თეგი: გაზსადენი
გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა
ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენი GIPL-ი (Gas Interconnection Poland-Lithuania) ოფიციალურად გაიხსნა. ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, GIPL-ი რეგიონის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას გააძლიერებს და ის კლაიპედას თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის სრული პოტენციალის ათვისების საშუალებას იძლევა. გაზის იმპორტისა და ექსპორტის ახალი მარშრუტი ოფიციალურად გაიხსნა. ეს ისტორიული მოვლენაა რეგიონისთვის, რომელიც დიდი ხანია, დიდწილად იყო დამოკიდებული რუსული გაზის იმპორტზე. ცერემონიას ლიეტუვის, პოლონეთისა და ლატვიის პრეზიდენტები, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში, ბალტიისპირეთისა და პოლონეთის ენერგეტიკულ საკითხებზე პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ. „ვადაზე ადრე ვიწყებთ გაზის ტრანსპორტირებას პოლონეთ-ლიეტუვის ინტერკონექტორის გავლით. პოლონეთს აქვს წვდომა კლაიპედას ტერმინალზე, რაც პოლონელი მომხმარებლებისთვის გაზის მიწოდების უსაფრთხოებას აძლიერებს“, - განაცხადა სტრატეგიული ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის საკითხებში მინისტრმა პიოტრ ნაიმსკიმ. პროექტის ჯამური ღირებულება დაახლოებით 500 მილიონი ევროა, ევროკომისია დაფინანსების დაახლოებით 60%-ს უზრუნველყოფს. პროექტის დაფინანსებაში წვლილი ლატვიამ და ესტონეთმაც შეიტანეს. „რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, GIPL-ის გაზსადენი, Klaipeda LNG-ის ტერმინალთან ერთად, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ლიეტუვისთვის, არამედ პოლონეთისთვის და მთელი ბალტიის რეგიონისთვის“, - აცხადებენ ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტროში. „GIPL-ის ამოქმედება ისტორიული მოვლენაა არამხოლოდ ლიეტუვისა და პოლონეთისთვის, არამედ მთელი რეგიონის ენერგეტიკის სექტორისთვის. ლიეტუვურ-პოლონური გაზსადენის ურთიერთდაკავშირება უზრუნველყოფს ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაზის მიწოდების უსაფრთხოებას და გააძლიერებს ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია მიმდინარე გეოპოლიტიკური მოვლენების ფონზე“, - ამბობს ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრი დაინიუს კრეივისი. პოლონურმა კომპანიებმა PGNiG და Gaz-System-მა გაზპრომთან თანამშრომლობის შეწყვეტის შესახებ 27 აპრილს გამოაცხადეს.
ბულგარეთი სამხრეთ დერეფანს გაზსადენით დაუკავშირდა
საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (Interconnector Greece-Bulgaria-IGB) გაზსადენი დღეს ოფიციალურად გაიხსნა, რომელიც გაზის სამხრეთ დერეფნის ახალი განშტოებაა. მისი მეშვეობით აზერბაიჯანული გაზი ბულგარეთში გადაიქაჩება. ბულგარეთი, აზერბაიჯანიდან გაზს ივლისიდან მიიღებს ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა საპროექტო კომპანია ICGB AD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერძნული მხრიდან, კონსტანტინოს კარაიანაკოსმა განაცხადა, რომ საბერძნეთ-ბულგარეთის ინტერკონექტორი (IGB) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ენერგეტიკულ რუკას შეცვლის. ღონისიძიება საბერძნეთის ქალაქ კომოტინის მახლობლად გაიმართა, სადაც ინტერკონექტორი საბერძნეთის გაზგამანაწილებელ ქსელს და ტრანსადრიატიკის გაზსადენს, TAP-ს (Trans Adriatic Pipeline) უკავშირდება. აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ ფარვიზ შაჰბაზოვის შეფასებით, IGB ინტერკონექტორის ექსპლუატაციაში გაშვება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მოვლენაა გაზის სამხრეთ დერეფნის გაფართოების, ასევე, ენერგომომარაგების დივერსიფიკაციის ახალი პროექტების განსახორციელებლად როგორც ბულგარეთში, ისე სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში. მისი თქმით, ამ პროექტის განხორციელება TAP გაზსადენის შემდგომი განვითარების თვალსაზრისით მეტად მნიშვნელოვანია. მინისტრის მონაცემებით, წელიწადზე მეტია, რაც ევროპას 13,5 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზი მიეწოდება. აქედან საბერძნეთის წილი 1,4 მილიარდ კუბურ მეტრს, ბულგარეთის კი - 440 მილიონ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს. 2022 წლის იანვარ-ივნისში ბულგარეთში გაზის ექსპორტმა 160 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, წლის ბოლომდე კი მიწოდების 600 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდა იგეგმება. აზერბაიჯანი ბულგარეთში 1-ელი ივლისიდან ყოველდღიურად 2,6 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ექსპორტს ეწევა, რაც მიწოდების 1,7 მილიონი კუბური მეტრით ზრდას ნიშნავს. IGB-ის სატუმბი სიმძლავრე 3 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, რომელსაც 5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდის რესურსი აქვს. ინტერკონექტორის გამტარუნარიანობის ნახევარი უკვე დაჯავშნილია. ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო. მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.
უკრაინა კანადის გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია
უკრაინის საგარეო საქმეთა და ენერგეტიკის სამინისტროები გამოხატავენ ღრმა იმედგაცრუებას კანადის მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, გასცეს ნებართვა გერმანიაში შეკეთებული ტურბინის დასაბრუნებლად, რომელიც საჭიროა Nord Stream 1-ის გაზსადენისთვის. 2022-07-10 კანადა გერმანიას რუსული გაზსადენის შეკეთებულ ნაწილს დაუბრუნებს ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამინისტრომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს, რუსეთის არმიამ დაბომბა საცხოვრებელი უბნები მიკოლაივში, ხარკოვში, კრივი რიჰში, ისევე როგორც სხვა დასახლებები ზაპორიჟიეში. „რუსეთის ფედერაცია მოქმედებდა როგორც ტერორისტული სახელმწიფო, განზრახ ესხმოდა თავს სახლებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის სხვა ობიექტებს. დაიღუპნენ მშვიდობიანი მოქალაქეები, ათობით დაშავდა", - აღნიშნეს სამინისტროში. აქვე აღნიშნულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ, მათ შორის კანადამ და გერმანიამ, უკვე დააწესეს სხვადასხვა სახის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის მთავრობა მადლიერია ამ გადამწყვეტი ქმედებებისთვის. „ამავდროულად, კანადურ-გერმანული უახლესი შეთანხმება და მის საფუძველზე გამოცხადებული გადაწყვეტილება არის სანქციების რეჟიმის მორგება რუსეთის ახირებაზე. ეს საშიში პრეცედენტი ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის პრინციპს და ექნება მხოლოდ ერთი შედეგი - ის გააძლიერებს მოსკოვის დაუსჯელობის განცდას“, - ნათქვამია განცხადებაში. როგორც ცნობილია, კანადამ გადაწყვიტა, გერმანიას დაუბრუნოს Siemens Energy AG-ის მიერ, კანადაში შეკეთებული გაზის ტურბინა, რომელიც Nord Stream 1-ის გაზსადენის სისტემაში გამოიყენებოდა. გადაწყვეტილება მიღებულია უკრაინის მთავრობის მიმართვის მიუხედავად, რომლის შეფასებით, ხსენებული ნაბიჯი ძირს უთხრის სანქციების რეჟიმს.
შავი ზღვის თურქულ სექტორში გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს
შავი ზღვის თურქულ სექტორში, „საქარიას“ გაზის საბადოს მიმართულებით, რომლის რეზერვებიც 540 მილიარდი კუბური მეტრია, გაზსადენის გაყვანის პროცესი მიმდინარეობს. ერდოღანი: შავ ზღვაში 135 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოვაჩინეთ ზღვის სიღრმეში, გაზსადენის გაყვანის პროცესში გემი Castorone ჩაერთო. თურქეთის ენერგეტიკის მინისტრ, ფატიხ დონმეზის განცხადებით, გაზსადენის მშენებლობა 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა, შავი ზღვის შელფზე გაზის დიდი მარაგების აღმოჩენის შესახებ განაცხადა ერდოღანი: შავი ზღვის საბადოებიდან გაზს თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი 2023 წელს მიიღებს ახალი გაზსადენის პირველი მილი, შავ ზღვაში 13 ივნისს ჩაუშვეს, ცერემონიაში თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიფ ერდოღანი მონაწილეობდა. „საქარიას“ საბადოზე გაზის მოპოვება, დღეში 10 მილიონი კუბური მეტრის დონეზეა პროგნოზირებული, რაც გულისხმობს წელიწადში 3,5-4 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდებას. შემდგომში გაზის მოპოვება გაიზრდება და 2027-28 წლებში პიკს მიაღწევს და დღეში 40 მლნ კუბურ მეტრს გაუტოლდება (წელიწადში 15 მილიარდი კუბური მეტრი). თურქეთის მიერ შავ ზღვაში აღმოჩენილი ბუნებრივი აირის მარაგების ჯამური მოცულობა 540 მილიარდი კუბური მეტრია.
პოლონეთმა ნორვეგიიდან გაზის იმპორტისთვის, Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა
რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, პოლონეთმა Baltic Pipe-ს გაზსადენის მშენებლობა დაასრულა. გასადენი სავარაუდოდ მომავალ სამშაბათს გაიხსნება. ცერემონიას სამი ქვეყნის: ნორვეგიის, დანიისა და პოლონეთის წარმომადგენლები დაესწრებიან. Baltic Pipe ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ნორვეგიიდან დანიის და პოლონეთის ბაზრებზე და მეზობელ ქვეყნებში საბოლოო მომხმარებლებისთვის, ახალ მარშრუტს ქმნის. გაზსადენით პოლონეთუ ყოველწლიურად 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიიღებს. Baltic Pipe-ის მიზანია ცენტრალური ევროპის ქვეყნების რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება. პროექტის ინვესტორები არიან სატრანსპორტო ოპერატორები: Danish Energinet და Polish Gaz-System.
უკრაინა: რუსეთი, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ საბოტაჟისთვის ემზადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაცია თურქული ნაკადის გაზსადენის საბოტაჟისთვის ემზადება. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორებს, გამოხატონ მტკიცე პოზიცია და საჯაროდ განაცხადონ, რომ გაზსადენ Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება არ მოხდება. მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საჯაროდ გააფრთხილა, რომ რუსეთი ემზადება უკრაინის გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურის შესაძლო დაზიანებისთვის, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე პროვოკაციების საბაბით, რათა აიძულოს გერმანია გაუშვას Nord Stream 2. უკრაინას ასევე აქვს მონაცემები რუსეთის შესაძლო მსგავს გეგმებზე „თურქეთის ნაკადთან“ დაკავშირებით. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ერთადერთი გზა, რომლითაც პარტნიორებს რუსული ენერგეტიკული ტერორიზმის თავიდან აცილება შეუძლიათ, არის მკაცრი პოზიციის დაკავება. „ახლა და საჯაროდ უნდა გამოცხადდეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ მოხდება Nord Stream 2-ის გაშვება ან რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაუქმება,“- ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ლიეტუვამ და პოლონეთმა, გაზსადენი GIPL-ის საპროექტო სიმძლავრე გამოსცადეს
ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემების ოპერატორებმა Amber Grid-მა და Gaz-System-მა გამოსცადეს GIPL (პოლონეთი-ლიეტუვის) გაზსადენის საპროექტო სიმძლავრე გამოცადეს. გაზსადენი 2022 წლის მაისში შევიდა ექსპლუატაციაში. ლიეტუვა ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც რუსულ გაზზე სრულად თქვა უარი მედიის ცნობით, Amber Grid-მა განაცხადა, რომ ტესტები წარმატებული იყო. Amber Grid-ის ხელმძღვანელის, ნემუნას ბიკნიუსის თქმით, ტესტირების დროს შესაძლებელი გახდა გაზის მაქსიმალური ნაკადის მიღწევა ლიეტუვასა და პოლონეთში. გაზსადენი GIPL-ი, ბალტიის რეგიონისა და პოლონეთის ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად, ვადაზე ადრე გაიხსნა GIPL-ის ექსპლუატაციის დაწყებიდან დღემდე, გაზის მიმწოდებლებმა ლიეტუვის რესპუბლიკისა და სხვა სკანდინავიური ქვეყნების საჭიროებისთვის თითქმის 1 ტვტ/სთ გაზი გადაიტანეს, ხოლო პოლონეთში 4,2 ტვტ/სთ გაზი. თითქმის 500 მილიონი ევროს ღირებულების GIPL პროექტი ლიეტუვისა და პოლონეთის გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორებმა Amber Grid და Gaz-System განახორციელეს. გაზსადენი ექსპლუატაციაში 2022 წლის 1-ელ მაისს შევიდა, როდესაც ფიზიკური და კომერციული გაზის მიწოდება დაიწყო. მილსადენის წლიური სიმძლავრეა 2,1 მილიარდი კუბური მეტრი პოლონეთის და დაახლოებით 2,7 მილიარდი კუბური მეტრი ლიეტუვის მიმართულებით. რესურსებიდან და ფასიდან გამომდინარე, გაზის მიწოდება ორივე მიმართულებითაა შესაძლებელი.
თურქეთი გაზსადენის მშენებლობას ნოემბერში დაასრულებს
თურქეთი მიმდინარე წლის ნოემბერში დაასრულებს მილსადენის მშენებლობას შავი ზღვიდან გაზის სისტემასთან დასაკავშირებლად, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მანამდე გაზეთი Sabah-ი წერდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში მდებარე საკარიას საბადოდან 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მოპოვებისა და ტრანსპორტირების პროექტში თითქმის 10 მილიარდ დოლარს ჩადებს. გეგმების მიხედვით, პირველი გაზი საბადოდან თურქეთში 2023 წელს უნდა შევიდეს. შავ ზღვაში აღმოჩენილი გაზის ღირებულება 400 მილიარდ დოლარად ფასდება. „BOTAŞ (თურქეთის სახელმწიფო კომპანია) ამ თვეში დაასრულებს ხმელეთზე გაზის მილსადენს ეროვნულ სისტემასთან დასაკავშირებლად“, - ციტირებს საინფორმაციო სააგენტო Anadolu რეჯეფ თაიფ ერდოღანს.
თურქმენეთი საქართველოს გავლით ტრანსკასპიური გაზსადენის მშენებლობას განიხილავს
„ტრანსკასპიური პროექტი დღეს დღის წესრიგიდან არ არის ამოღებული. ეს პროექტი გაზსადენის მშენებლობას აზერბაიჯანის, საქართველოსა და შემდგომში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების გავლით მოიცავს“, - განაცხადა თურქმენეთის ვიცე-პრემიერმა შაჰიმ აბდრახმანოვმა ADIPEC-ის კონფერენციაზე გამოსვლისას. ცნობილია, „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანით“ ექსპორტირებული თურქმენული ნავთობის მოცულობა შაჰიმ აბდრახმანოვმა, ასევე აღნიშნა, რომ დღეს ევროპაში გაზის მიწოდების საკითხი ერთ-ერთი ყველაზე აქტუალურია თურქმენეთისთვის. მისივე თქმით, თურქმენეთი გაზსადენებით რუსეთს, ჩინეთსა და ირანს აწვდის გაზს. „TAPI-ის რეალიზაცია აზიის ბაზრებზე ტვირთს შეამსუბუქებს, გამოთავისუფლებული ნაკადები, შესაძლოა ევროპულ ბაზარზე გავიდეს“, - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა. ნავთობისა და გაზის 26-ე საერთაშორისო გამოფენა და კონფერენცია ADIPEC 31 ოქტომბრიდან 3 ნოემბრის ჩათვლით აბუ დაბიში (UAE) იმართება. შეგახსენებთ, რომ სექტემბერში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გამოაცხადა მზადყოფნა მხარი დაუჭიროს ტრანსკასპიური გაზსადენის პროექტს, თუ თურქმენეთის ხელისუფლება მის განხორციელებას გადაწყვეტს. თუმცა, მშენებლობის ინიციატორი აზერბაიჯანი არ იქნება.
ანკარა: შავი ზღვაში, გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა
თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ფატიჰ დონმეზის თქმით, შავი ზღვაში, საქარიას საბადოს მიმართულებით გაზსადენის მილების გაყვანის პროცესი დასრულდა. შავი ზღვის საქარიას საბადოდან, თურქეთი, დღე-ღამეში 10 მილიონ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს ფატიჰ დონმეზის ინფორმაციით, შავ ზღვაში აღმოჩენილი თურქეთის საბადოების რესურსების გამოყენება 25-30 წლის განმავლობაშია შესაძლებელი. დონმეზმა იმედი გამოთქვა, რომ თურქეთს ბუნებრივი აირის მიწოდების პრობლემა ზამთრის სეზონზე არ შეექმნება. „არ არის მოსალოდნელი ტარიფების ცვლილებაც“. მინისტრი ასევე შეეხო რუსეთთან ერთად შავი ზღვის სანაპიროზე, სინოპში, კიდევ ერთი ატომური ელექტროსადგურის აშენების გეგმებს. „ორი ლიდერის (თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი - რედ.) შეხვედრის დროს მიღწეულია შეთანხმება, თურქეთში, მეორე ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუმცა, რა თქმა უნდა, ამ საკითხზე ჯერ კიდევ არის სალაპარაკო“, - განმარტა მინისტრმა. დონმეზმა აღნიშნა, რომ რუსულმა მხარემ შეძლო გადაემოწმებინა თურქი კონტრაქტორებისა და მომწოდებლების მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი აკუიუს ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დროს. მისი თქმით, სინოპში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება ორივე მხარეს მნიშვნელოვან სარგებელს ჰპირდება.
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია - AB Amber Grid
ლიეტუვისა და ლატვიის დამაკავშირებელ გაზსადენზე აფეთქება სავარაუდოდ, ტექნიკურმა გაუმართაობამ გამოიწვია, განაცხადა კომპანია AB Amber Grid-ის ხელმძღვანელმა ნემუნას ბიკნიუსმა. პარასკევს ღამით მომხდარი აფეთქების შედეგად, ცეცხლი ცაში, 50 მეტრამდე გავრცელდა. დაშავებულები არ არიან, მაგრამ პრევენციის მიზნით, ახლომდებარე სოფელ ვალაკელიაიდან 250-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ხანძარი შუაღამისას ჩაქრა და მოსახლეობა შაბათს დაბრუნდა სახლებში, რადგან დაზიანებული მილსადენის შეკეთება დაიწყო. მილსადენი გაზს კლაიპედის პორტიდან, მეზობელ ლატვიას აწვდის. მიმდებარე მილსადენი არ დაზიანებულა და აგრძელებდა აბონენტებისთვის გაზის მიწოდებას, განაცხადა AB Amber Grid-მა. ლიეტუვა, ისევე როგორც უკრაინა, რუსეთს ესაზღვრება და მდებარეობს ბალტიის ზღვაზე, სადაც გასულ წელს, ჩრდილოეთ ნაკადის გაზსადენებზე მოხდა აფეთქება. ლიეტვამ უკრაინის კონფლიქტის საპასუხოდ, რუსული გაზის იმპორტი 2022 წლის აპრილში მთლიანად შეწყვიტა. ბალტიისპირეთის ქვეყანა რამდენიმე ქვეყნიდან ახორციელებს გაზის იმპორტს ათი წლის წინ აშენებული თხევადი ბუნებრივი აირის ტერმინალის მეშვეობით. კლაიპედის ტერმინალი ლიეტუვის ბუნებრივი აირის ყველა საჭიროებას აკმაყოფილებს და მეზობელ ქვეყნებში მიწოდების საშუალებას იძლევა.
პაკისტანი და რუსეთი გაზსადენის მშენებლობას განიხილავენ
პაკისტანისა და რუსეთის დელეგაციებმა ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის გაფართოების შესახებ მოლაპარაკებები გამართეს. კერძოდ, საუბარია პაკისტანისთვის ნავთობისა და ბუნებრივი აირის გრძელვადიან მიწოდების საკითხზე. ადგილობრივი მედიის ცნობით, ისლამაბადში მოლაპარაკებები გაიმართა ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის რუსეთ-პაკისტანის მთავრობათაშორისი კომისიის ფარგლებში. მოლაპარაკებებზე პაკისტანს წარმოადგენს ნავთობის მრეწველობის საკითხებში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მუსადიქ მასუდ მალიკი, ხოლო რუსულ მხარეს წარმოადგენს ენერგეტიკის მინისტრი ნიკოლაი შულგინოვი. მხარეებმა განიხილეს გაზსადენის პროექტი, რომლის მშენებლობაც იგეგმება პაკისტანში. დასკვნითი შეხვედრის შემდეგ, რომელიც ხვალ დასრულდება, ორ ქვეყანას შორის ოქმის ხელმოწერაა მოსალოდნელი. ამასთან, პრემიერ-მინისტრმა შაჰბაზ შარიფმა დღეს ლაჰორში მინისტრი შულგინოვი მიიღო. მხარეებმა კიდევ ერთხელ გაცვალეს აზრები „პაკისტანის ნაკადის“ გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით. გაზსადენის მშენებლობა იგეგმება სამხრეთ პაკისტანში ყარაჩისა და გვადარის პორტებში. დაგეგმილია LNG-ის მიმღები ტერმინალების დაკავშირება ქვეყნის ჩრდილოეთით კასურის რაიონში მდებარე ელექტროსადგურებთან. გაზსადენის სიგრძე დაახლოებით 1,1 ათასი კმ იქნება. გამტარუნარიანობა 12.3 bcm მ წელიწადში. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და პაკისტანმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „პაკისტანის ნაკადის“ მშენებლობაზე 2015 წელს. მშენებლობა გადაიდო, მათ შორის რუსული კომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გამო. 2021 წლის მაისში ნიკოლაი შულგინოვმა და პაკისტანის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში შაფკატ ალი ხანმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს, რომელიც ცვლის შეთანხმებას გაზსადენის პროექტის განხორციელების შესახებ. მოგვიანებით, გაზსადენის მშენებლობის საკითხი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინსა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შაჰბაზ შარიფს შორის 2022 წლის სექტემბერში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.
ბულგარეთსა და სერბეთს შორის გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა და ბულგარეთის პრეზიდენტმა რუმენ რადევმა ბულგარეთის ტერიტორიაზე დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა (Bulgaria-Serbia Interconnector Gas Pipeline, IBS) გახსნეს. ამის შესახებ სააგენტო Tanjug იტყობინება. ნიშ-დიმიტროვგრადის გაზსადენის მშენებლობა ქალაქ კოსტინბროდში (დედაქალაქი სოფიას დასავლეთით 15 კმ) დაიწყო. ბულგარეთი - სერბეთის დამაკავშირებელი გაზსდენის მარშრუტია- სერბეთის ქალაქი ნისი - ბულგარეთის ქალაქი დიმიტროვგრადი - ქალაქი სოფია; გაზსადენის სიგრძეა - 109 კმ, ორმხრივი გაზსადენის საერთო სიგრძე ორივე ქვეყანაში - 170 კმ-ს შეადგენს, ხოლო გამტარუნარიანობა - 1,8 მლრდ მ3/წელიწადში. სერბეთის ინვესტიციები 90 მილიონ ევროდ შეფასდა, საიდანაც 49,6 მლნ ევროს ევროკავშირი უზრუნველყოფს, კიდევ 25 მილიონი ევროს კი ევროპის საინვესტიციო ბანკი. სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრე ვუჩიჩმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და ბულგარეთს შორის დამაკავშირებელი გაზსადენის მშენებლობა ოქტომბრისთვის დასრულდება და გაზის მიწოდება 2023 წლის ბოლომდე შესაძლებელი გახდება.
ოკუპირებულ ყირიმში გაზსადენი იწვის
რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის ქალაქ ქერჩის გაზსადენზე ხანძარია. რუსული სააგენტოების ინფორმაციით, ქერჩის ერთ-ერთ რაიონში იწვის გახეთქილი მილიდან ამოსული გაზი, რომელმაც ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა აქ ხშირია დრონებით შეტევები, რასაც რუსეთი „კიევის რეჟიმის მიერ ტერაქტების მცდელობას“ უწოდებს. 2022 წლის ოქტომბერში და 2023 წლის ივლისში მომხდარმა ძლიერმა აფეთქებებმა ხიდი მნიშვნელოვნად დააზიანა. რუსეთის მიერ 2014 წლიდან ანექსირებულ ყირიმში არსებული სამხედრო და სხვა ობიექტები, მათ შორის რუსეთის მიერ აშენებული ქერჩის, იგივე ყირიმის ხიდი, რომელიც უკრაინის ნახევარკუნძულს აკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან, კიევი ლეგიტიმურ სამიზნედ მიიჩნევს.
გაზის მიწოდება 8800-მდე აბონენტს შეუწყდა
დიდუბის რაიონში მიწისქვეშა გაზსადენის დაზიანების გამო, გაზის მიწოდება 8800 -მდე აბონენტს ავარიულად შეუწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს. „გაზმომარაგება შეუწყდა: რაფიელ აგლაძის ქ. 79, აკაკი წერეთლის გამზ. 117, 117ა, 117დ, 117-2, 117-3-ში მდებარე შპს “გლობალური ტექნოლოგიების” საცხოვრებელი კომპლექსის მოსახლეობას, აკ. წერეთლის გამზ. 128, 130, 132, 139, 141, 143, კოსმონავტების სანაპირო # 91-ში მდებარე შპს „მეგა დიდუბის”, წყალტუბოს ქ. 1, 2, 3, 4, 6-8-10, 12-14-ში მდებარე შპს „არბი გრუპი”-ს, 24, 25, 27, ალიო მირცხულავას ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, რაფიელ აგლაძის და წყალტუბოს ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, დიდუბის ავტოსადგურ „ოკრიბა”-ს ტერიტორიაზე არსებულ კვებისა და კომერციულ ობიექტებს, წერეთლის გამზ. 140, 141, 142-სა და 144-ში განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორისაა: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, შპს “ბი-ემ-სი გორგია”, რესტორანი “მირზაანი”, შპს “პროგრიფი”, შპს “თერგი XXI”, შპს “ბერმუხა”, სსიპ “ნოტარიუსთა პალატა”, სს “მაუდი”, სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, „დავით ტვილდიანის სახ. სამედიცინო უნივერსიტეტის საზოგადოებრივი საექთნო კოლეჯი’’, სს “თიბისი ბანკი”, შპს “მზიური”, შპს “ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემია”, შპს ასა-ტური”, სს „სამთო”, პროკრედიტ ბანკი, დაცვის პოლიციის შენობა, შპს “სურები”, შპს “თეთრი ღამე”, შპს “მედკაპიტალი”, შპს “უშბა”, წერეთლის გამზ. 136-ში - #91 ბაგა-ბაღი, მირცხულავას ქ. 4-ში - # 22-ე საჯარო სკოლა, იტალიური სკოლა “ცისკარი”, „ბესარიონ კობიძე”, შპს “დენტივერი XXI”, შპს “ბე-პე”, შპს “ ჯანმრთელი მომავალი”, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, შპს “ფენიქსი”. წერეთლის გამზ. 95-ში – მძლეოსნობის ეროვნული ფედერაცია, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორანი “თეთრი სახლი”, “ძველი თბილისი”, საქართველოში წმინდა ელისაბედის სახელობის მონაზონთა კონგრეგაციის სათაო სახლის ფილიალს, სს „დიალოგს’, შპს „დიალოგს”, მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დიღმის ხიდის მიმდებარედ შპს „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს”, შპს „ლუკოილ-ჯორჯია”-ს, ნონო გაფრინდაშვილის I შეს. 6-ში მდებარე შპს „ბოჰო სთეი”-ს, კარალეთის ქ. 4-ში – შპს „კ-4”-ს, სს დიდუბის ავტოვაგზალს, კარალეთის ქ. 5-ში მდებარე შპს „ოკრიბა”-ს, დიდუბის მეტროს სადგურის მიმდებარედ შპს „მ.ზ”-ს, ი.მ მარიამ ლაბაძე, აკ. წერეთლის გამზ. 147-ში მდებარე შპს „აგრონომს”, გიორგი ძამელაშვილი - მცირე და სხვა. ნაძალადევის რიონში- ზესტაფონის ქუჩის, ჭყონდიდელის ქ. 22-ში მდებარე შპს „გრადბურგ დეველოპმენტი”-ს, შპს „სვეტი ჯგუფი”-ს, შპს „ბინექსი”-ს, შპს „ლაიფ მასტერი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის ქ. 85-ში მდებარე შპს „ატლასის” საცხოვრებელი კორპუსის, ჭყონდიდელის ქ. 36, 36ა, 36ე, 36/2-ში მდებარე შპს „ოპტიმას” საცხოვრებელი კორპუსების, ჭყონდიდელის I ჩიხი 2-ში მდებარე შპს "კ სამი”-ს, სერგი ჭილაიას ქუჩის, ცოტნე დადიანის ქ. 150ა, 150ბ, მექანიზაციის ქ. 1-ში მდებარე შპს „ბინექსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 8, 29-ში (იგივე ჭყონდიდელის ქ. 105, 107, 109, 111, 113) მდებარე შპს „კიკვიძე-1-ის, შპს „კიკვიძე 2”-ის, შპს „ალფა რეზიდენსი”-ს საცხოვრებელი კორპუსების, ცისარტყელის, ბაგინეთის, წიწამურის, ბენდელიანის ჩიხის, ხვინგიას, ნათაძის, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 2, ეკა ბეჟანიშვილის ქ. 9-ში მდებარე შპს „ალაზანის” საცხოვრებელი კორპუსის, ნინუას ქ. 3, 5-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, თორნიკე ერისთავის ქ. 2-ში მდებარე სს „უნივერსალი”-ს საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ასევე ქუთათელაძის, ჩრდილო ფარეხის ქ. 4-ში მცხოვრებ კერძო სექტორის მოსახლეობას, ნინუას ქუჩაზე - შპს “ევროპარკს”, მექანიზაციის ქუჩაზე - სს “ავტოშემკეთებელს”, შპს “პლასფანს”, ერისთავის ქუჩაზე - „საქართველოს კარიტასს”, შპს “უნივერსალს”, შპს “ლ.თ.ბ”, შპს “ჯაოკენს”, შპს “გეორგიანას”, შპს “ლიტვური საცხობს” (1016), სამედიცინო კოლეჯს „პანაცეა”-ს, შპს “ოკეანიდა” – 1016, შპს “ევოლუშენ ჯორჯია” – მცირე, შპს “ევროპარკი” – 1016, გურამიშვილის გამზ. 2-ში - წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიას, შპს „ევოლუშენ ჯორჯიას”, შპს „ნილი”, შპს „ტკბილი ქვეყანა”, შპს „ანა ჯგუფი”, შპს „მითანა”, # 4 პურის ქარხანა, შპს „კოლხი”, შპს „ხაბაზი 77”, შპს „ლითენ თრიი”, შპს ,,ფაბრიკა 1900”, შპს „სოგური”, სს „კოლხეთი”, შპს „ჯორჯია”, შპს „ლაგი 98”, შპს „გლობალ თრეიდი”, # 12 საჯარო სკოლა, ი/მ თემურ ქომეთიანი, შპს „საქართველოს რკინიგზა”, სს „მრეწვრკინიგზა”, ი/მ ნური გურიელიძე, შპს „პრემიერა. ტმ”, შპს „ჰაიდელბერგ ჯორჯია”, შპს „პურპროდუქტების საწარმო-შირაქი”, შპს „ჯეო-ემ-ტექსი” და სხვა და სხვა. სანზონა: თ. ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „ჯაოკენი”-ს, ერისთავის I შეს. 2, ერისთავის I ჩიხში და ერისთავის ქ. 3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, თ. ასევე ერისთავის ქ. 1-ში – სსიპ “საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია” (1016), შპს “გალერეა დიდუბე“ (გმპ # 320-ზე), შპს “ჩარხი ხაზი” (1001), შპს “ნიუ კლასიკი”, შპს “ზღაპარი” (1016), თ. ერისთავის ქ. 2-ში - შპს “ხალიბი” (1016), შპს “აქსისის სამშენებლო მასალები”(1016) შპს „სტანდარდს”, ერისთავის ქ. 3-ში მდებარე შპს “ჯონი ჭანტურიას სამედიცინო ცენტრი”, ერისთავის ქ. 1-ში მდებარე შპს „თბილისილამ”, შპს „კასტა”, ასევე ერისთავის ქუჩაზე – ყოფ. ჩარხმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების აღდგენა დაიწყება ხვალ - 23 დეკემბრის 10:00 სთ-დან და დასრულდება 20:00 სთ-მდე. თბილისი ენერჯი ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო. გთხოვთ, გაზის დანადგარები უყურადღებოდ არ დატოვოთ,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.
გერმანიაში გაზსადენის დივერსიას იძიებენ
გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ ქვეყნის ჩრდილოეთში გამავალი გაზსადენის დაზიანებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. საქმე ეხება სავარაუდოდ, პოლიტიკურად მოტივირებულ დივერსიას. პროკურატურა მომხდარის ყველა ვერსიას განიხილავს. ცნობილია, რომ უკანასკნელ წლებში გაზსადენის მშენებლობა რამდენჯერმე დაბრკოლდა ეკოაქტივისტების მიერ მოწყობილი ბლოკადების გამო. ტრასა გერმანიის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის ნაწილს შეადგენს. მშენებარე გაზსადენი ETL 180 ქალაქ ბრიუნსბიუტელში შიდა ენერგეტიკულ ქსელთან აკავშირებს მცურავ ტერმინალს, რომელიც გათხევადებული ბუნებრივი აირის ტანკერების მიღებისთვის არის განკუთვნილი. საწარმო Gasunie Deutschland GmbH & Co. KG-მ იანვრის დამდეგს განაცხადა დაზიანების შესახებ, მაგრამ მომხდარის მასშტაბები არ იყო ცნობილი. Der Spiegel-ის ცნობით, უცნობმა პირებმა გაზსადენში მინიმუმ რვა ათმილიმეტრიანი ხვრელი გაბურღეს. დაზიანება სხვადასხვა ადგილას მდებარეობს ერთ კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე. ნოემბრის ბოლოს გაზის საცდელი გადატუმბვისას საწარმომ გამოავლინა, რომ გარეშე ჩარევის შედეგად დარღვეულია ჰერმეტულობა, და მაშინვე პოლიციას შეატყობინა ამის შესახებ. Der Spiegel-ის ინფორმაციით, ზიანით გამოწვეული ზარალი მილიონ-ნახევარ ევროს შეადგენს. დაზიანებისთვის გამოიყენეს პროფესიონალური მოწყობილობა, მათ შორის, სპეციალური მცირეკალიბრიანი ბურღები, იტყობინებიან შლეზვიგ-ჰოლშტაინის მხარის სისხლის სამართლის პოლიციის გამომძიებლები. გაზსადენი შლეზვიგ-ჰოლშტაინის ტერიტორიაზე გადის. ფოლადის მილს თავდაპირველად არ ეტყობოდა ხვრელები, ვინაიდან გაბურღვის შემდეგ ისინი კვლავ დაფარეს გარსით. ექსპლუატაციის დაწყება 2023 წლის ბოლოს იყო დაგეგმილი. მაგრამ ამ ფედერალურ მხარეში ძლიერი წყალდიდობების გამო მშენებლობა დაგვიანებით დასრულდება. ბრუნსბიუტელის გათხევადებული ბუნებრივი აირის ტერმინალი რიგით მესამეა გერმანიაში. გაზის პირველ ტანკერს უკვე იანვარში მოელიან. ამ გზით ტრანსპორტირებულმა გაზმა უნდა შეცვალოს მილსადენის გაზი, რომელსაც ქვეყანა 2022 წლამდე იღებდა რუსეთიდან.
დანიამ "ჩრდილოეთის ნაკადზე“ აფეთქებების მიზეზად "მიზანმიმართული საბოტაჟი“ დაასახელა
2022 წელს, გაზსადენებზე - "ჩრდილოეთის ნაკადი 1" და "ჩრდილოეთის ნაკადი 2" მომხდატ აფეთქებებზე, დანიამ გამოძიება დაასრულა. "შეფასების შედეგად არ იკვეთება აუცილებელი საფუძველი ამ სისხლისსამართლებრივი საქმის გამოძიების გასაგრძელებლად, - წერს დანიის პოლიცია განცხადებაში, თუმცა დასძენს, - გამოძიებაზე დაყრდნობით, უწყებებს შეუძლიათ დაასკვნან, რომ ეს იყო გაზსადენების განზრახ საბოტაჟი". დასავლეთის ოფიციალური პირები აფეთქებებში თავიდან რუსეთს ადანაშაულებდნენ, თავის მხრივ მოსკოვი დასავლეთს სდებდა ბრალს. მანამდე, მიმდინარე თვეში, შვედეთმა გამოაცხადა, რომ აფეთქებების გამოძიებას წყვეტს.