, ხოლო აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა მოგვიანებით დაადასტურეს ვაშინგტონის მონაწილეობა. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოუწოდა ირანის შეიარაღებულ ძალებს, დაეყარათ იარაღი. ირანმა საპასუხო დარტყმები განახორციელა ისრაელის ტერიტორიის, ასევე, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზების წინააღმდეგ. ირანის საპასუხო დარტყმებმა გავლენა მოახდინა რეგიონის სხვა ქვეყნებზე, რამაც ხაზი გაუსვა კონფრონტაციის მასშტაბის გაფართოებას.  

ნავთობის ფასი ირანის კონფლიქტის გამო 10%-ით გაიზარდა - Reuters

ერთი ბარელი ნედლი ნავთობის ფასი 10%-ით გაიზარდა და დაახლოებით 80 დოლარს მიაღწია. ამის შესახებ ნავთობით მოვაჭრე კომპანიებმა განაცხადეს. ანალიტიკოსები ვარაუდობდნენ, რომ ფასები შესაძლოა 100 დოლარამდეც კი გაიზარდოს მას შემდეგ, რაც აშშ-სა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შემდეგ ახლო აღმოსავლეთში ახალი ომი დაიწყო. გადაზიდვების მონაცემების თანახმად, ენერგომომარაგების შეფერხების ნიშნად, აშშ-სა და ისრაელის დარტყმების შემდეგ, სულ მცირე, 150 ტანკერმა, მათ შორის ნედლი ნავთობისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადამზიდავმა გემებმა, ღუზა ჩაუშვეს ჰორმუზის სრუტის მიღმა, სპარსეთის ყურის ღია წყლებში, ხოლო ათობით სხვა ტანკერი საზღვრის გადაკვეთის ზოლის მეორე მხარეს იმყოფებოდა. „მიუხედავად იმისა, რომ საომარი მოქმედება თავისთავად ხელს უწყობს ნავთობის ფასებს, აქ მთავარი ფაქტორი ჰორმუზის სრუტის დახურვაა,“ - განაცხადა „დამოუკიდებელი სასაქონლო დაზვერვის სამსახურების“ (ICIS) ენერგეტიკისა და გადამუშავების დირექტორმა აჯაი პარმარმა. სავაჭრო წყაროების ცნობით, ტანკერების მფლობელების, ნავთობის მსხვილი კომპანიებისა და სავაჭრო კომპანიების უმეტესობამ შეაჩერა ნედლი ნავთობის, საწვავისა და თხევადი ბუნებრივი აირის გადაზიდვები ჰორმუზის სრუტის გავლით, მას შემდეგ, რაც თეირანმა სრუტე ოფიციალურად გადაკეტა და გემები გააფრთხილა ამ საზღვაო გზით გადაადგილების შესახებ. გლობალური ნავთობის 20%-ზე მეტი გადაადგილდება ჰორმუზის ვიწყო სრუტის გავლით, რომელზე კონტროლიც ირანს აქვს. გემები მისი გავლისას ირანის და ომანის ტერიტორიულ წყლებში შედიან, თუმცა ისინი „სატრანზიტო გავლის“ უფლებით სარგებლობენ.  

საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი ავიამზიდი ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანოს

საფრანგეთმა გადაწყვიტა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაეყვანა თავისი ავიამზიდი „შარლ დე გოლი“ და მისი საზღვაო დამრტყმელი ჯგუფი, რითაც შეწყვიტა მათი მისია ბალტიის ზღვაში, რეგიონული დაძაბულობის ზრდის ფონზე, იტყობინება კვირას ფრანგული მაუწყებელი BFMTV. ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ელისეის სასახლეში ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს სხდომა მოიწვია უსაფრთხოების მდგომარეობის შესაფასებლად. , საბჭოსადმი მიმართვისას მაკრონმა განაცხადა, რომ „არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (UAE), აბუ-დაბის პორტზე დრონის თავდასხმის შედეგად, დაზარალდა ბაზის ანგარი, რომელიც ემირატების ბაზის მიმდებარედ მდებარეობს.“ არაბთა გაერთიანებული საემიროები „ყველაზე მეტად დაზარალებულია,“ განაცხადა მაკრონმა და აღნიშნა, რომ კატარიც მაღალი რისკის ქვეშ იყო, ხოლო „რეგიონის ყველა სხვა ქვეყანა დაზარალდა.“ მაკრონმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ პარასკევ დილიდან ირანის წინააღმდეგ აშშ-სა და ისრაელის დარტყმებმა „უპრეცედენტო რეგიონული ესკალაცია“ გამოიწვია. მან დასძინა, რომ ირანის საპასუხო შეტევა რაკეტებითა და დრონებით „სრულიად არაპროპორციულად და განურჩევლად განხორციელდა, როგორც სამხედრო ობიექტებზე, ასევე, „მრავალ სამოქალაქო სამიზნეზე.“  კვირას, არაბთა გაერთიანებული საამიროების თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ორმა ირანულმა დრონმა აბუ დაბიში, ალ-სალამის საზღვაო ბაზაზე მდებარე საწყობი დაბომბა, რამაც გამოიწვია ხანძარი ორ კონტეინერში, სადაც სხვადასხვა მასალა ინახებოდა. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები. სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას. „ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში.  

საქართველოს მთავრობა უსამძიმრებს ირანს, ისრაელს და სოლიდარობას უცხადებს სპარსეთის ყურის ქვეყნებს

საქართველოს მთავრობა ღრმა შეშფოთებით ადევნებს თვალყურს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებს, რომელიც ემუქრება რეგიონის უკლებლივ ყველა ქვეყნის უსაფრთხოებას და კეთილდღეობას, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა „სამძიმარს უცხადებს ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. ასევე, სამძიმარს უცხადებს მეგობარ ებრაელ ხალხს.“ „სამძიმარს ვუცხადებთ ირანელ ხალხს და ირანის ისლამურ რესპუბლიკას, სადაც მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა ყველაზე მეტი ადამიანის, მათ შორის, უმაღლესი ლიდერის, სხვა პოლიტიკური ლიდერების, მრავალი უდანაშაულო ადამიანის და ათეულობით ბავშვის სიცოცხლე შეიწირა. სამძიმარს ვუცხადებთ ჩვენს მეგობარ ებრაელ ხალხს და ისრაელს საომარი მოქმედებების შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის გამო. საქართველოს მთავრობა სრულ სოლიდარობას უცხადებს ყურის არაბულ ქვეყნებს, რომლებთანაც საქართველოს გამორჩეული პარტნიორობა აკავშირებს. გამოვთქვამთ იმედს, რომ ახლო აღმოსავლეთში უახლოეს მომავალში აღდგება მშვიდობა, რისთვისაც საომარი მოქმედებები დიპლომატიამ და პოლიტიკურმა დიალოგმა უნდა ჩაანაცვლოს. საქართველოს მთავრობა მიიღებს ყველა აუცილებელ ზომას რეგიონში მყოფი ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და მათი ინტერესების დასაცავად,“ - ნათქვამია განცხადებაში. მანამდე საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "ყურადღებით” და “ღრმა შეშფოთებით” ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში შექმნილ ვითარებას. უწყების მიერ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზი ჰქონდა გასმული "დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად." მოგვიანებით, ირაკლი კობახიძე ტელეფონით ესაუბრა არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, ამის შესახებ კობახიძემ Faceboook გვერდზე დაწერა. არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიდ ალ ნაჰიანს კობახიძემ "დაუდასტურა საქართველოს ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან" და გამოხატა "გულწრფელი სოლიდარობა" და იმედი გამოთქვა, "რომ ხანგრძლივი მშვიდობა დამყარდება." "ასევე აღვნიშნე, რომ ძალიან ვაფასებთ საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ განსაკუთრებულ მეგობრობას და კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩვენი ძლიერი და მზარდი პარტნიორობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,” - დაწერა კობახიძემ სოციალურ ქსელში. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის უფლება აქვთ

სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭომ რიგგარეშე შეხვედრა გამართა, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრებმა ირანის მიერ წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმები განიხილეს. საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, ბლოკმა დაგმო ირანის მიერ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ ქვეყნებზე განხორციელებული „აშკარა და გაუმართლებელი თავდასხმები“ და ხაზი გაუსვა წევრი სახელმწიფოების უფლებას, „მიიღონ ყველა საჭირო ზომა“ მათი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დასაცავად. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს რამდენიმე სახელმწიფოში აშშ-ის სამხედრო ობიექტებია განლაგებული, რაც მათ აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე კონფლიქტის ეპიცენტრში აყენებს. სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭო რეგიონული პოლიტიკურ-ეკონომიკური ბლოკია, რომელიც აერთიანებს საუდის არაბეთს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებს, კატარს, ქუვეითს, ბაჰრეინს და ომანს. ალიანსი მჭიდროდ კოორდინაციას უწევს უსაფრთხოების, თავდაცვისა და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხებს და ხშირად იწვევს საგანგებო შეხვედრებს რეგიონული არასტაბილურობის პერიოდებში. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირე ქვეყნებმა სპარსეთის ყურეში, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები გმობენ ირანის „განურჩეველ და უგუნურ“ სარაკეტო შეტევებს და დრონებით თავდასხმებს რეგიონის ქვეყნების სუვერენულ ტერიტორიებზე, მათ შორის, ბაჰრეინში, ერაყში, იორდანიაში, ქუვეიტში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. აშშ, ბაჰრეინი, ქუვეიტი, კატარი, იორდანია, საუდის არაბეთი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ ირანის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს არაერთი სახელმწიფოს სუვერენიტეტს დ ემუქრება რეგიონულ სტაბილურობას. თავდასხმები სამოქალაქო მოსახლეობაზე იმ ქვეყნების, რომლებიც საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობენ, შეფასებულია უგუნურ და დესტაბილიზაციის გამომწვევ ქმედებად. აშშ და მისი მოკავშირეები აცხადებენ, რომ ერთიანი არიან მოქალაქეების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიების დაცვაში და ადასტურებენ, რომ თავდაცვის უფლება აქვთ. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს

საფრანგეთი ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ყოფნას გააძლიერებს მას შემდეგ, რაც ირანმა რეგიონში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე კონტრშეტევა განახორციელა. შესაბამის ინფორმაციას Politico ავრცელებს. „საფრანგეთი გააძლიერებს თავის [სამხედრო] პოზიციას და თავდაცვით მხარდაჭერას, რათა დადგეს მათ გვერდით, ვისთანაც გვაქვს თავდაცვის ხელშეკრულებები და შევძლოთ ჩვენი პოზიციის ადაპტირება ბოლო რამდენიმე საათის მოვლენებთან,“ - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა. Politico წერს, რომ პარიზმა შაბათს განაცხადა, რომ არ იყო ინფორმირებული ირანზე ამერიკისა და ისრაელის თავდასხმების შესახებ და არც ჩართული იყო მასში. მაკრონმა თავდაპირველად მხარეებს დიპლომატიის აღდგენისკენ მოუწოდა, თუმცა მისი ტონი შეიცვალა მას შემდეგ, რაც კვირას ორმა ირანულმა დრონმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარე ფრანგულ სამხედრო-საზღვაო ბაზას დაარტყა. გერმანიამ, დიდმა ბრიტანეთმა საფრანგეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ „თავდაცვითი ზომები“ მიიღონ და დაიცვან საკუთარი და სპარსეთის ყურეში მოკავშირეების ინტერესები. სამი ქვეყნის ლიდერები, კანცლერი ფრიდრიხ მერცი, პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერი და პრემიერი ემანუელ მაკრონი „შეძრწუნებულნი არიან ირანის მიერ რეგიონის ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებული განურჩეველი და არაპროპორციული სარაკეტო თავდასხმებით, მათ შორის, იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც არ იყვნენ ჩართულნი აშშ-სა და ისრაელის საწყის სამხედრო ოპერაციებში,“ - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. განცხადებაში ნათქვამია, რომ ნაბიჯები პოტენციურად შეიძლება მოიცავდეს ირანის რაკეტებისა და დრონების განადგურების მიზნით აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ზომების მიღებას. „ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს ჩვენი და რეგიონში ჩვენი მოკავშირეების ინტერესების დასაცავად, პოტენციურად აუცილებელი და პროპორციული თავდაცვითი ქმედებების განხორციელების გზით", - ნათქვამია ლიდერების განცხადებაში. საფრანგეთმა გადაწყვიტა, თავისი ავიამზიდი ბალტიის ზღვიდან აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გადაიყვანოს  

ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო

ქუვეითის თავდაცვის მინისტრის ინფორმაციით, დღეს დილით რამდენიმე ამერიკული ავიამოიერიშე ჩამოვარდა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟი უვნებლად გადარჩა, მოხდა მათი ევაკუაცია და ჰოსპიტალში გადაყვანა. მინისტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თავდაცვის მინისტრის თქმით, ის კოორდინაციაშია თავის ამერიკელ მოკავშირეებთან შემთხვევის გარემოებებთან დაკავშირებით და აგრძელებს გამოძიებას აღნიშნულთან დაკავშირებით. თავდაცვის სამინისტროს არ დაუსახელებია არც ამერიკული თვითმფრინავების რიცხვი და არც მათი ჩამოვარდნის მიზეზი. ამერიკულ სარდლობას კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ქუვეითი ირანის წინააღმდეგ ისრაელისა და აშშ-ის მასშტაბური სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ, ირანის ძალების ერთ-ერთ სამიზნედ იქცა. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ქუვეითმა სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებით, ქუვეითმა F-15E ტიპის სამი ამერიკული ავიამოიერიშე შეცდომით ჩამოაგდო. „სამი ამერიკული F-15E Strike Eagles, რომლებიც ოპერაცია „ეპიკური მრისხანების“ მხარდასაჭერად დაფრინავდნენ, ქუვეითის თავზე ჩამოვარდა, სავარაუდოდ, მეგობრული ცეცხლისგან გამოწვეული ინციდენტის გამო. აქტიური საბრძოლო მოქმედებების დროს, რომელიც მოიცავდა თავდასხმებს ირანული თვითმფრინავები, ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით, აშშ-ის საჰაერო ძალების ავიაგამანადგურებლები შეცდომით ჩამოაგდეს ქუვეითის საჰაერო თავდაცვის ძალებმა,“ - ნათქვამია ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. მათივე ინფორმაციით, ეკიპაჟის ექვსივე წევრი კატაპულტირდა და სტაბილურ მდგომარეობაში არიან. „ქუვეითმა აღიარა ეს ინციდენტი და მადლიერები ვართ ქუვეითის თავდაცვის ძალების ძალისხმევისთვის და მათი მხარდაჭერისთვის ამ მიმდინარე ოპერაციაში,“ - განაცხადა ცენტრალურმა სარდლობამ. ქუვეითში რამდენიმე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა - ქუვეითის თავდაცვის სამინისტრო  

არაბთა გაერთიანებული საამიროების ყველა მთავარ აეროპორტში რეისები შეჩერებულია

არაბთა გაერთიანებული საამიროების მასშტაბით ფრენები შეჩერებულია. სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა ორგანომ (GCAA) განაცხადა, რომ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ეროვნულ და საერთაშორისო ორგანოებთან სრული კოორდინაციით, უსაფრთხოებისა და ოპერატიული რისკების საფუძვლიან შეფასებას მოჰყვა. მარეგულირებელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მგზავრების, ბორტგამტარების უსაფრთხოება და არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცის დაცვა მთავარ პრიორიტეტად რჩება. GCAA-მ განმარტა, რომ ის მჭიდროდ კოორდინაციას უწევს აეროპორტებისა და ავიაკომპანიების გრაფიკის სინქრონიზაციას, საგანგებო გეგმების გააქტიურებისა და ნორმალურ ოპერაციებში სწრაფი დაბრუნების უზრუნველსაყოფად. მგზავრებს მოუწოდებენ, თვალყური ადევნონ ოფიციალურ განახლებებს დამტკიცებული არხებით და დაუკავშირდნენ შესაბამის ავიაკომპანიებს უახლესი ინფორმაციის მისაღებად. ცნობისთვგის, აბუ-დაბის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ზაიედის საერთაშორისო აეროპორტს (AUH) დამიზნებული დრონი ჩაჭრეს, რის შედეგადაც „ნამსხვრევები ჩამოვარდა“, ერთი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა. დუბაის საერთაშორისო აეროპორტი (DXB) — მსოფლიოში მგზავრთნაკადით ყველაზე დაკავებული აეროპორტი — დაზიანდა „შემთხვევის“ შედეგად, რომლის დროსაც ოთხი თანამშრომელი დაშავდა, აცხადებენ ხელისუფლებაში, თუმცა დამატებითი დეტალებს არ ასაჯაროებენ. ბაჰრეინში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ აეროპორტი დრონის მიერ მიზანში ამოღების შემდეგ დაზიანდა. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

ტრამპი ირანში აშშ-ის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის წინააღმდეგ დარტყმების დიდი ტალღა ჯერ კიდევ წინ არის. აშშ-ის პრეზიდეენტმა მედიას განუცხადა, რომ ირანში სახმელეთო ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავს, „თუ ეს საჭირო იქნება.“ თავდაცვის მინისტრმა პიტ ჰეგსეთმა ასევე მიანიშნა ორშაბათს, რომ ირანში ჯარების განლაგება არ არის გამორიცხული. როდესაც ჰეგსეთს პრესკონფერენციაზე ჰკითხეს, უკვე იმყოფებოდნენ თუ არა სამხედროები ადგილზე, მან განაცხადა: „არა, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ იმის განსაზღვრას, თუ რას გავაკეთებთ ან არ გავაკეთებთ.“  „ჩვენ იმდენად შორს წავალთ, რამდენადაც საჭირო იქნება,“ - აღნიშნა ჰეგსეთმა. რაც შეეხება შეკითხვას, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ოპერაცია, ჰეგსეთმა უპასუხა: „ოთხი კვირა, ორი კვირა, ექვსი კვირა, შეიძლება, გაიზარდოს. შეიძლება- პირიქით.  28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ. სააგენტოების, Reuters-ის და France Presse-ის ცნობით, დღეს, 2 მარტს დუბაისა და დოჰაში ისევ აფეთქებები იყო.  

ახლო აღმოსავლეთში მეტი ამერიკელი ჯარისკაცი განთავსდება - გენერალი კეინი

შეერთებული შტატები ახლო აღმოსავლეთში დამატებით ჯარებსა და სამხედრო აქტივებს განათავსებს, რადგან ირანის წინააღმდეგ ოპერაციები გრძელდება, განაცხადა გაერთიანებული შტაბის თავმჯდომარემ, გენერალმა დენ კეინმა. პენტაგონში თავდაცვის მდივან პიტ ჰეგსეთთან ერთად გამოსვლისას კეინმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ ჯერ კიდევ შორს არის დასასრულისგან. „ეს ერთჯერადი, ერთი ღამის ოპერაცია არ არის.  სამხედრო მიზნების მიღწევას, რომლებიც ცენტრალურ სარდლობასა და გაერთიანებულ ძალებს დაეკისრათ, გარკვეული დრო დასჭირდება და ზოგ შემთხვევაში, ეს რთული და მძიმე საქმე იქნება,“ - განაცხადა კეინმა. მისი თქმით, ოპერაციის მსვლელობისას აშშ დანაკარგებს ელის. „რა თქმა უნდა, ვიმუშავებთ, რომ დანაკარგები მინიმუმამდე დავიყვანოთ,“ - აღნიშნა აშშ-ის გაერთიანებული შტატების თავმჯდომარემ. კეინის ცნობით, აშშ-ის დაზვერვის მონაცემებმა ისრაელს საშუალება მისცა, რომ აიათოლა ხამენეის რეზიდენციაზე დარტყმის ზუსტი დრო გაეთვალა. „ეს ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ, დღისით განხორციელებული დარტყმა იყო. დარტყმა აშშ-ის დაზვერვის მხარდაჭერით განხორციელდა,“ - განაცხადა კეინმა.  

„ირანი ხანგრძლივი ომისთვის მზადაა“ - ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს მდივანი

ირანის უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ორშაბათს განაცხადა, რომ ისლამური რესპუბლიკა მზადაა იმისთვის, რომ შეერთებულ შტატებთან და ისრაელთან ომი ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გააგრძელოს. „ირანი, შეერთებული შტატებისგან განსხვავებით, ხანგრძლივი ომისთვის მოემზადა,“ - განაცხადა თეირანის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა ალი ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში. ლარიჯანიმ დაამატა, რომ ირანი თავს დაიცავს „ხარჯების მიუხედავად.“ აშშ-ის საჰაერო და საზღვაო ძალები, ისრაელის ძალებთან ერთად, ინტენსიურად ბომბავენ ირანს და პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მიზანი ქვეყნის სამხედრო პოტენციალის განადგურებაა. საპასუხოდ, ირანმა რაკეტები ესროლა ისრაელში არსებულ სამიზნეებს და რეგიონში მდებარე აშშ-ის სამხედრო ობიექტებს.  

ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის, აშშ-ს, სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა

ესპანეთმა ირანის წინააღმდეგ ოპერაციისთვის აშშ-ის მისი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლება არ მისცა, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე ალბარესმა განაცხადა. „ესპანეთის ბაზები ამ ოპერაციისთვის არ გამოიყენება და მათი გამოყენება არ მოხდება ისეთი რაღაცისთვის, რაც აშშ-სთან შეთანხმებაში არ შედის ან გაეროს ქარტიას არ შეესაბამება,“ - განაცხადა ალბარესმა. Reuters-ის ცნობით, ირანის წინააღმდეგ დაწყებული ოპერაციის შემდეგ სამხრეთ ესპანეთში მდებარე სამხედრო ბაზები 15-მა ამერიკულმა თვითმფრინავმა დატოვა.  

ირანში მიმდინარე ოპერაციის დროს მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

ირანში მიმდინარე ოპერაციის ფარგლებში მეოთხე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ინფორმაციას აშშ-ის ცენტრალური სარდლობა ავრცელებს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ირანის მიერ განხორციელებული საწყისი იერიშების შედეგად მიყენებული მძიმე ჭრილობებისგან გარდაიცვალა. „ძირითადი საბრძოლო ოპერაციები და ჩვენი საპასუხო ძალისხმევა გრძელდება,“ - აღნიშნულია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში. ირანის წინააღმდეგ ოპერაციის დროს სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა - აშშ-ის ცენტრალური სარდლობა  

კატარში აცხადებენ, რომ ირანის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს

კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანის „სუ-24“-ის ტიპის ორი მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს., „ასევე, კატარის საჰაერო და საზღვაო ძალებმა დღეს ირანიდან წამოსული შვიდი ბალისტიკური რაკეტა და ხუთი დრონი ჩამოაგდეს“, - ნათქვამია კატარის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, დრონებმა და რაკეტებმა თავიანთ „სამიზნეებამდე ვერ მიაღწიეს.“ კატარის თავდაცვის უწყება „მოქალაქეებსა და ვიზიტორებს სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.“ კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაჯიდ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, დოჰას არ აქვს კონტაქტი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან ფოკუსირებულია ქვეყნისა და საკვანძო ინფრასტრუქტურის დაცვაზე. „მოცემული მომენტისთვის, ჩვენ არ გვაქვს კავშირი ირანის ხელისუფლებასთან, რადგან რამდენადაც შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, დაკავებულები ვართ ჩვენი ქვეყნის დაცვით,“ - განაცხადა პრესსპიკერმა. მისი ინფორმაციით, მათზე განახორციელეს 100-ზე მეტი სარაკეტო თავდასხმა და ასევე თავდასხმა დრონებით, თავდასხმის სამიზნე კი რიგ შემთხვევაში გახდა სამოქალაქო და კომერციული ობიექტები. მისივე თქმით, კატარმა მიიღო დამატებითი ზომები და აქვს მჭიდრო კოორდინაცია როგორც აშშ-სთან, ისე გალფის სახელმწიფოებთან.  

საქართველოს მოქალაქეებისთვის, ომანიდან და საუდის არაბეთიდან სპეციალური ავიარეისი ინიშნება

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც საჰაერო სივრცის დახურვის გამო საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, სპეციალური რეისები შესრულდება. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გავრცელებულ განცხადებაში მადლობას უხდის არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, საქართველოს მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის. “საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ახლო აღმოსავლეთის რეგიონში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, რიგი ქვეყნების საჰაერო სივრცის დახურვის გამო შექმნილი სამგზავრო შეფერხებების გათვალისწინებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა საქართველოში დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები: 🇴🇲 მუსკატი (ომანის სასულთნო) — თბილისი (საქართველო) 03.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) 05.03.2026 | 19:00 (ადგილობრივი დროით) რიადი (საუდის არაბეთი) - თბილისი (საქართველო) 04.03.2026, 19:00 (ადგილობრივი დროით) საქართველოში გამგზავრების მსურველ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ მიმართონ საქართველოს შესაბამის საელჩოებს: საქართველოს საელჩო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში (აბუ-დაბი): ცხელი ხაზი (24/7): +971 54 2324 335 ტელეფონი: +971 2 553 36 83 ელ-ფოსტა: abudhabi.con@mfa.gov.ge საქართველოს საელჩო კატარის სახელმწიფოში (დოჰა): ცხელი ხაზი (24/7): +974 52 098 071 ტელეფონი: +974 44 739 499 ელ-ფოსტა: doha.emb@mfa.gov.ge აქვე, ვსარგებლობთ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდით არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და კატარის მხარეებს, მოქალაქეების მიმართ გამოჩენილი მხარდაჭერისა და მზრუნველობისათვის,” - ნათქვამია უწყების განცხადებაში.  

ისრაელის ცნობით, მოკლულია „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბის მეთაური

ჰეზბოლას“ წინააღმდეგ სამხედრო კამპანია იქამდე გაგრძელდება, ვიდრე ლიბანიდან საფრთხე არ აღმოიფხვრება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ეიალ ზამირიმ განაცხადა. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსის განცხადებით, „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედებების მიუხედავად, მთავარ სამიზნედ ირანი რჩება. „ირანის ტერორისტული რეჟიმის წინააღმდეგ აშშ-სთან უპრეცედენტო თანამშრომლობით ვმოქმედებთ. მას შემდეგ, რაც „ჰეზბოლამ“ ცეცხლი გახსნა, მე „ჰეზბოლას“ წინააღმდეგ მოქმედების ბრძანება გავეცი. ჩვენ რამდენიმე მიმართულებით მოქმედებისთვის მზად ვართ. ჩვენი მოთხოვნა „ჰეზბოლას“ განიარაღებაა,“ - განაცხადა ზამირიმ. ცნობისთვის, „ჰეზბოლამ“ ღამით ისრაელის მიმართულებით რაკეტები და დრონები გაუშვა. საპასუხოდ, ისრაელმა ბეირუთსა და სამხრეთ ლიბანში „ჰეზბოლას“ სამიზნეებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დარტყმების შედეგად, „ჰეზბოლას“ სადაზვერვო შტაბის ხელმძღვანელი ჰუსეინ მაკლედი დაიღუპა. ისრაელის სამხედროების ცნობით, ის გუშინ ღამით, საჰაერო დარტყმის დროს დაიღუპა ბეირუთში. ჰეზბოლა აშშ-სა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად არის გამოცხადებული. ისრაელმა ლიბანზე დარტყმების სერია დაიწყო ქვეყნის ჩრდილოეთ რაიონების დაბომბვის საპასუხოდ. ისრაელის არმიის განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდასხმის სამიზნე ლიბანის მასშტაბით იყო სამეთაურო ცენტრები და იარაღის საწყობი ტირში (სური). გარდა ამისა, 2 მარტს ტელეარხმა Al Hadath-მა წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბეირუთის სამხრეთ გარეუბნებზე ისრაელის თავდასხმის შედეგად დაიღუპა მოჰამედ რაადი, საპარლამენტო ფრაქცია „წინააღმდეგობის ერთგულების“ ხელმძღვანელი. გამოცემის თანამოსაუბრის ცნობით, რაადთან ერთად, სულ ცოტა, 10 ადამიანი დაიღუპა. ლიბანის მთავრობამ, თავის მხრივ, გამოაცხადა დაჯგუფებისთვის „უსაფრთხოების სფეროში ნებისმიერი საქმიანობის" ან „სამხედრო საქმიანობის“ აკრძალვის შესახებ. „ჩვენ ვკრძალავთ ჰეზბოლას სამხედრო საქმიანობას, ვზღუდავთ მის როლს პოლიტიკური სფეროთი და მოვითხოვთ, რომ სამხედრო ინსტიტუტებმა დაიცვან ეს მოთხოვნები“, - მოჰყავს პრემიერ-მინისტრ ნავაფ სალამის სიტყვები „ალ-ჯაზირას“. მან ასევე მოითხოვა, რომ დაჯგუფებამ იარაღი ჩააბაროს. სალამმა დაადასტურა, რომ მთავრობა 2024 წელს ისრაელთან მიღწეული ცეცხლის შეწყვეტისა და მოლაპარაკებების განახლების ერთგულია. Associated Press-ი ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ლიბანში ისრაელის თავდასხმების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და დაახლოებით 150 ადამიანი დაშავდა.  

ერდოღანის თქმით, ირანზე თავდასხმა საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმებს საერთაშორისო სამართლის „აშკარა დარღვევა" უწოდა. NATO-ს წევრი ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ თურქეთი იზიარებს ირანელი ხალხის ტკივილს. ანკარაში რამადანის მარხვის ვახშამზე სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი გააძლიერებს კონტაქტებს ყველა დონეზე, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა და სიმშვიდე არ იქნება მიღწეული და რომ კონფლიქტის გაგრძელება რეგიონისა და მსოფლიოსთვის შეიცავს სერიოზულ საფრთხეს, რომლის მართვაც არავის შეუძლია. „არავის შეუძლია, გაუმკლავდეს იმ ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გაურკვევლობის ტვირთს, რომელსაც ასეთი პერიოდი გამოიწვევს. სწორედ ამიტომ უნდა ჩაქრეს ეს ხანძარი, ვიდრე ის კიდევ უფრო გაძლიერდება,“ - აღნიშნა ერდოღანმა. ერდოღანი: მწუხარებით შევიტყვე, რომ ხამენეი თავდასხმების შედეგად დაიღუპა, თანაგრძნობას ვუცხადებ ირანელ ხალხს თურქეთს ისტორიულად რთული ურთიერთობები ჰქონდა ირანთან, ორივე ქვეყანა წლების განმავლობაში სირიაში სამოქალაქო ომში საპირისპირო მხარეებს უჭერდა მხარს, მაგრამ პოლიტიკური განსხვავებების მიუხედავად, სხვადასხვა სფეროში მეგობრულ კავშირებსა და ვაჭრობას ახერხებდა. ერდოღანმა ასევე მჭიდრო პირადი ურთიერთობები დაამყარა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.  

საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე გახდა

ორშაბათს, საუდის არაბეთმა ორი დრონი შეაკავა, რომლის სამიზნეც ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე რას-ტანურას ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა გახდა, განუცხადა თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ტურკი ალ-მალიკიმ, „ალ არაბიას.“ ალ-მალიკიმ განაცხადა, რომ „ჩაჭრილი“ დრონების ნამსხვრევებმა „შეზღუდული“ ხანძარი გამოიწვია. რას-ტანურა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ნავთობგადამამუშავებელი და ექსპორტის ობიექტია. Ras Tanura-ს გარდა, რამდენიმე სხვა სტრატეგიული ობიექტი ახლო აღმოსავლეთში დროებით დაიხურა. ზოგიერთი ობიექტი უსაფრთხოების მიზნით დახურეს. კერძოდ, Reuters-ის წყაროს ცნობით, საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ერაყის ქურთისტანის და ისრაელის ნავთობისა და გაზის საბადოები დაიხურა. შაბათიდან მოყოლებული, ირანზე ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების საპასუხოდ, ირანი ახლო აღმოსავლეთისა და სპარსეთის ყურის ქვეყნებში, მათ შორის, საუდის არაბეთზე, „განურჩევლად ახორციელებს“ დრონების და სარაკეტო თავდასხმებს. სამეფომ დაგმო თავდასხმები მის ტერიტორიაზე და მეზობელ სპარსეთის ყურის სახელმწიფოებზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იტოვებს თავდაცვისა და შესაძლოა, შურისძიების უფლებას. სპარსეთის ყურის ქვეყნებმა ირანის თავდასხმები დაგმეს და განაცხადეს, რომ თავდაცვის უფლება აქვთ  

კვიპროსზე, ბრიტანულ ბაზას ირანულმა დრონმა დაარტყა

კვიპროსის პრეზიდენტმა ნიკოს ქრისტოდულიდესმა განაცხადა, რომ კვირას ირანული დრონი კვიპროსში ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ბაზას მოხვდა. მსხვერპლი არ არის, მიყენებული ზიანი მინიმალურია. ბრიტანეთმა უსაფრთხოება გაზარდა. „გარდიანი“ წერს, რომ კვიპროსში, დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზას ცალმხრივი თავდასხმის დრონი დაესხა თავს, რამაც ბაზის ნაწილობრივი ევაკუაცია გამოიწვია. ევროკავშირის ევროპულ საქმეთა მინისტრების შეხვედრა, რომელიც ორშაბათს და სამშაბათს კვიპროსში უნდა გამართულიყო, გადაიდო მას შემდეგ, რაც დრონმა ღამით ბრიტანეთის იქ განლაგებულ საჰაერო ბაზას დაარტყა. „ჩვენ გვქონდა ერთი, იზოლირებული ინციდენტი, როდესაც კვიპროსში, აკროტირიში, ბრიტანული ბაზა უპილოტო საფრენი აპარატის სამიზნე გახდა. მოვლენების მოულოდნელი განვითარების გათვალისწინებით, რომელმაც სამწუხაროდ, გავლენა მოახდინა კვიპროსში დღევანდელ ფრენებზე, კვიპროსის თავმჯდომარეობამ გადაწყვიტა, ზოგადი საქმეთა საბჭოს არაფორმალური შეხვედრა გადადოს,“ - განაცხადა კვიპროსის თავმჯდომარეობის პრესსპიკერმა. უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ზუსტდება. „უპილოტო საფრენი აპარატის ზუსტი წარმომავლობა ამჟამად დაზუსტების პროცესშია, თუმცა დადასტურდა, რომ რესპუბლიკა თავდასხმის სამიზნე არ ყოფილა,“ - აღნიშნა პრესსპიკერმა. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ 2 მარტს განაცხადა, რომ მისი ძალები კვიპროსის ბაზაზე სავარაუდო დრონით თავდასხმაზე რეაგირებას ახდენენ. უწყების ინფორმაციით, დარტყმა სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზაზე შუაღამისას განხორციელდა.   კვიპროსში, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყანაა, განლაგებულია გაერთიანებული სამეფოს ორი საჰაერო ბაზა, რომლებიც ბრიტანეთის სუვერენულ ტერიტორიად ითვლება. კვიპროსი ამჟამად ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა. სამეფო საჰაერო ძალების აკროტირის ბაზა ქალაქ ლიმასოლთან ახლოს მდებარეობს. ლონდონმა ცოტა ხნის წინ ამ ბაზაზე თავდაცვითი ზომების სახით დამატებითი საშუალებები განათავსა, მათ შორის, საჰაერო თავდაცვის სისტემები, რადარები და F-35 ტიპის თვითმფრინავები. BBC-ს ინფორმაციით, არავინ დაშავებულა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს თანახმად, რეგიონში მყოფი ჯარების დაცვა უმაღლეს დონეზეა. მანამდე გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ჯონ ჰილიმ განაცხადა, რომ ბრიტანეთის ჯარები და სამოქალაქო მოსახლეობა ახლო აღმოსავლეთში არიან ირანის მხრიდან განურჩეველი შეტევების რისკის ქვეშ.  გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პირველ მარტს, ბრიტანელებს მიმართა და განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი არ მონაწილეობს ირანის საწინააღმდეგო ოპერაციაში, რადგან რეგიონისა და მთელი მსოფლიოსთვის საუკეთესო გზად მიიჩნევს მოლაპარაკებებს, რომელთა შედეგად ირანმა უარი უნდა თქვას ბირთვული იარაღის შემუშავებაზე. მაგრამ, სტარმერის თანახმად, ირანი დიდ საფრთხეს უქმნის ბრიტანელებსაც და ბრიტანეთისა და მისი მოკავშირეების ინტერესებს და ამ საფრთხის აღსაკვეთად საჭიროა ირანის რაკეტების განადგურება. სტარმერის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ითხოვა ბრიტანული სამხედრო ბაზების გამოყენება და ლონდონმა ეს თხოვნა დააკმაყოფილა, რათა ირანს ხელი შეუშალოს მთელ რეგიონზე სარაკეტო შეტევებსა და უდანაშაულო ადამიანების დახოცვაში. სტარმერის განცხადებითვე, მიიწვევენ უკრაინელ ექსპერტებსაც, რომლებიც ბრიტანელებთან ერთად სპარსეთის ყურეში პარტნიორებს დაეხმარებიან ირანული დრონების ჩამოგდებაში. ტრამპი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: "ტერორისტულ რეჟიმს არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი”  

ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ ერ-რიადში, აშშ-ის საელჩოზე დრონებით თავდასხმა განხორციელდა. სამინისტრო სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ თავდასხმამ, რომელიც, წინასწარი ინფორმაციით, ორი დრონით განხორციელდა, ხანძარი და შენობის მცირე მატერიალური დაზიანება გამოიწვია. საუდის არაბეთში აშშ-ის მისიამ ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფი საკუთარი მოქალაქეებისთვის გაავრცელა შეტყობინება, რომ თავი შეიკავონ იმ ადგილების დატოვებისგან, სადაც იმყოფებიან და განაცხადა, რომ რეგიონში არსებულ ნებისმიერ სამხედრო ობიექტზე არააუცილებელ გადაადგილებას შეზღუდავს. ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალში აფეთქებების ხმები ისმოდა. Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ აშშ-ის საელჩოში, რომელიც ამ ტერიტორიაზე მდებარეობს, ხანძარი გაჩნდა. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ის საელჩოზე თავდასხმას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მალე გახდება ცნობილი, თუ რა იქნება მისი საპასუხო ზომები.  

ისრაელმა ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას დაარტყა

ისრაელელმა სამხედროებმა დღეს ირანის სახელმწიფო ტელევიზიის შენობას შეუტიეს. ირანის ისლამური რესპუბლიკის მაუწყებლობის ხელმძღვანელმა პეიმან ჯებელიმ აღნიშნა, რომ ტელევიზიის შტაბ-ბინა აშშ-სა და ისრაელის სამიზნე გუშინ და ივნისში 12-დღიანი ომის დროსაც გახდა. ჯებელიმ განაცხადა, რომ „მიღებული ზომების გამო, მაუწყებლობა ჩვეულებრივად გრძელდება.“ ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ.  

ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს

ისრაელის სამხედრო ძალებმა თეირანსა და ბეირუთზე ახალი დარტყმები განახორციელეს, რასაც ისინი „სამხედრო სამიზნეებს“ უწოდებენ. ისრაელის სამხედრო ძალები აცხადებენ, რომ თეირანზე დარტყმების ახალი ტალღა დაიწყეს. ასევე, ისრაელის სამხედროებმა დაადასტურეს, რომ მათ სამაუწყებლო კომპლექსი დაბომბეს, როდესაც ახალი დარტყმები განახორციელეს „ირანის ტერორისტული რეჟიმის კუთვნილი სამიზნეების“ წინააღმდეგ. მათი თქმით, საკომუნიკაციო ცენტრი გამოიყენებოდა „სამოქალაქო საქმიანობის საფარქვეშ სამხედრო საქმიანობის წინსვლისთვის“ და „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის.“ ისრაელი ასევე აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ, რათა ისრაელის სასაზღვრო თემებზე ცეცხლის გახსნა თავიდან აიცილონ.“ ისრაელმა ლიბანს დაარტყა „ჰეზბოლას“ დარტყმების საპასუხოდ, ხოლო თეირანმა განაგრძო სარაკეტო და დრონებით თავდასხმები სპარსეთის ყურის იმ ქვეყნებზე, სადაც აშშ-ის სამხედრო ბაზებია განთავსებული. ჰორმუზის სრუტის გავლით ნავთობის ტრანსპორტირება შეჩერდა, რამაც ნავთობის ფასების ზრდა გამოიწვია. თავის მხრივ, ამერიკის შეერთებული შტატები ირანზე მორიგი დარტყმების შესახებ იუწყება. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება. „ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში. მისი თქმით, ოპერაცია „ეპიკური მრისხანება“ შექმნის პირობებს „ირანელი ხალხისთვის, რათა მათ შეძლონ საკუთარი ბედის კონტროლი, შექმნან საკუთარი დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და გათავისუფლდნენ ამ ტერორისტული მანქანის უღლისგან“. ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, აუცილებელია ქმედებები, რომელიც არ დაუშვებს, რომ ირანის ისლამურ რესპუბლიკას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა. „ახლავე უნდა გვემოქმედა, რადგან მას შემდეგ, რაც დავაზიანეთ მათი ბირთვული ობიექტები და მათი ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, მათ დაიწყეს ახალი ობიექტების, მიწისქვეშა ბუნკერების მშენებლობა, რომელიც რამდენიმე თვეში მათ ბალისტიკური რაკეტების პროგრამას და ატომური ბომბის პროგრამას იმუნურს გახდიდა,“ - აღნიშნა ნეთანიაჰუმ. ისრაელის პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ახლავე არ იმოქმედებდნენ, მომავალში არანაირი ქმედება აღარ იქნებოდა შესაძლებელი. უფრო ადრე ისრაელის თავდაცვის ძალებმა გაავრცელეს ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება თეირანის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ქალაქის ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მედია აღნიშნავს, რომ ასევე, გუშინ ღამით აშშ-ისრაელის დარტყმების დროს IRIB-ის შტაბ-ბინა დაბომბეს. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.  

სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელებს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტი ქვეყანა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდებს, „უსაფრთხოების სერიოზული რისკების“ გამო, კომერციული გზებით დაუყოვნებლივ დატოვონ ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტი ქვეყანა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. რეკომენდაცია ვრცელდება ბაჰრეინში, ეგვიპტეში, ირანში, ერაყში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროზე, ღაზას სექტორში, იორდანიაში, ქუვეითში, ლიბანში, ომანში, კატარში, საუდის არაბეთში, სირიაში, არაბთა გაერთიანებული საამიროებსა და იემენში მყოფ მოქალაქეებზე.  

დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზაზე, რომელსაც ავსტრალიის ძალები იყენებს, დრონით შეტევა იყო

ავსტრალიის თავდაცვის მინისტრმა რიჩარდ მარლზმა დაადასტურა, რომ დუბაის მახლობლად მდებარე საჰაერო ბაზა, რომელსაც ავსტრალია იყენებს, დრონით დაბომბეს. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. მინისტრის თქმით, შაბათ-კვირას განხორციელებული თავდასხმის შედეგად არცერთი ავსტრალიელი არ დაშავებულა. „ალ- მინჰადის საჰაერო ბაზაზე დარტყმა განხორციელდა, მაგრამ იქ მყოფი ყველა ავსტრალიელი უსაფრთხოდ არის,“ - განუცხადა რიჩარდ მარლზმა ჟურნალისტებს. არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო ბაზას ბევრი დასავლური სამხედრო ძალა იყენებს და ის ავსტრალიის თავდაცვის ძალების ახლო აღმოსავლეთის შტაბ-ბინაა. მარლესის თქმით, ავსტრალიას ახლო აღმოსავლეთში 100 სამხედრო მოსამსახურე ჰყავს, რომელთა უმეტესობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებშია განლაგებული. ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანეზემ ადრე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მხარს უჭერს აშშ-ისა და ისრაელის მოქმედებას, რომლის მიზანია „ხელი შეუშალონ ირანს ბირთვული იარაღის მოპოვებაში და ხელი შეუშალონ ირანის მიერ საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნას.“  

ისრაელმა სამხრეთ ლიბანის სიღრმეში ჯარები განალაგა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხრეთ ლიბანის სიღრმეში, ისრაელის მიერ ამჟამად დაკავებული ხუთი პოსტის მიღმა, ჯარები განალაგეს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. „ჯარისკაცები გაძლიერებული თავდაცვითი პოზიციის ფარგლებში სასაზღვრო ზონის მახლობლად რამდენიმე წერტილში არიან განლაგებულნი,“ - აღნიშნულია განცხადებაში. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, მუშაობენ ჩრდილოეთ ისრაელის მცხოვრებლებისთვის „უსაფრთხოების დამატებითი ფენის“ შექმნაზე. „ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰეზბოლას“ ტერორისტული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებს, რათა აღმოფხვრას საფრთხეები და თავიდან აიცილოს ისრაელის ტერიტორიაზე შეღწევის მცდელობები,“ - აცხადებენ თავდაცვის ძალებში. ლიბანის ხელისუფლება წლებია, „ჰეზბოლას“ განიარაღებას ცდილობს. მან დაგმო ლიბანზე ისრაელის სარაკეტო დარტყმები. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა განაცხადა, რომ ომის პლატფორმად ლიბანის გამოყენება ქვეყანას საფრთხეს უქმნის. 28 თებერვლიდან, აშშ-ის და ისრაელის იერიშის საპასუხოდ, ირანმა დაარტყა სულ მცირე ექვს ამერიკულ სამხედრო ობიექტს ბაჰრეინში, ერაყში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ქუვეითში. The New York Times-ის ცნობით,  ყველაზე დიდი ნგრევა დაფიქსირებულია ქუვეითში, არიფჯანის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე, სადაც სამი სამხედრო დაიღუპა და ხუთი დაიჭრა. ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ირანმა დრონებით და რაკეტებით შეუტია აშშ-ის მეხუთე ფლოტის შტაბს, დაზიანებულია რამდენიმე შენობა. დარტყმის დროს პორტში ამერიკული გემები არ იმყოფებოდნენ. ერაყში შეტევა იყო ერბილის აეროპორტში მდებარე ამერიკულ ბაზაზე, სადაც ხანძარი გაჩნდა, ხოლო არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჯებელ-ალის პორტში მდებარე ამერიკულ სამხედრო ობიექტზე. რეგიონში ამერიკული სამხედრო ბაზების გარდა ირანის ძალებმა იერიში მიიტანეს ზოგიერთ აეროპორტზეც, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, ბაჰრეინსა და ქუვეითში, რასაც მსხვერპლიც მოჰყვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ქალაქ დუბაიში აფეთქებები იყო ორ სასტუმროსთანაც, მათ შორის, ხუთვარსკვლავიან „ბურჯ-ელ-არაბთან." დაზიანდა სახლებიც. ადგილობრივი ხელისუფლება დრონებით შეტევის შესახებ იუწყებოდა. საამიროების თავდაცვის სამინისტრომ პირველ მარტს განაცხადა, რომ გასულ 24 საათში სამი ადამიანი დაიღუპა და 58 დაშავდა. ერთი დაღუპულის და 30-ზე მეტი დაჭრილის შესახებ იუწყებოდა ქუვეითის ჯანდაცვის სამინისტრო. ირანის უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა ალი ლარიჯანიმ განაცხადა, რომ ირანის ძალები რეგიონში მხოლოდ ამერიკულ სამხედრო ობიექტებს უტევენ.  

„წითელი ნახევარმთვარის“ ცნობით, ირანში დაღუპულთა რიცხვი 787-მდე გაიზარდა

ირანის „წითელი ნახევარმთვარის საზოგადოების“ შეფასებით, აშშ-სა და ისრაელის მიერ საჰაერო შეტევის დაწყების შემდეგ, ირანში დაღუპულთა საერთო რაოდენობა 787-მდე გაიზარდა. ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ მონაცემებით, შაბათის შემდეგ 504 ლოკაციაზე 1 039 თავდასხმა დაფიქსირდა. დღეს ირანში სკოლის დაბომბვის შედეგად, დაღუპულთა დაკრძალვის ცერემონია გაიმართა. ქალაქ მინაბის ცენტრალურ ქუჩებსა და მთავარ მოედანზე ხალხის დიდი რაოდენობა შეიკრიბა, მათ ნაწილს ხელში დაღუპულების ფოტოები ეჭირათ და აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ პროტესტის გამომხატველ ლოზუნგებს სკანდირებდნენ. ირანის ოფიციალური პირების თქმით, შაბათს დილით, ქალაქ მინაბის სკოლაზე აშშ-ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად სულ მცირე 168 მოსწავლე დაიღუპა. ნორვეგიაში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის, Hengaw-ის ინფორმაციით, დაღუპულთა რიცხვმა მინიმუმ 1 500-ს მიაღწია, მათ შორის, 200 მშვიდობიანი მოქალაქე და ირანის ძალების 1 300 წევრია. ისრაელი აცხადებს, რომ თეირანში პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე, ახალი თავდასხმები განახორციელა. ისრაელში თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ სახმელეთო ჯარები „წინ წავლენ და ლიბანში დამატებით სტრატეგიულ ტერიტორიებს დაიკავებენ თავდასხმების შესაჩერებლად.“ 28 თებერვალს აშშ-მ და ისრაელმა ირანს დაარტყეს, რის შედეგადაც, უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოკლეს, რასაც ირანმა რეგიონში თავდასხმების ტალღით უპასუხა.  

აშშ-მ დიპლომატიური პერსონალის ნაწილს ახლო აღმოსავლეთის დატოვება მოსთხოვა

ქუვეითში აშშ-ის საელჩო შემდგომ შეტყობინებამდე დაიხურა. ინფორმაციას BBC-ი საელჩოს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს. საელჩო გადაწყვეტილების მიზეზად რეგიონში არსებულ დაძაბულობას ასახელებს. „გავაუქმეთ ყველა რეგულარული და საგანგებო საკონსულო შეხვედრა,“ - აღნიშნულია განცხადებაში. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ახლო აღმოსავლეთის ათზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ქუვეითში, მყოფ აშშ-ის მოქალაქეებს მოუწოდა, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული სერიოზული რისკების გამო, კომერციული გზებით დატოვონ ქვეყნები, სადაც იმყოფებიან. 3 მარტს, აშშ-მ არასაგანგებო სამთავრობო პერსონალს და მათ ოჯახის წევრებს უბრძანა, დაეტოვებინათ კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი, ერაყი და იორდანია და ირანთან დაძაბულობის გამწვავების გამო, რეგიონში რამდენიმე დიპლომატიური მისია დახურა. საუდის არაბეთში აშშ-ის მისია 3 მარტს დრონით თავდასხმის შემდეგ დაიხურა, ჯიდაში, ერ-რიადსა და დაჰრანში მყოფ ამერიკელებს კი, თავშესაფარში ყოფნა ურჩიეს.  

IAEA ადასტურებს ირანში, ნათანზის ბირთვული ობიექტის ზოგიერთი ნაგებობის დაზიანებას

ირანზე აშშ-ის და ისრაელის დარტყმების (28 თებერვლიდან) შედეგად დაზიანებულია ნათანზის რაიონში მდებარე ბირთვული საწვავის გადამამუშავებელი მიწისქვეშა ქარხნის ზოგიერთი კონსტრუქცია.  ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ (IAEA) ახალი სატელიტური ფოტოების საფუძველზე დღეს, 3 მარტს დაადასტურა, რომ დაზიანებულია ობიექტზე შესასვლელი ნაგებობები. სააგენტოს ცნობით, რადიოლოგიური შედეგები მოსალოდნელი არ არის. ეს ქარხანა (FEP) ირანის იმ სამი ურანის გამდიდრების ობიექტიდან ერთ-ერთია, რომლებიც მოქმედებდა იმ დროს, როცა ისრაელმა და აშშ-მ გასული წლის ივნისში ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე იერიშები მიიტანეს.  „ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს“ (IAEA) შეუძლია, დაადასტუროს ირანის მიწისქვეშა ნათანზის ქარხნის შესასვლელის ბოლოდროინდელი დაზიანება,“ - განაცხადა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ X-ზე განთავსებული პოსტით. Reuters-ი წერს, რომ IAEA-ს დასკვნა ემთხვევა აშშ-ის მეცნიერებისა და საერთაშორისო უსაფრთხოების ინსტიტუტის დასკვნას, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა მას შემდეგ, რაც ირანმა განაცხადა, რომ კვირას ნათანზზე თავდასხმა განხორციელდა, რასაც IAEA-მ უპასუხა, რომ სამხედრო დარტყმები მასშტაბური არ ყოფილა.  

ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს

როგორი იქნება ვენესუელასა და ირანში აშშ-ის სამხედრო მოქმედებების პოტენციური გავლენა ჩინეთის ნავთობმომარაგებაზე - პეკინმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მიიღებს აუცილებელ ზომებს საკუთარი ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ენერგეტიკული უსაფრთხოება „დიდი მნიშვნელობისაა გლობალური ეკონომიკისთვის და ყველა მხარეს ეკისრება პასუხისმგებლობა, უზრუნველყოს სტაბილური და შეუფერხებელი ენერგომომარაგება,“ - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. საგარეო უწყების წარმომადგენლის თქმით, ჩინეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას საერთაშორისო ურთიერთობებში სხვა ქვეყნების სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების დარღვევის მიზნით. „შეერთებული შტატებისა და ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო დარტყმები, გაეროს უშიშროების საბჭოს ნებართვის გარეშე, საერთაშორისო სამართალს არღვევს. ჩინეთი ღრმად შეშფოთებულია ომის მეზობელ ქვეყნებში გავრცელებით. ჩინეთი მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და ტერიტორიული მთლიანობა ასევე სრულად უნდა იყოს დაცული. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, შეწყვიტონ სამხედრო ოპერაციები და თავიდან აიცილონ ომის შემდგომი გავრცელება,“ – განაცხადა ჩინეთს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მაო ნინმა. პეკინმა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ვან ისა და ირანელ კოლეგას სეიედ აბას არაღჩის შორის სატელეფონო საუბრის დროს, ხამენეის მკვლელობა დაგმო, მაგრამ ასევე მოუწოდა თეირანს, „სერიოზულად მოეკიდოს მეზობელი ქვეყნების ლეგიტიმურ შეშფოთებას.“  ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, სპიკერმა გამოთქვა ჩინეთის „დიდი შეშფოთება“ და კიდევ ერთხელ გამოვიდა მოწოდებით საკითხის მშვიდობიანი გზით მოგვარებისკენ, დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით.“ მანვე აღნიშნა, რომ პეკინი „პატივს სცემს“ ირანის უფლებას ბირთვული ენერგიის მშვიდობიან გამოყენებაზე. ჩინეთი, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკაა. პეკინი კატარის LNG-ის ერთ-ერთი მთავარი იმპორტიორია. ლონდონის საფონდო ბირჟის ჯგუფის მონაცემების თანახმად, ახლო აღმოსავლეთიდან ჩინეთში ნავთობის გადასაზიდად სუპერტანკერის დაქირავების ღირებულება გასული კვირის ფასთან შედარებით, თითქმის გაორმაგდა და ღირებულებამ რეკორდულ ნიშნულს, 400 000 აშშ დოლარზე მეტს (298 300 ფუნტი სტერლინგი) მიაღწია. მხოლოდ ჩინეთი, სავარაუდოდ, ირანის მიერ გლობალურ ბაზარზე ექსპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს ყიდულობს. რადგან ჩინეთი ამ ნავთობს იყენებს პროდუქციის წარმოებისთვის, რომლებიც შემდეგ, სხვა ქვეყნებში ექსპორტზე გააქვს, ნავთობის უფრო მაღალმა ფასებმა შეიძლება, ასევე გამოიწვიოს უფრო მაღალი ფასები მომხმარებლებისთვის, მთელ მსოფლიოში. სრუტის ბლოკირებამ შესაძლოა, კიდევ უფრო გაზარდოს საქონლისა და მომსახურების ფასები მთელ მსოფლიოში და დააზარალოს მსოფლიოს ზოგიერთი უდიდესი ეკონომიკა, მათ შორის, ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია, რომლებიც ამ მარშრუტზე გამავალი ნედლი ნავთობის უმსხვილესი იმპორტიორები არიან.  

მერცი თეთრ სახლში: თეირანის საშინელი რეჟიმის მოშორების საკითხში ერთ აზრზე ვართ

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ირანში ომის სწრაფად დასრულების იმედოვნებს. „შაბათის თავდასხმების შემდეგ, გაზისა და ნავთობის ფასების ზრდა „რა თქმა უნდა, აზიანებს ჩვენს ეკონომიკას,“- განაცხადა მერცმა. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან თეთრ სახლში შეხვედრაზე განაცხადა. „თეირანის ამ სასტიკი რეჟიმის მოშორების საკითხში ჩვენ ერთ აზრზე ვართ. იმედი გვაქვს, რომ ეს ომი მალე დასრულდება,“ - განაცხადა მერცმა. მერცმა იმედი გამოთქვა, რომ „აშშ-ისა და ისრაელის არმიები სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ, რათა ომი დასრულდეს.“ „ასევე, იმისთვის, რომ ადგილზე ნამდვილი ახალი მთავრობა შეიქმნას, რომელიც მშვიდობისა და თავისუფლების გზას დაუბრუნდება,“ - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა. ტრამპმა იწინასწარმეტყველა, რომ ომის შემდეგ ნავთობის ფასები დაეცემა.  შეკითხვას - ვინმე თუ წარმოუდგენია ვაშინგტონს, ვინც ირანს გაუძღვებოდა, ტრამპმა განაცხადა "ყველა, ვინც წარმომედგინა, მკვდარია": "ვფიქრობდით ზოგიერთზე იმ ჯგუფიდან, რომელიც მკვდარია. ვფიქრობდით მეორე ჯგუფზე და, არსებული ცნობებით, შეიძლება, ისინიც მკვდრები იყვნენ. ვფიქრობ, მესამე ნაკადი შემოდის. საკმაოდ მალე ჩვენთვის ნაცნობი იქ აღარავინ იქნება." კიდევ ერთ დამაზუსტებელ შეკითხვაზე - განიხილება თუ არა ერთ-ერთ ვარიანტად რეზა ფეჰლავი - აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: "ზოგიერთს ის მოსწონს. ამაზე ძალიან ბევრს არ ვფიქრობთ. ჩემი წარმოდგენით, ვიღაც შიგნიდან შეიძლება უფრო შესაბამისი იყოს. მე ეს ვთქვი. ის [ფეჰლავი - რ.თ.] ძალიან სასიამოვნო პიროვნება ჩანს, მაგრამ ჩემი წარმოდგენით, [ეს უნდა იყოს] ვიღაც, ვინც იქ არის, რომელიც ახლა პოპულარულია, თუკი ასეთი პირი არის... არიან ასეთები. გვყავს ასეთები, რომლებიც უფრო ზომიერები არიან. ესენი რადიკალი გიჟები იყვნენ. მხოლოდ ხალხს ხოცავდნენ." ოვალურ კაბინეტში მერცთან ერთად გამოსვლისას ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გერმანია „ეხმარებოდა“ აშშ-ის ძალებს გარკვეულ ბაზებზე წვდომის უფლების მიცემით. მან შეადარა ორი სხვა ევროპული ქვეყნის: ბრიტანეთისა და ესპანეთის ქმედებები. მერცს არ გაუკრიტიკებია აშშ-ის საჰაერო დარტყმები, მაგრამ მან თავი შეიკავა ოპერაციის მხარდაჭერისგან, რომელიც ტრამპის კრიტიკოსების თქმით, ჩატარდა საკმარისი ახსნა-განმარტების და საერთაშორისო სამართალში საჭირო სამართლებრივი მხარდაჭერის გარეშე. აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს გერმანიასთან და კერძოდ, მერცთან, რომელსაც „შესანიშნავი ლიდერი“ უწოდა.  

კატარში აცხადებენ, რომ ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას ირანული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს

კატარში ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის უდიდეს სამხედრო ბაზას, ალ-უდეიდის საჰაერო ბაზას, ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტით დაარტყეს, - ინფორმაციას მედია საშუალებები თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ. უწყების ცნობით, თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ირანიდან გაშვებული მეორე ბალისტიკური რაკეტა მოიგერიეს.  

NATO ირანზე დარტყმებში არ ჩაერთვება: რუტეს თქმით, ცალკეულ მოკავშირეებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ აშშ-სა და ისრაელს

NATO-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ განაცხადა, რომ NATO ირანის წინააღმდეგ დარტყმებში არ ჩაერთვება. „არანაირი გეგმა არ არსებობს, რომ NATO ამაში ჩაერთვება ან ამის ნაწილი გახდება, გარდა ცალკეული მოკავშირეებისა, რომლებსაც შეუძლიათ მხარი დაუჭირონ იმას, რასაც ამერიკელები ისრაელთან ერთად აკეთებენ,“ - განაცხადა რუტემ. რუტემ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაცია შეაქო. „ნამდვილად მნიშვნელოვანია, რასაც აშშ აკეთებს ისრაელთან ერთად, რადგან ანადგურებს და ამცირებს ირანის უნარს, რომ ბირთვული ან ბალისტიკური შესაძლებლობები მოიპოვოს,“ - აღნიშნა NATO-ს გენერალურმა მდივანმა. რუტემ ორშაბათს განაცხადა, რომ მან ირანი და რეგიონული უსაფრთხოება თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიპ ერდოღანთან განიხილა.  „ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ნებისმიერი მხრიდან მომდინარე ნებისმიერი საფრთხის შესაკავებლად და მისგან თავის დასაცავად,“ - განაცხადა რუტემ.  

შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება

წყარო - BBC წლების განმავლობაში, ჰორმუზის სრუტის დახურვის მუდმივმა საფრთხემ, სპარსეთის ყურის რეგიონში ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, ალტერნატიული ექსპორტის მარშრუტების შემუშავებისკენ უბიძგა. გარემოსდაცვითი უწყების მონაცემებით, საუდის არაბეთი 1200 კმ სიგრძის მილსადენს მართავს, რომელსაც დღეში 5 მილიონ ბარელამდე ნედლი ნავთობის ტრანსპორტირება შეუძლია. წარსულში მან ასევე დროებით გადააკეთა ბუნებრივი აირის მილსადენი ნედლი ნავთობის ტრანსპორტირებისთვის. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, თავისი შიდა ნავთობის საბადოები, ომანის ყურეში მდებარე ფუჯაირას პორტს, სულ მცირე 1.5 მილიონი ბარელის დღიური გამტარუნარიანობის მილსადენის მეშვეობით დაუკავშირა. ნავთობ გადამისამართება ალტერნატიული ინფრასტრუქტურის გავლით არის შესაძლებელი, რათა ჰორმუზის სრუტისთვის გვერდის ავლა მოხერხდეს, თუმცა Reuters-ის ინფორმაციით, მიწოდება დღეში 8–10 მილიონი ბარელით შემცირდება. ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს ცნობისთვის, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებით, ჰორმუზის სრუტეს სრულად აკონტროლებენ და ნებისმიერ გემს, რომელიც მის გავლას შეეცდება, რაკეტებით ან დრონებით დაზიანება ემუქრება. თავის მხრივ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 3 მარტს განაცხადა, რომ აშშ-ის საზღვაო ძალები, საჭიროების შემთხვევაში, ჰორმუზის სრუტეში ტანკერების ესკორტირებას დაიწყებს.  

შრი-ლანკასთან, ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ირანული სამხედრო გემი ჩაძირა - ჰეგსეთი

შრი-ლანკის სანაპიროსთან, ირანული სამხედრო გემი აშშ-ის შეიარაღებული ძალების დარტყმის შედეგად ჩაიძირა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სამხრეთ აზიის ქვეყანასა და ირანს შორის მანძილი დაახლოებით 4000 კილომეტრია.  შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, რომ ფრეგატ IRIS Dena-ზე თავდასხმის შედეგად, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის პორტიდან ირანში ბრუნდებოდა, სულ მცირე 80 ადამიანი დაიღუპა.  Reuters-ის წყაროების ცნობით, ირანულ სამხედრო გემზე დარტყმა აშშ-ის სამხედრო წყალქვეშა ნავიდან განხორციელდა. მანამდე, შრი-ლანკის საზღვაო ძალებში განაცხადეს, რომ გემის ეკიპაჟის 32 წევრის გადარჩენა შეძლეს. „ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა ჩაძირა ირანული სამხედრო ხომალდი, რომელიც ფიქრობდა, რომ საერთაშორისო წყლებში უსაფრთხოდ იყო,“ - განაცხადა ომის დეპატრტამენტის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა პენტაგონში. ფრეგატი წყალქვეშა ნავიდან ტორპედოს გასროლით ჩაიძირა. ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებში ფლოტის დანაკარგების შესახებ არაფერი უთქვამთ. შრი-ლანკის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, გემზე 180 პირი იმყოფებოდა. ფრეგატი ბენგალის ყურეში 18-25 თებერვალს გამართულ საზღვაო წვრთნებში მონაწილეობდა.  „ეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მტრის გემის ტორპედოთი ჩაძირვის პირველი შემთხვევაა,“ - განაცხადა ჰეგსეტმა. აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) 3 მარტს განაცხადა, რომ ისრაელთან ერთად ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან, 28 თებერვლიდან ირანს გაუნადგურეს 17 გემი, მათ შორის ყველაზე ბრძოლისუნარიანი წყალქვეშა ნავი.  

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის

უკრაინა ახლო აღმოსავლეთში ექსპერტთა ჯგუფს გაგზავნის. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს. „ბოლო რამდენიმე დღეში ირანმა 800-ზე მეტი სხვადასხვა ტიპის რაკეტა და 1400-ზე მეტი დრონი გაუშვა. უკრაინას ადამიანების სიცოცხლის დაცვისა და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით, წვლილის შეტანა შეუძლია. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს, სადაზვერვო სააგენტოებთან, თავდაცვის მინისტრთან, ჩვენს სამხედრო სარდლობასთან და ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანთან ერთად, დავავალე, რომ წარმოადგინონ შესაბამისი ქვეყნების დახმარების ვარიანტები და უზრუნველყონ დახმარება ისე, რომ ჩვენი თავდაცვა არ დასუსტდეს,“ - წერს ზელენსკი X-ზე. მისი თქმით, უკრაინელი ექსპერტები ადგილზე იმუშავებენ და შესაბამისი ჯგუფები ამ ძალისხმევის კოორდინაციას უკვე ახდენენ. „ჩვენ პარტნიორებთან კოორდინაციას გავაგრძელებთ,“ - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. მანვე აღნიშნა, რომ ჰორმუზის სრუტეში გადაზიდვები პრაქტიკულად შეჩერებულია. „უკრაინა კონსულტაციებს მართავს ევროპასა და შეერთებულ შტატებში პარტნიორებთან, ასევე ირანის მეზობელ ქვეყნებთან. გუშინ ვესაუბრე არაბთა გაერთიანებული საამიროების და კატარის ლიდერებს. დღეს კი, მოლაპარაკებები მქონდა იორდანიისა და ბაჰრეინის ლიდერებთან,“ - განაცხადა ზელენსკიმ. მან ასევე ხაზი გაუსვა ევროკავშირთან, ევროპულ სახელმწიფოებთან და დიდი შვიდეულის ჯგუფთან კოორდინაციის მნიშვნელობას, „ირანის რეჟიმის ტერორისტული შესაძლებლობების აღმოსაფხვრელად და გლობალური სტაბილურობის დასაცავად.“  

ირანმა აზერბაიჯანის ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა - ბაქო

5 მარტს, ირანმა ნახიჩევანის აეროპორტზე დრონით თავდასხმა განახორციელა. Report-ის ადგილობრივი ბიუროს ცნობით, ირანში წარმოებული დრონი აეროპორტის შენობას შეეჯახა. „აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ არ დაუშვებს მისი ტერიტორიის გამოყენებას ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციებისთვის, თუმცა ბაქომ მაინც განიცადა თავდასხმა ირანის მხრიდან,“ - წერს Report-ი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში ირანის დრონით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. „5 მარტს, დაახლოებით შუადღისას, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაზე დრონებით თავდასხმები ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელდა,“ - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში. მისივე თანახმად, ერთი დრონი ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში აეროპორტის ტერმინალის შენობას დაეცა, ხოლო მეორე დრონი სოფელ შაქარაბადში სკოლის შენობასთან ახლოს ჩამოვარდა. „ჩვენ მკაცრად ვგმობთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიიდან განხორციელებულ ამ დრონებით თავდასხმებს, რამაც აეროპორტის შენობა დააზიანა და ორი მშვიდობიანი მოქალაქე დააზიანა. აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე განხორციელებული ეს თავდასხმა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების დარღვევას წარმოადგენს და რეგიონში დაძაბულობის გაზრდას ემსახურება. ჩვენ მოვითხოვთ ირანის ისლამური რესპუბლიკისგან, რაც შეიძლება მოკლე ვადაში მოგვაწოდოს ნათელი ახსნა-განმარტება საქმესთან დაკავშირებით, ჩაატაროს შესაბამისი გამოძიება და მიიღოს აუცილებელი სასწრაფო ზომები, რათა უზრუნველყოს, რომ მსგავსი თავდასხმები მომავალში აღარ განმეორდეს,“ - ნათქვამია განცხადებაში. აზერბაიჯანული მხარე აცხადებს, რომ იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები. „ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, მოჯტაბა დემირჩილოუ გამოიძახეს საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც ირანულ მხარეს გადაეცემა მკაცრი პროტესტი და წარედგინება შესაბამისი საპროტესტო ნოტა,“ - განმარტა სამინისტრომ.  

სენატმა ირანთან ომის გაგრძელების დაბლოკვის რეზოლუცია ჩააგდო

აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს კონგრესის ნებართვის გარეშე ირანის წინააღმდეგ სამხედრო ძალის გამოყენება აეკრძალებოდა.  რეზოლუციას მხარი დაუჭირა 47-მა სენატორმა, 53 იყო წინააღმდეგი, რაც რეზოლუციის ჩავარდნის მიზეზად გახდა. მედიის ცნობით, დამტკიცების შემთხვევაშიც რეზოლუციას წარმატების მცირე შანსი ჰქონდა. მაშინაც კი, თუ სენატი და წარმომადგენელთა პალატა ამ ზომას დაამტკიცებდნენ, აშშ-ის პრეზიდენტს ვეტოს დადება შეეძლო. ვეტოს გადასალახად კი კონგრესმენების ხმების ორი მესამედია საჭირო.  

ირანი აცხადებს, რომ სეპარატისტულ ჯგუფებს დაარტყეს, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან ქვეყანაში შესვლას აპირებდნენ

ირანის დაზვერვამ განაცხადა, რომ ქვეყანამ „სეპარატისტული ჯგუფების“ პოსტებს დაარტყა, რომლებიც დასავლეთ საზღვრებიდან შესვლას აპირებდნენ და რომ მათ დიდი დანაკარგები განიცადეს, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ საკითხთან დაკავშირებული სამი წყაროს ცნობით, ირანელი ქურთი გასამხედროებული დაჯგუფებები ბოლო დღეებში შეერთებულ შტატებთან კონსულტაციებს აწარმოებენ იმის შესახებ, თუ როგორ და რა ფორმით უნდა დაესხან თავს ირანის უსაფრთხოების ძალებს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში. წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ საზღვრისპირა ოპერაცია დაიწყო, თუმცა ირანმა ეს უარყო. ირანის დაზვერვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ირანის ძალები „კეთილშობილ ქურთებთან“ თანამშრომლობენ, რათა ჩაშალონ ისრაელ-ამერიკის გეგმა, რომლის მიზანიც ირანის ტერიტორიაზე თავდასხმაა.  

იტალია სპარსეთის ყურის ქვეყნებს საჰაერო თავდაცვის დახმარებას გაუგზავნის

იტალია ირანის საჰაერო თავდასხმების საფრთხის წინაშე მყოფი სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, საჰაერო თავდაცვის დახმარების გაგზავნას გეგმავს. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა. „დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის მსგავსად, იტალიაც აპირებს დახმარების გაგზავნას სპარსეთის ყურის ქვეყნებისთვის, კერძოდ, თავდაცვისა და საჰაერო თავდაცვის სფეროში. ეს ხდება არამხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მეგობარი ქვეყნები არიან, არამედ, უპირველეს ყოვლისა იმის გამო, რომ ათობით ათასი იტალიელი ცხოვრობს რეგიონში და 2000-მდე იტალიელი სამხედროა განლაგებული იქ, ხალხი, რომელიც გვინდა და უნდა დავიცვათ,“ – განუცხადა მელონიმ რადიოსადგურ RTL 102.5-ს.  

აბას არაღჩი ირანულ ხომალდზე თავდასხმაზე: დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს

აშშ-მ ზღვაში, ირანის სანაპიროებიდან 2 000 მილის დაშორებით, სიმხეცე ჩაიდინა, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ინდოეთის საზღვაო ძალების სტუმარს, ფრეგატ „დენას“, რომელსაც 30-მდე მეზღვაური გადაჰყავდა, საერთაშორისო წყლებში გაფრთხილების გარეშე დაარტყეს. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები: აშშ მწარედ ინანებს მის მიერ შექმნილ პრეცედენტს,“ - აცხადებს ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. ცნობისთვის, აშშ-ის წყალქვეშა ნავიდან ირანულ გემზე შრი-ლანკის სამხრეთ სანაპიროსთან დარტყმა განხორციელდა, რის შედეგადაც, ათობით ადამიანი დაიღუპა.  

ახლო აღმოსავლეთში იერიშები გრძელდება, კონფლიქტი მეექვსე დღეა, გრძელდება

წყარო BBC აშშ-ისრაელის ომი ირანთან მეექვსე დღეა, გრძელდება და ახლო აღმოსავლეთში დარტყმები გრძელდება. სხვადასხვა ქალაქიდან გადაღებული ფოტოები ზარალის მასშტაბებს აჩვენებს. ცენტრალური ისრაელის მოსახლეობა ირანული რაკეტის მიერ მიყენებული ზიანის შედეგებს აფასებს. დოჰაში, შენობები კვამლის ღრუბელშია. ბეირუთის სამხრეთ გარეუბანში, გობეირის უბანში შენობები დაინგრა. ირანის დედაქალაქ თეირანში ავიადარტყმების შედეგად საცხოვრებელი შენობა განადგურდა.  

დიდი ბრიტანეთი კატარში ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის

დიდი ბრიტანეთის მთავრობა კატარში დამატებით Typhoon-ის ტიპის ოთხ ავიაგამანადგურებელს აგზავნის. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. „მიზანი კატარსა და რეგიონში თავდაცვითი ოპერაციების გაძლიერებაა. ჩვენ თავდაცვის სწორი გეგმა გვაქვს,“ - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა. სტარმერის ცნობით, დიდმა ბრიტანეთმა ავიაგამანადგურებლები ახლო აღმოსავლეთში ჯერ კიდევ იანვარსა და თებერვალში განალაგა.  

აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის

აბუ-დაბიში აფეთქებების ხმა ისმის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. აფეთქება ზაიედის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, „საჰაერო თავდაცვის სისტემები რაკეტების საფრთხის წინააღმდეგ მოქმედებენ.“ საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმის ბაჰრეინშიც.  

რუტე ირანზე: ტრამპის მისიას მოკავშირეთა ფართო მხარდაჭერა აქვს

NATO-ს გენერალური მდივნის მარკ რუტეს განცხადებით, ალიანსის წევრებს შორის ფართო მხარდაჭერაა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კამპანიის მიმართ, რომლის სამიზნეც ირანის ბირთვული და სარაკეტო შესაძლებლობებია. „NATO არ არის ჩართული. თუმცა ცხადია, მოკავშირეები, ძირითადად, მასშტაბურად უჭერენ მხარს იმას, რასაც პრეზიდენტი აკეთებს და ასევე ხელს უწყობენ იმას, რასაც აშშ აკეთებს ახლა რეგიონში, ირანის ამ ბირთვული შესაძლებლობების და, რა თქმა უნდა, სარაკეტო შესაძლებლობების განადგურებას,“ - აღნიშნა რუტემ. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ NATO-ს ძალები მზად არიან, დაიცვან ალიანსის ტერიტორია. „ამჟამად, NATO-ს შემადგენლობაში ჩვენი საქმიანობა იმის უზრუნველყოფაა, რომ 360-გრადუსიანი გზით დავიცვათ NATO-ს ტერიტორიის ყოველი ინჩი,“ - აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა. რუტემ ასევე განაცხადა, რომ ირანი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის ხელშეწყობის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია და რომ ისრაელისა და აშშ-ის ზეწოლა ირანის შესაძლებლობებს შეასუსტებს. „ირანი იყო ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ხელს უწყობდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებას, ამ დამანგრეველი იარაღის, ამ დრონების გამოყენებით. ის ფაქტი, რომ ირანი ახლა ისრაელისა და აშშ-ს მხრიდან სრულმასშტაბიან ზეწოლას განიცდის, ასევე შეამცირებს მის შესაძლებლობას, ქაოსის რუსეთში და შესაბამისად, უკრაინაშიც, ექსპორტირება მოახდინოს,“ - აღნიშნა რუტემ. ამასთან, რუტემ Reuters-ს განუცხადა, რომ NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემის მიერ თურქეთისკენ მიმავალი ბალისტიკური რაკეტის ჩამოგდება არ წარმოადგენს ალიანსის მე-5 მუხლის ურთიერთდაცვის პუნქტის ამოქმედების დაუყოვნებლივ საფუძველს. „არავინ საუბრობს მე-5 მუხლზე,“ - აღნიშნა რუტემ. NATO ირანზე დარტყმებში არ ჩაერთვება: რუტეს თქმით, ცალკეულ მოკავშირეებს შეუძლიათ, მხარი დაუჭირონ აშშ-სა და ისრაელს  

ირანი თურქეთისა და აზერბაიჯანის მიმართულებით შეტევას უარყოფს

ირანი თურქეთის ტერიტორიის მიმართულებით რაკეტის გაშვებას უარყოფს, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს. „ირანის შეიარაღებული ძალები პატივს სცემს თურქეთის სუვერენიტეტს და უარყოფს მის ტერიტორიაზე რაიმე რაკეტის გაშვებას,“ - ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე ნატო-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. NATO-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა გაანადგურეს - ანკარა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ ასევე უარყო ირანის მიერ ნახიჩევანზე დრონებით თავდასხმა. „ჩვენ თავს არ ვესხმით მეზობელ ქვეყნებს. ამ ინციდენტის შესახებ თქვენგან გავიგე. უნდა გამოვიკვლიო ამ ინფორმაციის წყარო და კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებ,“ - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, ირანის პოლიტიკა მეზობელ ქვეყნებზე თავდასხმას არ ითვალისწინებს. „ირანის პოლიტიკა არ ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების მიზანში ამოღებას, ან მათზე თავდასხმას, თუკი იქ ჩვენი მოწინააღმდეგეების, კერძოდ, სიონისტური რეჟიმისა და შეერთებული შტატების ბაზები არ არის აქტიური და არ გამოიყენება იმისთვის, რომ თავს დაესხან უდანაშაულო ხალხს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში. თავიდანვე ვაცხადებდით, რომ თუ რეგიონში არსებული ბაზები ირანზე თავდასხმისთვის გამოიყენება, ჩვენ მათ მიზანში ამოვიღებთ,“ - განაცხადა  ქაზემ ღარიბაბადიმ. ცნობისთვის, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო აზერბაიჯანზე დრონებით განხორციელებული თავდასხმები.  

ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა,  ირანმა ტერორისტული აქტი ჩაიდინა აზერბაიჯანის ტერიტორიის, აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ.  „ჩვენს შეიარაღებულ ძალებს დაევალათ საპასუხო ზომების მომზადება და განხორციელება. აზერბაიჯანის წინააღმდეგ ჩადენილ ამ უსაფუძვლო ტერორისტულ აქტსა და აგრესიას არ შევეგუებით,“ აღნიშნა ალიევმა. მისი თქმით, „ირანის სახელმწიფომ უპილოტო საფრენი აპარატები ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიისკენ გაისროლა. თავდასხმის სამიზნე სამოქალაქო ობიექტები იყო.“ აზერბაიჯანის სახელმწიფო მკაცრად გმობს ამ მახინჯ ტერორისტულ აქტს და მისმა ჩამდენებმა დაუყოვნებლივ უნდა აგონ პასუხი. ირანელმა ოფიციალურმა პირებმა აზერბაიჯანულ მხარეს უნდა მისცენ ახსნა-განმარტება, უნდა მოიხადონ ბოდიში და ამ ტერორისტული აქტის ჩამდენებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ,“ - აღნიშნა ალიევმა. ალიევმა ასევე განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ირანის წინააღმდეგ ოპერაციებში არ მონაწილეობდა, არ მონაწილეობს და არც მომავალში აპირებს ამის გაკეთებას. როგორც ალიევმა განაცხადა, აზერბაიჯანს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების ინტერესი არ აქვს. „ჩვენ მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ რაიმე ოპერაციის ჩატარების არც ინტერესი გვაქვს და არც ჩვენი პოლიტიკა იძლევა ამის საშუალებას,“ - აღნიშნა ალიევმა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ისინი, ვინც აზერბაიჯანის წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ინანებენ. „ის უსინდისო ადამიანები, ვინც ჩვენს წინააღმდეგ ეს ტერორისტული აქტი ჩაიდინეს, ამას ინანებენ. ისინი, ვინც ერთხელ ჩვენი ძალის გამოცდა სცადა, რკინის მუშტით განადგურდნენ; დღევანდელი ინციდენტიც იგივე შედეგს მოიტანს,“ - განაცხადა ალიევმა. მისი თქმით, აზერბაიჯანი იცავს და დაიცავს საკუთარ ტერიტორიულ მთლიანობას. „ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას. ისევე, როგორც სომხეთის ოკუპაცია დავასრულეთ, მზად ვართ, ნებისმიერი ბოროტი ძალის წინააღმდეგ ჩვენი ძალა ვაჩვენოთ და ირანმა ეს არ უნდა დაივიწყოს,“ - განაცხადა ალიევმა. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ტექნიკური მონიტორინგის სისტემებმა დაადასტურეს, რომ ირანის შეიარაღებული ძალების კუთვნილი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატი თავდასხმის მიზნით, აზერბაიჯანის ნახიჩევანის რეგიონისკენ იყო მიმართული. „ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ჩვენ ველით, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები შეწყვეტენ აშკარა უარყოფას, ბოდიშს მოიხდიან ინციდენტისთვის და ირანის შესაბამისი უწყებები დასჯიან პასუხისმგებელ პირებს," - ნათქვამია განცხადებაში. ირანი აზერბაიჯანის მიმართულებით შეტევას უარყოფს.  

აზერბაიჯანი ირანიდან დიპლომატიურ პერსონალს გაიყვანს

აზერბაიჯანი ირანის დედაქალაქ თეირანში მდებარე საელჩოს და ქალაქ თავრიზში მდებარე გენერალური საკონსულოს თანამშრომლების ევაკუაციას განახორციელებს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მითითებით მიიღეს. „გუშინდელი დრონით თავდასხმის შემდეგ, პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გასცა ყველა შესაბამისი ინსტრუქცია და გადადგა დიპლომატიური ნაბიჯები. ამავდროულად, აზერბაიჯანის უსაფრთხოების ზომები ყოველთვის უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული. როდესაც სამხედრო ოპერაციები ახლო მანძილზე მიმდინარეობს და რისკები იზრდება, შესაბამისად, იზრდება შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონე და ამასთან დაკავშირებით, შესაბამისი ინსტრუქციებიც გაიცა,“ - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, ირანულმა მხარემ დრონებით მომხდარი თავდასხმის გამოძიების პირობა დადო და აზერბაიჯანი გამოძიების შედეგებს დაელოდება. „დაველოდებით გამოძიების შედეგებს და შესაბამისად მივიღებთ გადაწყვეტილებებს და გადავდგამთ შემდგომ ნაბიჯებს,“ - განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. ალიევი: ირანმა აზერბაიჯანის სახელმწიფოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიდინა  

ტრამპი: უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება

უპირობო დანებების გარდა, ირანთან არანაირი შეთანხმება არ იქნება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს. დონალდ ტრამპის განცხადებით, „ირანს დიდებული მომავალი ექნება.“ „ამის შემდეგ, და დიდებული და მისაღები ლიდერის (ლიდერების) შერჩევის შემდეგ, ჩვენ და ჩვენი შესანიშნავი და მამაცი მოკავშირეები დაუღალავად ვიმუშავებთ, რათა განადგურების პირას მყოფი ირანი გადავარჩინოთ და ეკონომიკურად უფრო დიდი, უკეთესი და ძლიერი გავხადოთ, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ტრამპი Truth Social-ზე.  

ჩინეთი ჰორმუზის გავლით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Reuters

ჩინეთი, რომელსაც ირანთან მეგობრული ურთიერთობები აქვს და დიდად არის დამოკიდებული ახლო აღმოსავლეთის მარაგებზე, უკმაყოფილოა ისლამური რესპუბლიკის მიერ სრუტეში გადაზიდვების პარალიზების ინიციატივით და ზეწოლას ახდენს თეირანზე, რათა გემებისთვის უსაფრთხო მოძრაობა უზრუნველყოს. ამის შესახებ Reuters-ი წერს. წყაროების ცნობით, მსოფლიოში სიდიდით მეორე ეკონომიკა ნავთობის დაახლოებით 45%-ს სრუტიდან იღებს. ნედლი ნავთობის ფასები კონფლიქტის დაწყებიდან 15%-ზე მეტით გაიზარდა წარმოების შეჩერების ფონზე, რადგან თეირანი თავს ესხმის ყურეში ენერგეტიკულ ობიექტებს, ასევე, სრუტეში გამვლელ გემებს. Vortexa-ს მონაცემებით, სრუტეში ნედლი ნავთობის ტანკერების ტრანზიტი პირველ მარტს, საომარი მოქმედებების დაწყებიდან მეორე დღეს, ოთხ გემამდე შემცირდა. Kpler-ის მონაცემებით, სრუტეში დაახლოებით 300 ნავთობტანკერი რჩება. ამჟამად სრუტეში რამდენიმე გემი მოძრაობს, რომელთაგან ყველა ჩინური ან ირანულია.   ირანზე საჰაერო თავდასხმების ფონზე, ჩინეთი აცხადებს, რომ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას დაიცავს დუბაიში დაფუძნებული Al Khaleej Sugar-ის მმართველმა დირექტორმა ჯამალ ალ-გურაირმა Reuters-ს განუცხადა, რომ შაქრის გადამტან ზოგიერთ გემს ამჟამად სრუტეში გავლის უფლება აქვს, ზოგს კი - არა. შეუძლია თუ არა ალტერნატიულ მარშრუტებს ჰორმუზის სრუტის ბლოკადის კომპენსირება  

საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო: საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს

საუდის არაბეთში ორი ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდეს. ინფორმაციას საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტების სამიზნე ერ-რიადთან ახლოს მდებარე პრინცი სულთანის საჰაერო ბაზა იყო. ასევე, უწყების განცხადებით, დილით ოთხი დრონი გაანადგურეს. აფეთქებების ხმა ისმოდა არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ბაჰრეინშიც. ბაჰრეინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდა, ხოლო არაბთა გაერთიანული საამიროების ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საფრენი აპარატი წარმატებით გაანადგურეს.  

საუდის არაბეთში აცხადებენ, რომ ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალზე თავდასხმის მცდელობა აღკვეთეს

საუდის არაბეთმა დედაქალაქ ერ-რიადში დიპლომატიური კვარტლის ტერიტორიაზე თავდასხმის მცდელობა ჩაშალა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა. დრონის ჩამოგდებას მატერიალური ზიანი ან მშვიდობიან მოსახლეობაში ზარალი არ გამოუწვევია. ეს ერ-რიადის დიპლომატიურ კვარტალზე თავდასხმის მეორე მცდელობაა, მას შემდეგ, რაც ირანმა ორი დრონით დაბომბა აშშ-ის საელჩო ერ-რიადში, რამაც მცირე ხანძარი და შენობის მცირე დაზიანება გამოიწვია. საუდის არაბეთის უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დრონების სამიზნე გახდა  

ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა NATO-ს თავდაცვითმა სისტემებმა გაანეიტრალეს - ანკარა

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ირანიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც თურქეთის საჰაერო სივრცეში შევიდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებული NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის საშუალებებით გაანეიტრალეს. სამინისტროს განმარტებით, საბრძოლო მასალის ნაწილი გაზიანტეპში დაუსახლებელ ტერიტორიას დაეცა და მსხვერპლი არ არის. უწყების განცხადებით, თურქეთი „დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და რეგიონულ სტაბილურობას“ და „ყველა საჭირო ზომა გადამწყვეტად და უყოყმანოდ იქნება მიღებული ჩვენი ქვეყნის ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საფრთხის წინააღმდეგ.“ „ჩვენ ასევე ვიმეორებთ, რომ ყველას ინტერესებშია, გაითვალისწინონ თურქეთის გაფრთხილებები ამ საკითხთან დაკავშირებით,“ - აღნიშნავს თურქეთს თავდაცვის უწყება. 28 თებერვალს, ისრაელმა და აშშ-მ ირანზე ერთობლივი თავდასხმა განახორციელეს. თეირანმა საპასუხოდ ისრაელის, იორდანიის, ერაყისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების სამიზნეებზე დრონებითა და რაკეტებით მიიტანა იერიში. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ 4 მარტსაც განაცხადა, რომ ირანიდან თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის თავზე NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. NATO-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა გაანადგურეს - ანკარა  

თურქეთმა საჰაერო სივრცის დასაცავად, ქვეყნის აღმოსავლეთში Patriot-ი განათავსა

თურქეთი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად, ქვეყნის აღმოსავლეთში, მალათიაში, ამერიკული Patriot-ის სისტემა განალაგა. თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული განცხადებით, რეგიონში განვითარებული მოვლენების გამო თურქეთი მიმართავს საზღვრებისა და საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ზომებს, კონსულტაციები აქვს NATO-სთან, ეროვნულ დონეზე მიღებულ ზომებთან ერთად NATO-მაც გააძლიერა საჰაერო და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა და ამ ზომების ფარგლებში თურქეთმა მალათიაში განათავსა და საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა სისტემა Patriot-ი. თურქეთის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა 9 მარტს, ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან რაკეტის უკვე მეორედ შეჭრა. თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყნის საჰაერო სივრცეში ირანის მხრიდან შეიჭრა ბალისტიკური რაკეტა, რომელიც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში გააუვნებლეს NATO-ს საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა და რაკეტის ნამსხვრევები გაზიანთეპის რაიონში, დაუსახლებელ ადგილას ჩამოცვივდა. ირანის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცეში რაკეტის შესვლისა და მისი განეიტრალების შესახებ თურქეთის თავდაცვის სამინისტრო 6 მარტსაც იუწყებოდა.  თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას გამართლება არ აქვს. ირანის პრეზიდენტ მასუდ პეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას ერდოღანმა ხაზი გაუსვა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარის გაღებას ომის დასრულების ხელშეწყობის მიზნით. მინისტრთა კაბინეტის სხდომისას, ერდოღანმა ირანს პროვოკაციული ნაბიჯებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. „ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას.“  

ჰორმუზის სრუტეში, „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა - UKMTO

„გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სააგენტოს (UKMTO) ცნობით, ჰორმუზის სრუტეში „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, გემს ჭურვი დუბაიდან ჩრდილო-დასავლეთით 93 კმ-ში მოხვდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ იმყოფებიან. მანამდე, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან სატვირთო გემს ჭურვი მოხვდა. ამასთან, ჭურვი მოხვდა კიდევ ერთ სატვირთო გემს ომანიდან ჩრდილოეთით, რამაც გემზე ხანძარი გამოიწვია და მისი ევაკუაცია გახდა საჭირო. გაერთიანებული სამეფოს საზღვაო მონიტორინგის სააგენტოს, „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“, ცნობით, ჰორმუზის სრუტესთან ახლოს, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროდან 46 კილომეტრში, კონტეინერმზიდ გემს დაუდგენელი ტიპის ჭურვი მოხვდა. UKMTO-ს ცნობით, გემის კაპიტანმა განაცხადა, რომ გემი დაზიანებულია, თუმცა ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდ არის და მათი ვინაობა ცნობილია. ინციდენტს ბრიტანეთის ხელისუფლება იძიებს. ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციები“ ყველა გემს, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გაივლის, სიფრთხილით გადაადგილებისკენ მოუწოდებს.  

ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს „არ ეთანხმება“

ჩინეთი სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს არ ეთანხმება. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, გუო ძიაკუნმა განაცხადა. პეკინი „გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა თავდასხმას.“ პრესსპიკერის თქმით, გადაუდებელი ამოცანაა „სამხედრო ოპერაციების დაუყოვნებლივ შეწყვეტა და კონფლიქტის შემდგომი გაფართოების თავიდან აცილება.“ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ აუცილებელია მოლაპარაკებების მაგიდასთან რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნება. „ჩინეთი არ ეთანხმება სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმებს და გმობს მშვიდობიან მოსახლეობასა და არასამხედრო სამიზნეებზე ყველა განურჩეველ თავდასხმას. ფუნდამენტური გამოსავალი არის, ერთობლივად დავუბრუნდეთ საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითადი ნორმების დაცვის სწორ გზას,“ – განაცხადა ძიაკუნმა. ჩინეთი ჰორმუზის გავლით ნავთობისა და გაზის უსაფრთხოდ გადაზიდვაზე, ირანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს - Reuters  

მელონის თქმით, აშშ-სა და ისრაელის იერიში ირანზე, საერთაშორისო სამართლის ფარგლებს სცილდება

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანზე თავდასხმით საერთაშორისო სამართალი დაარღვიეს და რომ ახლო აღმოსავლეთში არსებული ამჟამინდელი კრიზისი ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთულია. ამის შესახებ ჯორჯია მელონმა განაცხადა. Ansa-ს ცნობით, პრემიერ-მინისტრმა, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო „ინტერვენცია, რომელშიც იტალია არ მონაწილეობს და არც აპირებს მონაწილეობას.“ იტალიის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ იტალია „არ მონაწილეობს“ ირანის წინააღმდეგ აშშ-ისრაელის სამხედრო დარტყმებში და „არ სურს ომში ჩართვა.“ სენატში სიტყვით გამოსვლისას მელონიმ აღნიშნა, რომ მსოფლიო ფართო საერთაშორისო კრიზისის წინაშე დგას, „სადაც საფრთხეები სულ უფრო საშიში ხდება და საერთაშორისო სამართლის მიღმა განხორციელებული ერთპიროვნული ჩარევები მრავლდება.“ მელონის თქმით, „ირანის რეჟიმის წინააღმდეგ ამერიკისა და ისრაელის ინტერვენცია“ სწორედ ამ უფრო ფართო კრიზისის კონტექსტში უნდა განიხილებოდეს. იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, დაუშვებელია, ირანის ხელისუფლებას ბირთვული იარაღი ჰქონდეს. „იმედი მაქვს, ამ დარბაზში ყველასთვის ნათელია, რომ არ შეგვიძლია, დავუშვათ, აიათოლების რეჟიმს ჰქონდეს ბირთვული იარაღი, რომელიც შერწყმულია სარაკეტო შესაძლებლობებთან და რომელსაც მალე შესაძლებლობა ექნებოდა, პირდაპირ დაერტყა იტალიასა და ევროპისთვის. ასეთი სცენარი დაასრულებდა საერთაშორისო გაუვრცელებლობის სისტემას და გამოიწვევდა ბირთვული შეიარაღების რბოლას, რასაც გლობალურ უსაფრთხოებაზე დრამატული გავლენა ექნებოდა,“ – განაცხადა მელონმა.  

არაღჩი: სრული ტყუილია მტკიცება, რომ ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ განაცხადა, რომ სრული ტყუილია მტკიცება, „ირანი აშშ-ზე ან აშშ-ის ძალებზე თავდასხმას გეგმავდა.“ „ამ ტყუილის ერთადერთი მიზანი ოპერაცია „ეპიკური შეცდომის“ გამართლებაა, რომელიც ისრაელის მიერ იყო დაგეგმილი და რიგითი ამერიკელების მიერ დაფინანსებული“, – განაცხადა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა. მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანზე შეტევა დაიწყო, რადგან თეირანი აშშ-ის აქტივებზე აპირებდა თავდასხმას.  

New York Times: ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა, ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე

New York Times-ის ცნობით, მიმდინარე ომის ფონზე ირანმა სპარსეთის ყურის რეგიონში, სულ მცირე, 17 ამერიკულ ობიექტს დაარტყა. ძირითადი აქცენტი იყო რადარებსა და საკომუნიკაციო სისტემებზე. ამის შესახებ გამოცემა გადამოწმებულ ვიდეოებზე, ოფიციალურ განცხადებებსა და თანამგზავრული ფოტოების ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომელიც აშშ-ის 11 სამხედრო ობიექტს მოიცავს. ანგარიშში ნათქვამია, რომ ობიექტების უმეტესობას მიადგა სერიოზული ზიანი და მისი აღდგენა რთული იქნება. აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ანგარიშში საუბარია, რომ ირანის მნიშვნელოვანმა შესაძლებლობებმა, დაარტყას ძირითად ამერიკულ ობიექტებს, ტრამპის ადმინისტრაციის მოლოდინს გადააჭარბა.  

ტრამპი: თეირანის ისეთ ნაწილებს შეგვიძლია, დავარტყათ, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ჩვენ ეს არ გვსურს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში ისეთი ლიდერის ნახვა სურს, რომელმაც „იცის, რას აკეთებს და ქვეყნის აშენება შეუძლია.“ ტრამპის განცხადებით, „თეირანის ისეთ ნაწილებს შეუძლიათ, დაარტყან, რაც ირანის აღდგენას შეუძლებელს გახდის, მაგრამ ეს არ სურთ.“ „მათ საზღვაო ფლოტი აღარ ჰყავთ, საჰაერო ძალები აღარ ჰყავთ და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები აღარ აქვთ. ამ ქვეყნის თავზე თავისუფლად ვმოქმდებთ. ირანი თითქმის დასრულების პირასაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ დაუყოვნებლივ დავასრულებთ,“  განაცხადა დონალდ ტრამპმა. ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან ომის საკითხთან დაკავშირებით, ჯეი დი ვენსი მისგან „ფილოსოფიურად ოდნავ განსხვავებულია“  

საუდის არაბეთი ვაჭრობას წითელი ზღვის პორტებისკენ გადაამისამართებს

საუდის არაბეთი საზღვაო ვაჭრობას წითელ ზღვაზე მდებარე დასავლეთ პორტებისკენ გადამისამართებს, რათა თავი აარიდოს სტრატეგიულ ჰორმუზის სრუტეს, სადაც გემები ირანთან ესკალაციის კონფლიქტის ფონზე, თავდასხმის სამიზნეები გახდნენ. სპარსეთის ყურის გასწვრივ, სამეფოს აღმოსავლეთ პორტებისკენ მიმავალი გემები, როგორც წესი, ჰორმუზის სრუტეს გადიან, თუმცა ირანთან ომის დაწყების შემდეგ, ეს გასასვლელი ფაქტობრივად მიუწვდომელი გახდა. ახალი ინიციატივის ფარგლებში, საუდის არაბეთის ვაჭრობას უმეტესად, წითელი ზღვის სანაპიროზე მდებარე პორტების გავლით უზრუნველყოფს. ხელისუფლება ასევე ავითარებს ახალ ლოგისტიკურ მარშრუტებს კონტეინერებისა და ტვირთების მისაღებად, რომლებიც ადრე სპარსეთის ყურის პორტების გავლით მოძრაობდა. საუდის არაბეთის ტრანსპორტისა და ლოგისტიკური მომსახურების მინისტრმა სალეჰ ალ-ჯასერმა განაცხადა, რომ ეროვნული ლოგისტიკური ქსელი აფართოებს თავის შესაძლებლობებს სტაბილური მიწოდების ჯაჭვების შესანარჩუნებლად.  

Reuters-ი: აშშ-ის დაზვერვის ცნობით, უახლოეს მომავალში ირანის მთავრობას კოლაფსი არ ემუქრება

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, ირანის ხელმძღვანელობა ძირითადად შენარჩუნებულია და აშშ-ისა და ისრაელის თითქმის ორკვირიანი უწყვეტი დაბომბვის შემდეგად, უახლოეს მომავალში მისი ჩამოშლის საფრთხე არ არსებობს. ამის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ Reuters-ს განუცხადა. ერთ-ერთი წყაროს თქმით, მრავალი სადაზვერვო ანგარიში იძლევა ერთგვაროვან შეფასებას, რომ რეჟიმი ჩამოშლის საფრთხის წინაშე არ დგას და ის კვლავ ინარჩუნებს კონტროლს ირანის მოსახლეობაზე.  სადაზვერვო მონაცემები ასევე მიუთითებს ირანის უზენაესი ლიდერების ერთიანობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ალი ხამენეი 28 თებერვალს — აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმების პირველ დღეს დაიღუპა. გამოცემას ისრაელის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომ ისრაელის ოფიციალურმა პირებმა დახურულ დისკუსიებში ასევე აღიარეს, რომ არ არსებობს გარანტია, რომ ომი მმართველობიდან ხსენებული ლიდერების ჩამოშორებას გამოიწვევს. წყაროებმა ასევე ხაზი გაუსვეს, რომ ადგილზე ვითარება ცვალებადია და ირანში დინამიკა, შეიძლება, შეიცვალოს. „ისრაელს არ აქვს განზრახვა, რომ ყოფილი ხელისუფლების რომელიმე ნარჩენი ხელუხლებლად დატოვოს,“ — განაცხადა საკითხთან დაკავშირებულმა მეოთხე წყარომ. ამასთან, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ შეიძლება, მოქმედმა ამერიკულ-ისრაელის სამხედრო კამპანიამ ხელისუფლების ჩამოშლა გამოიწვიოს. წყაროს თქმით, ამისთვის სავარაუდოდ, საჭირო იქნებოდა სახმელეთო სამხედრო ოპერაცია, რომელიც ირანში მცხოვრებ ადამიანებს მისცემდა შესაძლებლობას, ქუჩაში საპროტესტოდ გამოვიდნენ. ამავე დროს, ტრამპის ადმინისტრაციას ჯერ არ გამოურიცხავს ამერიკული ჯარების ირანში გაგზავნის შესაძლებლობა.  

სპარსეთის ყურეში კიდევ სამ სატვირთო გემს დაესხნენ თავს

ერაყის ტერიტორიულ წყლებში ორ ტანკერს თავს დაესხნენ. შესაბამის ინფორმაციას BBC ავრცელებს. ერაყის საინფორმაციო სააგენტო სამხედრო ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ეკიპაჟის 38 წევრი გადარჩა, ერთი ადამიანი კი, გარდაიცვალა. „საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ერაყის წყლების მიმდებარედ ტანკერზე დრონებით თავადასხმის შემდეგ ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან და მიმდინარეობს რეპატრიაციის პროცესის ორგანიზება. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აღნიშნავს, რომ ქვეყნის სხვა პროფილურ უწყებებთან ერთად, მუდმივ კონტაქტზეა გემთმფლობელ კომპანიასთან და საჭიროების შემთხვევაში, მიღებულ იქნება ყველა ზომა, საქართველოს მოქალაქე მეზღვაურების ინტერესების დასაცავად. „საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაცია (IMO) და სხვა საერთაშორისო სტრუქტურები მუდმივად აკვირდებიან ახლო აღმოსავლეთის საზღვაო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს. აღნიშნული რეგიონი გლობალური ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტია, სადაც ყოველდღიურად გადაადგილდება მრავალი სავაჭრო გემი, მათ შორის ენერგეტიკული ტვირთის გადამზიდავი ტანკერები. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გემები ოპერირებენ მოქმედი საერთაშორისო უშიშროების რეკომენდაციების გათვალისწინებით,“- აღნიშნულია ინფორმაციაში ერაყის პორტების გენერალური კომპანიის (GCPI) გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ნავთობტერმინალებში ოპერაციები შეჩერებულია, მაგრამ კომერციული პორტები კვლავ ფუნქციონირებს. ამასთან, არაბთა გაერთიანებული საამიროების სანაპიროსთან კიდევ ერთი კონტეინერმზიდი გემი დაზიანდა. ორგანიზაცია „გაერთიანებული სამეფოს საზღვაო სავაჭრო ოპერაციების“ (UKMTO) ცნობით, კონტეინერმზიდ გემს ჯებელ ალის კომერციულ პორტთა ახლოს ჭურვი მოხვდა. დარტყმის შედეგად, გემზე ხანძარი გაჩნდა, თუმცა ბორტზე მყოფი ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან. სპარსეთის ყურეში გემებზე თავდასხმების ფონზე, დღეს მსოფლიო ბაზარზე ბარელი ნავთობის ფასმა 100 აშშ დოლარს მიაღწია. ცნობისთვის, ბოლო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში თავდასხმა ექვს კონტეინერმზიდ გემზე განხორციელდა. ჰორმუზის სრუტეში, „დაუდგენელი ჭურვი“ მესამე სატვირთო გემს მოხვდა - UKMTO  

NATO-ს თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული რაკეტა გაანადგურეს - ანკარა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თურქეთისკენ გაშვებული ირანის ბალისტიკური რაკეტა გაანადგურეს. ინფორმაციას მედია თურქეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. თურქეთის თავდაცვის უწყების განმარტებით, ირანული რაკეტა ერაყისა და სირიის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ, თურქეთის საჰაერო სივრცისკენ მიემართებოდა, როდესაც ის აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განლაგებულმა NATO-ს საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებმა გაანადგურეს. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად, გარდაცვლილები და დაშავებულები არ არიან. „ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩვენი მტკიცე გადაწყვეტილება და შესაძლებლობები უმაღლეს დონეზეა. მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი მხარს უჭერს რეგიონულ სტაბილურობასა და მშვიდობას, მას შეუძლია ,უზრუნველყოს თავისი ტერიტორიისა და მოქალაქეების უსაფრთხოება, მიუხედავად იმისა, თუ ვისგან ან საიდან მოდის საფრთხე. ჩვენი ტერიტორიისა და საჰაერო სივრცის დასაცავად გადადგმული ყველა ნაბიჯი გადამწყვეტად და ყოყმანის გარეშე გადაიდგმება. შეგახსენებთ, რომ ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, ვუპასუხოთ ჩვენი ქვეყნის მიმართ ნებისმიერ მტრულ დამოკიდებულებას," - ნათქვამია თურქეთს თავდაცვის უწყების განცხადებაში. NATO-მ თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვება დაგმო. ამის შესახებ განცხადება NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტიმ გააკეთა. „NATO მტკიცედ დგას ყველა მოკავშირის გვერდით, მათ შორის, თურქეთის გვერდით, მაშინ როდესაც ირანი აგრძელებს განურჩეველ თავდასხმებს რეგიონში. ჩვენი შეკავებისა და თავდაცვის პოზიცია ყველა სფეროში ძლიერია, მათ შორის, საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის კუთხით,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა. მედიის ცნობით, თურქეთში ირანის ელჩი, მოჰამედ ჰასან ჰაბიბოლაზადე საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს და პროტესტის ნოტა გადასცეს, ირანიდან თურქეთის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტის გაშვების ფაქტთან დაკავშირებით.  

რომის პაპი: შეწყვიტეთ ცეცხლი, დიალოგის გზები ხელახლა უნდა გაიხსნას

რომის პაპი ლეო XIV ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. „ახლო აღმოსავლეთის ქრისტიანების და კეთილი ნების მქონე ყველა ქალისა და მამაკაცის სახელით: შეწყვიტეთ ცეცხლი! დიალოგის გზები ხელახლა გაიხსნას! ძალადობას ვერასდროს მიგვიყვანს იმ სამართლიანობამდე, სტაბილურობამდე და მშვიდობამდე, რომელსაც ხალხები ელოდებიან,“ - აღნიშნა რომის პაპმა. რომის პაპმა აღნიშნა, რომ ათასობით უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა და მრავალი სხვა იძულებული გახდა, საკუთარი სახლები დაეტოვებინა. ამასთანავე, მან შეშფოთება გამოხატა ლიბანში არსებული ვითარების გამო. „ვიმედოვნებ, რომ დიალოგის გზები გამოიძებნება, რაც ქვეყნის ხელისუფლებას დაეხმარება არსებული სერიოზული კრიზისის მდგრადი გადაწყვეტის განხორციელებაში, მთელი ლიბანელი ხალხის საერთო სიკეთისთვის,“ - აღნიშნა რომის პაპმა.  

მაკრონი: არ ვართ კონფლიქტის მხარე, საფრანგეთი არ ჩაერთვება ჰორმუზის სრუტის განბლოკვაში

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის განბლოკვის ოპერაციებში. მაკრონი გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კომენტარს, რომ პარიზი დახმარებისთვის მზად იყო. ორშაბათს, თეთრ სახლში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ ის ესაუბრა მაკრონს და მას „10-დან 8“ ქულა მისცა მოკავშირეების მიერ ჰორმუზის სრუტის განბლოკვის საკითხთან დაკავშირებით და რომ მაკრონი შეუერთდებოდა აშშ-ის მიერ მხარდაჭერილ ძალისხმევას. „ჩვენ არ ვართ კონფლიქტის მხარე და შესაბამისად, საფრანგეთი არასდროს მიიღებს მონაწილეობას ჰორმუზის სრუტის გახსნის ან გათავისუფლების ოპერაციებში ამჟამინდელ კონტექსტში,“ - განაცხადა მაკრონმა. „მეორე მხრივ, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ როგორც კი ვითარება დაწყნარდება – და მე შეგნებულად ვიყენებ ამ ტერმინს ფართოდ – როგორც კი ვითარება დასტაბილურდება, როგორც კი ძირითადი დაბომბვები შეწყდება, ჩვენ მზად ვართ, სხვა ქვეყნებთან ერთად, ავიღოთ პასუხისმგებლობა ესკორტის სისტემაზე. მაგრამ ეს არის პოლიტიკური და ტექნიკური საკითხი და ცხადია, საზღვაო ტრანსპორტის ყველა აქტორთან, დამზღვევებთან და ოპერატიულ სამუშაოსთან არის დაკავშირებული. ჩვენ უკვე დავიწყეთ კონსულტაციები ინდოეთთან, სხვა რამდენიმე ევროპელ პარტნიორთან ან პარტნიორებთან რეგიონში,“ - აცხადებს მაკრონი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა მოუწოდა მოკავშირეებს, ჰორმუზის სრუტის ხელახლა გასახსნელად, სამხედრო დახმარება გასწიონ, რათა გლობალური ეკონომიკური ზეგავლენა შემსუბუქდეს. ჯერჯერობით, მისი მოთხოვნები უარყოფილია. ტრამპი აცხადებს, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმები მოულოდნელი იყო  

NATO-ს თავდაცვამ ირანიდან გაშვებული კიდევ ერთი რაკეტა მოიგერია - ანკარა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში განთავსებულმა NATO-ს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ირანიდან თურქეთის მიმართულებით გაშვებული მესამე ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. NATO ადასტურებს, რომ ალიანსის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა მოიგერია. „პარასკევს დილითNATO-მ კვლავ წარმატებით ჩაჭრა თურქეთისკენ მიმავალი ირანული ბალისტიკური რაკეტა,“ - განაცხადა NATO-ს პრესსპიკერმა ალისონ ჰარტმა. მისი განცხადებით, NATO „სიფხიზლეს ინარჩუნებს“ და მტკიცედ იცავს ყველა მოკავშირეს. თურქეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ ირანისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ. ცნობისთვის, NATO-ს თავდაცვამ თურქეთის საჰაერო სივრცისკენ გაგზავნილი რაკეტები მანამდე ორჯერ, 4 და 9 მარტსაც მოიგერია.  

ერაყში NATO-ს მისიამ ახლო აღმოსავლეთიდან პერსონალი ევროპაში გადაიყვანა

NATO-ს მისიამ ერაყი დატოვა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ სამხედრო ალიანსმა პარასკევს, 20 მარტს განაცხადა მას შემდეგ, რაც ირანის ომის შედეგები ახლო აღმოსავლეთში გავრცელდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ მისიამ „მთელი თავისი პერსონალი“ ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში გადაიყვანა. NATO-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რომელიც ანონიმურობის დაცვის პირობით საუბრობს, განაცხადა, რომ ეს რიცხვი „რამდენიმე ასეულ“ ჯარისკაცს შეადგენს. „მინდა, მადლობა გადავუხადო ერაყის რესპუბლიკას და ყველა მოკავშირეს, რომლებმაც ხელი შეუწყვეს NATO-ს პერსონალის ერაყიდან უსაფრთხოდ გადაყვანას,“ - განაცხადა აშშ-ის საჰაერო ძალების გენერალმა,  ევროპაში მოკავშირეთა ძალების მთავარსარდალმა ალექსუს გრინკევიჩმა. ბოლო დღეებში რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის, პოლონეთმა, ესპანეთმა და ხორვატიამ გამოაცხადეს, რომ ახლო აღმოსავლეთიდან ჯარები გაიყვანეს, ირანსა და სპარსეთის ყურის რეგიონში კონფლიქტის ფონზე. NATO-ს განცხადებით, მისია იტალიის ქალაქ ნეაპოლში მდებარე სამხედრო შტაბ-ბინიდან გაგრძელდება. ალიანსის ცნობით, მისია ერაყის უსაფრთხოების ძალებისთვის კონსულტაციის გაწევასა და მათი შესაძლებლობების განვითარებაში დახმარებაზეა ორიენტირებული.  

ჰორმუზის სრუტის გამო, ბრიტანეთმა აშშ-ს ბაზები დაუთმო

დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, აშშ ახლო აღმოსავლეთში მდებარე ბრიტანული სამხედრო ბაზებიდან ირანის იმ სარაკეტო ობიექტებზე დარტყმას შეძლებს, საიდანაც თეირანი ჰორმუზის სრუტეში გემებს თავს ესხმის. დიდმა ბრიტანეთმა აშშ-ს უფლება მისცა, გამოიყენოს სამხედრო ბაზები „თავდაცვითი ზომებისთვის“ „მინისტრებმა დაადასტურეს, რომ რეგიონის კოლექტიური თავდაცვის მიზნით, აშშ-ის მიერ დიდი ბრიტანეთის ბაზების გამოყენების შესახებ შეთანხმება აშშ-ის თავდაცვით ოპერაციებს მოიცავს, რაც ჰორმუზის სრუტეში გემებზე თავდასხმებისთვის გამოყენებული სარაკეტო ბაზების განადგურებას გულისხმობს,“ - ნათქვამია განცხადებაში. დიდი ბრიტანეთის მთავრობის გადაწყვეტილებას ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი „ბრიტანელების სიცოცხლეს საფრთხეში აგდებს.“ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კი აღნიშნა, რომ დიდ ბრიტანეთს „უფრო სწრაფად უნდა ემოქმედა.“ ტრამპი: ესპანეთთან ყველანაირ ვაჭრობას შევწყვეტთ - რაც შეეხება დიდ ბრიტანეთს, ვისთანაც საქმე გვაქვს, უინსტონ ჩერჩილი არ არის  

ჰორმუზის სრუტეში დაძაბულობის ფონზე, შუა დერეფანი სავარაუდოდ, საკონტეინერო გადაზიდვების ხარვეზს შეავსებს - ADY

შუა დერეფანი შეიძლება, საკონტეინერო ტრანსპორტის მთავარი ალტერნატივა გახდეს, თუ ჰორმუზის სრუტე დაიხურება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რკინიგზის მარკეტინგისა და სატარიფო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წერს. მამედოვმა აღნიშნა, რომ სრუტეში შეფერხებებმა შეიძლება, შეაფერხოს მიწოდების ჯაჭვები, რომლებიც აკავშირებს აზიას, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპას, ამასთან, გაიზრდება ლოგისტიკური ხარჯები. „ასეთ სცენარში, ალტერნატიული მულტიმოდალური მარშრუტები მნიშვნელობას იძენს. ერთ-ერთი მათგანია შუა დერეფანი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს,“ - აღნიშნა მამედოვმა. შუა დერეფანი არის სატრანსპორტო-სავაჭრო მარშრუტი, რომელიც გადის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში და აკავშირებს აზიას ევროპასთან. ის წარმოადგენს ტრადიციული ჩრდილოეთის და სამხრეთის დერეფნების ალტერნატივას. მარშრუტი იწყება ჩინეთში და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი. შემდეგ, ვიდრე ევროპას მიაღწევს, კვეთს კასპიის ზღვას, აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. შუა დერეფანი არის სახმელეთო მარშრუტი, რომელიც გვერდს უვლის უფრო გრძელ საზღვაო გზებს და აკავშირებს აზიის აღმოსავლეთ ნაწილებს, მათ შორის, ჩინეთს - ევროპასთან.  

აშშ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეულ რაოდენობას გზავნის

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტი ადასტურებს, რომ ახლო აღმოსავლეთში სახმელეთო ძალების გარკვეული რაოდენობას გაგზავნის. შესაბამისი ინფორმაცია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა BBC-სთვის მიცემულ განცხადებაში დაადასტურა. პრესსპიკერის თქმით, ახლო აღმოსავლეთისკენ 82-ე საჰაერო-სადესანტო დივიზიის გენერალური შტაბის ელემენტები, გარკვეული “დამხმარე ძალები” და პირველი ბრიგადის საბრძოლო რაზმი მიემართებიან. უსაფრთხოების მიზეზებიდან გამომდინარე, თავდაცვის დეპარტამენტის პრესსპიკერმა სხვა დეტალები არ გაასაჯაროვა.  

აბუ დაბიში სარაკეტო იერიშისას ორი ადამიანი დაიღუპა

არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქში თავდაცვის სისტემების მიერ განადგურებული რაკეტის ნამსხვრევები ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეწირა და სამი დაშავდა. რაკეტის ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად სუეიჰანის ქუჩაზე ავტომობილები დაზიანდა. ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ. აშშ-მ და ისრაელმა ირანზე ერთობლივი შეტევ 28 თებერვალსა დაიწყეს, რასაც თეირანმა ისრაელზე, იორდანიაზე, ერაყსა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე საპასუხო იერიშებით უპასუხა.  

WP: რუსეთი ირანს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზების შესახებ ინფორმაციას აწვდიდა

The Washington Post დაზვერვასთან დაკავშირებულ სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ ომის დაწყებიდან მოყოლებული, რუსეთი ირანს აწვდიდა ინფორმაციას ამერიკული სამხედრო ობიექტების, მათ შორის, სამხედრო გემებისა და თვითმფრინავების ადგილმდებარეობის შესახებ. The Washington Post-ის ცნობით, ირანმა ათასობით მოიერიშე დრონი და ასობით რაკეტა გაუშვა აშშ-ის სამხედრო პოზიციების, საელჩოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართულებით.  CIA-მ და პენტაგონმა კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვეს. რუსეთის საელჩომ ვაშინგტონში არ უპასუხა გამოცემის თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა. პენტაგონის ხელმძღვანელმა პიტ ჰეგსეთმა გააფრთხილა თეირანი, რომ ცდება, თუ ფიქრობდა, რომ აშშ-ს არ შეუძლია მიმდინარე ომის გაძლება და დასძინა, რომ ამერიკულმა ძალებმა საბრძოლო ოპერაციები მხოლოდ ახლა დაიწყეს. ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსმა, გენერალმა ეიალ ზამირმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალები იწყებენ ირანის წინააღმდეგ დარტყმების ახალ ფაზას, რომლის მსვლელობისას ისინი „რეჟიმს და მის სამხედრო პოტენციალს კიდევ უფრო გაანადგურებენ.“  წყაროების განცხადებით, რუსეთის მიერ ირანისთვის გადაცემული დაზვერვის მონაცემების მასშტაბი ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რუსეთის დახმარება „საკმაოდ ყოვლისმომცველია.“ აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა 6 მარტს რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფლებას (RFE/RL) განუცხადეს, რომ რუსეთი ირანს აწვდის სამიზნე სადაზვერვო ინფორმაციას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედროებსა და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმების განსახორციელებლად - რითიც დაადასტურეს გამოცემა Washington Post-ში გამოქვეყნებული ცნობა, რომლის თანახმადაც რუსეთი მნიშვნელოვან არაპირდაპირ როლს ასრულებს ამ გაფართოების პროცესში მყოფ რეგიონულ კონფლიქტში. რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი 6 მარტს ელაპარაკა ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანს და გაიმეორა მოსკოვის მოწოდება "საბრძოლო მოქმედების დაუყოვნებელი დასრულებისკენ" - აცხადებს კრემლი. გავრცელებულ ცნობებზე საჯარო განცხადებას არ აკეთებენ აშშ-ის სადაზვერვო სააგენტოები. თეთრი სახლიც უარყოფს მოსაზრებას, რომ რუსეთის მხრიდან გაწეულმა დახმარებამ მნიშვნელოვანი შედეგი მოიტანა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ამ საკითხზე დასმულ კითხვას 6 მარტს უპასუხა - "ეს უფრო ადვილი პრობლემაა იმასთან შედარებით, რასაც ვაკეთებთ" - და დასძინა, რომ ეს "სულელური შეკითხვაა ამ მომენტში დასასმელად." 6 მარტს თეთრ სახლში გამართულ მრგვალ მაგიდაზე Fox News-ის ჟურნალისტმა, პიტერ დუსიმ აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. ტრამპმა ამ კითხვას "სულელური" უწოდა.  

უკრაინა ახლო აღმოსავლეთის სამ ქვეყანასთან შეთანხმებებს აფორმებს

უკრაინამ კატართან 10-წლიანი სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას მოაწერა ხელი და მალე მსგავს შეთანხმებას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც გააფორმებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი განმარტებით, საუდის არაბეთთან და კატართან სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებები და არაბთა გაერთიანებულ სამიროებთან სამომავლო შეთანხმება არ ითვალისწინებს უკრაინული ჯარების მონაწილეობას კონფლიქტებში.  „დღეს არ ვსაუბრობთ ასეთ დეტალებზე. გარდა გამოცდილებაზე, წვრთნაზე, ერთობლივ წარმოებაზე, წარმოებასა და ინვესტირებაზე. ყველა ეს მიმართულება ამოქმედდება. რაც შეეხება ჩვენს სამხედროებს, დღეს არ განვიხილავთ, რომ ისინი სხვა ომში მიიღებენ მონაწილეობას. ჩვენი ომი გვყოფნის. რაც შეეხება ჩვენს გამოცდილებას, თუ როგორ დავიცვათ თავი, ეს სხვა საკითხია,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მანვე აღნიშნა, რომ შეთანხმება, რომელიც უკრაინამ კატართან გააფორმა, ითვალისწინებს ერთობლივ წარმოებას, კატარსა და უკრაინაში ქარხნების აშენებას და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას. „10 წლის განმავლობაში გვექნება ერთობლივი წარმოება, ავაშენებთ ქარხნებს ორივე ქვეყანაში,” - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კატართან გაფორმებული შეთანხმება ანალოგიურია იმისა, რომელიც აქამდე საუდის არაბეთთან გაფორმდა. უახლოეს მომავალში ანალოგიური შეთანხმება გაფორმდება არაბთა გაერთიანებულ საამიროებთანაც. კატარის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დოჰამ და კიევმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რომელიც რაკეტებისა და უპილოტო საფრენი სისტემების წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. ცნობისთვის, 200-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს ექსპერტი გაიგზავნა ახლო აღმოსავლეთში, რათა ამ რეგიონის ქვეყნებს, დრონებით თავდასხმებთან გამკლავების საკითხში  კონსულტაციები გაუწიონ. სპარსეთის ყურეში აშშ-ის პარტნიორი ქვეყნები ირანის მხრიდან დრონებით და რაკეტებით შეტევის სამიზნედ იქცნენ მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყეს.   

Reuters: ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა

ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტური 82-ე ჰაერსადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა. პარაშუტისტ-მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ. ასევე, გასულ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში 2500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა რეგიონში დამატებითი ძალების ყოფნა სამომავლო ოპერაციებისთვის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის. ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან „შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილსა და ხარგის კუნძულს გაანადგურებს.“  

IRGC ამერიკის მოკავშირეებს ნავთობისა და გაზის შეწყვეტით ემუქრება, თუ „აშშ წითელ ხაზებს გადაკვეთს“

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი (IRGC) აცხადებს, რომ ამერიკის რეგიონულმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ თეირანმა „კეთილმეზობლობის“ გამო დღემდე მნიშვნელოვანი თავშეკავება“ და „სიფრთხილე გამოიჩინა საპასუხო დარტყმებისთვის სამიზნეების შერჩევისას.“  „ამ მომენტიდან ყველა ასეთი მოსაზრება გვერდზე გადაიდება,“ - ნათქვამია სახელმწიფო მედიით გავრცელებულ განცხადებაში. IRGC ასევე აცხადებს, რომ თუ აშშ-ის სამხედროები „წითელ ხაზებს გადაკვეთენ, თეირანის პასუხი რეგიონის ფარგლებს გასცდება და რომ თეირანი მიზანში ამოიღებს აშშ-სა და მისი პარტნიორების ინფრასტრუქტურას და წლების განმავლობაში შეაფერხებს რეგიონიდან ნავთობისა და გაზის მიწოდებას.“ ტრამპის თქმით, „მთელი ცივილიზაცია ამაღამ დაიღუპება“, თუ ირანი შეთანხმებას არ დადებს  

რატომ არის საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

Reuters-ის წყაროს ცნობით, ირანმა დაარტყა საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენს, რომელიც ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მას სწორედ ამ გზით გააქვს ნავთობი მაშინ, როცა ჰორმუზის სრუტე პრაქტიკულად დაკეტილია. ამ დროისთვის ზიანის მასშტაბი ჯერ კიდევ ფასდება. წყაროს თქმით, თავდასხმის დროს სხვა ენერგეტიკული ობიექტებიც იყო სამიზნე, რაც ზრდის რისკს, რომ ნავთობის მიწოდება გართულდეს და ენერგომატარებლების ფასები კიდევ გაიზარდოს. ირანმა დააზიანა საუდის მთავარი ალტერნატიული ნავთობის მარშრუტი. დაზიანების ზუსტი მასშტაბი ჯერ უცნობია. წყაროების მიხედვით, იანბუს პორტში ნავთობის ჩატვირთვა გაგრძელდა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაზიანება შესაძლოა, კრიტიკული არ აღმოჩნდა. ზარალის შეფასება მიმდინარეობს. ხსენებულ პორტი ერთადერთი გამოსავალია საუდის არაბეთის ნედლი ექსპორტისთვის, რადგან ჰორმუზის სრუტის დე ფაქტო დახურვა, მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდი ექსპორტიორისგან ექსპორტს აფერხებს. Reuters-ის ცნობით, ლიბანზე ისრაელის დარტყმები საფრთხეს უქმნის ირანში ცეცხლის შეწყვეტას, ჰორმუზის სრუტე კვლავ დაკეტილია. ამერიკული მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანს არ მოიცავს ცნობისთვის, საუდის არაბეთის აღმოსავლეთ-დასავლეთის ნავთობსადენი (East-West pipeline) არის დიდი მილსადენი, რომელსაც ნავთობი ქვეყნის აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე გადააქვს. ის იწყება სპარსეთის ყურის მხარეს, სადაც საუდის არაბეთის ნავთობის მთავარი საბადოებია. გადის ქვეყნის ტერიტორიაზე და მთავრდება წითელი ზღვის პორტ იანბუში. მას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ნავთობის გატანა ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით არის შესაძლებელი — კერძოდ, ეს არის ალტერნატიული მარშრუტი, თუ სპარსეთის ყურეში გადაადგილება რთულდება.  

ვინ არის მოჯთაბა ხამენეი, ირანის ახალი უზენაესი ლიდერი

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, ირანის უზენაეს ლიდერად აითოლა ალი ხამენეის ვაჟი დასახელდა. აითოლა ალი ხამენეის ვაჟი მოჯთაბა ხამენეი, 56 წლის სასულიერო პირია, რომელსაც არასდროს ეკავა სამთავრობო თანამდებობა. მამისგან განსხვავებით, 56 წლის ხამენეის არც საჯარო გამოსვლები ჰქონია და არც ინტერვიუები მიუცია  - მისი ფოტოებისა და ვიდეოების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა გამოქვეყნდა. თუმცა წლების განმავლობაში ვრცელდებოდა სხვადასხვა ცნობა, რომ მას ირანის კულისებში მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდა. „WikiLeaks-მა 2000-იანი წლების ბოლოს გამოაქვეყნა მასალა, სადაც მას მოიხსენიებდნენ, როგორც „მოსასხამის მიდგმა მდგომ ძალად“, რომელიც ფართოდ ითვლებოდა „რეჟიმის „უნარიან და ძლიერ“ ფიგურად,“ - წერს AP.  მოჯთაბა ხამენეი, რომელიც 1969 წლის 8 სექტემბერს, ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქ მაშჰადში დაიბადა, ალი ხამენეის ექვსი შვილიდან მეორეა. მან საშუალო განათლება თეირანის რელიგიურ სკოლაში მიიღო. ირანული მედიის ცნობით, 17 წლის ასაკში მოჯთაბა ხამენეი ირან-ერაყის ომის დროს მოკლე პერიოდის განმავლობაში მსახურობდა ჯარში. 1999 წელს გაემგზავრა ყუმში, წმინდა ქალაქში, რომელიც შიიტური თეოლოგიის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლება.  აღსანიშნავია, რომ მანამდე ის სასულიერო ტანსაცმელს არ ატარებდა და გაურკვეველია, თუ რატომ გადაწყვიტა 30 წლის ასაკში სემინარიაში სიარული, რადგან ეს უფრო ხშირად ახალგაზრდობაში ხდება. მოჯთაბა საშუალო რანგის სასულიერო პირად რჩება, რამაც შეიძლება, დაბრკოლება შეუქმნას მის ახლანდელ ლიდერობას. მოჯთაბა ხამენეი რამდენიმეჯერ დაადანაშაულეს პოლიტიკური ჩარევაში — 2005-ში არჩევნებში და 2009-ში, როდესაც მათი მხარდაჭერა აჰმადინეჟადის ხელახლა არჩევას დაემთხვა, რასაც მასობრივი პროტესტები (მწვანე მოძრაობა) მოჰყვა. სემინარიულ სისტემაში „აიათოლას“ წოდების ქონა ადამიანის სამეცნიერო დონის, ცოდნის მაჩვენებლებად ითვლება და მომავალი ლიდერისთვის ერთ-ერთ მოთხოვნად და წინაპირობად ითვლება. თუმცა ამის პრეცედენტი უკვე არსებობს. მისი მამა, ალი ხამენეი, 1989 წელს ირანის მეორე უზენაესი ლიდერი გახდა და სწრაფადაც დააწინაურეს.  ცნობისთვის, ირანის უზენაეს ლიდერს სახელმწიფოს ყველა საკითხში საბოლოო სიტყვა ეკუთვნის. გადაწყვეტილებას დანიშვნის შესახებ საბჭოს 88 წევრი იღებს. ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი შაბათს, 28 თებერვალს, ირანზე აშშ-ისრაელის პირველი დარტყმების დროს დაიღუპა. მისი სიკვდილის შემდეგ ირანს დროებით მართავს საბჭო, რომლის შემადგენლობაში პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანთან ერთად არიან სასამართლო ხელისუფლების მეთაური და „კონსტიტუციის გუშაგთა“ საბჭოს ერთ-ერთი წევრი. ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი იყო 1989 წლიდან. ისლამური რესპუბლიკა 1979 წელს მონარქიის დამხობის შემდეგ დაარსდა და მისი იდეოლოგიის მიხედვით, უზენაესი ლიდერი უნდა შეირჩეს მისი რელიგიური სტატუსისა და დადასტურებულად ლიდერული უნარების მიხედვით და არა - მემკვიდრეობით. თავისი მმართველობის დროს ალი ხამენეი ისლამური რესპუბლიკის მომავალ ლიდერობაზე მხოლოდ ზოგადად საუბრობდა.  ექსპერტთა საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ორი წლის წინ განაცხადა, რომ ალი ხამენეი ეწინააღმდეგებოდა მისი შვილის კანდიდატობას, თუმცა მას საჯაროდ არასდროს გამოუთქვამს აზრი ასეთ სპეკულაციებზე.  

აშშ და ისრაელი „უსასრულო ომს“ გამორიცხავენ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ტრამპის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ ირანის წინააღმდეგ ოპერაციის მიზნების მიღწევა „შესაძლებელია სახმელეთო ძალების გარეშე.“ რუბიოს თქმით, „ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის.“ „ამჟამად ჩვენ არ ვართ მზად სახმელეთო ძალებისთვის, მაგრამ ცხადია, პრეზიდენტს ეს ვარიანტები აქვს,“ - განუცხადა მან ჟურნალისტებს და დასძინა: „ის არასდროს არაფერს გამორიცხავს.“ მისივე თქმით, ამჟამად, აშშ-ის ყურადღება ირანის ბალისტიკური რაკეტების გამშვები მოწყობილობების, ბალისტიკური რაკეტების მარაგებისა და ბალისტიკური რაკეტების წარმოების შესაძლებლობების, ასევე, მათი ცალმხრივი თავდასხმის დრონებისა და საზღვაო ფლოტის განადგურებაზეა ორიენტირებული. „მე არ ვაპირებ ჩვენი ტაქტიკური ძალისხმევის დეტალების გამხელას, მაგრამ ყველაზე მძიმე დარტყმები ჯერ კიდევ წინ არის. შემდეგი ფაზა ირანისთვის კიდევ უფრო სადამსჯელო იქნება, ვიდრე ახლაა,“ - განაცხადა რუბიომ. დონალდ ტრამპის თქმით, აშშ-ს იარაღის საკმარისი მარაგი აქვს სამუდამო ომისთვის და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის. „ჩვენ ამ იარაღის პრაქტიკულად შეუზღუდავი მარაგი გვაქვს. შეერთებული შტატები მომარაგებულია და დიდი გამარჯვებისთვის მზად არის,“ – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში. თავის მხრივ, ჯეი დი ვენსის თქმით, დონალდ ტრამპი არ დაუშვებს, აშშ მრავალწლიან კონფლიქტში ჩაერთოს: „არ ვაპირებთ, იმ პრობლემებში აღმოვჩნდეთ, რაც ერაყსა და ავღანეთში გვქონდა.“ ვენსის თქმით, პრეზიდენტს ერთი მკაფიო მიზანი აქვს, რათა დარწმუნდეს, რომ ირანს არასდროს ექნება ბირთვული იარაღი. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული ობიექტები არ შენდება მხოლოდ სამშვიდობო მიზნით გამოსაყენებლად, „როგორც რეჟიმი აცხადებს“, არამედ, ისინი აგებულია ბირთვული იარაღის შესაქმნელად. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუც არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი უსასრულო ომში გადაიზრდება. „ეს არ არის უსასრულო ომი. სინამდვილეში, ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს, რომელზეც არც კი გვიოცნებია,“ - აღნიშნა ისრაელის პრემიერმა Fox News-თან ინტერვიუში. ნეთანიაჰუს განცხადებით, ირანზე თავდასხმა სასწრაფოდ აუცილებელი იყო, რადგან ის აშენებდა ახალ მიწისქვეშა ობიექტებს, რათა თავისი სარაკეტო და ბირთვული პროგრამები თავდასხმებისგან დაეცვა. ისრაელმა ირანზე „შეტევის ახალი ტალღა“ დაიწყო, აშშ ყველაზე მძიმე დარტყმებს აანონსებს