თეგი: რამზან კადიროვი
რამზან კადიროვი უკრაინაში მებრძოლ იჩქერიის მომხრეებს ემუქრება "ჩვენ თქვენ ყოველთვის, მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში დაგედევნებით და გაგანადგურებთ. თითოეული ჩვენი მოკლული ძმისთვის", - ამის შესახებ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა იჩქერიის არაღიარებული რესპუბლიკის მომხრეებს მიმართა, რომლებიც რუსეთ-უკრაინის ომში უკრაინის მხარეს იბრძვიან. ამასთან, კადიროვი მათ სისხლის აღებით დაემუქრა. "ჩვენ თქვენ ყოველთვის, მთელი თქვენი სიცოცხლის განმავლობაში დაგედევნებით და გაგანადგურებთ. თითოეული ჩვენი მოკლული ძმისთვის ჩვენ თქვენ ათასობით დაგხოცავთ. შურისძიება სასტიკი იქნება. სადაც არ უნდა იყვნენ, ჩვენ მათ ყველგან მივწვდებით", - განაცხადა კადიროვმა. ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. 14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა „ტელეგრამ არხზე“ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. „მეგობრებო, დღეს გავიგე, რომ მე, თურმე ყველაზე ხანგრძლივი ვადით და სიცოცხლისუნარიანი ვარ ამ თანამდებობაზე, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი ერთეულების ამჟამინდელ ხელმძღვანელებს შორის. მე თვითონ შევამჩნიე, რომ ძალიან დიდხანს დავყავი აქ და [ჩამოვჯექი]. ვფიქრობ, რომ სრულად დავიმსახურე განუსაზღვრელი და ხანგრძლივი შვებულება. იმედი მაქვს, რომ მხარს დამიჭერთ და გამიგებთ“, - განაცხადა კადიროვმა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა. ამის შესახებ განმარტება, მან ტელეგრამის არხზე გამოქვყნებული ვიდეოში გააკეთა. რამზან კადიროვი გადადგომას გეგმავს კადიროვის თქმით ახლა „უბრალოდ არ აქვს წასვლის უფლება“, რადგან ხალხმა მიანდო რეგიონის ხელმძღვანელობა და „ამ ნდობის გამართლება მისი წმინდა მოვალეობაა“. ის მხოლოდ ხალხისა და რუსეთის პრეზიდენტის თხოვნით დატოვებს პოსტს. „ამიტომ, ვადამდელი შვებულების შესახებ საუბარს“ მომავლის გადადებს და კუთვნის შვებულებასაც არ აიღებს. „ვსაუბრობდი უვადო შვებულებაზე, ვფიქრობდი 15 წელი - ეს ბევრია, თურმე, ყოფილან გუბერნატორები, რომლებიც 27 წლის განმავლობაში მუშაობდნენ. გამოდის რომ არც ისე დიდხანს ვყოფილვარ" - ამბობს ჩენჩნეთის ლიდერი. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
რამზან კადიროვი: ჩეჩნური რაზმები „შვებულების შემდეგ“ უკრაინაში დაბრუნდნენ
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ მისი დავალებით ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში საბრძოლველად დაბრუნდნენ. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს მან გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ადამ დელიმხანოვი ჩეჩენი სამხედროების თანხლებით აცხადებს, რომ რესპუბლიკური შენაერთები „10 ათასი ადამიანის ოდენობით“ იმოქმედებენ „ხერსონის ოლქში, ზაპოროჟიესა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში". კადიროვის თქმით, ჩეჩნური შენაერთები უკრაინაში შვებულების მინიჭების შემდეგ დაბრუნდნენ. ჩეჩნების უკრაინაში დაბრუნების შესახებ ინფორმაცია უკრაინის ჯარების წარმატებული კონტრშეტევის ფონზე გაჩნდა, რომლებმაც ხარკოვის მიმართულებით მნიშვნელოვანი წინსვლა შეძლეს. მანამდე, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ შესაძლოა თანამდებობა დატოვოს. რამდენიმე დღის შემდეგ კი განაცხადა, რომ „უვადო შვებულებაში“ გასვლა გადაიფიქრა.
პოლონეთმა, რამზან კადიროვის თანაშემწეს სანქციები დაუწესა
პოლონეთმა სანქცირებულთა სიაში, „ახმატის ბატალიონის“ მეთაური და ჩეჩნეთის ხელმძღვანელის რამზან კადიროვის თანაშემწე აფტი ალაუდინოვი შეიყვანა. აპტი ალაუდინოვი, რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალ-მაიორი, ჩეჩნეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და კადიროვის ჩეჩნური ბატალიონის ახმატის მეთაურია, რომელიც უკრაინაში იბრძვის. 2020 წლიდან ის გაერთიანებული სამეფოს სანქციების ქვეშ იმყოფება. სანქციები მას ბრიტანეთის ტერიტორიაზე შესვლასა და იქ საბანკო ანგარიშების გამოყენებას უკრძალავს. აპტი ალაუდინოვი ჯერ არ არის ევროკავშირის სანქციების სიაში.
მედია: შვედეთში ჩეჩენი ოპოზიციონერი, რამზან კადიროვის კრიტიკოსი ტუმსო აბდურახმანოვი მოკლეს
რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს. ამის შესახებ ტელეგრამის არხი 1ADAT იტყობინება. შვედეთის სამართალდამცავ ორგანოებს ამ ინფორმაციაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ. გავრცელებული ინფორმაციით, აბდურახმანოვი შვედეთში 2 დეკემბრის ღამეს მოკლეს. „ჩვენ გვაქვს საკმარისი ინფორმაცია, რომელიც ადასტურებს მისი [აბდურახმანოვის] გარდაცვალებას, ხოლო მისი ძმა, მუჰამედი სპეცსამსახურებმა გადამალეს“, - ნათქვამია ოპოზიციური ტელეგრამის არხის განცხადებაში. როგორც ოპოზიციური მოძრაობა „ადათში“ აცხადებენ, ტუმსოს მკვლელობასთან დაკავშირებით შიდა გამოძიებას რამდენიმე დღე აწარმოებდნენ და მოპოვებული ცნობებით დასტურდება მისი გარდაცვალება. აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ისლამ კადიროვთან კონფლიქტის შემდეგ. ის საქართველოში დასახლდა, სადაც თავშესაფრის მიღებას წარუმატებლად ცდილობდა, შემდეგ კი პოლონეთში გადავიდა. 2021 წელს აბდურახმანოვმა შვედეთში ლტოლვილის სტატუსი მიიღო.
მედია: ევროკავშირი კადიროვის ოჯახს სანქციებს დაუწესებს
ევროკავშირი რუსი ოფიციალური პირებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ სანქციებს გააფართოვებს. კერძოდ, სანქცირებულთა სიას ჩეჩნეთის ლიდერ რამზან კადიროვსა და მისი ოჯახის წევრებს დაამატებს. ამის შესახებ Bild წყაროებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გადაწყვეტილება შემდგომი ვრცელი სანქციების შესახებ (ანგარიშების დაბლოკვა, შესვლის აკრძალვა და ა.შ.) დღეს ბრიუსელში მიიღებენ მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების განმავლობაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსული სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა. ევროკავშირმა სანქციების სიაში შეიყვანა კადიროვის ორი ქალიშვილი და ბიძაშვილი. ჩეჩნეთის ლიდერმა უფროსი ქალიშვილი, 23 წლის აიშატი ჩეჩნეთში კულტურის მინისტრად დანიშნა. გარდა მამის პროპაგანდისტული საქმიანობისა, ის ასევე ფლობს მოდის ბრენდს Firdaws. საერთო ჯამში სანქცირებულთა სიაში 136 ადამიანი იქნება, მათ შორის 20 სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი, 22 რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს წევრი და სამი ვიცე-პრემიერი. სანქციები ასევე შეეხება ათ რუს მოსამართლეს და შვიდ ოფიციალურ პირს და რუს გუბერნატორს, რომლებიც მონაწილეობენ ბავშვების დეპორტაციაში. გარდა ამისა, სიაშია 31 ოფიცერი, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ობიექტებსა და ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო თავდასხმებზე. შეგახსენებთ, რომ რამზან კადიროვის კრიტიკოსი, ჩეჩენი ოპოზიციური ბლოგერი ტუმსო აბდურახმანოვი შვედეთში მოკლეს.
მედია: ომის დასაწყისში პუტინმა კადიროვს, უკრაინის პრეზიდენტ, ზელენსკის მოკვლა უბრძანა
სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, პუტინმა კადიროვი მოსკოვში სტრატეგიის შესამუშავებლად დაიბარა. კრემლის მარიონეტს ჩეჩნეთში, რამზან კადიროვს, რუსეთის დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა. ამის შესახებ ნათქვამია Wall Street Journal-ის სტატიაში. გაზეთი, უკრაინის დაზვერვისა და SBU-ს წარმომადგენლებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სრულმასშტაბიანი ომის დასაწყისში, რუსმა დიქტატორმა ვლადიმერ პუტინმა კადიროვს უბრძანა დაეკავებინა სამთავრობო უბნები კიევში და მოეკლა პრეზიდენტი. NSDC-ის მდივნის ოლექსი დანილოვის თქმით, ასეთი დავალება იყო კრემლის „ერთგვარი ბონუსი“ კადიროვისთვის. უკრაინულმა დაზვერვამ განაცხადა, რომ სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყებამდე სამი კვირით ადრე პუტინმა კადიროვი მოსკოვში დაიბარა სტრატეგიის შესამუშავებლად. 25 თებერვალს კადიროვიელები უკრაინაში ჯავშანტექნიკის სამი კოლონით შევიდნენ. დაზვერვის წარმომადგენლებმა დააფიქსირეს ვიდეო, რომელშიც მაღალი რანგის ოკუპანტი აცნობებს კადიროვს, რომ „დრო არის ზუსტად 00:00, ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას - 1500-ზე მეტი პერსონალით, საუკეთესო სპეცრაზმით, საუკეთესო მებრძოლები". სამი ჯგუფიდან პირველი თითქმის მთლიანად განადგურდა კიევის გარეუბანში, ხოლო დანარჩენი ორი იძულებული გახდა გადაჯგუფებულიყვნენ და შეტევა უკრაინის დედაქალაქამდე მისვლამდე შეეწყვიტათ, - წერს WSJ.
კადიროვი რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებზე: მეც მაქვს კენჭისყრის უფლება
ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა რამზან კადიროვმა, წლის შედეგების შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ის არასოდეს იყრის კენჭს რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში და ამასთან აღნიშნა, რომ ამის სრული უფლება აქვს. რამზან კადიროვი: ახლა წასვლის უფლება არ მაქვს „მე ვარ რუსეთის მოქალაქე, მაქვს [კენჭისყრის]უფლება. სხვებს შეუძლიათ, მაგრამ ჩეჩნებს არ შეუძლიათ, არა? შეუძლიათ“, - ციტირებს კრემლის კონტროლირებადი მედია „რია ნოვოსტი“ კადიროვის სიტყვებს. „მაგრამ მე ამას არასოდეს გავაკეთებ”, - აღნიშნა კადიროვმა და განმარტა, რომ ისეთი ლიდერის შემდეგ, როგორიც ვლადიმირ პუტინია, თითქმის შეუძლებელი იქნება ქვეყნის მართვა. რამზან კადიროვი ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი 2007 წლის 15 თებერვალს გახდა (2016 წლის 25 მარტიდან არის ჩეჩნეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი). კადიროვი „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს ბიუროს წევრი და რუსეთის ფედერაციაში შესული ჩეჩნეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის, ახმად კადიროვის შვილია.
კადიროვის მიერ ომში გაგზავნილმა სპეცრაზმმა 26 მებრძოლი დაკარგა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომში მისი გადაწყვეტილებით გაიგზავნა „როსგვარდიის“ რესპუბლიკურ სამმართველოში შემავალი პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმი „ახმატ 1“. ქვედანაყოფის მცირე აღლუმისა და გამგზავრების კადრების ამსახველი ვიდეო ჩეჩნეთის ლიდერის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნდა. დანაყოფის რაოდენობა არ არის ცნობილი, ვიდეოზე სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 250-ზე მეტი ადამიანი არ იმყოფება. კადიროვის თქმით, „ომონი“ ომში იგზავნება იმისათვის, რათა ბრძოლის ველზე ჩაანაცვლოს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიაში მონაწილე სხვა ქვედანაყოფი. ამასთან სპეცრაზმ „ახმატ-1-ის" ზოგიერთი მებრძოლი უკვე მონაწილეობდა უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებში. სპეცდანიშნულების დანაყოფი ჩეჩნეთში შეიქმნა 2022 წლის სექტემბერში, „როსგვარდიის“ დირექტორატის ნავთობისა და გაზის ობიექტების დაცვის პოლიციის პოლკის რეორგანიზაციის შემდეგ. სახელმწიფო სააგენტო "გროზნო-ინფორმის" ინფორმაციით, ქვედანაყოფი 2 000 ადამიანზეა გათვლილი. „ახმატ-1-ის" მეთაურად რამზან კადიროვთან დაახლოებული ზაურბეკ რაშაევი დაინიშნა. საიტ „კავკაზ.რეალიის“ რედაქციისთვის უკვე ცნობილია უკრაინაში სპეცდანიშნულების რაზმ „ახმატ-1-ის" 26 მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ერთ-ერთი დაღუპულის, ელი ზავრაევის, მემორიალური დაფა რესპუბლიკის ნადტერეჩნის რაიონის სკოლაშია აღმართული. უკრაინაში ომში კადიროველი „თავისი ხალხის რელიგიურ, კულტურულ და ტრადიციულ ფასეულობებს იცავდა“, - ამტკიცებენ ზავრაევისადმი მიძღვნილ ადგილობრივ რეპორტაჟებში. ამ „დამსახურებებისადმი“ ელი ზავრაევი, სიკვდილის შემდგომ, მამაცობის ორდენით დაჯილდოვდა.
კადიროვი აცხადებს, რომ სურს, შექმნას არმია, რადგან მთელ მსოფლიოში „ჩაგრული ხალხები" დაიცვას
რამზან კადიროვმა გამოაცხადა, რომ სურს, შექმნას დაქირავებულ მებრძოლთა არმია მთელ მსოფლიოში, რომელიც დაიცავს „ჩაგრულ ხალხებს“. მისი აზრით, ასეთი რაზმის მონაწილეები უნდა იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც მზად არიან, გაოღონ სიცოცხლე არა გროშისთვის, არამედ წესრიგისთვის“. თებერვალში კადიროვმა ისაუბრა გეგმებზე, შექმნას საკუთარი კერძო სამხედრო კომპანია საჯარო სამსახურის დასრულების შემდეგ და ამით კონკურენცია გაუწიოს ევგენი პრიგოჟინის Wagner PMC-ს.
პუტინმა კადიროვის უფროსი ქალიშვილი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა
ჩეჩნეთის მეთაურის რამზან კადიროვის ქალიშვილი, აიშატ კადიროვა, რომელიც რესპუბლიკაში კულტურის მინისტრის პოსტს იკავებს, „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ მეორე ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. შესაბამის განკარგულებას ხელი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერა. განკარგულება შეიცავს მხოლოდ ზოგად ფორმულირებას: „ეროვნული კულტურისა და ხელოვნების განვითარების საქმეში დამსახურებისთვის, მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის" და რა დამსახურებისათვის გადაეცა აიშატ კადიროვას მაღალი ჯილდო, უცნობია. 2022 წლის ივნისში, ჩეჩნეთის პრორუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა თავის ქალიშვილს, აიშატ კადიროვას, რომელიც რესპუბლიკის კულტურის მინისტრია, რეგიონის უმაღლესი ჯილდო – ახმატ კადიროვის ორდენი გადასცა. უფრო ადრე, 2021 წლის დეკემბერში, აიშატ კადიროვამ მედალი „ადამიანის უფლებების დაცვისთვის" მიიღო. ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისთვის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციები რამზან კადიროვთან ერთად აიშატ კადიროვასაც დაუწესა.
კადიროვმა თავისი ქალიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა
ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა რამზან კადიროვმა ტელეგრამ არხზე განაცხადა, რომ „მხარს უჭერს წინადადებას მისი ქალიშვილის, ჩეჩნეთის კულტურის მინისტრ, აიშატ კადიროვას, რესპუბლიკის ვიცე-პრემიერად დანიშვნის შესახებ.“ კადიროვის თქმით, „გადაწყვეტილება ჩეჩნეთის მთავრობის თავმჯდომარემ მუსლიმ ხუჩიევმა გააჟღერა.“ მან აღნიშნა, რომ მისმა ქალიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ჩეჩნეთის კულტურის სამინისტროს საქმიანობის გაუმჯობესებაში და დააგროვა მნიშვნელოვანი სამუშაო გამოცდილება. კადიროვმა ასევე განაცხადა, რომ რეგიონის კულტურის მინისტრის პოსტზე რესპუბლიკის ყოფილი ვიცე-პრემიერი მუსა დადაევი დაინიშნება.
გერმანიამ კადიროვის კრიტიკოსს თავშესაფარი მისცა
გერმანიამ ჩეჩენ მოხმად აბდურახმანოვს, უფლებადამცველსა და ოპოზიციონერი ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურახმანოვის ძმას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. მანამდე მიუნხენის სასამართლომ მოხმადის მკვლელობის მცდელობის ორგანიზატორს განაჩენი გამოუტანა. თავშესაფრის მიცემის შესახებ თავად აბდურახმანოვმა Youtube-ის არხზე განაცხადა და გერმანიის ხელისუფლებას ამ გადაწყვეტილების გამო მადლობა გადაუხადა. იუწყება Kavkaz.Realii. მანამდე მას თავშესაფარზე ორჯერ უარი ეთქვა. მაგრამ 2021 წლის მარტში აუგსბურგის ადმინისტრაციულმა სასამართლომ დაავალა გერმანიის მიგრაციისა და ლტოლვილთა ფედერალურ ოფისს, რომ აბდურახმანოვისა და მისი ოჯახის განმეორებითი განცხადება განეხილა. 2023 წლის აგვისტოში მიუნხენის უმაღლესმა რეგიონალურმა სასამართლომ ჩეჩენი ვალიდ დადაკაევი აბდურახმანოვის მკვლელობის მცდელობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
რუსეთის განათლების სამინისტრომ კადიროვს ისტორიის გასწორებული სახელმძღვანელო გადასცა
რუსეთის განათლების მინისტრი, სერგეი კრავცოვი ჩეჩნეთში ჩავიდა და უფროსკლასელთათავის განკუთვნილი ისტორიის განახლებული სახელმძღვანელო, რესპუბლიკის მეთაურ, რამზან კადიროვთან პირადად განიხილა. მანამდე, სახელმძღვანელოში ნათქვამი იყო, რომ ჩრდილოეთ კავკასიის რეპრესირებული ხალხები და ყირიმელი თათრები ჰიტლერული გერმანიის საოკუპაციო ჯარებთან თანამშრომლობდნენ. კრავცოვთან შეხვედრის შესახებ ინფორმაციას კადიროვის ტელეგრამ არხზე გავრცელდა. „სერგეი კრავცოვმა წარმომიდგინა ხელახლა გამოცემული სახელმძღვანელო მე-10 კლასელებისთვის. მასში ახლა უკვე გასწორებულია ყველა შეცდომა და ამოღებულია წინა გამოცემაში დაშვებული უხეში ფორმულირებები სტალინური რეპრესიების ქვეშ მყოფი მთელი ხალხების მისამართით," - წერს კადიროვი. რუსეთის განათლების სამინისტრომ ისტორიის სახელმძღვანელოში შესატანი ცვლილებების ტექსტი ოქტომბრის ბოლოს გამოაქვეყნა, რომელშიც მეორე მსოფლიო ომის დროს სსრკ-ის ხალხების დეპორტაციის შესახებ აბზაცი დარედაქტირდა.
კადიროვის ვაჟმა მედალი მიიღო შეჯიბრებისთვის, რომელშიც მონაწილეობა არ მიუღია - მედია
ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 16 წლის ვაჟმა ადამმა დუბაიში, ე.წ. სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებებში, UAE SWAT Challenge-ში, ჯილდო მიიღო. კონკურსის ოთხი დღის შედეგებით, საუკეთესო მაჩვენებლები ჰქონდა გუნდ „ახმატს“, რომელიც ჩეჩნეთის შსს სპეციალური პოლკის მეომრებისგან შედგება. სახელმწიფო სააგენტო „გროზნი-ინფორმის“ თანახმად, ჩეჩნეთის ხელმძღვანელის ვაჟი დაჯილდოებას ესწრებოდა საკუთარი მამის „უსაფრთხოების უზრუნველყოფის განყოფილების ხელმძღვანელის“ რანგში - ეს თანამდებობა ადამ კადიროვმა შემოდგომაზე მიიღო მას შემდეგ, რაც საგამოძიებო იზოლატორში სცემა ნიკიტა ჟურაველს, რომელიც ყურანის დაწვისთვის დააპატიმრეს. უმცროსი კადიროვი შეჯიბრში არ მონაწილეობდა, მაგრამ სცენაზე ჯილდოს მისაღებად პირველი გავიდა. ეს ჩანს ვიდეოში, რომელიც ჩეჩნეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, მაგომედ დაუდოვმა გამოაქვეყნა. მისი სიტყვებით, ადამ კადიროვი დუბაის შეჯიბრებებზე „მხარს უჭერდა“ „ახმატის“ მეომრებს. „სპეცდანიშნულების რაზმების შეჯიბრებების“ პირველ დღეს დუბაიში „ახმატმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა. მას გაუსწრეს გუნდებმა ყაზახეთიდან და არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. ანალოგიური შედეგი აჩვენა კადიროვის სპეცდანიშნულების რაზმმა კონკურსის მეორე დღეს. მან წააგო ბელარუსის, ყირგიზეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მებრძოლებთან. მესამე დღეს „ახმატმა“ მე-12 ადგილი დაიკავა და ჩამორჩა ბაჰრეინის, სამხრეთ აფრიკის, სერბეთის, აშშ-ისა და თურქეთის გუნდებს. წყარო
პუტინმა კადიროვი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“, მეორე ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
ვლადიმერ პუტინმა ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა. შესაბამისი განკარგულება სამართლებრივი აქტების ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნდა. კადიროვმა კიდევ ერთი სახელმწიფო ჯილდო მიიღო რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან „რუსეთის სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის.“ პუტინმა არაერთხელ დააჯილდოვა ჩეჩნეთის მეთაური სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. ამრიგად, 2022 წლის დეკემბერში კადიროვმა მიიღო ალექსანდრე ნეველის ორდენი რუსეთის პრეზიდენტისგან „ჩეჩნეთის რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში შეტანილი დიდი წვლილისთვის და დიდი ეროვნული მნიშვნელობის პრობლემების ეფექტიანი გადაწყვეტისთვის.“ საერთო ჯამში, ჩეჩნეთის ხელმძღვანელს აქვს სამ ათეულზე მეტი ოფიციალური სამთავრობო ჯილდო, მათ შორის, მედალი "სამხედრო მამაცობისთვის", II ხარისხის (2000), "სამშობლოს წინაშე გაწეული სამსახურისთვის", IV და III ხარისხის (2006 და 2021 წწ.) და რუსეთის გმირის ვარსკვლავი.
რამზან კადიროვის 18 წლის ვაჟი მინისტრად დაინიშნა
ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატ კადიროვი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა და რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო [რამზანის მამის, ახმატ კადიროვის სახელობის] მიანიჭეს. მანამდე ახმატ კადიროვი სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. 2023 წელს ახმატ კადიროვი გახდა მამის თანაშემწე და პრო-სამთავრობო მოძრაობა „პირველთა მოძრაობა“-ს ფილიალის თავმჯდომარე. გაზაფხულზე მოზარდს კრემლში უმასპინძლა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. საერთო ჯამში, ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე სამთავრობო თანამდებობებს რამზან კადიროვის ოჯახის დაახლოებით 100 ნათესავი იკავებს.
რამზან კადიროვმა თავისი შვილები „ჩეჩნური ენის დაცვის საბჭოს“ წევრებად დანიშნა
ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების თავკაცმა რამზან კადიროვმა ეროვნული ენის შენარჩუნებისა და განვითარების ექსპერტთა საბჭოს შემადგენლობა განაახლა. „კავკაზ.რეალიის“ ცნობით, განახლებულ საბჭოში აკადემიური სტატუსის მქონე ორი პირის გარდა, მოხვდნენ კადიროვის ორი შვილი: 24 წლის ხატიჟატი და 18 წლის ახმატიც. რამზან კადიროვმა 2023 წელი ჩეჩნური ენის წლად გამოაცხადა და ამასთან დაკავშირებით შექმნა მშობლიური ენის შენარჩუნების ექსპერტთა საბჭო, რომელსაც თავად ჩაუდგა სათავეში. ამასთან, საჯაროდ არ არის ცნობილი, თუ რას საქმიანობს ექსპერტთა საბჭო და რა როლი დაეკისრებათ კადიროვის შვილებს, რომლებიც ბოლო ხანს სულ უფრო აქტიურად მონაწილეობენ რესპუბლიკის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის უფროსი ვაჟი, 18 წლის ახმატი, რესპუბლიკის ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრად დაინიშნა. მან ასევე მიიღო რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო - კადიროვის ორდენი, რომელიც მისი ბაბუის პატივსაცემად დაარსდა. გასული წლის ოქტომბერში ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის 24 წლის ქალიშვილი აიშატი სოციალურ საკითხებში ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერი გახდა. ხოლო აიშატ კადიროვას ქმარი ვისხან მაცუევი 2023 წლის ივლისში რესპუბლიკის მთავრობის ვიცე-პრემიერად და სოფლის მეურნეობის მინისტრად დაინიშნა. ჩეჩნეთში მნიშვნელოვან სახელმწიფო თანამდებობებს რამზან კადიროვის ათობით ნათესავი იკავებს. 2018 წელს BBC-ის რუსულენოვანმა სამსახურმა დათვალა, რომ ჩეჩნეთის 158 მსხვილი ჩინოვნიკიდან 30 პროცენტი რეგიონის მეთაურის ნათესავებზე მოდიოდა.
კადიროვმა 16 წლის შვილი, პუტინის სახელობის "სპეცრაზმის უნივერსიტეტის" კურატორად დანიშნა
ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურმა რამზან კადიროვმა გუდერმესში ვლადიმერ პუტინის სახელობის რუსული სპეცდანიშნულების რაზმის უნივერსიტეტის კურატორად თავისი ვაჟი ადამი დანიშნა. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ არხზე დაწერა. „ჩემი ძვირფასი ძმის, უნივერსიტეტის ხელმძღვანელის, ბაიბეტარ ვაიხანოვის თხოვნით, მივიღე ადამ კადიროვის კურატორად დანიშვნის გადაწყვეტილება. ის კარგად იცნობს ამ დაწესებულების საქმიანობას კარგად იცნობს და ვთვლი, რომ დაკისრებულ მოვალეობებს შესანიშნავად შეასრულებს," წერს კადიროვი. უმცროსმა კადიროვმა ჯილდოების მიღება მას შემდეგ დაიწყო, რაც წინასწარი დაკავების იზოლატორში ყურანის დაწვაში ბრალდებული ნიკიტა ჟურაველი სცემა, რომელსაც მოგვიანებით 3,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. იმავდროულად, ადამ კადიროვი გახდა ჩეჩნეთის გმირი, მამის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი და შეიხ მანსურის ბატალიონის კურატორი. რამზან კადიროვის ნათესავები და მეგობრები რეგულარულად იღებენ ჯილდოებს ჩეჩნეთში სხვადასხვა დონეზე და თანამდებობაზე.16 თებერვალს მის უფროს ქალიშვილს მიენიჭა ე.წ. "DPR"-ის ორდენი. რამდენიმე დღით ადრე, კადიროვის მეორე ქალიშვილი, 24 წლის ხადიჟატი დაინიშნა ჩეჩნეთის მეთაურის და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის პირველ მოადგილედ.