თეგი: დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის დაზვერვა უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის შესახებ რუკას აქვეყნებს

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთი ინარჩუნებს მნიშვნელოვან სამხედრო პოზიციებს, რომლის მეშვეობით შეუძლია, განახორციელოს უკრაინაში შეჭრა გაფრთხილების გარეშე. დიდი ბრიტანეთი უკრაინაში რუსეთის შესაძლო შეჭრის გზებზე მიუთითებს და შესაბამის რუკას აქვეყნებს.  „მას კვლავ აქვს შესაძლებლობა, აირჩიოს კონფლიქტის თავიდან აცილების და მშვიდობის შენარჩუნების გზა“, - აცხადებს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება.  აშშ-მ 17 თებერვალს მიიღო პასუხი რუსეთისგან მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა სამი კვირის წინ, რუსეთს უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებულ წინადადებებზე დოკუმენტი გადასცა. მოსკოვმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა არ გასცა კონსტრუქციული პასუხი თავის წინადადებებზე „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ და შესაძლოა, „სამხედრო-ტექნიკური ზომები მიიღოს საპასუხოდ, ნათქვამია რუსეთის წერილობით პასუხში აშშ-სადმი, საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსის“ ცნობით. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

CBS News-ი: აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ძალების მეთაურებმა უკრაინაში შეჭრის შესახებ ბრძანება მიიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას CBS News-ი ავრცელებს. მანამდე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანი იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრის ზღვარზეა. აშშ-ის მთავრობის უახლესი შეფასებით, ვარაუდობენ, რომ ახლა უკრაინის საზღვრის გასწვრივ, როგორც რუსეთში, ასევე მეზობელ ბელორუსში 169,000-დან 190,000-მდე რუსი ჯარისკაცია განლაგებული, მაგრამ ეს მაჩვენებელი ასევე მოიცავს ამბოხებულებს აღმოსავლეთ უკრაინაში. დასავლეთი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა და მოსკოვს მოუწოდებს, დაუბრუნდეს დიპლომატიის გზას. კრემლი უკრაინაში შეჭრის განზრახვას უარყოფს. უკრაინის პრეზიდენტი დასავლეთისგან რუსეთის დაშოშმინების პოლიტიკიდან უსაფრთხოებისა და მშვიდობის გარანტიებზე გადასვლას და პრევენციულ სანქციებს მოითხოვს. 17 თებერვალს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ყველა ნიშანია იმისა, რომ რუსეთი მზადაა, თავს დაესხას უკრაინას. 15 თებერვალს, რუსეთმა განაცხადა, რომ სამხრეთისა და დასავლეთის სამხედრო ოლქების ძალები მუდმივი დისლოცირების ადგილზე დაბრუნებას იწყებენ. თუმცა აშშ აცხადებს, რომ ესკალაციის ნაბიჯებს ვერ ხედავს და რუსეთს მოუწოდებს, სრულად გაიყვანოს ჯარები უკრაინის საზღვრიდან. ამავე თემაზე: ბორის ჯონსონი: რუსეთი ევროპაში 1945 წლის შემდეგ ყველაზე დიდ ომს გეგმავს ჯო ბაიდენი: დარწმუნებული ვარ, პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა ბლინკენმა რუსეთს მიმართა, დაუმტკიცოს მსოფლიოს, რომ არ შეიჭრება უკრაინაში - აშშ-ის სახელმწიფო მდივნის სიტყვა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე რუსეთმა აშშ-ის ელჩის მოადგილე ქვეყნიდან გააძევა

დავით უსუფაშვილი: საჭიროა არა ხმალაობა, არამედ უკრაინასთან თანამშრომლობა

რუსეთი მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით სანქციების თავის არიდებას შეეცდება და მნიშვნელოვანია უკრაინის და საქართველოს შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა, რათა ეს საკითხები გაირკვეს. ამის შესახებ „ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხებს სჭირდება არა პოლიტიკური სკანდალები და პოლიტიკური ხმალაობა, არამედ შესაბამისი უწყებებს შორის თანამშრომლობა, თანამშრომლობას სჭირდება შესაბამისი ატმოსფერო, არსებობს ტელეფონი, მეილი, თვითმფრინავი, რომლითაც უწყებების წარმომადგენლები ჩადიან იქით და აქეთ და ასეთ საკითხებს აგვარებენ. „ეს არ არის ჩვეულებრივი კამათი, ომში მყოფი ქვეყანაა, რომელსაც ყველა მხრიდან უტევს რუსეთი, ყველა მხრიდან ცდილობს, გააძლიეროს დაწოლა უკრაინაზე და მთელი მსოფლიო ცდილობს, ყველა მხრიდან ჩაუკეტოს რუსეთს წვდომა გარკვეულ პროდუქციაზე. ასეთ დროს, რუსეთი ბუნებრივია, ცდილობს, იპოვოს ალტერნატიული გზები, საიდან? ავსტრალიის გავლით? - არა, მოსაზღვრე სახელმწიფოების გავლით. რუსეთი შეეცდება, დაარღვიოს საერთაშორისო სანქციები და ამას შეეცდება ყველგან, სადაც გაუვა, ზოგან ხელისუფლების მხარდაჭერით, ზოგან კრიმინალების მხარდაჭერით, ჩვენ ამას ნორმალურად უნდა შევხედოთ და გამოვარკვიოთ სიმართლე“,  - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. შეგახსენებთ, უკრაინის დაზვერვის ინფორმაციასთან დაკავშირებით, დროებითი რწმუნებული საგარეო უწყებაში გამოიძახეს. პირველ მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარმა სადაზვერვო სამმართველომ განაცხადა, რომ მოსკოვი რუსული პროდუქციის რეექსპორტზე, საქართველოსთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. უკრაინის დაზვერვამ მსგავსი ინფორმაცია 4 აპრილსაც გაავრცელა, რომლის თანახმად, რუსი აგენტები სანქციების გვერდის ავლით ქმნიდნენ კონტრაბანდის არხებს საქართველოს ტერიტორიის გავლით.  

აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინაში უახლოეს თვეებში "უფრო არაპროგნოზირებადი და ესკალაციური" გახდება, ამის შესახენ სამშაბათს კონგრესს ეროვნული დაზვერვის დირექტორმა განუცხადა. მიუხედავად ამისა, ერვილ ჰეინსი არ ფიქრობს, რომ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ ის არ იგრძნობს, რომ რუსეთისთვის ეგზისტენციალური საფრთხე არსებობს. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი გაჭიანურებული კონფლიქტისთვის ემზადება და მისი მიზნები სცილდება დონბასის აღმოსავლეთ რეგიონს, სადაც რუსეთის ძალები ამჟამად არიან კონცეტრირებულნი. მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს, დაიპყროს დონეცკის და ლუჰანსკის ორი აღმოსავლეთი რეგიონი, გააკონტროლოს ქალაქი ხერსონი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მაგრამ აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, პუტინს რუსეთის შიგნით დასჭირდება სრული მობილიზაცია, ეს ნაბიჯი კი, მას აქამდე არ გადაუდგამს. „როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნიათ რა, რომ მათ შეუძლიათ, განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტიან გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ჰეინსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის დაზვერვა: რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა

აშშ-ის დაზვერვა მიიჩნევს, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ჩიხში შევიდა. ამის შესახებ Sky News პენტაგონის სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ სკოტ ბერიერზე დაყრდნობით წერს. ბერიერის შეფასებით, შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარეს არ აქვს უპირატესობა ბრძოლის ველზე. „ვერ იმარჯვებს რუსეთი, მაგრამ ვერ იმარჯვებს უკრაინა, აი სწორედ აქ ვართ ჩიხში“, - ამის შესახებ სკოტ ბერიერმა სამხედრო შეიარაღების საკითხებზე გამართულ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება ამასთან ბერიერმა აღნიშნა, რომ სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინის არმიამ შეძლო 10 რუსი გენერლის ლიკვიდაცია. „მაგრამ შესაძლოა მათი რაოდენობა უკვე 12-მდე იყოს“, - აღნიშნა ბერიერმა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ოკუპანტებმა, ვერცერთი მიმართულებით წარმატებას ვერ მიაღწიეს. ეროვნული დაზვერვის დირექტორი ერვილ ჰეინსი მიიჩნევს, რომ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება.  მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პუტინს სურს, დაიპყროს დონეცკის და ლუჰანსკის ორი აღმოსავლეთი რეგიონი, გააკონტროლოს ქალაქი ხერსონი და პოტენციურად გააფართოოს სახმელეთო ხიდი დნესტრისპირეთამდე, მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, სადაც ამჟამად რუსული ჯარები არიან განლაგებულნი. მაიკლ კარპენტერი: აშშ-ს აქვს უაღრესად სანდო სადაზვერვო ინფორმაცია, რომ რუსეთი ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ანექსიას შეეცდება მაგრამ აშშ-ის დაზვერვა თვლის, რომ დნესტრისპირეთამდე მისასვლელად, პუტინს რუსეთის შიგნით დასჭირდება სრული მობილიზაცია, ეს ნაბიჯი კი, მას აქამდე არ გადაუდგამს. „როგორც რუსეთს, ასევე უკრაინას მიაჩნიათ რა, რომ მათ შეუძლიათ, განაგრძონ პროგრესი სამხედრო მიმართულებით, ჩვენ ვერ ვხედავთ მოლაპარაკებების ეფექტიან გზას, ყოველ შემთხვევაში, მოკლევადიან პერიოდში“, - განაცხადა ჰეინსმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, კანადის პარლამენტმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარა.   რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.

აშშ-ის ხელისუფლებამ უკრაინასთან სადაზვერვო მონაცემების გაცვლის მიზნით, ახალი წესი შეიმუშავა. Washington Post-ი აშშ-ის ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დოკუმენტი აკრძალვებს აწესებს ორი ტიპის ინფორმაციაზე, რომლებიც აშშ-ის დაზვერვას შეუძლია, უკრაინას გაუზიაროს. მანამდე, ამერიკულმა მედია დაზვერვის წყაროებზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გადასცა ინფორმაცია, რასაც შეეძლო, გამოეწვია რამდენიმე რუსი გენერლის სიკვდილი, ასევე, კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვა.      

დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა

დაზღვევის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე „დაზღვევის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დეპუტატებმა მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს. ინფორმაცია საქართველოს პარლამენტმა გაავრცელა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, ნინო იობაშვილის განმარტებით, კანონპროექტში რედაქციული ცვლილებები არ შესულა. კანონპროექტით წესრიგდება სამსახურის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით, სამართლებრივი აქტების გამოცემის უფლებამოსილებასთან, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებასთან, წერილობითი მითითებების გაცემასთან და დამატებითი მოთხოვნების დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი აგრეთვე ითვალისწინებს სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას, მზღვეველის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში და სამსახურის მიერ სანქციის გამოყენების უფლებამოსილებას სადაზღვევო ბროკერის მიერ „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. „კანონპროექტი „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს ნაწილია და იგი მნიშვნელოვანია ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების ნაწილში“, - განაცხადა მომხსენებელმა.

დაზვერვის ქვედანაყოფებმა საველე კულმინაციური სწავლება ჩაატარეს

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფებმა სადაზვერვო კულმინაციური სწავლება ჩაატარეს. საველე სიტუაციური შეკრება კოჯორში, ახალი ტექნოლოგიური ელემენტების გამოყენებით წარმატებით განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.  დაზვერვის ქვედანაყოფებმა პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიული ჯგუფები აღმოაჩინეს და დაკავების ოპერაცია შეასრულეს. კულმინაციურ სწავლებას ადგილზე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დააკვირდა. „სწავლების განმავლობაში სადაზვერვო ქვედანაყოფებმა საველე, პრაქტიკული და თეორიული მეცადინეობები გაიარეს, რაც რეალურ ვითარებასთან მაქსიმალურად იყო მიახლოებული. სიმულაციური სცენარის მიხედვით შესრულდა სხვადასხვა ტაქტიკური ამოცანა, მათ შორის: კონტაქტზე რეაგირება, საპატრულო ბანაკის დაკავება, რეიდი და ჩასაფრება. სწავლების მიზანს დაზვერვის ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება და ტაქტიკური უნარ-ჩვევების გაუმჯობესება წარმოადგენს. სწავლებაში თავდაცვის ძალების აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების ქვედანაყოფები, ეროვნული გვარდია, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობა და სპეციალური ოპერაციების ძალები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.   

ირანში ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს

ირანის დაზვერვის ცნობით, ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე დააკავეს. „საიდუმლო სამსახურებმა ჯაშუშობის ბრალდებით შვედეთის მოქალაქე ამოიცნეს და დააკავეს“, იუწყება Reuters-ი. მისივე ცნობით, დაზვერვა ირანის ისლამური რესპუბლიკის დატოვებამდე ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობებს აკონტროლებდა. უფლებადამცველი ჯგუფები აცხადებენ, რომ თეირანი უცხოეთიდან დათმობების მოპოვების ტაქტიკას მიმართავს და ბრალდებებს გამოგონილს უწოდებენ, რასაც თეირანი უარყოფს.  

რუსეთის ძალები ზაპოროჟიეს ორი დასახლებული პუნქტიდან გადიან - უკრაინის დაზვერვა

რუსმა ოკუპანტებმა თავისი ძალები ზაპოროჟიეს რეგიონის ორი სოფლიდან - ტოკმაკიდან და ჩერნიჰივკიდან გაიყვანეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახური იტყობინება. „მას შემდეგ, რაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 29 ივლისს, ღამით ზაპორიჟიეს რეგიონის ხსენებული სოფლების მახლობლად, საოკუპაციო ძალების პოზიციებს დაარტყეს, „რაშისტებმა“ პირადი შემადგენლობა და აღჭურვილობა სხვა პოზიციებზე გადაიყვანეს. დაახლოებით, 40-მდე დაჭრილი ქალაქ პოლოჰის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ჩერნიჰივკიდან თითქმის ყველა დანაყოფი გაიყვანეს. ამ დროისთვის დასახლებულ პუნქტთან არის არაუმეტეს 100 სამხედრო მოსამსახურე. დანარჩენი ოკუპანტები, ტექნიკასთან ერთად, გაგზავნეს ქალაქ ტოკმაკსა და ბერდიანსკში“, - ნათქვამია დაზვერვის ინფორმაციაში.  

უკრაინის დაზვერვა: აგვისტო და სექტემბერი ფრონტზე უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება

უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ მიანიშნა, რომ დაკარგული ტერიტორიის დასაბრუნებლად კონტრშეტევა შეიძლება, მალე დაიწყოს, აღწერს უკრაინის დაზვერვის წარმომადგენლის სიტყვებს CNN. „ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღის ფაქტორი“, - დაამატა უწყების სპიკერმა. „დაზვერვის მთავარი დირექტორატი დიდი ხანია, აცხადებს, რომ აგვისტო და სექტემბერი მთელ ფრონტზე მოვლენების შემდგომი განვითარებისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება“, - აღნიშნავს სპიკერი.  უკრაინის ოფიციალური პირები კვირების განმავლობაში იუწყებოდნენ უკრაინის კონტრშეტევაზე ოკუპირებული ტერიტორიის - კონკრეტულად კი, სამხრეთის დასაბრუნებლად. ინფორმაციისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღე - უკრაინის ეროვნული დღესასწაული ყოველი წლის 24 აგვისტოს აღინიშნება.  

აშშ-ის დაზვერვის ინფორმაციით, კრემლის ოფიციალური პირები კოორდინაციას უწევენ „ფილტრაციის ოპერაციებს“ უკრაინაში

გაეროში აშშ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ რუსი ოფიციალური პირები აკვირდებიან და კოორდინაციას უწევენ „ფილტრაციისა და დეპორტაციის ბანაკებს„, რაც არღვევს ჟენევის კონვენციას. თომას-გრინფილდმა განაცხადა, რომ დაახლოებით 900,000-დან 1.2 მილიონამდე უკრაინელი დეპორტირებულია რუსეთის ტერიტორიებზე, ძირითადად შორეულ აღმოსავლეთში. „მსურს, მკაფიოდ განვაცხადო: აშშ-ს აქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აკონტროლებენ და კოორდინაციას უწევენ ამ „ფილტრაციის ოპერაციებს“, - განაცხადა ამერიკელმა დიპლომატმა. მისი თქმით, ამ ყველაფერს საოკუპაციო ხელისუფლება აკეთებს, რათა მოამზადოს უკრაინის ტერიტორიების ანექსია, ყალბი „რეფერენდუმების“ ჩატარება, კერძოდ ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებში. „რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ რუსეთის მხრიდან უკრაინის საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობას. ჩვენ პასუხი უნდა ვაგებინოთ ამ სისასტიკეების ჩამდენებს. უნდა ვუპასუხოთ, როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ - საერთაშორისო საზოგადოებამ, რომელიც კვლავ პატივს სცემს გაეროს წესდებას“, - შეერთებული შტატების ელჩმა. მისივე ინფორმაციით, „ფილტრაციის ოპერაციების“ თვითმხილველები და გადარჩენილები ყვებიან ისტორიებს რუსეთის უსაფრთხოების ძალების მიერ ჩადენილი მუქარის, შევიწროებისა და წამების ფაქტების შესახებ. „მათ ჩამოართვეს საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და კომუნიკაციის ყველა საშუალება, ჩხრეკდნენ აგრესიულად და დაკითხვას უტარებდნენ არაადამიანურ და დამამცირებელ გარემოებებში. ეს მართლაც შემზარავია“, - განაცხადა გრინფილდმა.

უკრაინის დაზვერვა: რუსეთს „ისკანდერის“ 120 და „კინჟალის“ 40 რაკეტა დარჩა

უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისას, რუსეთმა თავისი თანამედროვე რაკეტების დაახლოებით 80% უკვე გამოიყენა, განუცხადა ჟურნალ Economist-ს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GUR) სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ. დაზვერვის ინფორმაციით, კრემლს დარჩა 120 „ისკანდერისა“ და 40 „კინჟალის“ ტიპის რაკეტა და სწორედ ამიტომ, რუსეთის ფედერაციამ ირანისგან  ბალისტიკური რაკეტების Fateh-110-სა და Zolfaghar-ის ყიდვა გადაწყვიტა. უკრაინის დაზვერვის ცნობით, კრემლი საჰაერო გზით, ამ რაკეტების გადაზიდვას ანექსირებულ ყირიმში გეგმავს, ხოლო ზღვით კასპიის რეგიონში გადაიტანს. სკიბიცკის თქმით, უკრაინას ჯერ არ აქვს ეფექტური თავდაცვა ამ ტიპის რაკეტებისგან, რადგან მათ აქვთ უფრო მაღალი სიჩქარე, ვიდრე რუსულ ფრთოსან რაკეტებს ან თვითმფრინავებს. უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა, რომ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე რუსეთს ჰქონდა 900 „ისკანდერი“, 500 საზღვაო კალიბრის რაკეტა და 444 Kh-101-სა და Kh-555-ის ტიპის ფრთოსანი რაკეტა.  

თავდაცვის ძალების სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს ახალი შენობა გადაეცა

საქართველოს თავდაცვის ძალებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, ახალი ადმინისტრაციული შენობა გადაეცა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტირებული და გარემონტებული შენობა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ახალი შენობა სრულად თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით არის აღჭურვილი.  

ბრიტანეთის დაზვერვა: ბახმუტში, რუსეთის ქვედანაყოფებს ქუჩის ბრძოლებში ჩართვისთვის კვალიფიკაცია არ ყოფნით

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, ტრადიციულ დილის მოხსენებაში ომის 301-ე დღეს აფასებს და ბახმუტის მიმართულებით რუსული არმიის ქვედანაყოფების პერსპექტივებს განიხილავს, მას შემდეგ რაც რუსეთის ძალები ბახმუტის შემოგარენში პოზიციებზე გამაგრდნენ. ბახმუტის დამცველებმა ზელენსკის აშშ-ის კონგრესისთვის განკუთვნილი დროშა გადასცეს გასული კვირის განმავლობაში, რუსმა სამხედროები და „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები დონეცკის რეგიონში ოდნავ დაწინაურდნენ. „რუსეთის ქვეითი ჯარი, შემორჩენილია ქალაქის აღმოსავლეთ ინდუსტრიულ რაიონებში და დროდადრო ცდილობს საცხოვრებელ უბნებთან მიახლოებას. ქუჩის ბრძოლები გრძელდება. ვოლოდიმირ ზელენსკი ბახმუტში ჩავიდა ინტენსიური ბრძოლები ბახმუტის მიმართულებით 2022 წლის ივნისიდან მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ფრონტის ხაზი ძირითადად გადიოდა ღია ტერიტორიებზე ქალაქის აღმოსავლეთ მისადგომებთან. მას შემდეგ, რაც 2022 წლის ივლისში რუსული ძალები ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მიდამოებში დაწინაურდნენ, ომის დასახლებებში გაჭიანურებული ფართომასშტაბიანი ბრძოლები არ მომხდარა. იმის გათვალისწინებით, რომ ამ ტიპის ომი მოითხოვს მაღალკვალიფიციურ ქვეითებს და უმცროსი სამეთაურო პერსონალის დიდ პროფესიონალიზმს, ცუდად გაწვრთნილი Wagner PMC მებრძოლები და მობილიზებული რუსული არმიის რეზერვისტები ძნელად უმკლავდებიან ასეთ ამოცანებს“, - ნათქვამია ბრიტანეთის დაზვერვის ანგარიშში.  შეგახსენებთ, რომ ბახმუტისთვის ბრძოლაში, ხუთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.   

დაზვერვის სამსახურის უფროსმა პრემიერს ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს სამსახურის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში წარუდგინა. „პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა განიხილეს 2023 წლის გეგმები და სამსახურის განვითარების პრიორიტეტები.  მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიმოიხილეს აგრეთვე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.  

რას ამბობს აშშ-ის დაზვერვა „პრიგოჟინის გეგმებზე“

აშშ-ის დაზვერვის მაღალჩინოსნებს მიაჩნიათ, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელი, ევგენი პრიგოჟინი რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობისთვის დიდ გამოწვევას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა. ამის შესახებ ამერიკული ტელეარხი CNN სამ სხვადასხვა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით იუწყება. მისივე თანახმად, დაზვერვის თანამშრომლებმა პრიგოჟინის გადაადგილებისა და რუსეთის სიახლოვეს აღჭურვილობის მობილიზების შესახებ, ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში აცნობეს კონგრესის ლიდერთა ჯგუფს. CNN-ის თანახმად, ამერიკელი და დასავლელი დაზვერვის მაღალჩინოსნებისთვის თვალსაჩინო გახდა ნიშნები, რომ პრიგოჟინი ემზადებოდა ასეთი ნაბიჯისთვის, მათ შორის, იარაღისა და საბრძოლო მასალების მასიური შეგროვებით. ოფიციალური პირის თქმით, პრიგოჟინის განცხადებები უკრაინაში ოპერაციებისთვის საბრძოლო მასალის დეფიციტზე, მიზანმიმართული ტყუილი იყო, რათა საფუძველი ჩაეყარა რუსეთის ლიდერებისადმი პოტენციური სამხედრო გამოწვევისთვის. დაზვერვის წყარომ ასევე განაცხადა რომ „ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა“ და რთული ჩანდა იმის გარჩევა, თუ რამდენად სერიოზული იყო პრიგოჟინი რუსი სამხედროებისადმი მუქარის შესახებ განცხადებებში. შეგახსენებთ, 23 ივნისს საღამოს, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსული არმია „ვაგნერზე“ თავდასხმაში დაადანაშაულა და საპასუხო ნაბიჯით დაიმუქრა. რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა შეიარაღებული აჯანყებისკენ მოწოდების მუხლით ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. პრიგოჟინს 12-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, განაცხადა რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ. თავის მხრივ, პრიგოჟინმა აღნიშნა, რომ "ეს სამხედრო გადატრიალება არ არის, ეს სამართლიანობის მარშია“. 23 ივნისს, გვიან ღამით, მედიის მოსკოვში უსაფრთხოების ზომები გაძლიერდა.  „ყველა მნიშვნელოვანი ობიექტი, სახელმწიფო ორგანოები და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტები გაძლიერებული დაცვის ქვეშაა”, - იუწყებოდა კრემლის მიერ კონტროლირებადი სააგენტო - TASS-ი სამართალდამცავ უწყებებზე დაყრდნობით. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მიმართვა გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ "ვაგნერის" დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინის ქმედებებმა "უკრაინის შეტევები წაახალისა ბახმუტის მიმართულებაზე". 24 ივნისის დილისთვის „ვაგნერის“ მებრძოლებმა დონის როსტოვი დაიკავეს. მოგვიანებით, გავრცედა ინფორმაცია, რომ ისინი ვორონეჟში რამდენიმე სამხედრო ობიექტს აკონტროლებენ. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა "ვაგნერი" ამბოხის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. პუტინმა აღიარა, რომ დონის როსტოვში სამოქალაქო და სამხედრო ხელისუფლების მუშაობა პრაქტიკულად დაბლოკილია, და რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ბრძანება, „გაანეიტრალონ ისინი, ვინც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება". 24 ივნისს, ვაგნერის მებრძოლები მოსკოვს უახლოვდებიან.  „ვაგნერის“ დამფუძნებელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ მის განკარგულებაში არსებული 25 ათასი მებრძოლი დაიძრა, რათა აღადგინოს სამართლიანობა და შეაჩეროს „ბოროტება, რომელსაც ქვეყნის სამხედრო ხელმძღვანელობა ატარებს". მოგვიანებით, დღის ბოლოს, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ დაქირავებული მეომრებს, რომლებიც მოსკოვისკენ მიემართებოდნენ და მისგან 200 კილომეტრში იყვნენ, უკან აბრუნებს. „დადგა მომენტი, როცა სისხლი შეიძლება დაიღვაროს. ამიტომ, მესმის მთელი პასუხისმგებლობა, რომ შეიძლება დაიღვაროს რუსული სისხლი რომელიმე მხარე. ჩვენ კოლონებს უკან ვაბრუნებთ. და მივდივართ უკან, საველე ბანაკის მიმართულებით გეგმის თანახმად“,- განაცხადა პრიგოჟინმა. ამ განცხადებიდან რამდენიმე წუთში ბელორუსის ლიდერის, ალექსანდრ ლუკაშენკოს პრესსამსახურმა ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომელშიც ეწერა, რომ ვლადიმერ პუტინთან შეთანხმების შემდეგ, ლუკაშენკომ მოლაპარაკება გამართა კერძო სამხედრო კომოანია „ვაგნერის“ მეთაურთან, რომელმაც რუსეთის ხელისუფლების შეფასებით, წინა დღით წამოიწყო სამხედრო ამბოხება. ლუკაშენკოს პრესსამსახურის თანახმად, პრიგოჟინმა მიიღო ლუკაშენკოს წინადადება „რუსეთის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ რაზმების გადადგილების შეწყვეტის და დაძაბულობის განმუხტვის შემდეგი ნაბიჯების შესახებ. რუსეთის ხელისუფლების კომენტარი არ გავრცელებულა. „ვაგნერის“ დანაყოფები დონის როსტოვსაც ტოვებენ, ამის შესახებ ინფორმაცია „ვაგნერის“ დამფუძნებლისა და ხელძღვანელისევგენი პროგოჟინის ტელეგრამარხზე 24 ივნისის საღამოს გავრცელდა. „მადლობა მხარდაჭერისთვის, თქვენი სიტყვებისთვის, თქვენ გაგიმარჯოთ“, - წერს პრიგოჟინი. უკან დახევის შემდეგ, კრემლი პრიგოჟინის მიმართ სისხლის სამართლის საქმე წყვეტს. უკრაინის პოზიცია  „დროა, დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა, ან ბიზნესი, - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება რუსეთში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება. უკრაინა აუცილებლად შეძლებს ევროპის დაცვას რუსული ძალებისგან და არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მეთაურობს მათ - ზელენსკი „მათ, ვინც ამბობდნენ, რომ რუსეთი ზედმეტად ძლიერია დამარცხებისთვის, შეხედეთ ახლა. დროა, მიატოვოთ ყალბი ნეიტრალიტეტი და ესკალაციის შიში, მისცეთ უკრაინას ყველა საჭირო იარაღი; დაივიწყოთ რუსეთთან მეგობრობა ან ბიზნესი. დროა, ბოლო მოეღოს ბოროტებას, რომელიც ყველას სძულდა, თუმცა ყველას ეშინოდა დამხობის“, - დაწერა კულებამ Twitter-ზე. 24 ივნისს, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი თურქეთის, ყაზახეთის, ბელორუსისა და უზბეკეთის პრეზიდენტებს ესაუბრა. გადაჭარბებული ამბიციები და ღალატი, ამბოხის ორგანიზატორების, ნეიტრალიზების ბრძანება გავეცი - პუტინი ევგენი პრიგოჟინზე ჩემმა მებრძოლებმა როსტოვის სამხედრო ობიექტები დაიკავეს - ევგენი პრიგოჟინი კრემლის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ქვეყანაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა რუსეთის ხელისუფლების ნაბიჯების მიმართ სრული მხარდაჭერა გამოხატა. საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია ბაიდენი რუსეთში განვითარებული მოვლენების ფონზე, უკრაინის მიმართ ურყევ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთში არსებული ვითარების განხილვისას, ბლინკენმა კულება დაარწმუნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს ლატვიის პრეზიდენტის, ედგარ რინკევიჩსის განცხადებით, რუსეთში განვითარებული მოვლენების გამო ლატვია საზღვრის უსაფრთხოებას აძლიერებს და წყვეტს რუსეთის მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული ვიზების გაცემას. „ლატვია ყურადღებით ადევნებს თვალს რუსეთში განვითარებულ მოვლენებს და მოკავშირეებთან ერთად აზიარებს ინფორმაციას. საზღვრის უსაფრთხოება გამკაცრდა და მიმდინარე მოვლენების გამო რუსეთიდან წასული რუსებისთვის ვიზების, ან საზღვრის გადაკვეთის განცხადებები არ განიხილება. ამჟამად ლატვიისთვის პირდაპირი საფრთხე არ არსებობს", - დაწერა რინკევიჩსმა Twitter-ზე. თავის მხრივ, ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა, რომ საზღვრებზე უსაფრთხოების ზომები გაძლიერებულია. „შემიძლია, დაგარწმუნოთ, რომ ჩვენს ქვეყანას პირდაპირი საფრთხე არ ემუქრება. სასაზღვრო უსაფრთხოება გაძლიერდა. მე ასევე მოვუწოდებ ჩვენს ხალხს, არ იმოგზაურონ რუსეთის არცერთ მხარეში", - დაწერა კალასმა Twitter-ზე. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", დაწერა Twitter-ზე თავის მხრივ, დიდი ბრიტანეთის პრემიერმა, რიში სუნაკმა. ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსეთში არსებული ვითარების გამო, ბლოკმა თავისი კრიზისის ცენტრი გააქტიურა. „სატელეფონო კავშირი მქონდა G7-ის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, რუსეთში არსებული ვითარების შესახებ მოსაზრებების გაცვლის მიზნით. ორშაბათს, ევროპის კავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის წინ, კოორდინაცია გვაქვს ევროპის საბჭოს შიგნით და გავააქტიურე კრიზისის რეაგირების ცენტრი", - დაწერა ბორელმა Twitter-ზე 24 ივნისს.

ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეების ჩართვას აპირებენ

ჩინეთში ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლაში ქვეყნის მოსახლეობის ჩართვას აპირებენ. Ekho Kavkaza-ს ცნობით, ამის შესახებ ჩინეთის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრო იტყობინება WeChat-ში. კონტრდაზვერვა მოითხოვს არამხოლოდ ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოების მუშაობას, არამედ, მოსახლეობის ფართო მონაწილეობას „ჯაშუშობის საწინააღმდეგო ხაზის გაძლიერების მიზნით“, ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში. სამინისტროს წინადადება გულისხმობს „იმ პირებისა და ორგანიზაციების აღნიშვნას და დაჯილდოებას, რომლებიც აცხადებენ ჯაშუშობის შესახებ ან მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ კონტრდაზვერვის მუშაობაში“. გარდა ამისა, უწყება დაჟინებით მოითხოვს სკოლებში, კულტურის დაწესებულებებში, რადიოში, ტელევიზიასა და ინტერნეტში „კონტრჯაშუშობის“ პროპაგანდის აუცილებლობას. ასევე „აუცილებელია ხელახლა შეიქმნას არხები, რომლებითაც მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შეეძლებათ შეტყობინება ქცევის შესახებ, რომელიც მუქარას წარმოადგენს ეროვნული უსაფრთხოებისთვის“, - აღნიშნავს სამინისტრო. ამ ყველაფერმა, უწყების ჩანაფიქრით, უნდა მოახდინოს მოსახლეობის „ანტიჯაშუშურ“ მუშაობაში მონაწილეობის ნორმალიზება. თავისი წინადადება სამინისტრომ გამოაქვეყნა „ჯაშუშობის წინააღმდეგ ბრძოლის კანონის“ შესაბამისად, რომელიც ჩინეთში 1 ივლისს ამოქმედდა. კანონის თანახმად, ყველა სახელმწიფო ორგანო, არმია, პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, საწარმოები და დაწესებულებები „ვალდებული არიან თავიდან აიცილონ და აღკვეთონ ჯაშუშობა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.“ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩინეთი არაერთხელ დაადანაშაულეს ჯაშუშობაში და მთავრობებისა და კორპორაციების ინფრასტრუქტურაზე თავდასხმაში. თავის მხრივ, ჩინეთი ასევე აცხადებს, რომ აშშ ჰაკერულ თავდასხმებს ახორციელებს ჩინეთის უნივერსიტეტებისა და კომპანიების კომპიუტერების წინააღმდეგ.  

პრემიერ-მინისტრი დაზვერვის სამსახურის უფროსს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დაზვერვის სამსახურის უფროსს შალვა ლომიძეს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შალვა ლომიძემ პრემიერ-მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია როგორც ოპერატიული, ისე ანალიტიკური მიმართულებით უწყების მიერ განხორციელებული აქტივობების შესახებ. პრემიერ-მინისტრმა და დაზვერვის სამსახურის უფროსმა ასევე განიხილეს 2024 წელს სამსახურის განვითარების პრიორიტეტები, მათ შორის, დაგეგმილი საერთაშორისო პროექტები, ასევე სადაზვერვო-ტექნიკური და სამეცნიერო-სასწავლო მიმართულებების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს უსაფრთხოების გარემოს, შავი ზღვის რეგიონში მიმდინარე აქტუალურ საკითხებს და პროცესების შემდგომი განვითარების სავარაუდო სცენარებს.  

პრემიერმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ბრძანება 3 აპრილით არის დათარიღებული. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან,“- ნათქვამია ბრძანებაში.  

დაზვერვის სამსახურს ირაკლი ბერაია უხელმძღვანელებს

საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსად ირაკლი ბერაია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ უკვე გამოსცა. ირაკლი ბერაია დღემდე საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. სხვადასხვა დროს ის იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმებისა და განვითარების დეპარტამენტის დირექტორის პოზიციას, ასევე იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი.  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა.